შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (თავი მეორე)


18-05-2018, 14:39
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 268

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (თავი მეორე)

ცეკვისაგან დაღლილი, კუთხეში იატაკზე დავჯექი და სიგარეტი გავაბოლე. გვერდით ლილე მომიჯდა, ის ჩემ საუკეთესო მეგობართა შორის - საუკეთესო მეგობარი იყო.
-------------


- აბა ბედნიერი ხარ? მკითხა ღიმილიანად, მას მუდამ აწუხებდა ჩემი გაურკვეველი მდგომარეობა. სძულდა, საკუთარი თავის მიმართ, ამდენად კრიტიკულად რომ ვიყავი განწყობილი. აუტანელი ვიყავი, მაგრამ მუდამ ჩემ გვერდით იყო. ყველაფერს ითმენდა და იტანდა, არ ვიცი რატომ, მაგრამ არასოდეს მივუტოვებივარ.
- არ ვიცი, ვპასუხობ ჩვეული მოწყენილობით.
- შენ ხომ ოცნება აიხდინე, იმას გააკეთებ რაც გინდა და გეხერხება.
- ჯერ არ ახდენილა, ვინ იცის, იქნებ საზოგადოებამ არ მიმიღოს. ის, რომ ვიღაც ხუთს მოეწონა ჩემი რომანი, არ ნიშნავს იმას, რომ მთელი თბილისი მის კითხვას დაიწყებს; თანაც, ხომ იცი, ჩვენს დროში წიგნებს იშვიათად კითხულობენ.
- ისევ კრიტიკა? მოდი რა, დღეს არა კარგი? დამიჯერე ყველაფერი გამოვა. ის მუდამ ასე ამბობდა, საქმე ძალიან ცუდადაც, რომ ყოფილიყო იმედს არასოდეს კარგავდა, ამიტომ მომწონდა მასთან საუბარი, ყოველთვის ახერხებდა ჩემ დამშვიდებას.
- კარგი დღეს არა, ვუთხარი მხიარულად, სიგარეტი ჩავაქრე და მოცეკვავე მეგობრებს შევუერთდი. იმ ღამით გონების დაკარგვამდე გავერთე.
ყოველ დღე დავდიოდი გამომცემლობაში. ეს საჭირო არ იყო, მაგრამ მე ხომ უსაქმური ვიყავი, თანაც ასეთი აფორიაქებული, სად უნდა წავსულიყავი თუ არა იქ, სადაც ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი, პირველი საფეხური მზადდებოდა.
ერთი თვის შემდეგ, ჩემი პირველი წიგნი მზად იყო. ახლა მხოლოდ პრეზენტაცია რჩებოდა, შემდეგ კი, გაყიდვის საკითხიც მოგვარდებოდა. გამომცემლობამ, იმის გამო, რომ ამ სფეროში ახალი ვიყავი და არ ვიცნობდი ხელოვანი ადამიანების ადათ-წესებს, კეთილი საქმისა და ჩემი უფრო მეტად განვითარების მიზნით, ზედამხედველი დამინიშნა, რომელიც თითოეულ ჩემ ნაბიჯს აკონტროლებდა, ეს მომწონდა კიდეც. თავი დაფასებული ადამიანი მეგონა, მისი მხრიდან ამხელა ყურადღება სიამოვნების ზენიტში მაყენებდა; ეს უნდა ჩაიცვა, დღეს ეს უნდა გააკეთო, აქ უნდა გახვიდე, ამას უნდა შეხვდე; ეს ყოველივე,, ბავშვობაში ზღაპრებში ამოკითხული პრინცესების ცხოვრებას მაგონებდა და მე, რომელსაც სულაც არ მქონია ისეთი ცხოვრება, როგორიც პრინცესებს, ამჟამინდელი მდგომარეობა ძალიან მაბედნიერებდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ თვითტკბობა ნელ თვითმკვლელობას ნიშნავდა; არსებობის ამგვარი წესი ცხოვრების მცდარი გზისაკენ მიბიძგებდა. მაშინ ვფიქრობდი, ეს ცხოვრების საუკეთესო ფორმა იყო. მეგონა გულის გაჩერება მხოლოდ სიკვდილს შეეძლო. გავიფიქრე-„მე მსოფლიოს დავიპყრობ და მსოფლიო ჩემზე ოდნავადაც ვერ იბატონებს“, ეს იყო გზააბნეული, საკუთარ თავში მეტად დარწმუნებული, გაბოროტებული გოგონას ფიქრები, რომელმაც დაკარგა რეალურად მსჯელობის უნარი და ეგონა სამყარო მის ფეხქვეშ ეფინებოდა. არა და როცა რეალურად მსჯელობის უნარი გამაჩნდა, მუდამ მძულდა თვითკმაყოფილი ადამიანები, სინამდვილეში, ისინი ხომ ყველაზე უბადრუკი არსებები არიან.
პრეზენტაციაც დაიგეგმა, მე მის ორგანიზატორს სია გადავეცი, ვინ უნდა დაეპატიჟებინათ, რა თქმა უნდა ყველაფერი კარგი - კარგია, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც გიყვარს, ამიტომ, ჩემი დიდი სამეგობროს სიის შექმნისას ყურადღებით ვიყავი, ვინმე არ გამომრჩენოდა.
ნანატრი საღამოც დადგა. სტილისტებმა ისე გამომაწყვეს ჩემგან ნამდვილი თოჯინა გამოძერწეს, სარკეში ჩახედვისას, ნამდვილად გამიჭირდა საკუთარი თავის ცნობა. შედეგით იმდენად აღფთოვანებული დავრჩი გაპროტესტება არც მიფიქრია და პრეზენტაციაზე გავეშურე. აი სად მივხვდი, ძალიან აღელვებული რომ ვიყავი, მეგობარი მჭირდებოდა გვერდით, თორემ ვგრძნობდი, თუ როგორ მიჩერდებოდა შიშისაგან გული; სამწუხაროდ, ტელეფონი ვერსად ვიპოვე; მანქანიდან გადმოვედი და შესასვლელთან ნაცნობი სახე დავინახე, ცოტა მომეშვა და მისკენ წავედი. ის შემეგება, ყველა შენ გელოდება მეუბნება ღიმილით, ყველა სტუმარი მოსულია, მშვენივრად გამოიყურები; ხომ არ ნერვიულობ? მისი ეს კითხვები ისე ბუნდოვნად ჩამესმოდა, პასუხის გაცემა არც მიცდია. ხელი მომკიდა და კარი შეაღო, დარბაზში ფეხის შედგმა და... ჩაირთო მუსიკა, აციმციმდა მთელი დარბაზი ფერადი განათებებისაგან, ოვაციები, შეძახილები, ტაში, დავიბენი, ადგილზე გავშეშდი; მეხვეოდნენ, მილოცავდნენ, ეს ხალხი ვინ არის?! ვფიქრობდი დაბნეული, არავინ მეცნო, გარდა იმ ხალხისა, რომლებიც გამომცემლობაში მყავდა ნანახი; თვალებით ჩემი ზედამხედველი მოვძებნე და მისკენ გავეშურე.
- ვინ არის ეს ხალხი? ვეუბნები ჩუმათ...
- შენი მეგობრები...
- მე მათ არ ვიცნობ. ესენი არ არიან ჩემი მეგობრები! სად არის ის ხალხი, ვისი სიაც მოგეცი?
- აი შენი მეგობრები ჩემო კარგო, დატკბი და ისიამოვნე, დღეიდან ეს არის შენი საზოგადოება. ძვირადღირებული სასმლით სავსე ჭიქა მომაწოდა და დამტოვა. თავი ცუდად ვიგრძენი, წესით ჩემი წვეულება იყო, მაგრამ თავს ყველაზე ცუდად ვგრძნობდი, იმ ხალხის გარემოცვაში, რომელთა ასავალ-დასავალის არაფერი გამეგებოდა. მუსიკას მივუგდე ყური, ეს რა ჩაწყობილია? გავიფიქრე და ღიმილმა გადამირბინა, „lana del rey-blue jeans” საყვარელი სიმღერა, რომელიც ამ ბოლო დროს, სერიოზულ ტრანსში მაგდებდა. სასმელი გამოვცალე, კარგა ხანს გაგრძელდა ჩემთვის უინტერესო საღამო. მართალია, მთელი საღამო, ყურადღების ცენტრში მე და ჩემი ნიჭი ვტრიალებდით, თუმცა მე მაინც რაღაც მაკლდა, კარგა ბლომად მივირთვი სასმელი, საკმაოდ ამტანი ვიყავი ამ მხრივ. როგორც იქნა! გავიფიქრე როდესაც ნაცნობი ჟურნალისტი შევნიშნე. მივესალმე, გამიღიმა და სამელი მომაწოდა.
- გილოცავთ, უეცარ წარმატებას.
- ამაზე საუბარი ადრე უნდა იყოს, ეს საღამო სულაც არ ნიშნავს, რომ წარმატებას მივაღწიე.
- თქვენზე უკვე ბევრს საუბრობენ.
- ჩემთვის მთავარი მხოლოდ წიგნის დაბეჭდვა იყო, უბრალოდ, ხომ ხვდებით, ადამიანებს გვახარებს ის, რისი კეთებაც გვიყვარს. თუ ჩვენ საქმიანობას წარმატებაც მოჰყვება, ეს უკვე უკეთესია.
- გეთანხმებით!
მთელი საღამო ამ ახალგაზრდა ჟურნალისტთან საუბარში გავატარე და როცა სტუმრები დაიშალნენ, ჩემ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა; უკვე ძალინ მეძინებოდა. მე რა თქმა უნდა მასპინძელი იმ სტუმრებისა, რომლებსაც არც კი ვიცნობდი, ბოლო სტუმრის წასვლამდე მადლობებს ვუხდიდი ყველას მობრძანებისა და ჩემი დაფასებისათვის. ჟურნალისტი ზედმეტად ჯელტმენი აღმოჩნდა და მოთმინებით მელოდა, როდის დავასრულებდი ყველასთან გამომშვიდობებას. დარბაზში მხოლო ჩვენ ორნი დავრჩით.
- დაღლილი ჩანხარ. მეუბნება გურამი.
- არ ვჩანვარ, ვარ კიდეც.
- როგორც ჩანს ჩემთან ერთად გასეირნება, რომ შემოგთავაზო უარს მივიღებ. უარის ნიშნად მხოლოდ მხრები ავიჩეჩე და გავუღიმე.
- სხვა დროს იყოს, კარგი?
- როგორც გინდა, მერე მომიახლოვდა, ჩამოშლილი თმა ყურზე გადამიწია და ჩამჩურჩულა. - შენ დიდი წარმატება გელის, მე სიამოვნებით ვადევნებ ამ პროცეს თვალს, ყელზე ნაზად მეხება მისი ტუჩები, ორივე მკლავში ხელებს ვუჭერ და ღიმილით ვიშორებ.
- არ ღირს. ვამბობ და წასასავლელად მზაზდებას ვიწყებ. სახლში გაცილება შემომთავაზა, თუმცა უარი მიიღო და შინ მარტო გავეშურე. კარი შევაღე თუ არა, რაღაც უსიამოვნო სიცარიელემ შემიპყრო, თუმცა ეს დაღლას მივაწერე, შხაპი მივიღე და დავიძინე. ასე გრძელდებოდა ერთი კვირის განმავლობაში. ყოველ ღამე გაუთავებელი წვეულებები, ახალი საზოგადოება. რამოდენიმე დღე გამიჭირდა, თუმცა შევატყვე ყოველივე ეს სიამოვნებას მანიჭებდა, მომწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, მომწონდა როდესაც ხალხი ჩემზე საუბრობდა, მომწონდა, როდესაც მზერას მაყოლებდნენ, მომწონდა, ჩემი ახალი სახე, რომელიც უჩვეულოდ ასხივებდა და ირგვლივ სითბოს ჰფენდა ყველას. მომწონდა ეს ყოველივე და ამიტომაც გადავწყვიტე, ამ უეცარი წარმატებით, ბოლომდე დავმტკბარიყავი. ჟურნალისტი კი, რომელთანაც პირველი წვეულების მთელი საღამო გავატარე, გვერდიდან არ მშორდებოდა და ეს უფრო მეტ თავდაჯერებულებას მმატებდა. ორი კვირის თავზე, როცა მივხვდი, რომ ჩემ ტელეფონზე სრულიად უცხო ნომრები უფრო ხშირად რეკავდნენ, ვიდრე ჩემი მეგობრების, გული დამიმძიმდა, დანაშაულის განცდა დამეუფლა, რადგან ისინი არც-ერთხელ არ დავპატიჟე და გადავწყვიტე ყველაფერი ეს გამომესწორებინა. ყველას დავურეკე და მომდევნი საღამოსათვის დავპატიჟე. რა თქმა უნდა სიხარულით მოვიდნენ, რაც არ უნდა იყოს, ჩემი მეგობრები იყვნენ, მე კი მათთან ურთიერთობაში შეცდომებს იშვიათათ ვუშვებდი. ამიტომ ჩემთვის პატიება არ გაჭირვებიათ. საღამოს მანძილზე, მათ ვერ მივაქციე ყურადღება, ახლადშეძენილ მეგობრებთან გადავერთე და გუგასაც (ჟურნალისტი) გვერდიდან არ ვიშორებდი.
- ნინა ერთი წუთით შეიძლება? ბოლოს ისევ ლილემ მომაკითხა.
- რა თქმა უნდა, მივუგე მას, ბოდიში მოვუხადე „მეგობრებს“ და მას გავყევი.
- ვიცი ახლა ამაზე საუბრის არც დრო და არც ადგილია, მაგრამ ჩვენ ისე გვექცევი, თითქოს არც ვიყოთ აქ, თუ ჩვენი დაპატიჟება არ გინდოდა, შეგეძლო უბრალოდ არ გეთქვა.
- რას ამბობ ლილე, გულწრფელად მეწყინა, როგორ ვერ ხვდები, ძალიან მინდა თქვენთან, მაგრამ უნდა გესმოდეს, ეს ხალხი...
- ეს ხალხი, შენი მეგობრები არ არიან ნინა!
- ვიცი, მაგრამ ასეა საჭირო.
- რისთის შენი მომავლისთვის?
- რა გემართება ლილე?
- მე რა მემართება თუ შენ ნინა? რა მასკარადი გაქვს გამართული, ცოტა ხანში შესაძლოა საერთოდ ზედაც არ შემოგვხედო იცი ეს? აქ ღიმილს ვერ ვიკავებ და გაღიზიანება პიკს აღწევს.
- მეგონა ჩემი წარმატება გაგახარებდა.
- მახარებს, ძალიან მახარებს, მაგრამ მეგობარს ვკარგავ, საუკეთესო მეგობარს.
- არ მკარგავ. შევეცადე მოვხვეოდი, ის კი განზე გადგა და გაბზარული ხმით მითხრა.
- ისე ნუ იზამ, რომ ჩემ კალთაში კიდევ ერთხელ აქვითინდე და მე შენი დამშვიდების სურვილი აღარ მქონდეს. ხმა არ გავეცი, მხოლოდ თვალები ამენთო, ლილემ დარბაზი დატოვა. მას მიყვა ყველა ჩემი მეგობარი, ვინც იმ საღამოს დავპატიჟე. მინდოდა უკან დავდევნებოდი და დარჩენდა მეთხოვა, თუმცა სიამაყემ მძლია, სასმლის ჭიქა ავიღე და სტუმრებს შევერიე.
ერთი თვის შემდეგ, წიგნის გაყიდვები ისეთი სისწრაფით მიდიოდა, გამომცემლობამ მეორე ტირაჟის გაკეთება გადაწყვიტა. მეც დიდი ჰონორარი ავიღე და შეკვეთაც მივიღე, ახალი რომანის შექმნის შესახებ. გადავედი ახალ, უფრო კარგ ბინაში, შევიძინე ყველაფერი რაც მინდოდა. ვიყიდე მერსედესის ახალი მოდელი. ერთი სიტყვით ისეთი ცხოვრებით ცხოვრება დავიწყე, რომელზეც ვერც ვიოცნებებდი. დავდიოდი ღამის კლუბებში, რაც ადრე არასოდეს მიყვარდა, ვსვამდი იმაზე მეტს, ვიდრე ადრე, ვერთობოდი დაღლამდე. უბრალოდ ავიწყვიტე და ეს ძალიან მომწონდა, გამოვიცვალე საზოგადოება, მეგობრები მივატოვე და ურთიერთობა ახლებს დავუკავშირე, ისეთებს, რომელთაც მე კი არა ჩემი უეცარი პოპულარობა ხიბლავდათ, ის ფული ხიბლავდათ, რასაც მათ ვახარჯავდი. რაც შემეხება მე... მე, წარმატების ზენიტში ავედი და რეალურად მსჯელობის უნარი დავკარგე...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი mirandaa31

არ ვიცი რა ვთქვა, გამაღიზიანა ნინას საქციელმა. მგონი მეგობრის სიტყვები აუხდება და მოუნდება ისევ ლილეს კალთაში აქვითინება მაგრამ გვიანი არ იყოს.. წინასწარ მაინც არ გამოვიტან დასკვნას ვნახოთ შემდეგი თავი )) ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№2  offline წევრი ანი ჩიხლაძე

mirandaa31
არ ვიცი რა ვთქვა, გამაღიზიანა ნინას საქციელმა. მგონი მეგობრის სიტყვები აუხდება და მოუნდება ისევ ლილეს კალთაში აქვითინება მაგრამ გვიანი არ იყოს.. წინასწარ მაინც არ გამოვიტან დასკვნას ვნახოთ შემდეგი თავი )) ❤️



ხო, ნინას ბევრი დემონი ყავს, რომელიც გზადაგზა შეგხვდება :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent