შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღალი საზოგადოება (თავი 20) მე ყველაფერს მივხვდი


13-05-2018, 11:58
ავტორი teengirllove
ნანახია 912

მაღალი საზოგადოება (თავი 20) მე ყველაფერს მივხვდი

ხელები მიშვა ,გულნატკენმა შემომხედა ,ცოტახანს ასე მაკვირდებოდა.გული ამეწურა მაგრამ მაინც ცივად ვუყურებდი, ბოლოს სადღაც უსასრულობაში დაიწყო ყურება,ზურგი შემაქცია -კარგი -ამოიხვნეშა ბოლოს,ნელა შემომხედა და ოდნავ გაეღიმა ,მერე ისევ გაიხედა,წასვლა დააპირა ,შუა გზაში მობრუნდა -ოდესმე მითქვამს ,რომ ძალიან ცუდი მატყუარა ხარ?
აშკარად საშინლად გაოცებულო სახე მქონდა ,რადგან გაეცინა და წავიდა ..მიხვდა ,მიხვდა რომ მოვატყუე, მიხვდა რომ ისევ მიყვარს,ჯანდაბა როგორ ვცადე,როგორ ,მაგრამ მაინც ვერ დავუმალე ..სახეზე ჩამოვისვი ხელები,არ გამომდის ,ვერ ვახერხებ ვიყო მათნაირი,რატომ ,რატომ ნუთუ ასეთი რთულია იყო ცივი და დაუნდობელი,ნუთუ ასეთი რთულია გეცვას ბოლო მოდაზე და იგესლებოდე როგორც გვანცა..ალბათ ბევრისთვის ადვილია,მაგრამ ჩამთვის არა ,ცოტახანს იქ დავრჩი,შემდეგ სახლში წავედი...
*****სანდრო*****
ვუყურებდი..ვაკვირდებოდი,თითქოს ის არ იყო,სულ სხვა ნიტა იყო ერთი შეხედვით..სხვანაირად ჩაცმული,სხვანაირი გამოხედვით, თმის სტილიც შეუცვლია,უფრო გამხდარა და გალამაზებულა..დილას დერეფანში ,რომ დავინახე გული ამიჩქარდა ,ისე მომინდა მასთან ყოფნა და ჩახუტება ,ისე მინდოდა არასოდეს დამეტოვებინა ,მის გვერდით ვყოფილიყავი სულ,როგორც შვილს სამუდამოდ დედის გვერდით ყოფნა..მინდოდა ჩვეულებრივად ჩამევლო ,მაგრამ ვერ მოვითმინე და შევეხე ,გაოცებულმა გამომხედა ,ერთი შეხედვით ცივი მზერა მსტყორცნა ,თუმცა მაინც იგრძნობოდა მასში სითბო,ვიგრძენი ჩემს შეხებაზე როგორ დაბურძგლა..ვიცი ვერ მპატიობს,უნდა მაგრამ არ გამოსდის , მისი მესმის..ხესთან რომ მითხრა არ მიყვარხარო კინაღამ გულის შეტევა მივიღე, ერთი წუთით თითქოს დავიჯერე კიდეც , მაგრამ თვალებმა გაყიდა ,მისმა შავმა თვალებმა რომელშიც სითბო და ტკივილი დავინახე ,ასე ადვილად არ დავთმობ მე იმ ადამიანს ,რომელიც მიყვარს და მასაც ვუყვარვარ..
-გისმენთ -მოისმა წკრიალა ხმა
-მე ვარ
-რამ შეგაწუხა -ხმაში მაშინვე გაღიზიანება შეიტყო
-შენი ნახვა მინდა
-არ მცალია
-გთხოვ ,უნდა ვილაპარაკოთ,მართლა მნიშვნელოვანია
-სანდრო არმინდა შენთან ლაპარაკი!
-ამ ერთხელ, ნიტას ხათრით..გთხოვ
-....
-გთხოვ -გავუმეორე კიდევ ერთხელ
-ჰმმ...კარგი ხო,ცოტახნით გამოვალ. ახლა?
-ხო ახლა,მისამართს დაგიმესიჯებ..
-ოღონდ არავინ უნდა გაიგოს!
-კარგი..
ყურმილი გავთიშე და სწრაფი ნაბიჯებით გავემართე უახლოესი კაფისაკენ,გზაში მისამართიც მივწერე,მაშინვე მოვძებნე თავისუფალი,ოდნავ მოფარებული ადგილი და მის მოსვლას დაველოდე..მალე მოვიდა,შემოფარფატდა თავისი ატმისფერი სარაფანით, მიდამოს მზერა მოავლო,რომ დამინახა წამით ეცვალა სახე,შემდეგ ჩემსკენ წამოვიდა და წინ ჩამომიჯდა ,სათვალე მოიხსნა მაგიდაზე დადო,ოდნავ გადმოიხარა და მოთმინებით დაელოდა ,როდის დავიწყებდი.
-უნდა შევრიგდეთ-პირდაპირ ვაჯახე-და შენ უნდა დაგვეხმარო
-სანდრო ნიტა აღარ გენდობა ,მეც აღარ გენდობი
-მესმის,მესმის მაგრამ ..მოკლედ ნუცა ,ვიცი,ვიცი რომ შეცდომა დავუშვი,ვიცი რომ იდიოტივით მოვიქეცი,არ ვენდე და ბავშვობის მეგობარს დავუჯერე,იმ ფოტოებს დავუჯერე ,მაგრამ იმ პერიოდში მართლა ძალიან ცუდად ვიყავი, ჩემი საშინელი სიტყვებით,იმის მტკიცებით რომ ნიტა მეზიზღებოდა,რომ აღარ მიყვარდა ,ვცდილობდი საკუთარი ტკივილი დამეამებინა,მინდოდა თავი მომეტყუებინა,მაგრამ არ გამომივიდა ,უარესად გავხდი როცა სკოლაში დავინახე ,თან ლუკას ელაპარაკებოდა ,ვერ აგიღწერ რა დამემართა ,თითქოს გული ჩამწყდა ,საშინლად მეტკინა..მაინც მჭამდა ეჭვი,უფრო გამიადვილდებოდა თუ მას შევძულდებოდი,უფრო ადვილად გადავიტანდი,მაგრამ ყოველ ჩემს საშინელ სიტყვას ის თავისი თბილი თვალებით ხვდებოდა ,მასში ნათლად ვხედავდი ტკივილს და სიყვარულს ჩემს მიმართ,ეს უარესად ცუდად მხდიდა ,საშინლად ავირიე,ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ,მერე ლუკამ ის მესიჯები მაჩვენა ,უარესი დამემართა..ამას იმიტომ გიყვები ,რომ მიხვდე ჩემი საქციელის მიზეზს და იმასაც რომ ძალიან მიყვარს ის ..ადრე მეცინებოდა როცა ამბობდნენ პირველი სიყვარული სულ სხვააო,ახლა მესმის..
მე იმ ღამეს ის რომ მეწვია და გავაგდე,მარტო არ გამიშვია ,მინდოდა მაგრამ გულმა ვერ მომითმინა და მაინც გავყევი უკან ,მერე მანქანაში ჩაჯდა და ვიფიქრე ალბათ სახლში დაბრუნდათქო..
-სანდრო,ჩემგან რას მოითხოვ?
-უნდა დამეხმარო,დღეს ველაპარაკე და ვიცი ისევ ვუყვარვარ, უნდა დაელაპარაკო ,კიდევ რაღაც უნდა მოვიფიქროთ ,რამე ისეთი თვითონაც რომ მიხვდეს როგორ ვუყვარვარ..
სკამის საზურგეს მიეყრდნო,ცოტახანს ჩაფიქრებული იჯდა
-კარგი..ხო დაგეხმარები,მაგრამ ამას შენთვის არ ვაკეთებ, მისთვის ვამეთებ,ვხვდები როგორ ტკივა უშენობა და ამის ფონზე რამდენ სისულელეს აკეთებს ..
-მადლობა ,ძალიან დიდი მადლობა ნუცა
-ოღონდ იცოდე ,კიდევ ერთხელ მსგავს რამეს გააკეთებ და ჩემი ხელით მოგკლავ ,არ გაცოცხლებ !
-გეფიცები ,მსგავს რამეს აღარასოდეს გავიმეორებ ..
-კარგი..ახლა რამე უნდა მოვიფიქროთ
-ხო,გააქვს რამე ისეა?
-მაცადე!-სადღაც უსასრულობაში დაიწყო ყირება , ხუთი წუთით იჯდა ასე ,ბოლოს სახე გაუნათდა ,გახარებულმა შემომხედა და თვალი ჩამიკრა -მოვიფიქრე..
****
-გისმენთ
-რას შვები ნიტუშ?
-რავი,ვმეცადიენობდი, შენ?
-შენთან მოვდივარ
-ვაა და როდის აქედან მაფრთხილებ?
-დღეიდან საყვარელო..
-კარგი..რა ხდება ,რაღაცნაირი ხმა გაქვს
-ხო,მაქვს
-და რა მოხდა?
-მოხდა
-ნუცა!
-რა?
-მითხარი
-არა
-რატომ?
-სურპრიზია და იმიტომ
-რამე მიყიდე? მაგალითად:შოკოლადი, შოკოლადი თხილით,შოკოლადი ნუშით,შოკოლადი რძით ,შოკოლადი..
-კაი კაი ხო,ნუ დაიწყებ ახლა ყველა შოკოლადის ჩამოთვლას
-მაშინ ამოღერღე!
-ზეგ
-რა ზეგ?
-ზეგ დიდი დღეა დიდი!
-გოგო,იცოდე აქედან ვეღარ გააღწევ რომ მოხვალ!
-მაშინ არ მოვალ
-ნუცა ,არ შეიძლება ჩემთვის ნერვიულობა
-ოხ ,მე რომ მანერვიულებ
-კაი სხვა თემაზე არ გვინდა ,მითხარი რა ხდება!
-კაბა აარჩიე ნიტუშ,რაც შეიძლება სექსუალირი და ლამაზი
-კაბა,რატომ?
-ბევრს ნუ ტლიკინებ, აარჩიე და გეტყვი მერე..
-მითხარი თორემ არ ავარჩევ !
-ჯანდაბა როგორ გავხარ მამაჩემს ასე , კარგი ხო გეტყვი
-დროზე!
-ზეგ წვეულებას ვაწყობ და შენც მობრძანდები
-ახლა რომ მოვალ და მაგრად გცემ მერე ნახავ ,ამის სათქმელად მაწვალე ამდენი ხანი?
-მარტო ეგ არ არის
-კიდევ რა არის აბა?
-მაგას არ გეტყვი
-მეტყვი!
-არ გეტყვი
-მაშინ არ წამოვალ
-წამოხვალ!
-არა
-კი
-ძაან უაზრო დიალოგი გვაქ
-ვიცი
-მერე რა გიხარია
-,,ზეგ"მიხარია
-მაინტრიგებ
-ვიცი
-მერე!!
-ზეგ
-რა ზეგ?!!
-ზეგ გაიგებ
-ნუცააა!!!
-....
-ჯანდაბა ტელეფონი გათიშა..




პატარა თავია მაგრამ შემდეგი იქნება დიიიიიდიიიიი და კარგი:))) ბოდიში დაგვიანებისათვის..скачать dle 11.3




№1 წევრი naniko mindia

Moutmenlat veli shemdegs tavs, kargi iyo magram patara tavi iyo ❤️❤️❤️❤️warmatebebi
--------------------
lomidze

 



№2  offline წევრი ლათინო

ვერა ვერა და ვერა!!!ვერ გაპატიებ ასეთ პატარა თავს! სპეციალურად მიკეთებ ხო? კი ხარ ღირსი რო გაგლანძღო მაგრამ არ ვიზამ მაგას,სირცხვილია. მერე თუ მომივლის გაგლანძღავ.
აი ის ''ზეგ'' მალე მოვიდეს და გამაგებინე რა ხდება თორემ მოგაკითხავს სადაც ხარ და როგორც ხარ! თან მარტო კი არა,გორიდანაც გამივიყოლებ ხალხს...
კი ხარ გასალანძღი,მაგრამ კარგი გოგოც ხარ და რა გავაკეთო ახლა?

 



№3  offline წევრი talia

Cemi knuti rogor monenatre cemo sixarulo.icode ROM sheni arc erti tavi waukitxavi ar mrceba,maqsimum am tvis bolos gnxav cemo knuto. heart_eyes

 



№4  offline წევრი teengirllove

naniko mindia
Moutmenlat veli shemdegs tavs, kargi iyo magram patara tavi iyo ❤️❤️❤️❤️warmatebebi

madloba, xo samwuxarod patara gamomivida ,shemdegit gamovasworeb

ლათინო
ვერა ვერა და ვერა!!!ვერ გაპატიებ ასეთ პატარა თავს! სპეციალურად მიკეთებ ხო? კი ხარ ღირსი რო გაგლანძღო მაგრამ არ ვიზამ მაგას,სირცხვილია. მერე თუ მომივლის გაგლანძღავ.
აი ის ''ზეგ'' მალე მოვიდეს და გამაგებინე რა ხდება თორემ მოგაკითხავს სადაც ხარ და როგორც ხარ! თან მარტო კი არა,გორიდანაც გამივიყოლებ ხალხს...
კი ხარ გასალანძღი,მაგრამ კარგი გოგოც ხარ და რა გავაკეთო ახლა?

ra specialurad rasa mkadreb :)))) xo kargi gogo var ki :))

talia
Cemi knuti rogor monenatre cemo sixarulo.icode ROM sheni arc erti tavi waukitxavi ar mrceba,maqsimum am tvis bolos gnxav cemo knuto. heart_eyes

mec momenatre talush..moica gnaxavo tqvi tu momesma neta :)))

 



№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე სასწრაფოდ მოვითხოვ ამ ისტორიის გაგრძელებას smile ეს რა კარგი ისტორია ყოფილა.სული დამელევა სანამ ახალ თავს არ დადებ ახლა disappointed მალე დადე ხო?
--------------------
ლანა

 



№6  offline წევრი teengirllove

La-Na
ვაიმე სასწრაფოდ მოვითხოვ ამ ისტორიის გაგრძელებას smile ეს რა კარგი ისტორია ყოფილა.სული დამელევა სანამ ახალ თავს არ დადებ ახლა disappointed მალე დადე ხო?

დავდებ ხვალ :)))

 



№7  offline წევრი anns

20-ში უნდა დაგედო და დღეს უკვე 22-ია, როდის აპირებ დადებას?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent