შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სეზამი -7-


18-05-2018, 16:27
ავტორი sopiko
ნანახია 472

სეზამი -7-

''სეზამი''

[თავი 7]

ნაპირი სულ სხვანაირი მოჩანდა ნავიდან.
საბრინა იმდენად აღტაცებული გადასცქეროდა ჰორიზონტს, რომ სებასტიანმა რამდენჯერმე გააფრთხილა, ფრთხილად იყავი, არ გადავარდეო. საბრინას მაინც არაფერი ესმოდა. ხელი წყალში ჰქონდა ჩაყოფილი და ზოგჯერ უცნაურ, ნაზ შეხებასაც გრძნობდა თითებზე. ასეთ მომენტში ქალი კრთებოდა ხოლმე და შემდეგ საკუთარი რეაქცია თვითონვე აშინებდა.
სებასტიანი ღონივრად უსვამდა ნიჩბებს წყალში და ნავიც საკმაოდ სწრაფად მიიწევდა წინ. ცდილობდა საბრინასთვის თვალი აერიდებინა, რათა ქალი არ მიმხვდარიყო, რომ სებასტიანი საკმარისზე მეტ ყურადღებას აქცევდა. ამავდროულად იმასაც იაზრებდა, რომ მისი ეს საეჭვო საქციელი საბრინას ააღელვებდა და უხერხულობას შეუქმნიდა, რაც ძალიან არ სურდა, ამიტომაც სადღაც მის მიღმა, შორს იყურებოდა და ცდილობდა საკუთარ თავზე კონტროლი არ დაეკარგა.
კლდეებს ალაგ-ალაგ ზურმუხტისფერი საბნები გადაეფარათ. იმ ფერდობებზე კი, მზის სხივები უხვად რომ ეფინებოდათ, ყვითელ-წითელი მინდვრის ყვავილები მოჩანდა. საბრინას ძალიან მოუნდა მათი ნაზი, მოტკბო სურნელი ეგრძნო...
მზე ჩასასვლელად ემზადებოდა. სებასტიანი იმედოვნებდა, რომ სადგურს დაბნელებამდე მიაღწევდნენ. ისეთ სიტუაციაში, როდესაც ყოველი ჩრდილი საეჭვო იყო, მამაკაცი ვერ დაუშვებდა, რომ საბრინასთნ ერთად შუაღამისას ღია ზღვაში ემოგზაურა. რისკი მის მეგზურად ითვლებოდა, მაგრამ რადგან ამჯერად მარტო არ იყო, ამას ვეღარ დაუშვებდა. ახლა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეს კი არ უნდა მოფრთხილებოდა, არამედ საბრინას შენარჩუნებაზეც უნდა ეზრუნა. ეს კი ძალიან, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო.
საბრინამ ცაზე თეთრი, მოზრდილი, გრძელნისკარტა ფრინველების ჯგუფი შენიშნა. ფეხზე წამოდგა და ხელები მაღლა აღმართა, თითქოს უნდოდა მათ შესწვდომოდა. მოულოდნელად ნავი მარჯვნივ გადაიხარა და საბრინამაც ვეღარ შეძლო წონასწორობის შენარჩუნება. სებასტიანმა დროულად სცადა მისი დაჭერა, მაგრამ საბრინას იმდენად არ სურდა ახლა მამაკაცი მის სხეულს შეხებოდა, რომ ძალა მოიკრიბა და კვლავ მყარად დადგა ნავზე.
-ხომ გაგაფრთხილე...-კბილებში გამოსცრა სებასტიანმა. სახეზე ცარცივით გათეთრებულიყო. თვალებით საყვედურობდა ქალს ასეთი დაუდევრობისთვის.
-არაფერი მომსვლია.-როგორც შეეძლო, მშვიდად უპასუხა საბრინამ და ვერ მიხვდა, სებასტიანის ასეთმა აღელვებამ გაახარა თუ გააღიზიანა.
-შენი საქმისა შენ იცი! მე სულ არ მადარდებს...-იმდენად გააბრაზა საბრინას გულგრილობამ მამაკაცი, რომ ინანა, თავისი გრძნობები ასეთი აშკარა რომ გახადა. თავი შეაბრუნა და ნიჩბებს ხელი ისე ძლიერ მოუჭირა, რომ მთელი ჯავრი მასზე ამოიყარა.

მათიამ განერვიულებულმა ჩაიარა დაღმართი, კარები ისე უხეშად შეაღო, ლამის სახელური ჩამოგლიჯა, პალტო საკიდზე ჩამოკიდა და ფეხსაცმელების გახდას შეუდგა.
ხმაურზე სამზარეულოდან შეშინებული ვერონიკა გამოვიდა. ქალს წინსაფარი ეკეთა და სველ ხელებს მასზე იწმენდდა.
-მათია, ცუდი ხომ არაფერი შეგემთხვა? საშინლად გამოიყურები...-უფრო მეტად შეაშფოთა ქმრის დანახვამ ვერონიკა. ხელები ალერსით შემოხვია კისერზე მამაკაცს და თავისი ფირუზისფერი თვალების სინათლე მას შეაფრქვია.
მათიამ ქალის მკლავები ცივად მოიშორა და ერთი მანუგეშებელი სიტყვაც კი არ უთქვამს, ისე შეაბიჯა დიდ, ფართო მისაღებში.
-მათია, ნუ მაშინებ! მითხარი, ისეთი რა მოხდა, ამგვარ მდგომარეობაში რომ ჩაგაგდო...-გულამოვარდნილი მიჰყვა უკან ვერონიკა, მხარზე ჩაებღაუჭა და თავისკენ შემოაბრუნა ქმარი.-საბრინა იპოვეს? ახალი ხომ არაფერია?
მათიამ უიმედოდ გააქნია თავი და სავარძელში ხვნეშით ჩაეშვა. მან, რა თქმა უნდა, იცოდა, რასაც ნიშნავდა ვერონიკასთვის გაუჩინარებული მეგობრის ბედი, მაგრამ რაც არ უნდა მოენდომებინა, მის დახმარებას მაინც ვერ შეძლებდა. მხოლოდ ის დარჩენოდა, რომ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილიყო და შორიდან ემზირა მიმდინარე მოვლენებისთვის.
-ჯოზუემ საბრინა ყველას წინაშე მოღალატე, უსინდისო ქალად წარმოაჩინა...-ტკივილით ამოღერღა მამაკაცმა.-საკუთარი სიბინძურე ცოლს ზედ შეაწმინდა... მამაკაცი, სახელად მიქელე ბერშე, ქალაქში რამდენიმე დღის წინ გამოჩენილა, იაკოპოს საბრინასთან ერთად უნახავს, დღეს კი ვერც მისი კვალისთვის მიუგნია ვინმეს. ყველა, საბრინა იმ საეჭვო პიროვნებასთან ერთად შეამჩნია, ამბობს, რომ საბრინა დაბნეული და შეწუხებული იყო, რამდენიმესთვის სალამიც კი არ უთქვამს. ქუჩაში ვინც არ უნდა გააჩერო, ნებისმიერი გეტყვის, რომ საბრინა მასთან ერთად გაიქცა, თავისი ლამაზი ოჯახი მიატოვა, ჯოზუეც შეურაცხყო და თავიც შეირცხვინა.
-რას ამბობ...-აღმოხდა მოსმენილით გაოგნებულ ვერონიკას.-ეს რომელმა სულელმა უნდა დაიჯეროს?! საბრინა შესანიშნავი დიასახლისი იყო, ჯოზუეს არასოდეს ტოვებდა უყურადღებოდ, სახლიც მუდამ დალაგებული და სუფთა ჰქონდა... მას სითავხედესა და გარყვნილებაში ვერავინ დაადანაშაულებდა.
-ჯოზუეს არაფრის გაგონება უნდა. დალაპარაკება ვცადე, მაგრამ თითქოს გული ამოაგლიჯესო, უსულო ქვას ჰგავს. მას, ალბათ, ერჩივნა საბრინა მომკვდარიყო, ვიდრე თავი დამცირებულად და მიტოვებულად ეგრძნო. შეუძლებელია გიყვარდეს და ასე ფიქრობდე. თუ გიყვარს, გაუშვებ კიდეც, მის სახელს საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცავ, არავის მისცემ მასზე ავის თქმის უფლებას, ჯოზუე კი... შენ მართალი ხარ, ვერონიკა, ჯოზუეს არასოდეს ყვარებია საბრინა!
ვერონიკამ იგრძნო, როგორ აუკანკალდა ტუჩები.
ამ დრომდე ნატრობდა, რომ საბრინა, რაც შეიძლება, მალე გამოჩენილიყო ცოცხალი და საღსალამათი, ახლა კი არ იცოდა, სურდა თუ არა კიდევ ეს. საბრინა საკუთარი სახელის ლაფში ამოსვრას ვერ გადაიტანდა. ვინ იცის, რას შეამთხვევდა საკუთარ თავს. ვერონიკას უკვე დარწმუნებით შეეძლო იმის თქმა, რომ მისი მეგობარი უბედურ ვარსკვლავზე იყო დაბადებული, უსიყვარულობისთვისა და სირცხვილისათვის განწირული.
-ჯოზუე უნდა ვნახო. უნდა ვკითხო, რად ფიქრობს ამას. რა მიზანი აქვს მის ასეთ საქციელს. ნუთუ საბრინას საერთოდ არ იცნობს? განა არ იცის, რომ ის ამას არ იკადრებდა?-აღშფოთებულმა სიტყვები ერთმანეთს მიაყარა ვერონიკამ და სულის მოსათქმელად სკამზე ჩამოჯდა.-შენ როგორ ფიქრობ, მათია? სად არის საბრინა? რატომ აღარ ბრუნდება?
მათიამ იმის ნიშნად, რომ არანაირი ვარაუდი არ გააჩნდა, თავი ხელს დააყრდნო და შემდეგ ქვემოდან გამოხედა ცოლს.
-ერთი რამ ვიცი, ვერონიკა:-შეთქმულივით წამოიწყო მან, თითქოს სახლის რომელიღაც კუნჭულში მტრის მახვილი ყური ეგულებოდა.- სადაც არ უნდა იყოს საბრინა, ღმერთმა ჰქნას, ნურასდროს დაბრუნდებოდეს, თორემ შენი მეგობრის ერთადერთი პრობლემა უწინდებურად ჯოზუე ნამდვილად აღარ იქნება...

რიომაგორასკენ მიმავალი მატარებელი იგვიანებდა.
საბრინა უცნაურ, აქამდე გამოუცდელ გრძნობას აეტანა. ალბათ, არასდროს ეგრძნო თავი ასე დაუცველად. ყოველი კუთხიდან საფრთხეს მოელოდა. ნებისმიერ შემხვედრში თავდამსხმელსა და მოძალადეს ხედავდა. სებასტიანის მის გვერდით ყოფნა ბოლომდე მაინც ვერ აიმედებდა. თანაც ყველაფერთან ერთად უწევდა მამაკაცთანაც დაეცვა გარკვეული დისტანცია. ერთი მხრივ მისგან მზრუნველობა სასიამოვნო იყო, მაგრამ არსებობდა ზღვარი, რომლის მიღმაც საბრინა დარჩენილიყო. ამ ზღვრის გადალახვა საბრინასთვის ღირებულებათა ჯაჭვის დაშლას და სურვილების გადაფასებას გამოიწვევდა, რაც ნამდვილად არ შედიოდა მის მომავალ გეგმებში. საბრინამ იცოდა, რასაც მოასწავებდა საეჭვოდ შეცვლილი გრძნობები მის მიმართ, ეს აღელვებდა და აშინებდა. არ უნდოდა მოვლენებისთვის წინ გაესწრო, მაგრამ არც ის სურდა, რომ საბოლოოდ ისეთ დროს აღმოჩენილიყო არჩევანის წინაშე, როდესაც ამის მოლოდინი არ ექნებოდა. როგორც ყოველთვის, დალაგებულად, ორგანიზებულად უნდა ემსჯელა, ისე, რომ შეცდომა არც ერთ მომენტში არ დაეშვა, რათა შემდეგ ეს სინანულისა და სასოწარკვეთის მიზეზი არ გამხდარიყო.
შემაწუხებელი, ავის მომასწავებელი ფიქრებიდან საბრინა მატარებლის გულის გამხეთქავმა ხმამ გამოაფხიზლა. სუსტად გაფართხალდა, როდესაც მოულოდნელად მამაკაცმა ხელი ჩასჭიდა. ვერ მიუხვდა ქმედების აზრს. სცადა ხელი გაეთავისუფლებინა, მაგრამ სებასტიანმა ამის ნება არ მისცა.
-მგზავრებში დაიკარგები! ხელი არ გამიშვა...-მკაცრად აუხსნა მან და თავგზააბნეული საბრინა ერთ-ერთი ვაგონისკენ წაიყვანა.
თავდაპირველად საბრინას ხმაურიან, ხალხით სავსე ვაგონში ორიენტაციის უნარის აღდგენა გაუჭირდა, მაგრამ როცა ყველამ თავისი ადგილის მოძებნა შეძლო, მათაც მიაღწიეს თავისუფალ სკამებს. ვაგონში ცხელოდა. სუნთქვა ჭირდა. მსუქან, ღრმად ამოჭრილ კაბებში გამოწყობილი ქალებს უკვე მოესწროთ ჩანთიდან ჭრელი მარაოების ამოღება და როგორ ძლიერადაც შეეძლოთ, ისე იქნევდნენ გასაგრილებლად. საბრინას ვისი დანახვაც შეეძლო, ყველა ვიღაცას ელაპარაკებოდა. თავად რომ მოესურვებინა, ალბათ, ყველაზე პრიმიტიული სიტყვის გაგებინებასც კი ვერ შეძლებდა სებასტიანისთვის. განსაკუთრებით უჰაერობა აწუხებდა, ფანჯარა კი სებასტიანის გვერდით იყო. გრილი სიო ლოყაზე ნაზად ელამუნებოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.
საბრინას ძალიან გაუჭირდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ პოულობდა. ხელი ოდნავ მიჰკრა გვერდით მჯდომს და წაიჩურჩულა:
-შეგიძლია ადგილი გადამიცვალო? ჰაერი არ მყოფნის.
სებასტიანმა მხოლოდ მისი პირის მოძრაობა შენიშნა და მისმა თვალებმა უზარმაზარი, მომხიბლავად მორკალული კითხვის ნიშნები აირეკლა.
-იქნებ გამიმეორო? ვერაფერი გავიგე.-სახე ახლოს მიუტანა საბრინას და შეეცადა ყურთასმენა დაეძაბა.
-იქნებ ადგილი გადამიცვალო_მეთქი...-უფრო ხმამაღლა გაუმეორა ქალმა.-მე...
საბრინამ წინადადების დასრულება ვეღარ შეძლო. შეამჩნია, როგორ გააპარა თვალი სებასტიანმა მისი მკერდისკენ, რომელიც კაბის მოღეღილი საყელოდან მოჩანდა. საბრინას მთელი სახე წითლად შეეღება. ბაგეები დაუდამბლავდა. ენაც გაუშეშდა პირში. ყბები აუცახცახდა. მის მწვანე თვალებში მლაშე სითხემ დაიწყო დაგროვება.
უცებ კვლავ მატარებლის საყვირის ხმა გაისმა.
ძლიერმა ბიძგმა სკამები შეამოძრავა.
მატარებელმა სადგური დატოვა.

^^^
საბრინას თავბრუდამხვევი თავგადასავალი გრძელდება...
საინტერესოა, რას ფიქრობთ იმ პიროვნებებთან დაკავშირებით, რომლებიც მას ამ მოგზაურობის ჟამს გადაეყარნენ? როგორ ამართლებთ ჯოზუეს საქციელს? რა აზრის ხართ მათიასა და ვერონიკას წყვილზე? რას ელით რიომაგორასკენ მიმავალ გზაზე?
თქვენი შეფასებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისევე, როგორც თქვენთვის ახალი ეპიზოდის გამოჩენა საიტის სიახლეების ბაზაში.
უყვარხართ სოფიკოს!скачать dle 11.3




№1 სტუმარი Shorena kiladze

Ai shokdhi var jozue aris jacebis kategoriidan romrlic musi danashaulis daparvas colis saxelis gatexvit rom cdilobs.ai coli rom saxlidan midis da knari rom ambobs bozi iko da gavagdeo.am dros ki ...ai minda sabrina iyos bednieri da gaxarebuli veronija da matia zalian kargi megobrebi arian nu jer ase chans.velodebi movkenebis jargad ganvitarebas chemo knuto

 



№2  offline მოდერი sopiko

Shorena kiladze
Ai shokdhi var jozue aris jacebis kategoriidan romrlic musi danashaulis daparvas colis saxelis gatexvit rom cdilobs.ai coli rom saxlidan midis da knari rom ambobs bozi iko da gavagdeo.am dros ki ...ai minda sabrina iyos bednieri da gaxarebuli veronija da matia zalian kargi megobrebi arian nu jer ase chans.velodebi movkenebis jargad ganvitarebas chemo knuto

შორენა, როგორც ყოველთვის, ჩემთან ხარ <3
ჯოზუე მართლაც აუტანელია. მისნაირები რეალობაშიც არსებობენ და ყველა დასჯას იმსახურებს.
აი, ვერონიკა და მათია კი წინ კიდევ ბევრ ახალ ამბავს გვიმზადებენ...
უყვარხარ კნუტს!

 



№3  offline წევრი izabella

კარგი თავი იყო, მგონი წინ ბევრი და საინტერესო რამ გველის. ????

 



№4  offline მოდერი sopiko

izabella
კარგი თავი იყო, მგონი წინ ბევრი და საინტერესო რამ გველის. ????

მადლობა, იზაბელა <3 კი, ნამდვილად, წინ ძალიან საინტერესო თავგადასავლები გველის...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent