შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბერო(დასასრული)

20-05-2018, 00:08
ავტორი ტერიკო74
ნანახია 1 434

ბერო(დასასრული)

გაზაფხულის ბოლო თვე ,ზაფხულს ამზითვებდა. გულუხვად გადაემწვანებინა არე-მარე.მარწყვის ბუჩქებს, წითელი მძივები აესხათ და კოპწიაობდნენ.

ბეტონდასხმულ ტერასაზე, ხანშიშესული ქალი,ძირს გაფენილ ფარდაგზე დამჯდარიყო, ნიორი გაეშალა და ფეხის თითების დახმარებით გალებად წნავდა.
ღია სარკმლიდან ტელევიზორის ხმა ისმოდა.შუქი მოსულიყო.

-გიგო!აუწიე ცოტა, შვილო,აღარ მეყურება ,დავბერდი,-თქვა და გამზადებული ,ერთი გალა გვერდზე გადადო.
„ეთერს ვაგრძელებთ კრიმინალური ქრონიკით.შინაგან საქმეთა სამინისტრომ,სპეცოპერაციის შედეგად,ორგანიზებული,საშიშ დამნაშავეთა ჯგუფი დააკავა. წევრები ეწეოდნენ ,ადამიანის ორგანოების უკანონო ვაჭრობას. დაკავებულთა შორის ხუთი საქართველოს მოქალაქეა,სამი უცხო ქვეყნის.ეჭვმიტანილები წინასწარ დაკავების იზოლატორში იმყოფებიან,რომელთაც ბრალი დღეს წარედგინებათ.დადგენილია,რომ ჯგუფი მარტო არ მოქმედებდა.ტარდება სამძებრო სამუშაოები ,დანარჩენი წევრების დასაკავებლად.შსს სამინისტრო აქვეყნებს მათ ფოტოებს,თუ ვინმეს გეცნობათ აღნიშნული პირები,დარეკეთ შსს-ს ცხელ ხაზზე“.

ორ ნაწილად გაყოფილი,ხის მინებჩასმული კარიდან ,ბიჭი თავმოწყვეტით გამოვარდა,ნივრის გალებს ზედ გადაევლო და ეზო სირბილით გადაჭრა.
- რამ გიკბინა ბიჭო?!გიგოო!-ქალს ხელი შეეშვა ნაწნავისთვის და გაოცებული იყურებოდა.
***
თონეში გამოკრულ შოთებს,გვერდები დაებრაწათ. სასიმოვნო სურნელი გარემოს ცხვირში უღიტინებდა. იქვე,ტაბლა მაგიდას ,სამი მამაკაცი შემოსხდომოდა.ცხელი პური გაეტეხათ,გუდის ყველთან ერთად.პატარა,გამჭვირვალე თხელ ჭიქებში ჩასხმულ სითხეს, ჯაჭვი მოეგდო თავზე.

-ეს მწარეა და ჩვენ ტკბილად ვიყოთ!-თქვა დათამ და გადაკრა.
-გაგვიმარჯოს!-აიტაცეს დანარჩენებმაც.
-თბილისში უნდა წავიდე!-თქვა ერთმა და მაგიდის წევრებს თვალი მოატარა.
-ბერო,-მძიმედ დაიწყო გიორგიმ,-დაგეცადა ცოტა ხანს,არეულობაა,იქნებ მიწყნარდეს და მერე წადი.ჯღანა იყო გუშინ წასული, ვერ ჩამოიტანა კარგი ამბავი.მთავრობა იცვლება,ძაღლი პატრონს ვერა სცნობსო.დანარჩენი,შენი საქმისა,შენ იცი.
-კარგად გეუბნება,შვილო,-მხარზე ხელი დაადო ხანშიშესულმა.

ორღობიდან , ახალგაზრდა ყმაწვილი დაფეთებული გამოვარდა,წინ შემხვედრი,მოკაკანე ქათმები ფეხის აქნევით გაფანტა და სირბილით შეიჭრა ეზოში.

-დათა ძია! დათა ძია!-მუხლებზე ხელებ დაყრდნობილს სუნთქვა გახშირებოდა.
-თუ მამკლავს,ეს ბალღი მამკლავს!-თქვა დათამ და სახლის წინა მხარეს, სწრაფი ნაბიჯით წავიდა.
თონეში ჩაყუდებული ,შავთავსაფრიანი ქალი წელში გასწორდა.ხელები ,წინსაფარზე დაისვა და მამაკაცებს გაფითრებული სახით შეხედა.
***
ღამეს, ვარსკვლავების შეჯიბრი მოეწყო. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კიაფში.

ტყის სიღრმეში,ხუთი ადამიანი მიაპობდა გზას.მხარს მოგდებული თოფის ლულები რქებივით ამოშვეროდათ.ერთი , გზას ფანრით ანათებდა და თან უკან ,ფეხათრევით მოსიარულეს, დრო და დრო გამოხედავდა.
-ბერო,ხომ კარგად გახსოვს ის ადგილი?-ჯღანამ მიანათა შუქი.
-კი,ცოტა ზევით არის,სადღაც ოცდაათ მეტრში!-თქვა და მტკივან ბარძაყზე ხელი გაისვა.

ნაძვებს თავად მოერთოთ თავი,გირჩები გამოესხათ და ციყვებს უხვად უმასპინძლდებოდნენ.
ხეზე დაკიდული ორი თოკი,დამპალიყო და გაძენძილიყო. გრილი ნიავი ოდნავ არხევდა,უსაჯდომო საქანელას.
-გიორგი!-იქითაც მოძებნე,ფანარს კარგად უნათებდა ჯღანა კაცებს და მიწას გაფაციცებით ათვალიერებდა.

ძვლები ,ორ ნაჭრის ტომარაში ჩაყარეს,პირი კარგად მოუკრეს და უკან გამობრუნდნენ.
-თუ არ გაფანტეს,ან ლეკვებს არ წაუღეს ულუფა,მაშინ საქმე უკეთესად გვაქვს,-თქვა დათამ და იქაურობას კიდევ ერთხელ გახედა.

***

სარკმელში შემოდგმული ნავთის ლამპა, ოდნავ ბჟუტავდა. ღუმელის ადგილას,მომცო ტახტი დაედგათ,ზედ ჩაძინებულ ქალს,თმები გვერდზე ჩამოშლოდა და გამობურცული ტუჩები ოდნავ გაეხსნა.მშვიდად სუნთქავდა.გვერდით პატარა ბავშვი, კედლის მხარეს მიეწვინა.მუცელზე დაწოლილ პატარას ,თავი გვერდზე მოექცია და ერთი ხელი ცხვირთან აეფარებინა.
ოდნავი ჭრიალით გაიღო შემოსასვლელი კარი,მამაკაცი ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა მძინარეებს და ზემოდან დააცქერდა მომღიმარი.ქალმა,თითქოს მზერა იგრძნო,შეიშმუშნა,ღაწვზე ხელი დაისვა და ძილი განაგრძო. ბერო არ განძრეულა.თითქოს იმ ადგილას გაედგა ფესვები.ხელი ბავშვისკენ გააპარა,ფაფუკ თითებზე ნაზად გადაუსვა და ქალის თმაზე გადმოინაცვლა.თმიდან ყელისკენ გადაინაცვლა.ლარა შეხტა,ბეროს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.

-რას აკეთებ?!-მკაცრად უთხრა და ბავშვს გადახედა.
მამაკაცს უკან არ დაუხევია,უფრო ახლოს მიიწია,სახე სახეს გაუსწორა.
სუნთქვა აჩქარებოდათ ორთავეს.გულს, ყელში დაედო ბინა.

-თბილისში მივდივარ!-უჩურჩულა შუბლთან ახლოს.
ქალი აილეწა,მისი გულისცემა კაცმაც გაიგონა.
-არაფერი გაქვს სათქმელი?- ლამის ტუჩები დააკრა ქალს.
ლარამ თითქოს ენა გადაყლაპა,პირი გაშრობოდა.კაცის სიახლოვემ,მხურვალედ დაუარა ტანში.
-ისევ არ მელაპარაკები,-ჩაილაპარაკა მამაკაცმა ,ტუჩები ქვემოთ ჩამოაცურა და ქალის ბაგეს გაუსწორა.
-ლარა,მივდივარ,-ეჩურჩულებოდა მამაკაცი და პასუხს ამაოდ ელოდა.
ათრთოლებულ ქალის ცრემლებმა, ადვილად გადმოლახეს კალაპოტი და ღაწვებზე დაეშვნენ.

კაცს გაეღიმა.ოდნავ შეეხო ბაგეზე,ლარა არ გაძალიანებია,არც განძრეულა.უფრო მიაკრა ტუჩები.კვნესის ხმაზე ,მამაკაცს სისხლი აუდუღდა,ტანში აძაგძაგდა,თავს ვეღარ იმორჩილებდა.ვნება ბატონობდა. თავის ქნევით შეეცადა აზრების გაფანტვას.

-დარიას გაუფრთხილდი,-უთხრა და ცხვირი, ქალის ყელში ჩარგო,ღრმად შეისუნთქა,წამოხტა და გარეთ გავარდა.
ის ღამე,ორივემ თეთრად გაათენა.ქალმა სარკმელთან,კაცმა დუდუსთან,რომელიც ბეროს ფეხებთან გაწოლილიყო და კაცის ბუტბუტზე ხმადაბლა წკმუტუნებდა.

***
წვიმის თქეშს გაელუმპა ირგვლივ ბუნება.ხეები გულიანად ჩამოებანა და ნაბანი წყალი გუბეებად დაეყენებინა გზებზე. ივნისის მეათე დილა, ღრუბლიანი გათენდა.

ქეთის ,პატარა დარია დაეჭირა და არწევდა.პატარა ჭუჭყუნებდა.
-ლარა,რამე ხომ არ სტკივა?-შეწუხებული სახით გახედა ქალმა.საპასუხო ხმა არ ყოფილა.
-ლარა!-ხმას მოუმატა ქეთიმ,-რა დაგემართა? ხუთი წუთია გაშტერებული დგახარ.
-რომ აღარ ჩამოვიდეს?-ცრემლი გადაყლაპა და ქალს ბავშვი გამოართვა.
-ჩამოვა,-ყრუდ ჩაილაპარაკა ქეთიმ.
-რატომ წავიდა,საერთოდ?იქნებ ვინმე ჰყავს?-ხმაში კანკალი დაეტყო.
ქალებს საუბარი,შემოღებულ კარში ,თავშემორგმულმა მხარბეჭიანმა შეაწყვეტინათ.

-ქეთო,-ქალი შეკრთა და გიორგის მიაჩერდა.
-ზეგ ,წამოხვალ,ნეკრესში?შესაწირი მიგვყავს,-შუბლი გახსნოდა კაცს და იღიმოდა.
-ქეთო არ ვარ,ქეთი ვარ,-ჩაიდუდღუნა ქალმა და ლარას უკან გამოართვა ბავშვი.
-ქეთო! წამოხვალ?! ლარა და დარიაც წავიყვანოთ,-გიორგი ქალისკენ დაიძრა და წინ დაუდგა პასუხის მოლოდინში.
-წამოვალთ,- ლარამ უპასუხა,ორივეს ღიმილით გადახედა,დარია ისევ გამოართვა და გარეთ გავიდა.

ქალი დაბნეულ თვალებს აქეთ-იქით დააცოცებდა. გიორგიმ უფრო წინ მიიწია.
-შენი პასუხი მინდა!-შეუვალი იყო კაცის ხმა.
ქალი უკან-უკან წავიდა,ხელები და ფეხები ერთიანად უცახცახებდა,კედელს ზურგით მიეყრდნო.მამაკაცი მიჰყვა მხრების რხევით.
-შენ რა,ჩემი გეშინია?-უღიმოდა და უფრო ახლოს იწევდა ქეთისკენ.
ქალს სახე აენთო,წარბებს თავი ერთად მოუყარა და მამაკაცს მკერდზე ორივე ხელი ჰკრა.ძვრა ვერ უყო.
გახელდა კაცი,სხეულში დუღილი იგრძნო,ქალს მკლავებში ძლიერად მოკიდა და ტანზე აიკრა.ქეთი აფართხალდა,განწირული იქნევდა თავს.
მოულოდნელად დააკვდა კაცი ტუჩებზე.ამაოდ გაიბრძოლა ქალმა.
ტკაცანის ხმას,კაცის სახის აწითლება მოჰყვა.
გიორგიმ უკან დაიწია,თვალები მხეცივით უელავდა,ყბები გააჭრიალა და როგორც მსხვერპლს,ისე დააცხრა ხელმეორედ.
ქეთი მოდუნებულიყო.

***

თბილისის ცას ნაცრისფერი დასდებოდა,ღრუბელი ძალას იკრებდა.
შავი ფერის მსუბუქი ავტომობილი,კორპუსის წინ გაჩერდა.იქიდან, ,დაბალი,ჩაფსკვილი მამაკაცი გადმოვიდა.კიბე ხვნეშით აიარა და ლიფტის კართან შეჩერდა.-შუქი არ არის,ტფუი-ხმადაბლა შეიგინა და საფეხურებს შეუყვა.
ყოველ სართულზე, ყელში წაჭერილ ჰალსტუხს ნელ-ნელა უშვებდა.
სახლის კართან შედგა.მარჯვნივ,საშრობისკენ გაიხედა და გაკვირვება გამოესახა.
-ბერო?!
-გამარჯობა ,სევერიანოვიჩ!-ჩაფსკნილისკენ წავიდა და ხელი ჩამოართვა.

-აქ საიდან გაჩნდი,კაცო?!-გაოცებას ვერ მალავდა.საკეტს გასაღები სწრფად მოარგო და მოულოდნელი სტუმარი შინ შეიპატიჟა.
-სევერიანოვიჩ!-მძიმედ დაიწყო ბერომ და სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა.-შენი დახმარება მჭირდება,უარი არ მიიღება!-სიმკაცრე გაურია ხმაში.
-მითხარი,-მამაკაცი წინ ,მაგიდასთან ჩამოჯდა,ჰალტუხი თავზე გადაიძრო და პერანგის სამი ღილი ჩაიხსნა.
-მოკლედ, ერთი ქალის გაუპატიურების საქმეზე მინდა გავიგო აბსოლუტურად ყველაფერი.ვინ იყვნენ,რატომ შეცვალა ექიმმა ჩვენება,ვის დააფარეს ხელი!-თითები სავარძლის კიდეზე დააკაკუნა.
ჩაფსკნილი ადგილზე აწრიალდა,თვალებით გამოსავალს ეძებდა.
-უარი არ მიიღება!-დაუმარცვლა ბერომ,ფეხზე წამოდგა,ფურცელი წინ დაუდო და ოდნავ შესამჩნევი კოჭლობით კარისკენ დაიძრა.გასვლამდე ,თავი უკან შემოატრიალა.
-ხვალ,საღამოს მოვალ!-თქვა და კიბეზე დაეშვა.
უჰალსტუხო,ხელებში თავჩარგული დაშტერებოდა ქაღალს,რომელზეც გარკვევით ეწერა:-„ლარა გრიგოლის ასული გრიგალაშვილი“

***
ღრუბლებს საქმე მოეთავებინათ და თავის გზაზე წასულიყვნენ.
სალოცავის გზას დამდგარიყო ხალხის რიგი,ფუსფუსით და ფუტფუტით.ქალებს მანდილი წაეკრათ თავზე და ნელ-ნელა მიუყვებოდნენ აღმართს.ქვემოთ,კაცები ღორებს კლავდნენ,შესაწირი მიეტანათ.

ამაყად იდგა ნეკრესი.

-უკვე ორი კვირა გავიდა,-თავჩაღუნულმა ჩაილაპარაკა ლარამ და ქეთის აცრემლებულმა გახედა.
-ლარა,-ხმა გაპარვოდა ქალს,-მე ბეროს ყველაფერი ვუთხარი,მაპატიე.
-რა თქვი? გაიმეორე რა თქვი,ქეთი?-აკანკალებული ქალი გაოცებული შესცქეროდა ქეთის.
-მაპატიე,-ხმაში ცრემლი იგრძნობოდა.
მთელი გზა არ ამოუღია ქალს ხმა,პატარა დარია ჰყავდა აკრული გულზე და ძლიერად იხუტებდა.არც ლუკმა გაუტეხავს, და არც არავისთვის შეუხედავს.ტანში სიმძიმეს ძლივს დაათრევდა.

***
ივნისმა კალენდარზე თავისი ფურცელი ჩამოხია და გზა ივლისს დაუთმო.
მზე ისე აჭერდა დედამიწას,თითქოს კოცონის დანთება სდომებოდა.
ბილიკს,რომელსაც გარდი-გარდმო მწვანე ბალახი დასდევდა,ქალი მიუყვებოდა ჭურჭლით ხელში. წყაროსთან შეჩერდა,ჭურჭელი შეუდგა და იქვე, ლოდზე ჩამოჯდა.ცალ მკლავზე თავი ჩამოაყრდნო და თვალი,ყვავილზე მობზუილე ფუტკარზე გაუშტერა.
-ვისზე ფიქრობ?-ნაცნობმა ხმამ სისხლი გაუყინა,თავი მძიმედ ასწია და მომღიმარ მამაკაცს გაოცებულმა შეხედა.
-ლარა!-ტუჩის ნაპირები განზე გაეწია კაცს.აფორაჯებული ქალი არ დაძრულა ადგილიდან.
-ისევ არ მელაპარაკები?-თბილი იყო ბეროს ხმა, ლარასკენ წაიწია.
-მოდი ჩემთან,მოდი,-მხრებში ჩაავლო ხელი და მსუბუქად ასწია,ქალი მიჰყვა.
-ჩემი სულელი ხარ!-უჩურჩულა კაცმა ყურში და კისერში შეაპარა ტუჩები.
ლარა ტიროდა.
***
თეთრ ,ბათქაშ ჩამოყრილ,სამსართულიან ბეტონის შენობაში,ლურჯსაღებავ გადაცლილ აივანზე ,აღელვებული მამაკაცი, ოდნავ შესამჩნევი კოჭლობით გადი-გამოდიოდა.წარა-მარა შიგნით იყურებოდა და თეთრხალათიანების მოძრაობას გაფაციცებით აკვირდებოდა.აივნის ძირში,ბრგე მამაკაცს ხელი გადაეხვია ,გამხდარ,თმაგაშლილ ქალისთვის და ზევით მდგომს ღიმილით აყოლებდნენ თვალს.
*
საღამო, ჟრიამულით შემობრძანდა სოფელში. ერთ-ერთი კომლიდან, დოლ-გარმონის ხმა და მოქეიფეების სიმღერა,არე-მარეს აცოცხლებდა.
სოფლის შარა გზაზე,ახალგაზრდა ყმაწვილი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა,გული გადაღეღვოდა და ხშირი სუთქვით,ცხვირის ნესტოებს ბერავდა.ჭიშკარი ისე შეგლიჯა,არც შეჩერებულა.

-დათა ძია,დათა ძია!-ყვიროდა ყმაწვილი და სიღრმეში მიიწევდა.
კარის ზღურბლზე, თხელულვაშიანმა ,ხანშიშესულმა კაცმა გადმოაბიჯა და ბიჭს წარბები შეუყარა.

-რა გინდა ბალღო,მართლა შენ უნდა მამკლა?!
-დათა ძია! ბიჭია,ბიჭი!

დასასრული

______________________

ისტორიაც დავასრულეთ.
დიდი მადლობა მკითხველს.

შთაბეჭდილებები გამიზიარეთ,რა მოგეწონათ,რა არ მოგეწონათ)))скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 წევრი mirandaa31

აი საოცრად აღწეთ მივლენებს. ძალიან მაგარი განსაკუთრებული შენებური წერის სტილი გაქვთ და გამოირჩევით სხვა ავტორებისგან.. ძალიან მაგარი უმაგრესი იყო ❤️ არ მინდოდა დასრულებულიყო სულ სულ მინდოდა მეკითხა დაუსრულებლად. თუმცა მიხარია რომ კარგად დასრულდა )) ისე ლარასგან ერთი სიტყვა მაინც გაგვეგო ))) მორცხვი გოგო ეგა ❤️ მოკლედ წარმატებები და ველოდები ახალ ისტორიას მოუთმენლად. იმედია დიდხანსაც არ გვალოდინებ.
--------------------
ხელმოწერა

№2  offline წევრი ტერიკო74

mirandaa31
აი საოცრად აღწეთ მივლენებს. ძალიან მაგარი განსაკუთრებული შენებური წერის სტილი გაქვთ და გამოირჩევით სხვა ავტორებისგან.. ძალიან მაგარი უმაგრესი იყო ❤️ არ მინდოდა დასრულებულიყო სულ სულ მინდოდა მეკითხა დაუსრულებლად. თუმცა მიხარია რომ კარგად დასრულდა )) ისე ლარასგან ერთი სიტყვა მაინც გაგვეგო ))) მორცხვი გოგო ეგა ❤️ მოკლედ წარმატებები და ველოდები ახალ ისტორიას მოუთმენლად. იმედია დიდხანსაც არ გვალოდინებ.

დიდი მადლობა,მირანდა.
ვეცადე ,თავისუფლად წასაკითხი ისტორია გამოსულიყო. უკმაყოფილება ჯერ-ჯერობით არავის გამოგითქვამთ,ე.ი. გამომივიდა)))
ლარას ტიპაჟს რაც შეეხება,წარსულის ტრავმა აქვს,რაც ხელს უშლიდა ადამიანებთან თავისუფალ ურთიერთობაში.
ვეცდები დავწერო კიდევ რამე,რასაც ინტერესი მოყვება .

№3 სტუმარი სტუმარი Kato

Ise xatovnad agwer bunebas, movlenebs, adamianebs da mat ganwyobas, rom titqos mec fizikurad iq viyavi, am istoriis momswre. Gilocav, gelodebit!

№4 სტუმარი სტუმარი ნანა

კეთილი იყოს თქვენი გამოჩენა საიტზე! კარგი დასაწყისია, ერთადერთს გეტყოდით: ამ მოთხრობას ემოციურად მეტად დავტვირთავდი, უფრო მეტად დაგვანახათ პერსონაჟების განცდები. ცოტა მშრალი იყო, მოკლე და გასაგები, წარმატებები!!!

№5  offline წევრი ტერიკო74

სტუმარი Kato
Ise xatovnad agwer bunebas, movlenebs, adamianebs da mat ganwyobas, rom titqos mec fizikurad iq viyavi, am istoriis momswre. Gilocav, gelodebit!

დიდი მადლობაა ))

სტუმარი ნანა
კეთილი იყოს თქვენი გამოჩენა საიტზე! კარგი დასაწყისია, ერთადერთს გეტყოდით: ამ მოთხრობას ემოციურად მეტად დავტვირთავდი, უფრო მეტად დაგვანახათ პერსონაჟების განცდები. ცოტა მშრალი იყო, მოკლე და გასაგები, წარმატებები!!!

მადლობაა

№6  offline წევრი abezara98

ისე გამიხარდა ასე კარგად რომ დასრულდა, უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის, რომ ჩემი ემოციები გადმოგცე blush წარმატებები შენ და მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით blush

№7  offline წევრი ტერიკო74

abezara98
ისე გამიხარდა ასე კარგად რომ დასრულდა, უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის, რომ ჩემი ემოციები გადმოგცე blush წარმატებები შენ და მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით blush

ბედნიერი დასასრული ,რომ არ დამეწერა,მეგობრები მომკლავდნენ)))
დიდი მადლობაა
ვეცდები ისევ შემოგიერთდეთ მომავალში :*

№8 სტუმარი giorgi

Bunebis agwerashi badali ar gyavs dzmao magram ra male damtavrda rato rato rato...? Gilocavt shesanishnavi debiutia

№9  offline წევრი ტერიკო74

giorgi
Bunebis agwerashi badali ar gyavs dzmao magram ra male damtavrda rato rato rato...? Gilocavt shesanishnavi debiutia

დაო ვარ)))
დიდი მადლობა,გიორგი

№10 სტუმარი სტუმარი Elle

rogori margi iko ❤

№11  offline წევრი ტერიკო74

სტუმარი Elle
rogori margi iko ❤

მადლობა ელლე

№12  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ძალიან ძალიან კარგი იყო. მაგრამ უკმარისობის გრძნობა დამიტოვა ლარამ. უფრო მეტი მინდოდა, თუ უბრალოდ დასასრულს ვერ ვეგუები არ ვიცი. მართლაც ისე მხატვრულად გადმოსცემ ბუნების სილამაზეს, მგონი ბადალი არა გყავს. იმედია ამაზე არ შეჩერდები და უახლოეს პერიოდში ახალი ისტორიით დაგვიბრუნდები

№13  offline წევრი ჟიზელი

მოკლედ, სიტყვებით არ გავაფუჭებ იმ გრძნობას,რასაც ამ ნაწარმოების მიმართ ვგრძნობ. შენც კარგად იცი,რომ მიყვარს. დიდი იმედი მაქვს,რომ უკვე გიტრიალებს თავში პატარ-პატარა იდეები და მალე "ბეროს" მსგავ დიდ რამეს ააწყობ,ოღონდ უახლოეს მომავალში. წარმატებები.

№14  offline წევრი ტერიკო74

Chikochiko
ძალიან ძალიან კარგი იყო. მაგრამ უკმარისობის გრძნობა დამიტოვა ლარამ. უფრო მეტი მინდოდა, თუ უბრალოდ დასასრულს ვერ ვეგუები არ ვიცი. მართლაც ისე მხატვრულად გადმოსცემ ბუნების სილამაზეს, მგონი ბადალი არა გყავს. იმედია ამაზე არ შეჩერდები და უახლოეს პერიოდში ახალი ისტორიით დაგვიბრუნდები

მესმის შენი.ლარას პერსონაჟი ერთი ცხოვრებისგან დაჩაგრული ქალია,რომელის ფსიქიკასაც დიდი დაღი დაასვა მომხდარმა და იმდენად დაკომპლექსდა,ადამიანებთან ურთიერთობა გაუჭირდა. შეიძლებოდა,მეტად წამომეწია ,მომავალში გავითვალისწინებ))
დიდი მადლობა

ჟიზელი
მოკლედ, სიტყვებით არ გავაფუჭებ იმ გრძნობას,რასაც ამ ნაწარმოების მიმართ ვგრძნობ. შენც კარგად იცი,რომ მიყვარს. დიდი იმედი მაქვს,რომ უკვე გიტრიალებს თავში პატარ-პატარა იდეები და მალე "ბეროს" მსგავ დიდ რამეს ააწყობ,ოღონდ უახლოეს მომავალში. წარმატებები.

ჟიზელ,მადლობა დიდი
მაქვს რაღაც იდეები,ვნახოთ ,დრო მჭირდება.ჯერ ბეროს გავლენის ქვეშ ვარ))) გადამიაროს ცოტა)))

№15 სტუმარი სტუმარი მარია

ერთ ერთი ფავორიტი მწერალიიიი გახდი..ძალიან ძალიან მომეწონა უფრო მეტი დიალოგი დაწერე და გრძნობები ..გელოდებით ახალი მოთხრობით..უმაგრესი იყო

№16 სტუმარი სტუმარი თეა

რაც არ მომეწონა ის არის,რომ მალე დამთავრდა.

№17 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან მომეწონა.წარმატებებს გისურვებთ დაო)))(მეც ძმაო მეგონეთ).საოცრად ლამაზი აღწერა გაქვთ ბუნების.

№18  offline წევრი ტერიკო74

სტუმარი მარია
ერთ ერთი ფავორიტი მწერალიიიი გახდი..ძალიან ძალიან მომეწონა უფრო მეტი დიალოგი დაწერე და გრძნობები ..გელოდებით ახალი მოთხრობით..უმაგრესი იყო

დიდი მადლობა))
გავითვალიწინებ მომავალში :*

სტუმარი თეა
რაც არ მომეწონა ის არის,რომ მალე დამთავრდა.

მადლობაა))

სტუმარი ნინი
ძალიან მომეწონა.წარმატებებს გისურვებთ დაო)))(მეც ძმაო მეგონეთ).საოცრად ლამაზი აღწერა გაქვთ ბუნების.

გაიხარე,მადლობა)))

№19 სტუმარი manana

საოცარი იყო, მადლობა ასეთი ემოციისათვის

№20 სტუმარი ეკა

ძალიან კარგი იყო. საინტერესო და სასიამოვნოდ წასაკითხი. რათქმაუნდა შენიშვნები შეიძლებოდა, მაგრამ პროფესიონალი კრიტიკოსი არ ვარ, რომ კორექტივები შევიტანო თქვენს ნაწერში. ველი, რომ კიდევ გაგვახარებთ თქვენი ნაწერებით ????

№21  offline წევრი ტერიკო74

manana
საოცარი იყო, მადლობა ასეთი ემოციისათვის

მადლობა თქვენ :*

ეკა
ძალიან კარგი იყო. საინტერესო და სასიამოვნოდ წასაკითხი. რათქმაუნდა შენიშვნები შეიძლებოდა, მაგრამ პროფესიონალი კრიტიკოსი არ ვარ, რომ კორექტივები შევიტანო თქვენს ნაწერში. ველი, რომ კიდევ გაგვახარებთ თქვენი ნაწერებით ????

დიდი მადლობა.
დილეტანტი ვარ.შეგიძლიათ თამამად გამოთქვათ აზრი,კორექტივები მიიღება)))

№22  offline წევრი triniti

Saocari iyoo magram tavidanve getyvi ar meyo.mindoda kide gagrzelebuliko bolos cota meti romantikac ar iqneboda cudi.unda vGiarot saocari adamiani xar mokled daviwyot iqidan rom zustad agwer garemos sadac xdeba moqmedeba me yovel euts iq viyavi da shens personajebtan ertad vmozraobdi bunebis wiagshi.tavad istoria sheizleba mtlad ver asaxavda realobas magram ashkarad miaxloebuli mainc iyo.warmoudgeneli gancda mqonda mteli kitxvis periodshi metismetad ganvicade mati istoria cremlebic ki movishvelie.tavis mxriv sheizleba ragac cdomileba shens iatoriasac aqvs magram eg ar chans da verc iqneba mkafio saerto jamshi iseti magaria.madloba shen am saocari gancdistvis am saocari istoriisa da sheni gacocxlebuli personajebistvis.minda gitxra rom dgeidan sheni yvela istoriis mkitxveli da gulshematkivari var da sheecade didxans ar malodino.

№23  offline წევრი ტერიკო74

triniti

მადლობა,ჩემო კარგო ,თბილი სიტყვებისთვის.ძალიან სასიამვნოა,რომ მოგეწონა და ბოლომდე მომყევი. ისტორიას რაც შეეხება,ზემოთაც აღვნიშნე,ვარ მოყვარული.ამიტომ მექნება ზარვეზებიც,რომელიც ეტაპობრივად იქნება დაძლეული. პატარა ტაიმ-აუტის შემდეგ,ვიმედოვნებ,რომ დავბრუნდები.
ყველას უღრმესი მადლობა.სიკეთით გევლოთ

№24 სტუმარი kati

yvela tavi ertad wavikitxe suntqvashekrulma.saocrad gamaognebeli iyo.velodebi axal istoriebs.warmatebebi..

№25  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან კარგი იყო, მაგრამ თითქოს ბოლოს უცებ დასრულდა.ერთი თავით რომ გაგეზარდა ეს ისტორია, უკეთესი იქნებოდა.ისე კი თავიდანვე ვკითხულობ და ძალიან მომწონს ეს ისტორია.იმედია მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით
--------------------
ლანა

№26  offline წევრი ტერიკო74

kati
yvela tavi ertad wavikitxe suntqvashekrulma.saocrad gamaognebeli iyo.velodebi axal istoriebs.warmatebebi..

დიდი მადლობა))

La-Na
ძალიან კარგი იყო, მაგრამ თითქოს ბოლოს უცებ დასრულდა.ერთი თავით რომ გაგეზარდა ეს ისტორია, უკეთესი იქნებოდა.ისე კი თავიდანვე ვკითხულობ და ძალიან მომწონს ეს ისტორია.იმედია მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით

მადლობა ლანა.რაღაც დავიწყე და ვნახოთ,საკმაო დრო დამჭირდება.

№27  offline წევრი სიბილა

კიდევ წავიკითხავდი თქვენი შემოქმედებიდან რამეს, ერთი ამოსუნთქვით იკითხება

№28  offline აქტიური მკითხველი La-Na

ბერო74
kati
yvela tavi ertad wavikitxe suntqvashekrulma.saocrad gamaognebeli iyo.velodebi axal istoriebs.warmatebebi..

დიდი მადლობა))

La-Na
ძალიან კარგი იყო, მაგრამ თითქოს ბოლოს უცებ დასრულდა.ერთი თავით რომ გაგეზარდა ეს ისტორია, უკეთესი იქნებოდა.ისე კი თავიდანვე ვკითხულობ და ძალიან მომწონს ეს ისტორია.იმედია მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით

მადლობა ლანა.რაღაც დავიწყე და ვნახოთ,საკმაო დრო დამჭირდება.

წარმატებები
--------------------
ლანა

№29 სტუმარი სტუმარი ნონა

კარგი დასასრული იყო, როგორც ველოდი, როგორც სხვებმა აღნიშნეს მეც ლარას მდუმარებას ერთი სიტყვით მაინც შევცვლიდი, ნაწარმოები შედგა, ველოდებით სხვებსაც????

№30  offline წევრი ტერიკო74

სიბილა
კიდევ წავიკითხავდი თქვენი შემოქმედებიდან რამეს, ერთი ამოსუნთქვით იკითხება

დიდი მადლობა))

სტუმარი ნონა
კარგი დასასრული იყო, როგორც ველოდი, როგორც სხვებმა აღნიშნეს მეც ლარას მდუმარებას ერთი სიტყვით მაინც შევცვლიდი, ნაწარმოები შედგა, ველოდებით სხვებსაც????

მადლობაა))
ხარვეზი ლანაშია,გასაგებია))

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent