ბერო(თავი2)+18 » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბერო(თავი2)+18


13-05-2018, 01:13
ავტორი ტერიკო74
ნანახია 1 691

ბერო(თავი2)+18

თორმეტი დღე მოანდომა დაღესტანში გადასვლას.სიძნელეების მიუხედავად გზას მთელი შემართებით მიაპობდა.იოსიფმა,რომ დაინახა,მაშინვე მიხვდა,რაღაც უბედურება რომ დამართნოდა ძმადნაფიცს.უხმოდ გადაეხვია და სახლში შეიყვანა.
- იოს,სასწრაფოდ მჭირდება იარაღი,შაშხანა თუ იქნება უკეთესია.ბინოკლი,მობილური და ფული.-თქვა ბერომ და პასუხის მოლიდინში იოსიფს მიაჩერდა.
-ყველაფერს გავაკეთებ,დრო მინდა,სამი დღე მაინც,ბერო.
-სამი დღე ბევრია,მეჩქარება-კბილებში გამოსცრა კაცმა.
-ვეცდები,ძმაო.მოდი,მანამდე ჭრილობას მივხედოთ,თვალები გაქვს დასიებული-ხმადაბლა შეაპარა იოსიფმა,მეტის თქმა ვეღარ გაბედა.თეას ამბავი უნდოდა ეკითხა,დააპირა კიდეც,ბერო მიხვდა,ხელი ასწია,ნიშანი- ხმა არ ამოიღო.
-თეა და ბავშვები მომიკლეს! -ეს თქვა და გარეთ გავიდა.
მესამე დღეს დაადგა უკან მოსაბრუნებელ გზას,ზურგზე მოგდებული ჩანთით.ისევ ტყე,ისევ საფლავთან მუხლებზე დავარდნილი ,ისევ ბუტბუტი.მერე იყო გზა ქალაქამდე,ცხრა სართულიანის სახურავზე საათობით ჯდომა და ლოდინი.ზუსტად ოთხი ადამიანი გაისტუმრა,შუბლზე დაჭედებული ტყვიით...
ძუნძულით გაუყვა ტყის სიღრმეს,საფლავთან ,ქვაზე ჩამოჯდა,მუხლებზე მკლავებით დაეყრდნო :
-თეა,შევასრულე! -თქვა და ცრემლები წამოუვიდა.პირველად იტირა იმ დღის მერე.
***
ხეს აკრული თვალთვალს განაგრძობდა და თან გეგმას სახავდა,-ერთს კი მოვკლავ ნაჯახით,გაიფიქრა,აი,მეორეს რა ვუყო.მთელი ყურადღება ორსულზე ჰქონდა გამახვილებული.დაინახა,როგორ ჩაავლეს ხელი აქეთ-იქიდან და შესვეს სატვირთოზე.დანარჩენებიც მიაყოლეს.კარები მძიმედ დაიკეტა კლიტეს თანხლებიტ.
რაღაც უნდა მოვიმოქმედო-აწრიალდა ბერო.როგორც კი დაიქოქა მანქანა და გზა ნელი სვლით განაგრძო,ბეროც უკან მიჰყვა,ფრთხილი ,მაგრამ სწრაფი ნაბიჯებით.დრო და დრო ჩერდებოდა და ხეებს ეფარებოდა.მანქანამ მარცხნივ გადაუხვია,ბეროც უფრო სწრაფად გაჰყვა უკან. კარგა ხნის სირბილის შემდეგ,შედგა.გული ხელით ეჭირა,სუნთქვის დარეგულირება სცადა,იქვე ჩაჯდა.-აქ გზა აღარ მიდის,სად მიდიან-გაიფიქრა და მანქანას თვალი გაუწვდინა.დაინახა,სატვირთოც გაჩერდა,უკან კარი გამოაღეს შეიარაღებულებმა,მძევლები ჩამოყარეს და ხელის კვრით უბიძგეს გზა ფეხით გაეგრძელებინათ.ბერომდე აღწევდა გინების ხმა.წამოდგა და უკან მიჰყვათ.ორსული გზა და გზა ჩერდებოდა,სიარული უჭირდა.ბერო კარგად ხედავდა,როგორი უშვერი სიტყვებით მიმართავდნენ გოგოს.მუშტები ერთმანეთს მიარტყა სიმწრისგან.ახლა არ იყო ნაუცბათევი მოქმედების დრო.კარგად მიხვდა ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე.იცოდა,მეორე მხარეს მეტი შეიარაღებული ადამიანები იქნებოდნენ.ყველა ნაბიჯის აწონვა უწევდა,ტვინში ქაოსი ჰქონდა,გამოსავლის ძებნაში.ჯერ უნდა დაედგინა,სად მივიდოდნენ.
მძევლები ტყის სიღრმეში შერეკეს,სადღაც ორმოცდაათ მეტრში შუქიც გამოჩნდა. ხის ,დიდი ფიცრული სახლი იდგა,ფანჯრებზე გაზეთები იყო გაკრული.ეზოში ორი მანქანა ეყენა,ნივას ფირმის.სამი კავკასიური ნაგაზი ,მშვიდად იწვა სახლის კარებთან.
ხალხის დანახვაზე,სამივე ძაღლი აიფოფრა და ღრენით გაქანდნენ.მძევლები შეშინებული შედგნენ.ნაგანიანმა იარაღი ამოიღო და ჰაერში გაისროლა.სახლის კარი ვიღაც წითურთმიანმა გამოგლიჯა და შურდულივით გამოვარდა გარეთ.უკან მოყვა რვა კაცი,ავტომატებით ხელში.
-ფუ,კამანდა!-დაიღრიალა კაცმა და სამივე ნაგაზი ადგილზე შედგა.
-ბლიად,გარეთ არავინ უნდა იყოს? -დაიყვირა ნაგანიანმა და იარაღით მიზანში ამოიღო ერთი ძაღლი.
-დაწყნარდით,მორჩა-დაუძახა წითურმა და ნაგაზები სახლისკენ წაიყვანა.
ბერო შორიდან ადევნებდა თვალს. საქმე უფრო რთულად ეჩვენა,ძაღლების განეიტრალებაც დაემატა.უკან მობრუნდა და სირბილით წავიდა თავისი ზონისკენ.

გიჟივით შევარდა თავის ქოხში,ტახტი გამოსწია,იატაკიდან ოთხი ფიცარი ამოაძრო და ხელი ჩაყო.გრძელი ფუთა ამოათრია.სწრაფი მოძრაობით გახსნა ,ყუმბარები ცალკე გადააწყო,მაკაროვის სისტემის იარაღს ხელი გადაუსვა და ქამარში ჩაიდო.ხელყუმბარებიც მიაყოლა.ტახტი ადგილზე დადგა.უხეიროდ ,კედელზე მიკრული ხის თაროდან შაშხანა და ბინოკლი ჩამოიღო.მაგიდაზე დააწყო და რუკის მოხაზვას შეუდგა.თერთმეტი კაცი დაითვალა,სამი ძაღლი.არ არის გამორიცხული სახლში კიდევ ყოფილიყვნენ სხვებიც.ტვინი აერია,თავზე ხელები შემოიჭდო.
-ბერო,მშვიდად!‒შეუძახა თავს და განაგრძო ხაზვა.ოთახების განლაგება მაინც სცოდნოდა,ოდნავ გაუადვილდებოდა საქმე.წინა მხრიდან ოთხი ფანჯარა დათვალა,კარიც მიაყოლა და მოხაზა.როგორღაც უნდა დაადგინოს სულ რამდენი კაცია,ამაღამ წავალ-გაიფიქრა და თაროდან რაღაც სითხე ჩამოიღო.გარეთ,თოვლიდან ირმის ხორცი ამოიღო,ჯამში ჩააწყო და ზედ სითხე დაასხა.

კატის ნაბიჯებით მიიწევდა მიზნისკენ.უჩვეულოდ მშვიდად გრძნობდა თავს.თვითონაც უკვირდა.ღამის ხედვის ბინოკლი მოიმარჯვა და ფიცრულს გახედა.ნაგაზები ადგილზე იწვნენ.თითქოს რაღაც იგრძნეს,ღრენვით წამოსწიეს ტანი და სიბნელეს შეუყეფეს.კარებში წითური გამოჩნდა.ძაღლებს გადახედა,მერე გარემოს მოავლო თვალი.საეჭვო ვერაფერი შენიშნა,ერთს გაეთამაშა და კარში გაუჩინარდა.ბერომ დრო იხელთა,წინ წაიწია და მთელი სიმძლავრით მოისროლა ხორცის ნაჭრები ძაღლების მიმართულებით.ცხოველები ისევ წამოხტნენ და გამგელებულნი ეცნენ ულუფას.თხუთმეტ წუთში სამივე ნაგაზი ძირს დაეცა,წკმუტუნით და პირზე დუჟით.ხმაურზე ისევ გამოვარდა წითური,უკან მოჰყვა სამი წვერიანი.ბერო ბინოკლით აკვირდებოდა,ორის სახე ეცნო,დაიძაბა.
-არ არსებობს! - დაიჩურჩულა და თავი გააქნია.თავისი სამმართველოს მაღალჩინოსნები რომ ამოიცნო.ოფლმა დაასხა,სუნთქვა გაუხშირდა.საქმე უფრო გართულდა.ამათ მთელი არმია ეყოლებათ,გაიფიქრა და ისევ განაგრძო დაკვირვება.კაცები რაღაცაზე დავობდნენ,ბერომდე ხმა წყვეტილად აღწევდა.

დაინახა როგორ დაიქოქა ერთი ავტომობილი და სამივე ნაგაზი შიგნით შესვეს.საჭესთან წითური დაჯდა.ესეც ასე,ერთი მოვიშორე- გაიფიქრა ბერომ და გაირინდა.ფიცრულთან ხმაური შეწყდა.გაზეთებიანი მინებიდან ძლივს აღწევდა გარეთ შუქი.ფრთხილი ნაბიჯით წინ გასწია,ფიცრულთან რომ მიახლოვდა,ძირს გაწვა და ხოხვით განაგრძო გზა.შიგნიდან ღრიანცელის ხმა ისმოდა.აშკარად სვამდნენ.ბერო ფეხზე წამოიწია,ფანჯარაში ,გახეული გაზეთის წყალობით შეიხედა.არყის ბოთლებით სავსე მაგიდასთან 12 კაცი დათვალა.საკმაოდ მთვრალები იყვნენ.უფრო სიღრმისკენ გაიხედა,მეორე ოთახი მოჩანდა,კარი ღია იყო,ვიღაცის ფეხები დალანდა ოთახის კართან.ქალის ფეხებია,ალბათ მძევლები მანდ ჰყავთ.კაცების ლაპარაკი კარგად ესმოდა,იგინებოდნენ და ვიღაც გუჯა დოქტორს ახსენებდნენ.

-ის ჯალათი იქნება,ვისთვისაც ეს ხალხი მოიტაცეს-დაასკვნა ბერომ და სმენა დაძაბა.

-ხვალ დილით ჩამოვა დოქტორი,მანამდე ხომ არ გავერთოთ?-გაიღრიჭა ერთი წვერიანი და როხროხს მოჰყვა.
- დააყენე!-შეუტია მეორემ,რომელსაც მკლავი კისერზე ჰქონდა ჩამოკიდებული ბინტით.
-კი არ ვკლავ,ვტ..ავ! რა პანიკაში ხარ ბლიად-განაგრძო სიცილი პირველმა.სხვებიც აჰყვნენ.ოთხ, უკვე კარგად ნაცნობ სახეს უყურებდა ბერო.ორი სატვირთოდან,ორი სამმართველოდან.ერთი წამოდგა,ბარბაცით გაეშურა მძევლებისკენ.რომელიღაც ქალს ხელი დაავლო და ოთახში გამოათრია.ბერო უარესად დაიძაბა.ახლა,რომ ატეხოს ბათქა-ბუთქი,ყველა ამოიხოცება შიგნით.არაა,არ არის კარგი იდეა,თავს იქნევდა ,ნერვებს ვერ თოკავდა.დაინახა ,როგორ გააძრეს ქალს ტანზე,მაგიდას ხელი გადაუსვა ერთმა და ყველაფერი ძირს გადმოყარა.ხორხოცობდნენ ჟინს აყოლილნი.ქალს საცვლები ზედ შემოახიეს,ხელები და ფეხები გაუკავეს.ქალი განწირული ატრიალებდა თვალებს და ღმუოდა. ინიციატორი ფეხებშუა მოექცა ქალს,ხელი აუსვა,მთელ ტანს ააყოლა და მისი მკერდი ძლიერად მოიქცია მუჭში.შარვალი ჩაიწია ,ქალის დუნდულებს ხელი ამოსდო,სასურველ პოზაში მოიქცია და მთელი ძალით მიაწვა.ლოშნიდა სადაც კი მიუწვდებოდა პირი.დადორბლა და წაუბილწა მთელი სხეული.ქალი აღარ ინძრეოდა,გაშეშებული თვალებით იწვა.კაცმა უკან დაიხია,ლაჯები სულ დასისხლიანებოდა ქალს.
-ქალიშვილი ყოფილა-ჩაიცინა ნასიამოვნებმა და უკან მიბრუნდა.

ბეროს თვალები დახუჭული ჰქონდა,ადგილზე მოკვდა.უმოქმედობამ იმდენად შეძრა,ეგონა პარალიზებული იყო.ისევ შეიხედა ფანჯარაში,მეორე მისდგომოდა ქალს,ავხორცთა ყიჟინა იქაურობას იკლებდა.
-მეორე გამოიყვანე!- დაიძახა ინიციატორმა და მუჯლუგუნი წაკრა გვერდში მდგომს.
-ორსული?-თვალები ცბიერად გააცეცა მეორემ სიცილით გაემართა ოთახისკენ.
-არა,არაა!ოღონდ ეს არა-ცივი ოფლი სახეზე ჩამოსდიოდა ბეროს.მოქმედების დროა,შეიცვალა გეგმა,გაიფიქრა,სახლს უკნიდან მოექცა სირბილით,მიწაზე გაწვა და ხელყუმბარა ტყისკენ ისროლა.აფეთქების ხმამ შეაზანზარა ფიცრული.შიგნით ქაოსის ხმა კარგად ესმოდა.ავტომატები გადატენეს-მიხვდა ბერო და სახლის გვერდზე დაიწყო ცოცვა.გაიგო,როგორ გაიღო კარი ,რამდენიმე ფეხის ხმა მისწვდა მის ყურებს.ავტომატის ჯერმა გადაუარა ტყეს.
-ვიღაც არის,შეამოწმეთ ყველგან,სახლის უკან გადით,ფრთხილად.
ყველა გარეთ გამოიშალა.
-აქ ვერავინ მოვიდოდა,არავინ იცის.ყველა ჩვენიანი გაფრთხილებულია-სწრაფად ლაპარაკობდა სამმართველოს უფროსი და იარაღს ხელში ატრიალებდა.ბერომ მეორე ყუმბარა მანქანას ესროლა.წამში აალდა და შავმა ბოლმა გარემოს გადაუარა.დრო იხელთა სნაიპერმა,სანამ დაბნეულები დარბოდნენ ბანდის წევრები.მძევლების ოთახში ფანჯარას მიაწვა,თავისუფლად გაიღო. გაკოჭილები იატაკზე იწვნენ.ბიჭებმა თავი წამოყვეს,ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა.ბერომ პირზე საჩვენებელი თითი მიიდო,ანიშნათ სიჩუმე.ბიჭები თვალების მოძრაობით დაეთანხმნენ.სამი ქალი იქვე იწვა,თავი არ აუწევით ზემოთ.მეოთხე ისევ მაგიდაზე იწვა,გაშეშებული.ბერო ფანჯრიდან ოთახში ჩახტა.სწრაფი მოძრაობით გაანთავისუფლა ბიჭები.
-იარაღის სროლა ხომ იცით?-კბილებში გამოსცრა და ხელყუმბარა მიაჩეჩა ერთს.მეორეს მაკაროვი.
-ან ცოცხლები გავალთ,ან გაგვიტანენ.თქვენი იმედი მაქვს-უთხრა ჩურჩულით ბიჭებს და ფანჯრიდან გადახტა.სახლს ფრთხილად შემოუარა.ეზოში სამნი იდგნენ.დანარჩენები ირგვლივ გაფანტულიყვნენ.
-მძევლებს მიხედე,უფროსმა ხელი წაკრა ჟინჩამცხრალს.ბერომ შაშხანა მოამზადა,მიზანში ამოიღო მუდამ ჰალსტუხით და კუშტი გამოხედვით მოსიარულე უფროსი.ინიციატორი სახლში შებრუნდა.წამებში გაისმა სროლის ხმაც.

წამებში გაისმა მეორე სროლის ხმაც.სნაიპერმაც ორჯერ გაისროლა.ორი სხეული მოცელილი დაეცა.ადგილიდან არ განძრეულა.იცოდა,სადღაც სიღმიდან უკვე მორბოდნენ დანარჩენები.ნაბიჯების ხმა უახლოვდებოდა,სწრაფად ისროლა კაცების მიმართულებით ყუმბარა.ხმაური შეწყდა.სანამ დანარჩენები გონს მოვიდოდნენ,უნდა ემოქმედა.სახლს ისევ უკან მოექცა,ფანჯრიდან ჩახტა.ბიჭებს გოგოები გაენთავისუფლებინათ და კუთხეში აწურულიყვნენ.
-სწრაფად იმოძრავეთ,ფანჯრიდანვე გადადით და ტყეს ამ მხრიდან შეაფარეთ თავი.ნებისმიერ შემხვედრს ესვრი,ქალებს მიხედეთ,დაგეწევით.-ბრძანება გასცა და ხელით უბიძგა მაკაროვიანს.თვითონ ოთახში გავიდა,მაგიდაზე შიშველი ქალი გაუნძრევლად იწვა.მიმოფანტული ტანსაცმელი მიაფარა და არტერიაზე ხელი მიადო.სახეზე ხელი ნერვიულად ჩამოისვა,თავი გააქნია და თვალები დაუხუჭა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ცარიელი

ვაიმე ეს რაიყო. ცხოველები არაადამიანები ჩემი ხელით დავახრჩობდი რომ შემეძლოს. ძალიან მძიმე წასაკითხია, ამ ტიპის ისტორია ამ საიტზე ჯერ არ წამიკითავს. მალე დადეთ რაა და არ შეწყვიტოთ..

კითხვა მაქვს.., ისტორია ნამდვილია?? ან რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული თუ მთლიანად თქვენი ფანტაზიაა?
--------------------
ხელმოწერა

 



№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ძალიან ძალიან მძიმე წასაკითხია. ასეთი არაკაცები და ცხოველები უნდა აწამო ნელ-ნელა და მერე მოკლა. . ფულის გამო ყველანაირ სიბინძურეზეა ადამიანი წამსვლელი. ემოციის გარეშე ამის კითხვა შეუძლებელია.

 



№3 სტუმარი სტუმარი ბერო74

mirandaa31
ვაიმე ეს რაიყო. ცხოველები არაადამიანები ჩემი ხელით დავახრჩობდი რომ შემეძლოს. ძალიან მძიმე წასაკითხია, ამ ტიპის ისტორია ამ საიტზე ჯერ არ წამიკითავს. მალე დადეთ რაა და არ შეწყვიტოთ..

კითხვა მაქვს.., ისტორია ნამდვილია?? ან რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული თუ მთლიანად თქვენი ფანტაზიაა?

მადლობა,რომ დაინტერესდით და კითხულობთ.გაგრძელდება ისტორია.
როგორც მიხვდით,სიუჟეტი 90-იან წლებში ვითარდება.რეალური ფაქტებიც ბევრია,ვერ დავაკონკრეტებ რომელი.ჩემი ფანტაზიაც ბევრია.

Chikochiko
ძალიან ძალიან მძიმე წასაკითხია. ასეთი არაკაცები და ცხოველები უნდა აწამო ნელ-ნელა და მერე მოკლა. . ფულის გამო ყველანაირ სიბინძურეზეა ადამიანი წამსვლელი. ემოციის გარეშე ამის კითხვა შეუძლებელია.


კი,მძიმე წასაკითხია.ვცდილობ,გადმოვცე ის რეალური სისასტიკე,თუ რაზეა წამსვლელი ადამიანი ფულის გამო.
მადლობა,რომ კითხულობთ.

 



№4 სტუმარი სტუმარი Elle

iseti realuria siujeti da sakmaod mdzime wasakitxic ❤ dzalian momwons

 



№5  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Madloba,Elle

 



№6  offline წევრი ჟიზელი

ველოდები შემდეგ თავს. იმდენად მომწონს,არ მინდა უაზრო სიტყვების რახარუხი მოვაწყო აქ.

 



№7  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

მადლობა,ჟიზელ
კრიტიკა არ დაიშუროთ.მივესალმები ყველას აზრს

 



№8  offline წევრი drogardasuli

განსხვავებული, არაორდინალური და ძალიან საინტერესო თხრობის სტილი გაქვს ბერო <3 წარმატებები

 



№9  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

drogardasuli,გაიხარე,მადლობა

 



№10 სტუმარი სტუმარი Kato

Yvelaze saintereso novelaa, rac ki internetshi wamikitxavs. Warmatebebi, Bero!

 



№11  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი Kato
Yvelaze saintereso novelaa, rac ki internetshi wamikitxavs. Warmatebebi, Bero!


ოო,დიდი მადლობა,კატო))

მაღალი შეფასება მომეცი))

 



№12  offline წევრი richirichi

საოცარი ხარ.მკითხველის გულთან ახლოს ხარ.ეს ყველას არ შეუძლია

 



№13  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

richirichi
საოცარი ხარ.მკითხველის გულთან ახლოს ხარ.ეს ყველას არ შეუძლია

მადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent