შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანგელოზი და დემონი (1)


14-05-2018, 17:59
ავტორი Moonlight Sonata
ნანახია 627

ანგელოზი და დემონი (1)

-ლერა ნიკოლსონი -ხის, თეთრ დაფაზე, ახალგაზრდა გოგონას სურათი ჭიკარტით მიამაგრა ტაილერმა და თანამშრომლებს, რომლებიც სკამებზე ნამძინარევი სახით ჩამომჯდარიყვნენ, გამჭოლი მზერა მოავლო
პოლიციის განყოფილებაში, მხოლოდ სამნიღა დარჩენილიყვნენ. ათასგვარი განცხადებითა და ფურცლებით გადავსებულ კედელზე, რომელიც ერთი შეხედვით შეგაშინდებდათ კიდეც, პატარა ზომის საათი იყო ჩამოკიდებული. ამჯერად, მისი დიდი და პატარა ისარი, დღე-ღამის განმავლობაში, რომ შეუსვენებლად წიკწიკებდა, ღამის სამს უჩვენებდა, ხოლო ნიუ-იორკის ხმაურიანი ქუჩებში ნელ-ნელა სიმშვიდე ისადგურებდა. უკვე აშკარად შეიმჩნეოდა ხალხისა და მანქანების ნაკადის შეთხელება, თუმცა აქა-იქ მაინც მოისმოდა სახლებში დაგვიანებული თინეიჯერების მხიარული საუბარი, რომელსაც მხარს ქუჩის მონიტორებზე ჩართული რეკლამების ხმამაღალი ტონალობაც უბამდა.
ყველაფერი შემდეგნაირად იყო: დიდ ოთახში, რომელიც მუქი ყავისფერი ჟალუზებით ჩაებნელებინათ და მხოლოდ ერთადერთი ნეონის ნათურა დაეტოვებინათ ჩართული, სამი ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა. მათგან ერთ-ერთი, პატარა თეთრ დაფაზე დამაგრებულ სურათს მიშტერებოდა და ალაგ-ალაგ თავის შორიახლოს, ხის სკამებზე უკუღმა ჩამომჯდარ ბიჭებს უყურებდა, რომელთაც ფეხები სკამის გარდიგარდმო დაეწყოთ და ხელებით მისი საზურგის ზედაპირს დაყრდნობოდნენ.
-უკვე რამდენი წელია -კვლავ განაგრძო ხაკისფერ პერანგში გამოწყობილმა ტაილერმა და ამჯერადაც თავისი სანაქებო ჟესტს მიმართა-შუბლზე ჩამოყრილი თქმა, ორი თითით გადაივარცხნა, ისე, თითქოს საკუთარ ოთახში, სარკის წინ მდგარიყო და სახლიდან გასვლის წინ, თავის მოწესრიგების უკანასკნელ შტრიხებს ასრულებდა -ამ ნაბიჭვარს დავდევთ და შედეგი კვლავაც გულისამრევად საშინელია! -გოგონას ფოტოს გვერდით მიმაგრებულ, მამაკაცს მიაშვირა საჩვენებელი თითი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს იგი, განყოფილებაში შეკრებილი თანამშრომლებისთვის პრეზენტაციას მართავდა და ყველა ილუსტრაციას სათითაოდ განიხილავდა.
-თქვენ ჩემი გუნდი ხართ, ერთად ბევრი გვიმუშავია, ბევრი რამ გამოგვივლია და ბევრი საქმე გაგვიხსნია -თვალებში უყურებდა ტაილერი საქმიანი პარტნიორებივით ჩამომჯდარ დექსტერსა და მაქსს, რომელთაც ვინ იცის, რა ძალად უჯდებოდათ, ის, რომ თვალები გახელილ მდგომარეობაში დაეტოვებინათ და შუა "პრეზენტაციაზე" არ ჩასძინებოდათ. -ის საშუალება, რომლითაც ამ ნაბიჭვრის დაკავებას შევეცდები, პოლიციელისთვის ცოტათი უკანონო და არასწორია, მაგრამ არც იმდენად, რომ თქვენი მხარდაჭერის იმედი არ მქონდეს -აქ ტაილერმა ორივეს გამომცდელად გადახედა და შეამჩნია, რომ მაქსს რაღაცის თქმა სურდა. იმედი ჰქონა, რომ ეს რაღაც ისეთი არ იქნებოდა, რისი მოსმენაც გუნებას მოუშხამავდა და წყობილებიდან გამოიყვანდა.
-დასაწყისისთვის, მითხარით მქონდეს თუ არა თქვენი იმედი? პირველ რიგში, მინდა შენი პასუხი მოვისმინო -მუქი ყავისფერი თვალები, დექსტერის მხარზე უხეშად ჩამოყრდნობილ მაქსს შეანათა -როდესაც სკამზე წრიალებ და თითებს ერთმანეთში ხლართავ, ან შენი სტრიპტიზიორი შეყვარებული გენატრება, ან რაღაცის თქმას ცდილობ. ამ ორიდან რომელია სწორი ვარიანტი?
მაქსი კვლავ იმავე პოზაში იჯდა, თუმცა როგორც ტაილერმა აღნიშნა, მოუსვენრობა დასტყობოდა და ალაგალაგ მის გვერდით, ჩაფიქრებით მჯდარ დექსტერს გახედავდა. აშკარა იყო ამ წუთას, ორივე მათგანის გონება გამალებით მუშაობდა და ცდილობდა იმ საიდუმლოს ჩასწვდენოდა, რაც მათი უფროსის მიერ ნათქვამი, ერთი საბედისწერო სიტყვის-"უკანონოს" მიღმა იმალებოდა. პოლიციის თანამშრომელი და უკანონობა? ეს ხომ პარადოქსის ერთგვარი გამოვლინება იყო?
-მისმინე ტაილერ -მაქსი ფეხზე, ლუი მეთოთხმეტესავით გრანდიოზულად წამოიმართა და როდესაც თავისი "ტახტი" და სხეული ერთმანეთს განაცალკევა, მაგიდაზე დადებულ ორცხობილა გემრიელად ჩაკბიჩა -პირველ რიგში ამიხსენი, ვინ არის ეს გოგო და რას აკეთებს შენ დაფაზე. მერე კი იმაზე გადავიდეთ, რამდენად უკანონოა შენი ზრახვები -მაქსმა უცნობი გოგონას ფოტო კიდევ ერთხელ შეათვალიერა, გამომწვევად და კმაყოფილს გაეღიმა. ეს ღიმილი, თითოეული იქ მყოფისთვის ნაცნობი იყო, მათ შორის დექსტერისთვისაც, რომელიც ზოგჯერ ქალებისა და მამაკაცის საპირფარეშოებსაც კი, ვერ არჩევდა ერთმანეთისგან.
ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც დექსტერი, მაქსი და ტაილერი, მორიგი მკვლელობის გახსნას ერთ-ერთ ბარში ზეიმობდნენ, დექსტერს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოუნდა და გვერდით მჯდარ მაქსს, რომელიც ვისკსა და არაყს ერთმანეთში აზავებდა, სთხოვა მიესწავლებინა სად იყო მამაკაცების ტუალეტი. მაქსმა, რომელიც ყველაზე დიდ დროს ატარებდა დექსტერთან და მისი დაბალი IQ-ს შესახებაც მშვენივრად უწყოდა, გადაწყვიტა გახუმრებოდა და ბარმენს ფურცელი და კალამი სთხოვა.
-ახლა, მე შენ ფურცელზე იმ ნიშანს დაგიხატავ, რომელიც მამაკაცების საპირფარეშოს კარს აქვს მიმაგრებული და ამის მიხედვით მიაგნებ -ეს, რომ თქვა ისეთი სახით გაუღიმა, რომ ტყუილების საოცარი დეტექტორიც კი არ დაეჭვდებოდა მისი სიტყვების გულწრფელობასა და სიმართლეში
-სწრაფად მაქს ძალიან მიჭირს -დექსტერის შეწუხებულ სახეზე, იმხელა მოუთმენლობა ეხატა, რომ ტაილერს ჩუმი ფხუკუნი აუტყდა, თუმცა ეს მხოლოდ ამ მიზეზით არ იყო გამოწვეული. იგი მხოლოდ მაშინ მიხვდა ვერაგი პარტნიორის ფარული თვალის ჩაკვრის მიზეზს, როდესაც პატარა ფურცელზე ტრადიციული "მარსის ისარის" მაგივრად "ვენერას სარკე" დაინახა. აშკარა იყო, რომ მაქსი, საბრალო დექსტერს არასწორი მისამართით უშვებდა, თანაც არა უნებლიედ და შეცდომით, არამედ გამიზნულად და სპეციალურად.
-უნდა ვაღიარო, რომ -ვისკის ჭიქა ოდნავ ზემოთ ასწია ტაილერმა და მასში ლიმონის წვენი გაურია -ადამიანის სიყეყეჩის სახუმარო თემად გამოყენება შენზე უკეთ არავის გამოსდის. როგორ ფიქრობ, რამდენი ქალის მიერ ნაცემი დაბრუნდება უკან?
თავისი ვერაგული საქციელით გამხიარულებული მაქსი, ბარის დახლისკენ ჩვეული ირონიული მზერით გადახრილიყო, ცალი იდაყვით პრიალა ზედაპირს ეყრდნობოდა, ხოლო მეორე ხელში სიგარა ეჭირა და განცხრომით აბოლებდა.
-ჩემი შოუს მთავარი წესი ის არის, რომ წინასწარ არაფერს ვვარაუდობ. უბრალოდ ვიცდი და როცა დრო მოვა, მიღებული შედეგით ვტკბები. იქნებ შენც ცადო?
-რა აუტანელი ხარ მაშინ, როდესაც ცდილობ ფილოსოფოსივით მელაპარაკო -წარბები შეკრა ტაილერმა და ბარმენს ანიშნა, კიდევ ერთი დაესხა -ვინკლერის საქმეზე ახალი ხომ არაფერია?
-კარგი რა ძმაო, შეეშვი ამ ტიპის დევნას -სიგარეტის დაპატარავებული ნამწვავი, შავ, კობრის ფორმის საფერფლეში ჩაასრისა მან, რის შემდეგაც ტაილერს მობეზრებულად გახედა -რაიმე ჰობი გაიჩინე, ახალი ქალი მოძებნე, ცხოვრებით დატკბი, დალიე, მოწიე, დაბოლდი და ეცადე ცხოვრების თითოეული დღე რაიმე დასამახსოვრებელზე დახარჯო. რაც თავი მახსოვს, მხოლოდ ამ ვიღაც ვინკლერისკენ მიდის ყველა ჩვენი საუბარი და ამით უკვე თავი ამტკივდა!
ჯეისონ ვინკლერი, რომლითაც ტაილერი ასე ღრმად იყო შეპყრობილი, მისი სკოლის, შემდეგ კი უნივერსიტეტის მეგობარი გახლდათ, რომელსაც ახლა, მხოლოდ მოსისხლე მტერს თუ უწოდებდა და მეტს არაფერს. უნივერსიტეტის მეორე კურსს ამთავრებდნენ, როდესაც ტაილერი, ბიზნესის ფაკულტეტის მოსწავლე, ერთ-ერთი გოგონათი, ანაბელით, სერიოზულად დაინტერესდა. გარკვეული პერიოდი ხვდებოდნენ კიდეც ერთმანეთს, თუმცა მალე მათ ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა და ამ ბზარს ჯეისონი ერქვა.
იგი მთელი ძალისხმევით ცდილობდა, ანაბელისთვის როგორმე ტვინი აერია, შეეცდინა და იგი თავისი მეგობრისთვის წაერთმია, რაც საბოლოოდ გამოუვიდა კიდეც. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, მათ შორის თითქოს შავმა კატამ გაირბინა. ანაბელი უზომოდ იყო შეყვარებული ჯეისონზე და საბოლოოდ, ისიც ამ სიყვარულმა დაღუპა. ორი თვის შემდეგ, ვინკლერმა იგი მიატოვა, გოგონა კი, აღნიშნული სტრესის გადასატანად, ერთიანად ნარკოტიკებში ჩაეფლო და თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები, ნარკოლოგიურ კლინიკაში გაატარა.
-ეს შენი საქმე არ არის, მაქს -ტაილერს ჯერ კიდევ ეტყობოდა, რომ თავისი წარსული, გულს უწინდებურად სტკენდა -პოლიციის აკადემიაში საბუთები იმიტომ გადმოვიტანე, რომ ეგ ნაძირალა ჩამეგდო ოთხ კედელში. მშვენივრად ვიცოდი რა საქმეებითაც იყო დაკავებული, თუმცა როდესაც მის გამოჭერას ვცდილობდი, ყოველთვის დამარცხებული ვრჩებოდი. დღეს კი, სრულიად სხვა ძალას ვფლობ და მიზანს მივაღწევ კიდეც....
საპირფარეშოს კარი გაიღო. იქიდან, სახეაწითლებული დექსტერი გამოვიდა. მისი გაბრაზებული გამომეტყველება და ის, რომ პირდაპირ მაქსისკენ მიიწევდა, უკვე ყველაფერს ნათელს ჰფენდა-პოლიციის ოფიცერს, უკვე მოესწრო ქალების საპირფარეშო შიგნიდან დათვალიერება და იმის აღმოჩენაც, რომ არასწორ ადგილას იმყოფებოდა.
-ესე იგი მამაკცების ტუალეტი, არა? -ფურცელი ცხვირ-წინ გაცეცხლებით დაუხეთქა დექსმა -მითხარი შენგან კიდევ რა ოინი და სანერვიულო მელოდება? წინასწარ მოვემზადები ხოლმე
-შენი ერთადერთი სანერვიულო ისაა, რომ ნამდვილი იდიოტი ხარ -თითქოს არაფერი ისე მიუგო მაქსმა, ვისაც სწორედ იმ წამს მოესწრო ვისკის კიდევ ერთი ჭიქის გამოცლა და მორიგ დოზას მხიარული გამომეტყველებით უკვეთავდა
-ტაილერ, მე მასთან ერთად არ ვიმუშავებ. ან ეს გადაიყვანე სხვაგან, ან მე დამკარგავ
-ჰო ნამდვილად დიდი დანაკარგი ექნება შენი სახით -ირონიას თავს ვერ ანებებდა მაქსი. დექსტერის ნერვებზე თამაში სწორედ ის იყო, რაც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა
-მოკეტე მაქს! უკვე ძალიან მაბრაზებ
-მართლა? იქნებ ჯერ ქალის და მამაკაცის საპირფარეშოების გარჩევა ისწავლო და მერე მელაპარაკო?
-გეფიცები მოგკლავ! -მისკენ გაცეცხლებულმა წაიწია დექსმა, თუმცა აქ უკვე მაშველ რგოლად ტაილერი მოევლინათ. მან საჩხუბრად მომართული დექსტერი, მაისურის ბოლოთი დაიჭირა, სკამზე უხეშად დააგდო და ორივე ხელქვეითს, ბრაზით აკიაფებული, თაფლისფერი თვალები დაუბრიალა
-ახლა კარგად მომისმინეთ! მე თქვენი დედიკო არ ვარ, რომ ყოველ წაკინკლავებაზე შუაში ჩაგდგეთ და შერიგების სანაცვლოს კანფეტებს დაგპირდეთ. ან ეს სისულელე უკანასკნელი იქნება, ან ორივეს ახალი სამსახურის მოძებნა მოგიწევთ და არა მგონია რომელიმე თქვენგანმა მეტროში ჩიზბურგერების გაყიდვაზე უკეთესი ვარიანტი იშოვოს. გესმით ჩემი?!
-მე არაფერ შუაში ვარ. ჩემთვის, უწყინარი მტრედივით ვიჯექი და თავს თვითონ დამესხა -მაქსმა ამ სიტყვებს, უმანკო ბავშვის მზერაც დაურთო და დექსტერის კიდევ ერთხელ გასაბრაზებლად, წამწამები ნერვების მომშლელად ააფახულა
-საკმარისია! აქ აღსანიშნად მოვედით და არა საჩხუბრად! ჰოდა მოდი აღვნიშნოთ, თქვენი ხმა, მეტად აღარ გავიგონო -ტაილერი ბარმენისკენ გადაიხარა და დახლზე მსხვილი კუპიურა დაუდო -თუ შეიძლება ჩემს მეგობრებს ორი ჭიქა საუკეთესო ვისკი დაუსხით, რაც კი გაქვთ.
თავისთვის ტაილერმა საყვარელი სასმელი, Moonshine აიღო და უკვე გამხიარულებულმა, თანამშრომლებთან ერთად იმ დღის აღნიშვნა, ამჯერად უკვე მშვიდ გარემოში განაგრძო . . .


* * *
განყოფილების მესამე სართულზე, კვლავ უწინდებურად ბჟუტავდა სუსტი განათება.
მაქსი ოთახის ცენტრში იდგა გულხელდაკრეფილი. იგი, ჯერ კიდევ უყურებდა გოგონას სახეს, მის ნაკვთებს, თითოეულ მილიმეტრს. ბიჭის მექალთანურ მზერას, ფოტოზე აღბეჭდილი სილამაზე ნამდვილად ვერ გამოეპარებოდა. თუ რამე იცოდა ცხოვრებაში, ეს ქალები, მათთან ურთიერთობა და მიდგომის წესები იყო, ტაილერის მიერ ნაპოვნი გოგონა, კი ასი პროცენტით ჯდებოდა მის გემოვნებაში.
ფიქრებში წასული მაქსი, განყოფილებაში ტაილერის მიერ წამოწყებულმა საუბარმა დააბრუნა, რომელიც ცოტა ხნის წინ მის დასმულ შეკითხვას სცემდა პასუხს.
-ეს გოგო, ვისაც სურათზე ხედავთ, ავიყვანე, როგორც საიდუმლო აგენტი. იგი ჩემი დახმარებით, ვინკლერის ვირთხების ბანდაში მოხვდება და ხომ ხვდებით, მისი იქ შეღწევის შემთხვევაში, ხელში რამხელა კოზირიც ჩაგვივარდება
-შენ რა, იმას ამბობ, რომ -მაქსმა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში კიდევ ერთხელ გაიარ-გამოიარა და განაგრძო -მაფიაში საკუთარ აგენტს შეგზავნი, რომელიც მათზე ინფრომაციას მოგაწვდის და თითოეული წევრის ციხეში ჩასმაში დაგეხმარება?
-ზუსტად, რომ ამის თქმა მინდოდა -კმაყოფილს გაეღიმა ტაიელრს, შემდეგ კი, ამჯერად, ჩუმად მჯდომ დექსტერს გადახედა, ჯერ კიდევ, რომ გაჭირვებით აანალიზებდა მიღებულ ინფორმაციას
-მაგრამ ეს ხომ სიგიჟეა? -უეცრად ისევ მაქსმა დაარღვია ჩამოვარდნილი სიჩუმე, თან დექსტერის გვერდით ჩამოჯდა -ამ სახიფათო თამაშზე, რომელი არანორმალური დაგთანხმდა? თავი ამხელა საფრთხეში ვინ ჩაიგო? ის ხალხი, ხომ დატენილი იარაღივით საშიშია? -აქ, მაქსს, ტაილერის მიერ ცოტა ხნის წინ ნაჩვენები, დაფაზე ჭიკარტით დამაგრებული გოგონას სურათი გაახსენდა და სწორედ მას გახედა
-ამას სურს, თავისი ნებით მგლის ხახაში თავის შეყოფა?
-ჰო, ასეა. და სანამ მკითხავდე ასეთ რისკზე რატომ მიდის, გეტყვი, რომ ამაში ფული გადავუხადე, თანაც საკმაოდ დიდი
-ფული? მაგრამ შენ ხომ მდიდარი არ ხარ? -საუბარში ამჯერად დექსტერიც შემოიჭრა
-მოკეტე დექსტერ! რადგან გეუბნები ფული გადავუხადე-მეთქი, ესე იგი ასეა! თქვენ ორს, მხოლოდ ის გევალებათ, რომ ეს ამბავი ჩვენ შორის დარჩეს, განყოფილების უფროსის ყურამდე არ მივიდეს და ყველა საქმეში დამეხმაროთ. მინდა ჩემი გუნდის წევრები მხარში მედგნენ. გპირდებით, ამით არც თქვენ წააგებთ. როდესაც ამ ვირთხებს დავიჭერთ, მთელი განყოფილება ჩვენზე ილაპარაკებს და დიდი ალბათობით, დაგვაწინაურებენ კიდეც -ტაილერმა აქ მცირედი პაუზა გააკეთა და ხელქვეითებს გამომცდელი მზერა გადაავლო -აბა რას იტყვით, ჩემთან ხართ, თუ არა?
პოლიციის შენობა ხანგრძლივმა დუმილმა მოიცვა. სიჩუმეს მხოლოდ იმ ორცხობილის ხრაშუნი არღვევდა, რომელსაც მაქსი გემრიელად მიირთმევდა და სივრცეში ჩაფიქრებული სახით იყურებოდა. თავის მხრივ, არც დექსტერი იჯდა უსაქმოდ. იგი მაქის მოსაცმლის კაპიუშონს შეუჩერებლად აწვალებდა, თუმცა მისგან განსხვავებით, ტაილერის დასმულ შეკითხვაზე, უკვე დადებითი პასუხი ჰქონდა მომზადებული. ის ხომ თავის უფროსს ყოველ დეტალსა და წვრილმანში, ერთგული ფინიასავით ეთანხმებოდა?
-ხმას აღარ ამოიღებთ? იმდენ ხანს ფიქრობთ, თითქოს საქმე ქვეყნებს შორის საზავო ხელშეკრულების პირობებს ეხებოდეს -ტაილერმა მაქსს შეხედა და თვალებით ანიშნა, პასუხს ველოდებიო
-მე თანახმა ვარ -მაქსის კაპიუშონზე თამაში შეწყვიტა დექსტერმა და ფეხზე წამოდგა. მაქს უთხარი რამე, დაწინაურება და კარგი შემოსავალი ხომ ყოველთვის გინდოდა?
-მართალი ხარ დექსი, მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვა "უკანონო" მაფერხებს. ყველაზე ნაკლებად ის მინდა, რაც გამაჩნია ისიც დავკარგო. მაშინ მომიწევს კვლავ დედაჩემის სახლში დავბრუნდე, ჩიკაგოში და მთელი დღეების განმავლობაში, ის უგემური პიცა ვჭამო, რომელსაც ამ ქალაქში ამზადებენ
-შენ რა ხუმრობ? -დექსტერის სახეზე დიდი გაკვირვება აღიბეჭდა -ჩიკაგოს პიცა მთელ მსოფლიოშია ცნობილი, როგორც ყველაზე გემოვნებიანი . . .
-ხმა ჩაიკმინდე, დექს! -მკაცრად გააწყვეტინა ტაილერმა და კვლავ ურჩ ხელქვეითს მიუტრიალდა -გახსოვს, ორი დღის წინ კლუბში ერთი გოგო რომ მოგეწონა?
-ჰო, ის ჟღალთმიანი საოცრება. რა სხეული ჰქონდა, ლამის გამაგიჟა
-შემიძლია თავად მოვიყვანო შენთან და რაც გინდა ის გაუკეთე. ოღონდ სანაცვლოს ამ საქმეში უნდა დამეხმარო, თანაც ყველანაირი წუწუნისა და პრეტენზიების გარეშე
-ამას როგორ შეძლებ? მე, მაგალითად ძალიან უკარება მეჩვენა. თანაც ვიღაც დაკუნთულ ტიპთან ერთად იყო მოსული. სავარაუდოდ, შეყვარებული უნდა ყოფილიყო
-რადგან გეუბნები, ესე იგი შევძლებ. მითხარი, მაქს ოდესმე მომიტყუებიხარ?
-კი
-ახლა არ გატყუებ. აბა? ჩემთან ხარ, თუ არა? გპირდები, რომ ამ საქმეში დახმარებით ორ კურდღელს ერთად დაიჭერ
მაქსი, ერთხანს კიდევ ყოყმანობდა. რატომღაც გული უგრძნობდა, რომ ეს სიტუაცია დიდ შარში გახვევდა, ის კი, ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელიც სხვის გამო თავის თავს არანაირ დაბრკოლებას არ შეუქმნიდა. ახლა ეჩვენებოდა, რომ უზარმაზარი სასწორის წინ იდგა. ერთ პინაზე უკეთესი მომავალი და მისი მთავარი სამიზნე-ის უცნობი ჟღალთმიანი იყვნენ მოთავსებულები, მეორეზე კი ის პრობლემები, რაც შეიძლებოდა მათ საიდუმლო გეგმას მოჰყოლოდა. სრულიად გაურკვეველი იყო ამ ორიდან რომელი მათგანი გადასწონიდა მეორეს, თუმცა ცხოვრებაში ხომ რისკის გარეშე არაფერი ხდება? შეიძლებოდა მის მცირედ მსხვერპლს, საბოლოოდ დიდი გამარჯვება მოჰყოლოდა, ამიტომ გონების ხმას მიენდო, გულში ყველანაირი საპირისპირო მოსაზრება ღრმად შეინახა და მისი პასუხის მომლოდინე თანამშრომლებს, ღიმილიანი მზერა გადაავლო.
-თქვენთან ვარ, ბიჭებო!
-როგორც იქნა. ტაილერ ხომ ვამბობდი თანახმა იქნება-მეთქი?
-შენ ასეთი რამ არ გითქვამს, დექს -მაშინვე შეეპასუხა მაქსი
-ჰო, მაგრამ ვიგულისხმე. არ გინდათ, ეს დღე აღვნიშნოთ? ჩემთან წავიდეთ და ცოტა დავლიოთ
-ოღონდ აღსანიშნი საბაბი გამოჩნდეს და ყველაფერზე თანახმაა -სიცილით გადაულაპარაკა ტაილერმა მაქსს და მხარზე ხელი გადახვია -ძმაო სახლში დღეს შენ უნდა წამიყვანო. ჩემი მანქანა პროფილაქტიკაშია, გუშინ პატარა ავარიაში მოვყევი
-მაგრამ აღნიშვნა? -გულუბრყვილო სახით იყურებოდა დექსი -ჩემთან ხომ უნდა წამოსულიყავით?
-მისმინე დექს -ირონიული სახით მიუახლოვდა მას მაქსი -შენთან დასალევად მხოლოდ მაშინ წამოვალთ, როდესაც სამოცდაათი წლის ბებიასთან ერთად აღარ იცხოვრებ და მასთან ერთად, ყოველ საღამოს ლათინო-ამერიკული სერიალების ყურებით არ დაკავდები. აბა შენ იცი, Adios -ბოლოს, მხიარულად დაამატა მაქსმა და ტაილერთან ერთად, განყოფილებიდან გასასვლელი კარისკენ გაემართა
ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა იმ შემოთავაზების მთელ სიღრმეებს, რასაც თითქოს მოლაპარაკების დოკუმენტივით მოაწერა ხელი და სიტყვებით- "თქვენთან ვარ ბიჭებო!" მას იურიდიულად დამტკიცებული ბეჭედიც დაასვა. იცოდა, რომ ტაილერი ყოველთვის პრობლემური, სახიფათო საქმეებისკენ მიისწრაფოდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში, უარყოფითი შედეგის მომტანი იყო. თუმცა ახლა ამაზე ფიქრს, აზრი აღარ ჰქონდა. მაქსი მის წინადადებას უკვე დასთანხმებოდა და რაიმეს შეცვლას, მით უმეტეს, მისდამი მიცემული სიტყვის გადაბიჯებას, არანაირად არ აპირებდა.
-რაზე ჩაფიქრდი? ჯერ კიდევ ყოყმანობ? -მანქანის მიგნიტოფონში აჟღერებული The Verve-Better Sweet Symphony ღილაკზე საჩვენებელი თითის მიჭერით გამორთო ტაილერმა და მისი პასუხის მოლოდინში გაირინდა
-არ ვიცი ძმაო, მართალი გითხრა ეს საქმე არ მომწონს, თუმცა შეგპირდი, რომ დაგეხმარებოდი და ასეც იქნება. ამაში ეჭვიც არ შეგეპაროს
-მაინც რა არ მოგწონს? ჩემი აგენტი არ გეიმედება და თვლი, რომ პრობლემებს შეგვიქმნის?
-და შენ რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული, რომ საიმედოა? იქნებ შუა გზაზე მიგვატოვოს და ყველაფერი ჩაშალოს? ან, იქნებ, განყოფილების მმართველთან ჩაგვიშვას, რომ მის ზურგს უკან, დამოუკიდებლად ვმოქმედებთ? ხომ იცი, როდესაც პოლიციელი ხარ, მტრების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდი
-მე შენს ადგილას ამაზე არ ვინერვიულებდი -საოცრად მშვიდი ტონით მიუგო ტაილერმა და როდესაც მაქსის თვალებში კითხვის ნიშნები დაინახა, განაგრძო -ჩემს აგენტზე, ანუ ლერაზე, რომელსაც მოგვიანებით აუცილებლად გაიცნობ, ერთი პატარა საიდუმლო ვიცი. არა მგონია იმ ძუკნას ამ ყველაფრის გამჟღავნება აწყობდეს, ამიტომ იმას გააკეთებს, რასაც ვეტყვი
-თუ ასეა, ფული რატომღა გადაუხადე? ხომ შეგეძლო მხოლოდ ეს კოზირი გამოგეყენებინა და შენს პირობებზე ისე დაგეთანხმებინა?
მაქსს მოეჩვენა, რომ ტაილერი წამით დაიბნა, ან, იქნებ არც მოეჩვენა და მართლაც ასე იყო?
-ფული უკვე სხვა თემაა -თქვა მან ბოლოს -ეს უბრალოდ მას წაახალისებს. თანაც თანხა ძალიან სჭირდებოდა. კარგი, მოდი თემა შევცვალოთ, შევამჩნიე მანქანა გამოგიცვლია. რა მოდელია? უკვე ბნელა და კარგად ვერ გავარჩიე
-Audi Q5-ია. ძველი გავყიდე, ცოტა ფული დავამატე და ეს შევიძინე. სხვათა შორის ძალიან მაკმაყოფილებს. მგონი შემიყვარდა კიდეც -საჭეს ხელი თბილი ღიმილით გადაუსვა
-ჰოო? და რა კრიტერიუმით არჩევ მანქანებს?
-განსაკუთრებული კრიტერიუმები არ გამაჩნია, თუმცა ერთი რამე კი უნდა ვთქვა. მანქანის არჩევა, ქალის არჩევას ჰგავს. მასში, დღეში რამდენჯერმე შედიხარ. შეგიძლია იგი მეგობრებსაც აჩვენო, თუმცა უფლება არ უნდა მისცე, რომ შეეხონ
-როგორც ჩანს, ამ ყველაფერში კარგად ერკვევი
-რაც მიყვარს, იმაში ნამდვილად კარგად ვერკვევი. აი ბიოლოგიითა და ქიმიით, გამოგიტყდები არასდროს დავინტერესებულვარ, რასაც ამ საგნის მასწავლებლებზე ნამდვილად ვერ ვიტყვი
-ახლა არ მითხრა, რომ მათთან რომანი გააბი -გაეცინა
-როდესაც გაკვეთილები შენს ინტრესს არ იწვევს, სხვა რითი უნდა გაერთო? ყოველთვის ის უნდა აკეთო, რაც სიამოვნებას განიჭებს. თავი არაფერში არ უნდა შეიზღუდო, ფეხებზე უნდა გეკიდოს რა რეპუტაცია ჩამოგიყალიბდება და რას იფიქრებენ შენზე გარშემო მყოფები. ამ ქვეყნად, ერთხელ ვცხოვრობთ და ამ ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოოვნება უნდა მივიღოთ
-ნამდვილი მეამბოხე ხარ, მაქს. თუმცა ეს ცუდი სულაც არ არის. ჩემს გუნდში, სწორედ შენნაირი ადამიანები მჭირდება
-როგორც იქნა აღიარე, რომ შენთვის ზედმეტად ფასეული და საყვარელი ვარ. ჩემი კალენდარი მომეცი, უკანა სიდენიაზე დევს -ცერა თითი იქითკენ გაიშვირა
-კალენდარი რა ჯანდაბად გინდა?
-ეს დღე უნდა ჩავნიშნო. არ მინდა, რომ ოდესმე დამავიწყდეს -როგორც ჩვეოდა. წარბები გამაღიზიანებლად აათამაშა მაქსმა
-მოკეტე და გზას უყურე!
-ოუ, ოუ, ტაილერი გაბრაზდა. ნერვები უნდა დაიწყნარო ძმაო, ასე არ შეიძლება. შეგიძლია ჩემთან წამოხვიდე, სახლში ერთი ლამაზმანი მელოდება. თუ ძალიან ვთხოვ, თავის დაქალსაც დაურეკავს, შენ რომ არ იყო მოწყენილი
-დღეს არ გამოვა -გულგრილად გაისმა ტაილერის სიტყვები -მხოლოდ სახლში მისვლა და გამოძინება მინდა
-შენი ნებაა. რომ იცოდე, ძალიან დიდ გართობას და სიამოვნებას აკლდები
-ეჭვიც არ მეპარება . . .
მანქანაში ამის მეტად აღარაფერი თქმულა. მთელი დარჩენილი გზა, თოვლიან გზებს უხმოდ მიუყვებოდნენ. ქუჩები თითქოს შეუმჩნევლად, მონოტონურად ცვლიდნენ ერთმანეთს. ჩნდებოდა ახალი კორპუსები, მაღაზიები, მანათობელი აბრებით მორთული სავაჭრო ცენტრები, ცათამრჯენები. ყველაფერი ეს, თითქოს ღამის ქალაქის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა და მასთან სამუდამოდ იყო დაკავშირებული.
კვლავ მორიგ ქუჩაზე გადაუხვიეს. აქ შედარებით წყნარი, მშვიდი გარემო იყო და მთელ სიგრძეზე საკმაოდ მდიდრული, ეზოიანი საკუთარი სახლები იყო ჩამწკრივებული. თითოეული მათგანი ორი ან სამი სართულისგან მაინც შედგებოდა. ერთი შეხედვითაც ნათელი იყო, რომ ამ ქუჩის ბინადრები, პირდაპირი გაგებით ფულში იხრჩობოდნენ და აღარ იცოდნენ ამდენი სიმდიდრე სად წაეღოთ.
-მე აქ ჩამოვალ, გამიჩერე -როგორც კი, წითელი აგურით ნაშენებ, უზარმაზარ შენობას ათიოდე მეტრით მიუახლოვდნენ, ტაილერმა ღვედის შეხსნა დაიწყო
-აქ ჩამოხვალ? როგორც მახსოვს, შენი სახლი ამის მეოთხედიც არ არის
-რაღაც საქმე მაქვს, მაქს გამიჩერე. სახლში ტაქსით დავბრუნდები, შენ შეგიძლია წახვიდე
-გოგოსთან მიდიხარ, არა? -ისევ ეს გამაღიზიანებელი წარბების თამაში -თუ გინდა მეც შემოგიერთდებით
-სახლში წადი და ბევრს ნუ ლაპარაკობ! აქ საქმეზე ვარ
მანქანა, ზუსტად ზემოთ ხსენებული სახლის წინ გაჩერდა. ქუჩაზე ხალხი აქა-იქ თუ დაიარებოდა და ავტომობილიც იშვიათად თუ ჩაივლიდა. ერთხანს თვალმოუშორებლად უყურებდა ტაილერი წითელ, აგურით ნაშენებ, საკმაოდ დახვეწილ ნაგებობას, შემდეგ კი, ისე, რომ მაქსისთვის მადლობაც არ გადაუხდია, კარი გააღო და თოვლიან ქუჩაზე პირველი ნაბიჯები გადადგა. გარეთ კიდევ უფრო აციებულიყო, რასაც სუსხიანი, სასტიკი ქარბუქიც ერთვოდა.
-ჩემი ყელსახვევი აიღე, ძალიან ცივა -მოულოდნელად საქარე მინა ჩამოსწია მაქსმა და ტაილერს თეთრი, შალის ქსოვილი გაუწოდა -ღამე მშვიდობისა პარტნიორო. ბერი არ იცელქო.
-ღამე მშვიდობისა . . .
შუა ტრასაზე მდგარი მანქანა, რომლის ძრავის ხმაც, ქუჩის სიწყნარის გამო, ალბათ საკმაოდ მკვეთრად მოისმოდა, ადგილიდან ნელი სვლით დაიძრა. ტაილერი, თოვლიან ტროტუარზე, სრულიად მარტო დარჩა. სიცივისგან აკანკალებულმა, თბილი, შალის კაშნე ყელზე მაგრად შემოიხვია და სახლისკენ მხოლოდ მაშინ გაემართა, როდესაც დარწმუნდა, რომ მაქსმა, თავისი ახალი Audi Q5-ით, მორიგ ქუჩაზე გადაუხვია.
სახლს დიდი, რკინის ჭიშკარი ჰქონდა, რომლის გაღებაც მხოლოდ გარკვეული პაროლის აკრეფის შემდეგ იყო შესაძლებელი. პოლიციელმა ყელსახვევი უფრო მაგრად მოიხვია და კოდის ასაკრეფ, პატარა ციფერპლატს მიუახლოვდა. ყინვის გამო, თითებს ფაქტობრივად ვერ გრძნობდა, ამიტომ ციფრებზე ხელის დაჭერა უძნელდებოდა, თუმცა საბოლოოდ, რამდენიმე წამიანი წვალების შემდეგ, მაინც მოახერხა სწორი კომბინაციის აკრეფა და ჭიშკარიც მაშინვე გაიღო.
შიგნიდან არანაირი ხმა არ გამოდიოდა. მხოლოდ მეორე სართულზე ენთო შუქი და ისიც მარტო ერთ ოთახში. ტაილერმა სწრაფად გაიარა ქვით მოკირწყლული ბილიკი, აქეთ-იქით ხელოვნური ყვავილები, რომ ჩაერგოთ, გვერდი აუქცია დათოვლილ შადრევანს, რომელიც ბერძნული მითოლოგიის ღვთაებების, ათენასა და არესის ქანდაკებებით იყო გაფორმებული და რკინის ორ-ფრთიან კარებს მიუახლოვდა. ზარი სწორედ კარის მარჯვენა კუთხეში, საშუალო სიმაღლეზე იყო დამონტაჟებული, თუმცა ტაილერს იგი არ გამოუყენებია. მაშინვე კარში ჩამონტაჟებული, პირდაღებული ლომის ცხვირში გაყრილ რგოლს დასწვდა და იგი ხმაურიანად მიაკაკუნა. ვერ იტანდა ინგლისური სტილის კარებებს, თუმცა ამ სახლში მოსვლისას, კარზე ასე სწორედ ტაილერი აკაკუნებდა და ეს, ერთგვარ კოდად ქცეულიყო, რათა სახლის პატრონს სცოდნოდა, თუ ვინ იდგა ზღურბლის მეორე მხარეს.
ტაილერი კარის წინ, მობუზული ბეღურასავით ჩამომდგარიყო, თითქმის ყოველ წამს გაყინულ ხელებს იორთქლავდა და მაქსის ნათხოვარ კაშნეში, აწითლებული ცხვირი ჰქონდა ჩარგული. ასეთი სიცივე, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში არ ახსოვდა. თითქოს ქუჩაში გამეფებული ყინვა 206-ვე ძვალში ატანდა და მათ ისე აშეშებდა, რომ გამოძრავებასაც კი შეუძლებელს ხდიდა. ტაილერს, ერთ ადგილზე დგომისაგან უკვე მთელი სხეული დაბუჟებოდა. თითოეული ქარის დაბერვისას გრძნობდა, რომ სიცივე ფეხებიდან იწყებოდა, მის სხეულს კოსმიური სიჩქარით გაივლიდა და საბოლოოდ, ტვინამდე აღწევდა. ამის ატანა, უკვე შეუძლებელი ხდებოდა, ამიტომ ტაილერმა ქურთუკის ჯიბიდან მარცხენა ხელი ამოიღო და ის-ის იყო ლომის ცხვირში გაყრილი, რკინის რგოლი კარზე კიდევ ერთხელ უნდა მიეკაკუნებინა, რომ ზღურბლს მიღმა, რიტმული ნაბიჯების ხმა გაიგონა და რამდენიმე წამში, შიგნიდან გამომავალი სითბო, მის გაყინულ სხეულს სასიამოვნოდ მიელამუნა.
-ამდეხანს სად ჯანდაბაში ხარ? ლამის თოვლის კაცად ვიქეცი
-ვაუ, ამას ვის ვხედავ -გამომწვევი სახით შეეგება კართან მდგომი გოგონა და წარბები მაქსივით გამაღიზიანებლად აათამაშა -თვით იდიოტი ტაილერი მოსულა. რაიმე მომიტანე თუ ისევ ხელცარიელი მოხვედი?
-კარგი ამბები მოგიტანე -ყელსახვევი კუთხეში მდგარ საკიდზე ჩამოკიდა პოლიციელმა და მალე ქურთუკიც მის გზას გაუყენა
-მე მშია, კარგი ამბები კი არ იჭმევა
-ნერვებს ნუ მიშლი ლერა. თუ გშია რაიმე მოამზადე, მე შენი საკვებით მომარაგება არ მევალება -ტაილერმა გოგონას მკლავში ხელი უხეშად ჩაავლო და მისაღებისკენ წაათრია. სახლის ამ ნაწილში, ყველაზე მეტად თბილოდა
-გამიშვი, მტკივა! ამ შუა ღამეს აქ რა ჯანდაბას აკეთებ? ხვალ დილით, რომ მოსულიყავი ამაზე არ გიფიქრია? თუ დღევანდელმა ყინვამ, ყველაფერთან ერთად შენი მიკრო ზომის ტვინიც გაყინა?
-ჩემს გუნდს შენზე დაველაპარაკე -გოგონას სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია ტაილერმა და დივანში ჩაეშვა, სადაც თბილი პლედი ეფინა, ხოლო კედელში ჩამონტაჟებული, დიდი, პლაზმური ტელევიზორი Animal Planet-ის არხზე იყო გადართული და ამჯერად, მაიმუნებზე აშუქებდა საკმაოდ საინტერესო ფილმს
-მართლა? მერე რა გითხრეს?
-დამეხმარებიან რა თქმა უნდა. შენ სხვა რამეს ელოდი? -ირონიულად გახედა
-ის თუ უთხარი რით დამემუქრე და ერთად რა დანაშაული მივჩქმალეთ? ეს რომ სცოდნოდათ, არა მგონია შენი წინადადება სიხარულით მიეღოთ -ლერას სახეზე ამჯერად დიდი ზიზღი გამოისახა, ოღონდ გაურკვეველი იყო რისდამი იყო მიმართული ეს ზიზღი ტაილერისადმი, იმისადმი, რასაც აკეთებდა, თუ ორივესადმი ერთად . . .
-მისმინე შე ძუკნა! ამაზე სიტყვას ვინმესთან დაძრავ და შენ საფლავის ქვასაც ვერ იპოვიან. გასაგებია? -თვალები ბრაზით დააკვესა პოლიციელმა
-ძუკნას კიდევ ერთხელ დამიძახებ და გპირდები შთამომავლობის გარეშე დაგტოვებ. შენი შვილები დედამიწას მხოლოდ დააბინძურებენ
-ფისომ ბრჭყალები გამოაჩინა? საინტერესოა რამდენად ცოფიანი ხარ
-აქ რისთვის მოხვედი ტაილერ? მხოლოდ ამის სათქმელად?
-არა მხოლოდ -პოლიციელმა პლედი მიიფარა და დივანზე მოხერხებულად წამოწვა, თან ტელევიზორიც გამორთო დისტანციური მართვის პულტით -კიდევ რაღაც მაქვს სათქმელი
-ყურადღებით გისმენთ, კომისარო მეგრე -დივნის კიდეზე მოხერხებულად ჩამოჯდა გოგონა და თითებით, ჯინსის დაცრეცილ შარვალს დაუწყო წვალება
-ეს ხვალ უნდა გააკეთო . . .
-რა? ხვალ? სერიოზულად? -თვალები ორი ზომით დიდი გაუხდა
-მოცდა უკვე აღარ შემიძლია. ჯეისონ ვინკლერს ხვალ უნდა შეხვდე. ყეელაფერი დაგეგმილი მაქვს, ყოველ ხუთშაბათს, ერთი და იგივე დროს, ერთსა და იმავე ბარში ზის და ერთსა და იმავე სასმელს უკვეთავს. ყველაფერი ისე უნდა მოეწყოს, ვითომ ეს შემთხვევითი შეხვედრაა, დანარჩენი კი, შენც მშვენივრად იცი.
-და რა სასმელს უკვეთავს? კონიაკს? თუ ასეა, ნამდვილი უგემოვნო და ქალაჩუნა ყოფილა
-არა, კონიაკს არა -ტაილერს წამით მზერა დაუსერიოზულდა. თითქოს შორეულ ფიქრებში დაიწყო ხანმოკლე მოგზაურობა, ბოლოს კი, მაინც რეალობას დაუბრუნდა და უმეტყველო სახით მიუგო -მხოლოდ ერთ სასმელს-Moonshine-ს
-საინტერესო სახელია. ნეტავ გემო როგორი აქვს?
-საოცარი -კვლავ ფიქრებში წასული სახით წარმოთქვა ტაილერმა
-კარგი, ამას ხვალ შევამოწმებ. დანარჩენი დეტალებიც დილით შემითანხმე, ამისთვის საკმაოზე დიდი დრო გვექნება. ახლა კი, ასწიე ერთი ადგილი და აქედან მოუსვი, უნდა დავიძინო -პლედში დაქაჩა გოგონამ, რათა იგი გადაეძრო, თუმცა ტაილერმა გადასაფარებლისთვის ხელის ჩავლება დროულად მოასწრო
-დღეს აქ ვრჩები. სახლში წასვლის თავი არ მაქვს და სანამ შემეწინააღმდეგებოდე, ჯობია გაჩუმდე!
-შენ სულ გამოშტერდი? სახლს პარაზიტები შემოესია, ყველა ოთახში დეზინფექცია ჩავატარე და თითოეულ წერტილში წამლის სუნია, ამ ოთახის გარდა. ესეც იმიტომ, რომ სამი ტუბიკი ჰაერის გამწმენდი გამოვიყენე. სხვაგან ვერსად დავიძინებ, მხოლოდ ეს დივანი გამაჩნია
-ჰოდა თუ ასეა, ერთად დავიძინებთ. მოდი, შემოძვერი -პლედი ოდნავ ასწია ტაილერმა, ისე, რომ ნეტარებით დახუჭული თვალები არც კი გაუხელია
-მე შენთან ერთად არ დავწვები -დოინჯი შემოიყარა გოგონამ
-მაშინ იატაკზეც უამრავი თავისუფალი ადგილია. ძილი ნებისა, ლერა -დამცინავი ნიღაბი, ოსტატურად მოირგო ტაილერმა, შემდეგ კი, დივანზე გემრიელად გაიზმორა -გთხოვ შუქი ჩააქრე, თვალები მეწვის
-ტაილერ, ახლავე ადექი, არ გეხუმრები!
-არც მე გეხუმრები. თუ წვები, დაწექი თუ არა და თავზე ყვავივით ნუ დამჩხავი! ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი
-ანუ ასე, არა?
-წყლის თავზე დასხმა არც კი გაბედო, თორემ შენს წარსულის ცოდვებს, პოლიციის განყოფილებას გადავცემ
გოგონამ მხრები უღონოდ ჩამოუშვა. ისედაც დაღლილს, ნამდვილად არ ჰქონდა იმის თავი, რომ ფეხზე ხანგრძლივად მდგარიყო და ავი დედაბერივით ეჩხუბა. მშვენივრად იცოდა ტაილერის აუტანელი ხასიათისა და სიჯიუტის ამბავი, ამიტომ ხვდებოდა, რომ მისი დივნიდან ადგომის შანსი 1%-ზე დაბალი იყო.
სხვა გზა ნამდვილად არ ჰქონდა, ახლა იატაკზე დაძინება იმას ნიშნავდა, რომ ხვალ დილით, სხეულის საშინელი ტკივილი დატანჯავდა, ამიტომ გადაწყვეტილებაც ძალიან სწრაფად მიიღო-მაღლა აწეული თმიდან რეზინი მოიშორა, ოთახში შუქი ჩააქრო, დივანს მიუახლოვდა და თვალებ დახუჭულ ტაიელერს, მხოლოდ ორი სიტყვა უთხხრა:
-მიიწიე იდიოტო . . .



პ.ს მოკლედ წინა ისტორიის შემდეგ, სრულიად სხვა ჟანრი გადავწყვიტე მეცადა. კრიმინალური რომანის წერა, უფრო რთულია, ამიტომ მარტო ყოველ კვირაში თუ შევძლებ ახალი თავის დამატებას. ანუ ყოველ ორშაბათს.

მართლაა მაინტერესევს შეფასებებიი ....скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი Tesa

kargiaa gaagrdzelee :*

axali istoriaaa ???? vnaxot abaa ra iqnebaaa. mixaria rom dabrundii ❤

 



№2 სტუმარი Diana

მომეწონაა, უცხო ჟანრიაა. ველოდები შემდეგსს <3

 



№3 სტუმარი ana

ტაილერი და ის გოგო იქნებიან ერთად თუ ვისაც უნდა შეხვდეს?

 



№4  offline წევრი ბიბი

ძალიან კარგად წერ, აღფრთოვანებული ვარ.

 



№5  offline წევრი Moonlight Sonata

ana
ტაილერი და ის გოგო იქნებიან ერთად თუ ვისაც უნდა შეხვდეს?


გაიგებ მალეე <3

ბიბი
ძალიან კარგად წერ, აღფრთოვანებული ვარ.

Diana
მომეწონაა, უცხო ჟანრიაა. ველოდები შემდეგსს <3

სტუმარი Tesa
kargiaa gaagrdzelee :*

axali istoriaaa ???? vnaxot abaa ra iqnebaaa. mixaria rom dabrundii ❤

heart_eyes kissing_heart

 



№6 სტუმარი Ssalome

Uux rogor miyvars sheni weris stili <3 roca vnaxe rom axali motxroba daiwye interestit daviwye kitxva da sul vcdilobdi rom paraleli gamevlo wina motxrobis personajebsa da am motxrobis personajebs shoris da veraperic ver gavavle da dzalian gaxarebuli davrchi <3 aseve musikebs rom urtav yvelgan eg ukve vtqvi magram aq ukve sxvanairi musikagqondaiseti rogoric am situacias da personajebs sheepereba da dzalian momwons yvelaperi iseti idealuria shens motxrobebshi <3 tan yvelaperi gramatikulad gamartuli rom gaqvs vgijdeebi <3 damainteresa dzalian veli shemdeg tavs da punqtualurobit gamorcheuli xar amitom agar getyvi ar daagvianotqo! Mixaria rom arsebob da aseti weris unari rom gaqvs <3

 



№7  offline წევრი Moonlight Sonata

Ssalome
Uux rogor miyvars sheni weris stili <3 roca vnaxe rom axali motxroba daiwye interestit daviwye kitxva da sul vcdilobdi rom paraleli gamevlo wina motxrobis personajebsa da am motxrobis personajebs shoris da veraperic ver gavavle da dzalian gaxarebuli davrchi <3 aseve musikebs rom urtav yvelgan eg ukve vtqvi magram aq ukve sxvanairi musikagqondaiseti rogoric am situacias da personajebs sheepereba da dzalian momwons yvelaperi iseti idealuria shens motxrobebshi <3 tan yvelaperi gramatikulad gamartuli rom gaqvs vgijdeebi <3 damainteresa dzalian veli shemdeg tavs da punqtualurobit gamorcheuli xar amitom agar getyvi ar daagvianotqo! Mixaria rom arsebob da aseti weris unari rom gaqvs <3


აი არ ვიცი რა გითხრაა იმის გარდა, რომ სწორედ ასეთ კომენტარებს და შეფასებებს მოაქვს ის რაღაც, რასაც მუზა ჰქვიაა heart_eyes მართლაა ძალიაან დიდი მადლობაა <3333

 



№8 სტუმარი ლეა

არ ვიცი რა არის ჯერ, მაგრამ კარგი ჩანსს. ის ახალი პერსონაჟი როდის შემოვა ერთი სული მაქვსს ❤ ეგ და ლერა იქნებიან მგონი ერთად ჰო?

 



№9  offline წევრი ლუნა

სათაურმა მომხიბლა, სურათმა მომხიბლაა ❤ პერსონაჟებიც საინტერესონი ჩანაან. ველოდები შენდეგ თავსს :* მიხარია, რომ დაბრუნდიი ახალი ისტორიით :*

 



№10 სტუმარი ჰოლდენ კოფილდი

ორივეს ერთად ვკითხულობ წინასაც და ამასაცც და გავგიჟდი რა განსხვავებული პერსონაჟები და სიტუაციები გაქ. ზოგადად ამ საიტის პრობლემა, ნუ 80%-ის მაინც ისაა რომ პერსონაჟები ყველა ისტორიაში გვანან ერთმანეთს და სწორედ ესაა კარგი, რომ შენთან ყველა ინდივიდუალურიაა ❤ მომწონსს ახალ ისტორიაა და ინედია არ დააგვიანევ ხოლმეე :* მანამდე ბეათი და ანდრეათი დავკმაყოფილდებიი :დდ

 



№11  offline წევრი Moonlight Sonata

ჰოლდენ კოფილდი
ორივეს ერთად ვკითხულობ წინასაც და ამასაცც და გავგიჟდი რა განსხვავებული პერსონაჟები და სიტუაციები გაქ. ზოგადად ამ საიტის პრობლემა, ნუ 80%-ის მაინც ისაა რომ პერსონაჟები ყველა ისტორიაში გვანან ერთმანეთს და სწორედ ესაა კარგი, რომ შენთან ყველა ინდივიდუალურიაა ❤ მომწონსს ახალ ისტორიაა და ინედია არ დააგვიანევ ხოლმეე :* მანამდე ბეათი და ანდრეათი დავკმაყოფილდებიი :დდ


შენს ნიკს, რომ დავხედე გამეღიმაა ❤ ჩემი საყვარელი პერსონაჟია ჰოლდენი ❤ მადლობა, რომ კითხულობ :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent