შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სეზამი -6-


12-05-2018, 22:34
ავტორი sopiko
ნანახია 579

სეზამი -6-

''სეზამი''

[თავი 6]

საბრინა გვიან დაფიქრდა იმაზე, რომ განვლილმა რთულმა და იმდენი მოვლენით დატვირთულმა დღემ, რამდენიც რომ გადაეთვალა, მთელი ცხოვრების მანძილზე არ ჰქონდა გამოვლილი, ჯოზუე და წარსული ცხოვრება სულ გადაავიწყა.
ამან ქალს გული დასწყვიტა.
როგორც არ უნდა ყოფილიყო, არ ჰქონდა უფლება თავისი მშვიდი და ნორმალური ყოველდიურობის მადლიერი არ ყოფილიყო.
განა სებასტიანის ცხოვრებას უკეთესი ერქვა? ფათერაკებით აღსავსეს, უსამართლოს, შეუბრალებელსა და ყოველგვარ ადამიანურ ურთიერთობას მოკლებულს? ამ უკანასკნელზე საბრინას თავისი ერთგული, კეთილი და ხალისიანი მეგობარი, ვერონიკა გაახსენდა და ცრემლები მოერია.
უჭირდა იმასთან გამოთხოვება, რასაც ამდენად შეჩვეული იყო.
თურმე ერთი და იგივეს გაკეთება იმდენად უსისხლხორცდებოდა ადამიანს, რომ რამდენადაც არ უნდა ენატრა მისი საკუთარი ცხოვრებიდან მოკვეთა, როცა ამის შანსი მიეცემოდა, შესაძლო იყო უარიც ეთქვა.
სამწუხარო, მაგრამ რეალური რამ იყო ეს და საბრინას ცხოვრებაშიც ზუსტად ეს ეტაპი იდგა.
ზუსტად ამ ეკლიან და ნაკლებ უსაფრთხო გზას დადგომოდა საბრინა.
სწორედ ეს აწუხებდა ასე ძალიან.
საბრინას გაახსენდა ის დღე, როცა მიქელე ბერშე გაიცნო. თითქოს ისევ გრძნობდა პირში იაკოპოს ფუნთუშების გამო, იმ ყვავილის სურნელიც ცხვირთან დასთამაშებდა, რომელიც, ალბათ, ისევ იდო მის საძინებელ ოთახში იმ მაგიდაზე, რომელიც გათხოვების დღიდან ახსოვდა საბრინას. ნეტავ, თუ ნახა ჯოზუემ? თუ მიაქცია მას ოდნავი ყურადღება მაინც? იქნებ ღელავს კიდეც თავის უგზოუკვლოდ დაკარგულ ცოლზე? ნეტავ, ამის შემდეგ თუ დაიმსახურებდა საბრინასაგან მიტევებას? მიტევებას იმ უყურადღებობისა და უსიყვარულობის შემდეგ? შეძლებდა კი ამას საბრინა? სურდა კი ეს?
ქალი შეეცადა წარმოედგინა მაგიდასთან მდგომი დამწუხრებული, თვალებამღვრეული ქმარი, რომლის ხელისგულზეც იისფერი ყვავილის დანახვას შეძლებდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
სულ არაფერი.
საბრინას გაუჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩასახლებოდა გონებაში.
არა, არ ღირდა ჩაბღაუჭებოდა იმას, რაც არ არსებობდა. არც კი არსებულიყო ოდესმე. მასსა და ჯოზუეს შორის არასდროროს ყოფილა არაფერი ვალდებულებებსა და წესების პატივისცემის შეგრძნების მეტი და როგორც არ უნდა მოენდომებინა, ჯადოქრის ჯოხითაც კი ვერ გააჩენდა ამას.
დრო იყო ერთი რამ სცოდნოდა: ადამიანი არ იყო ღმერთი და ეს იმიტომ, რომ მას სიყვარულის შექმნა არ შეეძლო.
მხოლოდ ამიტომ.

საბრინა მხოლოდ დილით მიხვდა, რომ ამდენი ტირილისგან თვალები უკვე დასიებოდა და საგრძნობლად ტკიოდა. შინ რომ ყოფილიყო, სამკურნალო ნაყენს მოამზადებდა და დახუჭულ ქუთუთოებზე მასში ამოვლებულ საფენებს დაიდებდა, მაგრამ ახლა სახლისგან იმდენად განსხვავებულ ადგილას იყო, რომ იქ დაბრუნებაზე ფიქრიც კი არ შეეძლო.
სახის მანჭვით წამოწია სხეული ზემოთ და კიდევ ერთხელ შეაწუხა სიშიშვლის შეგრძნებამ. ის, რომ ეს საზიზღარი, დაფხრეწილი კაბა სხეულს საკმარისად ვერ უფარავდა, ნორმალურად აზროვნებაშიც კი ხელს უშლიდა. უწევდა სულ მოხრილს ეარა, რაც ასევე ძალიან აწუხებდა.
გასაგრილებლად ჰაერზე გასულმა საბრინამ თავიდან ვერაფერი შენიშნა, თუმცა როდესაც სახლს რამდენიმე მეტრით მოშორდა, დაინახა, რომ დაბლა, ნაპირზე ორი ადამიანი იდგა. როდესაც ერთ-ერთში სებასტიანი ამოიცნო, შეშინდა, რომ მეორე შეიძლებოდა უმბერტო ყოფილიყო, მაგრამ გული უცნობის მაღალმა და გამხდარმა სხეულმა დაუმშვიდა, რითაც საერთოდ არ ჰგავდა მლიქვნელ, უნამუსო თაღლითს. საბრინამ წინ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ამჯერად გრძელი, ცისფერი ნავიც მოხვდა მის თვალთახედვის არეში. საბრინას ბაგეების კიდებმა გაუაზრებლად დაიხიეს უკან. ის ხომ აქამდე არასოდეს მჯდარიყო ნავში. დაობლების შემდეგ მოხუცმა მამიდამ თავისივე უბანში მიათხოვა ჯოზუეს და მას შემდეგ იმ ადგილს დიდი მანძილით არც არასოდეს მოშორებიყო. ახლა კი გონებამ უკარნახა, რომ ამ ნავით თუ მოინდომებდა, სამყაროსაც კი შემოივლლიდა.
აჟიტირებული საბრინა ნავს თვალს ვეღარ აცილებდა. ნუთუ ამ ნავით აპირებდნენ სადმე წასვლას? იქნებ სებასტიანი სულაც მის აქ დატოვებას გეგმავდა? საბრინა ამ აზრმა იმდენად შეაძრწუნა, რომ საჩქაროდ სახლში შეირბინა და იქაურობა მიმოათვალიერა. სებასტიანის ნივთებს იქ რომ მოჰკრა თვალი, დაწყნარდა, მაგრამ შინ დარჩენა მაინც ვეღარ შეძლო და კარების სახელურს დაეჯაჯგურა.
საბრინა გაოცებული გახტა უკან, როდესაც კარები საპირისპირო მხრიდან შემოაღეს და უკან ნაბიჯის გადადგმა რომ ვერ მოასწრო, სავარაუდოდ კარგ დღეში არ ჩავარდებოდა. სებასტიანიც დააბნია მასთან ასეთ დროს შეხვედრამ. შეიძლებოდა ელოდა კიდეც, რომ საბრინას ჯერ კიდევ ეძინა. ქალის რეაქციამ მას ღიმილი მოჰგვარა. დღის სინათლე სახლში შემოიფრქვა და საბრინამ ის ფუთა შეამჩნია, რომელიც მამაკაცს ხელში ეჭირა. სებასტიანს არ გამოპარვია მისი მზერა, უხერხულად ჩაახველა და უკმაყოფილო, ხასიათწახდენილი გამომეტყველებით გადასცა საბრინას ფუთა.
-ჩემია?-უფრო მეტად გაკვირვებულმა შეხედა სებასტიანს საბრინამ.-მე მომიტანე?
-ჰო, შენ მოგიტანე.-უხეშად უპასუხა საბრინას მიუხვედრელობით უფრო მეტად გაღიზიანებულმა მძარცველმა და გვერდი გულგრილად აუარა.
-მე?-ახლა უკვე საკუთარ თავს შეეკითხა მარტოდ დარჩენილი საბრინა და ფუთა ისე სწრადად გახსნა, რომ ქაღალდი გაიხა.
საბრინას თითები რაღაც რბილსა და სქელს შეეხო. ქალმა წინ წაიწია, რომ უფრო უკეთ შეძლებოდა იმის დანახვა, რაც ხელში ეჭირა. უკვე ნაწილობრივ ხვდებოდა კიდეც, რაც უნდა ყოფილიყო. გული აუჩქროლდა. სუნთქვა გაუხშირდა. კაბა. სებასტიანს კაბა მიეცა მისთვის. მასაც შეემჩნია, როგორ უჭირდა საბრინას ასეთ მდგომარეობაში მოძრაობა და ამაზე ეზრუნა. ქალს მადლიერების გრძნობა მოეზღვავა. თვალებიც კი აუცრემლიანდა. იმდენად არ იყო მიჩვეული ყურადღებას განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, რომ ეს მცირედიც კი ძალიან ბევრს ნიშნავდა მისთვის. საბრინამ არ იცოდა, ეს საჩუქრად ჩაეთვალა თუ სიბრალულის ნიშნად მოვლენილ წყალობად, თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა არც ჰქონდა. ქალს გონებაში უმალ გადაეწმინდა ის უარყოფითი მოგონებები, რაც სებასტიანისგან ახსოვდა. გამოცდილი ტკივილი, შიში და დამცირება წუთის წინ მომხდარმა გააწონასწორა და საბრინა ამისთვის ენით აღუწერლად მადლიერი იყო.
სებასტიანმა ერთიანად გამოცვლილი საბრინა თავდაპირველად უყურადღებოდ აათვალიერა, მაგრამ შემდეგ ისევ დააბრუნა მზერა მასზე. ქალს სადა, არაფრით გამორჩეული, ყავისფერი კაბის ბოლოები თითქმის კოჭებამდე სწვდებოდა, გრძელი, გაშლილი სახელოებიც თითებს სანახევროდ უფარავდა. ნახშირივით შავი, დატალღული თმა დიდი ალბათობით ფრჩხილებით ჩამოევარცხნა. სახეზე შემხმარი ჭუჭყი მოეშორებინა და ახლა ნამდვილ, ყოველმხრივ მოწესრიგებულ ქალბატონს ჰგავდა და არანაირი საერთო არ ჰქონდა იმ თმაგაწეწილ, თვალებანთებულ საბრინასთან, რომელმაც გასულ საღამოს მძარცველისაგან პატივისცემა და სათანადო დამოკიდებულება მოითხოვა.
საბრინამ გვიან გაიაზრა, თუ რისთვის ემზადებოდა განსაკუთრებული ფორიაქით. მიხვდა, როგორ ძლიერ სურდა სებასტიანის თვალებში აღფრთოვანება გამოეწვია. მამაკაცის რეაქციამ მას ის თავდაჯერება დაუბრუნა, რომელიც წლების წინ ჯოზუეს დამსახურებით დაეკარგა. საბრინას აღარც ის ახსოვდა, ბოლოს როდის აეფორაჯებინა მისი ღაწვები გაუსაძლის მღელვარებას. ჩავარდნილი, გამხდარი ლოყები თითქოს შეევსო და წითლად აუღაჟღაჟდა. თვალებშიც ახალგაზრდული სხივი დაუბრუნდა. ამ მომენტში შეიძლებოდა საბრინა იმ ბავშვისთვისაც მიგემსგავსებინათ, რომელიც სასურველ ნაყინს მონდომებით მიირთმევდა.
-მზად ხარ?-როგორც კი ქალს თვალი მოწყვიტა, დაუბნევლად ჰკითხა სებასტიანმა.
საბრინამ უხმოდ დაუქნია თავი და სებასტიანს უკან შესამჩნევად დამორცხვებული გაჰყვა. ერჩივნა მიწა გასკდომოდა და შიგ ჩავარდნილიყო, ვიდრე ბანდიტი ქალის გამოპრანჭვისა და ალეწვის მიზეზს მიმხვდარიყო.
-შენს ქუჩაზე ახლა რომ დაბრუნდე, თუნდაც არაფერი თქვა, ნებისმიერი იეჭვებს, რომ მაღაზიის გაქურდვის შესახებ რაღაც იცი.-დაიწყო საბრინას წინ მიმავალმა სებასტიანმა.- მანაროლას საგამოძიებო ჯგუფი როგორი ლაჩარი და უნიათოც არ უნდა იყოს, მაინც შეძლებს შენი გაუჩინარებისა და ძარცვის დღის ერთმანეთთან დაკავშირებას. შეიძლება სასიკვდილოდ არ გაგიმეტე, მაგრამ იმდენად კეთილიც არ ვარ, რომ ამხელა რისკზე წავიდე. ვიდრე უმბერტო შეშინებული და დაბნეულია, შანსი გვაქვს აქაურობას გავეცალოთ, დროის გასვლის შემდეგ კი, როცა ეს საქმეც ნესტიან სარდაფში დასალპობად გაწირულ სხვა დანარჩენ დანაშაულებს შეემატება, შეგეძლება შინ დაბრუნდე და ცხოვრება წინანდელ პირობებში განაგრძო.
-წინანდელ პირობებში?-შემცბარმა წამოიყვირა საბრინამ და ამით საკუთარი თავი გასცა.
მართალია ორი დღის წინ მომხდარი დიდ ტრაგედიადა და ცხოვრების დასასრულად წარმოედგინა, მაგრამ ახლა სულაც აღარ სურდა ჯოზუესთან დაბრუნება და უპატიოსნო, სახელგატეხილი ოჯახის დიასახლისობა. ვინ იცის, იქნებ სახლიდან ვეღარც კი გამოეყო ცხვირი. ალბათ, მის დანახვაზე ყველა ჩურჩულსა და ჭორაობას დაიწყებდა. იაკოპოც აღარ იქნებოდა მის მიმართ უწინდებურად კეთილგანწყობილი. საბრინა ხშირად გამოცდიდა შიმშილს, შიმშილს, როდესაც პურის ერთი ნატეხიც კი შესანიშნავ სუფრის შესადარი გახდებოდა. აღარც ისეთი ტანსაცმელი ექნებოდა, რომლითაც სტუმრად წასვლას შეძლებდა. კვლავ უჩინარ სხეულად იგრძნობდა თავს, ისევ ვეღარავინ შეამჩნევდა, არც კი ემახსოვრებოდათ მისი არსებობა. ვერა, ვერ წარმოედგინა საბრინას ამგვარ რეალობაში დაბრუნება. თითქოს ეს ხავსმოდებული ქვები, რომლებზეც დააბიჯებდა, ეს უღრუბლო ცა მონავარდე ფრინველებით, ფსკერზე მოცურავე ჭრელკუდიანი თევზები სიზმარი იყო, სებასტიანი კი ამ სიზმრის საუკეთესო ნაწილი.
-რაიმე არასწორად ვთქვი?-წარბშეკვრით გამოხედა მამაკაცმა საბრინას. ალბათ, კვლავ მოელოდა მისგან უკმაყოფილო კომენტარს.
-არა, არა, მაპატიე, განაგრძე.-მოუბოდიშა საბრინამ და ღმერთს მადლობა შესწირა, რომ სებასტიანი მისი კითხვის აზრს ვერ ჩაწვდა.
-დილით ნავი ვიქირავე ჩემი მეგობრისგან. მდევარის არსებობის შემთხვევაში მისი საშუალებით კვალს ავრევთ, შემდეგ კი მატარებლით გავემგზავრებით. ახლა მანაროლაში გაჩერება კარგს არაფერს მოგვიტანს, რიომაგორაში ჩავალთ და დროებით იქ გავჩერდებით. თუ ჩემი გეგმებით თავს შეურაცხყოფილად გრძნობ ან საერთოდაც არ მოგწონს, შეგიძლია ახლავე მითხრა.-გაბრაზებამ თუ წყენამ გაიელვა სებასტიანის ბოლო სიტყვებში, საბრინამ ეს ვერ გაარკვია.
-იყოს, როგორც ამბობ, მე მაინც არაფრის შეცვლა არ შემიძლია.-მხრები აიწურა ქალმა. მეტის თქმა რომც ნდომებოდა, ვერ გაბედავდა. იცოდა, იმ უკაცრიელ სანაპიროზე დარჩენას ნებისმიერ ადგილას წასვლა ერჩივნა, სებასტიანიც ახლა სწორედ ამას სთავაზობდა.
ვიდრე წყვილი საუბრობდა, იმ ნავსაც მიუახლოვდნენ, რომელმაც საბრინა აგრერიგად მოხიბლა. ქალმა ხამი მზერა შეავლო მას და სებასტიანს გაუთვიცნობიერებლად ვედრებით შეხედა. მამაკაცმა მისი გულის წადილი იგრძნო. საწვალებლად ვერ გაიმეტა და შეუმჩნევლად ჩაიღიმა.
-დაგეხმარო?-ორაზროვნად ჰკითხა ქალს და თანხმობის მიღების შემდეგ თავისი ღონიერი, მოქნილი მკლავები შეაგება.

^^^
საბრინამ ტკბილი ძილი გისურვათ...
სანამ თავს ბალიშზე დადებთ, წაგვიკითხეთ და შეგვაფასეთო...
უყვარხართ სოფიკოს!
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი Shorena kiladze

Sabrinam tavi kalad igrzno sebastiantan.miuxedavad misi sakmianobisa sebastianma kalis pasi icis.... rogo miyvars da momcons knuto rom icode

 


№2  offline მოდერი sopiko

Shorena kiladze
Sabrinam tavi kalad igrzno sebastiantan.miuxedavad misi sakmianobisa sebastianma kalis pasi icis.... rogo miyvars da momcons knuto rom icode

შორე, მერამდენედ გადაგიხადო მადლობა, ჰა?
უყვარხარ სოფოს და.. საბრინასაც!

 


№3  offline წევრი ბიბი

საბრინა მგონი ყველაზე ძლიერი ქალია მსოფლიოში, ჯერ ქმარს რო უძლებდა დამერე "ტყვეობაში" მყოფიც რომ ასეთი კეთილია. სუფთა.
ძალიან მომწონს, და დიდხანს ნუ მალოდინებ :დ

 


№4  offline მოდერი sopiko

ბიბი
საბრინა მგონი ყველაზე ძლიერი ქალია მსოფლიოში, ჯერ ქმარს რო უძლებდა დამერე "ტყვეობაში" მყოფიც რომ ასეთი კეთილია. სუფთა.
ძალიან მომწონს, და დიდხანს ნუ მალოდინებ :დ

საბრინა ძალიან კარგი გოგოა, რომ არ უნდოდეს, ასე გამოსდის. პირველ რიგში ეს აღზრდას შეგვიძლია მივაწეროთ. ისეთ ადგილას და ისეთ ადამიანებში გაიზარდა, რომ ლედობას სებასტიანთან ერთადაც კი არ კარგავს ;დდ
მადლობა დიდი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent