შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბერო(თავი3)+18


14-05-2018, 00:08
ავტორი ტერიკო74
ნანახია 1 254

ბერო(თავი3)+18

ტყეს მისცა თუ არა თავი,ბინოკლი მოიმარჯვა.მძევლებს ეძებდა.დაინახა კიდეც ,ჩუმად მიეპარა მაკაროვიანს და ხელი ამოუგრიხა.
-ბოდიში,ვერ დავიძახებდი.შეგეძლო გესროლა,ვერ გაარჩევდი ღამე,მე ვიყავი ,თუ ისინი.ფეხს უნდა ავუჩქაროთ,საკმარისი გზა გვაქვს გასავლელი-ბრძანებასავით გაისმა ბეროს ხმა და წინ გაუძღვათ.
გზა და გზა უკან იყურებოდა,ორსულს სიარული უჭირდა,მუცელზე ხელს იკიდებდა და ჩუმად ტიროდა.მოტრიალდა სნაიპერი,ჰაერში ბუმბულივით აიტაცა ქალი და ყურთან უჩურჩულა:-ყველაფერი კარგად იქნება!
ქალი ჯერ შეცბა,შემდეგ მოეშვა და კაცის მხარზე მიესვენა.ზონამდე სამჯერ შეისვენეს.გოგონებს სიარული უჭირდათ,დასუსტებულნი იყვნენ.გზაში თოვლის შეჭამამაც მოუწიათ,წყურვილი მოიკლეს.ქოხს,რომ მიუახლოვდნენ,ბერომ ქალი ძირს დასვა.კარი შეაღო,სანთელი აანთო და “სტუმრები“ შეიპატიჟა.
-ქოხი პატარაა,მოვთავსდებით როგორღაც.გავალ საჭმელს შემოვიტან-თქვა და გარეთ გავიდა.ხორცი ამოთხარა ,გამურულ ქვაბში ჩაყარა და თოვლით გაავსო.ქოხში შეიტანა, მორყეულ შეშის ღუმელს ფიჩხები შეუკეთა და სადილი ზედ შემოდგა.
-ირმის ხორცი გვაქვს,სხვა არაფერი. გვინდა,არ გვინდა უნდა ვიკვებოთ,სხვა გზა არ არის-განაცხადა და გოგოებს ოდნავ შესამჩნევი ღიმილით გადახედა.
-დროა,გავიცნოთ ერთმანეთი,მე ბერო მქვია -თქვა და ხელი გაუწოდა მაკაროვიანს.
-დიტო,დიმიტრი-არ დააყოვნა და მძლავრად ჩამოართვა .
-საშა,ალექსანდრე-ღიმილით ჩაენაცვლა ხელყუმბარიანი.
ბერო გოგონებს მიუახლოვდა,ხელი გაუწოდა შავთმიანს.
-ნატა მქვია-გაუღიმა გოგომ.
-მე ქეთი-მორცხვად თავი დახარა მეორემ.
ბერომ დააგვიანა მესამესკენ გახედვა,მძიმედ მიტრიალდა,წამიერად დააკვირდა.გოგონამ აცახცახებული ხელი გაუწოდა მამაკაცს
-ლარა-ჩაიჩურჩულა გოგონამ და მტევანი სწრაფად გამოსწია უკან.სანთლის შუქზე გაიბრწყინა ლარას ნუშისებრმა,შავმა თვალებმა.თავი გვერდზე მიატრიალა და ტახტის ქვეშაგებს დაუწყო წვალება. ბეროს არ გამორჩენია ქალის დაბნეული მოქმედება,ბიჭებს მოუტრიალდა.
-მზადყოფნაში უნდა ვიყოთ,საფრთხე დიდია.დარჩენილები ძებნას დაგვიწყებენ.შევისვენებთ რამოდენიმე საათი და უნდა წავიდეთ აქედან.სხვა გზა არ გვაქვს.დილით ის ვიღაც გუჯა ჩამოვა.ალბათ, თავისი ბანდით.უნდა გავეცალოთ აქაურობას,დაღესტანში გადაგიყვანთ.თქვენი სახლში დაბრუნება ჯერჯერობით სახიფათოა.ბიჭებმა თავი დაუკრეს.გოგოები კი გაფართოვებული თვალებით შესქეროდნენ სნაიპერს.
-ნუ გეშინიათ,საიმედო ხელში იქნებით-თქვა და ქვაბს მიუბრუნდა.

ბიჭები კუნძებზე ჩამოსხდნენ,ხმის ამოღება ყველას უჭირდა.შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყვნენ.სიჩუმე ჩამოწოლილიყო ქოხში,მყუდროებას მხოლოდ ქვაბის თუხთუხი არღვევდა.
ბერო მძიმედ წამოდგა,ქვაბი გარეთ გაიტანა,წყალი გადაუწურა ხორცს და შიგნით შებრუნდა.
-ყველა შეჭამთ ორ-ორ ნაჭერს-ისევ ბრძანების სახით გასცა.
-მე ვერ შევჭამ-ამოიკნავლა ლარამ და სახეზე ზიზღი გამოესახა..ბერომ ხმის მიმართულებით გაიხედა.
-შეჭამ!- თქვა უხეშად.გაზეთზე ორი ნაჭერი დადო.წამოდგა და გოგოს კალთაში ჩაუდო .ლარამ ცრემლიანი თვალებით ახედა მამაკაცს,რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ მის მრისხანე სახეს რომ წააწყდა,ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და მორჩილად დაუქნია თავი.
-შევჭამ-ჩაიჩურჩულა და ხელით ხორცი გაწიწკნა.
-მოვალ ათ წუთში-თქვა ბერომ და ქოხიდან გავიდა. ზონას საკმაო მანძილზე გასცდა,ხეზე ასვლა დაიწყო,ტოტებს მოეჭიდა.ჯიბიდან მობილური ამოიღო და სასურველ ნომერს თითი დააჭირა.სამი ზუმერის შემდეგ გაისმა მამაკაცის ჩახლეჩილი ხმა.
-ბერო?
- მე ვარ, იოსიფ! მჭირდები!სალაპარაკოდ ბევრი დრო არ მაქვს. ხუთი ცხენი მინდა,ჩვენს გზაზე.დანარჩენს ახლოდან გეტყვი.
-როდისთვის?- ხმა შეფხიზლდა.
-ორ საათში გამოვდივართ,თუ ყველაფერი კარგად იქნება,ხვალ საღამოს ჩვენს გზაზე ვიქნებით.თუ არადა,ვინც მოვა ჩემი სახელით,მიხედე.
-მოვაგვარებ!- იყო პასუხი.ბერომ გათიშა ტელეფონი,ჯიბეში ჩაიდო და ხიდან ჩამოხტა.ქოხში მიბრუნებულს გოგონები ჩაძინებული დახვდა.ლარას გაზეთზე ერთი ნაჭერი ხორცი იდო.
-არ შეჭამა ?- გადახედა ბერომ დიტოს და საშას .
-იმ ერთ ნაჭერზეც გული აერია-გაეცინა დიტოს.
-დიდი გზა გვაქვს გასავლელი,ისედაც დასუსტებულია,თან ამ მდგომარეობაში,ვერ ივლის- ჩაილაპარაკა ბერომ და მძინარე ლარას გადახედა.გული რაღაცნაირად შეუხტა,აფორიაქდა,იმდენად უმწეო იყო გოგო,სახეზე კი ტანჯვის კვალი ეტყობოდა.

ვერ დაიძინა,ფიქრებმა გაიტაცეს.ლარას გახედა ,მოკუნტული იწვა გოგო,თმა სახეზე ჩამოყროდა,ერთი ხელი ლოყის ქვეშ ამოედო,მეორე მუცელზე ჰქონდა შემოხვეული.-ნეტავ,რამდენი წლისაა-გაიფიქრა ბერომ და უფრო დააკვირდა მძინარეს.-ალბათ ოცი-ოცდაერთის,მთლად ბავშვური სახე აქვს-განაგრძობდა დაკვირვებას . უცებ კოპები შეკრა.თავი გამოიჭირა,რომ ამ გოგომ ზედმეტად დააინტერესა.თეაზე გადაიტანა ფიქრი,გაახსენდა მისი ორსულობა.ისეთი პრეტენზიული იყო,ხორცის არათუ ჭამა,სუნზეც კი ცუდად ხდებოდა.-მე კი დავაძალე,მგონი როგორ ვერ იტანს-ისევ გადმოერთო ლარაზე,შუბლი გახსნა.რაღაც ამოუცნობი გრძნობა დაეუფლა.თავი გააქნია,ფიქრების გასაფანტად,თვალები დახუჭა,ძალა დაატანა,იქნებ დამეძინოსო.ვერ მოისვენა.აწრიალდა.ბიჭებს გადახედა,ჩასძინებოდათ.-მშვიდობით გავიყვანო ესენი ,გავიგო დეტალებში რა მოხდა,ვინ არიან,როგორ მოუყარეს თავი ერთად.ან ლარა რაში სჭირდებოდათ,ნუთუ პატარაც ?! - უარესად აფორიაქდა,ფეხზე წამოდგა,ქურთუკი მოიცვა და გარეთ გავიდა.ქოხთან კუნძზე ჩამოჯდა.თავი ხელებში ჩარგო და თვალები დახუჭა.რაღაც ფხაჭუნი შემოესმა,წამოხტა,ყურადღება დაძაბა.ქოხის კარი ფრთხილად გაიღო და ლარა გამოვიდა არეული ნაბიჯით.
-სად მიდიხარ?-კაცის ხმაზე შეხტა გოგონა,გულზე ხელი მიიდო
-შემაშინე-თქვა და თოვლიან ბილიკს გაუყვა.
-სად მიდიხარ-მეთქი?-კაცმა მკლავში ჩაავლო ხელი.
-ბუნებრივი მოთხოვნილება გვაქვს-დაიჩურჩულა ლარამ და ნაბიჯს აუჩქარა.
-ბოდიში- თმაზე ხელი ინსტიქტურად გადაისვა ბერომ და კუნძს დაუბრუნდა.გოგონას თვალი გააყოლა.- რა ლამაზია,საოცრად ეშხიანია-ჩაეღიმა.ლარა მალევე მობრუნდა,სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა კაცს და წინ მორცხვად დაუდგა.
-რამდენ ხანში გავდივართ?-ჰკითხა და მიაჩერდა პასუხის მოლოდინში.
-ერთ საათში.შეძლებ სიარულს?საჭმელიც არ გიჭამია,დასუსტებული ხარ-თბილად უთხრა მამაკაცმა და წამოდგა.
-იმედია,შევძლებ.ხორცი კი შემზიზღდა,სუნსაც ვერ ვიტან.
ბერომ გულში ჩხვლეტა იგრძნო,წარბები შეკრა.
-როდის ელოდები?- მუცელზე გადაიტანა მზერა კაცმა.
-ალბათ ,ოც დღეში,ზუსტად არ ვიცი.კარგად გაუძლო ისე,ძლიერი გოგო ჩანს-ჩაილაპარაკა ლარამ და პატარას გარედან მიეფერა.
-გოგოა?-ტკივილიანად გაეღიმა ბეროს.ლარამ თავი დაუქნია.
-შეიძლება ხელი დავადო?-იკითხა კაცმა და ქალისკენ წაიწია.
ლარამ ნაბიჯი უკან გადადგა,ისედაც დიდი თვალები,უარესად გაუფართოვდა.ხმა ჩაუწყდა.
-მაპატიე! -ჩაილაპარაკა ბრაზიანად.საკუთარ თავზე მოეშალა ნერვები,სისუსტე,რომ გამოავლინა.
-შეიძლება,-გაისმა გოგოს ხმა.კაცთან ახლოს მიიწია.
ბერომ გოგოს თვალი გაუსწორა,მის სახეზე თანხმობა ამოიკითხა.ჩაიმუხლა,მუცელზე ხელი ნელა გადაუსვა,ტუჩები ფრთხილად შეახო.ლარას თითქოს დენმა დაარტყაო,ამდენს არ ელოდა,მაგრამ არ შეიმჩნია.მამაკაცს ნაზად გაუღიმა და თავზე ხელი გადაუსვა.ბერომ გოგოს მტევანს ხელი მოკიდა,ლოყაზე მიიდო და აკოცა.
-მადლობა-მთვრალივით ჩაიდუდღუნა და ქოხში შევიდა.

-დიტო,საშა-შეაღვიძა ბიჭები მხარზე ოდნავი შეხებით.ფეთიანებივით წამოცვივდნენ.ბერო,რომ დაინახეს,დამშვიდნენ.
-გასვლის დროა,გააღვიძეთ გოგონები-გასცა ბრძანება და ზურგჩანთაში ნივთების ჩალაგებას შეუდგა.დარჩენილი ხორციც ქვაბიდან პირდაპირ პოლიეთილენის პაკეტში ჩაყარა,თავი მოუკრა და ჩანთაში ჩაუძახა.დიტოს ისევ მაკაროვი მიაჩეჩა.საშას ხელყუმბარა.ტახტი გამოსწია,სამალავიდან მეორე იარაღი ამოიღო,ნაჭერში გახვეული პატარ ფუთაც.სწრაფად ჩაიდო ქურთუკის შიდა ჯიბეში და თვალი მოავლო ქოხს.
-ვისაც რისი ტარება შეგიძლიათ,წამოიღეთ.ჩასაცმელზეა საუბარი-დააკონკრეტა.
-მთაზე გვიწევს ასვლა,ძალიან ცივა.-თქვა და ტახტს ქვეშაგები ააცალა,დაახვია და საშას მიაჩეჩა.-გამოგვადგება!
ბიჭებმა იქვე ლურსმანზე დაკიდებული ორი ქურთუკი ჩამოიღეს,დაახვიეს ქვეშაგებივით.ჯგუფი მზადყოფნაში იყო.ბერომ თვალი გადაავლოთ,მზერა ლარაზე შეაჩერა,
-დიდი სირთულის გადალახვა მოგიწევს,ყველა მოგეხმარებით-გაუღიმა და ქალს თვალებით ანიშნა,გავდივართო.
ექვსი ადამიანი უკუნეთ სიბნელეში გზას მიიკვლევდა,მხნედ მიაბიჯებდნენ.წინ ბერო მიდიოდა,მერე ქეთი,დიტო,ნატა,ლარა და საშა ბოლოს,რომელიც მიდამოს ზვერავდა.უცებ შეჩერდა ბერო,დიტოს მოუტრიალდა,ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო და ბიჭს გაუწოდა.

-მისმინე ,დიტო.ეს ჩვენი მარშრუტია.არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს გზაზე,იცოდე ამ რუქით ისარგებლებ.დანიშნულების ადგილზე დაგხვდება ჩემი ძმა,იოსიფი.ჩემს სახელს ეტყვი,დანარჩენი თვითონ იცის.

დიტომ ქაღალდს დახედა და გულის ჯიბეში ჩაიდო.

მოიცადეთ!-საშას ხმაზე ყველა შეჩერდა და უკან მოიხედეს.ლარა მიწაზე დამჯდარიყო,მკლავები ზურგსუკან გაეწია და ზედ დაყრდნობოდა.ფეხები წინ გაეშალა.ბერო სწრაფად მიიჭრა ქალთან.
-რა დაგემართა?-ზედმეტად შეშინებულმა დახედა.
-მაპატიეთ,ვეღარ დავდივარ,აქ დამტოვეთ,თქვენ წადით-ამბობდა ლარა სლუკუნით და ცრემლები ღაწვებზე ზაფხულის წვიმასავით დაუშვა.
ბერო უხმოდ ჩაიმუხლა,ქალს ერთი ხელი ფეხებქვეშ შეუცურა,მეორე წელზე შემოხვია და ხელში აიყვანა.
-დამსვი,გევედრები.მთელი გზა ვერ მათრევ,დამტოვეთ გთხოვთ,აღარ შემიძლია.მგონი ტკივილიც მეწყება.ნუ დაიღუპავთ თავს ჩემთან ერთად-ტიროდა ქალი და კაცის ხელებიდან დასხლტომას ლამობდა.
-ნუ ფართხალებ!-მკაცრად უთხრა კაცმა და გულზე უფრო ძლიერად აიკრა ქალის სხეული.
-აქეთ,მიტოვებული ბანაკებია,შევისვენებთ ცოტა ხნით.-ყველას გასაგონად თქვა კაცმა.
-მადლობა,ბერო-ლარამ მადლიერებით სავსე მზერა მიაპყრო კაცს.
ბეროს ხმა არ ამოუღია,უფრო მიიკრა ქალი და გზა განაგრძო.
ბანაკებამდე მანძილი საგრძნობლად გაიწელა.დაიღალნენ,უჭირდათ თოვლში სიარული.ნესტმა გაუჟღინთათ ტანისამოსი,დამძიმდნენ.ქალები შეჩერდნენ,წელში მოხრილები მუხლებს დაეყრდნენ და გახშირებული სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდნენ.არც მამაკაცები იყვნენ უკეთეს დღეში.ბერო ყველაზე მეტად დაიღალა,ლარა მკლავებიდან ძირს ჩამოსვა და ხელები ჰორიზონტალურად გაშალა.კისრის ვარჯიში დაიწყო.ცოტა მოეშვა.მიხვდა,ასე დიდხანს ვერ გააგრძელებდნენ გზას.
-კოცონი უნდა ავანთოთ, შევშრეთ და დავისვენოთ,ცოტაც და გათენდება.გაგვიადვილდება გზის გაკვლევა-თქვა და ხმელი ხისკენ გასწია,ტოტების მოსამტვრევად.ბიჭებმაც მიბაძეს.ცოტა ხანში ცეცხლი დაინთო,გაყინულმა ძვლებმა გალღობა იწყო.უხმოდ შესცქეროდნენ მოტკაცუნე ფიჩხებს.
სიჩუმე ლარამ დაარღვია,მეხივით გაისმა მისი ხმა:-
-მგონი ,მეწყება.ტკივილს ვგრძნობ-სახეზე ტანჯვა გამოესახა.
ხუთი წყვილი თვალი გაოგნებული მიაჩერდა ქალს.გოგონები შიშმა აიატანა,დაიძაბნენ და ლარასთან ახლოს მივიდნენ.ბერომ მუხლებზე ხელები ძლიერად დაირტყა და ფეხზე წამოდგა.
-დაბნევის და შიშის დრო არ არის-გამოსცრა კბილებში.ჩანთას ეცა,ხორციანი პაკეტი წამოაპირქვავა,თოვლით გაავსო ,პირი კარგად მოუკრა და ცეცხლთან შორიახლო დადო.
-გოგონები მიეხმარებით ლარას! ბიჭები საკაცეს გააკეთებთ!- დაიბუხუნა მკაცრად და ჯიბიდან გასაშლელი დანა ამოიღო,დანის პირი ცეცხლში ჩადო.
ნატამ და ქეთიმ ერთმანეთს გადახედეს,ფერი არ ედოთ სახეზე.-ჩვენ როგორ უნდა ვამშობიაროთ?! - სახეზე გაკვირვება და შიში ერთიანად აღებეჭდათ.ლარას ტკივილმა უმატა,წინ და უკან დადიოდა კვნესით.ჯგუფს საცოდავად მოავლო თვალი და განწირულმა დაიძახა.
-ძალიან მეშინია,პირველია.გამოცდილება არ მაქვს.მითუმეტეს ამ სიტუაციაში.გთხოვთ,პატარა გადამირჩინეთ.-იმძლავრა დედის ინსტიქტმა.მუცელზე ხელები ქვეშიდან შემოიჭდო და სუნთქვას მოუხშირა.წამით შეჩერდა:-
- დარია დაარქვით!- თქვა და ცრემლებს გასაქანი მისცა.
გოგონები გარს შემოერტყნენ, მის დამშვიდებას შეუდგნენ.ბეროს ხელები მოემუშტა,სიმწრისგან ყბებს აჭრიალებდა,ქვეშაგებს ხელი დაავლო და ცეცხლთან ახლოს გაშალა .ფიჩხები მიუმატა კოცონს.თოვლიან პაკეტს ხელი მოკიდა,ნახევრად გამდნარიყო.ცდილობდა აღელვება არ შეემჩნიათ მისთვის.

ლარას კვნესა ,კივილმა შეცვალა. გაუსაძლისი ტკივილი დაეწყო.ბიჭები ბოლთას სცემდნენ ,თავზე ხელებ შემოჭდობილი.ბერო სუნთქვაშეკრული უყურებდა ქალს და ყველა დაკივლებაზე გული ეკუმშებოდა.გოგონებმა ლარა ცეცხლთან დააწვინეს,ქვედაბოლოსგან გაანთავისუფლეს,საცვალიც გახადეს და ზემოდან ქურთუკი გადააფარეს.ბერომ თვალი მოარიდა,კოცონთან ჩაჯდა და მიწას დააშტერდა.
ქალის განწირულ ხმას მზის პირველი სხივი შეუერთდა.
ინათა.
ლარას ხმა ძლიერდებოდა.ქალი ტკივილისგან იკლაკნებოდა და თვალებს გადარეულივით ატრიალებდა.გოგონები მის წინ მუხლებზე დამდგარიყვნენ,მოლოდინში.ერთმანეთს დაბნეულები უყურებდნენ .მათთვისაც პირველი იყო.
-მგონი ვერ მშობიარობს,ბავშვის თავი კი ჩანს,არ ვიცი რა უნდა ვქნა-ტირილი დაიწყო ქეთიმ და ცრემლები ხელისგულებით ჩამოიწმინდა.
სასოწარკვეთილი იყურებოდა აქეთ-იქით ნატაც.
ბერო წამოხტა,დანა ცეცხლიდან აიღო,სუფთა თოვლში ჩადო.ცხელი რკინა აშიშინდა.შემდეგ გოგოებს მიაწოდა:
-ჩაჭერით!- მეხივით გავარდა კაცის ხმა.
ქალები აკანკალდნენ,ხელები და თავი უარის ნიშნად გააქნიეს და ტირილს უმატეს.საერთოდაც ვერ მიხვდნენ რა უნდა გაეჭრათ,თუ ჩაეჭრათ.ბერომ სიმწრით თავი გააქნია,ქურთუკის შიდა ჯიბიდან ნაჭერში გახვეული პატარა ფუთა ამოიღო.სწრაფად გახსნა.სანთელი ,ნემსი ,ძაფი,სპირტი და დაგორგლილი ბინტი იქვე გაშალა.სანთელს ცეცხლი მოუკიდა და დამდნარ მასაში ძაფის ჩალბობა დაიწყო.შემდეგ თოვლში ამოუსვა.მიეყინა სანთელი ძაფს.შესაშური სისწრაფით ააცვა ნემსზე.ბინტი სპირტით გაჟღინთა და ქეთის ჯიბის ფანარი მიაწოდა.
-ამას მომინათებ!-თქვა და მშობიარეს ფეხებთან მოეწყო.

ლარამ მის გაშლილ ფეხებთან მუხლებზე მდგარი ბერო რომ დაინახა,კივილს უმატა,მუშტები მიწას დაუშინა,მუხლები ერთმანეთს მიატყუპა.კაცი მიხვდა ქალის მდგომარეობას.წარბები შეკრა და მრისხანედ დაუყვირა:
- ფეხები გაშალე!- მკაცრი იყო ბერო,გარეგნულად.შინაგანად კი ბავშვივით ცახცახებდა.ზოგადად კი იცოდა ორსულის მოვლა,მშობიარობაზეც ჰქონდა წარმოდგენა.თეამ იმდენი წიგნები მოუზიდა სახლში ორსულობის პერიოდში,ეხუმრებოდა-მგონი მუდმივ ფეხმძიმობას აპირებო.თან ხმამაღლა უკითხავდა კაცს,როცა კი გამოიჭერდა თავისუფალს.

ადამიანმა ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა ისწავლოს თურმე-გაიფიქრა და ქალს მუხლებზე ხელები მოჰკიდა,ძალით გააწევინა.ლარაც ბედს დაემორჩილა.ნატა და ქეთი მოიშველია და ქალის ფეხები დააჭერინა .ბიჭებს ანიშნა,ხელები გაუკავეთო.
ლარა ტკივილსგან და სირცხვილისგან ერთიანად იგრიხებოდა.სიკვდილიც კი ინატრა.ბერომ ექიმის შესაშური მოძრაობით,ფრთხილად გაუწმინდა სპირტით ადგილი.თვალებით ანიშნა ყველას მზადყოფნა და ქალს დანა საჭირო ადგილას დაუსვა.ლარას კივილმა ტყეს, ზღვის ტალღებივიტ გადაუარა.ძლივს აკავებდნენ.კაცი,მოჩვენებითი სიმშვიდით განაგრძობდა თავის საქმეს.ჭრილობაზე ბინტი მიადო და ოდნავ მიაჭირა ხელი.აეწვა ქალს,დასაბმელი გახდა.თმა გიჟივით გასწეწოდა და ოფლიან სახეზე დაკრობოდა.კაცმა ბინტი მოაშორა,წვამაც იკლო.ქალს გადახედა და მკაცრად უთხრა:
- რასაც გეტყვი,იმას გააკეთებ,რომ ორივე გადარჩეთ! ახლა კი პირით ისუნთქე ღრმად,შემდეგ თავს ძალა დაატანე და გაიჭინთე!
ქალს არაფერი ეყურებოდა.ბერო მიხვდა ქალის შოკურ მდგომარეობას და ფეხზე ძლიერად შემოარტყა.უცებ ყველა გაშეშდა,კაცს გამოხედეს,მის თვალებში მრისხანება და ტკივილი ერთდროულად იკითხებოდა.
-გაიჭინთე! დროზე! - უყვიროდა კაცი და თავით წამოსულ ჩვილს ხელი შეაშველა.ქალი დაიღალა,მოეშვა,ხელები უმწეოდ გადაყარა აქეთ-იქით.კაცის მეორე შემორტყმამ მოიყვანა გონს.
-დროზე,გაიჭინთე! ბავშვს გაგუდავ!-შეუვალი იყო კაცის ხმა.ქალმა ბოლო ძალები მოიკრიბა,ყელზე ვენები ამოებურცა,სახეზე ერთიანად გაწითლდა,თავს ძალა დაატანა.
პატარას თავი ხელში კარგად მოიქცია კაცმა,ოდნავ შეატრილ-შემოატრიალა და გამოქაჩა.ადვილად წამოვიდა.სიჩუმე ჩამოვარდა.ერთმანეთს გადახედეს სასოწარკვეთილებმა.ბავშვის ხმა არ ისმოდა.ბერომ ჩვილი თავდაყირა დაიჭირა ფეხებით,საცოდავად გააქნია პატარამ ჩამოკიდული ხელები.ჭიპლარიც ეული სახრჩობელასავით ქანაობდა ბავშვის მუცელზე.ბერო არ დაბნეულა,ჩვილს ბეჭებზე ხელი ძლიერად დაუსვა და უკანალზე რამდენჯერმე შემოჰკრა.ძირს დააწვინა,ხელოვნური სუნთქვით სცადა ბავშვისთვის ჰაერის მიწოდება.გულის არე ცერა თითებით დაუზილა.ისევ თავდაყირა დაკიდა და განაგრძო ფილტვების დამუშავება.ბავშვის ტირილმა სიცოცხლის გაგრძელება ამცნო სამყაროს.ყველა ტიროდა.ლარა იწვა გაუნძრევლად ,გახშირებულ სუნთქვას თან ერთვოდა მისი მომღიმარე სახე.სწრაფად გაიძრო შიგნიდან მაისური,ჩვილი გადაახვია და ქეთის მიაწოდა,თან ანიშნა,ქურთუკი შემოახვიეო.
თვითონ საწყის პოზიციას დაუბრუნდა,ქალის ჩაჭრილ საშოდან სისხლი ჟონავდა.სპირტიანი ბინტით იგივე პროცედურა გაიმეორა და ნემსი მოიმარჯვა.
-არა,არა! -ყვიროდა განწირული ქალი და ფეხებს ერთმანეთზე ატყუპებდა.ბეროს ისევ დასჭირდა ქალზე შემორტყმა,ისევ გაუკავეს ხელ-ფეხი მელოგინეს.პროფესიონალი ექიმივით კერავდა.პირველი არ იყო მისთვის ჭრილობის გაკერვა.იოსიფს 24 ნაკერი დაადო მხარზე და ფეხზე,ავღანეთში.სანამ წითელ ჯვრამდე მიათრევდა,სისხლისგან ეცლებოდა მეგობარი.
საქმეს მორჩა,შუბლი ოფლს დაენამა.თოვლი ორივე მუჭით აიღო და სახეზე შეიზილა.
პატარა, დედასთან მიეწვინათ,შეფუთული.სახეც არ უჩანდა,გოგოებს ისე გამოეკრათ ქურთუკში.
ბერო ბიჭებს მიუბრუნდა,საკაცე გაემზადებინათ.ხის მსხვილი ტოტებით ნავივით შეეკრათ.ლარასთან ჩაიმუხლა,თავზე ხელი ნაზად გადაუსვა და ჩუმად უთხრა:
-უნდა წამოდგე,საკაცე გავმართო,როგორმე ბანაკამდე მივაღწიოთ.
ქალმა მადლიერი თვალებით ახედა და წამოიწია.კაცი მიეხმარა.ქვეშაგები აიღო და საკაცეს გადააკრა,ზედ მეორე ქურთიკი გადააფარა.მზად რომ დაიგულა ტრანსპორტი,ქალი ზედ დააწვინა პატარასთან ერთად.ბიჭებს ანიშნა ხელით,წავედითო.მხარზე გაიდეს ,ჰამაკივით ქანაობდა საკაცე.წინ ბერო დადგა,უკან დიტო,გზაში საშა ცვლიდათ.ერთი კილომეტრი ხუთი გახდა,სულს ვეღარ ითქვამდნენ დაღლილობისგან.
ქალს ჩვილთან ერთად ჩასძინებოდა.

გზაში,სამჯერ შეისვენეს.პატარა ატირდა,მოშივდა.ძუძუს მთელი მონდომებით ქაჩავდა.არ ჰყოფნიდა რძე.შეწუხებული სახით დასცქეროდა ქალი ჩვილს,მოუხერხებლად უდებდა პირში ძუძუს თავს.ბიჭები შორიახლო გასულიყვნენ.ბერომ თვალი გააპარა ქალისკენ,გული შეუტოკდა,ისეთი ლამაზი იყო იმ დროს ლარა.თავი უცებ მოატრიალა,ორგანიზმში დატრიალებულ ქარბორბალას ვერაფერი მოუხერხა.დაიხარა,მუჭით თოვლი აიღო და კისერზე გაისვა.

მოსაღამოვდა.აცივდა.თოვლი გაიყინა და სიარული უფრო და უფრო გაჭირდა.
-აქ დამელოდეთ!- გაისმა ბეროს ხმა.საკაცე ფრთხილად დადო მიწაზე,გარემო დაზვერა და წინ გასწია.ბანაკს შორიდან შეავლო თვალი.ძველი ნაგებობა ნახევრად დაშლილიყო.სანთლის შუქი ჟონავდა ჩამტვრეული ფანჯრებიდან.ხმებიც ისმოდა.სმენა დაძაბა,ნადირის სიფრთხილით დაიწყო წინ სვლა.ბანაკის წინ სამი, ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი დალანდა,ცეცხლი ენთოთ და რაღაცას წვავდნენ.-ნუთუ ისინი არიან-გაიფიქრა და ოფლმა დაასხა.

***
მადლობა ყველას,ვინც კითხულობთ.
ველოდები თქვენს აზრს.
მივესალმები ჯანსაღ კრიტიკას.скачать dle 11.3




№1  offline წევრი ტერიკო74

Lia Alavidze ·
Didebulliaa...

მადლობა

 



№2  offline წევრი mirandaa31

სიტყვები არ მყოფნის მართლა რო გადმოვცე ემოცია.. ბავშვის დაბადების სცენა იყო რაღაც საოცარი ყოჩაღ ბეროს ამას ბევრი ქალი ვერ მოახერხებდა. უდაოდ ძლიერი პერსონაჟია ყველა მხრივ. ლარა ძაან დაუცველი და საყვარელია რომელსაც დამცველი მოევლინა ბეროს სახით. მაინტერესებს ლარას ამბავიც იმედია მალე გავიგებთ. უჰ ველოდები ახალ თავს ძალიან მაგარია ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№3  offline წევრი ტერიკო74

mirandaa31
სიტყვები არ მყოფნის მართლა რო გადმოვცე ემოცია.. ბავშვის დაბადების სცენა იყო რაღაც საოცარი ყოჩაღ ბეროს ამას ბევრი ქალი ვერ მოახერხებდა. უდაოდ ძლიერი პერსონაჟია ყველა მხრივ. ლარა ძაან დაუცველი და საყვარელია რომელსაც დამცველი მოევლინა ბეროს სახით. მაინტერესებს ლარას ამბავიც იმედია მალე გავიგებთ. უჰ ველოდები ახალ თავს ძალიან მაგარია ❤️


დიდი მადლობა მირანდა.მიხარია,რომ მოგწონთ.<3
აუცილებლად გავიგებთ ლარას ამბავსაც.წინ დიდი თავგადასავლები გველის.
არ დაიშუროთ შენიშვნები.

 



№4 სტუმარი afelai

კარგია ოღონდ შენც შუა გზაში არ მიგვატოვო სხვებივით:)

 



№5  offline წევრი mirandaa31

afelai
კარგია ოღონდ შენც შუა გზაში არ მიგვატოვო სხვებივით:)

იმედია ეგ არ გვემუქრება :დ ისე ველოდები ხოლმე ამ ისტორიას ძაან მეწყინება შუა გზაში მიტობვება. ავტორის იმედი მაქვს :დ <3
--------------------
ხელმოწერა

 



№6  offline წევრი ტერიკო74

afelai
კარგია ოღონდ შენც შუა გზაში არ მიგვატოვო სხვებივით:)


მადლობა))

mirandaa31
afelai
კარგია ოღონდ შენც შუა გზაში არ მიგვატოვო სხვებივით:)

იმედია ეგ არ გვემუქრება :დ ისე ველოდები ხოლმე ამ ისტორიას ძაან მეწყინება შუა გზაში მიტობვება. ავტორის იმედი მაქვს :დ <3


პასუხისმგებლობის გრძნობა უპირველესია))
ისტორია გაგრძელდება,მუზებიც ახლოში მისხედან)))

 



№7 სტუმარი სტუმარი Chikochiko

ქვცნობიერად ვგრძნობდი ლარას მოუწევდა ბავშვის გაჩენა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მომენტმა სადაც ბერომ სთხოვა მუცელს შეხებოდა. ამ დროს ვიგრძენი ბეროს უკიდეგანო ტკივილი. ლარა მას თავის დაკარგულ ოჯახს ახსენებს და ალბათ გრძნობებსაც გამოუვლენს. ძალიან მძიმე სცენა იყო ლარას მშობიარობა. მაგრამ ისე კარგად გადმოეცით, გაოცებული დამტოვეთ. იმედია დანაკარგის გარეშე შეძლებენ გაღწევას და იმ პატარა ანგელოზსაც არ შეეხება საფრთხე. მე მოხიბლული ვარ ამ ისტორიით

 



№8  offline წევრი ტერიკო74

სტუმარი Chikochiko
ქვცნობიერად ვგრძნობდი ლარას მოუწევდა ბავშვის გაჩენა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მომენტმა სადაც ბერომ სთხოვა მუცელს შეხებოდა. ამ დროს ვიგრძენი ბეროს უკიდეგანო ტკივილი. ლარა მას თავის დაკარგულ ოჯახს ახსენებს და ალბათ გრძნობებსაც გამოუვლენს. ძალიან მძიმე სცენა იყო ლარას მშობიარობა. მაგრამ ისე კარგად გადმოეცით, გაოცებული დამტოვეთ. იმედია დანაკარგის გარეშე შეძლებენ გაღწევას და იმ პატარა ანგელოზსაც არ შეეხება საფრთხე. მე მოხიბლული ვარ ამ ისტორიით


უღრმესი მადლობა,რომ თქვენი აზრი დააფიქსირეთ.ეს ჩვემთვის მნიშვნელოვანია.ისტორია ტრაგიკული მომენტებით არის გაჯერებული.ვცდილობ,ისე გადმოვცე სათქმელი,რომ მკითხველმა სრულიად შეიგრძნოს.

 



№9 წევრი abezara98

საინტერესოდ და კარგად წერ, ველოდები გაგრძელებას

 



№10  offline წევრი ტერიკო74

abezara98
საინტერესოდ და კარგად წერ, ველოდები გაგრძელებას


მადლობა))

 



№11  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან კარგი და საინტერესო ისტორიაა,დღეს წავიკითხე სამივე თავი და ძალიან მომეწონა.ველი ახალ თავს.საინტერესოდ და კარგად დაიწყეთ და იმედია ასე დაასრულებთ wink
--------------------
ლანა

 



№12  offline წევრი ტერიკო74

La-Na
ძალიან კარგი და საინტერესო ისტორიაა,დღეს წავიკითხე სამივე თავი და ძალიან მომეწონა.ველი ახალ თავს.საინტერესოდ და კარგად დაიწყეთ და იმედია ასე დაასრულებთ wink


მადლობა,ლანა.

იმედია ))

 



№13 სტუმარი სტუმარი ნონა

ძალიან საინტერესოა სიუჟეტია, ბეროს გმირობებს სულმოუთქმელად ველოდებიი

 



№14  offline წევრი ტერიკო74

სტუმარი ნონა
ძალიან საინტერესოა სიუჟეტია, ბეროს გმირობებს სულმოუთქმელად ველოდებიი


მადლობაა <3

 



№15  offline წევრი ჟიზელი

როგორცვე დაიდო ვეცი, ჩავიკითხე-ავიკითხე ორჯერ ,გამიცივდა საჭმელი და დავრჩი მშიერი :დ მაგრამ ღირდა. გელოდები. უკვე მიყვარს ეს კონკრეტული სამყარო, რასაც შენი დამსახურებით გავეცანი.

 



№16  offline წევრი ტერიკო74

ჟიზელი
როგორცვე დაიდო ვეცი, ჩავიკითხე-ავიკითხე ორჯერ ,გამიცივდა საჭმელი და დავრჩი მშიერი :დ მაგრამ ღირდა. გელოდები. უკვე მიყვარს ეს კონკრეტული სამყარო, რასაც შენი დამსახურებით გავეცანი.


გაიხარე,ჟიზელ ))))))

კარგად იკვებე,ძლიერი მკითხველი მინდა :)))))) <3

 



№17  offline წევრი მარიკუნაა♥️

გამოვშტერდები მალე...
ეს რა იყო.
სუნთქვა ამდენი ხნით სპორტულ ცურვაზე რომ დავდიოდი, მაშინ არ შემიკავებია.
ყოჩაღ შენ!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№18  offline წევრი ტერიკო74

მარიკუნაა,დიდი მადლობა <3
ძალიან სასიამოვნოა ასეთი შეფასება,გაიხარე!

 



№19 სტუმარი სტუმარი Kato

Shemiyvarda tqveni mtavari personaji.....

 



№20  offline წევრი ტერიკო74

სტუმარი Kato
Shemiyvarda tqveni mtavari personaji.....


კარგი ბიჭია,კარგი))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent