შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰალუცინაცია (თავი მესამე)


15-05-2018, 08:58
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 176

ჰალუცინაცია (თავი მესამე)

მერე რა, როდის აქეთაა დედაშენთან მმალავ, გამატარე. მიუხედავად გურამის წინააღმდეგობისა სახლში მაინც შევედი, იქ კი დედამისი არ დამხვდა... მეგობარი, რომელსაც ამდენი ხანი დავეძებდი... მაგობარი, რომელსაც ამდენი რამ გავუკეთე, მეგობარი, რომლის გამოც ამდენი ვიტანჯე, მეგობარი, თუ მას ეს სიტყვა კიდევ შეეფერება ჩემი საქმროს საწოლში, მშვიდ ძილს მისცემოდა.
---------------

ანა, აგიხსნი, ოღონდ ჯერ დამშვიდდი!
- შემომხედე, მშვიდად ვარ, მაგრამ შენ რა უნდა ამიხსნა, თქვენ ორმა მე რა უნდა ამიხსნათ? სოფომ სწორედ ამ დროს გაიღვიძა და გაოცებული თვალებით გვიყურებდა ხან მე ხან გურამს. ამაზე სულ გამოვედი წყობიდან. შენ! შენ ავადმყოფო, სირცხვილი და თავმოყვარეობა საერთოდ დაკარგე არა? მივახალე ჯერ კიდევ მძინარეს და ყელში ვწვდი, საშინელი სიტყვებით გავკიოდი, გურამმა მისი თავი ძლივს გამომგლიჯა ხელიდან, შემდეგ მას მივუბრუნდი, სახეში გავარტყი და იქედან ისე თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი გურამი ვეღარ დამეწია. ალბად მთელი დღე უთავბოლოდ ვიხეტიალე. ტკივილს ვგრძნობდი, სიცარიელეს, იმედგაცრუებას, გურამზე არ ვბრაზობდი, სოფოზე ვბრაზობდი. მან, ადამიანმა, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო, ვერ ვხვდებოდი ეს როგორ გამიკეთა. მან, რომელსაც ასე მივენდე და მთელი ჩემი სითბო და სიყვარული ვაჩუქე როგორ მიღალატა. მე ხომ იმ აზრსაც ვეგუებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირდა რა ცხოვრებითაც ის ცხოვრობდა. ნუთუ სხვასთან ყოფნა არ შეეძლო, რატომ მაინც და მაინც გურამი, რატომ მაინც და მაინც იმ ერთადერთი ადამიანის საქმრო, რომელსაც მართლა უანგაროდ და გულწრფელად უყვარდა ის ვინც სიყვარულის ღირსი სულაც არ ყოფილა. ალბად რამდენ რამეს მატყუებდა, ყველაფერი წამში დატრიალდა, ნუთუ ყველაფერი ფარსი იყო. ამაზე ვფიქრობდი და საკუთარ თავზე ვბრაზობდი, ბოღმა მახრჩობდა ჩემი უსუსურობის გამო, იმის გამო, რომ ჩემს ზურგს უკან ეს საშინელი ადამიანი, ვინ იცის, რამდენს დამცინოდა. წამში დამთავრდა ჩემთვის ყველაფერი. მე გავბოროტდი, ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა, აღარც მეგობრობის მჯეროდა, აღარც სიყვარულის, აღარც ურთიერთობების, საერთოდ საკუთარი არსებობისაც კი აღარ მჯეროდა.
სახლში მივედი, მშობლებს ჩემი გამგზავრების შესახებ ვაცნობე და მათი წინააღმდეგობის მიუხედავად ბრიტანეთში გავემგზავრე.
ცხოვრების გაგრძელება გამიჭირდა. ყოველი დილა წარსულის მოგონებებით იწყებოდა, მთელი დღე მათთან ერთად უთავბოლოდ დაეხეტობოდა სივრცეში, ღამე კი სოფოს სახით მთავრდებოდა, რომელიც ჩემი საქმროს საწოლში იღვიძებდა. ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა. ხშირად მახსენდებოდა ჩემი ლექტორის შეხედულება ცხოვრების შესახებ და ახლა ვხვდებოდი მისი სიტყვების ჭეშმარიტებას, სოფოს მსჯელობა კი მხოლოდ ახლაღა მეჩვენებოდა, ნამდვილი სატანის პირიდან წამოსროლილ, ცინიკურ დამოკიდებულებად. ერთმა ბეწომ, ანგელოზის სახეს და ტვინს ამოფარებულმა გოგომ, ასე როგორ დამიმახინჯა სული, აი ეს მაცოფებდა. მე კი, განტევების ვაცი, სანამ უდაბნოში დავეხეტებოდი, უფლებას ვაძლევდი ცხოვრებით დამტკბარიყო, ხოლო შემდეგ, როგორც კი შანსი მომეცემოდა მას საკუთარი ხელებით გავანადგურებდი. გული მაშინ მქონდა გატეხილი, თორემ მერე შეხორცდებოდა, ცხოვრება ხომ ასეთია, წრეა, სადაც მუდამ ერთი და იგივე მეორდება; ის წავა? არაუშავს, სხვა მოვა და ისევ შევძლებდი სიყვარულის პოვნას.

ცხოვრება ნელ-ნელა კალაპოტს უბრუნდებოდა. ვსწავლობდი, მსოფლიოს ვეცნობოდი, გათხოვებაზე, ოჯახსა და შვილებზე საერთოდ აღარ ვფიქრობდი; ეს ჩემთვის აღარ არსებობდა, ნელ-ნელა წარსულიც უფრო ნაკლებად მაგონდებოდა და ძილითაც შედარებით მშვიდად მეძინა. ვფიქრობდი, სოფო იყო მხოლოდ და მხოლოდ სურვილი, მაგრამ სურვილი ტვირთია, რომლის გარეშეც ადამიანი მშვენივრად ძლებს. მე სოფო დამავიწყდა, ისევე როგორც გურამი, ისევე როგორც მათთან გატარებული ყოველი წამი და ისევე როგორც საერთოდ ის, რომ ისინი ოდესღაც მაინც არსებობდნენ ჩემ ცხოვრებაში, ეს უბრალოდ ცუდ სიზმრად დარჩა, მე ვცოცხლობდი, მათ გარეშე, მათგან შორს და უფრო კარგად.
ერთ დილით ტელეფონის ზარმა მშვიდი ძილი დამიფრთხო, ყურმილი ავიღე და ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი თვალები საათის ციფერბლატს დავაკვირდი, რომელის ცულ რაღაც დილის 6 საათს აჩვენებდა
-როგორ ხარ? ისმის ყურმილს მიღმა დედაჩემის სევდიანი ხმა.
-მშვიდობა გაქვთ, ასე ადრიანად რატომ რეკავ?
-შენი ხმის გაგონება მომინდა.
-დედა ხვდები, რომ ძალინ არადამაჯერებელ არგუმენტს მეუბნები, მითხარი რა ხდება, ვამბობ და უკვე საწოლზე ვზივარ, ცუდი ამბების მოლოდინში გულის ცემა ლამის ყელში ამომაჯდა.
-ანა, გურამი იყო მოსული.
-ხომ გთხოვე, რომ მის შესახებ, უფრო სწორად მათ შესახებ არანაირი იმფორმაციის გაგება არ მსურს
-ხო მაგრამ.
-არავითარი მაგრამ, ყურმილს ვახეთქებ. თავი ხელებში ჩავრგე და დიდი ხნის შეკავებულ ცრემლებს გარეთ გამოსვლის საშუალლება მივეცი, ტკივილს ისევ ისე შევიგრძნობდი როგორც თვეების წინ. როცა ტირილით გული ვიჯერე ტანზე ჩავიცვი და ახლომდებარე ბარს, რომლის ხშირი სტუმარიც ვარ დალევის მიზნით ვესტუმრე, ამოჩემებულ მაგიდასთან მოვკალათდი და ვისკი შევუკვეთე.
-ვისკისთვის ძალიან ადრეა ენ, მეუბნება ლუკასი რომელიც ჩემი გამოჩენის დღიდან ჩემ შებმას ამაოდ ცდილობს. თავში მონოტორულად მიელვებს მის მიმართ ვნებიანი აზრები.
-და რას მთავაზობ?
-რამე უფრო მსუბუქს, კოქტეილს მოგიმზადებ.
-კარგი, ვამბობ მე და ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას ვხსნი. უზარმაზარი ტექსტი ავტორი დედაჩემია. მივხვდი რომ დილანდელი საუბრის გაგრძელებას ასე ცდილობდა ამიტომაც ტექსტი წაკითხვის გარეშე წავშალე.
-გასინჯე, ამბობს ლუკასი და კოქტეილს მაწვდის.
-გემრიელია, ვეუბნები და ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი. არ ვიცი რამდენი ჭიქა დავლიე და არც ის ვიცი ლუკას გაცილება თავად ვთხოვე თუ საკუთარი ინიციატივით მიმაცილა ნომრამდე, მახსოვს ოთახში შესვლისთანავე კისერზე მოვხვიე ხელები და მის კოცნას შევეცადე.
-ღმერთო ჩემო ენ ძალიან მთვრალი ხარ ამბობს ის და მიშორებს.
-მეორე შანსი არ გექნება ვეუბნები გამომწვევად და უეცრად კედელზე აღმოვჩნდი აკრული. ორი წუთი ჭირდება ჩემს გასაშიშვლებლად. ალბათ ძალიან ბევრი მეძინა, რადგან როდესაც გავიღვიძე თავი ისე მტკიოდა გული მიმდიოდა. ლუკასი წასული დამხვდა, საბანი ავწიე და შიშველ სხეულს ზიზღით შევხედე, მერე ზეწარი შემოვიხვიე და სააბაზანოში შევედი, საკუთარი დასიებული სახის დანახვაზე, სოფოს სახე წარმომიდგა და ამ მომენტში ვიგრძენი რომ მას უფრო ვგავდი ვიდრე საკუთარ თავს, ამის გაფიქრებაზე ნიჯარა მომენტალურად წავბილწე, მერე იქვე ჩავიკეცე.
ამ დღის შემდეგ გადავწყვიტე რომ არასოდეს გავეკარებოდი სასმელს, არც შემთხვევითი სექსით დავკავდებოდი ოდესმე. გადავწყვიტე საკუთარი თავი დამებრუნებინა. დედას მკაცრად მოვუჭერი რომ არასოდეს ეხსენებინა ეს ორი ადამიანი და ისიც სევდიანი ხმით დამემორჩილა.
დღეს, როცა ამ ამბავს ვწერ, თხუთმეტი წლის წინ მომხდარ ამბავს, ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ ამ ისტორიას ოდესმე მივუბრუნდებოდი. ისტორიას რომელმაც დიდი ტკივილი მომაყენა. ერთ ღამით, როცა საშინელმა კოშმარმა გამომაღვიძა, არ ვიცი რატომ, მაგრამ მხოლოდ სოფოს ნაღვლიანი თვალები წარმომიდგა წინ, ვერ ვარკვევდი, ცხადი იყო, სიზმარი თუ უბრალოდ ჰალუცინაცია. შუქი ავანთე ნოუთბუქი გავხსენი და სოციალურ ქსელში შევძვერი. პირველი სოფო მოვძებნე, რომელიც იმ ამბიდან მეორე დღესვე დავბლოკე, მის გვერძე შევედი, უკანასკნელად საიტზე სამი წლის წინ ყოფილა შემოსული. უცებ გამიშეშდა ხელი, გვერდს ჩავუყევი, სტატუსები გადავიკითხე, რომელთა შორისაც, ძირითადად პატიებას ითხოვდა და მხოლოდ ერთ ზარს; გული ამიჩქარდა, სურათებში შევედი და ბევრი არაფერი დამხვდა, მხოლოდ რამოდენიმე ფოტო, ისიც ძალიან ძველი. შემდეგ გურამის გვერძეც შევედი, ისიც დაბლოკილი მყავდა, მასთან ყველაფერი რიგზე იყო, სტატუსებიც, ფოტოებიც, მხოლოდ ერთმა ფოტომ მიმაყინა ადგილზე, ეს სოფოს ფოტო იყო, რომელიც ინვალიდის ეტლში იჯდა და ირგვლივ ბავშვები ეხვივნენ. აი აქ, ამ მომენტში ვიგრძენი, როგორ გამიჩერდა გული, მე მოვკვდი, გარდავიცვალე, ამქვეყნად აღარ ვიყავი. მეხდაცემულივით წამოვხტი, ტელეფონს ვეცი და დედაჩემს დავურეკე. მერე არაფერი მახსოვს... აზროვნების დაბრუნებასთან ერთად, თბილისში, სოფოს საფლავთან ვიდექი.

სწორია აზრი, იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი მხარე არასოდეს არის მართალი, რომ თუ გინდა სიმართლის არს და სისწორეს ჩაწვდე, ორივე მხარეს უნდა მოუსმინო და შემდეგ გამოიტანო განაჩენი. ტყულ და მართალ მხარეებს შორის, არ უნდა გამოიტანო დასკვნები, ფაქტების გარეშე და არ უნდა გაბოროტდე მაშინ, როცა მიზეზი ჯერ არ იცი. სოფო გულაროვა გარდაიცვალა ტანჯვით, მიუტევებლობითა და უპატიოდ... მისი სული, ვინ იცის, სიმშვიდეს როდისღა მოიპოვებს, მე მართალი ვარ? მე ხომ მას ზურგი ვაქციე, იქნებ იყო ისეთი რამ, რასაც მე არ მეუბნებოდა, იქნებ იყო მიზეზი, რის გამოც ასე მოიქცა
მისი გარდაცვალების შესახებ დედამ არაფერი მითხრა, რადგან სასტიკად ავუკრძალე მისი სახელის ხსენება. სამწუხაროდ სულის სიმშვიდე მაშინ დავკარგე, როცა გურამმა, რომელიც თბილისში დაბრუნების შემდეგ ვნახე, სოფოს დატოველბული ბლოკნოტი გადმომცა. ეს იყო ტკივილისაგან გატანჯული ადამიანის მწარე და გულწრფელი აღსარება, რომელსაც სურდა, ჩემთვის სიკვდილამდე როგორმე მოეწვდინა, მე კი ის სამუდამოდ მყავდა მოკვეთილი. არ ვიქნები მართალი, თუ ერთი ადამიანის მხრიდან დანახულ ისტორიას მოგითხრობთ. აი რა დაწერა აღსარებისას სოფომ...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი mirandaa31

ვაიმე ცუდად ვარ მართლა ეს რა იყო.. ამას ვერ წარმოვიდგნდრო რომ სოფო გარდაცვლილი დახვდებოდა. ძალიან მაინტერესებს გაგრძელება ისეთ დროს შეწყდა წერა.. გელოდები ხვალ იმედია იქნება ხოო? ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№2  offline წევრი ანი ჩიხლაძე

mirandaa31
ვაიმე ცუდად ვარ მართლა ეს რა იყო.. ამას ვერ წარმოვიდგნდრო რომ სოფო გარდაცვლილი დახვდებოდა. ძალიან მაინტერესებს გაგრძელება ისეთ დროს შეწყდა წერა.. გელოდები ხვალ იმედია იქნება ხოო? ❤️



ყოველი ახალი თავის დადების შემდეგ ველი შენს კომენტარს ???? მიხარია რომ მოგწონს.
კი ხვალ იქნება ახალი და ჰალუცინაციის ბოლო თავი ????

 



№3 სტუმარი სტუმარი Chikochiko

აუ ამას არ ველოდი. მაგრამ საშინლად გავბრაზდი ანაზე. ასე გაურკვევლობაში როგორ უნდა იცხოვრო 15 წელი და თან ადამიანს ახსნის საშუალება მოუსპო. სოფო კი ძალიან შემეცოდა. ადამიანებმა მოსმენა და პატიება უნდა ვისწავლოთ

 



№4 წევრი mirandaa31

ანი ჩიხლაძე
mirandaa31
ვაიმე ცუდად ვარ მართლა ეს რა იყო.. ამას ვერ წარმოვიდგნდრო რომ სოფო გარდაცვლილი დახვდებოდა. ძალიან მაინტერესებს გაგრძელება ისეთ დროს შეწყდა წერა.. გელოდები ხვალ იმედია იქნება ხოო? ❤️



ყოველი ახალი თავის დადების შემდეგ ველი შენს კომენტარს ???? მიხარია რომ მოგწონს.
კი ხვალ იქნება ახალი და ჰალუცინაციის ბოლო თავი ????

უკვე ბოლო თავიი? ((( იმედია წერას არ შეწყვეტ ❤️ და გაგვანებივრებ ახალ ახალი ისტორიებით
--------------------
ხელმოწერა

 



№5  offline წევრი ანი ჩიხლაძე

mirandaa31
ანი ჩიხლაძე
mirandaa31
ვაიმე ცუდად ვარ მართლა ეს რა იყო.. ამას ვერ წარმოვიდგნდრო რომ სოფო გარდაცვლილი დახვდებოდა. ძალიან მაინტერესებს გაგრძელება ისეთ დროს შეწყდა წერა.. გელოდები ხვალ იმედია იქნება ხოო? ❤️



ყოველი ახალი თავის დადების შემდეგ ველი შენს კომენტარს ???? მიხარია რომ მოგწონს.
კი ხვალ იქნება ახალი და ჰალუცინაციის ბოლო თავი ????

უკვე ბოლო თავიი? ((( იმედია წერას არ შეწყვეტ ❤️ და გაგვანებივრებ ახალ ახალი ისტორიებით


კი. ჰალუცინაციისთვის ბოლო თავი იქნე ა. ???? ვფიქრობ სათქმელო ნათქვამია. წერას არა რა თქმა უნდა. ახალი იატორიები მრავლად იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent