შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფოტოგრაფი (თავი 3)


13-05-2018, 00:16
ავტორი ლიდია
ნანახია 339

ფოტოგრაფი (თავი 3)

მეორე დილას მილას დემნა ლოგინში არ დახვდა. არც წერილი დაუტოვებია და არც დაურეკავს. მთელი დღე დაზაფრული დადიოდა, ვერ ხვდებოდა ბიჭის უცბად გაუჩინარების მიზეზს. ნუთუ ეს გუშინდელი შემთხვევის ბრალია?!
გაზეთში კიდევ დაწერეს სტატია, სათაურით:
“მილა სააკაძე და დემნა ლიჩელი მეგობრობას აგრძელებენ”.
ფიტოებიც ერთო თან, სადაც ბიჭი და გოგო სეირნობენ.
გიგა აღარ გამოჩენილა, არც სალომე დაკავშირებია მილას, როგორც ჩანს ძალიან გაბრაზებულები არიან, რადგან გოგონამ დემნასთან ურთიერთობა არ შეწყვიტა.
გაუგებრობაში ერთი კვირა გავიდა და დემნა ლიჩელი ერთხელაც არ შეხმიანებია მილას. მილამ ბევრჯერ დაურეკა, შეტყობინებებიც დაუტოვა, მაგრამ ბიჭს ერთხელაც არ დაუბრუნებია პასუხი…
სააკაძე ნერვიულობდა, ასე რომ გადაწყვიტა მის სახლში მისულიყო.
მაგრამ…
სახლშიც არავინ დახვდა.
იმდენად იყო ემოციებს აყოლილი, დემნას გაუჩინარებიდან ორი კვირის შემდეგ მთელი ღამე ტიროდა. შემდეგ გაბრაზდა, არადა მაშინ საკუთარ თავს დაპირდა, რომ ბიჭის გამო ცრემლს აღარასოდეს გადმოაგდებდა…
შვეიცარიის ამბების ისევ გახსენებაზე კანკალმა აიტანა და ცუდად გახდა. მთელი დღე სახლში იჯდა და ტიროდა, გული სტკიოდა, რადგან მეორედ გაუცრუვდა იმედები.
შემდეგი დღე პოზიტიურად დაიწყო და გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის მიეხედა. მანიკური და პედიკური გაიკეთა, თმები გაისწორა, მაღაზიებში გაიარა და ხილი იყიდა.
სახლში შესულს მოუნდა რაიმე კოქტეილი გაეკეთებინა, “მილკშეიკი”-ს მაგვარი. ბლენდერი გამოიღო, შიგნით რძე ჩაასხა და ლამაზ ნაჭრებად დაჭრილი მარწყვი ჩაყარა.
უეცრად უკნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა და გაშეშდა. დანა გაუვარდა და ვერ გაბედა შებრუნება. ღრმად სუნთქვა დაიწყო. კისერთან მოახლოება და ცხელი სუნთქვის შემოფრქვევა იგრძნო.
ეს სურნელი…
ნუთუ უკან დემნა ლიჩელი ედგა?
-მომენატრე. - ამოიხრიალა ბიჭმა და გოგონა მარტივი მოძრაობით თავისკენ შეაბრუნა.
სააკაძეს სიბრაზისგან ნესტოები დაებერა და ნიკაპი აუკანკალდა.
ბიჭი თავის მუქ თვალებს გოგოს სხეულზე აცეცებდა.
-აქ.. აქ როგორ შემოხვედი? - ძლივს ამოიღო მილამ ხმა.
-კარები უნდა ჩაკეტო ხოლმე, როდესაც სახლში მარტო ხარ, თორემ შეიძლება ვიღაც შემოვიდეს და რაღაც ცუდი… ძალიან ცუდი დაგიშავოს.
-მომშორდი! - კატეგორიული ხმით განაცხადა მილამ მას შემდეგ, რაც ბიჭმა ყელში ვნებიანად აკოცა.
-რა მკაცრი ხარ მილა. პირდაპირ ვეცემი!
-ახლავე მომშორდი! თირემ გეფიცები საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!
-რა იყო ჯერ კიდევ ციკლი გაქვს?
სააკაძეს მეტის ატანა აღარ შეეძლო, წიხლი ბიჭს ფეხებშუა ამოარტყა და მას გაეცალა. დემნა ტკივილისგან დამანჭული ჩაიკეცა და სამზარეულოს კარადას მიეყრდნო ზურგით.
-გინდა უშვილოდ დამტოვო?
-რა გინდა ჩემგან? გეკითხები რა გინდა?!
-რამე უნდა მინდოდეს? არა კი მინდა რაღაც.. ცუდად არ გამიგო. შენთან განსაკუთრებული გეგმები მაქვს, მაგრამ შენ რას გულისხმობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში?
-მე იმას ვგულისხმობ, რომ მევლინები მფარველი ანგელოზის სახით! მიახლოვდები! გულსაც კი მიშლი და მამშვიდებ როდესაც ცუდად ვარ! შემდეგ ვიღვიძებ და უჩინარდები! გირეკავ, გწერ და სახლშიც კი გაკითხავ და შენ არ ჩანხარ! მხოლოდ ორი კვირის შემდეგ ინებე გამოჩენა და შენ მართლა გაინტერესებს რატომ ვარ მკაცრი?!
-შენ… მართლა ასე ნერვიულობდი? იმის გამო რომ… წავედი?
-ღმერთო ჩემო ყველანი ერთნაირები ხართ!
მილამ ბალიშს დაავლო ხელი და ბიჭს ესროლა.
-ეიი ეი..ეიი! - დემნა წამოდგა და მომდევნო ბალიში აიცდინა. - დამშვიდდი! გეყოფა, გთხოვ! მალაპარაკე!
მილა არაქათგამოცლილი დაენარცხა ხალიჩაზე და დაბლიდან ახედა ლიჩელს.
-მე შვეიცარიაში ვიყავი. - განაცხადა ბიჭმა და მილას წინ დაჯდა.
-შვე… შვეიცარია..ში? შენ შვეიცარიაში იყავი? - აცრემლებული თვალებით შეხედა მის მუქებს.
-ხო. იმ დილას მამაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა გავმგზავრებულიყავი შვეიცარიაში… იქ.. იქ…
-იქ რა?!
-აქამდე არ მითქვამს შენთვის, მაგრამ ეს არავინ იცის მამაჩემის და ჩემ გარდა და მეგონა, რომ არც იქნებოდა საჭირო რაიმეს თქმა! მაგრამ შენ.. მილა როგორ გითხრა, შენ ჩემთვის უბრალოდ მილა სააკაძე არ ხარ, შენ რაღაც მეტი ხარ უბრალო გოგონაზე. რაღაც მეტი… ჩემთვის გესმის? თითქოს შენ ხარ ჩემი ნაბიჯი ნათელი მომავლისკენ და არ მინდა დაგკარგო. ეს ორი კვირა ვერ გიკავშირდებოდი, რადგან ტელეფონი გამოვრთე, რომ ვერავის გაეგო ჩემი ადგილსამყოფელი. მამაჩემი ამას საიდუმლოდ ინახავს. მე ძმა მყავს… დიდი ნახევარძმა, 27 წლისაა. მამაჩემის მხრიდან.. დედამ ეს არ იცოდა და მეც მხოლოდ იმიტომ ვიცი, რომ მამას დახმარება სჭირდება ხოლმე მასთან დაკავშირებით. როგორ გითხრა… ის გიჟი იყო.! ფსიქიატრიულში იყო გამომწყვდეული. მამამ ის შვეიცარიაში გაუშვა. ორი კვირის წინ მამას დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ჩემი ძმა - ნოე ხანდახან იპარებოდა ხოლმე და თურმე ამას ხშირად აკეთებდა, დაცვას და ექთნებს გვერდს ადრეც უვლიდა. მისი მდგომარეობა დღითი-დღე უარესდებოდა. მამას უთხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა ჩასულიყო ნოესთან ვინმე, რადგან ის სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდა. მურმანი მასზე არ ფიქრობდა, მხოლოდ ფულს უხდიდა, ისიც ჩუმად, რათა პრესას მასზე არ გაეგო. მე გამგზავნა, რომ საქმეები მომეგვარებინა.
მილა გაოცებული უსმენდა დემნას.
შვეიცარია…
ნოე…
ნუთუ ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევა იყო?
-ნოე..? მას ნოე ჰქვია?
-კი.
-და.. რა გვარია?
-ლიჩელი. სხვა რა გვარი უნდა იყოს? რა გჭირს? - ახლაღა შეხედა დემნამ გოგონას გადაფითრებულ სახეს.
-ნოე ლიჩელი… არა მაგრამ… სხვა გვარი.. სხვა გვარი არ ჰქონდა?!
-შვეიცარიაში, ფსიქიატრიულში სხვა გვარით ჩაიწერა.
-რა გვარით? დემნა მითხარი გემუდარები! - ფეხზე წამოვარდა სააკაძე.
-კუპერი. ნოე კუპერით ჩავწერეთ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?!
მილას თავზარი დაეცა.
ნოე კუპერი…. შვეიცარია…
-ნოე კუპერი შენი დიდი ნახევარძმაა?! - გაიმეორა აკანკალებული ხმით.
-კი.
-ის… ის მკვდარია?!
-გუშინწინ გარდაიცვალა… მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი კარგად, მაინც გული დამწყდა, ხანდახან ადამიანური გამონათებებიც ჰქონდა და რამდენჯერმე გვილაპარაკია. სამი წლის წინაც ვიყავი შვეიცარიაში და სხვათაშორის კარგა ხანს იყო მაშინ გონზე.
-ღმერთო ჩემო…
მილას მუხლები მოეკეცა და გული წაუვიდა.
ნიშადურის ყნოსვის შემდეგ თვალები გაახილა და დემნამაც ამოისუნთქა.
გოგონა ცხარე ცრემლით ატირდა.
-მილა… ვერ მეტყვი რა გჭირს?
-შენ არ იცი… შენ არაფერი იცი!
-მომიყევი! მაშინ მომიყევი რა ხდება შენ თავს!
-მე… სამი წლის წინ შვეიცარიაში მეც ვიყავი. იქ… სიმშვიდის საპოვნელად წავედი, მაგრამ პირიქით მოხდა. - მილა წამოჯდა და დემნას თვალებში შეხედა. - დამპირდი, რომ არ შემაწყვეტინებ და ბოლომდე მომსიმენ. მერე თუ წახვალ… მე გაგიგებ.
-გპირდები.
-იქ სასტუმროში დავბინავდი და პატარა კაფეში დავიწყე მუშაობა. დამოუკიდებლობას ვსწავლობდი. იქ.. გავიცანი ერთი ბიჭი. ის ძალიან კარგი იყო… თავიდან ის ძალიან კარგი იყო! შემიყვარდა დემნა… მე ის გაგიჟებით შემიყვარდა და მჯეროდა, რომ მასაც ვუყვარდი. ჩემი პირველი შეყვარებული და სიყვარული იყო. მაბედნიერებდა მისი ყოველი კოცნა, შეხება და ღიმილი. მაგრამ… გავიდა ორი თვე და მასში ბნელი მხარეებიც დავინახე. უაზროდ ეჭვიანოდა, სულ ნერვიულობდა და ისე იქცეოდა, როგორც გიჟი! ამავდროულად მე.. მე გავიგე, რომ პარალელურად სხვა გოგოებთან ჰქონდა გაბმული რომანი. მაგრამ მე ის ვერ მივატოვე, ეს ვაპატიე და ხელმეორედაც გამიტეხა გული. შეშლილივით იქცეოდა, საათობით ქრებოდა. ჩემი გული ნაწილებად დაამსხვრია. ძალიან ცუდად გამხადა და მე ვეღარ გავუძელი… წამოვედი აქ, უკან! რადგან ვიცოდი, რომ ეთხოვა კიდევ ვაპატიებდი. მაშინ დავიფიცე, რომ ბიჭის გამო არასოდეს ვიტირებდი და არ დავეცემოდი სულიერად. მაშინ როდესაც შენ წახვედი, მე საკუთარ თავს გამოვუტყდი იმაში, რომ კიდევ ვეცემოდი და ეს არ მომწონდა. და იცი რა არის ყველაზე… ყველაზე საზარლად მოსასმენი და გასაგები ამ ისტორიაში? იმ ბიჭს, რომელიც ასე მიყვარდა და ასე მატკინა… ნოე კუპერი ერქვა. - მილამ მოყოლა დაასრულა და დემნას გახედა, რომელიც გაოცებისგან მეცხრე ცაზე იყო.
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. რომელსაც საათის ხმა არღვევდა და ეს ყველაფერს კიდევ უფრო იდუმალს ხდიდა.
-თქვი რამე! - დაიყვირა ნერვებაწეწილმა მილამ.
-მე… არ ვიცი რა ვთქვა. გამოდის, რომ… შენ ადრე ჩემ დიდ ძმას ხვდებოდი?
-ჰო… მგონი ასე გამოდის.
-მან ასე გაგანადგურა.. - დემნამ მუშტები შეკრა.
მუშტის დანახვაზე გოგონა შიშისგან შეხტა.
ბიჭს ეს არ გამოპარვია.
-მითხარი… მას ოდესმე… შენთვის დაურტყამს?
მილა ხმას არ იღებდა.
-მილა მითხარი!
-ერთხელ.. სწორედ მაგიტომ წამოვედი.
-ღმერთო ჩემო… მოდი აქ.
დემნა გოგონას მიახლოვდა და გულში მთელი ძალით ჩაიკრა, თან თავზე აკოცა.
-დედაჩემის სულს გეფიცები! აღარასოდეს მივცემ არავის იმის უფლებას, რომ შენ გატკინოს! საკუთარ თავსაც კი. შენი თმიდან ერთი ღერიც რომ ჩამოვარდეს და ეს ვინმეს ბრალი იყოს… არ ვიცი რას ვიზავ! მილა.. მე აღარ დაგტოვებ.
-მადლობა.
ცოტახანში დამშვიდებულები ისხდნენ დივანზე.
-სად არის ნოეს საფლავი? – იკითხა გოგონამ.
-მილა…
-სად არის? აქ თუ შვეიცარიაში?
-მამამ მითხრა იქ დაკრძალეო, მაგრამ არ შემეძლო… ახლა კი ვნანობ, მაგრამ…
-წამიყვანე. ნოე კუპერის საფლავზე წამიყვანე.
ბიჭმა უხმოდ შეასრულა ბრძანება და მილა სააკაძე ნოეს საფლავზე წაიყვანა.
გოგონა იქვე ჩამოჯდა და ქვაზე გამოსახულ ბიჭის სურათს ხელი გადაუსვა.
-მიუხედავად იმ ყველაფრისა რასაც მიკეთებდი მე მიყვარდი ნოე. მე ძალიან მიყვარდი. რა იცი.. იქნებ სხვაგან, სადმე პარალელურ სამყაროში მე და შენ ბედნიერები ვართ. შენც კარგი ბიჭი ხარ და ისე მეპყრობი, როგორც მე მინდა. შენ ჩემი პირველი სიყვარული და პირველი უბედურება ხარ. ახლა კი შენ გამო ვერ მიმიღია გადაწყვეტილება, უნდა გადავდგა შემდეგი ნაბიჯი? უნდა ვენდო შენ პატარა ნახევარძმა დემნა ლიჩელს? უნდა გადავუშალო მას გული? იქნებ მანაც მატკინოს… იქნებ შენნაირი ან მამათქვენისნაირი აღმოჩნდეს. უნდა შევიყვარო თავიდან? განა ამ სიტყვების თქმას კვლავ შევძლებ? როდესაც შენ სიკვდილზე გავიგე გულის სიღრმეში რაღაც მაინც ჩამწყდა, რაღაც შორეული, მაგრამ მტკივნეული. ნოე… იმედია იქ მაინც იპოვი შენ წილ სიმშვიდეს.მაგრამ.. განა მე შემიძლია მშვიდად ყოფნა და ვინმეს თავიდან შეყვარება? არ ვიცი…
მილა წამოდგა და დემნას მანქანაში დაბრუნდა.
-მორჩი? ყველაფერი რიგზეა? - ჰკითხა ლიჩელმა.
-კი. მადლობა, რომ მომიყვანე.
-ბევრ მადლობას იხდი!
-სახლში წამიყვანე, გთხოვ.
სახლამდე უხმოდ მივიდნენ.
სანამ მილა სადარბაზოში გაუჩინარდებოდა, ბიჭი დაეწია და თავისკენ მიაბრუნდა.
-სანამ ახვალ.. მინდა რაღაც გავაკეთო..
დემნა გაუბედავად მიუახლოვდა გოგონას ბაგეებს და დაეწაფა მათ. მილა ამას არ ელოდა.
ნოეს შემდეგ არავისთვის უკოცნია, ეს იმდენად ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად იმდენად უცნობი გრძნობა იყო, რომ ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა. საბოლოოდ აჰყვა და ხელები ბიჭს მოყავისფრო თმებში შეუცურა.
-მიყვარხარ. - თქვა ბიჭმა კოცნის შემდეგ.
მილამ ხელები მოაშორა. თითქოს წამში გამოერკვა. ეს ჯერ ადრე იყო.. ძალიან ადრე! ოღონდ ახლა არა!
-მე.. უნდა წავიდე! - თქვა გოგონამ და უკანმოუხედავად შევიდა სადარბაზოში.


___________________________
ვიცი მოსაკლავი ვარ ასე რომ დავიგვიანე!!
ბოდიშით :///
გამიზიარეთ თქვენი აზრები ^_^скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი მარსიამელი

სულმოუთქმელად ველოდები მეოთხე თავს და მილას რეაქციებს smile

 



№2  offline წევრი ლიდია

მარსიამელი
სულმოუთქმელად ველოდები მეოთხე თავს და მილას რეაქციებს smile

მეც ველოდები ჩემო დაო, მეც! ❤️❤️❤️

 



№3 სტუმარი Araaaa

Male dadeeee gtxov

 



№4  offline წევრი ლიდია

Araaaa
Male dadeeee gtxov

ვეცდები ❤️❤️❤️

 



№5  offline წევრი naniko mindia

Mosaklav ki xar, umagresi istoria warmatebebi veli shemdegs, imedia ardagvianeb ❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 



№6  offline წევრი ლიდია

naniko mindia
Mosaklav ki xar, umagresi istoria warmatebebi veli shemdegs, imedia ardagvianeb ❤️❤️❤️❤️

:dd დღეს უკვე დავიწყებ საღამოსკენ წერას და დღესვე თუ არა ხვალ ავტვირთავ ❤️❤️❤️

 



№7  offline წევრი ლათინო

აღაარ!აღარ დააგვიანო გთხოვ
გაიქცა და სად დაიმალება ნეტავ smirk joy ახალ თავს ველოდები, blush

 



№8  offline წევრი ლიდია

ლათინო
აღაარ!აღარ დააგვიანო გთხოვ
გაიქცა და სად დაიმალება ნეტავ smirk joy ახალ თავს ველოდები, blush

vecdebi male avtvirto ❤️❤️

 



№9  offline წევრი ლიდია

bavsvebo dzaliaaan dzalian didi
bodishi asedzalian rom vigvianeb :(( es periodi ragac ver chavujewi wesivrad, rom damewera meotxe tavi. xval davdeb gpirdebit da kidev ertxel didi bodishi❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent