შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (თავი მესამე)


19-05-2018, 10:11
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 316

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (თავი მესამე)

დავდიოდი ღამის კლუბებში, რაც ადრე არასოდეს მიყვარდა, ვსვამდი იმაზე მეტს, ვიდრე ადრე, ვერთობოდი დაღლამდე. უბრალოდ ავიწყვიტე და ეს ძალიან მომწონდა, გამოვიცვალე საზოგადოება, მეგობრები მივატოვე და ურთიერთობა ახლებს დავუკავშირე, ისეთებს, რომელთაც მე კი არა ჩემი უეცარი პოპულარობა ხიბლავდათ, ის ფული ხიბლავდათ, რასაც მათ ვახარჯავდი. რაც შემეხება მე... მე, წარმატების ზენიტში ავედი და რეალურად მსჯელობის უნარი დავკარგე.
-------------------

ზაფხულის ერთ მზიან დღეს, მე და გუგა ბარში ლუდს მივირთმევდით. მასთან ყოფნა მსიამოვნებდა, სიმპატიური, სპორტული აღნაგობის, შავგრემანი ბიჭი იყო. დიდრონი შავი თვალები, ნოლზე აღებული თმა, ლამაზი თავის ფორმა, სავსე ტუჩები. ყოველთვის კარგ განწყობაზე მაყენებდა; სიმართლე ვთქვათ, მე ყოველთვის კარგ განწყობაზე ვიყავი, რადგანაც უმეტესწილად არაფხიზელ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. მოკლედ, ბარში ვისხედით, როდესაც ჩემი ყოფილი შეყვარებული დავინახე. გამიკვირდა მისი დანახვა, წლები იქნებოდა რაც არ მენახა; სახე შემეცვალა და გუგა მაშინვე ჩამეძია. მეც გულუბრყვილოდ მოვუყევი, რომ მასზე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული მთელი ბავშვობა; ის, რომ, მოთმინებით იტანდა ჩემს ყოველ ახირებას. ბავშვობაშიც საკმაოდ ჩამოუყალიბებელი ვიყავი, ხასიათის მხრივ, ისევე როგორც დღეს; მოვუყევი, როგორ ვუმწარებდი სიცოცხლეს უაზრო საქციელებით, როგორ მიმატოვა საბოლოოდ და ის, რომ მას მერე სიყვარულის შეგრძნების უნარი დავკარგე. ვუთხარი ისიც, რომ ხშირად წარმატების მიღწევას მხოლოდ იმიტომ ვცდილობდი, მისთვის კვლავ სასურველი ქალი გავმხდარიყავი, ქალი რომელიც მუდამ მის წინ იტრიალებდა და მისი არასოდეს გახდებოდა.
- ისევ გიყვარს? მკითხა გუგამ.
- არ ვიცი, ეს პასუხი გულწრფელი იყო, მართლა არ ვიცოდი მიყვარდა თუ არა. გუგამ ბარიდან გამომიყვანა, საკმაოდ ნასვამი ვიყავი, თანაც ამ უეცარმა შეხვედრამ ძალიან ამაფორიაქა, ამიტომ სახლამდე მიმაცილა. მეც შინ შევიპატიჟე, ყავა დავასხი. დედამ როცა მიმატოვა, განვაგრძე თხრობა, თითქოს ჩემთვის ყველაფერი დასრულდა, იცი რა მოხდა?
- არა! საიდან?!
- გაინტერესებს?
- რა თქმა უნდა.
სიგარეტს მოვუკიდე და განვაგრძე...
- როცა ის წავიდა, წავიდა რა, ასე, ერთ დღესაც, ვიღაც მდიდარი ტიპი გაიცნო და მასთან ერთად წავიდა. მას შემდეგ, ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. უდარდელი ბავშვობიდან ობლად ვიქეცი, დედით ცოცხალი, მაგრამ მაინც ობოლი. მარტოობა ძალიან ნელა შემოდიოდა ჩემში და ძვლიანად მჭამდა. სიმართლე გითხრა ვერც ვხვდებოდი რა ხდებოდა, მაგრამ დროთაგანმავლობაში ვგრძნობდი, როგორ მაკლდა მისი არყოფნა. გარდატეხის ასაკში ვიყავი, ამიტომაც ხასიათი საშინლად შემეცვალა, სწორედ ამ დროს, შევხვდი გიოს. ერთი ნახვით მომეწონა, მართლა, არ ვხუმრობ, მასაც შევუყვარდი და ასე დაიწყო ეს ისტორია. ბედნიერი ვიყავი, რადგან ის მაბედნიერებდა, მაგრამ ხასიათის ცვალებადობა იმდენად გამაღიზიანებელი იყო, ხშირად მივყავდით კომფლიკტამდე და ხშირად ვცილდებოდით ერთმანეთს. ბოლო წლებში, ჩემი თავხედობა ზღვარს გაცდა, თუმცა უკვე სულერთი იყო, რადგან მეგონა აღარ მიყვარდა. საბოლოოდ ჩემგან წავიდა, არც ისე მშვიდობიანად; დიდი ტკივილი დამიტოვა, ძალიან დიდი, მოუშუშებელი იარა, რომელიც არც თავისით შეხორცდა, არც ჩემი დახმარებით და არც სხვებთან ურთიერთობამ უშველა. მას შემდეგ, მუდამ მიჭირს ურთიერთობა, ამის მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ წარსულის მოგონებებია. ჩემგან წავიდა და მთელი სიყვარული თან წაიღო. ტირილი ამივარდა, ძალიან მთვრალი ვიყავი, თორემ ამ ტაბუდადებულ თემას გუგასთან არ მოვხსნიდი თავს. უეცრად გუგამ გულზე მიმიკრო და ჩემს დამშვიდებას შეეცადა. პატარა ბავშვივით მივეკარი მის ძლიერ მკლავებს, უეცარი სისუსტე ვიგრძენი, ის ქალური სისუსტე, რასაც ქალები ტკივილის მოზღვავების დროს განვიცდით. გუგამ ცრემლები მომწმინდა და ჩუმად მითხრა:
-ვეცდები ტკივილი არ მოგაყენო, მომეცი უფლება ჭრილობები შეგიხორცო. მისი გახშირებული სუნთქვა ჩემ სუნთქვაში ირეოდა და ერთი მტანჯველი წამის შემდეგ, მისი ტუჩები ჩემ ტუჩებზე ვიგრძენი. ვიგრძენი და კოცნის სიტკბომ სხეულის თოთოეული წერტილი გამითიშა, რეალობიდან სრულიად შორს, სადღაც საზღვრებს მიღმა გადამაგდო. ვნებიანი კოცნის შედეგად კი, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე გავურბოდი, ჩემი თავი მას სრულიად მივანდე და ის ღამე ჩემ საწოლში გაატარა.
ყველას აქვს ცხოვრებაში სისუსტის ის მომენტი, როცა ყველაფერს ივიწყებ და თავს უფლებას აძლევ, იმ წამით იცხოვრო, რომელმა წამმაც განსხვავებული გრძნობა, ემოცია და ხედვა შემოიტანა შენში. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავს საზღვრები დაუწესეს, სწორედ ასეთი ადამიანები იტანჯებიან ყველაზე ხშირად. ისინი ცხოვრობენ კონკრეტულით და სხვა განშტოებები მათთვის უბრალოდ აკრძალულია. საპირისპირო შემთხვევაში კი, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საზღვრები არც-ერთ საკითხში არ გააჩნიათ. ისინი ცხოვრობენ თითოეული წამით და სწორედ ამიტომ არიან მეტად ლაღები, გაწონასწორებულები და ბედნიერები. ისიც აღსანიშნავია, რომ ასეთი ადამიანები მეტად მარტივები არიან; მათი გონება მხოლოდ სიამოვნებისაკენ არის მიმართული, ამიტომ ყოველგვარი ღრმა ფსიქოლოგიური ხედვა მათგან ძალიან შორს დგას. პირადად მე, გუგასთან მიმართებაში თავი არ დამიკარგავს. მე წამის შეგრძნება კი არა, ამ წამის გაჩერება და მისი გახანგრძლივება მსურდა.
- დილამშვიდობის! ღიმილიანი სახე შემაგება გუგამ გაღვიძებისთანავე და კიდევ მეტი რომანტიკისათვის სახე დამიკოცნა.
- დილამშვიდობის! უხერხეულად შევიშმუშნე, საწოლიდან წამოვდექი, ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში გავედი, ყავას დალევ? გავძახე ოთახიდან გასვლის შემდგე.
- შენ გაკეთებულს ყველაფერს დავლევ! გამეღიმა და ყავა დავუსხი, მშვიდად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დავლიეთ ყავა და გუგა სამსახურში გავაცილე. მე კი კომპიუტერი ჩავრთე და ახალი წიგნის წერა დავიწყე. ბევრი არაფერი მქონდა აკრეფილი; მიზეზი კი ბევრი იყო, ის რომ წუხანდელმა ღამემ ოდნავ გამომფიტა და ამაფორიაქა, არა იმიტომ, რომ გუგა მიყვარდა, არამედ იმიტომ, რომ იმ კაცთან დავწექი, რომელიც საერთოდ არ მიყვარდა. მას მეგობრის ამპლუაში უფრო ვხედავდი, ვიდრე საყვარლის. წერას თავი დავანებე, ვიბანავე და ძველი სამსახურისაკენ გავეშურე. გადავწყვიტე მივიწყებული მეგობრები მომენახულებინა.
„ცხოვრების მოულოდნელობები და თავსატეხები, ის რაც კონკრეტულ მომენტში საშინელებად გეჩვენება, მერე მშვიდ გონებაზე აცნობიერებ, რომ სწორედ ეს "საშინელებები” ქმნის შენ ცხოვრებას და იმედს გისახავს სამომავლოდ. რაც უფრო მძიმე ქარტეხილი გატყდება თავს, მით უფრო არაფრად გეჩვენება უბრალო განსაცდელი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გხვდება. ეგუები, რომ ცხოვრება ასეთია“...
ავტომობილი გავაჩერე თუ არა, ყველას ყურადღება მივიპყარი. ამას უკვე მიჩვეული ვიყავი და თავს მორიდებულად აღარ ვგრძნობდი. ბევრი ნაცნობი შემხვდა, ზოგმა გულწრფელად მომილოცა წარმატება, ზოგმაც ძველებურად ბოროტული მზერა მტყორცნა. რამოდენიმე მეგობარიც ვნახე, დაბნეული, დამნაშავე ბავშვივით ვიდექი მათ წინ, რომელსაც მხოლოდ მათთან ჩახუტების სურვილი კლავდა, მაგრამ ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა და სიამაყე ამ გრძნობაზე მაღლა იდგა და მათ, უბრალოდ გამოველაპარაკე, ვთხოვე სტუმრად მოსულიყვნენ ჩემთან. დამპირდნენ მოვალთო, თუმცა დარწმუნებული ვიყავი არ მოვიდოდნენ; ვიცოდი, ნახევარ საათში ცვლას მორჩებოდნენ, ამიტომაც განვუცხადე, დაგელოდებით და წაგიყვანთ-მეთქი. ძალიან მინდოდა ეს დღე მათთან ერთად გამეტარებინა, თუმცა ამის აღიარება ძველებური გულწრფელობით არ შემეძლო. მართლაც ნახევარი საათის შემდეგ, მე და სამი მეგობარი, მანქანაში ვისხედით და ჩემი ბინისაკენ მივდიოდით, როცა ტელეფონმა დარეკა და ძალიან კარგ წვეულებაზე დამპატიჟეს. იმის მაგივარად, რომ ჩემი გოგოებისათვის ჩემთან ერთად წასვლა მეთხოვა, ბოდიში მოვუხადე და სხვა დროს შეხვედრა ვთხოვე. მანქანიდან გადავიდნენ და არაფერი უთქვამთ, მე კი წვეულებაზე წავედი.
ჩემი ცხოვრება ბოჰემად გადაიქცა, თავაშვებულ გართობად, თუმცა წერა არ შემიწყვეტია, პირიქით უფრო და უფრო ვიხვეწებოდი. არც ერთი ჩემი წიგნი არ ჩამოუვარდებოდა პოპულარობითა და გაყიდვებით წინა წიგნებს. საზოგადოებისათვის საკმაოდ საყვარელ, ახალგაზრდა მწერლად ვიქეცი. ჩემი ნაწარმოების გამო, სერიოზული ადამიანები მცემდნენ პატივს. თუმცა, აწყვეტილი იმიჯით, არც ისე მოწონებას ვიმსახურებდი, როგორც ადამიანი. ნიჭი ნიჭია, მაგრამ ქცევა გამაღიზიანებელია ბევრისათვის. ამ ყველაფერზე საერთოდ არ ვფიქრობდი მაშინ, მთავარი იყო, დროის შეგრძნებას როგორ ვეთიშებოდი და იმით, რომ უბრალოდ გაფიქრებაც კი კმაროდა და სურვილი წამსვე მისრულდებოდა. საკუთარი თავის პატივისცემას ნელ-ნელა სრულებით ვკარგავდი, ვცხოვრობდი მარტივი, უბრალო წამით და მომავლის მიზნებს აღარ ვისახავდი.
მე და გუგამ გადავწყვიტეთ კარგი დასვენება მოგვეწყო; მე, ჩემი ბოიფრენდით და ერთი მეგობარი მისივე მეგობარი გოგოთი, ოთხმა გართობის მოყვარულმა, ვიქირავეთ გუდაურის სასტუმროში ორი ნომერი და წავედით ცივი ზამთრის მხიარულად გასატარებლად. კმაყოფილი უნდა ვყოფილიყავი ამჟამინდელი ცხოვრებით, თუმცა რაღაც მაინც არ მაკმაყოფილებდა, თითქოს ამოვწურე ის ემოციები რაც ამ ყველაფერმა მომიტანა. ახალი თავგადასავლები მჭირდებოდა და გადავწყვიტე, ამ მხრივ, გუდაური ბოლომდე გამომეყენებინა, ყოველ საღამოს, ან ჩვენ ნომერში, ან გუგას მეგობრის ნომერში, დილამდე ვსვამდით, გამთენიისას, ან სიყვარულით ვკავდებოდით, ან დაღლილებს ღრმა ძილი გვიმონებდა. რამოდენიმე დღის შემდეგ, ლევანს (გუგას მეგობარს) ჩემ მიმართ უცნაური მზერა შევნიშნე. თავიდან დავიბენი, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი, რატომაც არა?! „ჩვეულებრივი“ ქალი აღარ ვარ, წარმატებული და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ; არაფერია გასაკვირი იმაში, თუ შეყვარებულის მეგობარს მოვეწონები. ამიტომ მეც კეკლუცობა დავუწყე, თუმცა ისე, რომ გუგას არაფერი შეენიშნა. ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ მე და ლევანი, ერთ დღესაც, მარტო დავრჩენილიყავით. მე თავის ტკივილი მოვიმიზეზე, ლევანმა კი წინა დღეს ფეხი ნამდვილად დაიზიანა სრიალის დროს, ამიტომაც გუგა და მარიამი გასართობად, მარტონი წავიდნენ. ჩვენ კი ნომრებში დავრჩით... დიდი ხნის წასულები არ იყვნენ, როცა ლევანთან შევედი.
- ვიცოდი, შემოხვიდოდი. ცოტა არ იყოს გამომწვევად მითხრა.
- ამ ბოლო დროს, საკუთარი თავისათვის უცნაური არაფერი შეგინიშნავს?
- შენს მიმართ ჩემს ვნებას თუ არ ჩავთვლით, სხვა არაფერი.
- პირდაპირი ხარ.
- და შენ მოგწონს ეს ხომ ასეა? ის უკვე მაცდურათ ეხებოდა ჩემ სხეულს. ჩემ წელზე მისი ხელები ფრთხილად მოძრაობდა. კარგად ვიცოდი რასაც ვაკეთებდი და რისთვისაც შემოვედი მასთან, ამიტომაც ხელების მოშორება არც მიფიქრია. ხელი ვკარი და საწოლზე დავარდა. ხარბად დაეწაფა ჩემ სხეულს... მოგვიანებით, როცა მას ეძინა, ტანზე ჩავიცვი და ნომერში დავბრუნდი. იმ საღამოს დასალევად აღარ შევიკრიბეთ. მე და გუგა ოთახში გამოვიკეტეთ...
- მიყვარხარ, მეუბნება ბედნიერებისაგან გაბადრული გუგა.
- ოღონდ ეგ არა, ყველაფერს ნუ გააფუჭებ.
- რა არის ცუდი იმაში, რომ მიყვარხარ?!
- არ მინდა გიყვარდე, სიყვარული უამრავ მოვალეობას მოითხოვს. მე კი, არ მინდა ვინმეს მიმართ ვალდებულებას ვგრძნობდე. ვიგრძენი ხასიათი როგორ დამიმძიმდა.
- სისულელეა, სიყვარული ყველაზე საოცარი გრძნობაა რაც კი არსებობს, როგორ შეიძლება უარი თქვა ამაზე.
- შენ უკვე იცი, მე სიყვარული არ შემიძლია.
- ცრუობ, შენი ყველა ნაწარმოები თუ ლექსი სავსეა დიდი ტკივილითა და გრძნობით, თუ არ გრძნობ სიყვარულს, მაშინ ასე ვერც გადმოცემდი სათქმელს.
- გუგა ეს საუბარი სისულელეა, არ გინდა გთხოვ.
- არ მოგეშვები და იცი რატომ? მე დაგპირდი, რომ ტკივილს არ მოგაყენებდი და იარებს მოგიშუშებდი, მაგრამ თუ ამის საშუალებას არ მომცემ, თუ შენი შეყვარების უფლებას არ მაძლევ, მაშინ ვინ ვარ მე? უბრალოდ საყვარელი?
- გეყოფა! დავუყვირე, რადგან სინდისმა შემაწუხა.
- ადამიანს, ყოველ თავის ქცევაზე, პასუხსა და ტონზე ეტყობა რა გამოიარა, რა ქარტეხილი დაატეხა ცხოვრებამ თავს და როგორი მოქცევა სჭირდება შენგან მას. ადამიანებს გვჩვევია უხეშობაზე უხეშობით პასუხი, ღიმილზე – ღიმილით, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სწორედ უხეშობას სჭირდება დაახვედრო ღიმილი. შენთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა, ვიცი რა ცხოვრებით გიცხოვრია და ისიც ვიცი, როგორ გინდა მოგექცნენ; მე ხომ აქვე ვარ, რატომ არ მაძლევევ უფლებას დაგეხმარო ცხოვრების შეცვლაში?! მიყვარხარ ნინა.
- მე არა! მოვუჭერი მყისიერად.
გუგა უხმოდ ადგა და ოთახიდან გავიდა. არ მახსოვს როდის დაბრუნდა, რადგან მისი დაწოლა არ გამიგია. დილას კი, ჩემ გვერდით მძინარე დამხვდა. ვუცქერდი მის მშვიდ ნაკვთებს და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს, ან როგორ შეიძლება მას უღალატო, თუმცა პასუხი ვერ გავეცი ამ კითხვებს. შემდეგი ორი დღე გუგა შეიცვალა, ჩემ მიმართ აღარ იყო ისეთი თბილი და ყურადღებიანი როგორიც აქამდე. ამან ცოტა ამაღელვა და გადავწყვიტე დავლაპარაკებოდი მას.
- შეგიძლია მითხრა რა გჭირს?
- არაფერი.
- თავს მარიდებ, ამას ვერ ხვდები?
- არ გარიდებ ნინა. ის ჩემ ხელებს კისრიდან იშორებს.
- მაშინ რატომ გამირბიხარ ეს დღეები?
- შენ მხოლოდ სექსი გინდა, მე კი მეტი მინდა. შეგიძლია სხვა პარტნიორი მოძებნო. მომახალა ეს სიტყვები და ხელი ისე მკრა საწოლზე მოწყვეტით დავენარცხე.
- ამით რისი თქმა გინდა?
- კარგად ხვდები რისიც. მე თბილისში ვბრუნდები, თუ გადაწყვეტ ჩემთან ყოფნას, არა იმიტომ რომ საწოლში კარგად გრძნობ თავს, არამედ იმიტომ, რომ ჩემ მიმართ ოდნავ მაინც გრძნობ რამეს, ამ შენთხვევაში შეგიძლია დამირეკო, ან არა და ჩემი არსებობა საერთოდ დაივიწყე. გაოცებული დავრჩი, თუმცა მისი შეჩერება არ მიცდია, გუდაურში აღარც მე მესაქმებოდა არაფერი, ამიტომ ბილეთი მეც ავიღე და თბილისში დავბრუნდი. გუგა არ გამოჩენილა, მე კი მასზე ფიქრს თავიდან ვერ ვიგდებდი, თუმცა დარეკვა არც მიფიქრია...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 აქტიური მკითხველი Chikochiko

პატარ-პატარა დემონები ყველას გვყავს, მაგრამ ზღვარს არ უნდა გადახვიდე. ამ გოგოს საქციელი ყველანაირ ზღვარს გასცდა. როცა უპატიებელ შეცდომას დაუშვებს ადამიანი, მერე ხვდება თუ რა დაკარგა. მე ასე ვფიქრობ.
მახარებს ის ფაქტი, რომ ამ საიტს შენი სახით ძალიან ნიჭიერი და შეგნებული მწერალი შეემატა

 



№2  offline წევრი ანი ჩიხლაძე

Chikochiko
პატარ-პატარა დემონები ყველას გვყავს, მაგრამ ზღვარს არ უნდა გადახვიდე. ამ გოგოს საქციელი ყველანაირ ზღვარს გასცდა. როცა უპატიებელ შეცდომას დაუშვებს ადამიანი, მერე ხვდება თუ რა დაკარგა. მე ასე ვფიქრობ.
მახარებს ის ფაქტი, რომ ამ საიტს შენი სახით ძალიან ნიჭიერი და შეგნებული მწერალი შეემატა


ჩემთვის ასეთი შეფასება ძალიან დიდი სტიმულია. ნინა მერყევია, საკუთარ თავში გაურკვევლი და ცოტათი კი არა და გზას უკვე კარგად აცდა. ვნახოთ შემდეგ როგორ მოიქცევა :*

 



№3 წევრი mirandaa31

ხოო აი რა გითხრა აბა ნინას საქციელი ძაან მიუღებელია ჩემთვის. ბევრი დემონი ყავს და სწორი გზა უნდა რომ ამ ჭაობიდან ამოძვრეს. ვფიქრობდი გუგა დაეხმარებოდა მაგრამ ახლა უკვე არვიცი.. ყველაზე ცუდი ისაა რომ ხვდება თავის შეცდომებს მაგრამ არაფერს არ აკეთევს რომ უკეთესი გახდეს. ვნახოთ შემდეგ თავში რას შემოგვთავაზებ )) შენ რომ უმაგრესი გოგო ხარ ეგ უკვე გეცოდინება ❤️ მაგრამ მაინც ხშირად გაგიმეორებ ხოლმე ))
--------------------
ხელმოწერა

 



№4  offline წევრი ანი ჩიხლაძე

mirandaa31
ხოო აი რა გითხრა აბა ნინას საქციელი ძაან მიუღებელია ჩემთვის. ბევრი დემონი ყავს და სწორი გზა უნდა რომ ამ ჭაობიდან ამოძვრეს. ვფიქრობდი გუგა დაეხმარებოდა მაგრამ ახლა უკვე არვიცი.. ყველაზე ცუდი ისაა რომ ხვდება თავის შეცდომებს მაგრამ არაფერს არ აკეთევს რომ უკეთესი გახდეს. ვნახოთ შემდეგ თავში რას შემოგვთავაზებ )) შენ რომ უმაგრესი გოგო ხარ ეგ უკვე გეცოდინება ❤️ მაგრამ მაინც ხშირად გაგიმეორებ ხოლმე ))


დიდი მადლობა ❤ შენ შეფასებას ყოველ ჯერზე ინტერესით ველოდები ????

ნინას დემონები ადვილი დასამარცხებელი არაა. ვნახოთ როგორ წარმართავს თავის ცხოვრებას????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent