შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (თავი მეხუთე)


21-05-2018, 10:33
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 1 462

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (თავი მეხუთე)

-ღმერთო მაპატიე ეს მკრეხელბა. უკვე ხმით ვღრიალებდი. არ მახსოვს რამდენი ვიარე, ან რა სისწრაფით მივდიოდი, არც ის მახსოვს რეალობას როდის მოვწყდი; მხოლოდ ძალიან მკაფიო შუქი მახსოვს, რომელმაც თვალები მომჭრა, გამაყრუებელი სიგნალის ხმა, საჭე ვეღარ დავიმორჩილე და წყვდიადში გავუჩინარდი...
----------------------

როცა გონს მოვედი, უკვე საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში, აპარატზე შეერთებული ვიწექი. ყველაფერი კარგადაა, ექიმის ხმა ჩამესმა. უნდა დაისვენოთ და მეც ჩამეძინა.
სამი დღის შემდეგ, როცა უკვე საღად აზროვნება შემეძლო, პალატაში მარტოდ მყოფმა ჩემს არც-თუ ისე დიდი ხნის წარსულს გადავხედე და გულისტკივილმა სისხლი ამიდუღა. დავფიქრდი, თუ რამდენი ცუდი რამ ჩავიდინე. ის, თუ როგორ ვატკინე მეგობრებს გული, ის, თუ რა საშინლად მოვექეცი გუგას. ყველაფერი შევაჯამე და საკუთარ თავს პირობა მივეცი, როგორც კი ამ მტანჯველი საავადმყოფოდან გავაღწევდი, ყველაფერს გამოვასწორებდი. პალატაში შემოსულ ექთანს ვკითხე, ჩემ სანახავად ვინმე თუ მოდიოდათქო. აღმოჩნდა, გუგას, ლილესა და კიდევ ჩემ რამოდენიმე მეგობარს აუტალახებიათ საავადმყოფოს სუფთა დერეფნები. კიდევ ვიღაც უცნობი ქალის ვიზიტი შემატყობინეს, რომელიც ვერაფრით დავადგინე ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. ამ ჯოჯოხეთური ადგილიდან რომლის სუნიც უკვე ხასათში გადამივიდა, ერთი კვირის შემდეგ გამწერეს,. გუგამ წამიყვანა, ბევრი არაფერი უთქვამს ჩემთვის. პატარა ბავშვივით საწოლში ჩამაწვინა, შუქი ჩამიქრო და მშვიდად ძილი მისურვა:
-მისაღებში ვიქნები და თუ რამე დაგჭირდეს დამიძახე. სანამ ბოლომდე არ გამოვჯანმრთელდი ერთი წუთითაც არ მივუტოვებივარ. სინდისის ქენჯნა, ტკივილი და მისი სურვილი ერთნაირად მწვავდა. თუმცა ბოდიშის მოხდა მაინც ვერ შევძელი. ფეხზე დავდექი თუ არა და შეხედა, რომ შემეძლო დამოუკიდებლად გამეგრძელებინა ცხოვრება, ჩემი ბინა დატოვა და ასე ყველაფრის გარეშე წავიდა ჩემგან. ლილე ყოველ დღე მსტუმრობდა, თითქოს მასთან ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ მაინც არ იყო ყველაფერი რიგზე.
ერთ მშვენიერ დილას კარზე ზარი გაისმა. ძლივს გავართვი ძილს თავი, სხეული საწოლიდან ავათრიე და კარი გავაღე.
- გამარჯობა შვილო. ამას აქ რა უნდა, გავიფიქრე ჩემთვის, -არ შემომიშვებ? კარი უფრო ღრმად გავაღე და წლების უნახავ დედას გზა დავუთმე. უხმოდ დავსხედით სამზარეულოში. გამოსაფხიზლებლად რამე ძლიერი მჭირდებოდა, ამიტომ ყავა დავისხი ჩემთვის და ზრდილობის გამო მასაც დავუსხი.
- აბა გისმენ, აქ რამ მოგიყვანა? ვკითხე, როცა მივხვდი, საუბრის დასაწყებად ფეხს როგორ ითრევდა.
- ისევ ნაწყენი ხარ ჩემზე?
- ნაწყენი მასზე ხარ, ვინც რაიმეს წარმოადგენს. შენ კი, ჩემთვის დიდი ხანია არაფერს ნიშნავ. შენი სახელიც კი დამავიწყდა.
- არ გინდა ნინა, რაც არ უნდა თქვა, მე დედაშენი ვარ.
- დედა, რომელიც თხუთმეტი წელია არ მინახავს, არამგონია ჩემთან რაიმე საპრეტენზიო გქონდეს. ეს ბოლო სიტყვა ცინიკურად გამოვცერი კბილებში, თუმცა მაინც მტკივნეულად გამაჟრჟოლა. გულის სიღრმეში, ამ სიტყვის თქმა ძალიან მენატრებოდა. თავი ჩახარა და დიდხანს სიტყვა არ დაუძრავს. - გასვლას ვაპირებდი. ვუთხარი, ცოტა ხნის შემდეგ. - თუ სათქმელი არაფერი გაქვს შეგიძლია წახვიდე.
- ერთი დღე არ შეგიძლია დედასთან გაატარო?
- უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც მაქვს.
- როგორ გაიზარდე?
- გეგონა პატარა დავრჩებოდი?
- მწარე ენა გაქვს.
- ცხოვრებამ გამამწარა. არ მახსენდება რომ თავზე ხელი გადაესვას ჩემთვის.
- ცოტა რომ დამინდო არ გინდა? უკვე თვალები აეცრემლა?
- და იმსახურებ? მართლა ბევრი საქმე მაქვს, იქნებ მოვრჩეთ მასკარადს რას იტყვი?
- ვიცი შენი გადატვირთული გრაფიკის შესახებ, შენი წარმატების შესახებ ყველაფერი ვიცი ნინა, საავადმყოფოშიც ვიყავი, როცა ავარია შეგემთხვა.
- ესეიგი შენ იყავი ის უცნობი ქალი? მე კი, შენს გარდა ყველა წარმოვიდგინე, ერთი სიტყვით, სააბაზანოში შევალ და როცა გამოვალ დიდი იმედი მაქვს, რომ აღარ დამხვდები. იმედია გასასვლელს მიაგნებ, ეს სიტყვები მივახალე და სააბაზანოში შევედი.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვბანაობდი, მაგრამ იქედან გამოსულს, დედა წასული დამხვდა. მაგიდაზე წერილი დაეტოვებინა, წერილი არც იყო, უბრალოდ, მისამართი დამიტოვა, ქვემოთ კი წარწერა ჰქონდა: „ყოველი შემთხვევისთვის“. ქაღალდი დავჭმუჭნე და ის ის იყო ნაგვის ურნაში უნდა გადამეძახა, ხელი გამიშეშდა. გონებაში გავიფიქრე.
-ყოველი შემთხვევისთვის. გავედი და მისამართი სამუშაო მაგიდის უჯრაში ჩავდე. რას გაიგებ, ცხოვრება ხომ მეტად უცნაური და ამოუცნობია. გუშინ დედის გაუჩინარების შედეგად მიღებული ტანჯვა მომავალს გიწამლავდა, სუნთქვას გიფერხებდა, რეალურად მსჯელობის უნარს გაკარგვინებდა, დღეს, უეცარი გამოჩენის შედეგად, ვერც კი ხვდები რა განცდა შემოვიდა შენში, და ხვალ, იმასაც მიხვდები, ცხოვრება იმად არ ღირებულა, რომ მთელი დრო წარსულის მოგონებებით იცხოვრო.

ახალ წიგნზე მუშაობა მალე დავამთავრე. უეცრად მოზღვავებულმა ამდენმა ემოციამ კარგი შედეგი გამოიღო და რაც კი რამ შემიქმინია, ალბათ საუკეთესო ნაწარმოები, მხოლოდ ახლა მივაწოდე გამომცემლობას, რომელმაც თავის დროზე ჩემი „ნიჭი“ აღმოაჩინა. შედეგმაც არ დააყოვნა, ახალი წიგნი ელვის სისწრაფით აიტაცა თბილისის სხვადასხვა ასაკის მკითხველმა. ისევ აღიარება, წვეულებები და თითქმის იგივე, რაც მანამდე ხდებოდა. ვცდილობდი ყველაფერი დოზირებულათ მეკეთებინა და ისევ იგივე უარყოფით სახელი არ დამებრუნებინა, არ ვიცი გამომდიოდა თუ არა, ყოველშემთხვევაში ისეთი აწყვეტილი აღარ ვიყავი, როგორც თავდაპირველად. ამ ამბებიდან არც ისე დიდი დრო იყო გასული, როდესაც ჩემმა ყოფილმა ბოიფრენდმა, რომელიც ჟურნალისტიკის სფეროში წარმტებით მოღვაწეობდა, ჩემ შესახებ ისეთი სიუჟეტი გაუშვა ტელევიზიაში, რომ ერთ საათში, მთელი თბილისი ჩემ თავაწყვეტილ ცხოვრებაზე საუბრობდა. სიმართლე უნდა ითქვას, ბევრი რამ რეალობას საერთოდ არ შეესაბამებოდა, მაგრამ ფაქტები ისე დამაჯერებლად იყო მოყვანილი, საკუთარი თავის არსებობის თავადაც შემრცხვა. კი, მაგრამ რა დაემართა, გავიფიქრე ჩემთვის, აქ რაღაც სხვა ამბავია, მიწვევს და აუცილებლად გავარკვევ რისთვის, ვეუბნებოდი საკუთარ თავს. მეორე დღეს ტელევიზიას მივაშურე და სიუჟეტის ავტორთან შეხვედრა მოვითხოვე. დიდ ხანს ლოდინი არ დამჭირვებია, მალევე გამომეცხადა დღის გმირი, ირონიული ღიმილით.
-რაო პატარავ, გაბრაზდი? მითხრა კმაყოფილმა, ვერასოდეს ვიტანდი თვითკმაყოფილ იდიოტებს, ახსნა-განმარტებები არ მომითხოვია, მაშინვე შეურაცხყოფაზე გადავედი, ისტერიკის შემდეგ კი, მან ძალიან მშვიდად განმიცხადა, - ჩათვალე ეს შურისძიება იყო.
- შურისძიება რისთვის, გუგა? რადგან დავშორდით?
- გინდა გამოცანობანა ვითამაშოთ?
- გუგა მიწვევ?
- გამოწვევები შენი მოგონილია ნინა. მიახლოვდება და ვგრძნობ როგორ მიმატებს გულის ცემა. ხელებს წელზე მხვევს, მისთვის უჩვეულო ირონიული მზერით დამყურებს, ტუჩებით ოდნავ მეხება ყელზე, ვგრძნობ როგორ ძლიერ მსურს მისი კოცნა, ისე მაგრად ვყევარ მოქცეული მკლავებში, გატავისუფლების ყოველი ცდა უშედეგოდ მთავრდება. მისი ბაგე ჩემს ყელზე ირონიანარევი ღიმილით დასრიალებს, თვალებს ვხუჭავ და გატეხილი ხმით ვჩურჩულებ?
- შურისძიება რისთვის გუგა? სწორედ ამ დროს ყელში ისე ძლიერად მკბენს ტკივილისაგან ვიკრუნჩხები, ის მშორდება და ტკივილთან მარტო მტოვებს.
- შურისძიება იმისათვის, რომ ჩემსავე მეგობართან მიღალატე.
- საიდან გაიგე? ენა დამება, მუხლები მომეკვეთა და მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში.
- კაცები, ჩემო კარგო, სიმთვრალეში, ბევრ ისეთ რამეს ვამბობთ, რაც შემდეგ სანანებლად გვიხდება. შენმა საყვარელმა სიმთვრალის დროს, მთელ სამეგობროს განუცხადა, რომ ჩემს შეყვარებულთან თავაშვებული სექსი ქონდა.
- გეყოფა! შევევედრე. - აღარ მინდოდა ამის მოსმენა. გავარვარებული სახე ხელებში ჩავრგე და გულწრფელი ქვითინი ამივარდა.
- შენთვის არასოდეს მითქვამს, რომ ნამდვილი კახპა ხარ. მომახალა კმაყოფილმა და გასასვლელისაკენ მიმითითა. განადგურებული გამოვედი არ მახსოვს რამდენ ხანს დავეხეტებოდი თბილისი ქუჩებში. ნუთუ ეს მინდოდა, ნუთუ ამისთვის ვიბრძოდი, ნუთუ წარმატება მხოლოდ იმისთვის მჭირდებოდა, რომ თავი დამეკარგა და ყველასათვის ვინც მიყვარდა გული მეტკინა. ცრემლები წვიმასავით მოდიოდა თვალებიდან. ლილეს დავურეკე და ვთხოვე ჩემთან მოსულიყო. იმ ღამეს ძალიან ბევრი დავლიე, გულისნადებიც მთლიანად ამოვიღე და ყოველგვარი გაფილტვრის გარეშე დავუდე ლილეს წინ. ის კი, როგორც ყოველთვის, მოთმინებით იტანდა ჩემ მოთქმას. სასარგებლო რჩევების მოცემით თავი არ შეუწუხებია. ალბათ მასაც მობეზრდა ჩემი თავქარიანობა, უბრალოდ კეთილი იყო და ბოლომდე მისმენდა. ალბათ ღიმილით გამისწორა საბანი როცა ჩამეძინა და ჩემ გვერდით დაიძინა.

ფულისთვის საკმაოდ მქონდა თავი მოყრილი, მართალია ზედმეტად მფლანგველი ვიყავი, მაგრამ თანხის გადადებას მუდამ ვახერხებდი. ამიტომ გადავწყვიტე, დროებით, ხმაურიან ქალაქს გავცლოდი და სადმე მყუდრო სოფელში, ჩემთვის პატარა ბინა მომეწყო. ვფიქრობდი დადგა დრო ცხოვრებისთვის თვალი გამესწორებინა და ისეთი მიმეღო როგორიც იყო, თუ მინდოდა რომ მასაც ისეთი მივეღე როგორიც ვიყავი. მარტო წასვლაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ეს ჩემი მხრიდან ნამდვილი სისულელე იქნებოდა. ამიტომ გადავწყვიტე, ცხოვრების ახალი ეტაპი, ურთიერთობების გამოსწორებით დამეწყო. ბევრი არ მიფიქრია თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი კომპანიონი ამ მოგზაურობაში. უჯრიდან მისამართი ამოვიღე და დედის სანახავად წავედი. სიხარულით მიმიღო და როცა ერთად გამგზავრება შევთავაზე, თავიდან ცოტა დაიბნა, თუმცა მალევე დამთანხმდა და ბარგიც სწრაფად ჩაალაგა. ერთი სიტყვით, მე და დედა ქალაქიდან გავემგზავრეთ და სვანეთში გადავიხვეწეთ. ბევრი არაფერი წამიღია, ცოტაოდენი ტანსაცმელი, კომპიუტერი და რამოდენიმე წიგნი. ასე დაიწყო ქალაქელი თავაშვებული გოგოს სვანური თავგადასავლები.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი mirandaa31

აი ამას კი ნამდვილად არ ველოდი... როგორ მაინტერესებს სვანური თავგადასავლები. მოკლედ მოუთმენლად ველოდები ახალ თავს. შენ კი ძალიან მაგარი გოგო ხარ ❤
--------------------
ხელმოწერა

 



№2  offline წევრი ანი ჩიხლაძე

mirandaa31
აი ამას კი ნამდვილად არ ველოდი... როგორ მაინტერესებს სვანური თავგადასავლები. მოკლედ მოუთმენლად ველოდები ახალ თავს. შენ კი ძალიან მაგარი გოგო ხარ ❤



მიხარია თუ მოგეწონა ❤

 



№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

რა ვქნა ამ გოგოსი მესმის ყველანაირად. გამიხარდა ყველაფრის მიუხედავად დედა მაინც რომ არ დაკარგა. როგორც ჩანს ახალ ეტაპზე გადავდივართ და ერთი სული მაქვს ახალ გარემოს როგორ მოერგება ჩვენი ნინა

 



№4  offline წევრი ანი ჩიხლაძე

Chikochiko
რა ვქნა ამ გოგოსი მესმის ყველანაირად. გამიხარდა ყველაფრის მიუხედავად დედა მაინც რომ არ დაკარგა. როგორც ჩანს ახალ ეტაპზე გადავდივართ და ერთი სული მაქვს ახალ გარემოს როგორ მოერგება ჩვენი ნინა


ჩემო ორი ერთგული გულშემატკივარი.
მადლობა თქვენ ❤❤❤

 



№5  offline წევრი abezara98

ოჰოოო, საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები blush გელოდები blush

 



№6  offline წევრი ანი ჩიხლაძე

abezara98
ოჰოოო, საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები blush გელოდები blush



❤❤❤

 



№7 სტუმარი ლია

კარგად ვითარდება მოვლენები.
ველოდები ახალ თავს,იმედი მაქვს არ დააგვიანებ????❤

 



№8  offline წევრი ანი ჩიხლაძე

ლია
კარგად ვითარდება მოვლენები.
ველოდები ახალ თავს,იმედი მაქვს არ დააგვიანებ????❤


ხვალ იქნება ახალი თავი ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent