შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბერო(თავი11)


19-05-2018, 03:04
ავტორი ტერიკო74
ნანახია 976

ბერო(თავი11)

თებერვალი ,მარტს ჯიუტად ეპოტინებოდა.ზამთარს მკლავი გამოედო გაზაფხულისთვის და ქვეყნის დასანახად დაატარებდა აღმა-დაღმა.

თოვლჭყაპს, ერთმანეთში აეზილა ქვა და ღორღი.საქონლის ჯოგი ნაზად მიარწევდა ტანს და კისერზე დაკიდებულ ზარებს ამღერებდა.უკან,მაღალი,გამხდარი ყმაწვილი პატარა ,ჭრელ ლეკვთან ერთად მისდევდა.ბიჭს მხარზე მსხვილი ჯოხი გაედო და ზედ მკლავები ჩამოეკიდა.დრო და დრო ძაღლს დახედავდა და აგულიანებდა.

-მიდი,აფთარ,მიდი,აჩვენე სეირი ამათ,ნახე როგორ მიზოზინობენ,-შეგულიანებული ლეკვიც ყეფა-ყეფით ფეხებში ებლანდებოდა პირუტყვს.ბიჭს ძაღლის ქცევაზე,გულიანად ეცინებოდა.

-თაზო,რას აგიჟებ მაგ ლეკვას?-ღობიდან თავი ამოეყო ჭაღარა ბერიკაცს, ღიმილით გადაჰყურებდა მიმავალს.
ბიჭს გაეცინა და უკან ჩამორჩენილ მოზვერს სახრე გადაუჭირა.

-მარინე ძალო! მარინე ძალო!-ეზოსთან შედგა ყმაწვილი.
შიგნიდან ღრენის და ყეფის ხმა გაისმა,მეცხვარე ძაღლი სისწრაფით გამოქანდა და ჭიშკრის ძირში გამოთხრილ ორმოში ცხვირი გამოყო.
-რაო,დუდუ?-დაუყვავა და კარში გამოსულ, შავებში გახვეულ ქალს მიუბრუნდა.
-მარინე ძალო,დედამ დამაბარა,ამ საღამოს მე თვითონ ავუტან მაწონსა და რძესო,არავინ გამოაგზავნოსო,-თქვა და თავი, თითით მოიქექა.
-კარგი თაზო,-ქალს ხმა მიკნავებოდა.
-ჰო,როგორ არის ის ბიჭი,მოვიდა გონზე?-განაგრძო ქექვა და ფეხებში გაწოლილ,ენაგადმოგდებულ ძაღლს დახედა.

-მძიმედ არის,შვილო მძიმედ,სულ ბოდავს სიცხისგან,-ჩუმად თქვა ქალმა და ორივემ ვენახების მხრიდან მომავალ მამაკაცს გახედეს.დათას ერთი ხელი ნაჯახისთვის ჩაეჭიდა,მეორეთი მხარზე გადაგდებულ ფუთას ისწორებდა.
-ათი დღეა, ეგრე დადის ეს უბედური,საფლავებს ამაგრებს,პირუტყვი,რომ არ შევიდეს,-ქალმა ,შავი თავსაფარი სახეზე აიფარა და ტირილით შებრუნდა.
***
ძველებურ,ზამბარიან საწოლში მამაკაცი გულაღმა იწვა,შუბლზე თეთრი ,ზეწრის ნახევი, ოთხად მოკეცილი გადაეფარებინათ.კაცს სუნთქვა გახშირებოდა,განიერი გულ-მკერდი აუდ-ჩაუდიოდა. მატყლის საბნიდან ფეხი გამოეყო,რომელზეც,ბარძაყიდან კოჭამდე ნახვევი იოდის ლაქებს დაეფარა.

-ვალში ვარ შენთან, გაიოზ!- დათამ საწოლთან მდგარ ,საშუალო ტანის ,შავგვრემან მამაკაცს ხელი ძლიერად ჩამოართვა.
-ეგ მეორედ არ გამაგონო!-კაცმა დათას მხარზე ხელი მოუთათუნა ,- ბევრი სისხლი დაკარგა,სისუსტეც ამიტომ აქვს,არ ინერვიულო,გამოვა მდგომარებიდან,ძლიერი ჩანს.მთავარია ეს წამლები მიაშველოთ,-უთხრა დათას და ხელში ფურცელზე ჩამონათვალი სია მიაწოდა.

შავგვრემანი წავიდა თუ არა,ფეხაკრეფით გამოვიდა ქალი გვერდით ოთახიდან,მწოლიარეს შუბლიდან სველი ტილო ააცალა და ხელის გული დაადო,მერე კარისკენ გაიხედა ,მარტოდ რომ დაიგულა თავი,დაიხარა და დაჭრილს შუბლზე ნაზად აკოცა.მწოლიარე შეირხა,ტუჩის კუთხეები ოდნავ გასწია განზე.ქალი,მამაკაცის მოძრაობაზე უკან გადახტა,მკერდზე ხელი დაიდო,გულის დასამშვიდებლად.
-ნუთუ მიხვდა?-გაიფიქრა და საკუთარ საქციელზე გაწითლდა.

ეზოში შემოსულ მაღალ,მხარბეჭიან მამაკაცს,დუდუ ტანის ზმორვით შეეგება,დამთქნარებასთან ერთად წკმუტუნის ხმა გამოსცა და სტუმარს ტალახიანი ფეხებით შეახტა.
-დუდუ!-გაუბრაზდა ძაღლს და ქურთუკი გაშლილი თითებით ჩამოიწმინდა.
-დათა ძია!-კაცმა დაიძახა და კისერი წაიგრძელა სახლის მიმართულებით.
მეორე სართულის რკინის,ჟანგშეპარულ მოაჯირს ,თავზე პირსახოც წაკრული ქალი მოადგა,მორცხვად გადმოხედა დაბლა მდგომს.
-სახლში არ არის,ექიმი წაიყვანა პუნქტში,-თქვა ,თუ არა, გაწითლდა,სწრაფად შეტრიალდა და თოკზე თეთრეულის დაფენა განაგრძო.გული აჩქარებოდა,სარჭებს ხელისკანკალით აცვამდა.
მამაკაცს ოდნავ ჩაეღიმა,თავი გააქნია და პირველ სართულის კარი შეაღო.
ლარა ჩვილთან ერთად ღუმელთან მიმჯდარიყო,მაწვნის ბოთლზე წამოცმულ
საწოვარას ,პირის წკლაპუნით ექაჩებოდა პატარა.
ოთახში თავი შეყო თუ კაცმა,ქალს ანიშნა,შესვლა თუ შეიძლებოდა.
-მოდი გიორგი,-გაუღიმა ლარამ.
-როგორ არის?- ბეროსკენ გაიშვირა თითი კაცმა და წინ წაიწია.
-ცოტა უკეთ,სიცხე აღარ აქვს,-ქალი მორიდებით აიწურა,ფეხზე წამოდგა და სტუმარი ავადმყოფთან დატოვა.
***
მარტმა,როგორც იქნა ,მკლავი გააშვებინა თებერვალს და აპრილის დარაჯად დადგა.
წამოკვირტულ ხეებს წებო გასდიდოდათ და მწერებს აპურებდნენ.
ნამძინარევი ბუნება გამოფხიზლებას ცდილობდა.

ორი ბედაური ,ალურით ფარავდა გზას.ზედ მსხდომი მხედრები წელში გამართულიყვნენ და ირგვლივ ათვალერებდნენ.
-მოდიან,დათა ძია!-გიგო ეზოში ჩქარი ნაბიჯით შევიდა.
იოსიფი და მუსა, მასპინძელს გადაეხვივნენ მხრებზე ხელების ტყაპუნით.

ორმოცი დღე გასულიყო იმ ავადსახსენებელი დღიდან,როდესაც ბანაკიდან ოთხი მიცვალებული ჩამოიტანეს სოფელში.გოჩა ცალკე დაეკრძალათ.ნატასთვის,საშა და დიტო,მცველებად მიეწვინათ აქეთ-იქიდან.

***
მზეს უხვად გამოეშვა სხივები ,დედამიწას უფათურებდნენ ცხელ ხელებს.
კაკლის ძირში,ხის მოგრძო სკამზე,რომელისთვისაც სამსჭვალისები უხეიროდ ჩაერჭოთ,მამაკაცი ჩამომჯდარიყო.ერთი ფეხი მუხლში მოეხარა,მეორე წინ გაედო.ყავარჯნები ხეზე მიეყუდებინა.
-ბეროუ,როგორა ხარ, ბიჯო?-საველე ქუდი თვალებზე ჩამოეფხატა ბერიკაცს და ღიმილით შეჰყურებდა სკამზე მჯდომს.
-კარგად ვარ ,ვასო ძია,სამი ფეხით დავდივარ,-ყავარჯნებზე ანიშნა ბერომ და სიმინდის მარცვლებივით,ერთმანეთზე მიწყობილი ლამაზი კბილები გამოაჩინა.
-კარგად უნდა იყო,შვილო,კარგად,-თავის ქნევით გააგრძელა გზა კაცმა.

ჭიშკრიდან გამოსულ ქალს ,ბავშვი ცალი ხელით დაეჭირა,მეორე ხელით წყლის ჭურჭელი დაეკავებინა და გეზი წყაროსკენ აეღო.
-ლარა!-კაცის ხმაზე ქალი შედგა,შემოტრიალება დააგვიანა,გულ-მუცელი ერთიანად აერია,სახეზე სისხლის მოწოლა იგრძნო.

-დამიცადე!-ყავარჯნები მოიმარჯვა ბერომ და მძიმედ წამოდგა.
ბილიკის გარდი-გარდმო ნაპირი ,მწვანე ბალახს დაეფარა.ქალი უჩუმრად მიუყვებოდა გვერდში.დრო და დრო დაბნეულ მზერას აპარებდა მამაკაცისკენ.
წყაროსთან მოშორებით,ლოდზე ჩამოჯდა ბერო,ყავარჯნები ქვაზე მიაწყო და სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.

-ლარა,დარია მომიყვანე,-ქალი ადგილზე გაიყინა,აელეწ-დაელწა სხეულში ყველაფერი.მძიმედ დაიძრა კაცისკენ და ზედ არ შეუხედავს ,ისე მიაწოდა ბავშვი.

მოჩუხჩუხე წყალს ჭურჭელი შეუდგა,განზე გადგა და ბუჩქებიდან ამოშვერილ ფოთლებს წვალება დაუწყო.
-ლარა,არ მელაპარაკები?-განაგრძობდა კაცი ქალზე ზემოქმედებას, ტუჩებს თავს ძლივს უყრიდა ,რომ არ გასცინებოდა.
ჭურჭლიდან წყალი ჩანჩქერივით გადმოდიოდა.
-ლარა,გაივსო,ეყოფა,-ღიმილი ვეღარ შეიკავა ბერომ და ბავშვს ღაბუა ყელზე თითიტ წაეთამაშა.

ქალი სწრაფად შემოტრიალდა,კაცთან მიიჭრა და დარიას გამორთმევა ამაოდ სცადა.ბერომ მკლავში ჩაავლო ხელი.
-დაწყნარდი,-უთხრა ჩუმად და ქალი თავისკენ მიიზიდა.
სახეალეწილმა, ხელი გამოგლიჯა და ბილიკს სირბილით აუყვა.
ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა ქალს ,ქარივით ჩაუქროლა,სახლში შევარდა და საწოლზე ,ტირილით დაემხო.
-რა დაგემართა,ლარა?-შეშფოთებული ეკითხებოდა ქეთი და წაბლისფერ თმაზე ხელს უსვამდა.ლარა წამოიწია,ქალს მუდარით სავსე თვალები მიაპყრო.
-მიყვარს,გესმის?! ძალიან მიყვარს! მაგრამ მტკივა ქეთი,ჩემი წარსული მტკივა,მრცხვენია!რა ვუთხრა,რა?!-ისევ ჩარგო თავი და ტირილს უმატა.

-ყველაფერი კარგად იქნება,ლარა,ყველაფერი,-დაუყვავა ქალმა და ეზოში შემოსულ გიორგის გახედა.
-მეც მიყვარს,-ჩაიბუტბუტა და ერთიანად გაწითლდა.
***

ფერად-ფერად ყვავილებს ,საოცარი ხალიჩა მოექსოვათ.დედოფლის გამოჩენას ელოდნენ.ერთმანეთის ჯიბრით ჩაეცვათ, ლამაზი კაბები და თავმომწონედ ეცეკვებოდნენ ონავარ სიოს.
ვარდობისთვე მობრძანებულიყო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ჟიზელი

ვუაიმეე,რა საყვარლები არიან ,გამეხა პირი ღიმილისგან :დდდდ
არ დაასრულო ესე ადრე,თორემ დარდი მომკლავს.

 



№2  offline წევრი abezara98

როგორც იქნა ისევ ეღირსებათ ბედნიერება blush ველოდები შემდეგ თავს wink

 



№3  offline წევრი ტერიკო74

ჟიზელი
ვუაიმეე,რა საყვარლები არიან ,გამეხა პირი ღიმილისგან :დდდდ
არ დაასრულო ესე ადრე,თორემ დარდი მომკლავს.


ჰო,ნელ-ნელა ეპარება ბერო, ლარას)))

abezara98
როგორც იქნა ისევ ეღირსებათ ბედნიერება blush ველოდები შემდეგ თავს wink


heart_eyes

ვნახოთ, რას იზამენ))))

 



№4 წევრი naniko mindia

Imedia gamotxdeba da etxvis berosac xom aq simpatiebi kai wyvili iqnebian, warmatebebi veli shemdegs tavs
--------------------
lomidze

 



№5  offline წევრი tamuna.s

ოღონდ ცუდად არ დაასრულო რა

 



№6  offline წევრი ტერიკო74

naniko mindia
Imedia gamotxdeba da etxvis berosac xom aq simpatiebi kai wyvili iqnebian, warmatebebi veli shemdegs tavs


იმედია))

tamuna.s
ოღონდ ცუდად არ დაასრულო რა


სიმართლე გითხართ,ჩემმა მეგობრებმა გადაარჩინეს ბერო)))
თორემ,ძალიან წვეტიანი აზრები მაწუხებდა)))))))

 



№7 სტუმარი სტუმარი Elle

როგორ მინდა კარგად დასრულდეს ))❤

 



№8  offline წევრი ტერიკო74

სტუმარი Elle
როგორ მინდა კარგად დასრულდეს ))❤


heart_eyes

 



№9  offline წევრი mirandaa31

აუ რა კარგიააა ❤️ ძაან საყვარლები არიან ცუდი ბერო ნუ აწვალებს გოგოს ))) მალე დასრულდება და არ მინდაა ამათ გარეშე როგორ გავძლოთ ❤️ ველოდები შემდეგ თავს))
--------------------
ხელმოწერა

 



№10  offline წევრი ტერიკო74

mirandaa31
აუ რა კარგიააა ❤️ ძაან საყვარლები არიან ცუდი ბერო ნუ აწვალებს გოგოს ))) მალე დასრულდება და არ მინდაა ამათ გარეშე როგორ გავძლოთ ❤️ ველოდები შემდეგ თავს))


მადლობაა)))

 



№11  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

აუ როგორ მეცოდება ლარა. რამხელაა ტკივილი აქვს გადატანილი. მტკივნეულია მისთვის ამ ყველაფრის მოყოლა. ისე როგორ არ მინდა ჯერ ამ ისტორიის დასრულება, გული მყდება რაღაცნაირად

 



№12 სტუმარი ეკა

ცხოვრებაც ხომ ასეთია, სიხარულს თუ მწუხარება ცვლის, მწუხარებას ისევ სიხარული განდევნის ხოლმე, ასე რომ ბედნიერ დასასრულს ვისურვებდი ????

 



№13  offline წევრი ტერიკო74

Chikochiko
აუ როგორ მეცოდება ლარა. რამხელაა ტკივილი აქვს გადატანილი. მტკივნეულია მისთვის ამ ყველაფრის მოყოლა. ისე როგორ არ მინდა ჯერ ამ ისტორიის დასრულება, გული მყდება რაღაცნაირად


ძალიან გაწელვას აზრი აღარ აქვს,თორემ გავწელავდი.დაუმთავრებელი სერიალივით იქნებოდა,მოსაბეზრებელი.

ერთი კვირაა უკვე, ბეროთი ვათენებ ღამეებს, მიღირდა კიდეც)))

დიდი მადლობა ყველას,რომ სტიმული მომეცით heart_eyes

ეკა
ცხოვრებაც ხომ ასეთია, სიხარულს თუ მწუხარება ცვლის, მწუხარებას ისევ სიხარული განდევნის ხოლმე, ასე რომ ბედნიერ დასასრულს ვისურვებდი ????


იმსახურებენ))
heart_eyes

 



№14 სტუმარი სტუმარი ნონა

როგორ ველოდი ასეთ განვიტარებას smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent