შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბერო(თავი 6-7)+18


16-05-2018, 11:11
ავტორი ტერიკო74
ნანახია 1 323

ბერო(თავი 6-7)+18

რიჟრაჟი, სიმინდის ქურდივით ამოიპარა მთის წვერზე ,ფრთხილად გადმოიხედა და ნელ-ნელა დაიწყო ზეცის დაპყრობა.
ოთხივესთვის ღრმად წაერთვა ძილს თავი.ცეცხლი ჩამქრალიყო.
***
პირქუში დილა გათენდა.ღრუბლები ერთ ადგილზე ნანაობდნენ.მზეს ჯიუტად არ უშვებდნენ დედამიწაზე.
ხუთი ცხენოსანი კვალავდა გზას ტყის სიღრმეში.ცბიერად ზვერავდნენ ირგვლივ ყველაფერს. თოფის ლულებს ამაყად ეჭირათ ტანი მხედრების თავზე .
-გეგე! გესმის გეგე? -დახშული ხმით ეძახდა უკან მოქცეული წითური მხედარი წინ მდგომს.
-რა გინდა,რა?! მთელი გზა ტვინი წამიღე,გითხარი,არ დალიო მეთქი! ხომ გითხარი?! -შემოუღრინა გეგემ და ყელს მოწოლილი ნახველი ამოიღო.
-ბიჭო,ნამდვილად აქედან მოდიოდა ხმა?- არ ჩერდებოდა წითური.
-დათო! მომაშორე ეს ლოთი აქედან,თორემ დავკლავ ცხვარივით!-დამქაშს გადააბარა აბეზარი .
-თუ საქმეში ჩაა..ვა,გუჯა კი დაკლავს-ჩაიქირქილა დათომ და აღვირი ამოქაჩა.
-ცხენები აქ უნდა დავაბათ და ფეხით გავაგრძელოთ გზა!- ბოლოს მდგარმა მხედარმა დამოძღვრა ჯგუფი.
-რა გინდა,რა?! მთელი გზა ტვინი წამიღე,გითხარი,არ დალიო მეთქი! ხომ გითხარი?! -შემოუღრინა გეგემ და ყელს მოწოლილი ნახველი ამოიღო.
-ბიჭო,ნამდვილად აქედან მოდიოდა ხმა?- არ ჩერდებოდა წითური.
-დათო! მომაშორე ეს ლოთი აქედან,თორემ დავკლავ ცხვარივით!-დამქაშს გადააბარა აბეზარი .
-თუ საქმეში ჩაა..ვამს,გუჯა კი დაკლავს-ჩაიქირქილა დათომ და ცხენს აღვირი ამოუწია.
-ცხენები აქ უნდა დავაბათ და ფეხით გავაგრძელოთ გზა!- ბოლოში მდგარმა მხედარმა,რომელსაც მარჯვენა ღაწვიდან ნიკაპამდე ღრმა ნაიარევი დასდევდა, დამოძღვრა ჯგუფი.
ჩამოქვეითდნენ.ცხენები ხეებზე მიაბეს,აბჯარი შეიმოწმეს და მთის მიმართულებით დაიძრნენ.
***
ბერო უჩვეულო შეგრძნებამ გამოაღვიძა,მკვრივი საგნის შეხება როგორც კი იგრძნო შუბლზე,თვალები სწრაფად გაახილა .ხუთი კაცი მათ ირგვლივ განლაგებულიყო. წამოხტომა ამაოდ სცადა.
-საიქიოდან მოსულ სტუმარს ვახლავარ! -თავს დასდგომოდა ნაცნობი სახე , ღვარძლიანად იღიმებოდა და ავტომატის ლულას ცხვირწინ უტრიალებდა .
-რაო? არ გველოდი? ჩვენც გვიყვარს სიურპრიზები,!- ხმას აუწია და კონდახი მხარში ძლიერად ჩასცხო.
ბერომ ამოიგმინა,ნატკენზე ხელი გაისვა.კაცს ახედა,ნაიარევს თვალი გაუშტერა და სიმწრით ჩაიცინა:
-ვაჰ,თავად ტურა მეწვია?!-თქვა და გვერდით დაგდებული იარაღისკენ გაიწია .
მის მოძრაობას მეორე ჯერი კონდახი მოჰყვა,ამჟამად თავში.მიწას კეფით დაენარცხა.სიმწრისგან სახე აერია,თვალები ჩაუწითლდა და კისერი დაეძარღვა .
-შენს დედას შევ..ი! -იყვირა კონდახიანმა და ნაიარევი საზარლად დაეგრიხა.
-შინდლერობა მომინდომე ,ბლიად? სად ეტენებოდი?! იცი,საერთოდ ვის გადაეღობე? აზრზე ხარ,რამდენი მაყუთი ჩაგვიგდე?- ისტერიულად დაჰყვიროდა თავზე ბეროს და ჩექმიან ფეხებს გვერდებში ურტყამდა.კაცი,ტკივილებისგან ოთხად მოიკეცა.ვერ წარმოიდგენდა ,ტურა თუ წამოადგებოდა თავზე.დიტოსთვის და ქეთისთვის ხელ-ფეხი შეეკრათ.მიწაზე ეყარნენ შესაწირი ცხვრებივით.ქალი საცოდავად ტიროდა.სახეზე სიცოცხლის დასასრული ეწერა. თავზე ორი კარგად ნაცნობი წვეროსანი ადგათ,სატვირთოდან.
ნატა გაუნძრევლად იწვა.
ბეროს ხველება აუტყდა,ფილტვები ძლიერად გამოსცემდნენ ხმას.ჭარხალივით გაწითლდა,ჰაერი არ ჰყოფნიდა.ბოლოს, სისხლი რომ ამოასხა,მოეშვა,ცოტა ჩაწყნარდა.
ტურა ცინიკურად იღიმებოდა,კაცს იარაღის ლულით თმა მოუქექა,უხეშად მიჰკრა თავზე.
-გეყოს კოტრიალი,მერეც გეყოფა !-ჩაიქირქილა და წითურს გასძახა:
- ანზორ! შენ და ბეჟანა წადით ,ცხენები ამოიყვანეთ!
წითური, მაღალ,ხმელ მამაკაცისკენ დაიძრა,რომელიც თხილნარიდან გამოსული,შარვლის ელვას მოუხერხებლად იკრავდა.
ორი კაცი სწრაფი ნაბიჯებით თავქვე დაეშვა.

-აბა,ახლა მომიყევი,სად არიან დანარჩენები?!დროზე ამოღერღე,სანამ ეგ გული ამოგაცალე!-ტურა ბეროს მოუბრუნდა და ჩექმიანი ფეხი კიდევ ერთხელ ჩააზილა ფერდებში.

კაცს ხელმეორედ შეეკრა სუნთქვა,სიმწრით გაეღიმა ,ნელ-ნელა გადმოტრიალდა და თავზე მდგომს დამცინავად ახედა.

-საიმედო ადგილზე არიან,შენი ბინძური საქმეებიდან შორს!-თქვა და ხველას სისხლი ამოაყოლა.
-ჩემი ხელით დაგახჩობ,!-გამეტებით დაუშინა კონდახი ნაიარევმა.ამაოდ ცდილობდნენ ტურას დაწყნარებას დათო და გეგე. შეშლილი ურტყამდა ძირს დაგდებულს.ბერო აღარ იძვროდა.

მერე?! მერე სადღაც სიზმრის კადრივით ახსოვს,როგორ გადაკიდეს ცხენზე ხურჯინივით,პირქვე.როგორ ღებავდა თავპირიდან ჩამონადენი სისხლი დედამიწას.ხელები უმწეოდ ჩამოეყარა ცხენის ფერდებზე ,ახლად მიტოვებულ საქანელასავით იქნევდა აქეთ-იქით.
პირდაღებული ამაოდ ცდილობდა ჰაერის ჩასუნთქვას.გულ-მუცელი შენგრეოდა. მწარე გემოს გრძნობდა პირში,წამოაღებინა.ცხვირიდან და პირიდან ერთიანად წამოუვიდა ნაღველი.

ზურგს, გადაჭერილი სიმძიმე,აკვნის არტახებევით აწვებოდა.
სადღაც შორიდან,თითქოს გვირაბს იქიდან ჩაესმოდა ნალების წკარუნი.

***
სოფელს ბურუსი დასწოლოდა.ნაწვიმარი გზა ერთიანად ამოგანგლულიყო ლაფში.შემცივნებული ქათმები ცალ ფეხზე აბუზულიყვნენ.კომლებიდან ამოსული ცეცხლის კვამლი ცისკენ დინჯად მიემართებოდა.

ხევიდან ,ყმაწვილი შეშლილივით ამორბოდა,უკან-უკან იხედებოდა გადარეული თვალებით.ერთ-ერთი კომლის ეზოს ჭიშკარი შლეგივით შეგლიჯა.

-დათა ძია! დათა ძია!-ყვიროდა ბიჭი და ეზოს სიღრმეში სირბილით მიიწევდა.

ორსართულიანი სახლის,დაბლა სართულის კარი მძიმედ გაიღო.თხელულვაშიანმა მამაკაცმა ზღურბლს გადმოაბიჯა და ყმაწვილს შეკრული წარბებით შეხედა.
-რა გაყვირებს ,ბალღო?! ნადირი ხომ არ მოგდევს?!-ბიჭს დააკვირდა.

_დათა ძია,გოჩა მოკლეს!-ამოიღრიალა,იქვე ჩაჯდა და ხმამაღლა ატირდა.
-რას ბოდავ ,ბალღო?! -მხრებში ჩააფრინდა ყმაწვილს და შეაჯანჯღარა.
-გოჩა მოკლეს მეთქი,გოჩა!იქ,ზევით!- ხელს იშვერდა მთისკენ ბიჭი და მუჭით ცრემლებს იწმენდდა.

ადგილზე გახევდა მამაკაცი.შვილივით ჰყავდა გაზრდილი გოჩა.ობოლი ბიჭი რაიონის ბაზარში იპოვნა,გამვლელებს ხურდა ფულს სთხოვდა.დახეულ ფეხსაცმლიდან ბავშვის თითები ,გარჩეული ნივრის კბილებივით იმზირებოდნენ.დაძენძილი შარვლიდან მუხლისთავები მოუჩანდა.მეტყველება უჭირდა ბიჭს.შინ წამოიყვანა დათამ ყმაწვილი,საკუთარ მონაგარივით შეისიხლხორცა.

მძიმედ შეტრიალდა მამაკაცი სახლისკენ,კარის ზღურბლზე გოგონა იდგა ,ხელი პირზე აეფარებინა ,თვალები დამფრთხალ ირემს მიუგავდა.ოთახიდან ბავშვი ტირილი გამოდიოდა.
დათამ გვერდი აუქცია ქალს,მძიმე ნაბიჯებით ,გამხდარ კისერზე აკანკალებული ხელი დაძაბულმა დაისვა.კაკლის ხის ძველებური კარადა გამოხსნა,შიგნით დამაგრებული თაროდან რკინის მოგრძო ყუთი გადმოიღო.

***
ზანტად მიუყვებოდნენ ერთი-მეორეს ღრუბლები.არ ანაღვლებდათ მზეს დედამიწაზე სტუმრობა თუ ეჩქარებოდა.
ცა პირის ჩამოწმენდას ლამობდა.

ინწობის ხეობას მოუყვებოდა ორი მხედარი,ადგილობრივები არ ჩანდნენ,გაურკვეველ ენაზე საუბრობდნენ.
-იოსიფ,მგონი გამოიდარებს,გვეშველება.ცხენები ძალიან დასველდნენ-თქვა ერთმა და ცხოველს ფაფარზე ხელი გადაუსვა.
-ჰო,მუსა-ცხენოსანი ფიქრებიდან გამოერკვა,თანამგზავრს გახედა.
-კვალი არსად ჩანს,თუ წამოვიდოდა,ეს გზა უნდა ამოევლო,ხიფათს თუ არ გადაეყარა.გული ცუდს მიგრძნობს.შევჩერდეთ ცოტა ხანს,დავასვენოთ ცხენები,გზაში არ წაგვექცნენ-თქვა იოსიფმა,ლაგამი ამოქაჩა და სხარტად ჩამოხტა უნაგირიდან.
მუსამაც მიბაძა.
ბედაურები მდინარის პირზე გადაიყვანეს,წყურვილის მოსაკლავად.ცა იწმინდებოდა,მზეს საშველი დაადგა.

***
ანჯამებიდან ამოვარდნილი კარი ჩვეული ჭრიალით გაიღო.
ბანაკში ხმაური ისმოდა.კართან მდგარი გაიზმორა ,ხმაურიანად დაამთქნარა,ნაიარევ სახეზე ხელი მოისვა და ოთახის მიმართულებით დაიძახა.
-ანზორ! სად ჯანდაბაში ხარ?! როდემდე უნდა ეგდოს ეს აქ?! დაუძახე ბეჟანას და მიხედეთ.დროზე! სადაცაა დოქტორი ამოვა!

თოვლშემხმარი ნაძვის ქვეშ გოჩას უსულო სხეული გულაღმა ეგდო.ერთ თვალზე ნატყვიარი ემჩნეოდა,სახეზე შემხმარი სისხლი,გაშავებოდა.ხელები განზე გადაყროდა, ფეხები მუხლებში მოხროდა.დაჩოქილისთვის დაეხალათ ტყვია.

აგიზგიზებულ ღუმელს ორი მამაკაცი უჯდა. ჩექმები გაეძროთ , შმორივით აყროლებული ნასკები ზედ გადაეფინათ და შიშველ ,აქოთებულ ფეხებს გულმოდგინედ ისრესდნენ.
ოთახის კუთხეში ,ტახტის გასწვრივ ,ფანჯრის ძირში ,საგულდაგულოდ გაკოჭილი ორი მამაკაცი და ერთი ქალი იწვა. მეორე ქალი ტახტზე დაეწვინათ,რომელიც დრო და დრო ხმამაღლა კვნესოდა.

გამთბარი სისხლის სუნი არხეინად დააბოტებდა ბანაკში.

ნაიარევ სახიანმა დაასაქმა თუ არა წევრები,შიგნით შებრუნდა . ტყვეებს მიუახლოვდა და ერთ-ერთს ფეხი წაკრა.
-ჰა,მოხვედი აზრზე ,იუზგარ?
მამაკაცმა დაიზმუვლა,დასიებული ქუთუთოები ოდნავ აათამაშა.
-მოდი,მოდი! გამოფხიზლდი,უნდა გემუსაიფო როგორ ძველ დროს-გესლიანი სიცილი მიაყოლა ნათქვამს.
მამაკაცმა თავს ძალა დაატანა,შეირხა,ბაგები ოდნავ დააშორა ერთმანეთს და ძლივსგასაგონად ამოილაპარაკა:
-ტურა,რა იყო,აღსარება ხომ არ უნდა ჩამაბარო?- დამცინავი ღიმილი გამოესახა.
-ჰმ,ხუმრობის ხასიათზეც ყოფილხარ-გამოსცრა კბილებში ტურამ.

-სასაცილო და საცოდავი კაცი შენ!-ბერომ თავი გააქნია.
-მე ვარ საცოდავი?! მე?! -ღრიალით ჩააფრინდა კაცს.
-შენი სისულელით დაღუპე ოჯახი,შენი სისულელით გდიხარ ახლა ჩემს ფეხებთან ჩანგრეული და კიდევ მე ვარ საცოდავი?! კაციშვილი არ დაგრჩა გვერდში,არარაობა გახდი,გესმის,არარაობა!-დაუმარცვლა ბოლო სიტყვა.
-შენ ვინ გყავს გვერდით,ეს ჯალათები და ის ყასაბი?-მწარედ ჩაეცინა ბეროს.
ტურას სახე მოეღუშა,იარა საზიზღრად ჩაეჭმუჭნა.
-ბევრს ლაპარაკობ,ჯერ საქმეზე გეტყვი,ვნახოთ როგორ მოიქცევი.მერე გადავწყვეტ რა გიქნა,პირდაპირ დაგახალო ტყვია,თუ წამებით ამოგხადო სული!-იარას უშნოდ ათამაშებდა.
-შენ რა,ცოცხალი გგონივარ?-ცინიკურ ღიმილს არ იშორებდა მამაკაცი.
-მე ჩემს ოჯახთან ერთად დავიმარხე,ჩემი ცხოვრება იქ დამთავრდა,როცა თეას გაყინული სხეული ავიკარი!- დაიღრიალა ბერომ.
-ხმას დაუწიე სამოთხის გვრიტო,ამოშაქრე სად გადამალე დანარჩენები,ფეხმძიმე სად არის?! - ტურამ სახე ახლოს მიუტანა.
ლარას ხსენებაზე კაცს ძარღვები დაეჭიმა.
-გეუბნები ,სასაცილო კაცი ხარ მეთქი. -ბერო წამოდგომას შეეცადა.

-რისთვის გაიჩხირე ამ ამბავში?! ცუდი დღე გელის,ცუდი! ხმა ამოიღე! სად არიან დანარჩენები?! გირჩევნია მითხრა,სანამ ამოსულა შენი მიქელა.ჩემსავით არ გაგიბამს ბაასს,ცოცხლად ამოგაცლის გულს! შენ იცი,რა შარში ხარ ბიჭო?! ვის გამო?! ამ უპატრონოების?! ამათ,რომ უყურებ,ყველა უპატრონოა!საკუთარ დედებსაც არ უნდოდათ,გადაყარეს!შენსავით გადააგდეს ნაგავზე სათითაოდ! -ყვირილით გადაინაცვლა მძევლებისკენ.

ბეროს გული შეეკუმშა,წარსულის შეხსენებაზე.ფილმის კადრივით გადაახვია ტვინმა მთელი ცხოვრება.თავშესაფარში გატარებული მძიმე ბავშვობის წლები დაუდგა თვალწინ.არ ახსოვს როდის,ან ვინ დატოვა იქ.არავის ეკარებოდა,არც არავის იკარებდა,სანამ თეა არ მიიყვანეს.გოგონას ჭუჭყისგან აპრიალებული თმაგაჩეჩილი თოჯინა ეჭირა.ხელს არ უშვებდა,ღამეც და დღეც.ტიროდა განუწყვეტლივ და პატარა მუჭებით ცრემლებს კაბის ბოლოთი იწმენდდა.მაშინ გადადგა პირველი ნაბიჯი ბერომ,გოგონას გვერდით მიუჯდა.იმის შემდეგ,ერთი საათიც არ ყოფილან უერთმანეთოდ.ბიჭმა სამხედრო სასწავლებლისკენ აიღო გეზი.გოგონამ სამხატვრო აკადემიისკენ. გამოფენაც კი მოაწყო თეამ.მერე იქორწინეს,გრემის მთავარანგელოზში დაიწერეს ჯვარი,მარტოებმა.-ტურას ყვირილმა დააბრუნა კადრი წინ.

-ამ ს და ამ კახპების გამო გამოაცხადე ომი?!- თმაში ჩააფრენოდა ნატას და ქეთის,დიტოს წიხლი მიაყოლა მუცელში. ბიჭმა სიმწრით ამოიღმუვლა და წელში მოიხარა .ქეთი ჩუმად ტიროდა ბედს შეგუებული.ნატა არ განძრეულა.

-რაში გჭირდებიან?! მაშინაც ანგელოზის როლი მოირგე და დაღუპე ოჯახი! ვის აინტერესებს შენი პატიოსნება,ვის?! ფული ამოძრავებს დედამიწას,უფულოდ არაფერი ხარ! გადმოსულიყავი ჩვენს მხარეს,იქნებოდი ახლა შენს ცოლ-შვილთან თბილად! ამათ მომკითხავი არ გააჩნიათ ქვეყანაზე.-ყვიროდა ტურა ქალების თმას ჩაფრენილი.
ბერო წვალებით წამოჯდა,შეკრული ხელები მოხრილ მუხლებზე დაიწყო,ტურას დაძარღვულმა ახედა:
-ქალებს ხელი გაუშვი,ნაძირალავ!-დასჭექა კაცმა.
-მთელი ცხოვრება ვიღაცის ლაქია ხარ! ფული გჭამს,ფული! იმის მაგივრად,აქეთ შეჭამო,დაგიმონა და ძირს დაგცა! ადამიანობა წაგართვა,გამოგშიგნა და შხამით აგავსო. კაცს ტურა დაგარქვეს,შეიფერე კიდეც სახელი,არც კი გეხამუშა! სად შეიყარეთ ამდენი ნაძირალა ერთად?! -ბერომ სახეში შეაფურთხა.

წამიერად გაოგნდა სახენაიარევი,პირქუში სახე უარესად ჩაუმუქდა,იარაღი სისწრაფით ამოიძრო ქამრიდან და მამაკაცს რამდენჯერმე ფეხებში დაახალა.
ღუმელთან მსხდომნი ფეხზე წამოიშალნენ.

_______________________скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

შეცდომები გამეპარა,მომიტევეთ

 



№2 სტუმარი მაცაცო

ისე ზუსტად არის აღწერილი ყველაფერი სუნსაც კი ვგრძნობ.ყოჩაღ ავტორს.სულმოუთქმელად ველოდები გაგრძელებას.

 



№3  offline წევრი mirandaa31

ტურას მოვკლავ (( ფულზე დამონებული არსება უგულო არაადამიანი! ბეროს რა ეშველება ახლა ტყვიები უნდოდა მაგას კიდე? აუ მალე დაიდოს რა )) ორი თავი კი დადე მაგრამ მაინც არ მეყო. გელოდები ახალი თავით იმედია 12 ის მერე იქნება..

ხო კიდევ შინდლერის ხსენება გამეხარდა რაღაცნაირად ))) ძალიან მიყვარს ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№4  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

მაცაცო
ისე ზუსტად არის აღწერილი ყველაფერი სუნსაც კი ვგრძნობ.ყოჩაღ ავტორს.სულმოუთქმელად ველოდები გაგრძელებას.


მადლობა ,მაცაცო
ვცდილობ სწორად გადმოვცე სათქმელი,რომ მკითხველისთვის საინტერესო იყოს.რამდენად გამომდის თქვენს შეფასებებში ვნახავ)))

mirandaa31
ტურას მოვკლავ (( ფულზე დამონებული არსება უგულო არაადამიანი! ბეროს რა ეშველება ახლა ტყვიები უნდოდა მაგას კიდე? აუ მალე დაიდოს რა )) ორი თავი კი დადე მაგრამ მაინც არ მეყო. გელოდები ახალი თავით იმედია 12 ის მერე იქნება..

ხო კიდევ შინდლერის ხსენება გამეხარდა რაღაცნაირად ))) ძალიან მიყვარს ❤️


გაიხარე მირანდა))
ტურას ცუდი დღე ელის.
აი,ბეროს მომავალს კი ინტრიგად დავტოვებ)))

 



№5 სტუმარი სტუმარი ნონა

სამწუხარო რეალობაა, დღესეც რომ სწორედ ფული ატრიალებს დედამიწას

ბეროსთან ერთად ყოველდღე მეც წარმოსახვაში ვსახავ მოვლენების განვითარებას, თუმცა ბოლომდე ვერ გამირკვევია ავტორი რა გზას აირჩევს, როგორც ვფიქრობდი ისე არ განვითარდა მოვლენები :)

 



№6  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნონა
სამწუხარო რეალობაა, დღესეც რომ სწორედ ფული ატრიალებს დედამიწას


მართალს ბრძანებთ,ნონა
ფულის გამო იჟლიტება უდანაშაულო ხალხი.

 



№7  offline წევრი მეDina

როგორ მიჭირს ასეთი სისასტიკის კითხვააა, არადა მაინტერესებს...
--------------------
☆NaT☆

 



№8  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

მეDina
როგორ მიჭირს ასეთი სისასტიკის კითხვააა, არადა მაინტერესებს...


მადლობა,რომ კითხულობთ

 



№9  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

დავიზაფრე, ეს ყველაფერი ძალიან მძიმე წასაკითხია. როგორი იმედი მქონდა ბეროსი, რომ გაიყვანდა ამათ სამშვიდობოს, მაგრამ ახლა რა ეშველებათ? იქნებ ჩეჩენმა ძმებმა მოუსწრონ და გადაარჩინონ. ადამიანის ბოროტებას საზღვარო არ აქვს. თანაც ის დოქტორი, რომელსაც ელოდებიან, ასეთ პირობებში აპირებს ამათ გაფატვრას. მართლაც შემზარავია. მოუთმენლად ველი მომდევნო თავს

 



№10  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Chikochiko
დავიზაფრე, ეს ყველაფერი ძალიან მძიმე წასაკითხია. როგორი იმედი მქონდა ბეროსი, რომ გაიყვანდა ამათ სამშვიდობოს, მაგრამ ახლა რა ეშველებათ? იქნებ ჩეჩენმა ძმებმა მოუსწრონ და გადაარჩინონ. ადამიანის ბოროტებას საზღვარო არ აქვს. თანაც ის დოქტორი, რომელსაც ელოდებიან, ასეთ პირობებში აპირებს ამათ გაფატვრას. მართლაც შემზარავია. მოუთმენლად ველი მომდევნო თავს


მადლობა ,ჩიკო
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.რთულია ,მარტო შეეჭიდა ჯალათებს,ისინი ბევრნი არიან,ეს ერთია.ჩემის აზრით ,ლოგიკური იყო სიუჟეტის ასე განვითარება.ყველა ცოცხალი ვერ დარჩება,როცა ამხელა სისასტიკეს აწყდებიან.

 



№11  offline წევრი Baby-Nikoleta

აღწერები გაქ მომენტების საოცარიი :*

 



№12  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Baby-Nikoleta
აღწერები გაქ მომენტების საოცარიი :*


მადლობა))

નટિયા તબુુશવિલી · Tbilisi, Georgia
ყოველ ჯერზე ვერ ვმალავ აღფრთოვანებას . ყოჩაღ ! ????????

მადლობაა))

 



№13  offline წევრი ჟიზელი

ტურას გავწიწკნიდი,რომ მიმიშვა :დ
ცოტა მაწუხებს ის ფაქტი,რომ ადამიანი,რომელზეც დამოკკდებულია დანარჩენი სამის სიცოცხლე, დაჭრეს და ახლა თავად არის სათრევი და გადასარჩენი. მე იმ კაცის (სოფლიდან) და ბეროს ძმადნაფიცის იმედი მაქვს.
ველოდები შემდეგ თავს.

 



№14  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ჟიზელი
ტურას გავწიწკნიდი,რომ მიმიშვა :დ
ცოტა მაწუხებს ის ფაქტი,რომ ადამიანი,რომელზეც დამოკკდებულია დანარჩენი სამის სიცოცხლე, დაჭრეს და ახლა თავად არის სათრევი და გადასარჩენი. მე იმ კაცის (სოფლიდან) და ბეროს ძმადნაფიცის იმედი მაქვს.
ველოდები შემდეგ თავს.


მადლობა,ჟიზელ.

ტურა გასაწიწკნია დამქაშებიანად))

 



№15 სტუმარი სტუმარი მარი

დიდი ხანია ასეთი მოლოდინი არ მქონია საიტზე ისტორიის დადებისას.. ძალიან კარგია, გამართულად ნაწერი და დამაინტრიგებელი, განსხვავებული სიუჟეტით და პერსონაჟებით. ძალიან მომწონს❤

 



№16  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი მარი
დიდი ხანია ასეთი მოლოდინი არ მქონია საიტზე ისტორიის დადებისას.. ძალიან კარგია, გამართულად ნაწერი და დამაინტრიგებელი, განსხვავებული სიუჟეტით და პერსონაჟებით. ძალიან მომწონს❤


მადლობა ,მარი

სიმართლე გითხრათ, კრიტიკას მეტს ველოდი,ვიდრე ასეთ თბილ შეფასებებს.

ვღელავდი,თუ როგორ მიიღებდა მკითხველი.რომანტიულ გარემოში,რომ იტყვიან ავტომატით შემოვიჭერი,სისასტიკით და ომით. ამიტომ,ცოტა "შიში" მქონდა)))

 



№17 სტუმარი სტუმარი მარი

ბერო74
სტუმარი მარი
დიდი ხანია ასეთი მოლოდინი არ მქონია საიტზე ისტორიის დადებისას.. ძალიან კარგია, გამართულად ნაწერი და დამაინტრიგებელი, განსხვავებული სიუჟეტით და პერსონაჟებით. ძალიან მომწონს❤


მადლობა ,მარი

სიმართლე გითხრათ, კრიტიკას მეტს ველოდი,ვიდრე ასეთ თბილ შეფასებებს.

ვღელავდი,თუ როგორ მიიღებდა მკითხველი.რომანტიულ გარემოში,რომ იტყვიან ავტომატით შემოვიჭერი,სისასტიკით და ომით. ამიტომ,ცოტა "შიში" მქონდა)))

მე ზუსტად მაგიტომ მომწონს, რომ განსხვავებულია. თანაცა, პატარ-პატარა სასიყვარულო ინტრიგები უკვე ხომ ჩაგვიყარე?!))

 



№18  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

მარი))

თავიდანვე,მცირე დოზით ჩავდე სასიყვარულო ინტრიგა,კი))
ბუნების კანონზომიერებას წინ ვერ აღვუდგებოდი))
ადამიანი ისეა "მოწყობილი",რომ ურთულეს მომენტშიც კი შეიძლება თავი იჩინოს ვნებამ.

 



№19 სტუმარი სტუმარი ნენე

მარტო ერთი თხოვნა მაქვს:მელე დადე რა შემდეგი არ დააგვიანოოო.p.s.ყოჩაღი ხარ,ძალიან მომწონს

 



№20  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნენე
მარტო ერთი თხოვნა მაქვს:მელე დადე რა შემდეგი არ დააგვიანოოო.p.s.ყოჩაღი ხარ,ძალიან მომწონს


15 წუთში გავუშვებ.როდის დაიდება ადმინისტრაციის მიერ,არ ვიცი
მადლობა

 



№21  offline წევრი naniko mindia

Vaime radampalia es tura, kargia warmatebebi veli shemdegs ❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 



№22 სტუმარი სტუმარი ნანა

არ ველოდი აქ ასეთ ისტორიას, მართლა საინტერესოა, ნამდვილი, ზრდასრული... ეტყობა ავტორს ჩამოყალიბებული მსოფმხედველობა. მიხარია რომ წერთ და მისაწვდომია ახალბედა მწერლებისთვის და მკითხველისთვის მსგავსი ისტორიები. წარმატებებს გისურვებთ! ველი საინტერესო ისტორიებს...

 



№23  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

naniko mindia
Vaime radampalia es tura, kargia warmatebebi veli shemdegs ❤️❤️❤️❤️


ავტვირთე უკვე,იმედია მალე დადებენ.მადლობა))

სტუმარი ნანა
არ ველოდი აქ ასეთ ისტორიას, მართლა საინტერესოა, ნამდვილი, ზრდასრული... ეტყობა ავტორს ჩამოყალიბებული მსოფმხედველობა. მიხარია რომ წერთ და მისაწვდომია ახალბედა მწერლებისთვის და მკითხველისთვის მსგავსი ისტორიები. წარმატებებს გისურვებთ! ველი საინტერესო ისტორიებს...


ნანა,დიდი მადლობა.

ჩემი "შიში" ფუჭი აღმოჩნდა.უარყოფითი რეაქცია არავის გქონიათ.პირიქით,გამანებივრეთ სასიამოვნო კომენტარებით))

 



№24 სტუმარი სტუმარი ნანა

მე კი მიკვირს კრიტიკას ვისგან ელოდით?

 



№25  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ნანა
თვითონ სიუჟეტზე მაქვს აქცენტი.შეიძლება ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩენილიყო და უარყოფითი რეაქციები გამოეწვია.კრიტიკის ქარცეცხლში გავეტარებინე))

 



№26 სტუმარი სტუმარი ნანა

ხომ ვთქვი და არა მარტო მე, განსხვავებული და ძალიან საინტერესო სიუჟეტია. ასევე გამართული და ჩამოყალიბებული თხრობის მანერა. ეს იზიდავს მკითხველს. კიდევ ერთხელ, წარმატებებს გისურვებთ!❤️

 



№27  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

თქვენც ასევე, წარმატებები

 



№28 სტუმარი სტუმარი Kato

Sityvebi ar myofnis,bravo! Were, zalian bevri were, megobaro.

 



№29  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

კატო,მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent