შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 15


17-05-2018, 22:37
ავტორი Queenofmoon
ნანახია 1 019

შენს მკლავებში დავლევ სულს 15

სიგარეტის კვამლს მთელი ოთახი აქვს მოცული,მხოლოდ ფანჯრიდან თუ აღწევს სინათლე ოთახში და იოანეს სავარძელს უკნიდან ეხება,სავარძლის უკანა მხრიდან მხოლოდ მისი გრძელი ლამაზი თითები მოჩანს,რომელსაც სიგარეტი აქვთ მოქცეული და თითქმის ბოლომდეა ჩამწვარი,რომელსაც კვამლიც კი სუსტად გამოსდის.
მამაკაცს მხოლოდ რამოდენიმე ზარი აფხიზლებს და ტელეფონს ჯიბიდან იღებს.
-გისმენთ
-ალბათ დიდი ხანია ჩვენს ზარს ელოდები,ბატონო იოანე
იოანე წამიერად ფხიზლდება და ბურუსიდან გამოჰყავს მის ცინიკურ ხმას,თვალებს ისრესს ამდენი უძილობით და შუბლზე ძარღვი ებერება.
-ევა სად არის?!
-ოჰოო.. ევაა...შენი სიყვარული?რომ იცოდე რა დღეშია...
იოანე მძიმედ ყლაპავს ნერწყვს,სავარძელს შორდება და აქეთ-იქით იწყებს სიარულს გაუჩერებლად.
-შენი ევა ისევეა ნაცემი,როგორც ჩვენი უფროსი. ნიკას თუ არ გაანთავისუფლებ,იმაზე მეტს მიიღებს ევა,ვიდრე წარმოგიდგენია..
-სად ხართ!!თქვი ეხლავე!!!!
-სისულელე არ გააკეთო იცოდე,ნიკა ჩაგვაბარე,შენი ბინძური ქალი შენთვის დაიტოვე..
-შე ნაბ***არო,ეს ყველაფერი რომ არ შეგრჩება მაგას ხომ ხვდები?!!!
-ჩვენ უკვე შეგვრჩა,გემრიელი კახპა გყოლია,უკვე გავუსინჯეთ გემო...მმმ.. მაგრამ აღარ მგონია პირი დააკარო ამ ყველაფრის მერე..დროებით,12 საათში დავრეკავ.
იოანე გაშეშებული დგას,ტელეფონი ისევ ყურთან აქვს მიდებული საიდანაც შეუჩერებლად ისმის წყვეტილი ზარი,თვალები შუშის უხდება,ყველაფერს ამსხვრევს გარშემო,ხმაურზე ბიჭები შემორბიან და ცდილობენ დაამშვიდონ.
-იოანე რა ხდება?!! იოანე!!!
-ბიჭო რა მოხდა?! იტყვი?!
-დარეკეს..
ბიჭები იოანეს ხმის გაგონებაზე,მაშინვე მიხვდნენ რომ ყველაფერი ძალიან,ძალიან ცუდად იყო..იოანე,ასეთი განადგურებული არასოდეს ყოფილა,ასეთი გატეხილი,ასეთი სუსტი და უმწეო,ყველასგან მიტოვებული,თვით ღმერთისგან...
თავის თავს ადანაშაულებს იმაში,რომ ევას ამდენჯერ მოუწია ამდენი რამის გადატანა და ქალისთვის ყველაზე რთული ცხოვრებაში - ბინძური ცხოველის მიერ გაუპატიურება.. იოანემ,ისიც არ იცის,ვინ გააკეთა ეს სიბილწე,მაგრამ ,რა თქმა უნდა, ვინც არ უნდა იყოს ის ,ცოცხალი ვერ გადარჩება..
ევას გარეშე გატარებული ყოველი დღე დილაა მზის გარეშე,ღამეა მთვარისა და ვარსკვლავების გარეშე,სანაპირო ზღვის გარეშე..
ყველაფერმა რომც ჩაიაროს,როგორ ჩახედავს ევას თვალებში,როგორ იცხოვრებს ევა ისევ... ევას ცხოვრებაში იოანემ დატოვა ყველაზე დიდი,მოუცილებელი ლაქა,რომელიც ასეთი დაუვიწყარია სამწუხაროდ. მათ ჯერ რამდენი ბედნიერი დღე უნდა გაევლოთ ერთად,რამდენჯერ უნდა ეთქვა იოანეს მისთვის როგორ ძალიან უყვარდა,ევას რომ დაიბრუნებს,ეშინია,ის თაფლისფერი თვალები არ იყოს ჩამქრალი და მისთვის ბავშვურად არ ციმციმებდეს,ევას ახირებები,მისი სულელური საქციელები რომლებიც ასე უყვარდა და ასე ართობდა,ეს ყველაფერი არ გაქრეს,მისი ცხოვრება,სისხლითა და სიშავით მოცული,რომელსაც მხოლოდ ევა ანათებდა როგორც ანგელოზი,ეშინია,ეს ანგელოზი არ გაფრინდეს,არც მისგან,არც ევასგან...
*****
განადგურებული ევა ძირს გდია უმოწყალოდ,დათო შარვლის ელვას იკრავს და კმაყოფილი სახით ოთახს ტოვებს. ევას თვალები გახელილი აქვს,რომლებიც არც კი ხამხამებენ და მხოლოდ თვალიდან მოედინება ცრემლების გროვა მდინარესავით.
ევას წინ გაიშალა მთელი ცხოვრება,უდარდელი ბავშობა,მეგობრები,ოჯახური იდილია,დედა, მამა, ძმა.. გიო.. ყველაფერი თითქოს დალაგებული იყო,ევა,უცოდველი და სუფთა იყო.. ახლა..ახლა კი მხოლოდ სიძულვილი აღძრავს მთელ სხეულში,არ უნდა არც სიყვარული,არც სახლი..უბრალოდ გაქრობა , უბრალოდ სიკვდილი.. მაგრამ..მის სხეულში მყოფ პატარა სიცოცხლეს როგორ გასწირავს?!
ევა ისევ იდებს ხელს მუცელზე,თვალებს მაგრად ხუჭავს და ისტერიკული ტირილი უტყდება სიცილთან ერთად.
"მაპატიე ჩემო პატარა,მაპატიე..ვერ მოვასწარი შენზე მეთქვა რაიმე მამიკოსთვის..მაპატიე ჯერ კიდევ შენი არსებობა რომ არ იცის..მაპატიე,რომ გეტკინა...მაპატიე.."
****
-არ მინდა იმის დაჯერება,რომ დათო ამ საქმეშია გარეული..ამბობს თორნიკე და ნაფაზსს არტყავს.
-არსად არ ჩანს..ფაქტია,გარეულია..(ვაჩე)
-ევა უცემიათ,ძალა უხმარიათ.. იოანე განადგურებულია..ყურადღება მიაქციე რამე სისულელე არ გააკეთოს,მე უნდა წავიდე დავრეკო
-სად მიდიხარ?
-ანტონიოს უნდა შევეხმიანო..ხომ ხედავ,საქმე რთულადაა.. დახმარება გვჭირდება.. მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით..იოანეს ფიქრიც კი უჭირს ახლა და ვერ ხვდება ამას,ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ,გესმის?
-კაი მიხედე საქმეებს,იოანესთან შევალ.
-დროებით.
-იოანე.. კარს ვაჩე აღებს და საწოლზე მჯდარ იოანეს უყურებს რომელიც ერთ წერტილსაა მიჩერებული..
-ყველაფერი კარგად იქნება,გვერდით ვაჩე ჯდება და მხარზე ხელს ადებს..ვიპოვით და ყველას ******* ოღონდ ძალა მოიკრიბე.. ევას შენი დახმარება სჭირდება...
ევას ხსენებაზე იოანე წამიერად თვალებს ხუჭავს და ცრემლები სკდება.
შუბლზე ხელს იდებს და ცრემლებს ვერ იკავებს,არ შეუძლია.
-მოვკლავ..არცერთს არ ვაცოცხლებ..ყველაფერს გავანადგურებ... წამებით ამოვხდი სულს ყველას...ყველას,ვინც ევას რამე დაუშავა. ვინც არ უნდა იყოს - ამ სიტყვებს იოანემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი და ვაჩეს თვალი თვალში გაუსწორა.
იო დგება და ევას ბარგს ხსნის,მის აბრეშუმის ხალათს იღებს რომელიც ევას არაამქვეყნიური სურნელითაა გაჟღენთილი და ხარბად ისუნთქავს.საწოლზე წვება და ხალათს უფრო მჭიდროდ უჭერს ხელს,თვალებს ხუჭავს და ევას სახეს წარმოიდგენს,რომ კარგად ახსოვდეს მისი ყოველი ნაკვთი,მისი თვალები,ტუჩები.
ფილმის კადრივით უტრიალებს ის მომენტი,ევა რომ სახლში მიიყვანა,როგორ ეშინოდა მაგრამ მაინც როგორ შეუპოვრად ეწინააღმდეგებოდა ყველას.. "იოს გოგო" ..
თვალ დახუჭულს ეღიმება წარსულზე, ევას ყოველ სიტყვებზე..
"ხელი გამიშვი ცხოველო"
"ცხოველი არ ვარ აქ გამომკეტო"
"მიდი მომკალი! "
"შენი არასდროს გავხდები,საქმრო მყავს უკვე!"
"საზიზხარი ხარ,ნამდვილი ცხოველი,მანიაკი!"
"მკველელო,გაეთრიე ჩემი ოთახიდან"
"მეზიზღები,ნუ მეხები"
"მეტი საქმე არ მაქვს შენზე ვიოცნებო!"
"სახლიდან შენს გამო გამოვიქეცი"
"ძალიან მიყვარხარ იოანე"
"იო..მენატრებოდი..არ წახვიდე რა.."
"შენთან ერთად წამიყვანე,შენს გარეშე ვერ ვძლებ,მიყვარხარ!მიყვარხარ!"
იოს უფრო მეტად აწვება ტკივილი,მთელი სხეული სტკივა,ისე,თითქოს ევას ტკივილს გრძნობდეს...ყოველი მოგონება ერთმანეთს ერწმის,ერთი მეორეს ეკრობა მიკრობებივით და გონებიდან გამოღწევას არც კი ცდილობენ,პირიქით...
*****
-აბა ხომ არ მოგშივდა?! ბოდიში,ლამაზოთი რომ ვეღარ მოგმართავ...რადგან ტყუილის თქმა არ შემიძლია...ამბობს ერთ ერთი რუსი ახალგაზრდა და მის წინ პურის ნატეხს აგდებს.
-მე მივხედავ,ეუბნება ერთ-ერთ ერთი და მამაკაცი მის წინ იმუხლება.
-გაეთრიე აქედან..
-მითხარი როგორ ხარ ევა..
-გაეთრიე პირუტყვო..როგორ მეზიზღები..როგორ მეზიზღები...ჩუმი აკანკალებული ხმით ლაპარაკობს ევა,რომლის სიტყვების გარჩევა იმდენად ძნელია,არც კი ისმის.
-შემომხედე!!
დათო მისკენ ტრიალდება და მისი დანახვისას ევა სახეში აფურთხებს,კაცი მაშინვე ხელს იღებს დასარტყმელად მაგრამ წამიერად ჩერდება,მისი ჩალურჯებული,დასიებული თვალის დანახვისას საიდანაც სისხლი უმწეოდ მოსდის.
-წყ...წყალი
-ახლავე... ახლავე მოგიტან
წყლით სავსე ჭიქით მიემართებდა დათო მისკენ,მაგრამ ევა უკვე გონება წასული ხვდება,ხელებს წყლით ისველებს და სახეზე უსვამს,ფრთხილად არტყავს ლოყაზე გამოსაფხიზლებლად,მკერდზე თავს ადებინებს და თავს სწევს რომ წყლის დალევაში მიეხმაროს.
ხელში იყვანს და ევას საწოლზე აწვენს,საბანს აფარებს მუცლამდე და მის სახეს სინანულით უყურებს.
-შენ მაინც ყველაზე ლამაზი ხარ... ამბობს და ხელს სახეზე ეფერება.
******
ისევ ჩემს წყვდიადში მეღვიძება,გარშემო ვიხედები და მთვარის შუქი იჭრება ოთახში სუსტად,სხივს ოთახში არსებული მტვერი ერევა თითქოს მწერების კორიანტელი იყოს,ვუყურებ..ვუყურებ და ამით გამყავს ყოველი სიცოცხლის წამი,ყოველი ჩასუნთქვა. მოპირდაპირე ოთახიდან გაურკვეველი დიალოგი მესმის,რას აპირებენ ამ შუაღამეს..რაღაც გეგმა აქვთ ჩაფიქრებული?
..საწოლზე ვჯდები და ფანჯარას ვუახლოვდები,სამწუხაროდ იმდენად პატარაა ჩარჩო,ვერ გადავხტები და ვერ დავასრულებ სიცოცხლეს..ესეც სპეციალურად გათვლილია ღმერთო?!მწარედ მეცინება ჩემს ბედზე..
ისევ საწოლზე ვჯდები და მთვარის შუქს ვაკვირდები,კარებზე გასარების რამოდენიმე გადატრიალება მესმის და უცნობი შემოდის.
-ევა..ჩემი სახელი მოსცრა პირიდან და შორიახლოს დადგა დამნაშავესავით.
-რამდენჯერ გითხარი ნუ შემოდიხარ აქ მეთქი...ვერ გაიგე?!!
-დამშვიდდი და მომისმინე.. უფრო ახლოს მოდის, მაშინვე საწოლიდან ვხტები და უკან გავრბივარ.
-არ მომეკარო!!!! არ მომეკარო!!!
-კარგი.. კარგი.. არ გეკარები,აი.. ხედავ? ხელებს მაღლა სწევს და მანიშნებს რომ უკუსვლით მიდის და თავის ადგილს უბრუნდება.
-იოანეს სადაცაა დავუკავშირდებით და გავიგებთ ნიკას დაგვიბრუნებს თუარა...
-იოანეს ნიკა ჰყავს?! გულზე დიდი ლოდი მომეშვა თითქოს,თუმცა ჩემი ბედნიერი მზერა მას არ დაუნახავს სიბნელეში...
აღიარე...როგორ კანკალებთ შიშისგან...
-რატომ უნდა მეშინოდეს?!!
-გეშინია.. იცი..იოანემ საკუთარ ძმას არ შეარჩინა მეგობრების სიკვდილი..გგონია შენ ან ვინმეს რამეს შეარჩენს?!
-ჩემთან ასე ლაპარაკს როგორ ბედავ?!!! ხელს სწევს და ჩემკენ მოემართება,ხელს როგორღაც ვიცილებ და ზიზღნარევი ხმით პასუხს არ ვაყოვნებ
-რას იზავ?!! ისევ ძალას იხმარ ჩემზე?!! ისევ ლაჩრულად მოიქცევი?!!!ისევ დამარტყავ?!! რატომ არ ირებ ხმას,ჰა?!!!
-გთხოვ ევა.. არ გინდა..
-მე არ მინდა?! მე?!! შენ იმაზე უარესი გამიკეთე,ვიდრე აქამდე ჩემთვის დაუშავებიათ...ცხოველო..არაადამიანო.. ვერ წარმოიდგენ,როგორ მეზიზღები..
შენგან განსხვავებით,მშიშარა და ლაჩარი არ ვარ.. არც სიკვდილის არ მეშინია..პირიქით,იცი? იცი როგორ მინდა?! იცი ყოველ წამში როგორ ვცდილობ,რომ თავი მოვიკლა?! ყველანაირ ხერხს ვფიქრობ გეგმა როგორ განვახორციელო,მაგრამ...ჩემში იმ პატარა არსებას ვერ ვკლავ,რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავს,ჯერ კიდევ უმწეოა...მას არ დავუშავებ არაფერს..
ჩემი თავი ისე აცემინე მათ,თვალიც არ დაგიხამხამებია...და მერე,უარესიც დამიმატე... იმაზე უარესი,ვიდრე ცემა და წამებაა..
-ორსულად ხარ?!
-ხო,ვარ. და იმ კაცისგან ველოდები ბავშვს,რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ვერავინ ამ ქვეყნად ვერ ჩაანაცვლებს მის ადგილს ვერასოდეს!!!!!
დათო იმუხლება ჩემს წინ და მოულოდნელად სიჩუმე ისადგურებს,მისი განწირული ქვითინი ყურებში ყრუდ ჩამესმის და ლამისაა სიგიჯის ზღვრამდე მივიდე,ნუთუ მეჩვენება?!ნუთუ მეჩვენება იმ კაცის სინანული,იმ კაცის ქვითინი რომელსაც ყველანაირად მომაყენა ზიანი?!
-მაპატიე ევა...მაპატიე..მაპატიე...
-ღმერთს სთხოვე გაპატიოს და პირველ რიგში იოანეს,როცა ოდესღაც პირისპირ ნახავ და თვალებში შეხედავ.
ოთახის კარი ისევ იღება,ისევ უცხო მამაკაცი შემოდის,მეორე კართან დგას და მათი ხმა საშელ შიშს აღძრავს ჩემში.
-დავით,დროა. ამბობს მაღალი,დათო დგება და მათ უახლოვდება,ტელეფონს იღებენ და მე მაშტერდებიან.
მე კი ვხვდები,რომელ ნომერზე გავა მომავალი ზარი,ვინ იქნება ის,ვინც მათ პასუხს გასცემს,გული სწრაფად მიჩქარდება,მუხლები მეკეცება და ისევ საწოლზე ვჯდები.
-მოგესალმებით კიდევ ერთხელ,ბატონო იოანე...იმედი მაქვს სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ.
-რა თქმა უნდა მივიღე. ჯერ ევა დამალაპარაკეთ
-ჩვენ მაგაზე შევთანხმდით ნუთუ?!
-ხმა გამაგონე ევასი ბიჭო!
-კარგი,კარგი..
მაღალი ტელეფონს მაწვდის,მიბრძანებს,რომ მას დაველაპარაკო.. ჩემთან ლაპარაკი უნდა,გულში თითქოს მრავალი ისარი მესობა..უარის ნიშნად თავს ვაქნევ და გაკვირვება ყველას სახეზე ეტყობა.
-დიდხანს გელოდო???!!! ბრაზი ერევა ხმაში და ტელეფონი ისევ ჩემკენ აქვს მოშვერილი,მე კი ისევ თავს ვაქნევ და ზურგით ვდგები.
-შენს გოგოს არ სურს შენთან ლაპარაკი,რას ვიზამთ.
-რას ჰქვია ჩემთან ლაპარაკი არ უნდა?! ევას რამე დაუშავე შე ნაბი*ვარო?!
-გეუბნები,ცოცხალია,ჩემს წინ დგას და უბრალოდ საუბარი არ უნდა,ვერ გაიგე თუ მაინც და მაინც მისი ყვირილი გინდა გაგაგებინო?!
-მაიდანეს წითელი ქუჩაზე,კოვარენკოსთან გელოდები,15 წუთში იქ ამოა*ვით.
ტელეფონი გათიშა და თავისთვის ჩაილაპარაკა..
-ესეც ასეე,ცინიკურად ჩაიღიმა და მზერა მომაპყრო,გაემზადე პატარა კახპავ,მალე გავდივართ.
თვალებიდან ცრემლები ისევ წამსკდა,ვერ შევძელი მასთან ლაპარაკი...ვერ შევძელი იოს ხმის გაგება..ღმერთო,დაიფარე გთხოვ..არაფერი დაუშავდეს...
პირზე წებოვან ლენტს მაკრავენ და მანქანაში მსვამენ,გვერდით დათო ზის და ხელი მკლავზე აქვს მოჭერილი,რაზეც ყოველ წამში ვიშმუშნები ტკივილისგან,მაგრამ მაინც არ მიშვებს.
მანქანები გაჩერდნენ,წინ მხოლოდ რამოდენიმე მანქანის შუქს ვხედავ,ორი კაცი მანქანიდან გადმოდის,მე კი მხოლოდ ფანჯრიდან ვიყურები და გვერდით ისევ დათო მიზის,ლაპარაკი არ შემიძლია, მაგრამ ვცდილობ რამენაირად მივანიშიშნო რომ ხელი გამიშვას.
დათოს კანკალს ვგრძნობ,ვგრძნობ, როგორ ცახცახებს,როგორ ეწვის თვალები და შუბლიდან ოფლი მოედინება,ცდილობს წინ არ გაიხედოს.
როგორც იქნა წინა მანქანიდანაც გადმოსხდნენ ტიპები..და ჩემს იოს მოვკარი თვალი.. წინ დგას დაძაბული,აქეთ იქით იყურება,ვხვდები თვალებით როგორ მეძებს,როგორ მინდა მასთან გავიქცე,მას ჩავეხუტო,მაგრამ მრცხვენია..არ შემიძლია,მის წინ როგორ დავდგე,როგორ შევხედო თვალებში...თვალებს ისევ დათოსკენ ვაპარებ და მისი სახე მეჩეხება,წარბშეკრული როგორ მიყურებს.
-ევა სად არის?!
-მანქანაში,მიდი მიდი,გადმოგვეცი ნიკა.
-ევა მანქანიდან გადმოიყვანე. იოანე იძაბება და მუშტს კრავს.
-შენ შეთანხმება ხოარ დაგავიწყდა?!
-შეთანხმებით არ ვარ აქ?! შენ საერთოდ ნიკას გარეშე რას წარმოადგენ?ეხლა რომ ნიკას პირდაპირ შუბლში ვესროლო და ცარიელი ხელებით დარჩეთ,მერე რას იზავთ?!ვინ ჩემი ფეხები ხარ მის გარეშე?
იოანეს სიტყვებზე მაღალი ყოყმანობს,მეორე ტიპს თვალებით ანიშნებს რომ ევა გადმოიყვანონ,მანქანას უახლოვდებიან,იოანესაც გადმოჰყავს ნიკა მანქანიდან და წინ აჩერებს.
ამ დროს მანქანა იქოქება და დათო ადგილიდან უჩინარდება.
-რა ხდება?!!
ორი ახალგაზრდა მაშინვე მანქანისკენ გარბის,იარაღებს იღებენ და სროლა ტყდება,მაგრამ მანქანა უკვე შორსაა და ვერცერთი ტყვია ვერ ხვდება,
იოანე იარაღს იღებს და ამის დანახვაზე ისინიც იარაღებს უმიზნებენ,მათ უკან პორშე აჩერებს და ანტონიო გადმოდის რამოდენიმე კაცთან ერთად,ახალგაზრდები უკვე ძირს ყრიან თავგახვრეტილები.
ნიკა შეშინებული დგას,უკვე იცის რა ბედიც ეწევა,იოანე თვალებში უყურებს მთელი ზიზღით,საფეთქელზე იარაღს ადებს და წამის მეასედში ტყვია მეორე მხრიდან ფეთქავს.
*****
დათო წებოვან ლენტს მხსნის,გახშირებულად სუნთქავს,საჭესთან წამიერად ჯდება,მანქანას ქოქავს და იქაურობას ვტოვებთ. მთელი ძალით ვყვირი,ვტირი,მაგრამ თითქოს ჩემი ხმა არც ესმის.. როცა იოანესთან ასე ახლოს ვიყავი,ყველაფერი მთავრდებოდა,ახლა ისევ მისგან შორს ვარ,უკვე ძალიან შორს,ვგრძნობ მანქანას ტყვიები როგორ ხვდება და ისხლიტავს ყველას,ყოველი ტყვიის შეგრძნებისას მბურძგლავს და ტანში მცრის,დათოს არაადამიანურად დაჰყავს მანქანა,მთელი სისწრაფით,ისიც კი არ ვიცი სად..
-გააჩერე!!! სად მიგყავარ ცხოველო!!!!
-ხომ გითხარი ერთად გავიქცევით აქედან მეთქი
-დათო გაჩერდი , გთხოვ გაჩერდი!!! წამიყვანე უკან..გთხოვ..

როგორც დაგპირდით,მალე დავდე და ვეცადე უფრო დიდი თავი ყოფილიყო ^_^ იმედია მოგეწონათ <3скачать dle 11.3




№1 სტუმარი Maariiaamii

გთხოვ ცოტა მალე დადე და არ დააშორო ევა და იო გთხოვ რა ^^

 



№2  offline წევრი naniko mindia

Auuu ramagariaaa iyo datos darxeuli aq ioanezgan male dade veli shemdegs tavs ❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 



№3  offline წევრი meocnebe avadmyopi

აუ კაი რა ეს გვინდოდა ახლა ჩვენ
ევას ამბავი რომ ვიცი იოანეს თვალებში ვერ ჩახედავს
რა წესია ახლ;ა ეს მალე დადე რა

 



№4  offline აქტიური მკითხველი grafo

აჰა, მიუხედავად იმისა რომ მარტო ბედნიერი დასასრული მიზიდავს ისტორიებში, ეს არის ისტორია სადაც...იომ ევა რომ იპოვოს და ევამ კის მკლავებში დალიოს სული(როგორც სათაური გვეუბნება) საუკეთესო დასასრული იქნება.
ასე არ უნდა გაგეწირა შენი ისტორიის გმირები. დათო რაც არ უნდა არაკაცი იყოს, როგორც წინა თავებში აღგვიწერე ევა მართლა უყვარდა. და საყვარელ ქალს ასე არ მოექცეოდა. ბევრი შეცდომა გაგეპარა ჩემი აზრით.

 



№5  offline წევრი Queenofmoon

Maariiaamii
გთხოვ ცოტა მალე დადე და არ დააშორო ევა და იო გთხოვ რა ^^

naniko mindia
Auuu ramagariaaa iyo datos darxeuli aq ioanezgan male dade veli shemdegs tavs ❤️❤️❤️❤️❤️❤️

meocnebe avadmyopi
აუ კაი რა ეს გვინდოდა ახლა ჩვენ
ევას ამბავი რომ ვიცი იოანეს თვალებში ვერ ჩახედავს
რა წესია ახლ;ა ეს მალე დადე რა

მალე დავდებ აუცილებლად heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

grafo
აჰა, მიუხედავად იმისა რომ მარტო ბედნიერი დასასრული მიზიდავს ისტორიებში, ეს არის ისტორია სადაც...იომ ევა რომ იპოვოს და ევამ კის მკლავებში დალიოს სული(როგორც სათაური გვეუბნება) საუკეთესო დასასრული იქნება.
ასე არ უნდა გაგეწირა შენი ისტორიის გმირები. დათო რაც არ უნდა არაკაცი იყოს, როგორც წინა თავებში აღგვიწერე ევა მართლა უყვარდა. და საყვარელ ქალს ასე არ მოექცეოდა. ბევრი შეცდომა გაგეპარა ჩემი აზრით.


იმ კომენტარის მერე,არ მეგონა საერთოდ ჩემი მოთხრობის კითხვას თუ გააგრძელებდით,მაგრამ როგორც ჩანს გაგიგრძელებიათ და დიდი მადლობა ამისთვის relieved რაც შეეხება შეცდომის გაპარებას,არა..არანაირი შეცდომა არ გამპარვია,ეს იყო ჩემი მიზანი,ჩემი ჩანაფიქრი და არა უცბად მიღებული გადაწყვეტილება წერისას. როგორც მწერლისთვის საწყენია,რადგან დათოს პერსონაჟში ის ვერ დაინახე რა ჩანაფიქრიც მქონდა,მაგრამ იმედია შემდეგი თავებიდან მიხვდები. pensive გმირების ასე გაწირვაც საჭირო იყო სამწუხაროდ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent