შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 14


15-05-2018, 22:03
ავტორი Saally Saally
ნანახია 717

შენს მკლავებში დავლევ სულს 14

შენი აზრით ცოცხალია? ზედმეტი მოგივიდა..ნახე რას გავს..ვაჩეს ხელები წელზე აქვს შემოწყობილი და თავს აქნევს იოანეს ნამოქმედარზე. ნიკა სულ სისხლშია,კანის ფერიც აღარ უჩანს,მომენტალურად ოხრავს და ცალ თვალს ახელს,რადგან მეორე ძალიან დასიებული აქვს.
ტუჩებს კანკალით ამოძრავებს,სისხლს აფურთხებს და ცდილობს რაღაც თქვას.
იოანე ზიზღით უყურებს და იმასაც ვეღარ ითმენს რომ ცოცხალია,ხვდება,რომ ასე ძალიან არასდროს შესძულებია ვინმე და მისი სიკვდილი ასე არასდროს მოსწყურებია.
ნიკა თავს ძლივს სწევს,იოანეს მზერას უსწორებს და წინ იწევა.
-ძალიან შეცდი ეს რომ გამიკეთე.. ტუჩზე ხელს იდებს და სისხლიან ხელებს დაჰყურებს.
-მაგით რისი თქმა გინდა ნაბიჭ*არო?!!!!
-რამდენიც მე მომხვდება,იმდენს ევა რომ მიიღებს მაგას ვერ ხვდები?
მოთმინების ფიალა ევსება იოანეს და ისევ ნიკასკენ მუშტით მიემართება,თორნიკე და ვაჩე მაშინვე იჭერენ და უკან სწევენ.
-რა დაგემართა იოანე დამშვიდდი ცოტა!! თორნიკე ხმას უწევს და ბრაზი ერევა ბარიტონში.
-ევას სახელს ნუ ახსენებ შე ნა***არო!!!!!!!!
თითის ქნევით ყვირის,ღრიალებს იოანე,მტაცებელ ცხოველს ემსგავსება მისი გამომეტყველება,სკამს ფეხს კრავს და იქაურობას ტოვებს.
ნომერში ორი გვამია,იოანე წამიერად შეშდება და აზრზე ვერ მოდის,ეს როგორ მოხდა.. მისი ფიქრები ერთმანეთში ისე ირევა აზრიც ვერ გამოაქვს..როგორ? ეს ტიპები,ვინ მოკლა?!ევა..ევამ არც კი იცის იარაღის ხმარება.. თავს უკან იდებს ხელებს და აქეთ იქით დადის. ვაჩე ნომერში შემოდის და ისევ სახეში ხელს ირტყავს..
-კიდევ ვინმე მოკალი?
-რა მოვკალი..აქ დამხვდნენ..
-რანაირად?რას ჰქვია აქ დაგხვდნენ?!
--ვერაფერს ვერ ვხვდები...აზრზე არვარ.. ევა აქ იყო,ევამ..ევამ სროლა არ იცის გესმის?
-აბა მაშინ ვინ მოკლა ესენი?
-არვიცი..კარგი,ეხლა ჩვენი მიზანი მხოლოდ ისაა ევა გავიგოთ სად არის.. ამას მერე გავარკვევ..მაგრამ..მოიცადე..იოანე გაკვირვებული მზერას აპყრობს ვაჩეს
-დათო ჩვენთან ერთად არ იყო,სად არის??
-რაა? აბა სად იყო?!
-მე მეკითხები ?
-არც მიმიქცევია ყურადღება..ყველა ნიღბებით ვიყავით,თვლას ხოარ დავიწყებდი?? ვიცოდი რო ყველა ერთად მივდიოდით
-დაურეკე.
ვაჩე ტელეფონს იღებს,იოანეს თვალებში იყურებს და ორივეს მზერაში შიში და იმედგაცრუება იკითხება.
-არ იღებს...
იოანე ევას საწოლზე ჯდება და ზეწარს მუშტში აქცევს,თვალები სინანულით და დიდი ტკივილით ევსება,რადგან მისი ბრალია ეს ყველაფერი რომ მოხდა,თავს იდანაშაულებს რომ ევას დაუჯერა და წამოიყვანა,ხვდება,რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდება ევა თუ არ გადარჩება.
ვაჩე მხარზე მეგობარს ხელს არტყავს და აიმედებს რომ იპოვნიან ევას.
******
დღე პირველი.
-ხელი გამიშვით!!!! მთელი ძალით ვყვირი,პირთან სველ ნაჭერს მადებენ და ხარბად ვისუნთქავ,ისე,რომ წამებში უკვე ვითიშები.
თვალებს ძლივს ძლივობით ვახელ,უკუნით სიბნელეში ვარ და კივილს ვიწყებ,ნიღბიანები ყვირილზე შემოდიან და როგორც იქნა ოთახი სინათლით ივსება.
-შენ რა მამაცი გოგო ყოფილხარ? მაინც,როგორ მოკალი ის ორი კაცი?გატეხილი ქართულით მეუბნება ერთ-ერთი საშუალო სიმაღლის ტიპი და მე მიახლოვდება.
-იოანე მაინც გიპოვით!!იცოდეთ გიპოვით და ყველას მოგკლავთ!!!!
-სად გიპოვის იოანე?მიიხედ მოიხედე,ან საერთოდ გაიხსენე სად ხარ.. ეს რუსეთია..საქართველო ხომ არ გგონია?
თვალებს ძლიერად ვხუჭავ და ცრემლებს ვებრძვი რომლებიც ცდილობენ გასკდნენ,მათი საზიზღარი საუბარი უფრო მეტად გულს მირევს და იმ შიშს მიბრუნებს რომელიც აქამდე მრავალჯერ განმეცადა.
ერთ-ერთი თავის ბინძურ თითებს ჩემს სახეზე დაათამაშებს და ირონიული სიცილი დასთამაშებს,მისი ხელები მეზიზღება,რომლებიც აქეთ იქით დააფათურებენ თითებს სხეულის წერტილებში,ყველაფერი მტკივა,აზროვნების საშუალება არ მეძლევა ,უცებ მუცელში საშინელ ტკივილს ვგრძნობ,ერთხელ,ორჯერ,უკვე ვეღარ ვითვლი..
-გთხოვთ,მუცელში არ დამარტყათ...გთხოვთ...გთხოვთ..
-აქ ისეთ დღეში ჩაგაგდებთ,ცოცხალი რომც დაგტოვოთ შენ იოანეს არაფერში აღარ ენდომები,ბოლოჯერ დამარტყა წიხლი ნიღბიანმა და იმის შემდეგ არაფერი მახსოვს.
****
ოთახის კუთხეში მივეთრევი მოკეცილი მუხლებით და კედელს ვეყრდნობი,მთელი ძალით ვტირი და ცრემლებიც კი აღარ მომდის თვალები ისე მტკივა.. იო..მოდი ჩემთან.. გთხოვ,მიშველე..კიდევ ერთხელ გადამარჩინე,მოდი... მხოლოდ მისი სახე მიტრიალებს,მხოლოდ მის მოსვლას ველი..მუცელზე ხელს ვიდებ,არ მინდა, რომ მას რაიმე დაემართოს..ტირილში,ისევ ძილი მერევა და ვითიშები.
დღე მეორე.
კუნთების საშინელი ტკივილი მაღვიძებს,ფეხებს ნელნელა ვშლი და ვხვდები, რომ საშინლად მეტკინა ყველაფერი აქ მობუზულს რომ მეძინა კუთხეში,საწოლთან მივბობღავ და ვწვები,თავს გვერდულად ვდებ და ერთ წერტილს ვაკვირდები უიმედოდ.
კარს ნიღბიანი აღებს,მაშინვე ვხტები და ისევ კუთხეს ვუბრუნდები,სახეს ვატრიალებ და წინ ხელებს ვწევ.
-არ მომეკარო,არ მომეკარო გთხოვ. პანიკით სავსე ხმით ლამისაა ვიკივლო,აკანკალებული თავს ვერ ვიჭერ და მუხლებზე ვეცემი. სახეს ისევ არ ვატრიალებ მისკენ,ისევ იგივეს ვიმეორებ.
არ მომეკაროთ...არ მომეკაროთ..გეხვეწებით..გთხოვთ.. არა...
-დამშვიდდი. ნაცნობი ხმის გაგებაზე თვალები მიფართოვდება,არ მინდა თავი გავწიო და იმედი გამიცრუვდეს,არ მინდა ეს სიმართლე იყოს,ნაცნობ ხმას გონებაში ისევ ვიხსენებ და არა,არ მინდა ეს ყველაფერი დავიჯერო... ნუთუ...
თავს მისკენ ვატრიალებ და შიშით სავსე მზერას ვაპყრობ...
-შენ?!
მისი სახის დანახვაზე უფრო მეტად ვფრთხები,ნიღაბი ნახევრად ჩამოწეული აქვს და მისი ნაკვთების შესწავლას,გახსენებას ვიწყებ..
-არ მჯერა.. როგორ გაბედე... როგორ გაბედე..
ხელებს ვუტყავ მთელი ძალით,ტირილს ვერ ვიკავებ და ხელებს ჰაერში მიჭერს.
-დაწყნარდი მეთქი!!!! სილას სახეში მაწნის და მაშინვე ვჩუმდები,ლოყა საშინლად მეწვის და ვცდილობ გაყინული ხელით დავიამო..
-შენ..შენ გამიტაცე?? მითხარი რომ ეს შენ არ გაგიკეთებია..მითხარი..რომ შენ ამას არ იზავდი..
მისი თვალები საშინლად მაშინებს,თვალები,რომლებიც კარგს არაფერს მოასწავებენ,დათოს ვერ ვცნობ,ჩემს წინ ის ადამიანი არაა,რომელიც ერთი წლის წინ გავიცანი,ის ადამიანი არ არის რომელიც იოანეს ძმადნაფიცია..ის კაცი არ არის,რომელიც მზადაა მეგობრისთვის ყველაფერზე წავიდეს.. ის სხვაა,სხვაა და სწორედ ეს სხვა იწვევს ჩემში საშინელ,საზარელ შიშს..ახლოს იწევა და ჩემს სახეს ხელებში აქცევს,ვერ ვხვდები საერთოდ ასე რატომ იქცევა,სახეც ვმანჭავ და ჩემივე ხელებით ვცდილობ გავითავისუფლო..
-ნუ მეხები!!გადი აქედან!! გადი!! საზიზღარი ხარ... არ მინდა შენი ყურება..გასწიე ეს ხელები,მომშორდი
თავს ვერ ვიკავებ და მთელი ძალით ვყვირი.
-მე რატომ არ შეგიყვარდი?!! ჩემზე რატომ არ იფიქრე?!!! ერთხელ მაინც სხვანაირად რატომ არ შემომხედე?!! არადა,ყველაფერი გავაკეთე შენთვის!! შენ მაინც იოანეს ძიებაში იყავი! მხოლოდ ის გინდოდა!!! რატომ??რატოომ?????!!!!
ჩემს ზემოთ მოქცეულს ყელზე ხელი აქვს მოჭერილი და ამ ყველაფრის გაანალიზებას საერთოდ ვერ ვასწრებ,რაზე მელაპარაკება,საერთოდ რა უნდა,ღმერთო..ვერაფერი გავიგე,მხოლოდ მისი ცხოველური მზერა და ყვირილი მაფრთხობს,ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდება,ვერც აანალიზებს თითოეულ მის ფრაზას..
-ხელი გამიშვი ვერ ვსუნთქავ!
ხელს ნელნელა მიშვებს,ხმაურიანად ვუშვებ ჰაერს ფილტვებში და რამოდენიმეჯერ ძლიერად ვახველებ, სუნთვქვის დარეგულირებას ვცდილობ,დაღლილი სახით ნელნელა მზერას ვაპარებ მისკენ და მხოლოდ ახლა მერევა აზრები,მისი სიტყვები..
-რა გემართება?რაზე ლაპარაკობ..რატომ მაშინებ,დათო რა გჭირს?ასე.. ასე როგორ მელაპარაკები..
-აქამდე ვერ ხვდებოდი რომ მიყვარდი არა?!!
-რააა???
-რაც გაიგე,მიყვარხარ ევა..ნუ გეშინია აქ არავინ არაფერს დაგიშავებს..იოანე კი,დაივიწყე. აქედან მე და შენ წავალთ ერთად შორს.
-დათო ხოარ გაგიჟდი?!! შენ.. შენ სრულ ჭკუაზე არ ხარ... რა გემართება...
-მეც ხომ შემიყვარებ?! თუმცა,რას გეკითხები,შემიყვარებ აბა რას იზავ..იოანემ პირველ დღეს რომ მოგიყვანა,იმ დღიდან შემიყვარდი.. რა? რა დავაშავე?!! თქვენ მაშინ ერთადაც არ იყავით! პირველი მე შემიყვარდი,მე ვიყავი ის კაცი რომელსაც პირველი შეუყვარდი ამიტომ იოანე დაივიწყე გესმის?!! ჩემთან კარგად იქნები ევა,გპირდები,ხომ გჯერა ჩემი?
ევა ხომ გჯერა მეთქი???
მთელი სხეული მიკანკალებს მის სიტყვებზე,მანიაკივით მიყურებს და ისეთ რაღაცას მიმტკიცებს,რასაც მისგან ვერ წარმოვიდგენდი..არც მოველოდი..
არაადამიანური მზერით ისევ იგივეს მიმეორებს,ხმას ვერ ვიღებ,ერთ ადგილას ვიყინები ის კი ისევ აგრძელებს ლაპარაკს,რომელსაც უკვე ვეღარც კი ვუსმენ..მინდა დავყრუვდე,დავმუნჯდე,საერთოდ გავქრე და მოვკვდე აქვე,ვიდრე აქ ვიტანჯებოდე..აქ ვიყო,იოს გარეშე,კედელს უფრო მეტად ვეკრობი,ასე მგონია უკუსვლით გავალ და გავაღწევ აქედან,თუმცა მხოლოდ სიცივეს და ტკივილს ვგრძნობ მთელი ზურგით..
ჩემც ურეაქციობაზე უფრო მეტად გიჟდება,ჩემკენ ახლოს იწევა და ხელს მაგრად მიჭერს მკლავზე
-რატომ არ მეუბნები არაფერს?!!!!გეკითხები!!!!
-წადი გთხოვ..დამანებე თავი წადი..აღარ შემიძლია შენი მოსმენა..
-მხოლოდ ჩემი იქნები,გესმის?!!
-არავისი არ ვიქნები!!!!იოანე მიყვარს!!მხოლოდ ის მეყვარება!!!გესმის?! მხოლოდ ის!!!!
-ასე არა?!
ფეხებით მისკენ მათრევს,ისევ ზემოთ ექცევა,სხეულით მთლიანად მაწვება და ენას ჩემს კისერზე დაასრიალებს,ზედას მახევს და ცდილობს სწრაფად იმოქმედოს,ვკივი,მთელი ხმით ვკივი,ვერაფრით ვეწინააღმდეგები,ამ მომენტში,მხოლოდ ის მინდა რომ მოვკვდე,ცხოვრებაში პირველად,რეალურად მინდა,რომ მართლა მოვკვდე.
****
სიგარეტის კვამლს მთელი ოთახი აქვს მოცული,მხოლოდ ფანჯრიდან თუ აღწევს სინათლე ოთახში და იოანეს სავარძელს უკნიდან ეხება,სავარძლის უკანა მხრიდან მხოლოდ მისი გრძელი ლამაზი თითები მოჩანს,რომელსაც სიგარეტი აქვთ მოქცეული და თითქმის ბოლომდეა ჩამწვარი,რომელსაც კვამლიც კი სუსტად გამოსდის.
მამაკაცს მხოლოდ რამოდენიმე ზარი აფხიზლებს და ტელეფონს ჯიბიდან იღებს.




ჩემო კარგებო,ვიცი რომ ძალიან დავაგვიანე,ისიც ვიცი რომ პატარა თავია,მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და შესაბამისად დაწერის თავიც არ მქონია,იმედია ისიამოვნებთ ამ თავით,შეაფასეთ როგორია,ველი თქვენს კომენტარებს მოუთმენლად.скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი სალი

გთოვ მალე დადე შემდგი თავი და ცოტა დიდი რაა❤️❤️

 



№2 წევრი naniko mindia

Vaime radros damtavre raiyo exla es, kargi iyo magram patara tavi veli shemdegs tavs zvirfaso ❤️❤️❤️❤️gamojamtelebas gisurveb
--------------------
lomidze

 



№3 სტუმარი სტუმარი Lika

აუ ეს რაპატარა იყო ეხა წავიკითხე და მინდა გჲთზრა პერფექტო ხარ აუ ვივოდი ასე რო მკხდებოდა ასე ვიზამდი ნეც და მაგიტო მაგრსმ აუ არმინდააა დაშორდნენ დათო და იოანე აუუუუ რატო არმინდა რო დაშორდნენ არ ვიცი!!!აუუუუუ

Auu perceqto xar exa wavikitxe yveka auu arminda ioane da datos dashoreba auu vicodi ase ro iqneboda yvelaferi vici am saitze Rogor da ranairad mtavrdeba verc amas vervxvsni!!!! Auu dzaan mwyins exa

 



№4  offline წევრი Saally Saally

სტუმარი სალი
გთოვ მალე დადე შემდგი თავი და ცოტა დიდი რაა❤️❤️

შემდეგი თავი უკვე წერის პროცესშია <3 სავარაუდოდ ხვალ დავდებ ჩემო კარგო

naniko mindia
Vaime radros damtavre raiyo exla es, kargi iyo magram patara tavi veli shemdegs tavs zvirfaso ❤️❤️❤️❤️gamojamtelebas gisurveb

ძალიან დიდი მადლობა,ჩემო საყვარელო,ვიცი პატარა გამოვიდა მაპატიეთ,შემდეგი თავი დიდი იქნება და სავარაუდოდ ხვალ დავდებ <3 <3

სტუმარი Lika
აუ ეს რაპატარა იყო ეხა წავიკითხე და მინდა გჲთზრა პერფექტო ხარ აუ ვივოდი ასე რო მკხდებოდა ასე ვიზამდი ნეც და მაგიტო მაგრსმ აუ არმინდააა დაშორდნენ დათო და იოანე აუუუუ რატო არმინდა რო დაშორდნენ არ ვიცი!!!აუუუუუ

Auu perceqto xar exa wavikitxe yveka auu arminda ioane da datos dashoreba auu vicodi ase ro iqneboda yvelaferi vici am saitze Rogor da ranairad mtavrdeba verc amas vervxvsni!!!! Auu dzaan mwyins exa

მადლლბთ რომ კითხულობთ და მოგწონთ,იმედია შემდეგი თავებიც მოგეწონებათ ^_^ <3 ვეცდები იმედი არ გაგიცრუოთ <3

 



№5 სტუმარი Ordinary girl

Vaime es ra iyo male dade ra shemdegi

 



№6  offline წევრი Saally Saally

Ordinary girl
Vaime es ra iyo male dade ra shemdegi

ხვალ დავდებ აუცილებლად heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent