ბერო(თავი 8-9)+18 » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბერო(თავი 8-9)+18


17-05-2018, 00:06
ავტორი ტერიკო74
ნანახია 1 208

ბერო(თავი 8-9)+18

წამიერად გაოგნდა სახენაიარევი,პირქუში სახე უარესად ჩაუმუქდა,იარაღი სისწრაფით ამოიძრო ქამრიდან და მამაკაცს რამდენჯერმე დაახალა ფეხებში.
იარაღის ხმა კაცის მოგუდულმა ზმუილმა შეცვალა.ბეროს ფეხზე ნატყვიარიდან ,თბილი სითხე ჩამოედინებოდა.ტკივილი მთელ ტანში უვლიდა,ბარძაყს გაკოჭილი ხელები დააჭირა.

ღუმელთან მსხდომნი ფეხზე წამოიშალნენ.

****

დამწვარი შეშის სუნი, სუფთა ჰაერს ურცხვად ეტორღიალებოდა.ბოსტნის კართან მეცხვარე ძაღლი იწვა,თათები წინ გადაედო,თავი ზედ ჩამოედო და ტანის უძრავად კაცებს შეჰყურებდა.
თავლასთან, ხანშიშესული მამაკაცი და ახალგაზრდა ყმაწვილი იდგნენ.

-მარტო არ წახვიდე დათა ძია,ბევრნი არიან.ყველას იარაღი აქვს.დაუძახე შენს ბიჭებს,მეც უნდა წამოვიდე,-ამაოდ ემუდარებოდა ყმაწვილი. კაცს არაფერი ეყურებოდა. სიმწრისგან პირი მოეკუმა და ცხენს, აკანკალებული ხელებით ადგამდა უნაგირს .

სახლის სიღრმიდან ქალის კივილი ისმოდა,დათას უარესად ეწურებოდა გული.მარინე გოჩას გლოვობდა.

დაღმართს დაშვებული ფაშატი, პატრონს გიჟივით მიაგელვებდა.ფლოქვებით ლაფიან მიწას ჰაერში ყრიდა.ზედ მჯდომს სახე და ტუჩები ერთიანად გაფითრებოდა.ცხენს ფერდებში ძლიერად ურტყამდა ფეხებს.ცხოველიც არ იშურებდა ძალას.
ჭიშკარს გაუსწორდა თუ არა,ცხენს ლაგამი ძლიერად მოუქაჩა და სწრაფად ჩამოხტა.

დამწუხრებულ მამაკაცს მიუახლოვდა ,გადაეხვია და უთქმელად ჩაეხუტა.სიმწრის ცრემლები უხმოდ წასკდათ.
-დათა ძია-დახშული ხმით დაიწყო მოსულმა:-ჯღანა და ვანო გზაში არიან,მოიცადე! შენი მარტო წასვლა,არ იქნება.
კაცი ტაატით დაიძრა ეზოში მდგარ ფიცრულისკენ,მხრები ჩამოჰყროდა და წელში მოხრილიყო.შევიდა თუ არა ,გამხმარ თივის ზვინზე ჩამოჯდა და არაადამიანური ხმით ამოიღრიალა.
კაცის ხმას ძაღლები ყმუილით შეუერთდნენ.
გიგოს და მოსულს თავზე შემოეჭდოთ ხელები,მძიმედ დადიოდნენ წინ და უკან.

-გიორგი,იცოდე მეც უნდა წამოვიდე-დაიბუხუნა გიგომ და ჩაწითლებული თვალები ფიცრულისკენ გააპარა.
-შენ იქ ვერ წამოხვალ ,ბალღო! აქ მიხედე ქალებს! ბიჭებიც მოვლენ!-კბილები გააჭრიალა მაღალმა,ბრგე მამაკაცმა. იალაღივით გაშლილი მხრები შეარხია და ჭიშკრისკენ დაიძრა.ჯღანა და ვანო ამოსულიყვნენ.

***
მდინარის პირზე მდგარი ორი მამაკაცი, ბედაურებს მოახტნენ და ჭენებით ტყის გულისკენ გასწიეს.
-იოსიფ!-დაიძახა მუსამ,როგორც კი დამფრთხალი ცხენები ყალყზე შედგნენ.
-იქ ნადირია ,რაღაცას ესევიან-თქვა და იარაღი მოიმარჯვა.
იოსიფმა ძლივს დაიმორჩილა ცხენი,ჩამოხტა ,აღვირი მუსას გადააწოდა და ფრთხილი ნაბიჯით წინ წავიდა.
თოფის ხმაზე ნადირთა ხროვა აქეთ-იქით გაიფანტა.
ნახევრად ამოთხრილ ორმოდან ადამიანის ტანი გადმოკიდულიყო,დაფლეთილი გვამი საშინლად ყარდა.მამაკაცმა ქუდი მოიძრო და პირზე აიფარა.
სახის გარჩევა შეუძლებელი იყო,ერთიანად დაეგლიჯათ მხეცებს.
-ნუთუ დავაგვიანეთ?!-მუსას შეშფოთებული ხმა გაისმა.
იოსიფი ხმას არ იღებდა,შეკრული წარბებით და გამეხებული პირით დაჰყურებდა ორმოს.
-ხუთი ცხენი დამიბარა,მარტო არ იქნებოდა,მოათვალიერე ახლოში,იქნებ ვინმე არის კიდევ-დახშული ხმით მიმართა მუსას.
ფერდობს აუყვა მუსა.წარბებქვეშ ,მტაცებლის თვალებით იმზირებოდა.
სამი ულაყი იწვა მხეცისგან გამოფატრული.იქვე, ცეცხლის კვალი მოჩანდა.
აქეთ-იქით წვიმისგნ ჩაჟიებული ფუთები ეყარა..
ორი მხედარი თავქვე დაეშვა.

***
წითურს და ბეჟანას საქმე მომთავრებული არ ჰქონდათ,როდესაც ბანაკიდან იარაღის ხმა გაიგონეს,სირბილით შეცვიდნენ ოთახში. გეგეს და დათოს,ტურა ჰყავდათ მომწყვდეული და ცდილობდნენ იარაღი აერთვათ მისთვის.
-შენ ხომ არ უბერავ ბიჭო?! რას ბაცნობ,ბლიად! სანამ არ იტყვის სხვები სად მოქესტა,ამის მოკვლა არ გამოვა,მერეც მოასწრებ!-უყვიროდა გეგე და ტურას მაჯაზე ეჯაჯგურებოდა.
-უკვდავი ვყოფილვარ მაშინ!-ღრჭენით გამოსცრა ბერომ და კიდევ ერთხელ გადააფურთხა კაცების მხარეს.
ავტომობილის ხმამ ყველა ადგილზე შეაყენა.

მზეს , სხვივების ურცხვი ფათურით,ცოტა მოესწრო და აეშრო ნესტი,ბუნების სასიამოვნო სურნელი დატრიალებულიყო.
სამხედრო უაზი ბანაკის შორიახლოს გაჩერდა.ჩია ტანის კაცი,რომელსაც კეხიან ცხვირზე სათვალე ჩამოედო,მანქანის უკანა კარებიდან მკვირცხლად ჩამოხტა. შავი ტყავის მომცრო ჩემოდანი გადმოიღო და საჭესთან მჯდომ მამაკაცს ხელით ანიშნა:

-ფრიდონ,ბიჭებს დაუძახე და ყუთები ფრთხილად გადმოიღეთ!-თქვა და მძღოლის გვერდით მჯდომის კარი გამოაღო.
-მოვედით ბატონო გუჯა,ბუნებასაც კი გაუხარდა თქვენი დანახვა-ჩაიქირქილა კეხიანმა და დოქტორს რევერანსით დაუთმო გზა.
-ნუ ჯამბაზობ , ვახტანგ!-ამოიბუხუნა და ფეხი ძირს ჩამოდგა ტანსრულმა მამაკაცმა,ქუდი მოიძრო და მელოტ თავზე ხელი გადასვა.
ბანაკიდან კაცები გამოიშალნენ,სტუმრებს გზაში შეეგებნენ და მელოტს რიდით ჩამოართვეს ხელი, რიგ-რიგობით.
-აბა,ტურა ,რა ამბები გაქვს,სად არიან პაციენტები?!-მკაცრად შეხედა ტანსრულმა ნაიარევსახიანს და ოღრო-ჩოღროდ ამოფშეკილი წარბები შუბლზე ასწია.
-ბატონო გუჯა,-ყელი გაშრობოდა ტურას,-ფეხმძიმეს და უკრაინელის გარდა ,ყველა აქ გვყავს,-თქვა და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა .
მელოტი სიბრაზისგან წამოწითლდა და თამბაქოსგან გაყვითლებულ კბილებში გამოსცრა:
-რას მეუბნები,იდიოტო?!ხომ გითხარი,ყველა ადგილზე დამხვდეს,თორემ შენ დაგაწვენ იმათ ადგილზე -მეთქი!
ტურა გაფითრებული ადგილზე აცმუკდა.განწირული თვალებით გადახედა ირგვლივ მყოფთ,თითებს ნერვიულად ათამაშებდა.
-ისიც აქ არის,ვინც ისინი წაგვართვა,ჯერ ვერ ვათქმევინე სად ჰყავს გადამალული,მაგრამ იტყვის-ნაიარევი სახე მრისხანების მოლოდინში, საზიზღრად დაემანჭა.

გაშლილი ხელი მოხვდა ზუსტად იმ ლოყაზე .უკან-უკან წაბარბაცდა და თავჩაქინდრული გვერდზე გადგა.
სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა ბანაკისკენ მელოტი,ფეხდაფეხ მიჰყვნენ ლაქიები.

არავის დაუნახავს ნაძვებს ამოფარებული ორი მამაკაცი.
***
ბინდი ეპარებოდა სოფელს. ოთხი მხედარი, ქვაღორღიან გზაზე მიაჭენებდა ცხენებს.
ეზოში,ფიცრულის გვერდით გიგო ჩამომჯდარიყო,თავი ხელებში ჩაერგო და მიწას დაშტერებოდა.ბოსტანთან მწოლიარე ძაღლმა წელი ზანტად აითრია და ბიჭის ფეხებთან გადაინაცვლა.გოჩას გაზრდილი იყო დუდუ.
სახლის სარკმელს ქალი მოსდგომოდა ჩვილით ხელში,უნანავებდა და თან ღაწვებზე ჩამონადენ ცრემლს ხელის ზურგით იწმენდდა.

ბანაკის კარი ისევ აჭრიალდა.ბერომ მილულული თვალები ზანტად გაახილა და ოთახში შემოსულ ნაცნობ-უცნობს გვერდულად გახედა.ბლანტი სითხე მდორედ მოედინებოდა მამაკაცის ბარძაყიდან.
მელოტმა თვალი მოავლო გარემოს,ჯიქური მზერა დაჭრილზე შეაჩერა.მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა ,ჯერ ტახტს გადახედა,მწოლიარეს დააკვირდა,ხელით კისერი მოუსინჯა და ტურას მიმართულებით დაიღრინა.
-გაიტანეთ გარეთ!
ნატას ბაგებზე სილურჯეს დაედო ბინა.
წითური და გეგე, ქალის უსულო სხეულს თავსა და ბოლოში ჩაუდგნენ,მძიმედ ასწიეს და ჭრიალა კარში გავიდნენ.ტურა ადგილიდან არ განძრეულა.

დიტოს და ქეთის სუნთქვა შეეკრათ მელოტის დანახვაზე,გაოგნებული თვალებით მიაჩერდნენ ერთმანეთს,იცნეს ექიმი.
გუჯამ გესლიანად გაუღიმა ორივეს,დაიხარა და თვალებში ჩააშტერდა ქალს.ქეთიმ ზმუილის მაგვარი ხმები წყვეტ-წყვეტილად გამოსცა.
მელოტმა ჩაიცინა ,დიტოს მიუბრუნდა,თმა პატარა ბავშვივით აუჩეჩა და დაჭრილისკენ წავიდა.
-აბა,რაინდო,რამეს მეტყვი ახალს,თუ ვიჩხუბოთ მე და შენ?!-თითით მხარზე უბიძგა ბეროს.
მამაკაცი სახეზე სანთელივიტ ჩამოღვენთილიყო,ტკივილს შეგუებული,მშვიდად იჯდა კედელს თავმიყრდნობილი. სისხლში ამოსვრილი გაბაწრული ხელები,ბარძაყზე დაეწყო და მძიმედ სუნთქავდა.
-წადი შენი!-თვალი არ გაუხელია დაჭრილს,ისე გამოსცრა.
-ოო,მასე ვერ მოვრიგდებით!-ფეხზე წამოდგა დოქტორი.
-ვახტანგ! მომაწოდე ერთი ჩემი ინსტრუმენტი,მეურჩება ეს კაცი,ცოტა ჭკუა ვასწავლო!-ყვითელ კბილებს აკრაჭუნებდა ექიმი.
კეხიანი, ტყავის ჩემოდანს ეცა,რომელიც მაგიდაზე დაედო შესვლისას.ბალთები თითების მოძრაობით სწრაფად გახნა.სკალპელმა ავად გაიელვა კაცის ხელში.ბასრი პირი სარკესავით პრიალებდა.

კუნაპეტ ღამეს ,მთვარე მედალიონივით დაეკიდა.
სადღაც,შორიდან მგლების ყმუილი ისმოდა.
__________________________________________

მადლობა მკითხველს.
არ დაიშუროთ კრიტიკა.

ხვალ და ზეგ გადაუდებელი მისია მაკისრია,თუ ვერ მოვახერხე გაგრძელების ატვირთვა,უნდა მომიტევოთ))скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი Elle

როგორ მომწონს ვერ წარმოიდგენ❤

 



№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი Elle
როგორ მომწონს ვერ წარმოიდგენ❤

სასიამოვნოა,მადლობა))

 



№3 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან კარგიაა <3 ემოციებით ვივსები რომ ვკითხულობ ^_^ თავი არ მოგვანატრო რა :( <3 ^_^

 



№4  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ანა
ძალიან კარგიაა <3 ემოციებით ვივსები რომ ვკითხულობ ^_^ თავი არ მოგვანატრო რა :( <3 ^_^


მადლობა))
ვეცდები,საინტერესოდ განვაგრძო მომავალში საიტზე “მოღვაწეობა“.
დებიუტი შემდგარია)))))

 



№5 აქტიური მკითხველი La-Na

იმედია რამით შეძლებენ დახმარებას ბეროს მეგობრები და არ დაიგვიანებენ.გოჩა და ნატა შემეცოდა.როგორც ჩანს კარგად იცნობენ ექიმს ქეთი და დიტო და საინტერესოა საიდან.იმედია მომდევნო თავში გავიგებთ.
--------------------
ლანა

 



№6  offline წევრი ცარიელი

სკალპელიო? ბეროს კიდე ეგ უნდაა? იმედია მიუსწრებენ მეგობრები თორე ცოდოა.. გოჩა შემეცოდა დათას ემოციებზე ლამის ამეტირა. მოკლედ ბერო ველოდები ახალ თავს იმედია მალე გაგვახარებ ისევ. ისე ცოტა პატარა იყო არ მეყო უცბად შემომეკითხა )) თუმცა თქვენიც მესმის მწერლების )
--------------------
ხელმოწერა

 



№7  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

La-Na
იმედია რამით შეძლებენ დახმარებას ბეროს მეგობრები და არ დაიგვიანებენ.გოჩა და ნატა შემეცოდა.როგორც ჩანს კარგად იცნობენ ექიმს ქეთი და დიტო და საინტერესოა საიდან.იმედია მომდევნო თავში გავიგებთ.


ვნახოთ,მეგობრები თუ შეძლებენ ბეროს დახსნას.
ქეთის და დიტოს რა კავშირი ჰქონდათ დოქტორთან,გაირკვევა))
მადლობა))

mirandaa31
სკალპელიო? ბეროს კიდე ეგ უნდაა? იმედია მიუსწრებენ მეგობრები თორე ცოდოა.. გოჩა შემეცოდა დათას ემოციებზე ლამის ამეტირა. მოკლედ ბერო ველოდები ახალ თავს იმედია მალე გაგვახარებ ისევ. ისე ცოტა პატარა იყო არ მეყო უცბად შემომეკითხა )) თუმცა თქვენიც მესმის მწერლების )


ვიცი,სხვებთან შედარებით პატარა თავია. ვცდილობ,არ გამომრჩეს რაიმე დეტალი,რომელიც გაურკვევლობაში დატოვებს მკითხველს. შრომატევადია.მჭირდება დრო,რომ ისტორიის დასასრული საინტერესო იყოს. ბანალური ელფერი რომ არ დაკრავდეს))
მადლობა))

 



№8 სტუმარი ეკა

წიგნს რომ ვკითხულობდე ბოლო თავი უკვე წაკითხული მექნებოდა ☺

 



№9  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ეკა
წიგნს რომ ვკითხულობდე ბოლო თავი უკვე წაკითხული მექნებოდა ☺


მადლობა))

 



№10 სტუმარი giorgi

Beros cxovrebit dagvawyebine cxovreba she dalocvilo da axla 2 dge gvtoveb am 48 saats gadzleba ar unda

 



№11  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

giorgi
Beros cxovrebit dagvawyebine cxovreba she dalocvilo da axla 2 dge gvtoveb am 48 saats gadzleba ar unda


:)))
მადლობა
ძალიან დატვირთული მაქვს ,ეს ორი დღე. უნდა მაპატიოთ)))

 



№12 სტუმარი სტუმარი ნონა

ძალიან არ დაგვიგვიანო გაგრძლება :)

 



№13  offline წევრი naniko mindia

Kargi iyo magram oridge dagvianeba armomewona, warmatebebi veli male shemdeg tavs
--------------------
lomidze

 



№14  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნონა
ძალიან არ დაგვიგვიანო გაგრძლება :)


ვეცდები))

naniko mindia
Kargi iyo magram oridge dagvianeba armomewona, warmatebebi veli male shemdeg tavs


kissing_heart

 



№15  offline წევრი richirichi

ძალიან მძიმე წასაკითხია,ძალიან.სუსტი ნებისყოფის ადამიანი ბოლომდე ვერ წაიკითხავს.ვკითხულობდი და ნაწერს ძლივს ვარჩევ,თვალებიდან ცრემლი თავისით მოდის.ყველას არ შეუძლია ასე ღრმად შეღწევა მკითხველის გულში.ყოჩაღ.....

 



№16  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

richirichi
ძალიან მძიმე წასაკითხია,ძალიან.სუსტი ნებისყოფის ადამიანი ბოლომდე ვერ წაიკითხავს.ვკითხულობდი და ნაწერს ძლივს ვარჩევ,თვალებიდან ცრემლი თავისით მოდის.ყველას არ შეუძლია ასე ღრმად შეღწევა მკითხველის გულში.ყოჩაღ.....

ძალიან სასიამოვნოა ასეთი შეფასება,მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent