შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბერო(თავი10)+18


18-05-2018, 14:04
ავტორი ტერიკო74
ნანახია 991

ბერო(თავი10)+18

მთვარის შუქი შეუპოვრად ანათებდა გარემოს.ალაგ-ალაგ გაყინული თოვლი ალმასივით ბრწყინავდა.
ნაძვნარში ,ხეებს ამოფარებულ მამაკაცებს ,სხეული დასჭიმოდათ და დაძაბულები იდგნენ.მთელი ყურადღება ბანაკისკენ ჰქონდათ გადატანილი.
-იოსიფ,ეს ხალხი საეჭვოდ მეჩვენება,-გადაუჩურჩულა მუსამ მამაკაცს და
კარში გამოსულ ორ კაცს თვალმოჭუტული დააკვირდა,რომელნიც წელში მოეხარა მძიმე ტვირთს.

საპირისპირო მხარეს ,ბორცვზე,რომლის ამაღლებული ზედაპირი ,მოესწრო და გაეშრო მზეს,ოთხი მამაკაცი გულდაღმა გაწოლილიყო და სანადირო თოფები ბანაკისკენ მიეშვირათ.
უჩუმრად ზვერავდნენ კარში გამოსულთ.
-დათა ძია,მგონი ქალი უჭირავთ,თმა გრძელი უჩანს,-ხმის აჩქარებით გადასჩურჩულა გიორგიმ და ნაძვნარისკენ დაძრულ კაცებს თვალი მიაყოლა.

ხანშიშესულს სახე მოექუფრა,თხელ ულვაშზე, თითებით,გაღებულ პირს წრე მოატარა და ბაგეს ძირთან ნიკაპი მოისრისა.
-მგონი ეს მდევარია,ის ბიჭი რომ გაურბოდა.უნდა გამომყოლოდა შინ,-თავი დანანებით გაიქნია დათამ.
წითური და გეგე ნაძვნარის სიღრმისკენ მიათრევდნენ ქალის გვამს. დრო და დრო ხან ერთი წაიბორძიკებდა,ხან მეორე.გინებ-გინებით დააგდეს ხის ძირში „ტვირთი“.

-გეგე,მომხედე აქეთ,-ქოშინობდა წითური ,-ეს გუჯა იმდენს იზამს,ნარზე წამოგვაწვენს.მერამდენე უნდა დავმარხო დღეს,?- მკლავებმოხრილმა ხელები წინ და უკან გადაატრიალა.
-მოკეტე და მოკიდე ხელი!-დაუღრინა გეგემ და გვამს ფეხებში ხელი ჩაავლო.
-ამომასუნთქე ,ბიჭო,გავწყდი ამ მკვდრების თრევით. თუ კიდევ არ მიგვიმატა ის კაციც,-საღერღელი აშლოდა წითურს.

გეგემ ქალის ფეხებს ხელი გაუშვა და მოლაყბეს სწვდა ყელში.
-მაგაში გიხდიან მაყუთს,გესმის?!მარტო ვირთხასავით ძრომიალში კი არა! -ღრენით მოტრიალდა გვამისკენ.
-არა,რას წამოათრია ესენი თბილისიდან ,ძაღლებიც დამიხოცა მაგის ხუშტურებმა.ის ჩემის რემბო საიდანღა გამოხტა,ტფუი,ბლიად!-აგრძელებდა წითური და ხვნეშა-ხვნეშით მიათრევდა სიმძიმეს.
-ბიჭო,დააყენე ტ..კი!სანამ მიგაყოლა შენს გოშიებს!-გეგემ მობეზრებულად გაიქნია თავი.

ბორცვზე ჩასაფრებულებმა სიბნელის მიუხედავად,კარგად გაარჩიეს, ნაძვებიდან სისწრაფით გადმომხტარი ორი მამაკაცი,რომლებიც ვეფხვებივით ეცნენ წელში მოხრილებს.მოგუდული ხმა მისწვდა მათ ყურთასმენას.
-ესენი ვინღა არიან?!-ერთმანეთს გადახედეს ვანომ და გიორგიმ ,გაურკვევლობაში მყოფი თვალებით.

***
კეხიანმა, ცბიერად გააცოცა თვალები და მელოტს ინსტრუმენტი გადასცა.რასაც ქეთის შეკივლება მოჰყვა.
-ქეთი,ქეთიი!-ცინიკური ღიმილით შეატრიალა თავი ქალისკენ დოქტორი,-რაო,პატარავ?!შენ მეტყვი სად წაიყვანა დანარჩენები?! თუ შენ?!-ახლა დიტოს მიუტრიალდა და საოპერაციო დანა ცხვირწინ აუთამაშა.
-არ ვიცი,არ ვიცი!-შეშინებული თვალებით ისტერიულად იქნევდა თავს ქალი.ყველაზე საშინელ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა,რომ ეს, მუდამ ტკბილად მოუბარი მკურნალი ,ჯალათი აღმოჩნდებოდა. გზაში გახდა ერთხელ ცუდად,გონება დაკარგა. თვალების გახელისას მელოტ თავს წააწყდა,თბილად უღიმოდა თეთრხალათიანი.იმის შემდეგ დაიხვია ქალი ხელზე,ათასჯერ ჩააბარებინა სისხლი,სრული დაკვირვების ქვეშ მოიქცია. ოჯახზეც ხშირად უსვამდა კითხვებს,ვინ ჰყავდა და ვინ არა.ექიმის კაბინეტიდან გამოდიოდა,როცა შეეჩეხა დიტოს,წამიერად შეათვალიერეს ერთმანეთი.

-კეთილიი!-გაწელა სიტყვა მელოტმა,-დიტო,შენ რას იტყვი?!-გადახედა ბიჭს და სკალპელის წვერი ყელთან გაუჩერა.

ბერომ ქუთუთები ოდნავ დააშორა ერთმანეთს, წინ გადმოიხარა და წარბებქვეშიდან გახედა გუჯას.
-გითხარი,საიმედო ადგილზე არიან,მეთქი! ძალიან შორს აქედან!-ბოხი ხმა დახშობოდა მამაკაცს.
-ჰმ,ზღაპრების ხასიათზე მოსულა ჩვენი რაინდი!-მელოტმა საზარლად გადაიხარხარა , ჩაყვითლებული კბილები კიდევ ერთხელ გამოაჩინა და ფეხზე წამოხტა.
დოქტორის მოძრაობაზე ტურა შეხტა ,ორი ნაბიჯით უკან გადაიწია, წაიბორძიკა და გულაღმა, ღუმელთან ერთად გადაყირავდა.ხმაურით ჩამოვარდა საკვამლე მილიც. გავარვარებული ნაკვერჩხალი ირგვლივ გაიფანტა.დამწვრის სუნმა, ოთახი სწრაფად დაიპყრო.გუჯამ სიბრაზისგან ყბები გააჭრიალა,გასასვლელისკენ გაქანდა,კარი გიჟივით გამოგლიჯა და გარეთ შურდულივით გავარდა.

-გამოათრიეთ ყველა გარეთ!-დაიყვირა დაძარღვულმა და თავ-პირი ერთიანად გაუწითლდა.

ნაძვნარში, ორი მამაკაცის ფეხებთან თავწაცლილი ქათმებივით ეყარნენ გეგე და წითური.ორივეს ხორხიდან სისხლი ჟონავდა.
-მუსა!-იოსიფის ხმაში ფოლადი იგრძნობოდა,-ჩემი ძმა დაჭრილია,შიგნით ხუთი კაცია,როგორც ამათ თქვეს,-ფეხი წაჰკრა წითურის სხეულს,-მოპირდაპირედ უნდა გადახვიდე,ალყაში უნდა მოვიქციოთ როგორმე,-თვალით ანიშნა ამაღლებული ადგილისკენ.
მუსამ თავის დაქნევით თანხმობა ანიშნა და კატის ნაბიჯებით გაემართა ,ბანაკს უკან მხარეს მოექცა და სირბილით წავიდა დანიშნულების ადგილისკენ.
ბორცვზე გაწოლილებს არ გამორჩენიათ,თუ როგორ გამოძვრა ადამიანის ჩრდილი ნაძვებიდან.

***
ღამე გაირინდა,სოფელს ჩასძინებოდა.
ტახტზე მიწოლილი ხანშიშესული ქალი,დრო და დრო ძილში ხტებოდა და კვნესოდა.
იქვე,მოგიზგიზე ღუმელთან ახალგაზრდა ყმაწვილი და ქალი ისხდნენ.ბიჭი ფიჩხის ნატეხს თითებში ატრიალებდა და ცალ ხელზე დაყრდნობილ ,თავჩაქინდრულ ქალს ,დრო და დრო მორიდებით უყურებდა.
-დაწექი შენც,ცოდო ხარ!-ხმა შეაპარა ბიჭმა და სარკმელში გაიხედა.
-არ მინდა,-თავი არ აუწევია,ისე დაიჩურჩულა ქალმა.
-მე დაველოდები და როცა მოვლენ გაგაღვიძებ,-შეუვალი იყო ბიჭი.
-რა მოხდა იქ,ვინ იყვნენ?-ხმა უკანკალებდა ქალს.
ბიჭს სხეული დაეჭიმა,ფეხი ნერვულად აათამაშა.
-იმ კაცს ცხენები ავუყვანე,-მძიმედ დაიწყო ბიჭმა,-დათა ძიამ დამაბარა,გოჩას უთხარი,სანამ ეგენი არ წავლენ,არ წამოხვიდე,იქნება მობრუნდნენ და წასასველი არ ექნებათ,სახლში წამოიყვანეო,-ამოსუნთქვას ოხვრა ამოაყოლა ბიჭმა,-მე უკან მალევე გამოვბრუნდი.დავუყევი ხევს.ნახევარ გზაზე ვიყავ მოსული ,სროლის ხმა რომ შემომესმა,ჯერ მონადირე მეგონა,შევჩერდი.ისევ გავაგრძელე გზა.კიდევ გაისროლეს.რაღაც გულმა ცუდად მიყო რეჩხი,გავბრუნდი უკან სირბილით.ბანაკთან კაცები ირეოდნენ,ყველას იარაღი ეჭირა,-გიგოს ხმა შეეცვალა,თავი გაიქნია და მოწოლილი ცრემლები უხმაუროდ გადაყლაპა.აღარ გაურძელებია საუბარი.
ქალი გახევებული იჯდა,ვერ გაებედა ბიჭისთვის ეკითხა თუ არა,ბეროს ამბავი.
-ნეტავ,თუ გააღწია?-თავში უტრიალებდა ეს ფიქრი.
-შენ საიდან მოხვდი ამ უბედურებაში?-ბიჭმა ცალი წარბი ასწია და ქალს მიაცქერდა.
ლარა შეიშმუშნა,თავის ცხოვრებაზე საუბარს ყველასთან გაურბოდა.რომელი ერთი მოეყოლა? როგორ სცემდა მამინაცვალი ყოველ დღე,თუ როგორ ეგდო სასმლისგან გალეშილი დედამისი?როგორ მათხოვრობდა ქუჩაში და როგორ გააუპატიურა სამმა ახმახმა? დაკბენილი, ნამუსახდილი ქალაქის საავადმყოფოში როგორ აღმოჩნდა და როგორ შეიფარა სრულიად უცხომ?ვახტანგის მზეს ფიცულობდა ბოლო დღემდე,სანამ მოტყუებით არ წაიყვანა კაცმა ქალაქგარეთ და მიტოვებულ შენობაში დაუტოვა ლარას თავი, კბილებამდე შეიარაღებულ მამაკაცებს.
ქალი ფეხზე წამოდგა,ბიჭს ცრემლიანი თვალებით დახედა,ხელი ჩაიქნია და ჩვილისკენ გაემართა.
მიხვდა გიგო,ცუდი ამბავი ტრიალებდა ქალის თავს.


***
მუსამ გადაირბინა თუ არა ტყის ფერდობი,ფხაკუნის ხმაზე შეჩერდა და დაუყურადა.ამოეფარა ხეს , თოფი მოიმარჯვა და იქვე ჩაჯდა. ტყეს საგულდაგულოდ ზვერავდა.ხმა აღარ განმეორებულა.ბანაკის მხარეს შემოტრიალდა და ძირს გაწვა მოხერხებულად.ის იყო მოერგო ადგილს,ფხაჭუნი უფრო ახლოდან მოესმა.გადატრიალება ვერ მოასწრო,ვიღაც დააცხრა თავზე და ყელზე ცივი რკინა მიადო.
-იარაღი დააგდე!- კბილებში ცრიდა კაცი.მუსა მოულოდნელობისგან შეკრთა,ვერ გაიგო კაცის ენა,მაგრამ მიხვდა.თავი ძირს დადო და მკლავები წინ გადააწყო.

-ვინ ჯანდაბა ხარ?!- ხმადაბლა,მაგრამ მკაცრად გამოსცა სიტყვა მამაკაცმა, დაწოლილს იარაღი აართვა და ბეჭებზე დააჭირა ლულა.
-მონადირე ვარ!-თავის აქნევით გამოეპასუხა მუსა.
-დაღესტნელია,-გაიფიქრა გიორგიმ,დაიხარა და ყურთან ახლოს რუსულად უჩურჩულა.
-ვერ გავიგე?!-კბილებს აჭრიალებდა კაცი.
-მონადირე ვარ!-კიდევ ერთხელ გაუმეორა,უკვე მამაკაცისთვის სასურველ ენაზე.
-ჰმ,მონადირე ხარ?! იქ მეორე ვინ არის,შენთან ერთად?!დავინახე, როგორ დაყარეთ ძირს ბანაკიდან გამოსულები!-უფრო დააჭირა ლულა მხრებზე.
-იქ ჩემი მეგობარი ჰყავთ,შიგნით!-მუსა ტკივილისგან იშმუშნებოდა.
-რა ჰქვია შენს მეგობარს?!-ცოტა აუშვა მამაკაცმა.
-ბერო!-სახელის გაგონებისას გიორგი შეხტა,მუსა გადმოაბრუნა,ჩააცქერდა კაცს და მორბილებული ხმით უთხრა:
-ადექი! წამომყევი!-ბორცვისკენ ანიშნა.
>>>
ნაძვნარში სამი მამაკაცის ჩრდილი გაკრთა, რაღაცაზე ბჭობდნენ და მოპირდაპირე მხარეს,ამაღლებულ ადგილს თვალებით ზვერავდნენ.ის იყო უნდა დაძრულიყვნენ ბანაკისკენ,რომ კარი გაიღო და ვიღაც სწრაფად გამოვარდა.
ცეცხლის კვამლი,თავს ადვილად აღწევდა ჩამტვრეული სარკმლიდან.ორმა მამაკაცმა ხელში აყვანილი ქალი გამოიყვანეს და მიწაზე უხეშად დააგდეს,ქალის ხმა ადვილად მისწვდა ბორცვზე გაწოლილებს.
მამაკაცები შიგნით შებრუნდნენ, ახლა კაცი გამოათრიეს და ქალის გვერდზე მიაგდეს.ერთ-ერთმა წიხლი მიაყოლა.დაგდებულს ზმუილი აღმოხდა.
მეორედ შეტრიალდნენ კარისკენ,ვიღაცისთვის ერთად შეკრულ მკლავებში, ხელი ჩაევლოთ და პირქვე მოათრევდნენ.უკანასკნელი ხმას არ იღებდა.
-ის ბიჭია! ბერო!-იცნო დათამ,ჯღანას და ვანოს აქეთ-იქით გადახედა.
ძირს დაყრილ ტყვეებს,თავს, კეხიან ცხვირზე სათვალე წამოცმული და მელოტი წამოსდგომოდნენ.
ოთახში, სამი მამაკაცი პირზე აფარებული ცალი ხელით,შეშლილებივით დარბოდნენ და ცდილობდნენ ნაკვერჩხალი ჩექმის ძირებით ჩაექროთ.დაძველებულ ხის იატაკს ცეცხლი მოსდებოდა.
-დროა!-გაისმა მეხივით, იოსიფის ხმა და მიზანში ამოიღო ერთ-ერთი.
თოფის ხმამ ექოსავით გადაურა ტყეს.მოცელილი დაეცა კეხიანი.ერთ გასროლას მეორე და მესამე მოჰყვა.აღარც შეჩერებულა ხმაური.ჰაერში დენთის სუნი დატრიალდა.

***
მთის კალთაზე, თეთრწვერა,დაუძლურებული ბერივით გაწოლილიყო თოვლი.

ხეობის სიღმეში,ნაძვებზე ორი მამაკაცი თავდაღმა ,დაბალზე ეკიდა და კონწიალობდნენ .ხელები უკან ჰქონდათ შეკრული და პირში ჩაჩრილი ნაჭერი ხმის ამოღების საშუალებას არ იძლეოდა.ერთის გადასერილი ,მოტვლეპილი თავიდან წამოსული სისხლის წვეთები, მიწაზე გუბდებოდა.

მეორე,რომლის სახესაც ნაიარევი, ღაწვიდან ნიკაპამდე ჩამოსდევდა,ღმუოდა და ამაოდ ცდილობდა ქანაობით თავის დახსნას.
იქვე ,ახლოში ეყარა,ნადირისგან ნახევრად გაფატრული ცხენების ლეში.
-იოსიფ,წავედით!-მუსამ მხარზე ხელი დაჰკრა მამაკაცს და ბედაურს მკვირცხლად მოახტა.
კაცს ზიზღი აღბეჭდოდა სახეზე,ნაძვებზე ჩამოკიდულ მოფართხალეებს ყბების ჭრიალით შეხედა, მიაფურთხათ და ცხენისკენ შემოტრიალდა.

სუსხი ძვალ-რბილში ატანდა,ყადორის უღელტეხილიდან მონადენი ცივი ქარი,არე-მარეს აფორიაქებდა.
ინწობის ნაპირს, მთისკენ მიუყვებოდა ორი მხედარი.მგლების ყმუილი აყრუებდა ხეობას.ერთმანეთს გადახედეს,თავი დაიქნიეს და აღვირი მოუშვეს ბედაურებს.

______________________

ვიცი,რომ არ მელოდით დღეს))

მადლობა ყველასскачать dle 11.3




№1 სტუმარი ეკა

ძალიან საინტერესოა, ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება ისეთია

 



№2  offline წევრი ტერიკო74

ეკა
ძალიან საინტერესოა, ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება ისეთია

დიდი მადლობა,ეკა))

 



№3  offline წევრი naniko mindia

Martla rom dges gamaoce aba oridge damagviandebao, gamixarda rom davinaxe warmatebebi veli shemdegs tavs,
--------------------
lomidze

 



№4  offline წევრი ტერიკო74

naniko mindia
Martla rom dges gamaoce aba oridge damagviandebao, gamixarda rom davinaxe warmatebebi veli shemdegs tavs,


მისია ერთი დღით გადაიდო და ვისარგებლე)))
შემდეგი თავი ,უკვე დასასრული იქნება.
მადლობა

 



№5  offline წევრი abezara98

ღმერთო, არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. კარგად წერ ძალიან. ველოდები გაგრძელებას.

 



№6  offline წევრი ტერიკო74

abezara98
ღმერთო, არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. კარგად წერ ძალიან. ველოდები გაგრძელებას.


დიდი მადლობა))

 



№7  offline წევრი mirandaa31

ბერო, შენი დანახვა რომ გამეხარდა არვიცი რაა მართლაც არ გელოდით )) უკკვე ბოლო თავიი? (( ცუდია მალე რომ ამთავრებ მაგრამ დიდი იმედი მაქვს შენი შემოქმედებით ჩვენ, შენს უკვე ერთგულ მკითხველებს გაგვანებივრებ )) წარმატებები შენ ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№8  offline წევრი ტერიკო74

mirandaa31
ბერო, შენი დანახვა რომ გამეხარდა არვიცი რაა მართლაც არ გელოდით )) უკკვე ბოლო თავიი? (( ცუდია მალე რომ ამთავრებ მაგრამ დიდი იმედი მაქვს შენი შემოქმედებით ჩვენ, შენს უკვე ერთგულ მკითხველებს გაგვანებივრებ )) წარმატებები შენ ❤️


დიდი მადლობა,მირანდა heart_eyes
გავედით ბოლოში)))

მიხარია,რომ შევიძინე ერთგული მკითხველი.ვეცდები,მომავალშიც საინტერესო ისტორიებით მოგამარაგოთ))))

 



№9 სტუმარი სტუმარი ნენე

ძალიან კარგი ხარ შენ!!!!!

 



№10  offline წევრი ჟიზელი

"ის ჩემის რემბო საიდანღა გამოხტა" :დდდდდდდდ
მაინც უნდა გითხრა,დასასრულიო შემდგ თავშიო რომ თქვი, მეადრევა ცოტა და იფიქრე ამაზე...

 



№11  offline წევრი ტერიკო74

სტუმარი ნენე
ძალიან კარგი ხარ შენ!!!!!


თქვენ უკეთესები heart_eyes

ჟიზელი
"ის ჩემის რემბო საიდანღა გამოხტა" :დდდდდდდდ
მაინც უნდა გითხრა,დასასრულიო შემდგ თავშიო რომ თქვი, მეადრევა ცოტა და იფიქრე ამაზე...


ვფიქრობდი ,მაგრამ ვერ ვამთავრებ ამ თავში)))
მადლობა ,ჟიზელ heart_eyes

 



№12  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მართლა არ ველოდი ახალ თავს. სიტყვები არ მყოფნის ჩემი აღფრთოვანება რომ გამოვხატო ამ ისტორიის მიმართ. იმდენად შემიყვარდა, არ მემეტება დასასრულებლად.

 



№13  offline წევრი ტერიკო74

Chikochiko
მართლა არ ველოდი ახალ თავს. სიტყვები არ მყოფნის ჩემი აღფრთოვანება რომ გამოვხატო ამ ისტორიის მიმართ. იმდენად შემიყვარდა, არ მემეტება დასასრულებლად.


მეც ვეღარ ვასრულებ :))))))

გაიხარე,დიდი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent