შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო სიტყვა ჩემია {დასასრული}

20-05-2018, 20:40
ავტორი ლათინო
ნანახია 735

ბოლო სიტყვა ჩემია {დასასრული}

დილით განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე გავიღვიძე. ალექსანდრე უკვე ამდგარიყო, სამზარეულოდან კი რაღაცის მსხვრევის ხმა ისმოდა.
-აშკარად არ არის ეს ბიჭი სამზარეულოსთვის გაჩენილი.
ჩავილაპარაკე ჩემთვის და სააბაზანოში შევიკეტე.
მალევე მოვიწესრიგე თავი და კიბეებზე დავეშვი.
-ოჰოო ეს ვის გაუღვიძია!
გამიღიმა ალექსანდრემ და ლოყაზე მაკოცა.
-თვით დედოფალ თაკოს ბატონო ალექსანდრე!
-დედოფალ თაკოს ხომ არ შია შემთხვევით?
-მგელივით შია,მგელივით!
-ხოდა ნახე რამდენი რამ მოვამზადე ქალბატონო თქვენთვის,იმედი მაქვს იკადრებთ ჩემს ნახელავს,დიდად მადლობელი დაგრჩებით.
-თუ არც იკადრებს რაა! გაიწიე თუ ძმა ხარ მგელივით მშია...გაიწიე თქო!
საიდანღაც მიგვევლინა ცოტნე.
-შენ აქ რა გინდა ბიჭო?
გაოცებული მიუტრიალდა ალექსანდრე.
-ჩემი დის სანახავად მოვედი,ვიღაც გამოშტერებულს მოუტაცია და დავხედე, რაიყო შენ რამ შეგაწუხა?
მოდი გოგო მოგილოცო მოდი!
ახლა მე მომიბრუნდა ღიმილით და მაგრად ჩამიხუტა.
-ხომ იცი ჩემთვის ვინ ხარ?
ოდნავ მომშორდა და ღიმილით დამხედა.
-ვიცი ვიცი!
გავუცინე და მაგრად ჩავეხუტე.
-გაეგდე ბიჭო იქით! ტელეფონით შენ არ მიმალოცინე და ეხლაც შენ ეხუტები,მოშორდი ჩემს ძმაკაცს!
ხელი ჰკრა ანიმ და გვერდით გადააგდო ცოტნე.
-გილოცავ! ყველაზე ყველაზე ყველაზე ადამიანი ხარ ჩემთვის ხომ იცი?
-ერთმა ვინმემ არ გაგიგოს თორემ იეჭვიანებს!
-მაგ ვინმეს სახელი არ მიხსენო რა!
-რატომ?
-გზაში ვუთხარი ალუჩა მიყიდე თქო და ორსულად ხომ არ ხარ ასე უცებ რამ მოგანდომაო.
-მერე?
გამეცინა დაქალის გაბრაზებულ სახეზე.
-რაღა მერე,შენც იმისკენ ხარ ხო? საერთოდ რა გინდათ ჩემგან? ყველა ნერვებს რატომ მიშლის? ან საერთოდ ეს რა ფერის კაბაა!
სახე დამანჭა და სამზარეულოდან გავიდა. ჩვენც გაკვირვებულებმა გავაყოლეთ მზერა გაქცეულ სხეულს.
-თორნიკე ამ გოგოს რა უქენი?
კითხვით მიუბრუნდა ალექსანდრე ახლახანს შემოსულ ძმაკაცს.
-რა ვუქენი?
-რავი ვერაა მემგონი კარგად.
-აუ არ ვიცი ტო! დილის მერე მეჩხუბება რა უნდა ვერ გავიგე.
ჰო მართლა გილოცავ თამარჩიკ!
-მადლობა სიძევ მადლობა!
-ვაიმეეეე!
სააბაზანოდან კივილს ხმა მოგვესმა.
-ახლა რაღა ეტაკა?
-რანაირად ლაპარაკობ ვაჩე?იქნებ რა სჭირს,გაინძერით რას დგახართ?
წარბშეკრული მივუბრუნდი ძმას.
-არაა! ეგენი არ დამანახო,თაკო მალე ამოდი! სწრაფად!
მეც დაფეთებული ავვარდი კიბეებზე და საპირფარეშოს კარები შევგლიჯე,გზაში კი სამჯერ მოვასწარი ლოცვა.
-რა გჭირს ანი?
გამოშტერებულმა დავუსვი კითხვა ატირებულ დაქალს.
-ეს ნახე!
ორსულობის ტესტი გამომიწოდა და ისევ ატირდა.
მეც დაშტერებულმა დავხედე ტესტს რომელიც დადებით პასუხს ირწმუნებოდა.
-ვაიმეე! რა მაგრია! ანი შენ? შენ დედა ხდები!
-არ არის მაგარი! სულაც არ არის!
სახე შემეცვალა როცა ანის ჩაცვენილ თვალებს წავაწყდი.
-კი მაგრამ... რატომ?
-ვიცი,თორნიკეს არ უნდა! ჯერ არ არის მზად მამობისთვის,არც მე ვარ მზად! ახლა რომ დამშორდეს? რა გავაკეთო ბავშვზე უარი რომ თქვას? ვერ მოვიშორებ,ბავშვს ვერ გავწირავ!
ტირილ-ტირილით ამოთქვამდა სიტყვებს.
-რას სულელობ ანი? როგორ შეიძლება რომ...
-თაკო დაგვტოვე!
უკნიდან მომესმა თორნიკეს გაყინული ხმა. ნელა მივტრიალდი,ნაწყენი და გაბრაზებული ჩანდა. მე მხოლოდ თავი დავუქნიე და გავეცალე.
-მაპატიე თორნიკე,ასე არ უნდა მომხდარიყო ვიცი...რაც გინდა გააკეთე მაგრამ...მაგრამ ბავშვის მოკვლას ნუ მომთხოვ...მე მე..
-ანი გაჩუმდი! ხმა აღარ ამოიღო! როგორ იფიქრე? ეგ როგორ დაუშვი? ამდენად გეპარება ჩემში ეჭვი? ამდენად არ მიცნობ? გგონია რომ შვილის მოკვლას მოგთხოვ? ეს სისულელე თავში როგორ გაივლე? ამის დედაც..... როგორ დაუშვი რომ ჩემი შვილი,შენი შვილი არ მენდომებოდა! რომ არ მომესინა ალბათ არც მეტყოდი ხომ ასეა? რაიმე სისულელე რომ ჩაგედინა ხომ იცი რომ არ გაპატიებდი? გაფრთხილებ! ეგ სისულელე დაივიწყე,აღარ განედო მსგავსი რამ გაივლო თავში. ახლა ფეხზე ადექი და ქვემოთ ჩამოდი!
მკაცრი ხმით დაასრულა სიტყვით გამოსვლა და უკანოუხედავად დაეშვა ჯერ კიბეებზე შემდეგ კი გარეთ.
ანიც ცოტახანში წამოდგა და ქვემოთ ჩავიდა.
-თორნიკე სად წავიდა?
-გარეთ გავიდა. შენ რა გჭირს?
-არაფერი ცოტნე...სად წავიდა ხომ არ იცი?
-არ უთქვამს.
-კარგი.
გამტყდარი ხმით ამოილაპარაკა და სწრაფად მიტრიალდა უკან რომ მისი ცრემლები არავის შეემჩნია.
-ანი! ანი რა გჭირს? შემომხედე.
ფეხზე წამოდგა ალექსანდრე და მასთან მივიდა.
-რატომ ტირი?
-მიმატოვა! ჩემი სისულელის გამო მიამტოვა! ასე ხომ?
-რას სულელობ? უბრალოდ გარეთ გავიდოდა. ხომ იცი როგორ უყვარხარ? რამე მოხდა!
-მე...მე...
-არაფერია,მეთვითონ მივხედავ!
კარებში გამოჩნდა თორნიკე და ანიმაც შვებით ამოისუნთქა.
-რას მიხედავ შე***ა ვერ ხედავ როგორ არის?
-ხოდა რომ ვხედავ მაგიტო გეუბნები მე მივხედავ თქო!
წამოენთო თორნიკე.
-რა გჭირს ბიჭო?! შენგამო ტირის და რანაირად იქცევი?
არც ალექსანდრე ჩამორჩა.
-ალექსანდრე ნუ ჩაერევი,თვითონ მოგვარდებიან.
მისი დამშვიდება ვცადე,რადგან ვიცოდი მათი კამათი შორს წავიდოდა.
-რას მოაგვარებენ თაკო გოგო ტირის დამშორდაო ეს კიდე ეიაზვება...არც ამბობენ რა სჭირთ!
-ჩემი ბრალია!
ამოისლუკუნა ანიმ.
-არაფერია შენი ბრალი იმის გარდა რომ სისულელეზე ინერვიულე.ბავშვს რამე რომ მოსვლოდა?
-ვინ ბავშვს?
-მე...მე ორსულად ვარ!
-მერე შე დებილო მაგის გამო იქცევი ეგრე?
-დებილი შენ ხარ ალექსანდრე ბატონო! მაგის გამო კი არ ვარ ესე,იმის გამო ვარ რომ იფიქრა ბავშვის მოშორებას მოვთხოვდი!
-კაი ტო,სერიოზულად? ეგ როგორ იფიქრე,არ იცი ბავშვებზე რო ეკეტება?
-ნუ გადაეკიდებით ეხლა ჩემს დაქალს! ორსულადაა და ხდება ხოლმე,უფრო გულჩვილი ხდება და ხელახლა მუ ამიბღავლებთ!
მოვეხვიე დაქალს და დაშტერებულ ბიჭებს გავუცინე. თორნიკემაც გახსნა შეკრული წარბები და ღიმილით გამომტაცა დაქალი.
-ნუღარ ტირი,დამშვიდდი სულელო!
-სულელი არ ვარ!
ახლა მან შეკრა წარბები.
-მოიცა,ნინი და ქეთი?
-თბილისში წავიდნენ.
უხასიათოდ წარმოთქვა ცოტნემ.
-გამოცდები აქვთ.
დაამატა ვაჩემ.
-მერე აქ რო ჩამომეყარეთ ვერ გაყევით იმათ?
-ვუთხარით,მაგრამ დაგვიჯერეს?
-თქვენც თუ შეყვარებულები გქვიათ,აბა ხო არ გეტყოდნენ დის დაბადების დღეზე არ წახვიდეთ და ჩვენ გამოგვყევითო. ღმერთო და დაუფიქრებლები ხართ!
-კარგი ნუ ღელავ მოვლენ ცოტახანში,არ წასულან არსად!
გაეცინა ვაჩეს დივანზე დაჯდა.
-ალექს,გინდა ფეხბურთი ვითამაშოთ?
-აუუ კი რაა!
ალექსანდრეს მაგივრად ჩემს ძმას მე განვუცხადე თანხმობა.
-ბურთი საიდან მოგიტანოთ ჟღენტებო?
-არ გაქვს?
-აუცილებელია რომ მქონდეს?
-უიმეე! აბა რა გავაკეთოთ?
-მოვიდნენ გოგოებიც და მოვიფიქროთ რამე.
დაახლოებით ნახევარ საათში გოგონებმაც შემოხსნეს კარები.დრო მომეცა რომ ქეთის უფრო დავახლოვებოდი. საღამომდე არ იკადრეს ოთახიდან გამოსვლა ახლა უკვე ჩემი მომავალი ნათლულის მშობლებმა.
ანის ახირების გამო პიცის გამოცხობა მომიწია,თუმცა ბოლოს ყველანი გემრიელად შევექცეოდით.
გარეთ ბიჭებმა კოცონი დაანთეს ჩვენ კი ყავა და სასუსნავები მოვიმარაგეთ და მათთან გავედით. ბევრი რამ გავიხსენეთ,გავერთეთ და მოკლედ რომ ვთქვა არცერთს არ მოგვიწყენია. ან როგორ უნდა მოგეწყინა ტყუპების ცეკვის,ანის ბუზღუნისა და ამით სასიამოვნოდ დაღლილი თორნიკეს შემხედვარე.
-ბავშვებო,რადგან ყველა აქ ხართ მინდა რაღაც გითხრათ....
მორიდებით ჩაილაპარაკა ქეთიმ და ჩვენც ყურები ვცქვიტეთ.
-რა ხდება აბა?
-იცით მე... მე უნდა წავიდე.
ეს თქვა და თვალცრემლიანმა ამოგვხედა ჯერ ჩვენ,შემდეგ კი სახეწაშლილ ცოტნეს.
-ეგ როგორ? სად?
-ამერიკაში..სწავლას იქ გავაგრძელებ.
თქვა და თავი ჩახარა რომ მისი ცრემლები არავის შეემჩნია.
გული მეწურებოდა ცოტნეს წაშლილი სახის შემხედვარეს.
-რამდენი ხანია გადაწყვიტე?
კბილებს შორის გამოსცრა ცოტნემ.
-დიდი ხანია.
-მაინც რამდენია ეგ დიდი ხანი?
სიბრაზეს ვერ მალავდა ცოტნე.
-რამდენიმე თვის წინ.
თავი ჩახარა ისე როგორც დამნაშავემ.
-კარგი!
მხოლოდ ეს უთხრა და სივრცეს მიაშტერდა. ამ ორის შემხედვარე ცოტაც და ავტირდებოდი. ორივე მეცოდებოდა იმ ტანჯვისთვის რომელსაც საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა ჰქვია.
-არაფერს მეტყვი?
ამოინავლა ქეთიმ.
-და რამე მაქვს სათქმელი?
სიმწრით ჩაიცინა,წითელი კოლოფი ჯიბიდან ამოაძვრინა და კაურკვეველი მიმართულებით მოისროლა. მას ყველამ გამოშტერებულმა გავაყოლეთ მზერა ცოტნეს გარდა.
-ცოტნე...
-რა ქეთი რა გინდა?
მოუტრიალდა და მთელ ხმაზე დაიღრიალა.
-არა არაფერი...
უთხრა და ატირებული სახლში შევარდა.
მას ნინიც და ანიც გაჰყვნენ,მე კი ვამჯობინე ცოტნესთან ერთად ვყოფილიყავი. ბიჭები მას ვერ გაუგებდნენ,ჩემზე უკეთ კი ამას ვერც ვერავინ გაიგებდა.
-მე გავყვები.
მხოლოდ ეს დავუბარე მათ და ცოტნეს ავედევნე.
-ცოტნე დამელოდე!
დავუკივლე მთელ ხმაზე,მაშინ როცა უკვე სირბილისგან სუნთქვაარეული მივყვებოდი მას,ის კი ყურადღებასაც არ მაქცევდა.
-თაკო ახლა შემეშვი,მარტო ყოფნა მინდა!
მომაძახა ისე რომ არც კი შემოუხედავს ჩემთვის,თუმცა მე მაინც ავეკიდე და ბოლოს მაინც დავეწიე. ერთ დიდ ქვაზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
-ცოტნე...
-არ მითხრა რომ მართალია,არც კი გაბედო მის გამრთლებას შეეცადო თაკო!
-არა,არავის გამართლებას არ ვაპირებ. უბრალოდ გეტყვი რომ თუ მას ახლა გაუშვებ იცოდე რომ წინ საშინელი დღეები გელის.გაიხსენე ჩემი მდგომარეობა! მეც დავთმე ალექსანდრე,მთელი ოთხი წელი ვიტანჯე და ბოლოს მაინც ისევ ერთად ვართ. თქვენ ერთმანეთს ვეღარ გაექცევით,ვეღარ დაემალებით,ბოლოს ისევ ერთად იქნებით და თუ ეს ყველაფერი წინასწარ იცი,რაღატომ უნდა იტანჯოთ? შენ აქ უნდა გალოთდე და ის იქ უნდა დაიღვაროს ცრემლად. დაფიქრდი და თავად გადაწყვიტე რას იზამ.
მაგრად მოვეხვიე ძმას,შემდეგ კი გავეცალე და უფლება მივეცი საკუთარ თავთან მარტო დარჩენილიყო და სწორი გადაწყვეტილება მიეღო. ვიცოდი რომ ჩემი რამდენიმე სიტყვა ყველაფერს მიახვედრებდა და დარწმუნებული ვიყავი რომ სისულელეს არ ჩაიდენდა.
სახლში დავბრუნდი,ყველას ეძინა ამიტომ პირდაპირ ოთახში ავედი ალექსანდრე ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა.
-სად ხარ გოგო ამდენხანს? სად გაქრით შენ და შენი ძმა მოვკვდი ნერბიულობით ან ეს ტელეფონი სად გაქვს?
სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა და კითხვებით მომეჭრა. ჯიბეები მხოლოდ ახლა მოვიჩხრიკე და მივხვდი რომ ტელეფონი თან არ მქონდა.
-აქ დამრჩა ალბათ.
-აქ დარჩენია.
გამომაჯავრა და საწოლისკენ გაეშურა,ტანსაცმელს კი გზადაგზა ყრიდა.
მეცინებოდა მის ასეთ საქციელზე ამიტომ რომ არ გამებრაზებინა ჩემს ნივთებს დავავლე ხელი,სააბაზანოში შევიკეტე და ვეცადე ხმადაბლა გამეცინა.
-ხმადაბლა მაინც იხარხარე,მეძინება!
ოთახიდან ალექსანდრეს გაბრაზებული ხმა გავიგონე და ამაზე კიდევ უფრო გავხალისდი. აბაზანიდან რომ გამოვედი ალექსანდრეს უკვე ეძინა,ამიტომ მეც უჩუმრად მივუწექი გვერდით და დაძინება გადავწყვიტე მაგრამ თავზე ქორივით წამომადგა.
-ამაღამ დაისჯები!

თვალები რომ გავახილე მზე უკვე დიდი ხნის ამოსული იყო. ქვემოდან კი ხმაური ისმოდა. მოვწესრიგდი და მეც მათთან ჩავედი. ქეთის ჩემოდანი ეკავა ხელში და სათითაოდ ყველას ემშვიდობებოდა თვალცრემლიანი,იქაურობას მოვავლე თვალი ,ცოტნეს ვეძებდი მაგრამ არსად ჩანდა. საშინლად გავბრაზდი ჩემს ძმაზე,აქ რომ მყოლოდა ალბათ ვერც გადამირჩებოდა. ამ ფიქრებიდან ქეთის გაშლილმა ხელებმა და სევდიანმა ღიმილმა გამომაფხიზლა,მეც სწრაფად ჩამოვედი კიბის ბოლო საფეხურიდან და მაგრად ჩავეხუტე.
-გჯეროდეს მისი!
ყურჩი ჩავჩურჩულე და მოვშორდი,მანაც გამიღიმა და სახლი დატოვა. ტაქსი ჰყოლია გამოძახებული,ალექსანდრემ ბარგი საბარგულში მოათავსა, მანქანა გაუშვა,სიცილით მოტრიალდა და სხვებიც აიყოლია.
-რა ხდება?
გაკვირვებული მზერა მოვავლე იქმყოფთ.
-მძღოლის ულვაშები დაინახე?
კაკანებდა ანი.
-ვერა,რაიყო?
-ნეტავ დაგენახა როგორ არ უხდება ცოტნეს ის მიკრული ულვაშები,ვერც იჩერებდა და კინაღამ ჩამოუვარდა.
დაასრულა თავისი სათქმელი ანიმ და ისევ ახარხარდა.
-მოიცა,ანუ? ვააააა ჩემი ძმა ნახეე!
ძმის საქციელმა გამახალისა და ბედნიერი ავცეკვდი.

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო გეტყვით რომ ცოტნე და ქეთი რამდენიმე წლით ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად და იქ აპურებდნენ სწავლის დასრულებას.
ანის და თოკოს ულამაზესი გოგონა გაუჩნდათ,ჩემი მაშო.
ბავშვის ნათლობის დღე იყო ყველაზე დიდი ბედნიერებით დატვირთული,სწორედ იმ დღეს იქორწინეს მაშოს მშობლებმაც.
ვაჩე და ნინიც დაინიშნენ, თუმცა ქორწინებას ჩვენს მსგავსად არც ისინი ჩქარობდნენ.
მე და ალექსანდრეც ოჯახივით ვცხოვრობდით,ერთმანეთი გვიყვარდა და პატივს ვცემდით ერთმანეთს,სხვა ყველა ფორმალობა კი ჩვენთვის უაზრო იყო.
რამდენიმე წლის წინ ჩემთვის რომ გეკითხათ იმ ახმახს სკოლის დერეფანში რომ გამიტანა ჩემი ხელით მოვუგრეხდი კისერს.
რომ გეთქვათ მომავალში შენი ქმარი იქნებაო ალბათ ჩანთას შემოგცხებდით და ბოლოს მხოლოდ ერთს გირჩევთ....
ნუ გადაწყვეტთ იმ ადამიანის მოკვლას რომელიც დაგეჯახებათ,წაგაქცევთ და ფეხს მოგტეხავთ,რაიცით იქნებ ის თქვენი მომავალი "ალექსანდრე"-ა.

დასასრული.....

და აი ესეც ბოლო ისტორიის ბოლო თავი. მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ კომემტარებისთვის რომლის შემადგენელი თითოეული სიტყვა ჩემში ათასგვარ ემოციას იწვევდა,უსაზღვროდ მახარებდა და მაბედნიერებდა.
მეთვითონ ძალიან მწყდება გული,მაგრამ ჩემი აზრით ასე სჯობდა. უბრალოდ აქ დამესრულებინა ყველაფერი და უამრავი თბილი მოგონება წამეღო თან... მომავალში რა იქნება არ ვიცი მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ ჩემი "მწერლის" ამპულაში ყოფნა აღარ შეიძლება,თუმცა აუცილებალად ვიქნები აქტიური მკითხველი და გამუდმებით გაგიმეორებთ რომ პატარა თავი იყო და თან დაგვიანებული (მიხვდებით ვისაც გგულისხმობთ) ♥♥♥♥♥♥♥♥♥.скачать dle 11.3

№1  offline წევრი naniko mindia

Kargia iyo gamixarda yvela rom dawyvile gansakutrebit cotne da qeti, warmatebebi ❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

№2  offline წევრი ლათინო

naniko mindia
Kargia iyo gamixarda yvela rom dawyvile gansakutrebit cotne da qeti, warmatebebi ❤️❤️❤️❤️❤️

მადლობა ♥♥

№3 სტუმარი სტუმარი მწვანეთვალებაგოგო

ხომ იცი როგორ მიყვარან მე ესენი?!
გული რომ დამწყვიტე ეგეც ხომ იცი?!
დღეს მთელი დღეა გთხოვ ჯერ არ დაასრულო- მეთქი მაგრამ შენ თუ ყოველთვის ნერვები არ მომიშალე რაა მამული!
ან საღამოს რას ამაფორიაქე ქეთა ამერიკაში მიდისო?! მეთქი გაწირა ჩემი ცოტნე უბედურებისთვის!
იმედია მეც რომ დიდი გოგო გავხდები მეყოლება ალექსანდრესნაირი ,,ალექსანდრე'' :დდდ
მიყვარს მე ეს ისტორია!
თაკოიანად.
ალექსიანად.
ცოტნეს სიცანცარიანად
ვაჩეს ცვალებად ხასიეთიანად.
ანიანად, ნინიანად ქეთიანად და რაღათქმაუნდა თორნიკეიანად!
მაინც დამწყდა გული მშობლებთან ასეთი ურთიერთობა რომ დარჩათ.ბოლოს მაინც მე მიკბინე არა? შენ ხო რასამბობ ორმეტრიან თავებს დებდი თან ყოველდღე! (აქ წითელი, გაბრაზებული სმაილი)
არ შეწყვიტო წერა რა, ჩემი ხათრით,ქეთის ხათრით, ანას ხათრით, თეკლას ხათრით (თან ხო იცი ეგ იმერელ გურულია და წყევლა იციის? მტრისაას!) ან ნინასაც ხო უნდა ახალი ისტორიები?
ვიცი რომ შენ ყოველთვის ვერ იმეორებ ამ სიტყას მაგრამმე სულ გეტყვი რომ:
მიყვარხარ❤
მიყვარხარ❤
მიყვარხარ❤
მიყვარხარ❤
შენი რეზიკოს პრინცესა!
მპუა და სამი ტოჩკა . . .❤

№4  offline წევრი ლათინო

სტუმარი მწვანეთვალებაგოგო

ჩემო რეზიკოს პრინცესავ ხომ აგიხსენი რომ აღარ ღირს მე რომ წერა გავაგრძელო არა?! არ ვარ ისეთი რომ ვინმე მთხოვდეს წეროს გაგრძელებას,ეს ყველაფერი უბრალოდ თავისით მომდიოდა თავში და მეც შელამაზებულად გადმომქონდა აქ მაგრამ ახლა უკვე არანაირი იდეა არ გამაჩნია შენ წარმოიდგინე და არც დამახინჯებული ფორმით თორემ ჰო ჯამდაბას არავის შევეკითხებოდი და ჩემთვის დავწერდი მაგრამ არც ეგ არ გამაჩნია,ძალით დაწერილი კი მეც დამტანჯავს და თქვენც.
ხო და კიდევ ეს დღე დაიმახსოვრე

3
.....
2......
.......
1
......
მეც მიყვარხარ ♥♥♥

№5 სტუმარი მერო

ეხლა სრულად ატვირთე დასასრულს ველოდებოდი . გელოდებიიიი

№6 სტუმარი სტუმარი მწვანეთვალებაგოგო

ლათინო

ბოლო კაი იყო :დდდ ❤❤❤❤❤❤❤❤

№7  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგი იყო დასასრული შესანიშნავი ამდენი ტკივილიანი მოვლენების შემდეგ ბედნიერი დასასრული heart_eyes heart_eyes

№8  offline წევრი ლათინო

მერო
ეხლა სრულად ატვირთე დასასრულს ველოდებოდი . გელოდებიიიი

ბაზაშია და ალბათ საღამოსკენ აიტვირთება ♥♥

blondeangel631
ძალიან კარგი იყო დასასრული შესანიშნავი ამდენი ტკივილიანი მოვლენების შემდეგ ბედნიერი დასასრული heart_eyes heart_eyes

მიხარია თუ ისეთი იყო როგორიც გინდოდათ :))♥♥♥♥♥♥

№9 წევრი meocnebe avadmyopi

კარგი დასასრული იყო
კიდევ კარგი ცოტნესთან დარჩა ის
თორემ შენ ვერ გადამირჩებოდი მე
ბოლო სიტყვები ყველაზე მეტად მომეწონა
ისტორია რომელიც ძალიან მხიარული იყო
მითუმეტეს ჩემი ცანცარა გოგოსგან
არ მინდოდა დასრულებულიყო,რადგან ძალიან მიყვარდენენ
ალბათ ხანდახან იმდენს ვიცინოდი,რომ სულს ვერ ვითქვამდი
მაგრამ როგორღაც მოვედი აქამდე და ვცდილობ რომ მთელი
ჩემი ემოცია ამ კომენტარში ჩავატიო,ძალიან მიყვარხარ და ესენიც ძალიან მიყვარდენენ.......

შენი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული და ყველა ძალიან კარგად დამამახსოვრდა
ეს იყო დასასრული რომელიც მინდოდა,რომელმაც არ გამიცრუა იმედები
კიდევ იმას გეტყვი რომ საოცრება იყო,ნებისმიერ დროს შეგიძლია დამაყენო ხოლმე
კარგ ხასიათზე და ახლაც მოახერხე ამ ისტორიის დასასრული ნამდვილად იყო ის რასაც
ალბათ არა მარტო მე მოველოდი,
მაგრამ ისე ვინმემ რომ ფეხი მომატეხოს მე არაფერი ვუთხრა გაგიჟდი შენ???????????

რაც შეეხება ბოლო შენიშვნას,რომ ეს იყო ბოლო ისტორია
ხო იცი რომ არ იქნება არა,აბა წარმოიდგინე როგორ იქნები
შენი მკითხველის გარეშე,რომლებიც ყოველითავის კომენტარებში გახსენებდნენ
რომ შემდეგი თავი მალე დაგედო,რომლებიც ისეთ სიტყვებს გეუბნებოდნენ,რომ გახარებდნენ
შენ თუ არ მოგენატრებით,აბა ჩვენ გვკითხე ჩვენ მოგვენატრები,რომ ამბობ მწერლი სახელით არ ვიქნები საიტზეო არ შეილება ეგრე.....უნდა გააგრძელო............
ძალიან გთხოვ კარიერას ნუ ამთავრებთ ყველა და სულ ნუ გადამრევთ მე..ყველას ეგ აკერია პირზე და რომ ასრულებენ,შენ ხომ არ შეასრულებ
ჰაა??????????????ჩემო ცანცარ ხომ არ შეასრულებ ..............გააგრძელებ?????????ხო გააგრძელებ????

მიყვარხარ sweat sweat heart_eyes heart_eyes

№10  offline წევრი ლათინო

meocnebe avadmyopi

აუ ჩემო იმერელ-გურულო როგორ გამახარე შენი სიტყვებით შენ ხომ წარმოდგენაც არ გაქვს! ვიცი მეც ვიცი რომ უზომოდ მომენატრება თქვენი კომენტარები, პერსონაჟებს რომ ზედემტსახელებს და დევიზებს უფიქრდებით ეგეც ძალიან მომენტარება მაგრამ აზრი აღარ აქვს...ალბათ რამდენიმეთვიანი გატაცება იყო და სჯობდა უბრალოდ ჩენთვის შემენახა და არ მიმცა უფრო დიდი მასშტაბები,ალბათ სჯობდა რომ მხოლოდ მე მცოდნოდა ჩემი ისტორიების შესახებ და არა რამდენიმე ასეულ ადამიანს მაგრამ რაც იყო იყო.
მართლა მომენატრება ასეთი კომენტარები,ისიც რომ მეუბნებოდით პატარაა და მალე დადეო მაგრამ ძველ კომენტარებს გადავხედავ და ამით დავიმშვიდებ თავს
ან იქნებ საერთოდ ამ მონატრებამ დამაწყებინოს წერა
რავიცი რავიცი.

№11  offline წევრი abezara98

როგორ გამახარე, რომ ასე კარგად დაასრულე heart_eyes წარმატებები და მალე დაგვიბრუნდი kissing_heart

№12  offline წევრი teengirllove

vaimee damtavrdaa , magram ar mixaria (((( axla ra wavikitxo, ra sayvarlad daasrule ,martla dzaan kai iyo, miyvarxar ,miyvarxar,miyvarzar,ukargesia...neta mec damawerina aseti kargi dasasruli -)))

№13  offline წევრი ლათინო

teengirllove
vaimee damtavrdaa , magram ar mixaria (((( axla ra wavikitxo, ra sayvarlad daasrule ,martla dzaan kai iyo, miyvarxar ,miyvarxar,miyvarzar,ukargesia...neta mec damawerina aseti kargi dasasruli -)))

შენ წყნარად იყავი, ასეთი დასასრული რო დაწერო ჩაგქოლავენ.
ხოო დამთავრდა და აღარ იქნება აღარაფერი
ცუდ ხასიათზე ვარ მაგრამ რადგან ბოლო ისტორიის ბოლო თავია მეც იგივეთი გიპასუხებ და იმ სიტყვას გეტყვი რომელიც არ მიყვარს

მეც მიყვარხარ ♥♥

№14  offline წევრი teengirllove

vaime ,es dges iatorias shemorcheba :)) chvebma latinom es sityva tqva ,ras moveswari, awin bednieri davberdebi ;) mudosac gauxardeba ro movuyvebi :))

№15  offline წევრი ლათინო

ბედნიერი ისედაც დაბერდებოდი,მაგრამ კაი ვითომ ამის გამო.
ხო მიდი მუდოს აუცილებლად მოუყევი იქნებ და გაიღიმოს კიდე,მერე მართლა ბედნიერი დავბერდები თვქენს შემხედვარე ნუ მოკლედ აქ ის სიტყვა კარვი იქნებოდა მაგრამ არ ვიტყვი,ორჯერ ვთქვი უკვე ამ კვირაში.
კის უ...♥♥♥

№16  offline წევრი teengirllove

mudo mudoa , araferze ar icinis eg ,chemi danaxvis garda :)))) kiss you

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent