შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (თავი მეოთხე)


20-05-2018, 16:00
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 648

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (თავი მეოთხე)

გაოცებული დავრჩი, თუმცა მისი შეჩერება არ მიცდია, გუდაურში აღარც მე მესაქმებოდა არაფერი, ამიტომ ბილეთი მეც ავიღე და თბილისში დავბრუნდი. გუგა არ გამოჩენილა, მე კი მასზე ფიქრს თავიდან ვერ ვიგდებდი, თუმცა დარეკვა არც მიფიქრია.
-----------------

კარგა ხანია აღარ დავინტერესებულვარ თუ რა დღე იყო, რა რიცხვი, ჩემი ცხოვრება ისეთი განრიგით მიედინებოდა ამას ყურადღებას ნამდვილად არ ვაქცევდი. თუმცა, დღეს დილით რატომღაც ჩავხედე კალენდარს, ექვსი აპრილი, ჯანდაბა, გავიფიქრე ჩემთვის დღეს ხომ ლილეს დაბადებისდღეა. საკუთარ თავთან ბრძოლა გავმართე. ჩემ ამჟამინდელ პიროვნებას არ უნდოდა დარეკვა, ჩემ შინაგან მეს კი ძალიან უნდოდა მისი ნახვა, საბოლოოდ მისვლა გადავწყვიტე. ისეთ დროს მივედი, როცა ყველა სტუმარი მისული იყო, ესეც ჩემი ახლადშეძენილი უარყოფითი თვისებებიდან ერთ-ერთი იყო, გვიან, ეფექტურად გამოჩენა. კარგა ხანს ვიდექი ობოლი ბავშვივით კართან ატუზული და ვერაფრით გამებედა ზარის დარეკვა. ათჯერ მაინც ავწიე ხელი და ათჯერვე ცრემლმორეულმა დავუშვი, ათჯერ გავბრუნდი და ამდენჯერვე მოვბრუნდი, სახლიდან საოცარი სიხალისე გამოდიოდა, აი ეს იყო ადგილი სადაც ჯანსაღი ჰაერი და ურთიერთოფა სრულ ჰარმონიას ქმნიდა. ეს იყო ადგილი სადაც მე ღირსეული ადგილი მეჭირა, თუმცა ეს ადგილი დავკარგე. თხუთმეტი ცუთი მაინც ვებრძოლე საკუთარ თავს, ბოლოს კი გამბედაბა მოვიკრიბე და ზარი დავრეკე, ლოდინში საკუთარმა აჩქარებულმა პულსირებამ გონების დაკარგვამდე მიმიყვანა, როგორც იქნა საკეტის გაწევის ხმა ჩაესმა ჩემს ყურებს, იუბილარმა გამიღო კარი და კარგა ხანს გაოცებულმა მიყურა.
- არ შემიპატიჟებ?
- რა თქმა უნდა, შემოდი. არც-თუ ისე სახარბიელოდ შემხვდნენ, თუმცა არ გამკვირვებია. ამას ნამდვილად ვიმსახურებდი მათგან. მყუდრო ადგილი ვიპოვნე და დავჯექი, სასმელი მოვსვი და სიგარეტს მოვუკიდე. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა და ამან საშინლად დამძაბა.
- ხელის შეშლა არ მინდოდა, მაგრამ მგონი აჯობებს წავიდე.
- რადგან მოხვედი დარჩი, გამიღიმა ლილემ და ყველას გართობისაკენ მოუწოდა.- სიტუაცია ნელნელა განიმუხტა და ჰაერშიც ნაკლებად იგრძნობოდა დენთის სუნი. მხიარულობდნენ, ამბებს იხსენებდნენ, მე მსმენლის ამპლუაში ვიყავი და ეს მომეწონა, ყურადღებას არავინ მაქცევდა და თავისუფლად სუნთქვა შემეძლო. ვუცქერდი მათ გულწრფელ სახეებს და საკუთარი უბადრუკი ცხოვრება ახლა იმაზე მეტად მეზიზღებოდა ვიდრე ოდესმე, როგორ ვცხოვრობ მათ გარეშე? ვფიქრობდი ჩემთვის. აი ეს არის მეგობრობა, ეს არის სიყვარული, ეს არის ურთიერთობა და არა ის რასაც მე ვაკეთებ. ნაცნობი ისტორიების გაგონებამ სიხალისე შემმატა თუმცა მათ საუბარში ჩართვას ჯერ ვერ ვახერხებდი, მეშინოდა რამე სისულელე არ წამომესროლა და ძლივს განეიტრალებული დაძაბული ატმოსფერო ისევ არ ამექოთებინა ჩემი უეცარი შემოჭრით. მერე გუგა გამახსენდა, მას ძალიან მოეწონებოდა აქ ყოფნა, ისე გაერეოდა საზოგადოებაში, რომ ერთი წამითაც არ იგრძნობდა უხერხულად თავს არც ის და არც აქ შეკრებილი საზოგადოების რომელიმე წევრი. ღმერთო როგორ მომენატრა ყველანი. ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ, გიჟობდნენ, ერთმანეთს მოურიდებლად ეხუმრებოდნენ, ყველაფერი ზუსტად ისე იყო როგორც ადრე, მხოლოდ ამჯერად ამ ყველაფერს მე შორიდან ვუცქერდი, აქ ვიყავი და თითქოს არც ვიყავი. ასე ალბათ დაუსრულებლად გაგრძელდებოდა, მაგრამ ლილე ხომ კარგად მიცნობდა, ის ხომ ყველა იმ ტკივილის შემსწრე და თანამონაწილე იყო, რაც ამდენი წლის განმავლობაში მტანჯავდა, მას ვერაფერს გამოაპარებდი, ბოლოს დრო ჩემთვისაც გამონახა და გვერდით მომიჯდა.
- მოიწყინე?
- პირიქით, კარგად ვგრძნობ თავს. შეიძლება? კალთაზე ვანიშნე, რომ თავის ჩადების უფლება მოეცა.
- მოხდა რამე? მე უკვე მის კალთაზე ვასვენივარ. ღრმად ამოვისუნთქე და თვალები დავხუჭე, უცებ წარმოვიდგინე რომ არც არასოდეს წავსულვარ მათგან.
- რატომ მეკითხები?
- სიმართლე გითხრა არ გელოდი, თუმცა, გულის სიღრმეში, მინდოდა მოსულიყავი. თმაზე მეფერება, ზუსტად ისე როგორც ადრე. სიამოვნებისა და მონატრებისგან მგონი კვნესაც აღმომხდა.
- ხომ მოვედი.
- ისევ ისეთი სიტყვა-ძუნწი ხარ, იღიმის ლილე.
- როდის აქეთაა ჩემი სიტყვები ჩემი მდგომარეობის გასაგებად გჭირდება.
- მართლა ნინა, კარგად ხარ?
- ახლა უკვე კარგად ვარ, მის ხელს ტუჩებით ვეხები მადლობის მიშნად. იღიმის.
- ლილე გახსოვ?
- მახსოვს მაწყვეტინებს მოულოდნელად, ყველაფერი მახსოვს, იხრება და შუბლზე ზუსტად ისე მკოცნის როგორც ადრე, როგორც ბავშვს. ცრემლებს ძლივს ვიკავებ.
- მადლობა.
- რისთვის?
- ასეთი რომ ხარ?
- ასეთი როგორი?
- ასეთი. ორივე ვიცინით.
- მართლა არ გელოდი.
- ხომ მოვედი.
- მიზეზი მაინტერესებს. ამბობს ოდნავ გამკაცრებული ტონით.
- ლილე, მინდოდა დაბადებისდღე მომელოცა.
- ბედნიერი ხარ?! არ ვიცი, ამ კითხვას მერამდენედ მისვამდა, მე კი მუდამ ერთიდაიგივე პასუხი მქონდა.
- არ ვიცი.
- ასეც ვიფიქრე, უცებ სახის მიმიკა რადიკალურად ეცვლება, მის ღიმილან სახეს ოდნავ გაღიზიანებული თვალები ანაცვლებს. - ყველაფერი ისე არ აეწყო ნინა, როგორც გინდოდა, ხომ ასეა?
- და მაინც რა მინდოდა?
- წარმატება გინდოდა, შენი წარმატებით იმ ხალხისათვის გინდოდა სამაგიეროს გადახდა ვინც ტკივილი მოგაყენა. სინამდვილეში რა ხდება, ცხოვრების გზას აცდი, მეგობრები დაკარგე და უბრალო, ქარაფშუტა გოგოს ცხოვრებით ცხოვრება დაიწყე; საყვარელი გაიჩინე, ხომ მართლა ისევ ერთად ხართ? ხელი მიბიძგა, რომ მისი კალთიდან თავი ამეწია. მის ნებას ვნებდები და ვსწორდები.
- არა, ორი თვეა არ მინახავს. ოდნავ მოგუდული ხმით ხარხარებს.
- შენ, ამჟამად, იცი რატომ ხარ აქ? დღეს მოწყენილმა გაიღვიძე, მიხვდი, რომ შეყვარებული არ გყავს. რეალურად არც ისინი არიან შენი მეგობრები, ვისთან ერთადაც ამ ბოლოს დროს ატარებდი, თავი მარტოდ იგრძენი და რა მოხდა? გაგახსენდა, რომ დღეს ლილეს დაბადებისდღეა. მაპატიე, მაგრამ მე არ ვაპირებ ამჯერადაც ცრემლი მოგწმინდო. აბა რა, შენ მოგწონს აქ ყოფნა იმიტომ, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა გძულს. ყოველთვის თავგადასავალს ეძებ, რადგან გინდა, გაცილებით მნიშვნელოვანი რამეები დაივიწყო. როცა ნამდვილად იყავი ის, ვინც უნდა ყოფილიყავი, ყველას გულთან მიგვქონდა შენი ტკივილი, დღეს კი, როცა წარმატებამ ასე დაგაბრმავა, აღარ ვაპირებ ცრემლი იმის გამო მოგწმინდო, რომ საყვარელმა მიგატოვა და თავს მარტოდ გრძნობ.
- რატომ ვითამაშო ანგელოზობანა, როდესაც შემიძლია ღმერთი გავხდე? თვალებში მიბნელდება და მარცხენა ლოყა საშინლად მიხურს.
- შენ სრულიად შეიშალე ჭკუიდან?! ხმას აუწია, ჩემი მკრეხელობით, წყობიდან გამოსულმა ლილემ.
- როგორ ბედავ სილის გაწნას? არ ჩამოვრჩი ტონში.
- ავადმყოფი ხარ, სულით ავადმყოფი. მეგობრები პანიკა შეპარული მზერით ხან მე მიცქერენ ხან გაგიჟებულ ლილეს. - შენი ადგილი ფსიქიატრიულშია, უნდა დაგაბან და დღის სინათლე არ განახონ.
- რა გინდა ლილე? რატომ უნდა ვიყო უბრალო, როცა შემიძლია უბრალო სიტყვა ვაქციო სრულყოფილ წინადადებად. არ მინდა ვიყო მარტივი, შეიგნე ეს.
- წარსულს თავიდან ვერ დაწერ ნინა, ვერც შენი ქვეცნობიერიდან ამოშლი, შენ გიყვარს ფსიქოლოგიური თამაშები, რადგან ღრმა ქვეცნობიერის წყალობით, მუდამ იმარჯვებ ჩვენზე, იმ ხალხზე, რომლებიც უბრალოდ ვახერხებთ ცხოვრებასთან ზავის დადებას. შენ კი, მუდამ ებრძვი, ეძებ, მეტს სწავლობ და რაც მეტს სწავლობ, მით მეტად ძლიერდები. თუმცა, ამავე დროს, ტკივილიც გიძლიერდება, სწორედ ამ დროს იყენებ შენიღბულ ფსიქოლოგიურ ცინიზმს და გვაიძულებ შენი ტკივილს არსს ჩავწვდეთ. ტკივილის, რომელიც საკუთარ თავს თვითონვე არგუნე.
- რა გჭირთ ხალხო? ფეხზე წამოვხტი და დავიყვირე. ნუთუ არც-ერთი იმ თვისებათაგან, რის გამოც ჩემთან მეგობრობდით, არაფერი შემომრჩა? ნუთუ თქვენთვის სრულიად უცხო ვარ? მაგრამ იცით რა? ნაკლებად მაინტერესებს თქვენი აზრი ჩემ შესახებ, რადგან საკუთარ თავზე მშვენიერი წარმოდგენა მაქვს. სუნთქვითაც დავიღალე, სადღა მაქვს თქვენი ფერების თავი. იცხოვრეთ ისე, როგორც მოგესურვებათ და თუ ჩემი გაკიცხვით სულის სიმშვიდეს მოიპოვებთ, დაე უფალმა ეგ სიამოვნებაც არ მოგაკლოთ.
- სრულყოფილებისაკენ სწრაფვამ სრულიად დაიმონა შენი გონებაცა და სულიც. დადგენილ საზღვრებს არღვევ და სანაცვლოდ, ყველაფერს მუსრს ავლებ, რაც შენ გარშემო მოძრაობს. წამოიყვირა გაცეცხლებულმა ლილემ. ვერაფერი ვუპასუხე. ის, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მართალი იყო. ავდექი და წამოვედი. უთავბოლოდ მივაპობდი ავტომობილით თბილისის წვიმიან ქუჩებს. ყურში მხოლოდ ლილეს სიტყვები ჩამესმოდა, ცრემლები კი მხედველობაში ხელს მიშლიდნენ. მინდოდა ჩემ წარსულს გავქცეოდი, მაგრამ პირიქით მოხდა, ის თავად დამეწია და გამასწრო კიდეც. ჩემ ქვეცნობიერში იმდენი ჭუჭყია დალექილი, ალბათ საუკუნეები დასჭირდება, სანამ გაიწმინდება; თუმცა ამას ვერ მოვესწრები. ვინ ვარ მე? თანამედროვე ქალი, რომელმაც გასაქანი მისცა საკუთარ ველურ ბუნებას და მსოფლიოს დაპყრობა განიზრახა. მაგრამ რისთვის? მიწას, რომელზეც დავდივარ მალე ხომ აღარც ემახსოვრება ჩემი ნაფეხურები. მერე საკუთარი სიტყვები მახსენდება „რატომ ვითამაშო ანგელოზობანა, როდესაც შემიძლია ღმერთი გავხდე.“
-ღმერთო მაპატიე ეს მკრეხელბა. უკვე ხმით ვღრიალებდი. არ მახსოვს რამდენი ვიარე, ან რა სისწრაფით მივდიოდი, არც ის მახსოვს რეალობას როდის მოვწყდი; მხოლოდ ძალიან მკაფიო შუქი მახსოვს, რომელმაც თვალები მომჭრა, გამაყრუებელი სიგნალის ხმა, საჭე ვეღარ დავიმორჩილე და წყვდიადში გავუჩინარდი...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი mirandaa31

მეცოდება ნინა. ყველაფრის მიუხედავად მინდა არაფერი მოუვიდეს და აზრზე მოვიდეს. თუმცა მოხდება თუ არა ეს არავინ იცის.. ველდები მოვლენების განვითარებას ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№2  offline წევრი ანი ჩიხლაძე

mirandaa31
მეცოდება ნინა. ყველაფრის მიუხედავად მინდა არაფერი მოუვიდეს და აზრზე მოვიდეს. თუმცა მოხდება თუ არა ეს არავინ იცის.. ველდები მოვლენების განვითარებას ❤️


. ❤❤❤

 



№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ ზუსტად გადმოეცი ლილეს სიტყვები. ამ ისტორიაში ყოველი სიტყვა გათვლილია სწორად. ნინასიც კარგად მესმის, მაგრამ არ მინდა იმდენად ღრმად შეტოპოს, გამოსვლა გაუჭირდეს.

 



№4  offline წევრი ანი ჩიხლაძე

Chikochiko
როგორ ზუსტად გადმოეცი ლილეს სიტყვები. ამ ისტორიაში ყოველი სიტყვა გათვლილია სწორად. ნინასიც კარგად მესმის, მაგრამ არ მინდა იმდენად ღრმად შეტოპოს, გამოსვლა გაუჭირდეს.




❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent