შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბერო(თავი 4-5)+18


15-05-2018, 00:07
ავტორი ტერიკო74
ნანახია 1 388

ბერო(თავი 4-5)+18

ბანაკის წინ, ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული სამი მამაკაცი დალანდა.ცეცხლი ენთოთ და რაღაცას წვავდნენ.-ნუთუ ისინი არიან-გაიფიქრა და ოფლმა დაასხა.ორი მონადირე ძაღლიც დალანდა,ხეზე მიბმულები.იქვე ,სამი ცხენი ფლოქვების ცემით ფრუტუნებდნენ.

-მონადირეებს გვანან-თავის დამშვიდებას შეუდგა და ხეზე აძვრა.მამაკაცებმა შამფურზე აცმული ცხოველის ხორცი ბანაკში შეიტანეს და მორყეული,ანჯამებიდან ამოვარდნილი კარი,წვალების შემდეგ დაკეტეს.ბეროს ხელ-ფეხი გაეხსნა,ხიდან ჩამოხტა,შაშხანა მოამზადა და ბანაკისკენ გაემართა.ძაღლებმა ყეფა ატეხეს,ცხენებმა ფრუტუნი.ხმაურზე სამივე მამაკაცი გარეთ გამოვიდა.ბერომ იარაღი დაუმიზნა ,მჭახედ დასჭექა:
- არ გაინძრეთ!
მამაკაცები შეცბნენ, დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვისას,მაგრამ არ განძრეულან.ერთმა,ხანში შესულმა,გამხდარმა,თხელ ულვაშიანმა მამაკაცმა ხელი მაღლა ასწია და ბეროს შეუბღვირა.
-აქ,საომრად რამ მოგიყვანა? მისამართი აგერია, მეგობარო!
ბერომ წინ წაიწია,ხუთი მეტრის რადიუსით მიუახლოვდა კაცებს,თხემიდან ტერფამდე დაათვალიერა სამივე და კბილებში გამოსცრა.
-საომრად არ მოვსულვარ,ბანაკი მჭირდება!
ულვაშიანმა ოდნავ ჩაიღიმა:
- ადგილობრივი სოფლის მკვიდრები ვართ,ბანაკიც სოფელს ეკუთვნის,მაგრამ სტუმრის პატივისცემა არ გვეშლება.დაუშვი იარაღი და შემოდი!-ბეროს უკან გაიხედა და ვიღაცას ხელით ანიშნა.
-გიგო,დაუშვი შენც,სტუმარია!
ბერო უკან შემობრუნდა,ახალგაზრდა ბიჭს ჰყავდა მიზანში ამოღებული.იარაღი დაუშვა სნაიპერმა და მოზომილი ნაბიჯებით კაცებს მიუახლოვდა.
-ბერო!- გაეცნო მასპინძლებს.
-დათა!-ხელი გაუწოდა ხანშიშესულმა.
-გიორგი!-შედარებით ახალგაზრდამ ხელი ძლიერად ჩამოართვა.
-მე გოჩა ვარ,-ენის ბორძიკით ამოთქვა მესამემ.
გიგო უკნიდან ზვერავდა სტუმარს,ახლოს არ მისულა.
ყველანი ბანაკში შევიდნენ,მაგიდა იყო გაშლილი.ბეროს ახლაღა გაახსენდა შიმშილი,სუფრას თვალი მოავლო და დათას შეხედა.
-მარტო არ ვარ,მეგობრები ტყეში მელოდებიან.მოგვიანებით აგიხსნით სიტუაციას,ახლა უნდა წავიდე,სასწრაფოდ ამოვიყვანო,გაიყინებიან.თან პატარაც გვყავს.
დათას სახეზე შეეტყო შეშფოთება,გიგოს და გიორგის გასძახა,უკან გაყევითო.
ბიჭები უკან მიყვნენ ბეროს.იქ ნანახმა გაოგნება აღუბეჭდათ სახეზე.მოკანკალე გოგოები,რომ დაინახეს.ერთს ჩვილი ჰყავდა გულზე აკრული.ლარა ისევ საკაცეზე დააწვინეს,გიგომ და გიორგიმ ითავეს მისი ტარება.
ბანაკში ,რომ მივიდნენ,დათამ ღუმელს შეუკეთა,ცეცხლი ააგიზგიზა.ლარა იქვე მორყეულ,ძველ ტახტზე მიაწვინეს პატარასთან ერთად.ბიჭები გოგონებთან ერთად ცეცხლს შემოუსხდნენ.მასპინძლები დატრიალდნენ.
სუფრას ყველი,მწვანილი,შოთები ,შემწვარი ხორცი და არყის ბოთლი ამშვენებდა.
-მობრძანდით,მცირედია,მაგრამ კეთილი გულით-გაიღიმა დათამ და სტუმრები მიიწვია.ამდენი შიმშილის და დაღლილობის შემდეგ,მადაც კი დაკარგვოდათ.უღიმღამოდ იღეჭებოდნენ.გოჩამ არაყი, პატარა, თლილ ჭიქებში ჩამოასხა.დათამ ხელში აიღო სასმისი:
-თქვენს მოსვლას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოს-თქვა და სულმოუთქმელად გადაუშვა ყელში.სხვებმაც მიბაძეს .ბეროს ყელი ჩასწვა სითხემ,არ შეიმჩნია.ფეხზე წამოდგა,სუფრიდან პური და ყველი აიღო,ბოდიში მოიხადა და ტახტისკენ წავიდა.ქალს მიუახლოვდა,ჩაიმუხლა.
-ლარა,უნდა შეჭამო,დარიას გამო-უთხრა და საჭმელი გაუწოდა.
ქალი მძიმედ წამოჯდა,ხელის შეშველება დასჭირდა კაცისგან.პური გამოართვა.მისი სახე ახლაღა შენიშნა ბერომ.ლარას ტუჩები და ლოყები ერთიანად გასწითლებოდა,მძიმედ სუთქავდა.შუბლზე ხელი მიადო კაცმა,გავარვარებული იყო.
-სიცხე აქვს,-ჩაილაპარაკა და სუფრის წევრებს მოუბრუნდა.
-ექიმია საჭირო,სიცხე აქვს.გზაში იმშობიარა.ძალიან სუსტადაა,უნდა დამეხმაროთ!-მუდარა და ბრძანება ერთად გაისმა. ყველა ფეხზე წამოიშალა.დათა ბეროს მიუახლოვდა.

-ვხედავ ,დიდი გასაჭირი გაქვთ,არ ვიცი,ვინ ხართ,ვის გაურბიხართ,ან სად მიდიხართ.არ დაგვცალდა ახლოს გაცნობა.ტყეს შეფარებულნი დიდ საფრთხეში ხართ.ეს გოგო მოგიკვდებათ.ექიმს აქ ვერ ამოვიყვანთ,სოფელში უნდა წავიყვანოთ,ახლავე.აქედან შვიდი კილომეტრია ჩემს სახლამდე.დილით უნდა წავსულიყავით,მაგრამ ვერ გასტანს ამდენ ხანს,ბავშვიც საფრთხეშია.წამოდით ჩემთან.-მხარზე ხელი დაადო კაცმა ბეროს.

-დაღესტანში მივდივართ,ჩემს ძმასთან. ამათ,რომ უყურებ,ყასბებს გამოვტაცე ხელიდან.ორგანოების ჯალათებს-დაუკონკრეტა და განაგრძო.
-ჩვენი წამოსვლა თქვენთან ,არ გამოვა.არ ვიცი ,მდევარი სად გადაგვეყრება,ასე ადვილად თავს არ დაგვანებებენ.უნდა გავიყვანო სამშვიდობოს ყველა. თქვენც საფრთხეში უნდა ჩაგყაროთ.იქით,ძმა მელოდება-მთისკენ გაიშვირა ხელი.
-არ მენდობი?-ჩაიცინა დათამ და გიგოს გასძახა,ცხენები მოამზადეო.
-გოგოს წავიყვანთ,ბავშვით.მამად გეკუთვნი,უნდა დამიჯერო.მონადირე კაცი ვარ,მთელი რაიონი მიცნობს.უსაფრთხოდ მეყოლება.თქვენ თუ არ იშლით,ამაღამ აქ დაისვენეთ.დილით გიგო ამოგიყვანთ ცხენებს.

ბერო მიხვდა დათას წყენანარევ ტონს .მხარზე ხელი მსუბუქად დაჰკრა:
- გენდობი! მხოლოდ ამ ქალს მიმიხედე.დანარჩენებს მე მოვუვლი.როგორც კი სამშვიდობოს გავიყვან ამათ,ეგრევე მოვბრუნდები.
-არ იდარდო,ჩემი დედაკაცი მიხედავს.მშვიდობა მოგცეთ უფალმა-დალოცა დათამ და გარეთ გავიდა.
ბერო ლარასკენ მობრუნდა,მის წინ დადგა.
-დათა წაგიყვანთ შენ და პატარას,სამშვიდობოს იქნები.
ქალი თვალებს ძლივს ახელდა,ხელი კაცისკენ გამოაცოცა.
-მადლობა,ბერო-თქვა და გუგები სისველემ დაუფარა.
-ყველაფერი კარგად იქნება,პატარას გაუფრთხილდი-დაიხარა კაცი და ქალს შუბლზე ტუჩები ოდნავ შეახო.სწრაფად გატრიალდა და კარში შურდულივით გავარდა.
ყველამ დაინახა ქალსა და კაცს შორის გაბმული უხილავი ძაფი.

იმ ღამეს ხუთივეს მკვდარივით ჩაეძინა.ხმაურმა გამოაღვიძა ბერო,გიგო ამოსულიყო და გოჩას რაღაცას ელაპარაკებოდა.საჩქაროდ წამოდგა და კარის გაღება სიფრთხილით ეცადა.ჭრიალმა ყველა გააღვიძა.
ბიჭს სამი ცხენი ამოეყვანა,ფუთები ეკიდათ ზურგზე.

-ბერო,დათა ძიამ საგზალი გამოგიგზავნა.თბილი ტანსაცმელიც არის,წყალი და არაყი.ჰო,ქალიც კარგად არის,არ იდარდო.დათა ძიას დედაკაცი,მარინე ძალო,ექიმბაშია.-სხაპასხუპით მიაყარა სათქმელი კაცს და ისევ გოჩას მიუბრუნდა.
გულზე მოეშვა ბეროს,ღრმად ჩაისუნთქა და ჰაერი ფილტვებიდან ნელ-ნელა ამოუშვა.

ყადორის გზას მიუყვებოდა სამი ცხენი და ხუთი ადამიანი.მთელი გზა არ ასვენებდა კაცს,ქალზე ფიქრები.სახელის გარდა არაფერი იცოდა მასზე.ნეტავ,ქმარი თუ ჰყავს,ან როგორ მოხვდა ამ ჯალათებთან.ტვინი არ მოასვენა ,ათასი შეკითხვით დატვირთა.
დიტოს ნატა შემოესვა ცხენზე,თვითონ ქვეითად მიუყვებოდა.ქეთიც ცხენზე იჯდა,აღვირს ჩაფრენოდა დაძაბული.საშა ბეროს ამოუდგა გვერდში.
-ბერო,მადლობა. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი,ბევრი რამის თქმა მინდა. არ გამომდის,მჭერმეტყველი არასდროს ვყოფილვარ-ჩაეცინა თავის ნათქვამზე.
-მადლობა არ არის საჭირო,თქვენც ჩემსავით მოიქცეოდით-ყრუდ ჩაილაპარაკა და ბიჭს გვერდულად გადახედა.

დღის შუქს სიბნელე დაეპატრონა.საგრძნობლად აცივდა.გაყინულ თოვლზე სიარული გართულდა.მგზავრებიც დაიღალნენ და ცხენებიც.გოგონებს თავშალით გადაეხვიათ პირ-სახე,მაინც ციებანივით კანკალებდნენ. ბიჭებს ფეხები მოეყინათ,თითქოს გრძნობა ჰქონდათ დაკარგული ტერფებზე,ნაბიჯი ერეოდათ.არც ბერო იყო კარგ დღეში.მიხვდა,ახლა თუ არ შეისვენებდნენ,წინ ვერ წაიწევდნენ. შედგა,ბინოკლით გარემო დაზვერა.ერთ ადგილს დიდხანს დააკვირდა,ახლოს მოსწია კადრი.ნანგრევები იცნო.ჯგუფს მოუბრუნდა:

- ორას მეტრში ეკლესიაა,ნათლისმცემლის.თავს ძალა დაატანეთ და როგორმე მივიდეთ იქამდე.დიტო,საშა მარჯვნივ მოატრიალეთ ცხენები!- ხმა შესუსტებოდა მამაკაცს.
ის იყო,ცხენებს ლაგამი ამოუწიეს,შავმა ჩრდილმა ისარივით ჩაიქროლა.
-შეჩერდით!-დაიძახა ბერომ და ბინოკლი მოიმარჯვა.ერთი მგელი დალანდა,ადგილზე ცქმუტავდა.ცოტა ხანში ყმუილის ხმაც გაისმა.გოგოებმა შეჰყვირეს შიშისგან,დიტომ იარაღზე წაივლო ხელი და დამფრთხალი ცხენის დამშვიდებას შეუდგა.საშა ქეთის ცხენს ეცა,აღვირი ხელზე ორჯერ დაიხვია.

-ერთია,მაგრამ სხვებიც მოვლენ,ეძახის. დროზე ცეცხლი უნდა ავანთოთ.აქ სროლას ვერ ავტეხავთ.ტყვიებს უნდა გავუფრთხილდეთ,ისედაც იარაღის ხმა არ გვაწყობს.მდევარი ჩვენს კვალზე რომ იდგეს,ადვილად მოგვაგნებს.-დაფაცურდნენ ბიჭები,ცხენები ხეებზე მიაბეს.გოგოებიც გამოცოცხლდნენ.ბერომ შაშხანა შეაყენა,ბინოკლით განაგრძობდა მიდამოს თვალიერებას.იცოდა მგლების თვისება.ხროვა სადაცაა გამოჩნდებოდა. დაუფიქრებლად არ ესხმიან თავს მსხვერპლს,გუნდურად მოქმედებენ.ჭკვიანი ცხოველია-ამ ფიქრებში იყო,უფრო ახლოს რომ დაინახა სამი მგელი,წინ მოიწევდნენ დაღრეჭილი კბილებით.ბოლო ბოლო ესვრის,ჯერ დააცდის.სველი ტოტებით გაუჭირდათ ცეცხლის დანთება ბიჭებს,სიჩქარისგან სულ დაასველეს ასანთი.
ბერომ უკუსვლა დაიწყო,ისე, რომ თვალს არ აცილებდა ნადირს.თავდასხმისთვის მომზადებული მხეცები,წინ მოიწევდნენ.ცხენების ჭიხვინი და ყალყზე დგომა,გოგონების სასოწარკვეთილი წამოძახილები და ბიჭების გინება,ყურში თითქოს შორიდან ჩაესმოდა მამაკაცს.
-ცხენებისკენ მიიწიეთ!-დაიყვირა და ხელის სწრაფი მოძრაობით თოვლი მოხვეტა,მუჭში მოიქცია და მხეცების მიმართულებით გაისროლა.ნადირი შედგა.ბინოკლში კარგად ხედავდა მამაკაცი სამივეს დაღრეჭილ კბილებს,წინ უტეხად მოიწვედნენ.იცოდა,სხვებიც ახლოში იყვნენ ჩასაფრებულნი.მსხვერპლს ჯერ დააბნევდნენ,გააქცევდნენ ,შემდეგ უფრო ადვილი იყო ნადირობა,სამალავიდან სხვების დახმარებით.
ბეროც უკან-უკან იხევდა,მიზანში ამოიღო ერთი.სხვა გზა აღარ დარჩენოდა,უნდა ესროლა,იმდენად ახლოს იყვნენ მოსულები.ის იყო ჩახმახზე ხელი უნდა გამოეკრა,საშას განწირული ხმა გაისმა:
-ძირს დაწექით! შემდეგ ბუნდოვნად ახსოვს,როგორ დაუგუბდა ყურები,როგორ აალდა და ჰაერში გაიფანტა თოვლიანი მიწა.ქუთუთოები,რომ დააშორა ერთმანეთს,ძირს პირქვე ეგდო,სახე და ყურები ერთიანად ეწვოდა.სიბნელეს თვალი გააყოლა,ყველა ძირს იწვა,გაუნძრევლად.

-რა გააკეთა ამ სულელმა?!-ხელები მიწას მოუსვა,შაშხანა შორს გადავარდნოდა,ვერ იპოვნა.ხოხვით მიცოცდა დანარჩენებისკენ.სიბნელეში ვერ გაარჩია,რომელს წაავლო ხელი,გადმოაბრუნა,დიტო აღმოჩნდა,სახეზე სისხლი ბილიკებად ჩამოედინებოდა.მეორესკენ გააცოცა ხელი,ქეთი იყო,ტკივილსგან კნესოდა ქალი.მესამესკენ წაიწია,ნატას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.არაადამიანური ხმით დაიღმუვლა და მიწას მუშტი დაუშინა.საშა არსად ჩანდა.გულაღმა გადაწვა,სახე საშინლად ეწვოდა,ხელების ჩამოსმა სცადა,ტკივილმა დაუარა.
ღრმად სუნთქავდა.სიბრაზისგან ერთიანად უცახცახებდა სხეული.ტვინში აერია ყველაფერი.-რა გავაკეთო?! ჩასძახოდა თავს.გვერდზე მოძრაობა იგრძნო,ქეთი წამოდგომას ცდილობდა.
-არ ადგე!-ხელი მიჰკრა ბერომ.ნატას მხარეს გადაბრუნდა ,ახლოს მიჩოჩდა,ყელი მოუსინჯა. ოდნავ ფეთქავდა.-ცოცხალია!-გაიფიქრა და დიტოსკენ წაიღო მკლავი.ოდნავ შეარხია,ბიჭმა დაიზმუვლა.
-დიტო?!-უფრო მეტად შეურხია სხეული.
-მმმ-იყო საპასუხო ხმა.
-ცოცხალი ხარ!- თავისთვის თქვა და ნატას მიუბრუნდა.ქალის ხელი ძლიერად მოქაჩა.სხეული არ განძრეულა.-ამის დედაც!-იყვირა. ამაოდ ცდილობდა გოგონას გამოცოცხლებას.
-ბერო,რა მოხდა?-დიტოს მისუსტებული ხმა მისწვდა კაცს.
-საშამ ხელყუმბარა ისროლა-გამოსცრა კბილებში და წელი რის ვაი-ვაგლახით აითრია.ნატასთან მუხლებზე დადგა ,მკერდი გადაუღეღა , თავის მარცხენა მტევანს,მარჯვენა გადააფარა და ქალს ძლიერად დააწვა.
-ერთი,ორი,სამი-იმეორებდა გულში.-ერთი,ორი,სამი-თითქოს გაჭედილ ნიჟარას ტუმბავდა,ქალის სახესთან თავი მისწია,დაუყურადა.ცხვირი თითებით დაუხურა და სასიცოხლო ჰაერი მიაწოდა პირით -პირზე.სხეული ოდნავ შეიშმუშნა.კაცმა შვებით ამოისუნთქა.ფეხზე წამოდგა ,ბარბაცით გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი.
შრიალის ხმა,წკუტუნმა შეცვალა.სიბნელეში გაუჭირდა გარჩევა,თავის ტკივილს თვალების წვა ერთვოდა.წკუმუტუნი უფრო ახლოდან ესმოდა.დიტოსთან მივიდა,გვერდზე გადაატრიალა და უკან,ქამარში გაჩხერილი იარაღი ამოაძრო.ჰაერში გაისროლა.ხმაური მიწყდა.

მთვარე,ღრუბლებიდან დასჯილი ბავშვივით იმზირებოდა.თოვლნარევი წვიმა საცერივით ცრიდა.
ბეროს გააკანკალა.ქურთუკის ელვა ბოლომდე ასწია.ფრთხილი მოძრაობით შეუდგა გარემოს დათვალიერებას.საშას ეძებდა.ცხენებს წააწყდა,ძირს ეყარნენ,უსულოდ.მიუახლოვდა,ზურგიდან ფუთა მოხსნა ერთ-ერთს. ხელი მოაფათურა ,ჩაავლო და სიბნელეში დააკვირდა.სამხედრო შინელი აღმოჩნდა.ნატასკენ წაიღო და ზედ გადააფარა.ქეთი წამოწეულიყო,სილაში მოთამაშე ბავშვით დამჯდარიყო და გაოგნებული აცეცებდა თვალებს.
-ქეთი,-ფრთხილად შეუძახა.გოგო არ განძრეულა.

-ქეთი!-უფრო მომთხოვნად გაისმა ბეროს ხმა.

ქალმა თავი ოდნავ შემოატრიალა,ხელები თავზე წაივლო და დაიღმუვლა.
კაცმა თავი სიმწრით გააქნია,მოტრიალდა და ძებნა განაგრძო.სიბნელეს თვალი შეეჩვია.მხედველობა უფრო იოლი გახდა.შორიახლოს ისევ აშრიალდა ,ღრენის და წკმუტუნის ხმა ერთმანეტში აირია.ბერომ იარაღი შემართა,მზერა დაძაბა.ხმის მიმართულებით ფეხს აუჩქარა.უცებ შედგა.მგლის ხროვა შესეოდა ადამიანის სხეულს,გააფთრებით გლეჯდნენ.კაცს ცივმა ოფლმა დაასხა.
ნანახმა ადგილზე გაყინა.ჰაერში შეშლილივით ისროდა.იარაღის ყოველი გასროლა,ტყეს ზვირთებივით ასკდებოდა.
მხეცები ადგილს მოსწყდნენ და სიბნელეში სწარაფად გაუჩინარდნენ.ბერო წინ წაიწია,უბედურების მოლოდინში ნაბიჯი გაწელა,ფეხს ითრევდა.ფაშვამოყრილ სხეულს თავზე დაადგა ,ყბამოჭმული და ნაწლავებ გადმოყრილი საშა უსულოდ ეგდო.ბერომ საზარელი ხმით ამოიღრიალა და ზეცას მიუშვირა თავ-პირი.
უკნიდან იგრძნო ვიღაც უახლოვდებოდა,მძიმედ შემოტრიალდა და ქეთის შეშლილ სახეს წააწყდა.

-ბერო,ეს რა არის,ბერო?-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძლივს ამოღერღა და თმაში ხელი წაივლო კივილით.მამაკაცი სწრაფად ეცა,დააჯანჯღარა ქალი და მკერდზე ძლიერად აიხუტა.ქეთი უძალიანდებოდა,კიოდა,ტავს გიჟივით აქნევდა.მომხდარის ნახვა მოესწრო.
-დაწყნარდი!დაწყნარდი!-უყვიროდა კაცი და ქალის დამშვიდებას ამაოდ ცდილობდა.მხრებში ჩააფრინდა,ჰაერში მჩატედ ასწია და ძლიერად შეარხია.ქალის მდგომარებიდან გამოყვანა ,კაცის ძლიერმა ტორმა შეძლო.
-მაპატიე!-უთხრა კაცმა ჩურჩულით და ატირებული ქალს მოეხვია.

უკან მობრუნებულებს,დიტო მუხლებზე დამდგარი ნატას გვერდიტ დაუხვდათ.ცახცახებდა ბიჭი,ყბას-ყბაზე აცემინებდა.
-დიტო,-საჩვენებელი თითი ოდნავ წაკრა ბიჭს.
-ჰო,-თავი არ აუწევია,ისე გამოეპასუხა.
-შეძლებ ადგომას?ცეცხლი უნდა დავანთოთ,ნადირი უკან მობრუნდება,სანამ სანოვაგე ელოდება,თავს არ დაგვანებებს-კაცს ხმა გატყდომოდა.
დიტომ თავი მორჩილად დაუქნია და მარჯვენა ხელზე დაყრდნობით წამოიწია.
-ეცადე,სწრაფად დაანთო,დრო არ ითმენს,მე მალე მოვალ,საშას უნდა მივხედო!-თქვა და ცხენებისკენ წავიდა,ფუთები ამოაყირავა,რაღაც უხეში ამოჰყვა ხელს,საწვიმარი აღმოჩნდა.იარაღი მოიმარჯვა და სიბნელისკენ გასწია.
კიდევ ერთხელ დახედა შემაზრზენ სურათს,თავი დანანებით გააქნია და გვამს ფეხებში ხელი ჩაავლო.პატარა მანძილზე გაათრია,სისხლის კვალი შავ ბილიკად მოჩანდა თოვლზე.
საწვიმარი მიწაზე დააგდო,ზედ საშა გადააგორა და გადაახვია.დიდი წვალებით გადაიკიდა მხარზე ბიჭის სხეული და ძუნძულით დაუყვა ფერდობს.
გაყინულ მიწას ხელებით თხრიდა გავეშებული,თვალებში სისხლი მოსწოლოდა,თავის ტკივილმა უმატა.გადაუტყავდა თითები.სიმწრისგან,მტევნებს იღლიებქვეშ ათბობდა და ისევ აგრძელებდა საქმეს.
ალბათ,სამოცი-სამოცდაათი სანტიმეტრის სიღრმის ორმო გაჭრა,მეტი ვეღარ შეძლო,იქვე ჩაჯდა აქოშინებული. წამიერად ფიქრმა გაიტაცა,გაახსენდა თეას და ბავშვებისთვის სიმწრით გათხრილი მიწა.ამოიზმუვლა,ყელში უცემდა გული,გულმკერდი გადაიღეღა და ხელი ნერვიულად ჩამოისვა.როგორ დატრიალდა ცხოვრების ბორბალი უკუღმა,რატომ ,რისთვის უნდა გამოევლო ამხელა განსაცდელი?ფიქრობდა და ახსნას ვერ პოულობდა.გიჟივით წამოვარდა ფეხზე,ზეცას კუშტი თვალებით ახედა და მთელი ხმით დაიღრიალა.განწირული ადამიანის ტკივილიანი ექო მიდამოს მოედო.იქამდე ღღიალებდა მთელი ძალ-ღონით,სანამ სიმსუბუქე არ იგრძნო სხეულში.ემოციისაგან დაიცალა.
მხრებში მოიხარა და გვამს დასწვდა.ადვილად ჩააწვინა ორმოში.დაჩოქილი აყრიდა საშას ტალახიან მიწას.საქმეს მორჩა თუ არა,შავად შეღებილ ბილიკს მიუბრუნდა.მიწით და თოვლით გადაფარა კვალი.
დიტოს ცეცხლი აენთო.ქეთისთან ერთად, ნატა მიეჩოჩებინათ კოცონთან ახლოს ,ერთიანად ძაგძაგებდნენ. შიმშილმა,დაღლილობამ და ამდენმა უბედურებამ ერთიანად ჩამოუხმოთ და ჩამოუჭკნოთ სახე. თვალები საწვავ დამშრალი ლამფასავით ჩაქრობოდათ.ცეცხლის ალი ვერ ერეოდა მათ სხეულზე მიკრულ სველ ტანისამოსს.
ბერომ ფუთებში საგზალი მოძებნა და კოცონთან ჩაჯდა. ქეთის გადააწოდა საკვები.ნატას დახედა,მძიმედ სუთქავდა ქალი.თუმცა,მოცოცხლებულიყო.
-ბერო,რა უნდა ვქნათ?- ბიჭის ხმაში უიმედობა და ძლიერი შიში არეულიყო.
-გზა უნდა გავაგრძელოთ.ჯერ კარგად გავშრეთ,ცოტა უნდა წავუძინოთ რიგ-რიგობით.ნატა სიარულს ვერ შეძლებს,ჩვენი წასაყვანი იქნება.ყადორს იქით ,რომ გადავაღწიოთ,უკვე სამშვიდობოს ვიქნებით-არც მამაკაცის ხმაში ჩანდა იმედი.
ცეცხლს ფიჩხი მიამატეს.ქეთიმ დიტოს ფეხზე თავი დადო და მალევე ჩაეძინა.ბერო ზურგით ხეს მიეყუდა და თვალები მილულა.

რიჟრაჟი, სიმინდის ქურდივით ამოიპარა მთის წვერზე ,ფრთხილად გადმოიხედა და ნელ-ნელა დაიწყო სიბნელის დაპყრობა.
ოთხივესთვის ღრმად წაერთვა ძილს თავი.ცეცხლი ჩამქრალიყო.

________________________-

დიდი მადლობა ჩემო მკითხველო.
ნუ დაიშურებთ კრიტიკას.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი mirandaa31

ველოდებოდი იმედი მქონდა რომ დაიდებოდა 12ის მერე.. არვიცი რავთქვა იმდენად მძიმე იყო ამის წაკითხვა რამოდებიმეჯერ შევისვენე და მერე განვაგრძე კითხვა. საშინელებაა ამის წაკითხვა და გააზრება.. გასაკრიტიკებელი ნამდვილად არაფერი აქვს ამ ისტორიას ❤️ წარმატებები და ველოდები ახალ თავს
--------------------
ხელმოწერა

 



№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

მადლობა,მირანდა.
ტრაგიკული სიუჟეტია,გეთანხმები.
იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი.
როდესაც სრული განუკითხაობა სუფევდა.

 



№3 სტუმარი სტუმარი Elle

dzalian magrad wer))

 



№4  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ელე,მადლობა))

 



№5 წევრი mirandaa31

ბერო74
მადლობა,მირანდა.
ტრაგიკული სიუჟეტია,გეთანხმები.
იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი.
როდესაც სრული განუკითხაობა სუფევდა.

ხოდა სწორედ ეგაა..იმ პერიოდში როცა მე დავიბადე სადღაც ასეთი საშინელებები ხდებოდა., წაკითხულის გააზრება როგორი რთული ყოფილა და ვინც ამას შეესწრო იმისთვის აი არვიცი. ალბათ ჩვენ ვერც წარმოვიდგენთ რეალური სურათი როგორი მძიმეა (((
--------------------
ხელმოწერა

 



№6  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

დიდი შავი ლაქა ჩვენს ისტორიაში.

 



№7  offline წევრი ჟიზელი

რაის კრიტიკა.
სულელი საშა.ადამიანი ყასაბს გადარჩე და დაუდევრობით თავი აიფეთქო,მგლის საძიძგნი გახდე? შემეცოდა. არც 60 სანტიმეტრით დაბლა გააჩერებს ნადირი. ბერო ^^
პ.ს აქამდე სად იყავი,ვატყობ საიტს განსაკუთრებული მწერალი შეემატა.

 



№8  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ჟიზელ,მადლობა))
ვიცი,ვიცი.ნადირითვის ეგ არაფერია. მეექვსე სერიისთვის მქონდა შემონახული.))
მიხარია,რომ მოგწონთ <3

 



№9  offline წევრი მეDina

მიჭირს და გავურბივარ ხოლმე ასეთ და საერთოდ მძიმე წასაკითხს და საყურებელს. მაგრამ ზიგჯერ მგონი საჭიროა და აუცილებელი, რომ დაინახო რა საშინელ დღეში ვარდებიან ადამიანები, დაინახო და დააფასო შენი "შედარებით" მშვიდი და უსაფრთხო გარემო.
ღმერთი ყველასთან
--------------------
☆NaT☆

 



№10 სტუმარი ana

ავტორ ბიჭი ხარ თუ გოგოო? მართლაა მაინტერესებსს. რაღაც უცხოს წერ აშკარაად <3

 



№11  offline წევრი drogardasuli

მოკლედ ბერო იქედან დავიწყებ რომ განსხვავებული და საინტერესო სიუჟეტი აქვს შენს ისტორიას.
საოცრად გადმოსცემ თითოეული პერსონაჟის ემოციას და განცდებს.
ისტორია კი ვითარდება ლოგიკურად და ნაბიჯ- ნაბიჯ.
რა გითხრა. საოცრება ხარ <3

 



№12  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

საკმაოდ, კრიტიკული ვარ,საკუთარი თავის მიმართ.ასეთ მაღალ შეფასებებს არ ველოდი,იმიტომ ,რომ თემა არის მძიმე.
უღრმესი მადლობა ყველას.

 



№13 სტუმარი ეკა

მძიმე წასაკითხი იყო მართლაც, წარმოდგენაც არ მინდოდა. ინტრიგა გაჩნდა უკვე ჩემთვის, თუ როგორ განვითარდება სიუჟეტი

 



№14 სტუმარი manana

კიდევ სად შეიძლება წამეკითხა ეს ისტორია? არ მახსოვს არა და ნაცნობია.

 



№15  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ეკა
მძიმე წასაკითხი იყო მართლაც, წარმოდგენაც არ მინდოდა. ინტრიგა გაჩნდა უკვე ჩემთვის, თუ როგორ განვითარდება სიუჟეტი


მადლობა)

manana
კიდევ სად შეიძლება წამეკითხა ეს ისტორია? არ მახსოვს არა და ნაცნობია.


ვერსად ნახავდით,არსად ამიტვირთავს.წერის პროცესში ვარ.
თუ სადმე ნახეთ,შემატყობინეთ

საავტორო უფლებების დარღვევა დასჯადია.
პლაგიატის საფრთხე ამ საიტზე დაცულია,როგორც ვიცი.
პ.ს. ბეროს ისტორია პირველად გამოდის დღის შუქზე.

 



№16 სტუმარი სტუმარი ნონა

ყოველ დღე სულმოუთქმელად ველოდები მომდევნო თავებს

 



№17 სტუმარი manana

ვეცდები გავიხსენო და აუცილებლად მოგწერ ის ვიცი , რომ სიუჟეტი მეცნობა, ძალიან მომწონს

 



№18  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნონა
ყოველ დღე სულმოუთქმელად ველოდები მომდევნო თავებს


გაიხარე,მადლობაა

manana
ვეცდები გავიხსენო და აუცილებლად მოგწერ ის ვიცი , რომ სიუჟეტი მეცნობა, ძალიან მომწონს


თუ ბეროს პირადად იცნობთ და მოგიყვათ რამე,აუცილებლად ნაცნობი იქნება .რაც მეეჭვება))))

 



№19 წევრი naniko mindia

Dzalian magaria, bombi, cecxli dante arwamikitxavs jer aseti istoria warmatebebi veli shemdegs, ❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 



№20  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

naniko mindia
Dzalian magaria, bombi, cecxli dante arwamikitxavs jer aseti istoria warmatebebi veli shemdegs, ❤️❤️❤️❤️❤️



დიდი მადლობა.

მოხარული ვარ,რომ დაგაინტერესათ და ფეხდაფეხ მომყვებით.
ყველას უღრმესი მადლობა.

 



№21 სტუმარი სტუმარი ნენე

კარგა ხანია ამ საიტზე ასეთი საინტეტესო არაფერი წამიკითხავს.მიუხედავად იმისა რომ მძიმე თემაა,მაინც საოცრად წერთ და მოუთმენლად ველი გაგრძელებას...

 



№22  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

დიდი მადლობა ,ნენე.

 



№23  offline მოდერი Eleniko13

კარგი და მშვენიერი.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



№24  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ელენიკო,მადლობა

 



№25 სტუმარი თიკა

წერის სტილი უმაგრესია ????????

 



№26 წევრი mirandaa31

მემგონი ტყუილად ველოდები ამ დრომდე და აღარ დაიდება. ეჰ წავედი დავიძინო :დდ დილას დამხვდება იმედია.
--------------------
ხელმოწერა

 



№27  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ავტვირთე და ადმინისტრაციამ მომწერა.ფოტოს ლინკის არასწორად დადების გამო,წაიშალა ისტორიაო.
ეს დღეები როგორც ვდებდი,ისე დავდე.ეტყობა ცუდ ხელზე გავაგზავნე)))
არაუშავს, სისხამ დილით ვიზამ ამ ამბავსა))

 



№28 წევრი mirandaa31

კარგი რა ბერო რაღა ეხლა გააგზავნე ცუდ ხელზე :დ იმედია დიდხანს არ მოგვიწევს ლოდინი. წარმატებები)
--------------------
ხელმოწერა

 



№29  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

გაიხარე,მირანდა.
წავეით ნანებში))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent