შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰალუცინაცია (თავი მეოთხე)-დასასრული


16-05-2018, 08:57
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 203

ჰალუცინაცია (თავი მეოთხე)-დასასრული

ეს იყო ტკივილისაგან გატანჯული ადამიანის მწარე და გულწრფელი აღსარება, რომელსაც სურდა, ჩემთვის სიკვდილამდე როგორმე მოეწვდინა, მე კი ის სამუდამოდ მყავდა მოკვეთილი. არ ვიქნები მართალი, თუ ერთი ადამიანის მხრიდან დანახულ ისტორიას მოგითხრობთ. აი რა დაწერა აღსარებისას სოფომ...
-------------------

... მე მინდა წარსულის სიბილწე გამოვისყიდო, შევძლებ კიი? სანამ ამას მოვახერხებ, ალბათ ისტორია კიდევ ერთ სრულ ბრუნს მოასწრებს! ვინ ვარ მე?! ადამიანი?! ან იქნებ პირუტყვი?! ან იქნებ ცხოველი?! თუ სატანა?! რომელი მათგანი..? მე დავიბადე... დავიბადე, რათა მეტანჯა, რათა ცხოვრებას დავეჩაგრე, რათა და გაუთავებლად რათა... რამდენი რამ ვნახე, რამდენი ვეცადე, შევეცადე... რისთვის?! ვისთვის?! დედაჩემმა როცა სახლიდან გამომაგდო ყველაფერმა აზრი დაკარგა, არ დამიჯერა, იმ ნაბიჭვარმა გაიმარჯვა, ვინც ცდილობდა საკუთარი გერი გაეუპატიურებინა. რატომ არავის სჯერა ჩემი?! მე ხომ ასეთად არ დავბადებულვარ?! მე ხომ ასეთად ცხოვრებამ ჩამომაყალიბა.
ეს ჩემი ლექტორიც საერთოდ ჭკუიდან მშლის, რაებს ამბობს, სულ ვცოფდები, განა არ ვიცი რომ მართალია... თუმცა ვკვდები, როცა ვუფიქრდები, მართლაც და რა საშინელი რამეა ცხოვრება. ყველაფერს აზრი აქვს დაკარგული. ანაზე მინდა მოგიყვეთ როგორი უცნაური ვინმეა, რაღაცნაირად მშვიდი და მორცხვი, საყვარელი გოგოა, თუმცა ვერ ვხვდები ჩემით რატომ დაინტერესდა, მე ხომ ყველას ვეზიზღები, მას კი რატომღაც ჩემი ამბები აინტერესებს. ვგრძნობ ხოლმე, როგორ მიყურებს მალულად და მეღიმება, რატომ ვაინტერესებ. მე ხომ ვიცი, მას ისევე როგორც სხვას, კარგს ვერაფერს მოვუტან. მე ხომ სარეველა ვარ, რომელიც მუსრს ავლებს ყველაფერს, ნუ თუ ის გველია, რომელიც სარეველაშიც კარგად გრძნობს თავს, რადგან სწორედ აქაა დაცული. სისულელეა, შეხედავ და მიხვდები ვინ არის, უაზროდ თბილი და ტკბილი, რაღაცნაირი, ვერც კი ვხსნი როგორი.
ჩემი ისტორია უკვე მოძველდა, დამძიმდა, ტარება შეუძლებებლია და თანდათანობით ისეთი „სერიოზული“ გახდა, იძულებული გავხდი ზავი დამედო, განა აწმყოს შევეჩვიე და წინ წასვლის სურვილი არ მაქვს?! მომავლის იმედის ძებნაში ვერც კი მივხვდი, რომ საკუთარი თავის ფერმკრთალ აჩრდილად ვიქეცი და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ის, ის ერთადერთი, რომელიც გულწრფელად შევუშვი ჩემ შავბნელ სამყაროში. ჩემ დასერილ გულს მალამოდ მოედო მისი არსებობა, ჩემი სული თითქოს ბარტყს დაემსგავსა, იმ უმწეო ბარტყს, რომელიც დედის დაუხმარებლად ფრთებს ვერ ამოძრავებს. მიუხედავად საკუთარ თავთან ჭიდილისა, მას უფლება მივეცი, ჩემი გონების მფლობელი და მბრძანებელი გამხდარიყო. უცნაური მეგობარია, გამომდინარე, ალბათ, ჩემი უცნაური შეხედულებისა აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ. ერთადერთ რამეზე ვკამათობთ, ეს კი ჩემი ამორალური დამოკიდებულებაა კაცებისა და ნარკოტიკების მიმართ. ხშირად მინდა მას ეს სურვილი ავუსრულო, თუმცა, რატომღაც არ ვუთმობ და ისიც ვიცი გულს როგორ ვტკენ. არ იმჩნევს, ან ცდილობს არ დავინახო, რომ ტკივა, თუმცა ვიცი, ვგრძნობ, მაგრამ ჩემთვის „რეალური ცხოვრება“ მუდამ უბრალო ისტორია იყო, რომელიც ვიღაცამ სამყაროს პატივსაცემად შექმნა და ქცევის წესები დააკანონა. სწორედ ეს არის დავისა და კონფლიქტის მთავარი მიზეზი. ჩემთვის ამორალური ჩემი საქციელი კი არა, ისაა, რამაც მე ასეთად ჩამომაყალიბა. ალბათ ეს მისთვის მიუღებელია, ან გაუგებარია, რადგან მსგავს სიძნელეებსა თუ ფაქტებს არასოდეს შეხვედრია; თუმცა ამაზე ვერასოდეს შევთანხმდებით. ჩემთვის დღე თენდება და ღამდება, მისთვის დღე უკვე ღამიდან იწყება, თავმოყვარეა და უნდა მეც ასეთი ვიყო; მე კი თავმოყვარეობად სხვა რაღაცეები მიმაჩნია და არა ჩემი გართობა ამა თუ იმ მამაკაცთან. ვიცი, გარკვეულწილად, სწორედ ჩემი შეხედულებაა, ამ საკითხში, მცდარი და არა მისი, თუმცა ასეთი ვარ და ის, ალბათ, ასეთს მიტანს, ან ვერ მიტანს და უბრალოდ თვალებს ხუჭავს. დროის კონტროლი უნდა მესწავლა, საკუთარი თავისათვის უფლება არ უნდა მიმეცა სურვილის მონა გავმხდარიყავი. თავი უნდა მეიძულებინა, რომ ვიღაცეების გამოგონილი წესები დამეცვა. წესები რომლებსაც ბოლომდე ვერც გავიგებდი. სანაცვლოდ უფრო მისაღები ვიქნებოდი ამჟამინდელი თბილისისთვის.
ჩემ გამოჩენას უნივერიტეტში უჩვეულო შედეგი არ მოჰყოლია. მე ახლაც, ისვე როგორც აქამდე, ჩემს სამყაროში გამოკეტილი, უკანა მერხთან ვჯდები და სივრცეს გავყურებ. ყველას ჰგონია, რომ აქ არ ვარ, სინამდვილეში აქ ვარ, თუმცა რისთვის?! ახალს ვერაფერს გავიგებ, თუმცა ეს ისეთივე „სავალდებულოა“ როგორც ის, რომ ყოველ დილით ავდგე და ღამის ნაკვალევი ცხელი აბაზანით ჩამოვირეცხო. ხშირად ვარ განხილვისა და ჭორაობის ობიექტი, თუმცა არ მაღელვებს ეს ფაქტი; სულაც არ მაინტერესებს, მიმიფურთხებია ყველაფრისათვის, რასაც ჩემზე ფიქრობენ; მეტსაც გეტყვით, მე თავიდათავი ვარ ყველა იმ გაუგებრობისა და შეცდომის, რომელზეც გაუთავებლად თხზავენ ლეგენდებს; მე ვარ ყველა მითქმა-მოთქმისა და უხამსობის სათავე.
იმ დილას, როცა ანა პირველად გამომელაპარაკა, თითქმის ფიზიკურად ვგრძნობდი მის შიშს, ვგრძნობდი, თუ როგორ უსველდებოდა სხეული ნერვიულობისაგან და თუმცა, ქარი ჯოჯოხეთური ხმაურით დაშლიგინებდა ხის ტოტებში, მაინც მესმოდა, როგორ უცემდა გული, ლამის მკერდიდან ამოვარდნოდა. მას ჩემი ეშინოდა, იმის ეშინოდა რისი გაკეთებაც მისთვის შემეძლო, უფრო სწორად მისმა „კეთილისმსურველებმა“ შთააგონეს, რომ რაიმე ცუდის გაკეთება შემეძლო. მიუხედავად ყველაფრისა, წამიერი ინტერესის გამო, ყველაფერზე უარი თქვა და ჩემს თხოვნას წამში დათანხმდა; ბავშური აღტყინებით შევხვდი ამ ამბავს და მე ის გავიტაცე, გავიტაცე?! ჩემთვის, ჩემს სამყაროში გავიტაცე... არც მიფიქრია მისთვის თავგზა ამერია, მაგრამ ასე მოხდა, მე ის მოვნუსხე, მოვაჯადოვე და ჩემი გულწრფელი აღსარებით ჩემს ერთგულ მსმენლად და მოტრფიალედ ვაქციე, ასე დაიწყო ჩვენი უცნაური მეგობრობა... მერე რა მოხდა? დიდი დრო გავიდა, წლები, თუმცა ისტორიას ქრონოლოგიურად მივყვები, სხვა რაღა დამრჩენია, მე ხომ მხოლოდ ხელის მტევნებიღა შემომრჩა საღი, რომლებსაც ჯერ კიდევ შესწევთ ძალა ცრემლნარევი, ტკივილით გაჯერებული, არც ისე დიდი ისტორია, უბრალოდ ამ დღიურში, როგორც თავისი ბოლო სიყვა ისე გადმოიტანონ. დავუბრუნდები იმ ადგილს სადაც გავჩერდი. ერთი სიტყვით მე, ანასათვის იდეალურ მეგობრად ვიქეცი, ის კი ჩემთვის ნამდვილი მფარველი ანგელოზი გახდა. მის გარეშე წამით არ შემეძლო სიცოცხლე, ჩემთან იყო და მაინც მენატრებოდა. მუდამ იმის ცდაში ვიყავი, რაც შეიძლება მეტი დრო გამეტარებინა მის გვერდით; ისიც ანალოგიური დაავადებით იყო მოჯადოვებული და ჩვენ ორნი, ვიქეცით ერთ ღრმა ქვევრად, რომლის ფსკერიც საერთოდ არ სჩანდა, გადავეშვით საოცრად ჰარმონიული ურთიერთობის მორევში და ამოსვლას არც ერთი არ ვფიქრობდით. ეს ურთიერთობა ორივესთვის იმ ადგილად იქცა, სადაც სულისა და სხეულის სრულ ჰარმონიას ვღებულობდით, ორი მეგობრის უცნაური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. მკითხველისთვის საკმაოდ გაუგებარი იქნება ეს ყველაფერი, თუმცა მარტივად რომ ავხსნა, აი რა იყო ეს... გზააბნეული გოგო და ჩემი მფარველი მეგობარი, რომელიც ცდილობდა ჩემგან ყველასათვის საყვარელი ქმნილების გამოძერწვას.
მისმა ოჯახმა ისეთი სიყვარულით მიმიღო, როგორიც ჩემი ოჯახიდან საერთოდ არ მახსოვდა. ეს მეგობრობა დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ჩემი გაუთავებელი შეცდომები, რომლებსაც ანა ვეღარ მპატიობდა, ის ცდილობდა იმ გზით მევლო, რომელიც სწორად მას მიაჩნდა. მე მას ვეთანხმებოდი თუმცა ხშირად არა, არა იმიტომ, რომ ეჭვი მეპარებოდა, უბრალოდ გავკადნიერდები და მე ასე ცხოვრება არ მსურდა, ეს კი მისთვის გაუგებარი იყო. ყოველთვის როცა ეგონა, რომ რაღაც შედეგს მიაღწია, მე ან ვინმეს საწოლში აღმოვჩნდებოდი, ანაც ზედმეტი სითავხედის გამო პოლიციის განყოფილებაში მიკრავდნენ თავს, ის მაინც მორჩილად იტანდა ყველაფერს. ერთ დილას თავი ცუდად ვიგრძენი, მისთვის არ მითქვამს ისე წავედი ექიმთან, ანალიზები ჩავიტარე და თუმცა, დარწმუნებული ვიყავი ჯამრთელობის მხრივ, სერიოზული პრობლემა არ მექნებოდა, თავს მაინც აფორიაქებულად ვგრძნობდი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შედეგები სულაც არ აჩვენებდა, რომ მე ჯამრთელი ვიყავი, პირიქით ჩემი მდგომარეობა არც ისეთი სახარბიელო აღმოჩნდა; ხერხემლის ძვლები ისეთი დასუსტებული აღმოჩნდა, რომ ექიმებს მხოლოდ ის გაუკვირდათ ფეხზე როგორ ვიდექი. ანალიზები ჩამიტარეს, თუმცა იმედს მოცემა არც კი უცდიათ, სათქმელი პირდაპირ მითხრეს, მე ძვლის ტვინის დაავადება აღმომაჩნდა და მალე სიარულს ვეღარ შევძლებდი. ალბათ ადვილი წარმოსადგენია რა ხდებოდა ჩემ თავს, რა აზრები და ფიქრები მიტრიალებდა თავში, ქაოსურად ირეოდა განვლილი ცხოვრების ესა თუ ის კადრი და მხოლოდ სხეულში მოზღვავებულ სიმხურვალესა და მწველ ცრემლებს ვგრძნობდი, ხელ-ფეხი ყინულის ლოდივით მექცა, თუმცა კი მთელი სხეული სიმწრისგან გავარვარებული მქონდა. არ ვიცოდი რაზე მეფიქრა, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, არ ვიცოდი ვისთვის მიმემართა, მხოლოდ იმას ვგრძნობდი და ვფიქრობდი, რომ ანას ასეთ მდგომარეობაში არ უნდა ვენახე. სასოწარკვეთამ მთლიანად დამიმონა და მივხვდი, რომ მის უკვე მეექვსე ზარსაც არ ვუპასუხე; მასთან საუბარი არ მინდოდა, რადგან ჩემ ხმაში მყისვე იგრძნობდა სასომიხდილი ადამიანის სიკვდილნარევ შიშს, ამიტომ შეტყობინება გავუგზავნე, სადაც დროსა და ცოტა ხნით მარტო ყოფნას ვითხოვდი. შინ მისულს, არ ვიცოდი რა მეკეთებინა, დედას დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, თუმცა უარი განმიცხადა; შემდეგ ანას შეყვარებული გურამი მომაგონდა და მისი ნომერი ავკრიფე, გაუკვირდა ჩემი ზარი, თუმცა როგორც შემდგომ მითხრა, ჩემმა ხმამ შეაშინა და რადგანაც კარგად იცოდა ანასათვის რა მნიშვნელოვან პიროვნებას წარმოვადგენდი, შეხვედრაზე მალევე დამთანხმდა და ერთ მყუდრო კაფეში დავსხედით. ძალიან ბევრი დავლიე, ისე რომ ხმა არც ამომიღია; გურამი მოთმინებით მელოდა როდის მოვრჩებოდი სმას, არც კითხვებით შევუწუხებივარ, როცა მივხვდი, ჩემი ორგანიზმი მეტს ვერ აიტანდა, დალევას თავი დავანებე და გურამს ვთხოვე რამოდენიმე დღით მასთან დარჩენის უფლება მოეცა. კი მაგრამ... მახსოვს გურამის გაოცებული სახე, კი მაგრამ... რა ხდება სოფო? პრობლემები გაქვს? ისევ სამართალდამცავებთან? დამალვა გჭირდება?
- არა გურამ! უბრალოდ იქ, სადაც ვარ, ვეღარ გავჩერდები, სულ რამოდენიმე დღით, სანამ რამეს ვიპოვნი.
- ანასთან რატომ არ მიდიხარ?
- მან არ უნდა გაიგოს ეს ამბავი.
- რატომ? მიზეზი მასშია? იჩხუბეთ?
- არა, რას ამბობ! უბრალოდ მითხარი შემიძლია თუ არა რამოდენიმე დღით შენთან დავრჩე, გპირდები ძალიან მალე ვიპოვნი ადგილს, სადაც გადავალ.
- კარგი სოფო, პრობლემა არაა, თუმცა მაინც ვერ ვხდები ანას რატომ არ ეუბნები და საერთოდაც, რამდენჯერ დაგირეკა რაც აქ ვართ, შენ კი არ პასუხობ.
- უბრალოდ ნურაფერს მკითხავ.
- კარგი, როგორც გინდა, წამოდი, ბარგი ჩაალაგე...
ასე და ამგვარად, ბარგი ჩავალაგე და ანას შეყვარებულთან გადავედი, ის ისეთი თავაზიანი აღმოჩნდა, თავისი საძინებელიც კი დამითმო, თვითონ კი ლოჯში გასაშლელ ტახტზე ეძინა. მეორე დღეს გურამს ვთხოვე ჩემზე არ იდარდო, თავს მივხედავ-მეთქი და ისიც სამსახურში წავიდა, გასაღები დამიტოვა; მზრუნველი მეგობრის როლი შეითავსა და განმიცხადა, მოდი გადასვლას ნუ იჩქარებ ჯერ გონს მოეგე, აშკარად რაღაც ხდება შენს თავსო, მე არ შემაწუხებ რამდენ ხანსაც გინდა დარჩიო. ამ სიტყვების შემდეგ თავს უფლება მივეცი და ის დღე, შინ, საწოლში ნებივრობაში გავატარე. სოფოს ზარებს ისევ არ ვპასუხობდი, მისი ნახვა ყველაზე ნაკლებად მინდოდა, ის მე საოცრად მჭირდებოდა, მაგრამ მისი ნახვა, ეს იგივე იყო, დანახვისთანავე მოვმკვდარიყავი, რადგან ჩემი მდგომარეობის გაგების შემდგომ, მის ცრემლიან თვალებს ვერაფრით გავუძლებდი, გული გამიჩერდებოდა და ლეშად ვიქცეოდი. ვიწექი და ვფიქრობდი, თუ როგორ მოვქცეულიყავი, ასეთ მდგომარეობაში ორი დღე დავყავი, მესამე დღეს კი დედის სანახავად წავედი. ყოველგვარი შესავლის გარეშე, ჩემი ამბავი ვუთხარი...
- დედა, მე მალე სიარულს ვეღარ შევძლებ...
- ეს რას ნიშნავს?
- ავად ვარ.
- მე დიდი ხანია ვიცი, რომ ავად ხარ, შენი ავადმყოფობა ნარკოტიკი და ტყუილებია.
- არა დედა, მე ავად ვარ, აი ანალიზები. დედაჩემმა ანალიზის შედეგები წაიკითხა და თითქოს სახის მიმიკა არც შეცვლია, მხოლოდ წარბი აწია და ხმა ოდნავ გაებზარა.
- როდის გაიგე?
- რამოდენიმე დღის წინ.
- ექიმმა რა გითხრა? ოპერაცია შესაძლებელია?
- იმედი არ აქვთ.
- დიდი ხანია გაწუხებს?
- წელიწადზე მეტია წელის არეში ტკივილს ვრძნობდი, თუმცა ამ ბოლო დროს წამლები ვეღარ მშველოდა, ექიმსაც ამიტომ მივმართე.
- მე რატომ არაფერი მითხარი?
- შენ ისე იყავი გართული შენი კარიერით და საყვარლით ჩემი ამბები არც არასდროს გაღელვებდა...
- არ მინდა შენთან კამათი, მოსახური აიღე, ჩემს ექიმთან წაგიყვან.
- საჭირო არ არის, შენგან არაფერი მინდა, მინდოდა გცოდნოდა ამდენ ნარკოტიკს იმისთვის არ ვიღებდი რომ მეკაიფა, არც სასმელს ვეტანებოდი სიამოვნების გამო, უბრალოდ ტკივილს ვიყუჩებდი, ახლა კი მომიტევე, უნდა წავიდე...
დედაჩემის კაბინეტიდან საოცრად მშვიდი გამოვედი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ქალი, რომელმაც შეძლო დედის ხმა ერთხელ მაინც გაებზარა; მერე რა, რომ ამის მიზეზი ჩემი ჯამრთელობა იყო, მთავარი ის იყო, მე დედა დავინახე, დედა, ოდნავ გატეხილი მზერითა და ხმით.
ასე, ანასაგან მალულად, არ ვიცი რამდენ ხანს დავყავი გურამთან, ალბათ ერთი თვე. ყოველდღე ვებრძოდი საკუთარ თავს, რათა მისი ნომერი არ ამეკრიფა, ვერაფრით გადავლახე მისი ნახვის შიში, ან რა მაშინებდა, ის ხომ ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო. მეგობარი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა სცოდნოდა, რომ ცოცხალი ვიყავი და ძველებურად მიყვარდა, თუმცა მე მას არ ვურეკავდი. ერთ საღამოს, ბარში დავჯექი და სასმელი შევუკვეთე, თავს კარგად არ ვგრძნობდი, როცა ორი ბიჭი ამეკიდა, შევატყვე, რომ თავს ადვილად ვერ დავიძვრენდი, ამიტომ გურამს დავურეკე და მანაც მომაკითხა. სახლში უგონოდ მთვრალი მიმიყვანა და საწოლზე მიმაწვინა, მახსოვს როგორ გამხადა ტანზე, წინააღმდეგობა ვერც გავუწიე, აზრი ჯერ კიდევ შერჩენილი მქონდა და ცრემლი მომერია, მეგონა ჩემი მდგომარეობით სარგებლობას აპირებდა და ამიტომ ავტირდი. წამებში გამახსენდა ანა და სიკვდილი მომინდა, მან კი საბანი დამაფარა, შუბლზე პატარა ბავშვივით მაკოცა და მახსოვს ღიმილით მითხრა:
-„რა გატირებს სულელო?! დაიძინე ახლა არაფერი გემუქრება...“ ღიმილი მომერია და ტკბილად დამეძინა. როცა თვალები გავახილე, ანა შეშლილი სახით მიცქერდა, გონს ვერ მოვედი ისე მეცა და გამარტყა, მერე გურამს ეცა და უკანმოუხედავად გავარდა...
ანამ ყველაფრის აუხსნელად მიმიხურა კარი, არც ჩემი და არც გურამის ნახვა არ ისურვა. ბევრი ვურეკე, შეტყობინებებიც ვუგზავნე, მაგრამ არც ერთხელ მიპასუხა. სახლშიც მივაკითხე, თუმცა ის გამგზავრებული დამხვდა, ცხოვრება წამებში დასრულდა. ანას მიზეზი ნამდვილად გააჩნდა, ჩემი პიროვნებისათვის უნდობლობა გამოეცხადებინა, თუმცა მე მისთვის არასდროს მიღალატია, ის იმდენად იყო ჩემს მიმართ უნდობლობით გამსჭვალული, რომ ყველაზე საზიზღარი რამის წარმოდგენაც კი შეძლო ჩემთან დაკავშირებით. მე წამებში უარმყო და ჩემი ნახვაც აღარ ისურვა. ვბრაზობ მხოლოდ საკუთარ თავზე, ჩემი ბრალია, ჩემი ქცევებითა და ქმედებებით მასში უნდობლობა თვითონვე გავაღვივე და მხოლოდ ჩემი ბრალია რაც გადამხდა. ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა, წამში დასრულდა სიყვარულითა და თავგადასავლებით დახუნძლული მეგობრობა. მე მარტო აღმოვჩნდი, სრულიად უცხო ვიყავი მისთვის და ჩემთვის სიცოცხლის არც-ერთი მიზეზი არ არსებობდა.

მას შემდეგ ბევრმა წელმა განვლო, ჩემი ცხოვრება რადიკალური გახდა წინა ცხოვრებისგან. დიდხანს ვცდილობდი ანასათვის ხმის მიწვდენას, თუმცა ერთ დღესაც უბრალოდ მივხვდი, წარსული უნდა დამევიწყებინა, მისთვის დავიწყების თუ არა მიყუჩების უფლება მაინც უნდა მიმეცა. ძალიან მალე აღმოვჩნდი ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული, დედაჩემის ბევრი მცდელობის მიუხედავად, ფეხების გაჯანსაღება ვერანაირმა ოპერაციამ შეძლო, თავიდან ფეხებმა დეფორმირება განიცადეს, ცოტა მოგვიანებით კი უბრალოდ დამპალ ძაფებად იქცნენ და საზიზღარი შესახედაობისანი გახდნენ. მე სავარძელში ჩავჯექი და ასე განვაგრძე რამოდენიმე წლიანი სიცოცხლე; ტკივილი გაუსაძლის დაღს ასვამდა ჩემ შინაგან სამყაროს, გავხდი უფრო მეტად ჩაკეტილი ვიდრე აქამდე. მოგვიანებით უნარშეზღუდული ბავშვების თავშესაფარში დავიწყე სიარული, სადაც დედას კვირაში სამი დღე დავყავდი, ეს ჩემი სურვილი იყო, მინდოდა იმ ადამიანების გარემოცვაში გამეტარებინა ჩემი დარჩენილი სიცოცხლის მეტი წილი დრო, რომელთაც ესმოდათ ჩემი ტკივილის, წარსულისა და აწმყოს სახეცვლილი მდგომარეობა, მე მათი მესმოდა, მათ ჩემი და მათ გარემოცვაში ყოველთვის ლაღად ვგრძნობდი თავს. გურამი ხშირად მოდიოდა ჩემ სანახავად, ჩვენ დავმეგობრდით და მისი თავისუფალი დრო მუდამ მე მეთმობოდა. ეს იყო ორი გატანჯული ადამიანის გულწრფელი, თბილი ურთიერთობა, რომელთაც საერთო წარსული და ტკივილი გააჩნდათ, ეს ანა იყო, ანა, რომელსაც სიმართლე არასდროს შეუტყვია. გურამს დიდი დრო დასჭირდა ახალი ურთიერთობის დასაწყებად, რაშიც მნიშვნელოვანი როლი სწორედ მე ვითამაშე, ის ნამდვილად იმსახურებდა მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას, მან კარგი ცოლი შეირთო და ისინიც ჩემი ხშირი სტუმრები იყვნენ.

დღეს, როცა ამ ყველაფერს ვიხსენებ, ჩემი სხეული სრულიად დაუძლურებული და სასომიხდილია. აღსარება იმისათვის მჭირდება, რომ ჩემმა სულმა ნანატრ სიმშვიდეს ეზიაროს. მე არ ვიცი ხვალ შევძლებ თუ არა გაღვიძებას, ჩემი სხეული ჭუჭყიან ჩვრად იქცა, რომელიც ძალიან მალე ნაგავსაყრელზე მოსასროლი გახდება. მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, სიკვდილამდე კიდევ ერთხელ დავნებდე ჩემი მეგობრის გულწრფელად მზრუნველ, მეგობრულ, მკლავებს. აკაკნკალებული მოვექცე მის მკალვებში, ავტირდე და შემდეგ მოვკვდე...

p.s... სოფო გულაროვა, ამ წერილის დაწერის შემდეგ, მისსავე ოთახში, ტკივილისაგან გაწამებული და მედიკამენტების ზედმეტი დოზის მიღების შედეგად, საკუთარმა დედამ გარდაცვლილი იპოვნა.


დასასრული...

------------------

იმედი მაქვს იმ ადამიანებს რომლებიც კითხულობდით ჰალუცინაციას, მოგეწონათ ეს ისტორია და არ დამრჩა რაიმე უთქმელი.скачать dle 11.3




№1  offline წევრი mirandaa31

შემეცოდა სოფო... გურამიც.. ანაც.. არვიცი რა მართლა კარგი ისტორია გამოვიდა მძიმე წასაკითხი. მართალია ტრაგიკულ ისტპრიების წაკითვას ვერიდები მაგრამ ეს მათლა მომეწონა რაღაც სხვა იყო ❤️ წარმატებები და გელოდები ახალი ისტორიით ❤️❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№2  offline წევრი ანი ჩიხლაძე

mirandaa31
შემეცოდა სოფო... გურამიც.. ანაც.. არვიცი რა მართლა კარგი ისტორია გამოვიდა მძიმე წასაკითხი. მართალია ტრაგიკულ ისტპრიების წაკითვას ვერიდები მაგრამ ეს მათლა მომეწონა რაღაც სხვა იყო ❤️ წარმატებები და გელოდები ახალი ისტორიით ❤️❤️


ჩემი ერთგული გულშემატკივარი ????
მადლობ. შემდეგი ხვალიდან იქნება

 



№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ძალიან მომეწონა, ბოლო სიტყვები ცრემლების გარეშე ვერ წავიკითხე. ბრაზს ვგრძნობდი ანას მიმართ, მაგრამ სოფოს წერილის შემდეგ, ისიც საშინლად შემეცოდა. ტკივილთან ერთად ცხოვრება მძიმეა.
არაჩვეულებრივად გამოგდის წერა, და იმედია არ გაჩერდები და უფრო მხიარულ და ბედნიერი დასასრულით ისტორიებს შემოგვთავაზებ

 



№4  offline წევრი ანი ჩიხლაძე

Chikochiko
ძალიან მომეწონა, ბოლო სიტყვები ცრემლების გარეშე ვერ წავიკითხე. ბრაზს ვგრძნობდი ანას მიმართ, მაგრამ სოფოს წერილის შემდეგ, ისიც საშინლად შემეცოდა. ტკივილთან ერთად ცხოვრება მძიმეა.
არაჩვეულებრივად გამოგდის წერა, და იმედია არ გაჩერდები და უფრო მხიარულ და ბედნიერი დასასრულით ისტორიებს შემოგვთავაზებ


ჩემო მეგობრები სულ მეჩხუბებიან ნუღარ გვატირებო :)
კი აუცილებლად იქნება ისტორიები კარგი დასასრულითაც :*
მადლობა<3

 



№5  offline მოდერი zia-maria

ძალიან მომეწონა და სიმართლე გითხრა სოფო შემეცოდა,ასევე ანაც,მაგრამ ამნამ ვერ შეძლ მოესმინა გურამისთვის.უნდა მოესმინა,უნდა ეპოვა მასში იმდენი ძალა უნდა მოესმინა თუ უყვარდა და მასთან ოჯახის შექმნას აპირებდა. kissing_heart წარმატებები.

 



№6  offline წევრი ანი ჩიხლაძე

zia-maria
ძალიან მომეწონა და სიმართლე გითხრა სოფო შემეცოდა,ასევე ანაც,მაგრამ ამნამ ვერ შეძლ მოესმინა გურამისთვის.უნდა მოესმინა,უნდა ეპოვა მასში იმდენი ძალა უნდა მოესმინა თუ უყვარდა და მასთან ოჯახის შექმნას აპირებდა. kissing_heart წარმატებები.


მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent