შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მას დავარქვი ჩემი (23-ე თავი)


20-05-2018, 21:51
ავტორი MaaiKoo
ნანახია 506

მე მას დავარქვი ჩემი (23-ე თავი)

ავტორის თვალთახედვით.
ახალგაზრდების ავტომობილებში გადანაწილების ჯერი მოვიდა. ავტომობილი მხოლოდ სანდროს, ლაშასა და ვაჩეს ჰქონდა. საბოლოოდ სალი(ნატალის დაქალი),თიკო და მარიამი ვაჩეს ავტომობილში გადანაწილდა. ნატალი,თიკა,იოანე_სანდროსთან. თამარი,სალომე და მარიტა, კი ლაშასთან. ისინი ფშავ-ხევსურეთში,კერძოდ შატილში მიდიოდნენ,სადაც ულამაზესი ხედი იშლებოდა. იქ სანდროსა და სალომეს საკუთარი, ხის ულამაზესი,მყუდრო და მშვიდი სახლი ჰქონდათ,რომელიც ბაბუამ დაუტოვათ. რაც შეეხება ავტომობილებში არსებულ მდგომარეობას,ნამდვილად უნდა ითქვას ის,რომ არცერთ მათგანს არ მოუწყენია. სალომეს გერმანელი მეგობარი ვაჩე აღმოჩნდა,ამან გაახარა კიდეც,რადგან ძალიან ენატრებოდა,თუმცა გაბრაზებულიც იყო ვაჩეზე,რომ არ მოიკითხა, ეშმაკური გეგმები ყოველთვის ახსენებდა თავს სალომეს, არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი, თავის გიჟ დაქალებთან და ახლად გაცნობილ სანდროს დასთან ერთად აპირებდა ბიჭების გაწვალებას, მიუხედავად იმისა,რომ მის მთავარ სამიზნეს ვაჩე წარმოადგენდა. თამარი და ლაშა მთელი გზა კინკლაობდნენ, სალომე და მარიტა კი მათ შორის არსებული დაძაბულობის განეიტრალებას ცდილობდა, სალომე და ვაჩეც ერთმანეთს კბენდნენ,უფროსწორად სალომე იყო ინიციატორი ამ ყველაფრისა,თიკო და მარიამი სანახაობით ტკბებოდნენ, მათ ოღონდ გასართობი და დროის გასაყვანი მიეცით და ცხენსაც კი შემოაჯდებიან,მიუხედავად იმისა უნაგირზე რომ დასვა წონასწორობას ვერ დაიცავენ. სანდრო და ნატალი კი იმ ბედნიერებით ტკბებოდნენ,რაც ამ დღეების განმავლობაში მოიპოვეს,იგივე უნდა ითქვას იოანესა და თიკაზე,თუმცა მათ ისეთი ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ ბოლოს როდის იჩხუბეს არც კი ახსოვთ, ალბათ სერიოზულად არც არასდროს უჩხუბიათ.
******
-ფანჯარა ჩამოწიე რა მარიტა მცხელა-უთხრა უკან მჯდომ მარიტას თამარმა
-კარგი რა სალომე გავცივდები-აბუზღუნდა მარიტა
-რა გაცივდები გოგო, ჯერ თბილისს არ გავმცდარვართ, ხევსურეთში კი იქნება სიცივე მაგრამ აქ ცხელა-აწუწუნდა თამარი
-მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მიყვარხარ მამიდულა მაგ სურვილს ვერ შეგისრულებ-გაიცინა მარიტამ
-თუ გაპატიო-''მამის მკვლელი'' თვალებით გადმოხედა უკან მჯდომს თამარმა
-მოიცაა... ეს შენი მამიდა როგორაა??-გაიკვირვა ლაშამ. მარიტას კითხვით აღსავსე თვალებით გადმოხედა და თამარზე ანიშნა
-ეი შენ რეგვენოზავრო...-ლაშამ აღშფოთებულმა და გაბრაზებულმა გამოხედა გვერდით მჯდომ თამარს-ჯერ ერთი მე სახელი მქვია, თამარი. დაგიმარცვლო? თ ა მ ა რ ი . ჩვენ ნათესაურ კავშირს მაინც ვერ გაიგებ რომ აგიხსნათ, იმიტომ რომ შენს ტვინში მოკლე ჩართვა მოხდება ეგ რომ გაიაზრო. მე კიდევ ხევში გადაჩეხვა არ მინდა. თქვენც ხომ არ გინდათ ნაადრევად სიკვდილი გოგონებო?-გადმოხედა სალომესა და მარიტას,რომლებიც ჩუმად იცინოდნენ
-სიტყვები შეარჩიე და ტონს დაუწიე-შეუბღვირა ლაშამ-ხომ არ დაგავიწყდა ჩემი ავტომობილით მობრძანდები
-ოოჰჰ და რა ვქნა ახლა ფეხები დაგიკოცნო?-უთხრა ირონიულად
-ფეხებზე უკეთესი რამეც შეგიძლია დამიკოცნო-თამარისკენ გადაიხარა და ტუჩები დაპრუწა ლაშამ, რაზეც სალომემ და მარიტამ ვეღარ მოითმინეს და ახარხარდნენ, თამარმა კი მკლავზე უჩქმიტა
-აუუჩჩჩ-ამოიკნავლა ლაშამ
-იდიოტოო, გზას უყურე!!!-შეუბღვირა თამარმა
-ასეთი ნერვების ჭია რომ მყავხარ გევრდით რთულია გზაზე ვიფიქრო-თქვა ირონიულად ლაშამ,თან ხელს იზელდა-თან რა მწარე ხელი გაქვს რა იყო ვარჯიშობდი და დატესტილი გქონდა??
-კარგით ახლაა გეყოთ. მშვიდობით ჩავიდეთ შატილში, იქ დაგიხოციათ ერთმანეთი-თქვა მომცინარმა სალომემ
-ამის ბრალია-ერხმად წამოიძახა ლაშამ და თამარმა, რაზეც ერთმანეთს სწრაფად გადახედეს და ბოლოს ყველას სიცილი აუტყდა. 1 საათიანი დუმილის შემდეგ სიჩუმე კვლავ ლაშამ დაარღვია
-მარიტა...-სარკიდან თვალი გაუსწორა მარიტას ლაშამ
-რა ხდება ლაშა-დაინტერესდა მარიტა
-მითხარი რაა საიდანაა თამარი შენი მამიდა? ანუ ასაკიდან გამომდინარე დავეჭვდი..ხომ ხვდები რაა-ჩაიცინა ლაშამ და მძინარე თამარს გადახედა,თვალებში სითბო ჩაეღვარა, ვერც კი იჯერებდა ასე მშვიდად ძილი თუ შეეძლო ამ ქაჯს
-მოკლედ-ჩაიცინა მარიტამ-ღვიძლი მამიდა არ არის. დედაჩემი არის თამარის მამის დიშვილი, ბებიაჩემი იყო თამარის მამიდა. აქედან გამომდინარე მამიდად მეკუთვნის. ნატალი ჩემი ბიძაშვილია, მას დეიდად ეკუთვნის
-უუჰჰ მართლაა??გიჟი ნატალი არ მეყოფოდა, ახლა ეს დამემატა. გინდ დეიდა და გინდ...-დაფიქრდა ლაშა, თუ ვინ გამოდიოდა ნატალი თამარის-მამიდაშვილიშვილი-ამის თქმა და მარიტასა და ლაშას ახარხარება ერთი იყო. სალომეს და თამარს კი ტკბილად ეძინა
-ვიზიარებ-გულწრფელად მუსამძიმრა მარიტამ და სიცილი გააგრძელა
-მადლობა გევრდში დგომისთვის-ჩაიცინა ლაშამ-არ გეძინება შენ?
-არაა, შენ?-აი რა კითხვა იყო ახლა ეს?
-აჰაჰჰჰჰ-გადაიხარხარა ლაშამ-რომც მეძინებოდეს ვერ დავიძინებ საჭესთან ვარ
-უჰჰ...ხოო..ისა....დავიბენი დაა...-ენა დაება მარიტას
-არაუშავს მივხვდი-კვლავ განაგრძობდა სიცილს ლაშა.
******
-მარი გეძინება?-გადახედა გვერდით მჯდომს სალიმ
-არც ისე...-თქვა მარიამმა
-თვალებს თუ დავაკვირდები, აქვე ჩემ მხარზე ჩამოგეძინება-დასცინა დაქალს სალიმ
-ოჰჰ შენი შემრცხვება ახლა ზუსტად-გადაიხარხარა მარიმ
-მართალია, რომელი მორიდებული შენ მყავხარ,მაგრამ დავითვალე და 4-ჯერ დაამთქნარე უკვე-ფაქტზე გამოიჭირა სალომემ
-დიდი ამბავი ახლა,მიშლი თუ რა გინდა?-შეუბღვირა მარიმ
-არ გამლახო დაია და არ დავეძებ არაფერს-ხელები აწია დანებების ნიშნად სალიმ და ჩაიცინა
-რა ხდება მანდ რას კინკლაობთ?-გადმოხედა ამ ორს ლაშას გვერდით მჯდომმა თიკომ,რომელზეც მგზავრობა ცუდად მოქმედებდს, ამიტომ დრამინა დაელია და წინ მოკალათებულიყო
-ჩვეეეენ????-ერთხმად წამოძახეს გოგოებმა და გაიცინეს-არა რას ამბობ ქალო, რა კინკლავი, ამას ენაცვალოს სალი დეიდა-თავზე ხელი გადაუსვა სალომემ მარის და აკოცა,რაზეც ყველამ ერთხმად გაიცინა, მარიმ კი ძალით მოიშორა დაქალის ხელი და შეუბღვირა
-ისადაა ვაჩე...გთხოვ არ გამიბარზდე ამ ადამიანის სისხლით შეღებილი რომ დაგხვდეს ეს სავარძელი-ხელი გაიშვირა სალომესკენ მარიმ
-რატო კაცო, დაქალს სასიკვდილოდ იმეტებ??-ჩაიხითხითა ვაჩემ და სალომეს მკაცრი გამომეტყველება დააიგნორა
-დაქალი ჰქვია ახლა ამაას?? ნახევარი გზა არ გაგვივლია და მომიშალა ნერვები-ჩაიბურდღუნა მარიმ
-ნწნწნწ სულ წავიდა ეს გოგო ხელიდან-ლოყაზე ხელი შემოირტყა სალომემ და საწყალი სახე მიიღო, თიკო ახარხარდა, ვაჩე და მარი კი სიცილს ძლივს იკავებდნენ
-მე წავედი ხელიდან ხოო? 5 ბიჭს ერთად მე ვწერ თუ შეენ???-მოიგონა რაღაც ტყუილი მარიამმა, ნეტავ რატომ? მიტომ ხომ არა რომ ვაჩე ეეჭვიანებინა? სალომეც მიუხვდა ჩანაფიქრს,მეტი რა უნდოდა მაგასაც?
-ჯერერთი 5-ს არა!-თითი დაუქნია სალომემ-ერთს გენაცვალე,მაგრამ აღარ მწერს და ახალს უნდა მივწერო, აიი ის რომ არის ნიკა დევდარანი, რა მაგარი ბიჭა პროსტაა, დღესვე დავამატებ, გამოგზავნლი აქვს მეგობრობა- ლაშა ამ ხნის განმავლობაში ბრაზის ჩახშობას ცდილობდა
-ნიკაა? ღადაობ ხოო? მაგას ის ლაშა არ ჯობიაა??-წამოაყრანტალა უეცრად თიკომ,რადგან ლაშას ფოტო ნანახი არ ჰქონდა,რადგან სოც. ქსელს იშვიათად იყენედა და მხოლოდ მობილურით კონტაქტობდა.გადმოცემით იცოდა,რომ ლაშა ძალიან სიმპატიური და განათლებული ბიჭი იყო. თიკას ამ წამოძახილით ლაშას სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა,სალომეს ღიმილი სახეზე მიეყინა, მარი კი ჩაბჟირებულყო
-რა ლაშაა გოგო, ხომ გითხარი არავის გადასაგდები არ ვარ მე, არ მოუწერია 3 დღეა, ამიტომ ვინმე ახალი მესაჭიროება,თან უარს ვინ მეტყვის?-თმა უკან გადაიყარა სალომემ და სარკეში ლაშას მკაცრ მზერას გაუსწორა თვალი, რაც ძალიან ესიამოვნა
-საშუალოდ რამდენ ბიჭს წერ სალომე?-სარკიდან მზერა გაუსწორა სალომეს ლაშამ და ირონიულად შეეკითხა
-შენ მე ვინ გგონივარ?-გაიკვირვა სალომემ
-და ვინ უნდა მეგონო?-არც ლაშამ დააკლო
-აბა ეგ რა კითხვაა?
-რავი მგონი არ გიჭირს ბიჭთან საერთო ენის გამონახვა და სპონტანურ ურთიერთობებსაც ემხრობი...უბრალოდ მაინტერესაებს-ირნიულად მიუგო ლაშამ, ცოტაც და აფეთქდებოდა
-დიახ არ მიჭირს, კომუნიკაბელური ვარ ძალიან. არ ვიცი რამდენს ვწერ საშუალოდ, ეგ არც მაინტერესებს. ვინც მაფასებს იმასთან ძალიან კარგად ვახერხებ საერთო ენის გამონახვას და მეც პატივს ვცემ-თქვა ამაყად სალომემ
-იქნებ იმ ბიჭს... რა ერქვა??-ოხ რა მაიმუნია ესეც-ხო,ლაშას, არ ეცალა და მაგიტომ არ მოგწერა? და შენ რომ მიგეწერა? თუ შენი აზრით გოგომ პირველი ნაბიჯი არასდროს უნდა გადადგას?-არც ლაშამ დააკლო
-მთლად ეგრეც არ ვფიქრობ,მაგრამ 3 დღე რა უნდა გაჭრვებოდა? მოეწერა მაინც არ მცალიაო...შენ რატომ გითანხმდები ვერ ვხვდები რაა. გზას უყურე მანდ ჩემ საქმეს თავად მოვაგავრებ-ცხვირი აიბზუა სალომემ
-მისი საქმის თვითონ იცის თურმე გოგომ-ჩაიბურდღუნა ვაჩემ
-რამე მითხარი?!-გადმოძახა სალომემ
-არაფერი ძვირფასო რა უნდა მეთქვა, მოგეჩვენა,ამიტომ ექიმს ესტუმრე-წაენაგლა ლაშა, სალომე კი ამ პასუხზე აილეწა
-წესიერად შენ თორემ თავად მოგიწევს ექიმთან წასვლა, თუ გამოგიქანე ეს გაშლილი ხელი
-დედაა როგორ შემეშინდაა-ცალი ხელი ლოყაზე მიირტყა ლაშამ
-ღმერთო მაღალო გამძლეობა მოგვეცი მე და მარის-ხელები ზევით აღმართა თიკომ
******
-აუუუ რა სილამაზეაა-თვალები გაუფართოვდა თიკას,როდესაც ულამაზეს მთებსა და მოჩუქურთმებულ სახლებს მოჰკრა თვალი
-საოცრებაა-არც იოანემ დააკლო და ხელი გადახვია თიკას
-საან ულამაზესია, წარმომიდგენია რა სიამოვნება გველის წინ-ტაში შემოკრა ნატალიმ და სანდროს ხმაურიანად აკოცა ლოყაზე
-შენზე ლამაზი არავინ და არაფერია...-ჭნკებათამაშებულმა შეხედა ნატალის-ამაზე მეტი სიამოვნებაც შეგვიძლია მივიღოთ-იოანემ კი ჩაახველა და მაიხვედრა ისინი,რომ ის და თიკაც იქ იმყოფებოდნენ
-ისაა...ჩვენც აქ ვართ-ჩაიცინა იომ
-ვიცით ძმაო ვიცით-ჩაიცინა სანდრომ და წყვილს გადმოხედა,ნატალი აწითლებულიყო და სადროს მკლავი გაკრა
-უფროსი ძმის ხასიათის გამოვლინება იყო თუ რა ხდება იოო?-უთხრა მომცინარმა ნატალიმ იოანეს სიტუაციის განმუხტვის მიზნით
-აუუ მეც მინდა უფროსი ძმაა-ამოიტირასავით თიკამ
-შეხედეე ახლაა, მერე მე აქ არ ვარ??-გადმოხედა სანდრომ ვითომ წყენით
-აჰჰჰჰ, ბილოგიური ვიგულისხმე საან-ჩაიცინა თიკამ,იოანემ კი შუბლზე აკოცა
-ბიოლოგიურობა არც ისე მნიშვნელოვანია თიკსოონ-თბილად უთხრა სანდრომ-რამე რომ დაგჭირდეს შენ გევრდით მიგულე სულ, რომც არ შემატყობინო მაინც გავიგებ თუ რამე გაგიჭირდება,ჭირსა და ლხინში შენთან ვარ-თიკას თვალზე ცრემლი მოადგა
-ეიი ტირიი გოგოო?-შეიცხადა ნატალიმ
-ამეტირა-თავი ჩახარა თიკამ,რაზეც სანდრომ ამოიხვნეშა,უკან გადმოიწია და თიკას ლოყაზე უჩქმიტა,იოანემ კი ცრემლები შეუშრო და ლოყაზე აკოცა
-რა გატირებს სულელო გოგო-გულში ჩაიკრა იოანემ
-თიკსონ ცრემლი არ დამანახო იცოდე, ნატალი გადავაჩვიე და ახლა შენ უნდა გეჩალიჩო მაგაზე?-უთხრა სანდრომ
-ეს სიხარულის ცრემლები იყო-ჩაიღიმა თიკამ-ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ თქვენ რომ გიპოვეთ....მიყვარხართ
-ჩვენც გვიყვარხარრრ თიიკსოონნნნ-წამოიყვირა ნატალიმ და სანდრომ ერთხმად
-მიყვარხარრ ჩემოო გადარეულოო დაა ლამაზოოოო-მთელი ხმით იყვირა იოანემ
-ჩემი გადარეულებიიიი მიყვაარრხაარრრთთთთ-არც თიკამ დააკლო
-აფსუსს, ხმის იოგები ჩაგვიწყდება ჩვენ-გადაიხარხარა ნატალიმ
-შენც არ მყავდე მომღერალი,სცენაზე გასასვლელად რომ ემზადებოდეს-თმები აუჩეჩა იოანემ დაიკოს,რომელმაც ენა გამმოუყო.
******
2 საათიანი მგზავრობის შემდეგ ახალგზარდები ავტომობილებიდან ჩამოქვეიდნენ და ულამაზესი ხის სახლის წინ შეიკრიბნენ,ყველა აღტაცებული იყო ირვლივ არსებული პეიზაჟით. სახლში მალევე შევიდნენ,რადგან გარეთ ძალიან ციოდა, სახლში 4 საძინებელი, თავისი სააბაზანოებით, დიდი,კეთილმოწყობილი სამზარეულო, და დიდი ბუხარი იყო. ყველა იმენად დაღლილი იყო,რომ საძინებელში დაბინავდნენ, ბიჭები ერთად, გოგონები კი 3 ოთახში გადანაწილდნენ. სალომე(სანდროს და), თამარი,მარიტა_ერთად, თიკა, სალი(ნატალის დაქალი), თიკო_ერთად, ნატალი და მარიამი კი ერთად. ნატალის დაქალს სალომეს თავში იდეალური გეგმა მოუვიდა,თუ როგორ გაებრაზებინათ ბიჭები,ეს ერთგვარი გასართობი იქნებოდა, სანამ ბიჭებს ეძინათ, სალომემ გოგოები ერთ ოთახში ჩუმად შეკრიბა და მათ გეგმა გააცნო. ყველა მათგანი სიცილით იატაკზე ხოხავდა. ნატალიმ თქვა,რომ ბიჭები ამას ანანებდნენ,თუმცა სანახაოაბდ ნამდვილად ღირდა,ამიტომ საქმეს შეუდგნენ.
3 საათიანი ძილის შემდეგ, პირველმა იოანემ გაიღვიძა და პირველ სართულზე ჩავიდა,რადგან ძალიან მოშივდა.
-გოგოებოო არ გღვიძავთ?-დაიძახა კიბეებზე ჯერ კიდევ ახლახან გაღვიძებულმა იოანემ. გოგონები ბუხრის წინ მოკალათებულყვნენ,მხოლოდ 1 საათი ეძინათ და ახლა ყავასა და ჩაის შეექცეოდნენ, იოანეს გაშპაკლული სახის დანახვისას კი ნატალის ყავა გადასცდა და თიკა და მარიამი აბრუნებდნენ, ხოლო თამარმა მაისურზე ჩაი გადაიქცია,ბოლოს კი აწუწუნდა,დავიწვიო.
-ჰეიი რა ხდებაა რა სახეები გაქვთ, ვგავარ ტაკი მასხარას?-თქვა გაკვირვებულმა იაონემ და თმის ჩეჩვა დაიწყო
-ოუუუ ლამაზოო გამეცნობით?-თქვა წრიპინა ხმით თიკამ
-რასს ბოდიალობთ???-წამოიძახა იოანემ ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფმა
-ააააააააააა... ვაახხ ჩეემიიიი.... აუუუუუუუუუუ მოგკლაავთთთთთთ-გავიგონეთ ბიჭების ხმა და ყველანი ზევით ავცვივდით. ჩვენ წინ ისეთი სანახაობა გადაიშალა,გირჩევდით იქ ყოფილიყავით. ლაშა და სანდრო იატაკზე გორავდნენ და ტკივილისგან იკლაკნებოდნენ, რადგან იატაკზე,მათი საწოლების წინ ჭიკარტები დავყარეთ,ამასთან ერთად საპნით იატაკი დავასველეთ,რომ კარგად ესრიალათ.ხოლო ვაჩეს მთავარი წინ ელოდებოდა,ამჯერად ამ სამს დასცინოდა, საწყალმა იაონემ ისიც კი არ იცოდა რომ გოგონებმა მაკიაჟი გაუკეთეს. ტონალური, , ტუში, ტენი, ლაინერი, წითელი პომადა, მანიკური,.....ყველაფერი გამოიყენეს,რომ ეს უსიმპატიურესი ბიჭი მასხრად აეგდოთ, შეგშურდებოდათ მისი სილამაზის.
-აუუუუ ვახხ ჩემიიიი-ერთი ეს წამოძახეს გოგონებმა და იატაკზე გაწვნენ,იმდენი იცინეს ძლივს მობრუნდნენ ამ ქვეყნად.მთავარი სანახაობა წინ ელოდათ
-თქვეეენ ნააახეეეთ პროოოსტა რააა დღეეეს დაააგაააწეეევთ ჩვეეენ, დაიმახსოვრეეეეეთ-ღრიალებდა სანდრო
-თქვეენ ვეეერხააართ გოგოოოოო ეს რააა ჯააანდაააბაააა, კიიინაააღააამ ფეეეხიიი ვიიიღრძეეეე-აჰყვა ვაჩეც
-ეს რაარიი..ფუუ ბლიაადდდ-შეიგინეს ბიჭებმა და იონეს მომცინარ სახეს დააკვირდნენ
-ეიი ბიჭო ორიენტაცია შეიცვალე??-იკითხა გაკვირვებულმა ლაშამ და ხარხარი გააგრძელა
-ჩაგვიდეეეესსს-ახარხარდა ნატალი
-შემოგვაპაარეესსსს-აჰყვა თიკაც
-რა ხდებაა კიმაგრამ რა მჭირს???-გაიკვირვა იოანემ და სახეზე ხელი ჩამოისვა,სახე აელეწა,როდესაც ხელი ტუშით, პომადითა და ტონალურით დაესვარა, შემდეგ კი მანიკურებს დააკვირდა
-ესს...ეს... ფუუ ამისს დეედააც-დაიღრიალა იოანემ და განრისხებულ მზერა მიაპყრო გოგონებს-გაააუუუბეეერეეეთ თქვეენნ????-გოგონები შეკრთნენ მაგრამ შემდეგ სიცილი კვლავ გააგრძელეს
-ნუ დასცინი სხვასაოოო გადაგხდებაა სხვასააოოო-წაიმღერა სანდრომ
-აიი ხომ ხედავთ? არ ევასებით ამ გოგონებს, მე კიდევ არაფერი დამიშავეს, იციან ვის როგორ უნდა მოექცნენ რაა-გაიბღინძა ვაჩე. ჰმ რომ იცოდეს რა ელის.-შევედი მე აბაზანაში, მოვწესრიგდი-ხარხარს არ წყვეტდა.
-გააჯვიი რაააა-შეუღრინა ლაშამ და ძლივს წამოდგა ფეხზე.
ვაჩეს სააბაზანოში შესვლა და ნაცრიანი, ცივი წყლის თავზე გადასხმა ერთი აღმოჩნდა
-ფუუ ამისს დედაა შვეე*იი, გავიყინეეე ამისსს-ოთახში დარბოდა ლაშა და ხელებს იქნევდა, დანარჩენი კი იოანეს ჩათვლით იატაკზე ხოხავდა
-აქ დამტკიცდა გოგოებს როგორც ევასები ვაჩუუუუ-ენა ძლივს ამოიდგა იოანემ და ხარხარი განაგრძო, ვაჩემ კი მკვლელი თვალებით გადმოხედა ყველას და სააბაზანოში შევარდა რომ ტანზე გაეძრო
-განანეეეებთთთთთ-ღრიალებდა სააბაზანოდან
p.s. ხომ იცით რომ ადრე ახალ-ახალი თავების დადება არ მჩვევია? 2 თავში დავასრულებ ისტორიას. ძაალიან ძალიანნ მომენატრებიით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი blondeangel631

აი გოგოების მესმის აამდენი რამე როგორ მოუფიქრეს საწყალ ბიჭებს ისე ბევრი კი ვიხალისე როგორ გიჟებივით იქნცეოდნენ თითოეული ძალიან საყვარლები იყვნენე შემდეგს ველოდები არ დაიგვიანო heart_eyes heart_eyes joy joy sweat_smile sweat_smile

 



№2  offline წევრი meocnebe avadmyopi

კარგი თავი იყო თუმცა ერთი შენიშვნა მაქვს
ლაშა და ვაჩე ერთმანეთში გეშლება რადგან სალის ხომ ვაჩე უყვარს შენ კიდე ხან ვაჩეს წერდი ხან ლაშას და სხვა ბევრ მომენტშიც შეგეშალა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent