შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო სიტყვა ჩემია [სრულად]


21-05-2018, 15:16
ავტორი ლათინო
ნანახია 1 868

ბოლო სიტყვა ჩემია [სრულად]

მოდით სანამ ჩემი ამბების მოყოლას დავიწყებდე ჩემს თავს გაგაცნობთ. თაკო ჟღენტი,თხუთმეტი წლის,მეცხრე კლასის მოსწავლე. დედა-ქეთი ფანგანი
ორმოცი წლის. მამა- ამირან ჟღენტი ორმოცდაორი წლის. მყავს ორი ძმა,ტყუპები არიან. ცოტნე და ვაჩე,მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები. ტყუპები არიან,მაგრამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ცოტნე ვაჩესთან შედარებით დასტოინია,მასაც უყვარს გართობა მაგრამ არა ისე როგორც ვაჩეს. ცოტნეც კარგი მასხარაა,მაგრამ ვაჩე უფრო. ტყუპისცალთან შედარებით სწავლაზე მეტ დროსა და ენერგიას ხარჯავს. რაც შეეხება ვაჩეს. მასთან საქმე რთულადაა. ყოველთვის ბუნტის თავი იყო და ახლაც იგივეა დარჩენილი. ბაბნიკია,გოგოებს ნახევარ თვეში ორჯერ იცვლის თუ ეზარება. აი თუ არ ეზარება მაშინ მინიმუმ ხუთს. ფეთქებადი ხასიათი აქვს,შესაძლოა ისე გამწარდეს რომ არავინ დაინდოს,მაგრამ იშვიათად თუ გამოდის ხოლმე ასე წყობილებიდან. რაც შეეხება მეგობრებს. ახლო მეგობრები ბევრი მყავს,მაგრამ უახლოესი მხოლოდ ერთია-ანი დვალი,თხუთმეტი წლის,ჩემი კლასელია. საბავშვო ბაღიდან ერთად მოვდივართ. დედამისი-ნანა ლორთქიფანიძე და დედაჩემი უახლოესი მეგობრები არიან,რამაც ჩვენს ურთიერთობას ხელი შეუწყო. მამა კი არ ჰყავს,ძალიან პატარა იყო რომ გარდაეცვალა,მაგრამ მასზე მამაჩემი ზრუნავს,ჩემგან არ არჩევდა არასოდეს. გარეგნობა მშვენიერი აქვს. მაღალი და გამხდარია,შავი თმით და მომწვანო თვალებით. მე მასზე სულ ოდნავ ვარ მაღალი, ოქროსფერი თმით და თაფლისფერი თვალებით.ჩვენ იმ გოგოების კატეგორიას ივეკუთვნებით რომლებიც ჭამენ და არ სუქდებიან. სულ გვშია და როგორც კი დროს ვიხელთებთ პირში ვიქანებთ ყველაფერს.
ესენი ის ადამიანები არიან რომლებსაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ,თუ გინდათ რომ მიცნობდეთ მე.
დილით ძალიან დიდხანს ვურეკავდი ანის რომ იქნებ როგორმე გამეღვიძებინა,მაგრამ არადა არ მპასუხობდა,რაც იმას ნიშნავდა რომ მარტო მომიწევდა სკოლაში წასვლა. არ მინდოდა მის გარეშე იქ მისვლა,მაგრამ მიწევდა. დაღლილი ძლივს ავიკლაკნე კიბეებზე,საკლასო ოთახში შევედი და ჩემი ადგილი დავიკავე სულ ბოლოში. ჩანთან მაგიდაზე დავდე და ზედ თავი მოვაკალათე. ძალიან მეძინებოდა.თვალები დავხუჭე და ვცადე ცოტახანს გონება მომეწყვიტა სკოლის ხმაურისგან, მაგრამ ვინ დაგაცდის ჩემს გვერდითა სკამზე ანი დაეხეთქა და გულიც გამიხეთქა. გემრიელადაც წამოვიკივლე,რაზეც ჭიხვინი ატეხა და რვეულიც მოხვდა თავში. თუმცა უნდა ვაღიარო რომ მისი დანახვა ძალიან გამიხარდა.
-სად გქონდა ტელეფონი,იცი რამდენი გირეკე?
-ხო კაი არ დამჭრა,ჩამეძინა.
-მერე გეთქვა....პრინციპში მეც მაგარი ვარ თუ გეძინა რანაირად მეტყოდი. კაი ხო არაფერი.
-სიცხე გაიზომე?
- კიდე უნდა დამისვა ამის მსგავსი,რამე უაზრო კითხვა?
-ბლაბლაბლა.
-შენ კიდე რა არის დამხრჩვალ პეპელას რო გავხარ,წუხელ არ გიძინია?
-თვალები მაქ ხო გადმოტრიალებული?!
-სწორად მიხვდი.
-ხოო ფილმს ვუყურებდი და შევყევი.
-ხოდა იყავი შეყოლილი ახლა მასე.
-შენ რას შვები წერ კიდე რამეს?
-არაა,ახალს არაფერს. მუზა გამიფრინდა ვაჩეს ხელში.
-რატო რამე გააჩალიჩა კიდე?
-არა, მუზას შეეშინდა მეც არ დამკეროსო და თავის დროზე გაიქცა.
ორივემ გადავკისკისეთ და მასწავლებელიც შემოვიდა. არ მიყვარს ეს ქალი და რა ვქნა?!
გაკვეთილი უაზროდ გაიწელა. ერთი სული მქონდა როდის დაირეკებოდა ზარი რომ დერეფანში ანისთან ერთად გავქცეულიყავი და თავი დამეღწია ამ ქალისგან. და აი გაისმა ნანატრი ზარის ხმაც,არაფრის თქმა არ დავაცადე მასწავლებელს ისე ჩავავლე ანის ხელი და კლასიდან გავვარდი.
გავვარდი და ვიღაცაც გავიტანე.გავიტანე რაა დაზარალებული თავადვე აღმივჩნდი და იატაკზე გავიშოტე. ნერვები სასტიკად მომეშალა,ამას კიდევ ის ემატებოდა რომ ანიც მთელ ხმაზე ჭიხვინებდა და არც ის დეგენერატი უცნობი მაკლებდა დაცინვას. იმის მაგივრად რომ ბოდიში მოეხადა დამცინოდა კიდეც.ორივეს წარბშეკრული და გაცეცხლებული ვუყურებდი,ბოლოს როგორც იქნა მიხვდა რომ სიცილი უნდა შეეწყვიტა და წამოდგომაში უნდა მომხმარებოდა. ხელი გამომიწოდა,მაგრამ ჩემით ვცადე წამოდგომა,თუმცა ამაოდ ფეხი მქონდა დაზიანებული. იმდენად მტკიოდა რომ ფეხზე ვერ ვდგებოდი.
-რას მაიმუნობ ახლა? არ მაქვს შენთვის დრო და ადექი ფეხზე!
-შენი აზრით მომწონს იატაკზე ჩახუტება? ვერ ვდგები ადამიანო,რო ხარ ხე ფეხი მომატრხე მემგონი.
-გაიცინეთ! ირონიული ღიმილით დამასაჩუქრა.
-ახლა მაგ სახეს მიგინგრევ თუ არ გაასწორებ!
-სცადე აბა! აჰ ფეხზე ვერ დგები? რა სამწუხაროა!
-ანი შენ მომეხმარე! ანი მეთქი! შემოვუძახე მეგობარს,რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში გაშტერებული იდგა და ხან მე ხან ამ დეგენერატს გამოგვხედავდა ხოლმე.
სანამ ანი გამოვაფხიზლე ეს მაღალი არსება ჩემკენ დაიხარა,ხელში ამაფრიალა და გასასვლელისკენ წამაფრიალა.
-დამსვი! დამსვი მეთქი არ გესმის?
-ნუ ფართხალებ თორემ დამივარდები ინდაურო!
ღმილით დამხედა.
-ინდაური მე რატლმ ვარ? თუ კარგია შენ ხარ ინდაუროც და კრუხიც.
-შენგან განსხვავებით მე ინდაურის წონა არ მაქვს,აი შენ კი ორი კილო ხარ.
აღარაფერი მითქვამს, ერთი შევუბღვირე და გზას გავხედე.
-ბოლო სიტყვა როგორც წესია ჩემია ხოლმე!
ცინიკური ღიმილითაც დამასაჩუქრა და მანქანაშიც ჩამსვა. მთელი გზა წარბშეკრული ვუყურებდი,რაზეს კარგად ხალისობდა. ერთ-ერთ საავადმყოფოში მივედით. აღმოჩნდა რომ ნაღრძობი მქონდა და ამისგამო ორი კვირა სახლში მომიწევდა ყოფნა. ექიმის კაბინეტიდან გამოვედით და ანიმაც დარეკა.
-ალო თაკო! სად ხარ? სად წაგიყვანა მაგ ორმეტრიანმა? მოგიტაცა? იცოდე მითხარი და სახეს მივუნგრევ,რამე ხო არ დაგიშავა?
-ანი ნუ სულელობ! ჩემთან მოდი სახლში და ყველაფერს მოგიყვები.
-კაი,ვაჩეს უნდა დერეკა და დაგირეკა?
-არა,რატო? რა უნდოდა ვაჩეს?
-დაინახა ეგ ახმახი როგორ მიგაპორწიალებდა და მთელი სკოლა ფეხზე დააყენა.
-აუ გეხვეწები მოდი სახლში ჩემთან რა. მომიწევს ყველაფერი ჩავუკაკლო ბატონს.
თვალები ავატრიალე და ანის დავემშვიდობე. ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და ჩაფიქრებულ ,სიმპატიურ ბატონს დავაკვირდი.
-ჰეეი! აქ ვარ. წავედით?
-რა თქვი ვის რა უნდოდაო?
-ვაჩეს თქო,ჩემი ძმაა დაგვინახა დღეს და გამწარებულია.
-გვარი?
-რა გვარი?
-რა გვარი ხარ?
-ა ჟღენტი.
-ჟღენტის და ხარ?
-ხო ვაჩესი და ცოტნესი. იცნობ?
-კი
-შენ რა გქვია?
-ალექსანდრე. ალექსანდრე ჩიქოვანი. წავედით?
-ჰო.
ისევ მანქანაში ჩავსხედით და გზას გავუყევით ჩემი სახლისკენ.
-საიდან იცი სად ვცხოვრობ?
-გრძელი ამბავია.
-ჩემს ძმებს საიდან იცნობ?
-ჩემი პარალელები არიან.
-გასაგებია.
ამის შემდეგ ხმა აღარცერთს აღარ ამოგვიღია. სახლის ჭიშკართან გააჩერა მანქანა,სადაც სახეალეწილი ვაჩე გველოდებოდა.მანქანის კარები გამოგლიჯა,ხელი მომკიდა და მანქანიდან გადამთრია.
-უფრო ფრთხილად თუ გააღებ კარებს ურიგო არ იქნება!
ამოისისინა ალექსანდრემ. ერთმანეთს მოსისხლე მტრებივით უყურებდნენ.
-თაკო შედი სახლში. აი შენ კი სხვა დროს დაგელაპარაკები. მიუბრუნდა ალექსანდრეს.
-გელოდები. თვალი ჩაუკრა,ერთი ირონიული ღიმილიც სტყორცნა და ადგილს მოსწყდა.
-მე შენი!
დაიღრიალა ბოლო ხმაზე ვაჩემ და ქვას ფეხი ამოჰკრა.
ვერ გაითვალისწინა რომ ქვა საკმაოდ დიდი ზომის იყო,ამიტომაც ფეხი ეტკინა და ერთ ადგილას ხტუნვა დაიწყო.
სიცილი ვერ შევიკავე და მთელ ხმაზე ავჭიხვინდი. ჩემს სიცილს ჭიხვინს თუ ვუწოდებთ მხოლოდ. იმდენად ეტკინა რო სახე სულ გაუწითლდა,თუმცა ხუთწუთიანი ხტუნვის შემდეგ მასაც გაეცინა. ხელი გადამხვია,საფეთქელზე მაკოცა და სახლისკენ მიბიძგა.
დიდი ეზო გვაქ,ამიტომ სანამ სახლამდე მივფოფხდით ალექსანდრეზე ლაპარაკი მოვასწარით. ყველაფერი მოვუყევი, ცოტა დამშვიდდა,მაგრამ გამაფრთხილა რომ აღარასოდეს გავკარებოდი. არ ვიხი ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთთან რატომ აქვთ,მინდა რომ გავარკვიო,მაგრამ ვიცი რომ ვაჩე არაფერს მეტყვის. ალექსანდრესთან საქმის დაჭერას ისედაც არ ვაპირებდი,ამიტომაც დავამშვიდე ვაჩე და ვუთხარი რომ აღარასოდეს დაველაპარაკებოდი მას.
სახლში დედა და მამა გამოპრანჭულები დაგვხვდნენ,ვაჩესაც უთხრეს მალე მომზადებულიყო,რადგან ერთ ადგილას უნდა წაეყვანათ,თავიდან ვაჩე უარზე იყო,ამ საღამოს კლუბში მივდივარო მაგრამ დედასთან და მამასთან ვერაფერს გახდა.
საბოლოოდ სამივე წავიდნენ და სახლში მე და ცოტნე დავრჩით. მისაღებში დავსხედით,მე გულზე ავეკარი და ისე ვუყურებდით ფილმს. ბოლოს ალექსანდრე გამახსენდა და გადავწყვიტე ცოტნესთვის მეკითხა მის შესახებ.
-ცოტნე!
-ჰა.
-ალექსანდრე ჩიქოვანს ხო იცნობ?
თავი წამივწიე და ცოტნეს დავაკვირდი,ღრმად სუნთქავდა.
-მაგასთან რა გესაქმება?
-რატომ მეჩხუბები?
-არ გეჩხუბები. უბრალოდ მაინტერესებს საიდან იცნობ?
დღევანდელი მოვუყევი, რაზეც პასუხად იგივე მივიღე.
-მასთან საქმე არ დაიჭირო.
-გავიგე ხალხო გავიგე! ვაჩემაც იგივე მითხრა,მაგრამ მიზეზი მაინტერესებს!
-არაა საჭირო რომ იცოდე!
-იცოდე მასთან ისევ გავაგრძელებ ურთიერთიბას თუ არ მეტყვი!
-გააგრძელებ და ჩათვალე რომ ძმა,სახელად ცოტნე აღარ გყავს. ახლა კი გვიანია,ძილინებისა.
ეს მითხრა და დივნიდან წამოდგა,კიბეებზე ავიდა და თავის ოთახში შევარდა. გაბრაზებული იყო,ამას კი იმით მივხვდი რომ კარები ზედმეტად ძლიერად დახურა. მეც ნაწყენი წავედი ჩემი ოთახისკენ,კიბეებზე ძლივს ავბობღდი და ოთახში შევედი. საწოლზე პირქვე დავემხვე და ავტირდი. მეტკინა ცოტნეს სიტყვები. მან მითხრა რომ ალექსანდრეს გამო ზურგს მაქცევდა. ტირილით შევედი სააბაზანოში და თავი მოვიწესრიგე. უკვე დამშვიდებული დავბრუნდი ოთახში,სადაც ჩემს საწოლზე ჩამომჯდარი ცოტნე დამხვდა. თავი ხელებში ჩაერგო და ფიარობდა.
-ცოტნე? ამოვიკნავლე მე.
-მოდი ჩემთან.
გამიღიმა,მეც შეძლებისდაგვარად გავიქეცი მისკენ და ჩავეხუტე. ხელები მომხვია და გულში მაგრად ჩამიკრა. არ შემეძლო მათთან ჩხუბი.
-მაპატიე,არ უნდა მეყვირა. მაგრამ რომ წარმოგიდგენ ალექსანდრეს გვერდით სისხლი მიდუღდება.
-რატომ? გთხოვ მომიყევი რა!
ერთი ღრმად ამოისუნთქა და მოყოლა დაიწყო.
-ალექსანდრეც ჩვენი ძმაკაცი იყო ერთ დროს. იმ საღამომდე სანამ საჩხუბრად გავყვებოდით. გოგოს თემა იყო რაა. შეყვარებული ჰყავდა,რომელსაც ერთი ნაბი**არი არ ასვენებდა,ალექსანდრემაც ვერ მოითმინდა და დაიბარა "საქმის გასარჩევად". ჩვენც გავყევით. იმ ნაბი**არმა დანა მოუღერა ალექსანდრეს,მისთვის უნდა ჩაერტყა მაგრამ ლუკა გადაეფარა. დანა მას მოხვდა,ერთხელ არ იკმარა და მეორედაც ჩაარტყა დანა მუცელში. ძმაკაცი აგვიჩეხეს გესმის? ლუკას ასე რთულადაც არ დავთმობდით ის ბო**ი გოგო ალექსანდრეს რო შერჩენოდა. ადგა და იმ ნაბ**ვარს გაჰყვა. მერე ალექსანდრე მაგარ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა და ნელ-ნელა ჩამოგვშორდა. ბოლოს მაგარი მიქარა და საბოლოოდ გვკრა ხელი. ამიტომაც არ მინდა მის გვერდით იყო. არ მინდა მასთან რამე საერთო გქონდეს გესმის?
ცრემლი,რომელიც თვალიდან გადმოუგორდა სწრაფად მოიშორა რომ მე არ დამენახა და ისევ ჩამეხუტა. მეც ავტირდი მის გულზე აკრული. ვგრძნობდი გულისცემა როგორ ჰქონდა ასწრაფებული,როგორ სტკენდა ეს ამბავი.
-მაპატიე რომ გაიძულე.
-არა თაკო,შენ არაფერშუაში ხარ. ახლა დაიძინე კარგი?
-კარგი,მაგრამ დარჩი რა. ერთად დავიძინოთ.
გაეცინა და დამთანხმდა.
-კარგი,მაგრამ მიიწიე ვერ დავეტევი.

დილით რომ გავიღვიძე ცოტნე გვერდით აღარ მეწვა. საათს დავხედე და თორმეტი საათი იყო. მივხვდი რომ სკოლაში იქნებოდნენ. არც დედა და არც მამა სახლში არ იყვნენ. ამიტომაც ფრთხილად წამივდექი ფეხზე. ტანსაცმელი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავბობღდი. ვისაუზმე და ტელევიზორს მივუჯექი. ფილმის ყურებით ვიყავი გართული სახლში ვაჩე რომ შემოიძურწა. რომ შევხედე გული გამისკდა.
-ვაჩე რა გჭირს? სადმე იჩხუბე? სულ სისხლიანი ხარ.
-არაფერია კარგად ვარ.
-შენ ვერ ხარ ბიჭო? რა არაფერია სულ დალეწილი გაქ სახე.
-იმას უარესადააქვს.
ჩაიბყრტყუნა თავისთვის.
-ვის იმას? ვაჩე ვისთან იჩხუბე?
-არაა ეგ შენი საქმე.
-მე მეხება ხო?
-არა!
-თვალებში შემომხედე.
-არა მეთქი თაკო.
-მატყუებ ხო?
-ხო. ალექსანდრესთან ვიჩხუბე,დამშვიდდი?
-რა რატომ?
-არაფერი იცი თაკო და რა აზრი აქვს ახსნას?
-ყველაფერი ვიცი. ვიცი რომ ადრე თქვენი ძმაკაცი იყო,ლუკას სიკვდილის შემდეგ კი გარიყეთ.
-არავის არ გაურიყავს თვითონ გვკრა ხელი. და საერთოდ შენ საიდან იცი? ცოტნემ ვერ გააჩუმა ენა ხო?
-ხო ცოტნემ მითხრა იმიტომ რომ საჭიროდ ჩათვალა,ვერ ვხვდები რატომ არ მელაპარაკები? შენმა გოგოებმა უფრო მეტი იციან შენზე ვიდრე მე.საერთოდ არ გიცნობ. მეც ის ვიცი შენს შესახებ რაც უცხომ. რატომ არ მიყვები არაფერს? მერე რა რომ პატარა ვარ? შენი ტოლი მეგობრები მყავს,მიყვებიან ყვლეაფერს და რჩევასაც მეკითხებიან. ცოტნეც მიყვება ბევრ რამეს,შენ კი ისე იქცევი თითქოს უცხო ვიყო.
თავი ვეღარ მოვთოკე და ავტირდი.
-რა გატირებს სულელო? მოდი ჩემთან.რას ბღავიხარ გოგო,ჩემი ცხოვრების შესახებ რა გაინტერესებს?ხოიცი რო გოგოების გარდა ჩემს ცხოვრებაში არაფერია და ეგენი მოგიყვე?
-არა,თუნდაც ალექსანდრეს შესახებ შეგეძლო მოგეყოლა.
-რაღა აზრი აქვს? მას ჩემს ცხოვრებაში ადგილი აღარ აქვს და რატომ გელაპარაკო მის შესახებ?
-იმიტომ რომ ისევ გიყვარს. ისევ შენს ძმად თვლი. მას რომ საფრთხე დაემუქროს მთელ სამყაროს გადაწვავ,მაგრამ პრინციპული ადამიანი ხარ და თუ ალექსანდრეს ისევ დაელაპარაკები როგორც ძმაკაცი ფიქრობ რომ თავს დაიმდაბლებ. გგონია რომ ხელს გკრავს და დაგცინებს,ამის გეშინია.
-უკვე ბევრს ლაპარაკობ და თან არასწორად. ხო გითხარი ის აღარავინაა,ერთ გოგოს შეაწირა ძმაკაცი.
-მისი რა ბრალია? ლუკამ დათმო მის გამო სიცოცხლე. როგორ ფიქრობ ალექსანდრეს ენდომებოდა?არ ვიცნობ,მაგრამ მგონია რო სიკვდილს ბევრჯერ ინატრებდა. ღამით საკუთარ თავთან დარჩენის შეეშინდებოდა, საკუთარ თავს დაადანაშაულებდა და გვერდით არავინ ეყოლებოდა. ლუკა დაკარგა და თქვენც ხელი ჰკარით,შეიძლება გაწყენინათ,მაგრამ მისი მდგომარეობა უნდა გაგეთვალისწინებინათ.
-ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ,მაგრამ უკვე გვიანია. ჩვენი კარებები ერთმანეთისთვის ლუკას სიკვდილის მერე ჩაიკეტა და აღარასოდეს გაიღება.ახლა კიდე მიშველე რამე სახეზე,დედამ რო მნახოს ასე მაგრა გაჭედავს ხო იცი?
-მიდი სპირტი და ბამბა მოიტანე.
ვაჩეს ნაკაწრები დავუმუშავე,როგორც ჩანს დიდ ძალას ფლობს ბატონი ალექსანდრე. მალამოც წავუსვი და ცოტნეც შემოვარდა ოთახში.
-აბა კვატუნია ასწორებს სახლში?
-სახლში ყოფნა ასწორებს,მაგრამ კვატუნია შენ ხარ.
-მე რა შემატყვე?
-აბა მე რა შემატყვე?
-არაფერი,ისე გეძახი.
-ხოდა ნუ მეძახი.
დამეჭყანა და სამზარეულოში შევარდა,მაგრამ თითქოს რაღაც გაახსენდაო და უკან რობოტივით შემოტრიალდა.
-რა გჭირს შვილი სახეზე,რომელი გოგოს ძმამ გაგალამაზა?
-შედი და ცეცხლე შენ მანდ.
-გიხდება ჩალურჯებები ფისო.
ეს თქვა და გაიქცა რადგან ვაჩე ლარნაკით მისდევდა.
მოიცა მე ვთქვი ცოტნეზე დასტოინია თქო? არაა აშკარად შემეშალა.რა ეტყობა ამას დასტოინის.
მთელი სახლი სირბილით მოაიარეს. მეც მინდოდა მათ თავზე დავხტომოდი, მაგრამ ფეხი ამის ბედნიერებას არ მაძლევდა. ბოლოს დაღლილები დაასკდნენ დივანზე და ხარხარი ატეხეს.
-მაინც ვისთან იჩხუბე?
-სანდრექს....ალექსანდრესთან.
-რატო?
-თაკოს აღარ მიეკარება.
-რააა? ჩემგამო ეჩხუბე?
წამოვიკივლე მე და დივნიდან წამოვიწიე.
-დაახლოებით.
-რა გინდოდა ვაჩე?
- ფეხი კინაღამ მოგატეხავ ვერ ხედავ?
-ეგ შეიძლება ნებისმიერს გაეკეთებინა.თანაც ჩემი ბრალი იყო,მე გამოვვარდი მანანას გაკვეთილიდან და შევასკდი კიდეც.
-მერე სად მიგაფრიალებდა?
-ვერ დავდიოდი.
-მეჩვენება თუ მის მხარეს ხარ?
-ეგ რა შუაშია? უბრალოდ ვცდილიბ რეალობა დაგანახო. მასზე გაბრაზებული და ნაწყენი ხარ,ამიტომაც გგონია რომ ყველაფერში დამნაშავე ის არის.
-რაღაც მართლა ძაან იცავ და ხო არ მოგეწონა გოგონი?
ჩაეკვეხა ცოტნე უაზრო კითხვით,რის გამოც ჩემგანაც და ვაჩესგანაც მკვლელი მზერა მიიღო.
-კარგი ნუ დამახრჩობთ.
ხელები აწია დანებების ნიშნად და გაჩუმდა.
-მართლა რატომ იცავ ასე? რას ითხოვ ჩემგან მითხარი. მივიდე და ბოდიში მოვუხადო? რის გამო? იმის გამო რო ბ** გოგოს ძმაკაცი შეაწირა?
-მისი ბრალი არ ყოფილა თქო რა ვერ გაიგე? მას უნდოდა ლუკას სიკვდილი?
-თაკო მას იცავ!
-ხო შეიძლება ვიცავ და ალბათ იმიტომ რომ საჭიროა. რა მაგის ბრალია თუ ვიღაც შეუყვარდა? მისი ბრალი რა არის? თვითონ ამოეფარა ლუკას?
-არა ის კა'პა რო შეიყვარა ეგაა მაგის ბრალი. ვაფრთხილებდით და არ დაგვიჯერა,ვეუბნებოდით გატკენს,შარს აგკიდებს თქო და სწყინდა. არ დაგვიჯერა და ამის გამო ახლა ლუკა წევს საფლავში და არა ის ბ**ი!
ფეხზე წამოხტა ვაჩე და ღრიალი დაიწყო.
-ხო ხედავ ის ანადგურებს ურთიერთობებს! მის გამო ვჩხუბობთ უკვე ორი დღეა,მის გარდა არაფერზე ვსაუბრობთ! საბოლოოდ გეუბნები და დაიმახსოვრე. მე მას არაფერს ვაპატიებ,იმიტომ რომ ისიც შეიცვალა. და შენც გაფრთხილებ,თუ მასთან ურთიერთობას გადაწყვეტ ჩათვალე რო შენთვის მკვდარი ვარ.
-მეჩვენება თუ ორივე ჩემს გრძნობებზე თამაშობთ? რატომ მემუქრებით იმით რომ დაგკარგავთ?ალექსანდრე ჩემთვის არავინაა რომ მის გამო თქვენ დაგთმოთ,მაგრამ არ ხართ მართლები! არ იმსახურებს ამას,თქვენი თავი წარმოიდგინეთ მის ადგილას და მკხვდებით რომ მართალი ვარ. არ შეიძლება რომ ასე ერთიანად დაი**დოთ ყველამ.
-რანაირად ლაპარაკობ გოგო შენ? ხო არ გინდა ვინმეს სახე მივუნგრიო ასე რო გაგათამამა.
-ვაჩე რა გინდა? რატომ მოგწონს ჩემს მეგობრებზე აგდებულად ლაპარაკი? გესიამოვნება შენს დაქალებზე,რომლებიდანაც ორის გარდა არცერთი მეხატება გულზე ყველა გამოვლანძღო? ან ბაბნიკ ძმაკაცებზე დავიწყო ლაპარაკი თუ რას ითხოვ ჩემგან? მე ასეთი ვარ! არ მიყვარს როცა მიყვირი,ვერ შემაშინებ შენი ღრიალით და არც შენს დაქალებს ვგავარ რომლებიც შენს დაკრულზე ცეკვავენ. ასეთი ვარ და შემეგუე,თუ არ შეგიძლია ჩემი ატანა მითხარი და თავს აღარ მოგაბეზრებ.
-რა სისულელეებს ლაპარაკობ?
-კარგი ვაჩე გეყოფა ახლა. თაკო ადი შენს ოთახში.
-არც ვაპირებდი გაჩერებას.
გატეხილი ხმით ამოვიკნავლე და კიბეებისკენ გავეშურე.
-ნუ ტირიხარ!
-არ ვტირივარ.
ვუპასუხე ცრემლშეპარული ხმით,ისე რომ უკან არც კი შევბრუნებულვარ და გზა გავაგრძელე,რაც შეიძლება მალე მინდოდა ასვლა და ოთახში შევარდნა რომ ერთიანად დამეწყო ბღავილი.
თუმცა სანამ კიბეებზე ავდიოდი ვაჩე დამეწია,მისკენ შემაბრუნა და გულში მაგრად ჩამიკრა,თან თმაზე მეფერებოდა.
-ხო იცი რო ვერ ვიტან შენს ცრემლებს და რას ბღავიხარ? არ ღირს ის ალექსანდრე შენს ცრემლებად და რატო გინდა რომ მომაკვლევინო?
ბუტბუტებდა ისე რომ საფეთქელიდან ტუჩებს არ მაშორებდა. მეც მაგრად მოვხვიე ხელები და კისერში ვაკოცე.
-დედაა! ყველაფერი ამიჩუყდა თქვენს შემხედვარე.
არარსებული ცრემლი მოიწმინდა ცოტნემ და გაგვეღრიჯა.
დიდი ხვევნა-კოცნის შემდეგ ჩემს ოთახში ავედი,ცოტახანს წამოწოლა და დაძინება გადავწყვიტე,მაგრამ კარი ანიმ შემოგლიჯა და თავზე დამახტა.
ბევრ უაზრო თემაზე ვისაუბრეთ.სკოლიდან დაწყებული უბნით დამთავრებული ყველა თემა განვიხლეთ.
-ჰო მართლა ქალბატონო გუშინ რატომ არ მოხვედი?
-დედაჩემმა წამათრია სადღაც,რესტორანში.კიდევკარგი ვაჩეც იყო თორე გული წამივიდოდა გეფიცები. მერე გამოვიპარეთ და სახლში მიმიყვანა თორე გეფიცები მთელი სახე დაჭიმული მქონდა ამ ყალბი ღიმილით. ათასი ვიღაცა გამაცნეს მარა ვერცერთის სახელი ვერ დავიმახსოვრე.
-ვაი ეს რა ამბები ყოფილა!
-არ თქვა! არ თქვა! ჰო მართლა გოგო,მეთერთმეტე კლასშია ერთი ბიჭი და მგონი მომწონს.
-რაა რომელი? ტყუპების კლასიდან რომელიმე?
-არა ალექსანდრეს კლასიდან.
-რა ჰქვია?
-ოთო-ო ასე მითხრა
-გვარი?
-ჭკუასელიო.
ამის გაგონება და ჩემი ჭიხვინი ერთი იყო. იმდენი ვიცინე სანამ მუცელი არ ამტკივდა და ცრემლები არ წამომივიდა.ანი კი პირდაღებული მიყურებდა.
-რა გაცინებს?
-რა მაცინებს და ოთო ჭკუასელი ვინაა გოგო?
-მაგაზე იცინი?
-არა მაგაში სასაცილო რა არის. "პროსტა" ეგ შენი ოთო ჭკუასელი თორნიკე ბაბლუანია.
ამის თქმა და ჭიხვინის ახალი ტალღა ერთი იყო. ანის ნერვები მოეშალა და სადღაც გავარდა. მივხვდი რომ თორნიკეს კარგი დღე არ ელოდა.
ათი დღე უაზროდ გავიდა,სახლში მარტო ყოფნით დავიღალე,ფეხიც აღარ მტკიოდა,ამიტომაც ვადაზე ადრე "გავწერე" საკუთარი თავი სახლიდან და ორშაბათს ანისთან და ტყუპებთან ერთად სკოლაში წავედი. გაკვეთილებზე საინტერესო არაფერი არ ხდებოდა, აი დასვენებებს კი თორნიკესთან ერთად ვატარებდით. უკეთესი იქნება თუ ვიტყვი რომ ანი და თორნიკე დროს ერთად ატარებდნენ მე კი მურმანის ეკალივით ვიყავი,მაგრამ როგორც კი წასვლას გადავწყვეტდი ანი მიბრიალებდა თვალებს. როგორც გაირკვა ალექსანდრეს ერთადერთი მეგობარი ის შერჩენოდა.
გაკვეთილების ბოლოს კაფეტერიაში დასხდომა შემოგვთავაზა თორნიკემ,რაზეც კივილი დავიწყე.
-ხალხნო მე რას დამაპორწიალებთ ერთი ადგილიდან მეორეში. შეყვარებულები ხართ თუ ვინც ხართ იყავით,მარა მე დამტოვეთ და გამაჩერეთ ერთ ადგილას რა მოხდება? ეს გოგო მოგწონს და მე სად მიმათრევ ბიჭო?! წადით ერთად,მარტოები,დასხედით და იჭუკჭუკეთ რა გინდათ ჩემგან ?
პასუხს აღარცერთისას აღარ დავლოდებივარ უკან მივტრიალდი და ისევ ვიღაცას შევასკდი. ამჯერად არ წავქცეულვარ მაგრამ ცხვირი მეტკინა. რომ ავხედე ხელში ისევ ალექსანდრე შემრჩა.
-შენ სიარული რით ვერ ისწავლე?
-შენ თვალების გახელა რით ვერ ისწავლე?
-შენი ძამიკოები არ გეუბნებიან რომ ზედმეტად გრძელი ენა გაქვს?
-შენი დაიკო არ გეუბნება რომ ზედმეტად....ზედმეტად...
-ზედმეტად რა?
-ზედმეტად მაღალი ხარ.
რაც მომაფიქრდა ის წამივისროლე. ვიცი სულელური პასუხი იყო,მაგრამ დამიჯერეთ ვერც თქვენ შეძლებდით ამ მდგომარეობაში ყოფნას. ძალიან ახლოს იყო ჩემთან ეს სიმპატიური არსება,იმდენად ახლოს რომ მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა.მისი ეშმაკური ღიმილი კი ძალიან მაბნევდა, თუმცა ჩემი ყურადღება მოფხუკუნე წყვილმა მიიქცია,რომლებსაც მკაცრი მზერა ვსტყორცნე,ალექსანდრეს მოვშორდი და სახლისკენ უკანმოუხედავად გავიქეცი.

სახლში შევვარდი,ჩანთა სასტუმრო ოთახში დავაგდე,ხელები გადავიბანე და სამზარეულოში მაცივარს ვეცი. ყველაფერი გადმოვალაგე რომ ჩემი გადამალული ტორტის ნაჭერი ამეღო,მაგრამ კრემიანი თეფშის გარდა არაფერი დამხვდა იქ. რათქმაუნდა პირველი ეჭვმიტანილი ვაჩეა,მეორე ცოტნე,მესამე კი მამაჩემი. დედჩემს ამას ვერ დავაბრალებ,რადგან კრემიანი ტკბილეული დიდად არ ხიბლავს. და აი ისიც,მთავარი ეჭვმიტანილი შემობრძანდა სამზარეულოში და როგორც კი ჩემი ავისმომასწავებელი მზერა დაიჭირა მიხვდა რაშიც იყო საქმე,გამეღრიჯა და სასწრაფოდ გაიქცა. მთელი სახლი სირბილით მოვიარეთ,თუმცა ამას მე რას დავეწეოდი.ბოლოს დაღლილები პუფებში ჩავესვენეთ და სუნთქვის დარეგულირებას შევეცადეთ. მაინც არ მომითმინა გულმა,ფეხზე წამოვხტი და თავში მსუბუქად წამოვარტყი. რის გამოც ახლა ის მომსდევდა,ბოლოს დამიჭირა და აუზში ჩამაგდო,ისიც თან მომყვა და ასე გავგრილდით ჯერ ისევ უჟმურ მარტში.
სახლში აკანკალებულები შევიყუჟეთ,მე სააბაზანოში შევედი და თავი მოვიწესრიგე. გარეთ რომ გამოვედი ტელეფონის ხმა გაისმა,ანი მირეკავდა.
-გისმენ ანჩ!
-აუ გარეთ გამოხვალ? ნახე რა კარგი ამინდია!
-აუუ მეზარება,თან თმას ვიშრობ. ვაჩემ აუზში გამაგრილა და...
-აუ აბა მარტო ვერ გავყვები,თან ძმაკაციც მოყავს.
-ვისზე ვსაუბრობთ?
-თოკ...თორნიკეზე.
-მოიცა ვისზეო რას ამბობდი?
-თორნიკეზე თქო. აუ გეხვეწები წამო რაა!
-უიმეე ხო კარგი.
-არ მჯერა დამთანხმდი? მიყვარხარ!
-ნუ გააჩნია ვინ ძმაკაცი მოყავს.
-აუ...ალექსანდრე მოდის და...ხო არ გადაიფიქრებ?
-აუ ანიი! ჩემი ძმები რო ჭედავენ მაგაზე ხო იცი არა?
-შენც არ უთხრა რო ალექსანდრეც იქნება და საერთოდ არც თორნიკეზე არ უთხრა არაფერი. თქვი რომ მე და შენ მივდივართ.
-ჰო კარგი კარგი! მოვიფიქრებ რამეს....რომელ საათზე ვიყო მზად და სად მოვიდე?
-ხუთზე,სკოლასთან შევხვდეთ.
-კარგი!
ხუთ საათამდე დრო საკმარისად მქონდა,ამიტომაც მეცადინეობას შევუდექი.საათნახევარი გამეპარა მეცადინეობაში,ნახევარ საათში კი ფართხა-ფურთხით მოვემზადე და გარეთ გავვარდი. სკოლა ჩემი სახლიდან ცოტა მოშორებით იყო,ამიტომაც შემაგვიანდა.რომ მივედი სამივე იქ დამხვდა,ერთმანეთში საუბრობდნენ.
-დაგვაფასა როგორც იქნა!
ამოისისინა ალექსანდრემ,თუმცა დავაოგნორე და თორნიკე გადავკოცნე. გზა ყველამ ერთად გავაგრძელეთ,ალექსნადრე როგორც კი დროს დაიჭერდა იგესლებოდა,თუმცა ვერ ვიტყვი რომ მე ვაკლებდი.თორნიკესთან საკმაოდ გავიხსენი და საერთოდ ვერ ვხდები მას ალექსანდრესთან რა საერთო აქვს.ასე სეირნობა-სეირნობაში თავი რუსთაველის გამზირზე ამოვყავით,ახლა კი თორნიკე ატყდა ბარემ აქვე ვართ და კინოში წავიდეთო.ბილეთები ძლივს ვიშოვეთ,დარბაზში შევედით და ფილმის დაწყებას დაველოდეთ. საშინელებათა ჟანრის ფილმი იყო,ყველა დაძაბულები ვუყურებდით როცა ჩემი გვერდითმჯდომის საშინელი კაკანი მომესმა. მაშინვე ვაჩე გამახსენდა,მხოლოდ მას შეეძლო ამ ჟანრის ფილმში ეპოვა ისეთი მომენტი რომ მასზე ასე გულიანად ეცინა. გვერდით მივიხედე და მივხვდი რომ ვაჩე სულ ტყუილად არ გამხსენებია. ერთ მხარეს ის მეჯდა მეორე მხარეს ალექსანდრე.მივხვდი რომ ჩემი საქმე წასული იყო. ვაჩემაც შემომხედა,ჩემს აქ ნახვას როგორც ჩანს არ ელოდა ამიტომაც გაკვირვებული თვალებით მათვალიერებდა,ალბათ იმიტომ რომ დარწმუნებულიყო ნამდვილად მე რომ ვიყავი. გაკვირვება მრისხანებამ შეცვალა როდესაც ჩემს გვერდით მჯდომი დაინახა.გამწარებულმა შემომანათა თვალები,რომლიდანაც ცეცხლებს ყრიდა.
-ვაჩე აგიხსნი....
-ახლა აქ დარჩები,ჩემს თავს არ ვაკადრებ რო აქედან ძალით წაგათრიო,მაგრამ სახლში დავილაპარაკებთ და თან საკმაოდ სერიოზულად!
ჩემი ხელი უხეშად მოიშორა და დარბაზიდან გაცეცხლებული გავარდა.ბავშვებს შევხედე და თორნიკე და ანი შეწუხებულები მიყურებდნენ,ალექსანდრეს სახეზე კი არავითარი გრძნობა არ იკითხებოდა. ფილმის ყურების ხალისი დამეკარგა,ამიტომაც ბავშვებს სასწრაფოდ დავემშვიდობე და ისე რომ არცერთისთვის მომისმენია დარბაზი მეც უკანმოუხედავად დავტოვე. ფეხით მინდოდა გასეირნება,საკმაოდ შორი გზა მქონდა გასავლელი,მაგრამ სწორედ ასე მაწყობდა,საფიქრელად მეტი დრო მქონდა. გაწვიმდა,მე კი ისევ ისე ჩაფიქრებული,ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი გზას. ძალიან მციოდა,იმდენად რომ კანკალმა ამიტანა. უეცრად რაღაც თბილი ვიგრძენი მხრებზე,მხრებს ვიღაცის ქურთუკი მიფარავდა,ქურთუკისთვის კი გარედან ვიღაცას ხელი შემოეჭდო. მივხვდი ვინც იყო,ამიტომაც გვერდით არ გამიხედავს ისე მოვიშორე მისი ხელი და ქურთუკის გახდასაც ვაპირებდი, მაგრამ არ დამანება. ბოლოს გადავწყვიტე მასთან ჩემთვის საინტერესო და ჯერ ისევ გაუგებარ თემაზე დამეწყო საუბარი.
-ჩემს ძმებთან ასეთი ურთიერთობა რატომ გაქვს?
-ამაზე ფიქრით თავს ტყუილად ნუ დაიღლი.
-მე ვიცი მიზეზი რომ გოგო იყო,მაგრამ მინდა ყველაფერი ვიცოდე.
-ერთადერთი მიზეზი ლუკას სიკვდილისა მე ვარ და ამას არაფრის დამატება არ სჭირდება.
-მინდა ყველაფერი მომიყვე.
-რა შეიცვლება?
-ყველაფერი.წამოდი სადმე დავსხდეთ და მომიყევი.
-შენი ძმა გაჭედავს.
-რომელი?
-ორივე მაგრამ ვაჩე უფრო.
-არ გაჭედავს.
-გაჭედავს.
-არა.
-კი.
-არა მეთქი!
-შენს ძმებს ნუ მასწავლი,ორივე ჩემი ნაწილია და საკუთარ თავზე უკეთ ვიცნობ!
დაუფიქრებლად თქვა ეს სიტყვები,მაგრამ ვიცი რომ ეს რეალობა იყო,ვიცი რომ ამ ბიჭების მეგობრობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა და სანამ დროა მინდა რომ გადავარჩინო.
გამეღიმა მის სიტყვებზე,ხელკავი გამოვდე და უახლოესი კაფისკენ ავიღეთ გეზი. კაფეში დავსხედით და ორი ცხელი შოკოლადი შევუკვეთეთ. სანამ შეკვეთას მოტანდნენ საუბარი გავაბით.
-ახლავე დავიწყო?
-შეგიძლია?
-.....
-არ მინდა დაგაძალო,თუ გინდა სხვა დროს შევხდეთ და მაშინ მომიყევი.
-ანუ პაემანს მინიშნავ?
ეშმაკური ღიმილით მკითხა.
-პაემანი რა შუაშია?
-სხვა დროს შევხვდეთო და....
-მერე მე ვთქვი რატომაც.
-ხო მაგრამ ისიც თქვი რომ გინდა სხვა დროსაც რომ შევხვდეთ.
-მე ეგ არ მითქვამს,შენ გაიგე მასე!
-ორივემ კარგად ვიცით რა თქვი და რატომ.
-არა!
-კი!
-არა მეთქი!
-კი მეთქი!
-ა-რა!
-კი!
-ჰო კარგი მომბეზრდა,როგორც გინდა ისე გაიგე,არ მაინტერესებს!
-ანუ პაემანს მინიშნავ,მშვენიერია!
კმაყოფილი გადაწვა სკამზე,ხელები მუცელზე დაიწყო და ისევ კმაყოფილი ღიმილით მიყურებდა.
-ხო გინიშნავ!
მიბეზრებულმა გადააატრიალე თვალები და შეკვეთას დაველოდე.
-ვიცი და ეგ ვთქვი მეც. ხო იცი ბოლო სიტყვა რო ჩემია?!
ვაი შე უბედურო ადამიანოს მთქმელი სახით გავხედე,რაზეც კარგად გადაიხარხარა.
-დაა რა ჩავიცვა? როგორი მოგწონვარ?
ამ სიტყვების გაგონება და ჩემი თვალების ჭყეტა ერთი იყო,ჩემი თვალების ჭყეტა და იმის ხარხარიც ერთი იყო. მომბეზრდა სულ ის რომ იყო მოგებული,ამიტომაც თამაშში ავყევი.
-როგორი მომწონხარ? მოიცადე დავფიქრდე...
-მიდი მოიფიქრე აბა!
ჯერ ისევ ვაკვირვება ეხატა სახეზე,მაგრამ მაიმუნიბას მაინც აგრძელებდა.
-მოვიფიქრე! ასეთი შემოთავაზება მაქვს შენთან...
-ოჰოო რა შემოთავაზება? მაინტერესებს!
-მოკლედ რასაც მე გეტყვი იმას ჩაიცვამ და მეც იგივეს გავაკეთებ.
-ანუ შენი ჩაცმულობა მე უნდა მანდო? დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა?
-კი.....ან არა,არ ვიცი! არ ხარ შენ სანდო,ვიცი რომ დიდ სისულელეს გამაკეთებინებ.
-გამიცანი უკვე?
-დიახ. ხო კარგი თანახმა ვარ! მაგრამ შენც მოგიწევს ჩემი დავალების შესრულება.
-კარგი! ვნახოთ აბა შენი ფანტაზია სადამდე წაგვიყვანს.
ლაპარაკს რომ მოვრჩით მხოლოდ მაშინ შევამჩნიეთ რომ ჩვენი შოკოლადი დიდი ხნის გაციებული იყო.ალექსანდრემ ანგარიში გაასწორა და გარეთ გამიძღვა.
მთელი გზა ვლაპარაკობდით,არ ყოფილა ისეთი მამონტი როგორიც მეგონა,ჩემი სახლის კარებთან გავჩერდით.
-გამოდის რომ დღეს არ მომიყევი და ტყუილად შემიტყუე კაფეში ასეთი ლამაზი გოგო.
გაეცინა ჩემს რეპლიკაზე და თავი დამიქნია,საპასუხოდ მეც გავუცინე.
-პაემანზე მოგიყვები
-კარგი.ნახვამდის!
-ნახვამდის.
ხელი ხელში ჩამავლო,სხეულზე მიმიხუტა,მერე ლოყაზე მაკოცა და უკანმოუხედავად წავიდა.
ის ადგილი ამიხურდა სადაც რამდენიმე წამის წინ ალექსანდრეს ტუჩები იყი აკრული.ცოტახანი გაშტერებული ვიდექი,მერე სახლში შევედი და მოვემზადე ვაჩესთან შესახვედრად.
მისაღებში არ დამხვდა,ამიტომაც მის ოთახში ავედი,კარზე დავაკაკუნე და თავი შევყავი.
-შეიძლება?
-თუ რამე გინდა კი,ისე არა.
დავიბენი,თავად არ მითხრა სახლში დავილპარაკებთო?
-ისა...შენ ხო თქვი სახლში დავილაპარაკებთო და...
-მაგის გარდა მე ბევრი რამ გითხარი,მაგრამ არ გაითვალისწინე. შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს,მე გაგაფრთხილე რაც მოხდებოდა თუ ალექსანდრეს ისევ შეხვდებოდი! ჰო და ის მოხდა რაც გინდოდა.
-მაგრამ მე....
-გადი მეძინება.
-მაგრამ ვაჩე......კარგი.
თვალცრემლიანი გამოვედი ვაჩეს ოთახიდან და მაშინვე ჩემს ოთახში შევვარდი.სააბაზანოში შევიკეტე და მთელ ხმაზე ავბღავლდი.ჩემმა ძმამ საბოლოოდ მკრა ხელი,სამუდამოდ დავკარგე. მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა თავში. დაღლილი გამოვედი სააბაზანოდან,იმის ძალაც არ მქონდა რომ ტანსაცმელი გამეხადა,ამიტომ ტანსაცმლით შევწექი საწოლში და ისევ ტირილი ამივარდა. ასე ტირილში ჩამეძინა.

შუაღამით საშინელმა თავის ტკვილმა გამაღვიძა. ვაჩეს სიტყვები რომ გამახსენდა ტანში უსიამივნოდ გამცრა და თვალები ისევ ცრემლებით ამევსო.სწრაფად წამოვხტი საწოლიდან,და ჩემი პინგვინებიანი "პიჟამოების" ამარა ვაჩეს ოთახში შევვარდი. საწოლში არ იწვა,არც აბაზანაში იყო. აივანზე მოვკარი თვალი. გარეთ გავედი სადაც სულ სხვანაირი ვაჩე დამხვდა.უბრალო ფანქრითა და თაბახის ფურცლით ხელმომარჯვებულს ჩასძინებოდა.ფრთხილად ავიღე ფურცლები. ორივეზე პორტრეტი იყო გამოსახული. ერთზე მე ვიყავი,მეორეზე კი ალექსანდრე. ფურცლებზე ცრემლების კვალი ჩანდა,რომლებიც ჯერ ისევ არ შემშრალიყვნენ.მეც ავტირდი,ჩემი ცრემლებიც აღმოჩნდნენ ფურცლებზე და ვაჩესას შეერწყნენ, ჩემი პორტრეტი გაიდღაბნა.გულში ცუდად გამკრა რაღაცამ,ფურცლები მაგიდაზე დავაწყვე და ოთახში შევედი.უკან პლედითა და ბალიშით ხელმომარჯვებული დავბრუნდი.თავი ბალიშზე დავადებინე,პლედი კი ფრთხილად დავაფარე და უჩუმრად გამოვიპარე მისი ოთახიდან.
თავბრუ მეხვეოდა და თვალები მეწვოდა,ასე კი მხოლოდ მაშინ მემართება როცა მაღალი ტემპერატურა მაქვს. თერმომეტრი მოვიმარჯვე და დროის გასვლას საწოლში ჩაფუთნული დაველოდე. დროს გასვლის შემდეგ თერმომეტრს დავხედე. 39.7 ს მიჩვენებდა. ვგრძნობდი რომ ძალა მეცლებოდა,თავის ტკივილი კი უფროდაუფრო ძლიერდებოდა. მთლიანად ვცახცახებდი,ოფლი მასხამდა და ვნატრობდი რომ რომელიმეს შემოეხედა მაინც. ასეთ მდგომარეობაში რამდენ ხანს ვიყავი არ ვიცი,მაგრამ ბოლოს ჩამეძინა ან გავითიშე....
გონს სინათლემ მომიყვანა. თვალის გახელა მინდოდა მაგრამ ქუთუთოებს ვერ ვაშორებდი ერთმანეთს. სინათლე კი თავს უფრო მატკიებდა.ბოლოს საკუთარ თავს ძალა დავატანე და თვალები ნელ-ნელა გავახილე. გარემო მოვათვალიერე,სინათლის წყარო უზარმაზარი ნათურა იყო,რომელიც ჭერზე დაემაგრებინათ. აპარატის ტვინისწამღები წრიპინიც მესმოდა.ხელზე კი მილი მქონდა მიერთებული,რომელიც წვეთოვანს უკავშირდებოდა. ვერ ვიხსნებ როგორ მოვხვდი აქ.მხოლოდ ვაჩეს სიტყვები და მაღალი ტემპერატურა მახსოვს,სხვა არაფერი. ფრთხილად ავწიე ხელი და იქვე,პატარა წითელ ღილაკს დავაჭირე თითი. რასაც ექიმების შემოვარდნა მოჰყვა.პატარა ფანჯრიდან ვხედავდი ვაჩეს,რომელსაც თვალები სულ ჩაწითლებული ჰქონდა.გვერდით ფერწასული ცოტნე ედგა.მათ უკან კი დედა და მამა იდგნენ. დედა სიხარულისგან ტიროდა,მამა არაფერს ამბობდა,მშვიდად იდგა და დედასაც ამშვიდებდა,თუმცა თვალები ჰყიდნენ. ეტყობოდა რომ ძალიან ღელავდა,ცრემლიც კი გაკრთა.ვეცადე მათთვის გამეღიმა,მკრთალად გავიღიმე კიდეც,ხელი ნელა ავწიე და ორი თითი ვუჩვენე ,გაეცინათ.მეც გავუცინე. მერე ექიმს გავხედე,იღიმოდა. ალბათ მდგომარეობა გამიუმჯობესდა და ამიტომ.ბევრი რომ არ გავაგრძელო პალატაში გადამიყვანეს,სადაც სამი დღე გავჩერდი. აღმოჩნდა რომ ფილტვების ანთება მქონდა,მდგომარეობა კი მძიმე იყო,ამიტომაც ორი კვირა ძილში გამიტარებია.
-ჰა აბა რა ქენი გამოიძინე ქალბატონო?
ხელი გადამხვია ცოტნემ და ისე განაგრძო მანქანისკენ სიარული.
-უჰ კი კაცო,ალბათ ერთი თვე ვეღარ დავიძინებ.
-მაგის ღირსი ხარ ზუსტად,ლამის გული გამისკდა!
წამოგვეწია ვაჩე ბურტყუნითდამანაც ხელი გადამხვია.
-რა გიხეთქავდა გულს? უბრალოდ მეძინა.
-ხო აი ზუსტად,არც მეტი არც ნაკლები ორი კვირა გეძინა. საიდანღაც გამოჩნდა ანი თორნიკესთან და ალექსანდრესთან ერთად.
ვაჩეს რეაქციის შემეშინდა და დამფრთხალმა ავხედე,თუმცა არანაირი ემოცია არ იკითხებოდა მის სახეზე.ალექსანდრე აათვალიერა,გვერდით გაიხედა და თავისთვის რაღაც ჩაიბურტყუნა. გამიკვირდა მისი ურეაქციობა,თუმცა გამიხარდა რომ მთელი ქალაქი არ აწია. სამივე გადავკოცნე,გამიხარდა მათი ნახვა.
სახლში ყველა ერთად დავბრუნდით.ვისადილეთ,ვილაპარაკეთ,გავერთეთ და დავიშალეთ კიდეც. ვაჩე მხოლოდ ერთ-ორ სიტყვას თუ იტყოდა,დანარჩენი სულ მე მიყურებდა თვალებმოჭუტული და ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა.ორი ადამიანის მზერა მწვავდა.ერთი ვაჩეს ეკუთვნოდა,მეორე კი ალექსანდრეს. მათი თვალები ხშირად კვეთდნენ ერთმანეთს,თუმცა მაშინვე გადაჰქონდათ მზერა სხვა რამეზე,ამ რეაქციებზე კი მეღიმებოდა. ბავშვები რომ გავაცილეთ მისაღებში დავბრუნდით. მე და ტყუპები დივანზე დავსხედით და დედას და მამას დაველოდეთ,რომლებმაც გვითხრეს რომ რაღაც უნდა ეთქვათ.ბოლოს ორივემ მოიცალა,ჩვენს წინ ჩამოსხდნენ და ცდილობდნენ საუბარი წამოეწყოთ.დედა ძალიან ნერვიულობდა,იმდენად რომ თითებს იმტვრევდა. მამაც ღელავდა,თუმცა ამას ნაკლებად იმჩნევდა.
-იტყვით?
ნერვებმოშლილმა ვაჩემ წამოიყვირა.
-მოკლედ...
დაიწყო მამამ საუბარი.
-ახლა რასაც გეტყვით შეიძლება არ მოგეწონოთ,ან გაგიხარდეთ...არ ვიცი. მოკლედ მე და დედათქვენი საქართველოდან მივდივართ. ნუ გვკითხავთ რატომ,ამას თქვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ ასეთი რამ გადავწყვიტეთ,იქედან ვმართავ კომპანიასაც. როდესაც მე აღარ ვიქნები ქონება სამ ნაწილად გაიყოფა და ყველას თქვენ-თქვენი წილი შეგხვდებათ.თაკო ნუ იბერები,შენი ტოლები ცოცხალ დედ-მამას ნატრულიბენ. ჩვენ კი უბრალოდ სხვა ქვეყანაში ვიქნებით.ხშირად დაგირეკავთ და დაგელაპარაკებით.ნელ-ნელა თქვენც შეეჩვევით და მერე სულ არ მოგინდებათ ჩვენთან დარეკვა.
გამიცინა მამამ. თუმცა მისი სიცილი სულაც არ მახალისებდა.....ამჯერად. თვალები ცრემლებით ამევსო როცა გავაანალიზე რა გადაწყვეტილება ჰქონდათ მიღებული. ჩემგან ძალიან შორს მიდოდნენ და ალბათ არც აპირებდნენ დაბრუნებას.
-რას ნიშნავს მიდიხართ?!
წამოენთო ვაჩე.-სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდით უნდა გეთქვათ მაინც. შვილები ვართ და უბრალოდ შეგეძლოთ გეთქვათ მაშინ როცა მხოლოდ გეგმაში გქონდათ. მაშინ როცა დარწმუნებულები არ იყავით ამ გადაწყვეტილების სისწორეში. ამდენი ხანი ვვიყურებდით და არცერთს არ წამიგცდენიათ ამ საკითხზე სიტყვა. არაფერს ვნიშნავთ თქვენთვის? ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ? ჩვენი აზრი თქვენთვის სულ ერთია? ასე ორივემ ერთად როგორ დაგვი**დეთ?
ხმას ვერ აკონტროლებდა ვაჩე და მემგონი არც აპირებდა ამას.
-ხმას დაუწიე და სიტყვები შეარჩიე ხო გაიგე? მე მამაშენი ვარ,ეს კი დედაშენი! არ გაქვს უფლება რომ ჩვენთან ტონს აუწიო გასაგებია? არასოდეს შეგეკითხებით თქვენ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ,იმიტომ რომ ამ ცხოვრებაში არაფერი გინახავთ. არ გადაგიტანიათ არანაირი გაჭირვება და არც არაფერი იცით. შვილები ხართ და უსიტყვოდ უნდა დამეთანხმოთ ყველაფერზე მეც და დედათქვენსაც!
-თქვენ შვილები გინდათ თუ რობოტები? თქვენს დამრულზე არასოდეს ავცეკვდები და ეგ კარგად დაიმახსოვრე გასაგებია? არ ვაპირებ რომ ვინმეს დამცირება და ზემოდან ყურება შევარჩინო და ამას არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება. რაც შეეხება ჩვენს გამოცდილებას თქვენ არაფერი იცით. არცერთი არ გვიცნობთ არც მე,არც ცოტნეს და არც თაკოს. არასოდეს დაინტერესებულხართ ჩვენი ცხოვრებით. არცერთმა იცით ჩემი გარდაცვლილი ძმაკაცის შესახებ! არცერთმა იცით ჩემი იარების შესახებ. არცერთმა არ იცით თქვენი ქალიშვილი რას გრძნობს,არ გესმით ჩვენი არა არა!
ბოლო ხმაზე ღრიალებდა ვაჩე და მაგიდას ხელს ვამეტებით ურტყავდა.მამამ ვეღარ მოითმინა და გამწარებული მივარდა ვაჩეს,ის იყო უნდა დაერტყა რომ წინ გადავუდექი. ხელი ჰაერში გაუშეშდა ჩემს თვალებს რომ გადააწყდა.
-გაუშვი თაკო! ერთადერთი ეს არ გაუკეთებია და ახლა ამასაც აპირებს,გაუშვი დამარტყას!
წყენაც და გაბრაზებაც ერთნაირად იკითხებოდა ვაჩეს ხმაში.
-ვაჩე ხო იცი რომ....
-არაფერი ვიცი. შემეშვით!
მხოლოდ ეს თქვა,ქურთუკს ხელი დაავლო და გარეთ გავარდა. ცოტნემ თმაზე ხელი დამისვა და თვალებით მითხრა რომ მშვიდად ვყოფილიყავი,შემდეგ კი ისიც ვაჩეს გაჰყვა.
-თაკო შენ მაინც ხო გესმის ჩვენი?
-არა არ მესმის! როდის მიფრინავთ?
-ამაღამ!
მეხის გავარდნას ჰგავდა მამას ნათქვამი. ყველაფერი თავზე დამენგრა. თურმე ამდენი ხანია გეგმავენ წასვლას და ჩვენ მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე გვიმხელენ ამას. მათზე ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული ვიყავი. აღარ მინდოდა მათთან ლაპარაკი.
-კარგი.
მხოლოდ ეს ვთქვი და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი. ოთახში შევედი და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა,თუმცა მაშინვე შევიმშრალე და ანის დავურეკე.
-სწორედ ახლა უნდა დამერეკა შენთვის. გარეთ ხო გამოხვალ?
-კი.
-კი? მართლა? ასე უცებ დამთანხმდი?
-ხო მეც მინდა გარეთ გასვლა ....ანი!
-ხო.
-შეიძლება დღეს შენთან დავრჩე?
-კი რათქმაუნდა.
-კარგი მივემზადები და დაგირეკავ.
თხუთმეტ წუთში მზად ვიყავი. ფეხით გავუყევი გზას ანის სახლამდე.ისიც მალევე გამოჩნდა ჰორიზონტზე. მასთან მივედი და მაგრად ჩავეხუტე.
-თაკო კარგად ხარ?
-არვიცი.
-რამე მოხდა?
-არა...კიარადა კი.
-რა მოხდა?
-დედაჩემი და მამაჩემი მიდიან...საზღვარგარეთ
ამოვიკნავლე საცოდავი ხმით.
-კარგი რა! მე მეგონა რამე სერიოზილი იყო. რა მიგივიდა პირველად მიდიან თუ მეორედ?!
-სამუდამოდ მიდიან.
-მოიცა ეგ როგორ?
-აი ასე,უბრალოდ დგებიან და მიდიან.
-როდის?
-ამაღამ.
-არ იცოდი?
-არა,დაახლოებით ერთი საათის წინ გავიგეთ. ვაჩე გიჟს გავდა ისეთი გამწარებული იყო. ცოტნეც არ იყო ნაებ დღეში,ძარღვები სულ დაბერილი ჰქონდა,მაგრამ ხმა არ ამოუღია, უბრალოდ ვაჩეს გაჰყვა.
-მაგრამ რატომ ასე უეცრად?
-ალბათ მოვბეზრდით.
-ნუ სულელობ გოგო შენ!
-მაშინ არ ვიცი.
-აუუ გაიღიმე რა! ვერ გიყურებ მოწყენილს,სულ სხვანაირი ხარ!
-მაქვს რამე მიზეზი იმისთვის რომ გავიღიმო?
-კი,ხვალ იუბილარი გვეყოლება და იმის დაბადების დღეზე უნდა წავიდეთ.
-არ ვიცი ვინაა მაგრამ ვინც არ უნდა იყო არ მოვდივარ!
-ალექსანდრეს აქვს დაბადების დღე!
-მითუმეტეს...ვაჩესთან აღარ მინდა ჩხუბი.
-არ გეჩხუბება.
-იმ ღამით,კინოში რომ ვნახეთ მითხრა რომ საბოლოოდ დავკარგე. რომ მაფრთხილებდა,მე კი არ დავუჯერე.
-მაგრამ ახლა ხომ შეგირიგდა?
-ცუდად რომ არ გავმხდარიყავი არ შემირიგდებოდა.
-ხო მაგრამ ახლა არ გეჩხუბება.
-რატომ?
-ნელ-ნელა უბრუნდება მისკენ გული.
-ეგ როგორ გავიგო?
-რიგდებიან.
-შენ საიდან იცი?
-თორნიკეს დავურეკე,შენ და ალექსანდრე გამოდით მეთქი მან კი რა მიპასუხა ნეტავ იცოდე!
-რა გითხრა?
-ვაჩესთან და ცოტნესთან ერთად ვართ,ცოტას ვილაპარაკებთო.
-ანუ?
-ანუ წინ გაიხედე!
გამიცინა და ხელით მიმითითა.
მეც მის ხელს გავაყოლე მზერა და პირი ღია დამრჩა ერთმანეთზე გადახვეული ბიჭები რომ დავინახე. ოთხივეს ერთმანეთისთვის გადაეხვია ხელი,მოდიოდნენ და თან რაღაცაზე იცინოდნენ. ვაღიარებ ყველას ძალიან უხდებოდა სიცილი. ოთხივე მაღალი და სიმპატიური იყო.
რომ დაგვინახეს გაჩერდნენ.
-თქვენ აქ რა გინდათ?
კისერი წაიგრძელა ცოტნემ.
-სასეირნოდ ვართ გამოსულები,თქვენც შემოგვიერთდით. გაეკრიჭა ანი და მზესუმზირის შეფუთვა გახსნა.
-აუუ ძმურში დამიყარე რაა!
ყელი გამოიწელა ვაჩემ. ეტყობოდა რომ ნასვამი იყო.
ანიმაც ხმამაღლა გაიცინა და მზესუმზირა მუჭში ჩაუყარა. ასე ერთად გავაგრძელეთ სეირნობა ექვსივემ. უამრავ თემაზე ვლაპარაკობდით და ვერთობოდით.
-ტყუპებო დღეს ანისთან ვრჩები.
-ნწ,არა!
-აუ რატო ცოტნე?
აწუწუნდა ანი.
-ისინი რო წავლენ მერე ჩვენგან წამოდით თქვენ!
თქვა ვაჩემ. გული მეტკინა მშობლები "ისინი"-ით რომ მოიხსენია. მივხვდი რომ მათზე ძალიან იყო ნაწყენი და ამას არასოდეს აპატიებდა მათ. ასეთიაჩემი ძმა. ადამიანებს არაფერს უმალავს,მაგრამ იგივეს ითხოვს მათგან. თუ მას ვინმე რამეს დაუმალავს და მითუმეტეს მოატყუებს ამას არასოდეს აპატიებს.
-კარგი მაშინ დედას დავურეკავ!
თქვა ანიმ,ტელეფონი მოიმარჯვა,ხელი ჩამავლო და ჩემიანად გვერდით გადგა.დედისგან თანხმობა რომ მიიღი გახარებულმა ტაში შემოკრა და ახლა მე მომიბრუნდა.
-წამო ცოტა ხანს კარგი?
-რატო?
-წამო და მოგიყვები.
-ეეე საით?
-მოვალათ.
მხოლოდ ეს მიაძახა ბიჭებს და უკანმოუხედავად გავიქეცით.სკვერში დავსხედით და იქ დავიწყეთ გოგონებისთვის საინტერესო თემებზე საუბარი.
-ამისთვის წამომათრიე?
-არა.
-აბა?
-მოკლედ...თორნიკემ სიყვარული ამიხსნა!
გახარებულმა შემოკრა ტაში და ჩამეხუტა?
-როდის მოასწარით?
გახარებულმა და აჟიტირებულმა ვკითხე.
-შენ რო ორკვირიანი ბოიკოტი გამოგვიცხადე მაშინ.
-ააა.მერე ეს სამი დღე რატო იყავი ჩუმად. რატო არ მითხარი? და მე რატო არ მითხარი კი არა თორნიკეს რა უთხარი?
-რას ვეტყოდი მე არა თქო.
ამის გაგონება იყო და ნერწყვიც გადამცდა,კინაღამ დავიხრჩე.
-შენ ვერ ხარ გოგო? რატო უთხარი ეგ?
-კაი გატყუებს,მეც-ო მითხრა.
ღიმილით წამოვიდა ჩემკენ თორნიკე და ლოყაზე მიჩქმიტა.
-დეგენერატი ხარ!
შევუბღვირე ანის და ჩემი ძმებისკენ გავიქეცი. არც კი ვიცი რამდენ ხანს ვიბოდიალეთ ,ამ მაიმუნობაში დრო ისე გაგვეპარა რომ ვერც კი მივხვდი. დედასგან მივიღე ესემესი სადაც მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა.
"გავფრინდით".

თვალები ამიცრემლიანდა და იქვე სკამზე მოწყვეტით დავეხეთქე. ვაჩემ ტელეფონი გამომგლიჯა ხელიდან,წაიკითხა თუ არა მაშინვე დაიღრიალა და ხეს მუშტი მთელი ძალით ჩაარტყა,იმდენი ქნა რომ სისხლი წასკდა.
-წავიდნენ ხო?
სიმწრის სიცილით იკითხა ცოტნემ,მე კი თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
ვაჩემ ხელები თმებში შეიცურა და ნერვიულად დაიწყო იქით-აქეთ სიარული.
-გაფრთხილებთ! ყველას ვინც აქ ხართ,არ გაბედოთ და არ დაელაპარაკოთ არცერთს! ისინი არ იმსახურებენ ჩემი დის ცრემლებს! თუ ჩვენი ამბები აინტერესბთ დარჩენა შეეძლოთ,მაგრამ უკან მოუხედავად გაიქცნენ.ეს მათი არჩევანი იყო. ჰოდა თუ ჩვენ არაფრად მივაჩნივართ არც ისინი წარმოადგენენ ჩემთვის რამეს! ისინი ჩემთვის მკვდრები არიან და არცერთმა გაბედოს ჩემთან მათზე საუბარი!
არაფერი მითქვამს,ფეხზე წამოვდექი და წასვლა გადავწყვიტე.
-საით?
-ცოტა ხანს მარტო დავრჩები ვაჩე. ობლობას უნდა შევეჩვიო.
სევდიანად გავუღიმე, გამოვბრუნდი და გზას გავუყევი. ჩაფიქრებული მივდიოდი,როდესაც ზურგსუკან ნაბიჯების ხმა გავიგე. შემეშინდა და ნაბიჯს ავუჩქარე,მანაც აუჩქარა.ვცდილობდი აჩქარებული გულისცემა დამერეგულირებინა მაგრამ ძნელი იყო იმდენად ვიყავი შეშინებული. უეცრად რაღაცის ბრახუნის ხმა გაესმა რასაც ერთი შეკურთხებაც მოჰყვა. ეს ხმა მეცნო და "რესკად" მივტრიალდი უკან. ძირს გაშხლართული ალექსანდრე რომ დავინახე ჯერ თვალები ვჭყიტე,მერე კი ბოლო ხმაზე ავჭიხვინდი.ალექსანდრე წამოჯდა და ერთხანს წარბშეკრული მაკვირდებოდა ბოლოს კი თვითონაც გაეცინა.
-არ მომეხმარები?
თვალმოჭუტულმა ამომხედა. მეც ძლივს დავსერიოზულდი და ხელი გავუწოდე. მანაც ეშმაკური ღიმილით ამომხედა და ისე რომ ვერაფრის გააზრება ვერ მოვახერხე მეც მის გვერდით აღმოვჩნდი. ახლა მან ატეხა ხარხარი.ბოლოს ვინებეთ ფეხზე ადგომა და გზას ისევ ფეხით გავუყევით.
-შენ მომსდევდი?
-მოგყვებოდი.
-არა მომდევდი!
-იძულებული გავხდი. აბა რო მირბოდი რა გეგონა?
-კინაღამ გული გამისკდა. შეგეძლო დაგეძახა.
-აბა რო დაკარი ფეხი და გამოიქეცი სად მირბოდი ერთი?!
-მარტო მინდოდა ყოფნა.
-მერე?
-არ დამაცადე!
-რა არ დაგაცადე გოგო,სამი საათის წინ წამოხვედი. განუწყვეტლივ გირეკავდით და რო არ გვიპასუხე საძებნელად წამოვედით. საერთოდ სად გაქვს ტელეფონი?
-აუ მამაჩემივით....ამირანივით ნუ ლაპარაკობ რაა!
თვალები ამემღვრა და უზარმაზარი ტკივილი ვიგრძენი ამ სიტყვების წარმოთქმისას,მაგრამ მე ამ აზრს უნდა შევეგუო. ყველაფერი დამთავრდა,ისინი ჩემს ცხობრებაში აღარ არიან!
-აჰაჰაჰა გაიცინეთ მეგობრებო!
-ბლაბლაბლა.
ჭყანვით გამოვაჯავრე და გაბუსხული წინ წავედი ჩქარი ნაბიჯით.
-სად მირბიხარ?....თაკო!
ნაბიჯს აუჩქარა და უმოკლეს დროში დაფარა მანძილი ჩვენს შორის.
-შენ გელაპარაკები!
-რა გინდა?
-სად მირბიხარ?
-არ მივრბივარ,ჩვეულებრივად მივდივარ!
-ეგრე არ დადიხარ შენ!
-სწრაფად თუ ივლი დამეწევი, თუარადა ცალცალკე მოგვიწევს სიარული!
ვითომ დანანებით ჩავილაპარაკე და ისევ გავაგრძელე სწრაფად სიარული. მაგრამ პირი ღია დამრჩა როცა გადამასწრო და ისეთი სისწრაფით წავიდა რომ მის დასაწევად სირბილი დამჭირდებოდა.მაგრამ არა! არსადაც არ გავიქცევი,თუ არ დამელოდება იყოს ისე,არ ვაპირებ გავეკიდო.მალე სულ გაქრა თვალთახედვიდან და ისევ მარტო დავრჩი.შეშინებული მივიძურწებოდი სიბნელეში და დიდ თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი.როცა უკნიდან ვიღაც მომეპარა,პირზე ხელი ამაფარა და მისკენ მიმიზიდა. შეძლებისდაგვარად ვკიოდი და ვფართხალებდი,მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვშველოდი.
ხელები ზურგს უკან დამიკავა და კისერში მაკოცა.
-შემიყვარდი!
ამოიჩურჩულა ჩემს ყურთან. მეც თვალებგაფართოებული მოვშორდი და მასში ალექსანდრე რომ ამოვიცანი ისევ გავშეშდი.
-რ..რა?
აკანკალებული ხმით ამივილუღლუღე.
-შემიყვარდი თქო!
-მ...მე? რატო?
ამის თქმა იყო და ბოლო ხმაზე ხარხარი ატეხა.ვერ ვხვდებოდი რატომ იცინოდა და უარესად გაკვირვებულმა და დაბნეულმა ვკითხე.
-რა გაცინებს?
-კაი რაიყო?! გეღადავები! შენ რატო უნდა შემიყვარდე?
ამ სიტყვების მოსმენამ გულში რაღაც ჩამწყვიტა,თვალები ისევ ამემღვრა,თუმცა ცრემლები გადავყლაპე და გაცეცხლებულმა სილა გავაწანი.
-აღარ გაბედო ჩემთან მოკარება!
მხოლოდ ეს ვუთხარი და უკანმოუხედავად გავიქეცი.დიდხანს მესმოდა მისი ყვირილი მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და ატირებულმა განვაგრძე გზა. მთაწმინდაზე აღმოვჩნდი. აქ ხშირად დავდიოდი მშობლებთან ერთად. ტყუპები მხოლოდ ათ წლამდე დაგვყვებოდნენ,მერე კი გადაწყვიტეს რომ დიდები იყვნენ და ჩვენთან ერთად წამოსვლას აღარ კადრულობდნენ.მოგონებები გულში ეკლებივით მერჭობოდნენ...მტკენდნენ...უზარმაზარ ტკივილს მაყენებდნენ.აღარ შემეძლო,ამდენის ატანა მარტოს აღარ შემეძლო!ამიტომაც ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე სადაც უამრავი გამოტივებული ზარი და შეტყობინება დამხვდა,მაგრამ ისინი ცოტა ხნით დავივიწყე და დიტოს დავურეკე.
-ალო!
ძლივს ამოვიკნავლე.
-თაკო? კარგად ხარ?
-კი...არა...არ ვიცი!
-სად ხარ? რა გჭირს?
-ჩემთან მოდი რაა!
-კარგი ვიცვამ და გამოვდივარ,მაგრამ სად ხარ?
-მ...მთაწმინდაზე!
გულამოსკვნილი ვტიროდი.
-კარგი,ფეხი არ მოიცვალო, თხუთმეტ წუთში მანდ ვარ!
-გე...გელოდები.
მხოლოდ ეს ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. ისევ გაისმა ზარის ხმა.სანდრო რეკავდა მაგრამ არ ვუპასუხე.კიდევ დარეკა და არც ახლა ვუპასუხე. ასე რეკავდა მანამ სანამ ტელეფონი საბოლოოდ არ გამოვრთე.ოც წუთში დიტოც გამოჩნდა.გიჟის სახე ჰქონდა,ფეხზე წამოვვარდი,მასთან მივირბინე და მაგრად ჩავეხუტე. მანაც მომხვია ხელები და თმაზე ფერება დამიწყო.
-კარგი..კარგი აქ ვარ! ნუღა ტირიხარ.
-დიტოო!
-კარგი დამშვიდდი და მომიყევი რა მოხდა?
ცოტახანს კიდევ ვიყავი მასზე აკრული,ბოლოს,როცა ცოტა დავმშვიდდი მოვშორდი და იქვე დიდ ლოდზე ჩამოვჯექი. ყველაფერი ვუამბე ალექსანდრეს ამბის გამოკლებით.დამწუხრებული სახე ჰქონდა და ვერაფერს მეუბნებოდა.მივხვდი რომ ისიც დავამძიმე ჩემი ამბებით და საკუთარ თავზე ნერვები მომეშალა.
-ბოდიში დიტო! შენთვის არ უნდა დამერეკა,მაპატიე!
-ნუ სულელობ თაკო,ოთხი წელია გიცნობ და სულ მე გიყვები ჩემი ცუდად ყოფნის შესახებ და ახლა როცა შენ დაგჭირდი არ უნდა მოვსულიყავი?
-არ მინდა რომ თავს ვალდებულად თვლიდე ჩემთან მიმართებაში.
-თაკო ნუ სულელობ თქო!
-არ ვსულელობ! რომ მოგიყევი ამით რა შეიცვალა? დამიბრუნდნენ მშობლები?არა! ტკივილი შემიმსუბუქდა? არა! აი შენ კი ჩემი ამბით დაგამძიმე. ბოდიში რომ ამ დროს შეგაწუხე.გთხოვ წადი!
-თაკო უცნაურად იქცევი!
-ალბათ იმიტომ რომ უცნაური ვარ!
-ასეთი არ იყავი.
-ვიყავი,უბრალოდ შენ ვერ ამჩნევდი.
-ახლა რა შეიცვალა?
-ყველაფერი ....და გთხოვ წადი!მარტო მინდა ყოფნა.
-გეტყობა რომ ვაჩეს და ხარ!
ამოისისინა დიტომ.
-დიახაც! და ამით რის თქმას ცდილობ?
წამოვენთე მე. ზედმეტად მოქმედებდა ჩემს ნერვებზე.
-იმის რომ ვაჩესნაირი ხარ! გინდა რომ ყველა შენ გეგებოდეს ფეხქვეში?
-რაა? ჯერ ერთი ეგ ახლა რა შუაშია?მეორე რა შემატყვე ეგეთი რომ ამის თქმის სურვილი გაგიჩნდა? და საერთოდ რა გინდა ჩემგან? ბოლო დღეებია არც მელაპარაკები და საერთოდაც უაზრო რაღაცეებზე მეკამათები და რა ხდება? რამე დავაშავე?
-ხო! იმ ნაბ**ვარ ალექსანდრესთან ზედმეტად დიდ დროს რომ ატარებ ვერ ხვდები?
-ალექსანდრე! ალექსანდრეა ამის მიზეზი?
-ხო!
-და რატომ? რას ვაკეთებთ არასწორად? მასზე ეჭვიანობ?
-არ მაქვს მიზეზი? მასთან უფრო დიდ დროს ატარებ ვიდრე ჩემთან!
-დიტო არასწორად აფასებ სიტუაციას,ეგ ერთი! და მეორე შენც დიდ დროს ატარებ სხვა გოგონებთან,მაგრამ მე არაფერს ვამბობ!
-და ამის რის თქმა გინდა?საერთოდ რა გინდა?
-მე კი არა შენ რა გინდა? ჩემგან რას ითხოვ?
-დაშორებას! მინდა რო დავშორდეთ! გაუსაძლისი გახდა შენთან ურთიერთობა!
გამომეტყველება შემეცვალა,დაბნეულმა ავხედე მას,მეგონა რომ ხუმრობდა,მაგრამ არა! სახეზე სრული სერიოზულობა ეხატა.
-თუ ასეა..... -ერთ ხანს ჩავფიქრდი,ცას მივაშტერდი,მერე კი ისევ დიტოს გავუსწორე მზერა- კარგი!
-თაკო მისმინე...არ მინდა შენი დაკრგვა....უბრალოდ..უბრალოდ აღარ მიყვარხარ. სხვა მიყვარს!
-წაეთრიე!
ბოლო ხმაზე დავუკივლე,თუმცა ადგილიდან განძრევის საშუალება არ მივეცი ისე გავკარი მხარი და უკანმოუხედავად დავტოვე იქაურობა. სახლში დაღლილი მივედი. კარები რომ გავაღე ერთდროულად ხუთი თავი მოტრიალდა ჩემკენ.
-სად იყავი გოგო ამ დრომდე?
ფეხზე ყვირილით წამოიჭრა ვაჩე,ჩემთან მოვიდა და მხრებში მტაცა ხელი. მე კი დაღლილმა ავხედე და ხელზე ხელი დავადე .
-ახლა არა გთხოვ! ხვალ თუ გინდა მომკალი,მაგრამ ახლა არა რა!
გაბრაზებული სახე მომენტალურად დაუწყნარდა და გაკვირვებულმა შემომხედა.
-რა გჭირს? კარგად ხარ?
-სხვა დრის იყოს...
მხოლოდ ეს ვუთხარი და მასაც გავეცალე. თვალი ალექსანდრეს მოვკარი. თვალები მასაც ამღვრეოდა და ჩასწითლებოდა,თუმცა მაშინვე მოვაშორე მზერა და კიბეებზე დაღლილი ავლასლასდი. შხაპი მივიღე და საწოლში შევწექი.ცოტა ხანში მივხვდი რომ საწოლის ორივე მხარე ერთდროულად ჩაიზნიქა.თვალების გახელა არ დამჭირვებია,ისე მივხვდი რომ ტყუპები მომიწვნენ, მეც მათ მკლავებში გავიტრუნე....

დილით უჩვეულოდ კარგ ხასიათზე გავიღვიძე.ალბათ იმიტომ რომ ჩემი დაბადების დღე იყო.თექვსმეტი წლის ვხდებოდი და "ჭკუაზე არ ვიყავი".საწოლიდან სწრაფად წამოვვარდი,საჭირო ნივთები ავიღე და სააბაზანოში შევიკეტე.თავი რომ მოვიწესრიგე ქვემოთ ჩავედი,სამზარეულოში შევაბიჯე თუ არა ტყუპები კარადის უკნიდან გამომიხტნენ გილოცავ-ს ძახილით. ორივეს მაგრად ჩავეხუტე და მადლობა გადავუხადე. მაცივრიდან პატარა ტორტი,უფროსწორად ტორტის მსგავსი რაღაც გამოიღეს,სანთელი ჩაარჭეს და ჩემკენ მოარუნეს. ჯერ სამზარეულოს მოვავლე თვალი,რომელიც სულ ფქვილში და კრემში იყო ამოსვრილი,მერე კი ბიჭების მაისურებს. ძნელი მისახვედრი არ იყო რომ "ტორტი" მათი გაკეთებული იყო.მართალია ტორტის ფორმა არ ჰქონდა,უფროსწორად ფორმა საერთოდ არ ჰქონდა, მაგრამ მაინც გემრიელი აღმოჩნდა. მუცელი რომ ამოვივსე ტყუპების ნახელავით ორივე კოცნით დავასაჩუქრე და კარების გასაღებად წავედი,რადგან განუწყვეტლივ რეკავდა ზარი. კარების გაღება და ანის შემოვარდნა ერთი იყო. მაგრად მომეხვია და ჩამკოცნა. მის უკან ბაბლუანების უფროსი ვაჟი იდგა ბუშტებითა და საჩუქრის ყუთი. ანის რომ მოვშორდი ახლა მას გადავეხვია,მადლობა გადავუხადე და საჩუქრები გამოვართვი. არ დაგიმალავთ და ალექსანდრესაც ველოდებოდი,თვალი სულ კარებისკენ გამირბოდა,რაც ანიმ შეამჩნია და ეშმაკური ღიმილით და თვალის ჩაკვრითაც დამასაჩუქრა,მე კი დავეჭყანე და ყურადღება ისევ ბიჭებზე გადავიტანე.
-დღეს სახლში აპირებთ ჯდომას?
თავი წამოყო ანიმ
-არა,სადმე წავიდეთ და გავერთოთ..
-კლუბზე რას იტყვით?
თავისი იდეა გაგვაცნო თორნიკემ.ვაჩე ერთხანს ჩაფიქრდა,მე და ანის გვაკვირდებოდა და ალბათ იმაზე ფიქრობდა ღირდა თუ არა ჩვენი წაყვანა.
-ვაჩე გთხოოვ!
გავეკრიჭე მე,მას კი გაეცინა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
-აუ თაკუნ მე რო არ წამოვიდე გაგიტყდება?
თვალებმოჭუტული მომიტრიალდა ცოტნე.
-აუუუ რატო? გთხოვ რა წამოდი!
-არ მინდა, არ ვარ ხასიათზე და გეხვეწები არ გამებუტო რა!
-აუუ ცოტნე კარგი რაა! მაშინ არც მე წავალ! არ მინდა შენს გარეშე!
გაბუსხული ვუყურებდი ჩემს ძმას.
-კარგი ჯანდაბას,მაგრამ იცოდე მე ადრე წამოვალ სახლში და პრეტენზიები არ მიიღება!
-კარგი!
გახარებულმა შემოვკარი ტაში,მასთან მივირბინე და მაგრად ჩავეხუტე.
საღამომდე ყველა ერთად ვიყავით. მერე კი ანი და თოკო წავიდნენ,მომზადება უნდა მოესწროთ. მეც ჩემს ოთახში ავედი და მომზადება დავიწყე.
ტანზე მომდგარი,ტყავის შავი შარვალი,წითელი ტოპი და შავი ტყავის "კურტკა" ჩავიცვი. მკვეთრი მაკიაჟი გავიკეთე და გრძელი,ქერა თმები გავიშალე. რვა საათზე ყველანი კლუბის წინ ვიდექით,მათ შორის ალექსანდრეც.ერთ-ერთ მაგიდასთან დავსხედით და საუბარი დავიწყეთ. ბიჭებმა საკმაოდ დალიეს,მე და ანის კი ძალიან ცოტა დაგვალევინეს,თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ დავმთვრალიყავი. ალექსანდრე წამოდგა ფეხზე,ჩემთან მოვიდა და საცეკვაოდ გამიწვია. მეც დავთანხმდი და ორივე ერთად წავედით საცეკვაო მოედნისკენ.მან ხელები წელზე მომხვია,მე კი კისერზე და მუსიკას ტანი ავაყოლეთ.თავი ჩემს ყურთან მოწია და ჩურჩული დაიწყო.
-მაპატიე ჩემი სიტყვები...ვიცი გაწყენინე,ასე არ უნდა მოგქცეოდი მაგრამ თავი ვერ შევიკავე.....სიმართლე ის არის რომ...მაშინ არ მიხუმრია..მე..მე მართლა შემიყვარდი!
ამ სიტყვების გაგონებაზე გავშრი,გავქვავდი. დამფრთხალმა ავხედე,მეშინოდა რომ ისევ იგოვეს გაიმეორებდა,ისევ მეტყოდა რომ ხუმრობდა. მაგრამ არა,მის თვალებში მსგავსი რამ არ იკითხებოდა,არც სახეზე ეწერა რამე. მხოლოდ მიღიმოდა,თბილად. თვალები ამიცრემლიანდა და მთელი სხეულით ავეკარი. გაეღიმა მივხვდი,ვიგრძენი.
-ეს როგორ გავიგო?
მკითხა ეშმაკურად.
-როგორც გინდა!
არც მე დავაკელი მაიმუნობა.
-ანუ მომიწევს შენს ძმებს შენი ხელი ვთხოვო.
ამზე ორივეს გაგვეცინა და ისევ ჩავეხუტეთ ერთმანეთს.
ორი წუთი ასე ვიდექით,მერე მომშორდა,ჯიბიდან წითელი კოლოფი ამოიღო და გამომიწოდა.გავხსენი,იქ კი ანგელოზის ფორმის კულონი და ცეპი დამხვდა. თვითონვე ამოიღო და გამიკეთა. მე კი ისევ ჩავეხუტე.
-რა მეშველება სექტემბრიდან? მითუმეტეს იმის შემდეგი სექტემბრიდან!
-რატომ მაინცდამაინც სექტემბრიდან?
გაკვირვებულმა მკითხა.
-უკვე მეთორმეტე კლასელი ხარ ბატონო ალექს,სექტემბრიდან ჩემთვის არ გეცლება. იმის შემდეგი სექტემბრიდან კი სკოლაში საერთოდ აღარ იქნები!
-შენ ასეთი სულელური რაღაცეები როდიდან გაწუხებს?
-იმის შემდეგ რაც შემიყვარდი.
-ოჰოო! მაინც როდიდან?
-ყველაფრის ცოდნა არაა საჭირო!
ენა გამოვუყავი და ჩვენი მაგიდისკენ ავიღე გეზი,ალექსანდრეც გამომყვა.
ტყუპებს თვალს ვერ ვუსწორებდი,მეშინოდა რომ გამშიფრავდნენ.
-გოგონაავ!
დამიძახა ცოტნემ და მეც ავხედე.
-არაფრის ახსნას არ გთხოვთ დამშვიდდი,ისედაც კარგად გხედავდით ყველაფერს!
მითხრა ისევ ცოტნემ და დამეჭყანა. მე უარესად ამიწითლდა ლოყები და თავი ჩავხარე.
-მეჩვენება თუ მორცხვობს?
თითით ჩემკენ ანიშნა ანიმ.
-ვიღაცა აირტყაავს!
მამის მკვლელი თვალებით გავხედე ანის. გართობა ისევ გავაგრძელეთ. უკვე აღარავინ გვიშლიდა სასმლის დალევას და არც თვითონ სვავდნენ ცოტას. ბოლოს ყველანი გათხლეშილები წამოვდექით სკამებიდან და გარეთ გავედით.წვიმდა. ბიჭებმა მე და ანი ტაქსით გაგვიშვეს და თორნიკეც გამოგვაყოლეს. თავად კი ალექსანდრეს მანქანით გადაწყვიტეს წასვლა. ვთხოვდი რომ არ წასულიყვნენ,მაგრამ სამივემ დაიჩემა და აზრი ვერ შევაცვლევინე.ტაქსში ჩავჯექით,ჯერ ჩვენ დავიძარით და მერე ისინი. ტელეფონზე ესემესი მომივიდა. გავხსენი და თვალები ამემღვრა.დედასგან იყო მოწერილი. პირველი ხაზის წაკითხვა მოვასწარი მხოლოდ საიდანაც დაბადების დღეს მილოცავდა,მერე კი მუხრუჭების,სიგნალის,მსხვრევისა და ბოლოს აფეთქების ხმა გაისმა. სისხლი გამეყინა,ტაქსის მძღოლს ვთხოვე გაეჩერებინა,მანაც სვლა შეანელა და მანქანა ბოლომდე არც იყო გაჩერებული რომ გადავხტი. იმ მხარეს მივრბოდი საიდანაც ხმა მოდიოდა და ვლოცულობდი რომ ბიჭები არ ყოფილიყვნემ,თან ალექსანდრეს ნაჩუქარ ანგელოზს ხელს არ ვუშვებდი. ანი და თორნიკეც უკან მომყვებოდნენ. ათი წუთიანი სირბილის შემდეგ ხალხის ჯგუფი დავინახე. ბრბო ძალით გავარღვიე და დანახულმა ადგილზე გამაშეშა.მუხლებზე დავეცი და ბოლო ხმაზე ავკივლდი. ჩემს წინ სამი ბიჭის,სამი საყვარელი ადამიანის უსიცოცხლო სხეული იყო. სახე და სხეული სამივეს სისხლით დასვროდა. ვკიოდი და შველას ვითხოვდი. ვთხოვდი რომ სასწრაფოში დაერეკათ. თითოეული წუთი,თითოეული წამი საუკუნედ მეჩვენებოდა.ვგრძნობდი რომ მიწა ფეხქვეშ მეცლებოდა.ისტერიკაში ჩავვარდი,მიწას ხელებს ვუშენდი. სულ დამისისხლიანდა,მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი. იქამდე ვიყავი გონს სანამ სასწრაფოს მანქანის სირენების ხმა არ გაისმა,მერე კი თავით სიბნელეში გადავეშვი.
გონს რომ მოვედი გარემოს თვალი მოვავლე და მივხვდი რომ პალატაში ვიწექი. თავში ყველაფერი ამომიტივტივდა და ცრემლები წამსკდა. ფეხზე სწრაფად წამოვდექი და პალატიდან გავვარდი.ანი და თორნიკე სკამზე ისხდნენ სახეწაშლილები. ჩემს დანახვაზე ანი ფეხზე წამოიჭრა და მაგრად მომეხვია.
-ბიჭები...ბიჭები როგორ არიან?
-თაკო სუსტად ხარ.დაჯექი!
-ანი როგორ არიან მეთქი?
ხმას ავუწიე.
-დაჯექი და გეტყვი!
მეც დავემორჩილე,სკამზე ჩამოვჯექი და ინტერესიანი თვალები მივაპყარი.
-ვაჩეს და ალექსანდრეს მდგომარეობა სტაბილურია.მალე პალატაში გადაიყვანენ.
ამის გაგონება იყო და შვებით ამოვისუნთქე. მაგრამ როგორც კი გავაანალიზე ანის ნათქვამი ისევ თვალები ვჭყიტე.
-ცოტნე? ცოტნე როგორაა?
-......
-ანი ცოტნე როგორ არის მეთქი ნუ მაგიჟებ!
...
-თორნიკე შენ მაინც მითხარი რა სჭირს ცოტნეს? ხო კარგადაა? მას არაფერი მოსვლია,ხომ ასეა?
-თაკო..თაკო ის შეიძლება დავკარგოთ.
ამის გაგონება იყო და სკამზე ისევ მძიმედ დავეხეთქე. თავი ხელებში ჩავრგე და ავტირდი.ისევ ისტერიკები დამემართა.
-არა! არა! არა! მას არაფერი მოუვა! არ მიმატოვებს!
ვკიოდი მთელ ხმაზე და თორნიკეს ხელებში ვფართხალებდი.
-თორნიკე მომშორდი თორემ გაწყენინებ!გამიშვით ჩემი ძმა უნდა ვნახო!
-გაუშვი, მაინც არ გაჩერდება!
ჩახლეჩილი ხმით უთხრა ანიმ და ცრემლების ახალი ტალღა გადმოუშვა თვალებიდან.რეანიმაციაში იყო ჩემი ძმა. მძიმედ იყო,ძალიან მძიმედ. ამას სულელიც კი მიხვდებოდა. უამრავი მილი ჰქონდა შეერთებული,გულისცემა კი სუსტი იყო. პირველი ორი დღე საშინელება იყო. მერე ალექსანდრე და ვაჩე გონს მოვიდნენ.ვაჩესთან რომ შევედი ცრემლად დავიღვარე,თუმცა შეძლო და გამამხნევა. ის ხომ ვაჩე იყო? ჩემი ვაჩე!
მერე ალექსანდრეს სანახავად შევედი. თვალები დახუჭული ჰქონდა მაგრამ არ ეძინა.მასთან მივედი,მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე და მივაშტერდი. შეკრთა,მიხვდა რომ მე ვიყავი მაგრამ თვალები მაინც არ გაუხელია.
-მაპატიე!
ამოიბუტბუტა.
-რა? რა ვაპატიო?
-ჩემი ბრალია რომ ასე მოხდა!
-რა სისულელეა! ასე ნუ ფიქრობ!
-მაგრამ ეს ხომ ასეა?
თვალები გაახილა და ჩემკენ შემოტრიალდა. საშინელი სიცივე შაჰბუდებოდა-საჭესთან მე ვიჯექი!ესეიგი ჩემი ბრალია!
-ეს უბედური შემთხვევა იყო ალექსანდრე! ეს არავის ბრალი არაა!
გული მიკვდებოდა როცა ვხვდებოდი რომ ის ამ ამბავში საკუთარ თავს ადანაშაულებდა.
-თქვენთვის კარგი არაფერი მომაქვს! ყველაფერს ვანადგურებ!
-ასე ნუ ამბობ....გთხოვ!
-მაგრამ ეს რეალობაა! რატომ უნდა მოვიტყუო თავი? შეიძლებოდა ჩემს გამო ბიჭები დახოცილიყვნენ! მათ რომ რამე მოსვლოდათ...რომ რამე მოსვლოდათ როგორ უნდა მეცხოვრა? შენთვის თვალებში როგორ შემომეხედა? ჩემი ბრალია ყველაფერი! რომ დამეჯერებინა შენთვის ასე არ მოხდებოდა! ჯანდაბა! ყველაფერს ვანადგურებ!
მისთვის აღარაფერი მითქვამს.ავდექი და წამოვედი. გონს მოსვლიდან მესამე დღეს ვაჩე და ალექსანდრე საავადმყოფოდან გამოწერეს.ვაჩე ალექსანდრეს დაელაპარაკა და უთხრა რომ თავის დადანაშაულება დიდი სისულელე იყო. როგორღაც დაითანხმა და ისიც ჩვენთან ერთად წამოვიდა სახლში. ერთი კვირა ცოტნესგან არაფერი ისმოდა.არანაირ ნიშანს არ გვაძლევდა რომ დავემშვიდებინეთ. ალექსანდრეც ჩვენთან ერთად დადიოდა,თუმცა ისევ იმავე აზრზე იდგა.ფიქრობდა რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო. საშინელ დღეში ვარდებოდა როცა ცოტნეს უსიცოცხლო სხეულს უყურებდა. თუმცა ეს ყველაფერი წარსულში დარჩა,ერთი კვირის შემდეგ ცოტნემაც დააბრიალა თავისი თვალები და ყველას მოგვცა უფლება შვებისვან ამოგვესუნთქა. უზარმაზარ სიხარულს ვგრძნობდი. რომ ვუაზრებდი რისი გადატანა მოგვიხდა ტანში უსიამოვნოდ მცრიდა.მეორე დღეს ცოტნეც პალატაში გადაიყვანეს. ყველა მასთან ვიყავით და ათას რამეს ვიხსენებდით,ვერთობოდით და ვმაიმუნობდით. უცებ ალექსანდრე წამოდგა ფეხზე,ჩემთან მოვიდა და მთხოვა რომ გავყოლოდი. მეც გაკვირვებული წამოვდექი ფეხზე და მას უკან გავყევი.დერეფნის ბოლოს გაჩერდა,ჩემი ხელები თავისაში მოიქცია და ასე მოყურებდა. თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა,ჩაფიქრებული მეჩვენა.
-ალექსანდრე რა ხდება?
-თაკო....არ ვიცი როგორ გითხრა! ყველაფერმა ჩაიარა მაგრამ არ შემიძლია თვალებში ისე გიყურებდეთ ვითომ არაფერი მომხდარა.
-ალექსანდრე ამაზე ხომ ვილაპარაკეთ?
-ჩშშშ მაცადე...ყველა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით რომ ეს ყველაფერი ჩემ გამო მოხდა. დავფიქრდი და მივხვდი რომ თუ თქვენს გვერდით ვიქნები მუდამ საფრთხე შეგექმნებათ,გამუდმებით რაღაც უსიამოვნება იქნება თქვენს თავს....
-რისი თქმა გინდა?
აკანკალებული ხმით ვკითხე. თვალებზე ცრემლი მომაწვა როცა გავაანალიზე საუბარი საითაც მიჰყავდა.
-მე უნდა წავიდე....უნდა მოგშორდეთ! შეეცადე დამივიწყო....მაპატიე.
ყურთან სველი კოცნის კვალი დამიტოვა და მომშორდა. წავიდა და ყველაფერი თან წაიღო. წავიდა და ასე ცარიელი,გამოფიტული და სრული არარაობა დამტოვა.

ამბობენ ღამეს დღე მოსდევსო,მაგრამ არავის უთქვამს რომ დღესაც მოსდევს ღამე. მეგონა ყველაფერი დამთავრდა,ყველაფერი ცუდი წარსულში დავტოვე,ყველა ბარიერი გადავლახე და ის იყო უნდა ამომესუნთქა,ბედნიერებით დავმტკბარიყავი და კაშკაშა მზისთვის,რომელიც ჩემს ცხოვრებას ანათებდა თვალი გამესწორებინა რომ უეცრად დაბნელდა,მოიღრუბლა და ცა თავზე ჩამომექცა. ის ის იყო ყური ბულბულის გალობისთვის უნდა დამეგდო როცა მეხის გავარდნის ხმა მომესმა. ჯერ მშობლებმა მიმატოვეს,მერე კინაღამ სამი საყვარელი ადამიანი დავკარგე,ახლა კი ალექსანდრემ მიმატოვა. და რის გამო? იმის გამო რომ საკუთარ თავს ვერ ჰპატიობდა. განა მართლა მისი ბრალი იყო? არა! მისი რა ბრალია თუ სველ ასფალტზე მანქანა მოცურდა? ჯანდაბა! ყველა ასე რატომ მტოვებს? რატომ მიტოვებს უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას?
საპირფარეშოში გავედი. ცივი წყალი შევისხი სახეზე რომ ცოტათი მაინც მოვსულიყავი გონს.ნიჟარას დავეყრდენი და სარკეში საკუთარ თავს გავუსწორე თვალი და მეც არ მახსოვს რას ვეუბნებოდი. ვეცადე დავმშვიდებულიყავი,ცრემლი არ წამომსვლოდა და ისევ ისე,მშვიდი და ლაღი დავბრუნებულიყავი პალატაში. გამომივიდა კიდეც,სახეზე არაფერი მეტყობოდა,არც თვალებზე. ვთქვი და შევასრულებ კიდეც,მან მე ეს მთხოვა.მთხოვა და თხოვნაზე უარს ვერ ვეტყვი,დავივიწყებ! ჩემი ცხოვრებიდან გავაქრობ! რომ არ დავივიწყო რა დამიბრუნდება? ჰაჰ სასაცილოა! მან მე მიმატოვა.ეს გზა აირჩია და არც მე ვაპირებ ამ უაზრო საქციელის გამო ცრემლად დავიღვარო. ადამიანები ხომ ერთ ადგილას ვერ ჩერდებიან? ზოგი მიდის,ზოგი კი მოდის.მშვიდად,აუჩქარებლად მივიკვლევდი გზას კორიდორში. პალატაში დავბრუნდი და ისევ იმ სავარძლის კიდეზე ჩამოვჯექი სადაც ვაჩე იჯდა.
-ტურფა სად დაკარგე?
გამეღრიჯა ცოტნე.
-ვინ?
ურეაქციოდ ვკითხე.
-შენი ტურფა! ალექსანდრე!
-წავიდა.
ცივი ხმით ვუპასუხე,იმდენად ცივით რომ საკუთარი თავის თავადვე შემეშინდა.
-სად?
ერთდროულად წამოიძახეს ტყუპებმა.
-არ ვიცი...საფრთხეს გიქმნით და უნდა წავიდე,მაპატიეო.მხოლოდ ეს მითხრა მეც და წავიდა.
მხრები უდარდელად ავიჩეჩე.
-შენ კარგად ხო ხარ გოგო სად წავიდა? რატომ არაფერი უთხარი? რატომ არ შეაჩერე? ესაა შენი სიყვარული? ერთი სიტყვაც არ დაგცდენია ასე დებილივით ედექი და ემშვიდობებოდი ხო?
გამწარებული სიტყვებს ისროდა ვაჩე. სიტყვებს რომლებიც გულს მიფლეთდნენ.
-შენ კარგად ხო ხარ ბიჭო? რაებს ეუბნები? თავი მოთოკე!
წამოენთო ცოტნე.
-ჩაი**ვი რა! ვიცი რასაც ვამბობ! რამე ტყუილი ვთქვი!
-წესიერად ილაპარაკე თქო ბიჭო თორე ახლა ამ წვეთოვანს გესვრი!
-მიდი აბა სცადე და თან რომ გადმოჰყვები ნახე მერე!
-რანაირად იქცევით ბიჭო.დამშვიდდით!
ჩაერია თორნიკეც.
-რანაირად დავმშვიდდე არ გესმის რაებს ეუბნება?
ხელი გაიშვირა ცოტნემ ვაჩესკენ.
-ცოტნე ახლა შენი თავი არ მაქვს და ვეჭვობ არც შენ გაქვს შესაძლებლობები მაგრამ მაქედან რო ადგები ნახე რაც მოგივა!
-დავაი რა! არავინ დააფრთხო!
-შენ ზედმეტები ხო არ მოგდის ბიჭო? უკვე ბევრს რო ლაპარაკობ ვერ ხვდები?
-აა არ ხარ მიჩვეული რომ ცოტნე სერიოზულ წინააღმდეგობას გიწევს? ეს მე კი არა შენ მოგდის ზედმეტი! თავი ვინ გგონის ვაფშე? არანაირი უფლება არ გაქვს რომ განკარგულებები გასცე! რაც შენ ხარ იგივე ვართ ჩვენც! არც არავისზე მეტი ხარ და არც არავისზე ნაკლები! ნურავისზე იყრი ჯავრს იმიტომ რომ შენ დაიჩემე შუა გზაში ცეკვა,იმანაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ამიტომ ვართ ასეთ დღეში!........ აჰა ეს გინდოდა? ამის მოსმენა გინდოდა? მაინც გამომიყვანე მდგომარეობიდან და მათქმევინე ის რისი თქმაც არ მინდოდა......და ნუ მიყურებთ ეგეთი გაოგნებულები. უკვე ყელშია ყველა და ყველაფერი!
-რაღა უნდა გითხრა?! ჩემი ბრალი ყოფილა!
გამტყდარი ხმით ამოიხრიალა ვაჩემ.ყველას ჩამქრალი თვალები მოგვავლო. მეორედ დავინახე მის თვალებში ცრემლი. პირველად მაშინ როცა ვიჩხუბეთ და მეორედ ახლა. გული შემეკუმშა მის შემყურე. ცხოვრებაში ორჯერ წამოუვიდა ცრემლი და ორივეჯერ ჩემგამო.თავი ჩახარა და პალატა დატოვა.
-სად მიდიხარ ბიჭო?
ხმამაღლა გასძახა ცოტნემ.
-ჯანდაბა! ამის დედაც...
თან მილებს იხსნიდა ცოტნე და თან იკურთხებოდა. ყველაფრისგან რომ განთავისუფლდა ფეხზე წამოდგა და ისიც ვაჩეს გაჰყვა.კარის ზღურბლზე ვიდექი და ვაკვირდებოდი. ვაჩე დერეფნის ბოლოს კედელთან იყო ჩაკეცილი და თავი ხელებში ჩაერგო.ცოტნე მივიდა,ფრთხილად დაიხადა მისკენ,ხელი გადახვია და გვერდით მიუჯდა. თავი თავზე მიადო და ლაპარაკი დაუწყო. მათ შემყურე გულში რღაცამ გამკრა და მეც პალატაში შევბრუნდი.

...........ცოტნე.........

თაკომ რომ თქვა ალექსანდრე წავიდაო მივხვდი,ამას სერიოზულად ამბობდა. ვიცნობ ალექსს და ვიცოდი რომ ამას როდეშღაც აუცილებლად გააკეთებდა.დღეს თუ არა ხვალ მაინც. ვაჩეს სიტყვით გამოსვლამ მივხვდი როგორ ატკინა თაკოს,მაგრამ ჩემმა დამ არაფერი შეიმჩნია. სწორედ ამ ურეაქციობამ გამამწარა. იდგა და უსმენდა,უსმენდა იმ სიტყვებს რომლებიც დარწმუნებული ვარ შინაგანად ანგრევდა. ვაჩეს გაჩუმებას შევეცადე,მაგრამ იმდენი ქნა რომ აქეთ გავხდი გასაჩუმებელი.გამწარებულმა ვერც კი გავაანალიზე რომ ყველაზე რთულად ასატანი სიტყვები ვუთხარი ვაჩეს.ვიცნობ ჩემს ძმას და ვიცი ამას ცხოვრების ბოლომდე შეინახავს გულში. როცა შემომხედავს მის თვალებში ყოველთვის დავინახავ მცირეოდენ წყენასა და იმედგაცრუებას. პალატიდან რომ გავიდა ასე,ნაწყენი სულ მთლად გავნადგურდი. ჩემს ტყუპს იშვიათად სწყინს რაღაცეები და ამ იშვიათ მოვლენებს არასოდეს ივიწყებს. მერჩივნა ეყვირა,ეღრიალა,თუნდაც ხელით შემხებოდა მაგრამ ხმაჩახლეჩილს არ ეთქვა მართალი ხარო. ხელით რომ შემხებოდა მეც დავუბრუნებდი, ასე ერთი-ორს მოვდებდით ერთმანეთს და ისე შევროგდებოდით ამ ჩხუბში რომ ვერც კი გავიგებდით. მაგრამ არა! ის არ გაბრაზებულა.მას ეწყინა. უკან გავყევი,ძლივს მივფრატუნდი დერეფნის ბოლოში. იქ სადაც ჩემი ტყუპი იჯდა და თავისთვის,მარტო,ყველასგან მალულად ტიროდა.მის გვერდით ჩამოვჯექი,თავი თავზე მივადე და ერთი ღრმად ამოვიოხრე. ვიცოდი,რომ არაფერი მეთქვა ის მაინც გაიგებდა ჩემს სათქმელ. ჩვენ ხომ ტყუპები ვართ? ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის.მაგრამ ამ შემთხვევაში უთქმელობა უფრო გაამწვავებდა მდგომარეობას.
-არ მინდოდა ასე გამომსვლოდა!უბრალოდ...უბრალოდ თავი ვერ მოვთოკე...მეც არ ვიცი რა დამემართა,რამ მაიძულა ამის თქმა..ან რატომ წამოვროშე ეს სისულელე,მაგრამ მინდა იცოდე რომ შენი ბრალი არაფერია. ეს არცერთის ბრალი არ არის. მაშინ...გზა სველი რომ არ ყოფილიყო ეს არ შეგვემთხვეოდა. ერთადერთი მიზეზი ავარიისა არის წვიმა.წვიმა კი არცერთს არ მოგვიყვანია. ასეთი იყო ღმერთის ნება! გამოცდა მოგვიწყო.ეს გამოცდა კი ჯერ არ დამთავრებულა.გამოცდა,რომელსაც ღმერთი გვიწყობს ყველამ ერთად უნდა ჩავაბაროთ,ერთმანეთის გვერდში დგომით,ჩვენ კი ასე იქით-აქეთ ვიფანტებით! ამ გამოცდის შემდეგ ან ყველა ვიქნებით ან არავინ!
-რას მეწებები შე გამოქლიავებულო! ვერ ხედავ რო ოფლში ვიწურები?
ყველაფერს მოველოდი...იმასაც მოველოდი რომ ამ დამლაგებელს იატაკის ჯოხს გამოართმევდა და სულ ბეჭებში მირტყავდა მაგრამ ამას ნამდვილად არა. გამოშტერებულმა შევხედე.
-შენ დებილი ხო არ ხარ ბიჭო?
მეტად ლიგიკური კითხვა დავუსვი ამ მომენტში.
-კიდე მე ვარ დებილი? ამ შუა ივლისში მეხუტები და თავზე დამტირი და კიდე მე ვარ დებილი? და ვაფშე რას მიზიხარ აქ დავაი გაა**ვი პალატაში. რო შემოვალ საწოლში უნდა იწვე და ბულიონს უნდა ჭამდე!
-მართლა დებილი ხარ ეე!
ჩაფიქრებულმა შევხედე.
-დავაი პალატაში თქო!
წარბაწეულმა შემომხედა და თავით პალატისკენ მანიშნა.
.......
ტყუპები ერთმანეთზე გადახვეულები,ხარხარით შემივიდნენ პალატაში. მე,თოკომ და ანიმ სამივემ გამოშტერებულებმა შევხედეთ ერთმანეთს. რთული მისახვედრი არ იყო რომ ცოტნემ ვაჩე შემოირიგა,რაც ძალიან მახარებდა.
-რა გაცინებთ?
დაინტერესებულმა ვკითხე,რადგან სიცილს ჯერაც არ ეყვეტდნენ.
-შენი დებილი ძმა აილეწა დერეფანში და დამლაგებელ ქალს გამოეკიდა რატოა იატალი სველიო.
მითხრა ვაჩემ და ისევ ხარხარი განაგრძო. ახლა უკვე ჩვენც ავყევით და ყველამ ერთ ხმაში დავიწყეთ სიცილი. ნუ თუ ამას სიცილს ვუწოდებთ. დარწმუნებული ვარ გარეთ ისეთი ხმები გადიოდა რომ იფიქრებდნენ პალატაში ვიღაცამ ფერმა გააშენაო.
......
სახლში სამი დღის შემდეგ დავბრუნდით.ცოტნეც ჩიტივით იყო როგორც ამბობენ ხოლმე. ამ სამ დღეში თორნიკემ მოახერხა ალექსანდრესთან დაკავშირება და იმის გარკვევა რომ ალექსანდრე დიდი ხნით,ალბათ სამუდამოდაც გადაცხოვრდა ამერიკაში. სწავლას იქ განაგრძობდა და კარიერასაც იქ აიწყობდა.გულში რაღაც ჩამწყდა როცა ეს ყველაფერი გვითხრა თორნიკემ,მაგრამ ტყუპებმა დამამშვიდეს და თქვეს რომ ასე უკეთესი იქნებოდა.ის ჩვენთან მაინც არ გაჩერდებოდა და თბილისში დარჩენა უფრო გაუჭირდებოდა,ჩვენთან ასე ახლოს და თან ძალიან შორს ყოფნას ვერ გაუძლებდა,ამიტომაც სჯობდა წასულიყოო.
არ აგიღწერთ ალექსანდრეს გარეშე გატარებულ ოთხ წელიწადს. ოთხ ზაფხულს,ოთხ ზამთარს,ოთხ გაზაფხულსა და შემოდგომას.რომ გითხრათ ამ ოთხ წელიწადში მისი დავიწყება ვერ შევძელი და ყოველ ღამე მასზე ფიქრსა და მონატრებაში ვატარებდი თქო მოგატყუებთ.რათქმაუნდა მახსოვდა,მაგრამ მის მიმართ არანაირი გრძნობა აღარ გამაჩნდა. ალბათ არც მყვარებია. არ ვიცი...თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს? სკოლა ორი წლის წინ დავამთავრეთ მე და ანიმ. მეორე კურსზე ვართ. ტყუპები და თორნიკე კი მესამეზე.თავიდან მე და ანი სხვა უნივერსიტეტში მივხვდით,თუმცა ბევრი "ჩალიჩის" შემდეგ ჩვენც ბიჭებთან გადავედით.
ლექციის დაწყებამდე ნახევარი საათი გვქონდა,ამიტომაც მე და ანი იქვე კაფეში დავსხედით.
-ახალი ამბავი გაიგე?
-რა ამბავი?
-გოგოები სულ ამაზე ლაპარაკობენ და შენ ეტყობა გძინავს.
-იტყვი?
მობეზრებულად გადაბტრიალე თვალები და უემოციო სახით შევხედე.
-ამბობენ უცხოეთიდან ვიღაც ბომბა ბიჭი გადმოდისო.
ამაზე კი სიცილი ამიტყდა.
-გაფიცებ რაში მაინტერესებს ვინ გადმოდის? და ჭკვიანად იყავი არ ამაჭიკჭიკო ვიღაცვიღაცეებთან.
თვალი ჩავუკარი და დამპლურად გავუღიმე.
-ვისთანაც გინდა იმასთან იჭიკჭიკე მაგით ვერ შემაშინებ.
-გინდა ვცადოთ?
-არა!
ამაზე ორივეს გაგვეცინა.
-ადექი თორე ლეილას წიკვინს ვერ გავუძლებ სადმე წერია რომ სტუდენტს ლექციაზე დაგვიანების უფლება აქვსო რო დაიწყებს.
-კაი კაი ადექი!
გზაში სულ ახალ ბიჭზე მელაპარაკებოდა. ერთი სული მქონდა როდის მივაღწევდით უნივერსიტეტამდე რომ გაჩუმებულიყო.
-ვაიმე ანი დავიტანჯე არ მაინტერესებს თქო!
-ხო კარგი რა უჟმური ხარ ღმერთო ჩემო!........მაგრამ მე მაინც მგონია რო დაგკერავს.
ამის გაგონება იყო და ავისმომასწავებელი მზერით გავხედე. მან კი გამიცინა და შესასვლელისკენ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. მეც უკან ავედევნე და ასე გიჟებივით მივრბოდით უნივერსიტეტის ეზოში.მეცინებოდა და სირბილის თავი აღარ მქონდა,ამიტომაც გამასწრო.მე ცოტახანს შევისვენე და ისევ გავეკიდე. ასე მივრბოდი როცა კარებში ვიღაც გამოეჩხირა და პირდაპირ მას შევასკდი. წონასწორობა ვეღარ შევიკავე და რომ არა მისი ძლიერი მკლავები იატაკზე გავიშოტებოდი.
ჯერ ერთი თვალი გავახილე,მერე მეორე. როცა მივხვდი რომ ვიღაცის მკლავებში ვიყავი გახვეული მზერა ჭერს მოვაშორე და სახეზე დავაკვირდი.
ათი წუთი გაშტერებული ვუყურებდი იმ სახეს რომელიც ოთხი წელია არ მინახავს.ცინიკური ღიმილი მტყორცნა,რამაც ჩემი გამოფხიზლება გამოიწვიდა და როცა გავაანალიზე რა მდგომარეობაში ვიყავი ფართხალი დავიწყე.
-ხელი გამიშვი!
შევკივლე ბოლოს,როცა მივხვდი რომ ხელის გაშვებას არ აპირებდა.
-დარწმუნებული ხარ?
-რა? აბა არ ვარ დარწმუნებული? მომაშორე შენი ტორები იდიოტო!
მანაც პირდაპირ გაიგო ჩემი ნათქვამი და პირდაპირ იატაკზე დავენარცხე.ვერ აღგიწერთ რა დამემართა ამ მომენტში.მომხდარისგან ჯერ კიდევ გაოგნებული ვერ ვხდებოდი რა დამემართა,თუმცა მალევე გამოვფხიზლდი და გამწარებული წამოვვარდი ფეხზე.
-იდიოტო! რეგვენო!
-გოგონა ეს ხმა თქვენც გაიგეთ? თითქოს კოდალა უკაკუნებს ნისკარტს ხეს.
ვითომ დაინტერესებული მიუბრუნდა ერთ-ერთ სტუდენტ გოგოს. რომელიც მართლა პლასტმასის სათამაშო ბარბის გავდა,გადამწვარი ქერა თმითა და ძალით დაპრუწული ტუჩებით. ამ უკანასკნელმაც გამაღიზიანებლად გადაიკისკისა და უკა**ალის ქნევით გავიდა გარეთ.
-შე...შე...შე გაუთლელო ხეპრე!
გამწარებულმა ძლივს მოვიფიქრე სალანძღავი სიტყვა და უკანმოუხედავად დავტოვე უნივერსიტეტის შენობა.

ლეილას მოსმენის თავი ნამდვილად არ მქონდა. ამიტომაც ლექციის გაცდენა გადავწყვიტე.გარეთ რა უნდა მეკეთებინა არ ვიცოდი,ამიტომ უნივერსიტეტის შენობაში შევბრუნდი და დერეფანში,ერთ სკამზე დავჯექი როცა აუდიტორიის კარები გაიღო, ვაჩე კინწისკვრით გამოაგდეს და კარები ისევ დახურეს. ჩემმა ძმამაც ერთი შეუკურთხა და ჩემკენ მოტრიალდა. არ მელოდა,წარბაწეული მიყურებდა.მერე ჩემკენ დაიძრა და გვერდით მომიჯდა.
-აქ რა გინდა ქალბატონო?
-აუუ ლეილას ლექცია მაქვს და მაგის მოსმენის თავი ნამდვილად არ მქონდა,თან დავაგვიანე.
-აა კარგი და რატომ დააგვიანე?
-ერთმა იდიოტმა გამიტანა და...
-ვინ?
-თქვენი ძმაკაცი დაბრუნდა.
მობეზრებულად ვთქვი და მეორე მხარეს გავიხედე.ახლა ამ მხრიდან გაიღო კარები და იქედან ალექსანდრე გამოაგდეს.
-აი ეს!
ხელით ვანიშნე ალექსანდრესკენ. მანაც ჩემს ხელს გააყოლა მზერა, ალექსანდრეს დანახვისას სახე ღიმილმა გაუპო,ფეხზე წამოდგა და მისკენ წავიდა. მე კი ასე გამოშტერებული დამტოვა. მათ გავხედე,ისინიც დიდისამბით ერთმანეთს ეხვეოდნენ და მხრებზე ხელებს უპარტყუნებდნენ. ერთმანეთი რომ "მოისიყვარულეს" მონატრებულმა ძმაკაცებმა ჩემკენ წამოვიდნენ და ჩემ სკამზე დასხდნენ,ისე რომ მათ შორის მოვყევი მურმანის ეკალივით.
იმდენად უაზრო იყო მათი საუბარი რომ დაღლილი ფეხზე წამოვდექი და ფანჯარასთან დავდექი. ერთხანს გარეთ,სივრცეს მივშტერებოდი მერე კი მათკენ შევტრიალდი. მომლოდინე მზერით ვუყურებდი ჩემს ძმას,იქნებ მიმეხვედრებინა რომ ამ არსებასთან ყოფნა,რომელსაც ალექსანდრე ჰქვია ჩემთვის ომს ჰგავდა. დროდადრო აპარებდა ჩემკენ ვაჟბატონი მზერას,ვაჩესგან შეუმჩნევლად თვალს ჩამიკრავდა და ისევ განაგრძობდა ჩემს ძმასთან ბაასს,ეს კი ჩემს ნერვებზე ძალიან მოქმედებდა. ერთი სული მქონდა რომ ლექცია დამთავრებულიყო,ანისთვის ხელი ჩამევლო და უკანმოუხედავად დამეტოვებინა ეს ადგილი. როგორც იქნა ვიღაცამ ჩემი შველა გადაწყვიტა და დამირეკა. რატი მირეკავდა,ჩემი ყოფილი კლასელი. გამიხარდა მისი ზარი,რადგან მასთან საკმაოდ კარგი ურთოერთობა მაქვს.
-გისმენ რატუკი!
ბედნიერმა შემოვძახე. როგორც ჩანს ძალიან ხმამაღლა რადგან ალექსანდრესა და ვაჩეს ანთებული თვალები დავიმსახურე.
-როგორ ხარ ალქაჯო?
-კარგად შენ?
-რავი ვარ რა! რას შვები აბა? ემზადები ბანკეტისთვის?
-რისთვის?
გაკვირვებულმა წამოვიძახე მე.
-ხო კლასი ბანკეტის გადახდას ვაპირებთ,ორი წელი გავიდა ბოლოსდაბოლოს....მოიცა შენთვის არ უთქვამთ?
-არა და მაგიტომაც გამიკვირდა.
-არაუშავს,ალბათ დღეს აპირებდნენ დარეკვას მაგრამ მე დავასწარი. სიაში შენ და ანი ორივე ეწერეთ ამიტომ არ ინერვიულო არ გამოგაპარებდით ამ ამბავს.
-ვაი თქვენი ტყავის ბრალი რაა!
-რა ქენი გაიჩინე ვინმე?
-არა! და ეგ აღარ მკითხო გეხვეწები.
-რატო?
-სად მაქვს მე მაგის ნერვები?
-ვაიმე რა ბებიაჩემივით გაიძახი ყველაფერზე სად მაქვს ნერვები სად მაქვს ნერვებიო?
-არ გვაქვს ეს ნერვები და რა გინდა შენ კაცო?! შენ ის მითხარი შენკენ რა ამბებია?
-ოჰ ჩემკენ როა ამბები ისე უნდა.
-მაინც?
-ქეთა რო იყო ხოიცი? ჩვენი ქეთა!
-კი კაცო მაგას რა დამავიწყებს? ჩემი გოგოა ეგ!
-უნდა მოვიტაცო!
-ჰაა?
თავი ვეღარ მოვთოკე და წამოვიკივლე
-დააყენე ბიჭო საშველი? ძლივს არ თქვი? ღმერთო რადგან ამ დღეს მომასწარი ახლა თუ გინდა წამიყვანე ჩემი ქმარ-შვილით.
-ქმარ-შვილით?
-უიმე შე უბედურო რა დაგემართა ვღადაობ.
-ხო რავიცი მე...კაი კაი წავედი აბა მე და ერთ კვირაში გნახავთ.
-იქამდე არ დამირეკო ხო,შე უნამუსო ბიჭო!
-გადი მომშორდი შე ალქაჯო!
-ტარზანო!
-გაგვიგრძელდება თამრიკო!
-თამრიკო და ჭირი შენ! მეცხრე კლასის მერე არ დაგიძახია და რა ჯანდაბამ გაგახსენა?
-კაი კაი წავედი მშვენიერო და დაგირეკავ სხვა დროს.
-ვინც არ დამირეკოს?
-თაკოო!
-ხო კაი კაი კარგად!
ტელეფონი ღიმილით მოვიშორე და ჩანთაში დავაბრუნე.
-ვინ იყო?
ერთხმად შეჰყვირეს ამდენ ხანს ჩუმად მყოფებმა ბიჭებმა.
-თქვენ რა მისმენდით?
-ვინ იყო თქო?
ამოისისინა ალექსანდრემ.
-რა შენი საქმეა? გეკითხები რა შენი საქმეა? ვინ ხარ რომ ანგარიში ჩაგაბარო? რა უფლებით მისვამ ამ კითხვას?
-თაკო!
ხმა გაუმკაცრდა ვაჩეს.
-რა ვაჩე რა? რა გინდა მითხარი? მართლა,ვინ არის რომ "აჩოტები" ვაბარო? ოთხი წლის წინ რომ ეკითხა ვუპასუხებდი მაგრამ ახლა არა!ახლა ჩემთვის ის არავინაა შეიგნეთ!
აღარაფრის მოსმენა აღარ მინდოდა. ალექსანდრესთან ერთად გატარებული ყოველი წამი მოგონებებს მახსენებდა. აღარ მინდოდა წარსულში დაბრუნება,წარსულში რომელმაც იარები დამიტოვა.
ჩანთას ხელი დავავლე და აცრემლებული თვალებით ეზოში უკანმოუხედავად გავვარდი. ვაჩე დამეწია,ხელზე ხელი ჩამავლო და მაგრად ჩამიხუტა.
-კარგი დამშვიდდი! ბოდიში! ნუღარ ტირი გთხოვ!
-რა უნდა ვაჩე? რისთვის დაბრუნდა? რატომ იქცევა ასე? ხომ თქვა მივდივარო,ხომ თქვა თქვენთან ვეღარ ვიქნებიო?! თუ ასეა რატომ დაბრუნდა? ყველაფერი თავიდან რატომ გამახსენა? ხომ მთხოვა დამივიწყეო? თუ ასეა რატომ არ მაძლევს ამის საშუალებას?
-კარგი დამშვიდიი! ნუღარ ტირი გეხვეწები!
-აქედან წამიყვანე!
ცრემლები ხელით შევიმშრალე და მისი მანქანისკენ ავიღე გეზი. მე უკან დავჯექი,ვაჩემ კი საჭესთან დაიკავა ადგილი და ის იყო მანქანა უნდა დაეძრა რომ მანქანის წინა კარები ფართოდ გაიღო,რამდენიმე წამში კი ალექსანდრემ დაიკავა სავარძელი. გამოშტერებულმა შევხედე ვაჩეს,რომელიც სარკიდან მიყურებდა.
- ალექს აქ რას აკეთებ?
ჰკითხა არანაკლებ გაკვირვებულმა.
-აუ მაგრა მეჩქარება და ძმურად გამიყვანე რა!
-შენ ბიჭო ში*** ხო არ გაქ?
წამოენთო ჩემი ძმა.
-არა რატო?
უდარდელად გაუღიმა ვაჩეს.
-აუ მართლა დებილი ხარ რა! იგივე დარჩი! სად მიგიყვანო?
გაეცინა ჩემს ძმას და მანქანა დაძრა.
-იგივე სულაც არ დარჩენილა.
ჩავიბურტყუნე ჩემთვის,თუმცა ალექსანდრემ მაინც გაიგო,მომიბრუნდა და თვალი ჩამიკრა. მეც ცივი მზერა ვსტყორცნე და ფანჯრისკენ მივტრიალდი.
-აი აქ გამიჩერე. -შუა გზაში წამოიძახა-აი გოგო რო დგას მანდ,გადმოდი თუ გინდა გაგაცნობ!
ამის გაგონებაზე მეც არ ვიცი რატომ მაგრამ თვალები ვჭყიტე.სავრძლიდან წამოვიწიე და ჩუმად გავაპარე მზერა გოგოსკენ. რომელიც ბედნიერი ღიმილით მოდიდა ჩვენკენ,უფროსწორად ალექსანდრესკენ.
-არა იყოს,სხვა დროს.
-კაი აბა დავეშვი მე და ერთი ხუთი წუთი დამელოდე რა და უცებ დავბრუნდები!
ამის სითავხედეზე უკვე ნერვები მომეშალა.
-ალექსანდრე საყვარელო იცი რომ არ ვართ ვალდებულები რომ შენი და შენი გოგოს რომანტიულ სცენებს ვუყუროთ,თანაც გვეჩქარება ამიტომ გული უნდა დაგწყვიტოთ და გითხრათ რომ ვერ დაგელოდებით.
-კარგი საყვარელო,რადგანაც ასეა გადმოდი მანქანიდან!
-რა?
-გადმოდი,გადმოდი!
ეჭვით ვათვალიერებდი ალექსანდრეს,მერე კი მანქანიდან გადავედი.
-აი აქ დაჯექი.
მიმითითა იმ სავარძლისკენ სადაც ცოტა ხნის წინ თავად იჯდა. მეც სიამოვნებით დავთანხმდი და ადიგილი დავიკავე,მანაც მანქანის კარები მაგრად მოხურა და გოგოსკენ წავიდა. ის გოგო შეაფრიანდა რასაც ქვია,თვალები გადავატრიალე და ჩემს ძმას გავხედე.
-არ მივდივართ?
ეს იყო და უკანა კარებიც გაიღო.ბატონი ალექსანდრე თავის გოგოსთან ერთად სავარძელზე მოთავსდა და გაგვიღიმა. გაოცებისგან პირი ღია დამრჩა,მერე კი გაცეცხლებულმა გადავხედე უკანა სავრძელზე მოთავსებულ ალექსანდრესა და სილიკონის ბარბის რომელიც კატასავით ეტმასნებოდა ამ იდიოტს.
-ნუკი გაიცანი ეს ვაჩეა ჩემი უახლოესი ძმაკაცი,ეს კი...შემახსენე რა გქვია?
ვითომ დაინტერესებულმა შემომხედა-ნუ კაი რა მნიშვნელობა აქვს,ვაჩეს დაა.
-სასიამივნოა!
გაიტყლარწა გოგო და ჩემს ძმას გაუღიმა. ღმერთო ახლა ცოტაც და გული ამერევა.
-აუუ ვაჩეე! ჩვენ ხო უკვე მეგობრებად ვითვლებით და შეიძლება რაღაც გთხოვოოო?
შუა გზაში ისევ ამოიღო ხმა ნუკიმ. ნერვებს მიშლიდა ამ გოგოს მანერები,სასტიკად!მთელი გზა ალექსანდრეს ეტლიკინებოდა ჩვენთვის არასასურველ თემებზე,თან ჩემს ძმასაც ინტერესით ათვალიერებდა,ამაზე კი მე ვცოფდებოდი.
-მაინც?
წარბაწეული მიუტრიალდა ვაჩე. არა რა რო ვამბობ ეს ბიჭი მიყვარს თქო კი არ ვიტყუები! ისეთი სახით გახედა სულ დაავიწყა რომ ლაპარაკი შეუძლია.
-მც-ში გაგვიყვაააან?
ისევ გაიწელა.
-არა!
ცივი ხმით ამოისისინა ჩემმა ძმამ და ისევ გზას გახედა,ნუკი კი ასე,ერთ ადგილას გაქვავებული დატოვა.მეც კმაყოფილი ღიმილით მივუტრიალდი და თვალი ჩავუკარი,რასაც ალექსანდრეს ხმამაღალი ჩაცინება მოჰყვა.
როცა წყვილმა მანქანიდან გადასხვლა ინება ჩვენც სახლში წავედით. ვაჩემ მითხრა რომ საღამოს დაბრუნდებოდა და დამელაპარაკებოდა,მანამდე კი რაღაც საქმე ჰქონდა.სახლში მარტო ყოფნით ვტკებობი კარები ცოტნემ რო შემოგლიჯა ხარხარით და ღრიალით.
-შე უბედურო! შე დებილო! გოგომ როგორ დაგაჩმორა-ს ძახილით.
-აეე ტყუპ სად ხარ? მოდი უნდა დაგცინო!
სამზარეულოდან გავედი და ცოტნეს წინ დავუდექი. მთვრალი აშკარად არ იყო. ხელი გადამხვია და ჩემიანად წავიდა მისაღებისკენ,სავრძელზე დაეხეთქა და სიცილისგან ოთხად მოიკეცა.
-რა გაცინებს?
დაინტერესებულმა ვკითხე.
-აუ გეფიცები ჩვენს ძმას მაგარი დარხეული აქვს.
-ასე ნუ დამიკონკრეტებ ხოლმე.
-მოდი დაჯექი და მოგიყვები,ოღონდ იმ პირობით ჩემთან ერთად თუ დასცინებ.
იმდენად ვიყავი დაინტერესებული რომ სიხარულით დავთანხმდი.
როგორც აღმოჩნდა ჩემი ძმა აუდიტორიიდან გოგოს გამო გამოაგდეს. ნინი ქავთარაძე,ეს ის გოგოა რომელზეც ვაჩე უკვე სამი წელია ლაპარაკობს. მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი რომ უნდა დაკეროს,თუმცა აქამდე ვერაფერი მოახერხა. როგორც ცოტნემ მიამბო ვაჩეს ნინისთვის უკოცნია,მან კი ამის გამო შური იძია და მისი სკამი შეღება.ჩემი ძმაც დამჯდარა ამ სკამზე და შარვალიც შეღებვია,გამწარებულს ღრიალი აუტეხავს და ამის გამო აუდიტორიიდანაც გამოუგდიათ. ახლა მეც და ცოტნეც ერთმანეთს ვაკვდებოდით სიცილით. რომ წარმოვიდგინე ეს ყველაფერი კინაღამ დავიხრჩე სიცილისგან.
-მაგიტო გამოვიდა დღეს აუდიტორიიდან ჟაკეტშემოხვეული?
ვკითხე და ისევ სიცილი გავაგრძელე.
-ხო...მაგრამ შენ რაიცი?
მეც ყველაფერი ვუამბე. ალექსანდრეს დაბრუნების ამბავი რომ გაიგო არანაირი რეაქცია არ ვამოუხატავს,რამაც დამაეჭვა.
-რაღაც ორივე მშვიდად შეხვდით ამ ამბავს და რა ხდება?
-....
-ცოტნე!
-არაფერი.აბა ცეკვას ხო არ დავიწყებ?
-ხო მაგრამ რაღაც რეაქცია მაინც უნდა გქონოდათ.
-შენი ძმები ურეაქციოები არიან.
თვალი ჩამიკრა და გამიღიმა.
-მატყუებ!
-უიმეე ხო კარგი! ვიცოდით რო ჩამოვიდა და შევხვდით კიდევაც.
-რაა? და მე არაფერი მითხარით?
-და უნდა გვეთქვა?
-არ უნდა გეთქვათ?
-არა!
-რატომ?
-იმიტომ რომ შენ თავადვე თქვი რომ დაივიწყე,რომ ის შენთვის აღარაფერს წარმოადგენდა და რატომ უნდა გვეთქვა?
-თუნდაც იმიტომ რომ დღეს ასე შემთხვევით არ შევფეთებოდი უნივერსიტეტში! ამისთვის მეც მზად უნდა ვყოფილიყავი!
-რისთვის უნდა ყოფილიყავი მზად?
-იმისთვის რომ ყველაფერს თავიდან გამახსენებდა!
-რამე გითხრა?
-მისი დანახვაც საკმარისი აღმოჩნდა!
მისკენ მიმიზიდა და გულში მაგრად ჩამიკრა.
-ნეტავ საკუთარ თავს არ ატყუებდა თაკსონ! ნეტავ გესმოდეს რომ ის ისევ გიყ...
-გაჩუმდი!
-არა!
-რატომ?
-იმიტომ რომ ამას შენთვითონ ვერ ხვდები! უფროსწორად ხვდები,მაგრამ არ გინდა რომ საკუთარ თავს გამოუტყდე!
-შენ ჩემი ძმა ხარ თუ ალექსანდრეს ჯაშუში?
-ვაი შე უბედურო ბავშვო! წადი მომშორდი!
მეც დავეჭყანე და ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი,როცა კარებზე ზარის ხმა გაისმა.
კარები გავაღე და ვაჩეც შემოვიდა.
-მიდი მიდი სწრაფად ჩაიცვი სასეირნოდ მიდიხარ!
სწრაფად მომაყარა.
-რა?
-რა ვერ გაიგე? სასეირნოდ მიდიხარ თქო!
-ხო,მეც ვიცი. დაჩი გამომივლის და....
-მაგ ს***თან ერთად არსად არ წახვალ თქო უკვე ათასჯერ გითხარი!
დაიღრიალა მთელ ხმაზე,რამაც ჩემი გაღიზიანება გამოიწვია.
-რა გინდა ვაჩე? არა ვერ ვხდები რა არ მოგწონს მასში!
-თქვენი ურთიერთობა არ მომწონს!
-რას ნიშნავს ჩვენი ურთიერთობა არ მოგწონს?! ჩვენ მეგობრები ვართ და მაინც რა არ მოგწონს ამაში?
-რა მეგობარი გოგო თვალები სად გაქვს? ვერ ამჩნევ რო შენი გამოყენება უნდა?
-ვაჩე ეგ ბიჭი თავიდანვე აითვალწუნე და მაგიტომ ფიქრობ ასე.
-ხო იმიტომ რომ თავიდანვე გამოაჩინა რა ნაბი****იცაა!
-ვაჩე არ მსიამოვნებს მასზე ასე რომ საუბრობ! ცოტნე უთხარი რამე შენს ძმას!
-ვაჩე რამე!
ამაზე ორივეს გაეცინათ,მე კი წარბშეკრული ვუყურებდი ცოტნეს.
-მინც როგორ გესმის ჩემი რა!
-არა თაკსონ ამ შემთხვევაში ნინოს ჩმორი მართალია!
ამის გაგონება იყო და სიბრაზისგან გადაწითლებული ვაჩე გამწარებული გაეკიდა მეორე თავისნაირს. ვაჩეს ყვირილის და ცოტნეს ხარხარის ხმა დიდი ხნის მანძილზე მესმოდა მეორე სართულიდან. ის იყო მათთან უნდა ავსულიყავი რომ კარებზე ზარის ხმა გაისმა. ვიფიქრე დაჩია და მომიწევს მოვატყუო თქო,ამიტომ სწრაფად ავვარდი ოთახში,ფუმფულა ხალათი და სქელი წინდები ჩავიცვი,ფეხი თბილ ჩუსტებში გავუყარე და ქვემოთ ჩავფრატუნდი. სახეც ცოტათი მოვღუშე და კარები გამოვაღე. გამოვაღე მაგრამ ნეტავ არ გამომეღო. კარებში ალექსანდრე იდგა,რომელიც ჩემმა ამ ფორმაში დანახვამ საკმაოდ გაახალისა.დიდხანს იცინოდა,ხანდახან მეც მეპარებოდა ღიმილი, მაგრამ ისევ ვსერიოზულდებოდი და ველოდებოდი როდის ინებებდა დამშვიდებას. სიცილისგან რომ მუცელი ეტკინა მხოლოდ მაშინ შეწყვიტა სიცილი.
-რა სახით მიყურებ ზომბი ვარ?
-არა იდიოტი! რისთვის მოხვედი?
-შენს წასაყვანად!
-ჰაა? მომესმა? შენი სილიკონის გოგო სად არის? დამხრჩვალ ნემსიყლაპიას რომ ჰგავს!
ამის გაგონება იყო და კიდევ თავიდან ატეხა ხარხარი,მივხვდი რომ ცხელ გულზე ზედმეტად ბევრი რამ ვთქვი.
-შენ კიდე იგონებ ეგეთ რაღაცეებს?
-ეგეთს როგორს?
-აი დამხრჩვალი ნემსიყლაპიაო, თვალებჩაცვენილი პეპელაო და რაღაცეებს რომ ამბობდი.
-როგორც მიხვდი.
-ანუ არ შეცვლილხარ!
-ვიღაცვიღაცეებისგან განსხვავებით არ შევცვლილვარ,თუმცა ბევრი რამ ვისწავლე.
-მაინც?
-თუნდაც ის რომ ადამიანები ასე უბრალოდ დგებიან....და მიდიან.
ამაზე სახე დაუსერიოზულდა და თითქოს ნაწყენმა შემომხედა.
-თაკო შენც ხო იცი რომ ეს ასე არ იყო?
-არა ალექსანდრე! ზუსტად ასე იყო!
-გთხოვ გამოდი გარეთ,დავილაპარაკოთ.
-არა! სალაპარაკო არაფერია!
-თაკო!..........გთხოვ!
თბილი ხმით მითხრა,ხელზე ხელი მომკიდა და თვალებში შემომხედა.
-არაო რომ გითხრა ვერ გაიგე?
საიდანღაც გამოეჩხირა დაჩი. ალექსანდრემ ხელი გამიშვა და მთელი ტანით მიბრუნდა დაჩისკენ.
-რამე გინდოდა?!
კბილებში გამოსცრა ალექსანდრემ. ვხვდებოდი რომ ძალიან ბრაზდებოდა. კისერზე და ხელებზე ძარღვები დაეჭიმა და სუნთქვაც გაუხშირდა.
-კი! თაკომ გარკვევით გითხრა რომ არ უნდა შენთან წამოსვლა!
თან დღეს ჩვენ პაემანი გვაქ,მესამე პირი კი ნამდვილად არ არის საჭირო!
ირონიულად ჩაიცინა და ალექსანდრეს თვალი ჩაუკრა. ეს კი ნამდვილად არ უნდა ექნა. გამწარებულმა მოუქნია მუშტი და იმდენად ძლიერად რომ ცხვირიდან სისხლი წასკდა და ძირს გაიშოტა.
-ვწუხვარ მაგრამ მემგონი "პაემნისთვის" არ ხარ მზად!
ახლა ალექსანდრემ აიკრა ირონიული ღიმილი. მერე მე გამომხედა და ცივი ხმით ამოისისინა.
-ხუთ წუთში თუ არ გამოხვალ მე გამოგიყვან!
-ჯანდაბა! კარგი დამელოდე!
სწრაფად მოვწესრიგდი,ბიჭებს დავუბარე მალე მოვალ თქო,იმათმაც გამომძახეს თუ დარჩები მაგასთან უფრო კარგს იზამო და მეც სახლი დავტოვე. მანქანაზე აყუდებული მელოდებოდა. დამინახა თუ არა წინა კარები გამოაღო და მანქანას შემოუარა. ნაბიჯებზე ეტყობოდა რომ სხეული ისევ დაჭიმული ჰქონდა.ნელი ნაბიჯით დავიძარი მანქანისკენ,ადგილი დავიკავე და დაველოდე როდის დაძრავდა მანქანას.
დაახლოებით ნახევარი საათი ვმგაზვრობდით ისე რომ ხმას არ იღებდა,ბოლოს მოთმინების ფიალა ამევსო.
-რისთვის წამომიყვანე?
-რომ მცოდნოდა პაემანზე მიდიოდი არ მოგაცდენდი.
კბილებში გამოსცრა და ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე.
-კარგს იზამდი.
არც მე დავაკელი. ასე წამებში რა დაემართა არ ვიცი,მაგრამ მანქანა გზიდან გადააყენა და გაცეცხლებული შემოტრიალდა ჩემკენ.
-რა გჭირს? ვერ ხარ? ასე ავარიაში მოვყვებით!
წამოვიკივლე მე.
-რას გავს შენი საქციელი?
-ბატონო?
გულწრფელად გამიკვირდა.
-რაც გაიგე! რას ნიშნავს შენი საქციელი თქო! იმ ნაბი***თან რა გესაქმება? ესეიგი პაემანზე მიდიოდით არა? პაემანზე ხო?
მთელ ხმაზე ღრიალებდა და საჭეს ხელებს ურტყამდა,მე კი შეშინებული ფანჯარას ავეკარი და ხმას ვეღარ ვიღებდი.
-დღეს ხო პირველად შეგხვდი და უკვე გამაგიჟე! რის მიღწევას ცდილობ მითხარი! დამუნჯდი? ხმა გამეცი!
-შენ ასეთი არ იყავი!
ამოვიკნავლე ისე,რომ საკუთარი ხმა მეც ძლივს გავიგე. სიტყვა მიწყდებოდა და ყელში რაღაც მეჩხირებოდა,მტკენდა.სახე შეეცვალა და მაშინვე დამშვიდდა როცა ჩემს ცრემლებს მოკრა თვალი.
-ნუ ტირი!
ხელი ჩემი სახისკენ წამოიღო რომ ცრემლები მოეწმინდა,მაგრამ მე უკან გავხტი.
-არ შემეხო! არ მომეკარო!
-მაპატიე!
-რა გაპატიო?
-დღევანდელი!
-დღევანდელი? დღევანდელი რა არის იმასთან შედარებით რაც მე უშენოდ გამოვიარე! დამტოვე და წახვედი! არც კი იცი შენი წასვლით რა გამიკეთე!
-ვიცი...ცუდად მოგექეცი,მაგრამ მაშინ უნდა წავსულიყავი...დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს იგივენაირად მოვიქცეოდი.
-რატომ წახვედი? ვინმე გეუბნებოდა რომ შენი ბრალი იყო? გეუბნებოდა კი არა არავინ არ ფიქრობდა ასე! შენი აკვიატება იყო ეს უველაფერი და ამ აკვიატების გამო ვართ ახლა ასე!
-თ?
-ხო! მე და შენ!
-ჩვენ უკვე აღარ?
-უკვე აღარ! და არც აღარასოდეს!
ხმა გამებზარა ამ სიტყვებს რომვამბობდი,ვიცი ეს ორივეს გვტკენდა,მაგრამ ადამიანებს ზოგჯერ გვსიამოვნებს საკუთარი თავების ტანჯვა. ჩამქრალი თვალებით შემომხედა,ასე ვუყურენსით ერთმანეთს ათი წუთის განმავლობაში. ეს ათი წუთი კი ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა რომ ძველი გრძნობები დამებრუნებინა,უფროსსორად ის თავიდან შემყვარებოდა. ერთი ამოიხვნეშა და მანქანა დაძრა. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია არცერთს,არც მაშინ როცა მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა და მეც გადმოვედი. კარები დავხურე თუ არა დიდი სისწრაფით მოსწყდა ადგილს და წავიდა.

სახლში ავედი. ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა და ბიჭების წინ ჩანჩქერი არ გადმომეშვა თვალებიდან.ვიცოდი რომ უამრავ კითხვას დამაყრიდნენ,განსაკუთრებით კი ცოტნე,ამიტომაც გეზი პირდაპირ ჩემი ოთახისკენ ავიღე,გზაში თან ცრემლებს ვიწმენდდი. ოთახში შევედი და სიტუაციამ ზედმეტად გამაკვირვა. ჩემი ძმები ჩემს კარადაში იქექებოდნენ და როგორც შემდეგ გავარკვიე კაბას ეძებდნენ.
-ხალხო ხელს ხომ არ გიშლით?
-არა თაკსონ! მოდი ერთი წამით!
მიხმო ცოტნემ და მეც მასთან გავჩნდი. ერთ ხელში წითელი კაბა ეჭირა,მეორეში კი შავი და მაზომებდა.
-აბა ნინიკოს ჩმორო,რას იტყვი ეს წითელი ჯობია ხო?
-ეხლა არ გვეჩქარებოდეს წაგადებდი თავში რაღაცას.შავი ჯობია უგემოვნო ადამიანო!
-ადამიანი გასვენებაში კი არ მიდის რა შავი შვილო?
-ადამიანი გათვენებათი კი ალ მიდით
გამოაჯავრა ტყუპს ვაჩემ.
-ისადაა...რატომ მაზომებთ ამ კაბებს ძმებო?
-მივდივართ და იმიტომ.
-სად?
-ბატუტზე სახტუნაოდ თაკო! სად წახვალ ასეთი კაბით როგორ ფიქრობ?
-რომ არ ვიცი მაგიტომ გეკითხები...ისე ბატუტი მიყვარს!
-ბატუტი არა კვახი!
-შენ მაგ დრს რკოს ამბობ ხოლმე.
ფიქრიანი მზერა სტყორცნა ციტნემ ტყუპს და თან დამპლურად ჩაიცინა.
-ცოტნე გამასწარი!
ამოისისინა ვაჩემ.
-სად მივდივართ თქო?!
-კლუბში.
-რა გვინდა კლუბში?
-თაკო კლუბში რისთვის დადიან?
მობეზრებულად შემომხედა ვაჩემ.
-რავი მე მაგალითად მაგათი ჭიქები მომწონს და მაგიტო დავდივარ.
მხრები აიჩეჩა ცოტნემ.
-ღმერთო სულ არ ეტყობა ამას ჩემი ტყუპი როა!
-ხო მართალი ხარ,სულ არ მეტყობა....ნინიკო მე არ მაჩმორებს.
-თაკო დარწმუნებული ხარ რო ორი ძმა გინდა? თან ერთნაირები.
დაინტერესებულმა შემომხედა,მე კი გავუცინე და მომწვანო კაბას დავწვდი.
-არც წითელი და არც შავი,ამას ჩავიცვამ!
-ძალიან ამოღებული ხომ არ არის?
-აუ ვაჩე გეხვეწები მოკეტე რაა!ნუ იქცევი ოთხმოცი წლის კაცივით! ჩემი დაა ბოლობოლო ვინ რა უნდა გაუბედოს!
გაიბღინძა ცოტნე.
-ხო კარგი შენი თავი არ მაქვს ახლა ტყუპ,შენ კიდე ჯანდაბას ჩაიცვი ეგ და დროზე ყველა შენ გელოდება.
-კარგი!
ბიჭები გავიდნენ და მეც მალე მოვემზადე. მაკიაჟს და თმასაც მივხედე და ქვემოთ ჩავედი,სადაც ტყუპები ისევ ნინის გამო კამათობდნენ. უფროსწორად ვაჩე ბრაზდებოდა ცოტნე კი ერთობოდა. კლუბთან გააჩერეს მანქანა. ამ ადგილას უკვე ოთხი წელია არ ვყოფილვარ. მაშინდელის გახსენებაზე ტანში უსიამოვნოდ გამცრა,თუმცა ეს შეგრძნება მალევე მოვიშორე და ბიჭებთან ერთად კლუბში შევალაჯე.ერთ-ერთი მაგიდისკენ მიიწევდნენ და მეც უკან მივყვებოდი.იმ მაგიდასთან რომელთანაც გავჩერდით თოკო,ანი,ნინო,ერთი უცხო ბიჭი,ალექსანდრე და მისი ბარბი ისხდნენ. ბავშვები გადავკოცნე და ბიჭიც გავიცანი.
ლუკა შერმადინი,ტყუპებთან ერთად სწავლობდა ბიზნესის მართვას.საკმაოდ სასიამოვნო პიროვნება იყო. უამრავი სახალისო ისტორია გაიხსენა,ისეთი რომ ალექსანდრეს და ბარბის გარდა ყველა ვიცინოდით. ალექსანდრე ნერვულად ათამაშებდა მაგიდაზე ერთ ხელს,მეორეს კი მთელი ძალით უჭერდა ვისკის ჭიქას.
-თაკსი წამო ვიცეკვოთ.
შემომთავაზა ლუკამ და მეც დავთანხმდი. ფეხზე წამივდექით და უნდა წავსულიყავით როდესაც რაღაცის მსხვრევის ხმა გავიგეთ და უკან მივტრიალდით. ალექსანდრეს ხელიდან სისხლი თქრიალით მოედინებოდა,შუშის ნაწილები კი ჯერ კიდევ კანში ჰქონა.
-რა გჭირს ტო?!
დაფეთებული წამოხტა ვაჩე და ხელზე შეავლო მზერა.
-არაფერი,უბრალოდ შემომეფშვნა.
უდარდელად აიჩეჩა მხრები და მე შემომხედა ანთებული თვალებით.
-აუუ ალექს კარგად ხარ? ძალიან მეშინია,მოდი რა ექიმს ვანახოთ!
შეეხვეწა ნუკი,მეც ძალიან შემეშინდა,რთული მისახვედრი არ იყო რომ ხელი ძალიან სტკიოდა. კბილებს ერთმანეთზე აჭერდა და ასე ცდილობდა ღმუილის შეკავებას.მინდოდა მეთვითონვე მიმეხედა მისი ხელისთვის,მინდოდა რომ თუნდაც საავადმყოფოში მე წავყოლოდი,ძალიან მეშინოდა მის გამო,მაგრამ სახეზე არაფერი მეწერა. ურეაქციოდ ვუყურებდი მას და იმას თუ როგორ ამშვიდებდა ნუკის.
-დამშვიდდი ჩემო ლამაზო,არაფერია სანერვიულო!
სახეზე ხელი ჩამოუსვა და დაამშვიდა "ანერვიულებული" და"შეშფოთებული" ნუკი.გავბრაზდი,მივხვდი რომ ასე ჩემს გასაგონად მიმართა. ახლა დიდი სიამოვნებით მივეჭრებოდი და იმ ჯანმრთელ ხელს საკუთარი ხელებით მოვამტვრევდი,რომლითაც ბარბის ეხება,თუმცა სახეზე ისევ ურეაქციობა მეხატა.
-წამოდი ლუკაჩო,მიხედავენ როგორმე.
მანაც თავი დამიქნია და საცეკვაო მოედნისკენ გამიძღვა. ვცეკვავდით და თან ვლაპარაკობდით. ის ისევ თავის სასაცილო ისტორიებს მიყვებოდა და მეც სიცილს ვერ ვიკავებდი. კიდევ კარგი რომ მუსიკა ძალიან დიდ ხმაზე იყო,თორემ დარწმუნებული ვარ ჩემი ჭიხვინის გამო ყველა დატოვებდა კლუბს.
-მეჩვენება თუ ალექსანდრე ჩვენზე ეჭვიანობს?
მოჭუტულო თვალით დამხედა და მოულოდნელი კითხვა დამისვა.
-არა,რატომ? თან ჩვენზე? რატო? მას ხო ყავს შეყვარებული?
-კაი რა! ეგეც თუ შეყვარებულია....ნუკი ზუსტად ორი თვის წინ დაშორდა ჩემს ძმაკაცს,ნახევარი წელიწადი იყვნენ ერთად,დარწმუნებული ვარ ალექსანდრესაც მალე დაშორდება.
-ხო რავიცი...თუმცა ამ წუთას შეყვარებულები არიან. თან ვერ გაიგე ალექსანდრემ რა დაუძახა? ჩემო ლამაზოო...
-და შენც რა კარგად დაგიჭერია?! შენს გასაგონად უთხრა,მას უყურებდა მაგრამ შენ გეუბნებოდა.
-უიმე კარგი რა ლუკაა!
-ხო კაი ჩუმად ვარ........გინდა გამოვტეხოთ?
-ლუკაა!
-რა იყო? ვაეჭვიანოთ და აი ნახავ როგორ აიჭრება...
-ა-რა!
-რატომ?
-რათ მინდა ალექსანდრეს გამოტეხვა? ეგ ხო ისედაც...
-ისედაც რა?
-ისედაც...ანუ ისედაც....არაფერი დაივიწყე.
-ეგ ხო ისედაც ნათელია ხო?
-არა!
-კი!
-არა მეთქი!
-კი და ჩუმად იყავი ეხლა! წამო დავსხდეთ და დავიწყოთ თამაში.
-ლუკა არა თქო!
-აჰამ ესეიგი თანახმა ხარ!
-ღმერთო ჩემო აქეთ მოდის!
წამოვიძახე მაშინ,როცა დავინახე რომ ალექსანდრე ჩვენკენ მოემართებოდა.
-მოდიან!
შემისწორა ლუკამ,როცა მას ნუკი აეკიდა და მხარზე ჩამოეკიდა.
-ხო!
თვალები გადავატრიალე და ხელები ისევ ლუკას კისერს შემოვხვიე.მალევე დავიღალეთ და დავსხედით,თუმცა მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ალექსანდრე თვალს არ გვაშორებდა. ხელებზე,რომლებიც ნუკიზე ჰქონდა შემოხვეული სულ ძარღვები დაებერა,თუმცა ვცდილობდი ამისთვის ყურადღება არ მიმექცია.
-აუ მეც მეცეკვეთ ვინმე რაა!
წამოიხახა ვაჩემ.
-აუ მე დაღლილი ვარ,ძლივს დავჯექი!
ამოვიგმინე და თვალი ჩავუკარი.
-წამო მე გეცეკვები!
მხარზე ხელი დაუტყაპუნა ტყუპისცალმა,რაზეც ყველამ სიცილი ავტეხეთ ვაჩეს გარდა. მან ძმის ხელი უხეშად მოიშორა და შეუბღვირა.
-გააჯ...გაეთრიე აქედან!
-აბა შენ არავინ გეცეკვება და მადლობა მითხარი რა!
დაეჭყანა ცოტნე.
ანი აპირებდა დათანხმებას,თუმცა თორნიკეს თვალები დავუბრიალე, მანაც ხელი ჩაავლო შეყვარებულს და საცეკვაოდ სულ სირბილით წაიყვანა.
-აუუ ანიც გამომტაცა იმან?ეჰ წავედი ბართან ერთი გოგო იჯდა,უფროსწორად ერთი მაგარი გოგო და იქნებ დავკერო!
-არა!
წამოიყვირა ნინომ.
-რა არა?
წარბაწეული მიუბრუნდა ვაჩე.
-იმ გოგოს არ გაეკარო!
-რატომ?
-იმიტომ რომ....იმიტომ რომ ჩემი ახლობელია და გაფრთხილებ არ შეეხო!
-ცუდად არ შევეხები,არ ინერვიულო!
-ცუდად კი არა საერთოდ არ შეეხო! მამამისი მოგკლავს!
-კარგი მაგასთან არ ვიცეკვებ,მაგრამ ჯობდა უკეთესი ტყუილი მოგეფიქრებინა.
თვალი ჩაუკრა და ნაგლად გაუღიმა,მინდოდა მარტო დამეტოვებინა წყვილი,მაგრამ მათ დიალოგზე კარგად ვერთიბოდი,ამიტომ სკამზე ჩამოვჯექი და ინტერესით მივაცქერდი წყვილს.
-რა ტყუილი რას ბოდავ?!
-კარგი ნინიკო, არანაირი ტყუილი! რა სისულელეა,მის გამო როგორ უნდა იეჭვიანო არა?!
-ხო,შეხედე რას გავს!
გაუაზრებლად წამოაყრანტალა,თუმცა მისი ნათქვამი სრული სიმართლე იყო,მართლა სიმახინჯის განსახიერება იყო ბარის სკამზე ჩამომჯდარი გოგონა. ჩემი ძმის კმაყოფილმა ღიმილმა კი მიმახვედრა რომ რაღაც ისე ვერ თქვა ნინიმ.
-ანუ მახინჯი როა მაგიტომ არ ნერვიულობ? სხვა გოგოზე რას იზამ?
-რას ვიზამ და თუ ახლა ჩემს წვალებას არ მოეშვები და მეტიც,რომელიმე გოგოს სხვა თვალით გახედავ მეთვითონვე დაგჩიჩქნი!
-ჰა?
გაკვირვება ვერ დავმალე.
-ჰა და შენი ძმა უნდა მივიტაცო და მრთავ ნებას?
-ნებას გრთავ,მაგრამ თქვენ უკვე....ჰა?
-ხო!
-რა ხო ბიჭო ნუ გადმრიე! ერთად ხართ და არ თქვი?
-ამის ბრალია, ამან მითხრა!
-რა გითხრა?
-ჯერ არ ვთქვათო!
-რაა? რა არის ჩემი ბრალი?
-ის რომ თაკოს არ ვუთხარი!
-აჰა ანუ ჩემი ბრალია?
-აბა ჩემია? შენ მითხარი არავის არ ვუთხრათ ჯერო!
-მერე თაკო არავინაა?
-ხო, მე არავინ ვარ?
მეც "შევუტიე" ჩემს ძმას,თუმცა ამათმა ისიც არ იცოდნენ რომ მე უკვე დიდი ხანია ვიცი მათ შესახებ ცოტნესგან.
-თქვენ ახლა მე მიტევთ?ორი ერთზე რა პონტია?! შენ რისთვის ხარ ჩემი ტყუპი? დამიცავი მაინც!
-ის პონტია რომ უნამუსო ხარ და დამიმალე!
ისევ ვგრძელებდი მე.
-ჰო ზუსტად!
ამყვა ნინიც.
-ზუსტად კი არა ჩუმად იყავი და გაყევი ჩემს ძმას, ეცეკვე!
-აუჰ მულმა კაპრიზები წამიყენა?
-წაგიყენა და თანაც როგორი,პირდაპირ ძმისშვილებს გთხოვს!
გაეღრიჯა ჩემი ძმა,თუმცა ამან ვერ უშველა,ამიტომ მკლავში ჩანგალი მოხვდა.
-გაგიჟდი გოგო?! არა რა,აშკარად უნდა მოგიარო შენ!დაგაკლდა ჩემი ხელი!
მკლავში ხელი ჩაავლო და საცეკვაო მოედნისკენ გააბუნძულა.მე და ცოტნემ ვაი თქვე უბედურებოს თვალებით გავხედეთ წყვილს და მერე ისევ ლაპარაკი გავაბით. ლუკამ მე დაგტივებთო და სადღაც გავიდა,მისი გასვლა და ნუკის დაბრუნება ერთი იყო.
-რა იყო ნუკი? შენი სატრფო სად დაკარგე?
წაკბინა ცოტნემ.
-არ ვიცი,ვცეკვავდით და უცებ მომშორდა და გარეთ გავიდა.
ამის თქმა და ჩემი აფორიაქება ერთი იყო. ლუკა რომ გარეთ გავიდა,მას ალექსანდრეც უკან გაჰყვა. ღმერთო არა! სწრაფად წამოვვარდი სკამიდან,მაგრამ ცოტნემ დამიჭირა.
-დაჯექი აქ და მე გავალ!
-ხო მაგრამ...
-არავითარი მაგრამ! შენი შეყვარებულის ბარბის გაუფრთხილდი.
ბოლო სიტყვები ჩუმად მითხრა რომ ნუკის არ გაეგო.
-აღარ არის!
-ეხლა აღარ არის მარა კიდე იქნება!
-არ იქნება!
-კაი შეყვარებული თუ არა სიძე მაინც იქნება,კაი ბიჭია ეგ შენი ალექსანდრე და ხელიდან ვერ გავუშვებთ! მეც რაღა დამრჩენია უნდა ვთქვა უარი ჩემს დიდ სიყ...
-რაზე?
-არაფერზე!
-ცოტნე!
-მეჩქარება,ჩანაყავენ ისინი ერთმანეთს!
-ჩანაყონ! შენ მომიყ....ცოტნე!
დავუკივლე ბოლო ხმაზე,მაგრამ შენც არ მომიკვდე ვინ გისმენს?
-აუ შენ გამო რომ ალექსნდრეს რამე მოუვიდეს არც შენ გაცოცხლებ და არც იმ შენს ლუკას!
ამიწიკვინდა ნუკი.
-შენი ჭირიმე რაა!
-ღმერთო შენი ჭირიმეო, რა სოფლელობაა!
ზიზღით დაბრიცა ტუჩები,ღმერთო ახლა ვინმემ ილოცოს ჩემთვის რომ ეს მოლაპარაკე არსება არ შემომაკვდეს!
-აი მოდის,გადარჩი!
-მადლობა ღმერთს,თორემ ძალიან მეშინოდა შენი!
ირონიული ღიმილი ვსტყორცნე ნუკის და ბიჭებს გავხედე,რომლებსაც არაფერი არ ეტყობოდათ სახეზე.
სამივე ჩვენს წინ იდგა,მეც წარბაწეული ვათვალიერებდი. ღილები სამივეს პერანგზე ადგილზე იყო,არც ჩალურჯებები და არც სისხლის კვალი არ აღინიშნებოდა,რაც იმაზე მეტყველებს რომ ერთმანეთი არ დაუკლავთ.
-დიდხანს უნდა გვათვალიერო?
მკითხა ჩემმა ძმამ.
-თავი სამუზეუმო ექსპონატი მგონია.
აჰყვა ლუკაც.
-თქვენ რა არ იჩხუბეთ?
თვალებგაფართოებულმა და გაკვირვებულმა ნუკიმ როგორც ყოველთვის იდიოტური კითხვა დასვა.
-რატომ,რისთვის ან ვისთვის უნდა გვეჩხუბა?
ცივი ხმით ამოისისინა ალექსანდრემ.
-მე ...ვიფიქრე რომ....არ ვიცი!
-ხოდა როცა არ იცი არ უნდა ილაპარაკო!
თვალი ჩაუკრა ლუკამ და გაუღიმა.მეგონა ალექსანდრე გაბრაზდებოდა და დამფრთხალი თვალებით გავხედე,თუმცა წარბშეუხრელად იდგა და მე მიყურებდა.
-ჩემნაირი სად დავკარგე?
გარემო მოათვალიერა ცოტნემ და ვაჩე ვერსად რომ შენიშნა ინტერესით შემომხედა.
-რძალმა წაგვართვა!
-რძალი სადაა?
-თავისი ქმარი სახლში წაიღო!
-ჯიბით?
-არა,ამოიიღლიავა და ისე წაიღო!
-ესენი ნახეთ რა!
ჩაგვეჭრა ვაჩე,რომელიც თურმე ჩვენს საუბარს დიდი ხანია უსმენს.
-აუუ დავიღალე და არ წავიდეთ?
ამოიკნავლა ნუკიმ.
-არა!
-შენთვის არც მიკითხავს ვაჩიკო!
ნაგლად გაუღიმა ვაჩეს.
-რა მნიშვნელობა აქვს ვის ჰკითხე ნუკი? მაინც არ მივდივართ!
ყველაფერს მოველოდი მაგრამ ალექსანდრე თუ ამას ეტყოდა ნუკის ვერასოდეს წარმოვიდგენდი.პირდაღებულმა გავხედე,მან კი თვალი ამარიდა და სხვა მხარეს გაიხედა. ვაღიარებ რომ მისი ნათქვამი მესიამოვნა. რატომ თავადაც არ ვიცი.ხასიათი გამომიკეთდა და მთელი საღამო ვიღიმოდი,ალბათ ალექსანდრემაც დაიჭირა ეს და ისიც ხშირად ჩაიღიმებდა ხოლმე. სახლში ტაქსით დავბრუნდით. თავიდან მანქანებით აპირებდნენ წასვლას მაგრამ ჩემი ისტერიკების თავი არავის ჰქონდა,ამიტომაც ადვილად დავითანხმე ყველა,მათ შორის ალექსანდრეც.სახლში როგორც კი შევედი ოთახში ავბობღდი,სააბაზანოში შევალაჯე და ცხელი წყლის ქვეშ დიდხანს ვიდექი, ცოტაც და ჩამეძინებოდა. წყალი გადავკეტე,პიჟამა ჩავიცვი და საწოლში შევწექი,ის იყო გადაღლილს უნდა ჩამძინებოდა რომ ტელეფონზე ესემესი მომივიდა.ტუმბოზე დადებული ტელეფონი თითებით მოვწიე ჩემკენ და ესემესი გავხსენი.
"ახლა დაიძინე და ხვალ რვა საათზე შენი ძმებიანად ჩაცმულ-დახურული,ბარგი-ბარხანით ეზოში დამელოდეთ ანი და თოკო ჩემთან ერთად მოვლენ....
ალექსანდრე"
გაკვირვებულმა წარბები ავეკიპე და რამდენჯერმე გადავიკითხე. ხელზეც ვიჩქმიტე ხომ არ ჩამეძინა და უკვე მეშვიდე სიზმარა ხომ არ ვხედავ თქო,მაგრამ არა,აშკარად მეღვიძა. ამბების გარკვევის თავი ნამდვილად არ მქონდა,ამიტომაც ტელეფონი ძველ ადგილს დავუბრუნე და მომენტალურად გავითიშე.
დილით ცივი მასის ერთიანად გადავლებამ გამომაფხიზლა. გულგახეთქილი წამოვვარდი საწოლიდან, და ჯერ კიდევ ნახევრადმძინარემ წივილი დავიწყე.
-ვაჩე! ცოტნე! ვერ გადამირჩებით! რა ცხოველები ხართ ასეთები? არ შეიძლებოდა ნორმალ...ალექსანდრე შენ მაინც ვერ გამაღვიძე წესიერად?!......მოიცა ალექსანდრე? შენ? აქ...ჰა? შენ გადამავლე წყალი? რა უფლებით?
ჩემს სკანდალს ალექსანდრე ურეაქციოდ აკვირდებოდა და როგორც კი ისტერიკებს მოვრჩი სიცილი წასკდა და მთელ ხმაზე ახარხარდა.
-ნორმალურად რომ გაღვიძებდი გაიღვიძე?
-და წყალი უნდა გადამავლო?
-ან წყალი უნდა გადამევლო ან საწოლიდან უნდა გადმომეგდე და რომელი გერჩივნა?
-და საერთოდ შენ რატომ ხარ ჩემს ოთახში?
-მე რა მოგწერე წაიკითხე? ხო წაიკითხე?! რატო არ ადექი დროულად? გითხარი რვა საათზე მზად იყავით თქო,შენ კი ცხრის ნახევარზე გძინავს!
-და რატომ უნდა ვყოფილიყავი მზად?
-ბათუმში მივდივართ!
-ბატონო? შენ რაღაცეები ხომ არ დაგავიწყდა?
-დროს ნუ კარგავ! დროზე გაემზადე და ჩვენც წავიდეთ.
-ჩვენც?
-ჰო ისინი წავიდნენ!
-რაა? მეღადავებით? ცოტნე! ვაჩე! სად ხართ?
-ბათუმში იქნებიან მალე,შენ თუ არ ჩაიცვამ დროზე!
-არ მოვდივარ.
ხელები გადავიჯვარედინე და წარბეშკრული მივაშტერდი.
-არავის უკითხავს!
თვალი ჩამიკრა და გამიღიმა...იდიოტი!
-და ნუკი სად დაკარგე? საერთოდ არ ვაპირებ თქვენთან ერთად წამოსვლას! წადით თქვენ და გაერთეთ,მაგის ყურებას მირჩევნია აქ ავორთქლდე!
-ნუკი არ იქნება!
-როგორ თუ არ იქნება?! რატომ?
-ზედმეტად ბევრ კითხავს სვამ! სწრაფად მოემზადე,ჩემოდანი შეკარი და წავიდეთ,თორემ შუადღეზე მე ფეხის გამდგმელი არ ვარ!
-ალექსანდრე არ მოვდივარ თქო! შეგიძლია წახვიდე! არ მინდა ისევ...შენთან...თქვენთან ყოფნა არ მინდა!
ხმა ვერ დავიმორჩილე და ამიკანკალდა,სიტყვა მიწყდებოდა და ვერ ვამბობდი სათქმელს.
-დარწმუნებული ხარ?
ნაწყენმა შემომხედა.
მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე,მანაც ამოიხვნეშა და კარებისკენს წავიდა,მეც გავყევი. გარეთ გავიდა და ისე ჩაჯდა მანქანაში რომ არც კი მოტრიალებულა,მეწყინა და მასაც ვაწყენინე. და რის გამო? არაფრის გამო! უფროსწორად არაფერი იყო საწყენი...ან იყო!მაგრამ რა? ჩვენ ხომ დავშორდით? ახალი შეყვარებულიც ხომ ყავს? მაშინ ჩემგან რაღა უნდა?
კარები დავხურე,თუმცა ადგილს არ მოვშორებივარ ერთადერთი ცრემლი,რომელიც მეც არ ვიცი რატომ წამომივიდა ხელით შევიმშრალე და ოთახისკენ უნდა ამეღო გეზი როცა უეცრად კარები შემოაღო ალექსანდრემ და ისე რომ ვერაფერი გავიაზრე ჯერ მის ხელებში,შემდეგ კი მანქანაში აღმოვჩნდი.
-ალექსანდრე რას აკეთებ?
წამოვიკივლე მაშინ როცა მანქანა დაძრა.
-რას ვაკეთებ?
-გააჩერე მანქანა!
-გგონია რომ აქ დაგტოვებ? თანაც მარტოს!
-კი დამტოვებ! იმიტომ რომ მე მინდა ასე! და საერთოდ ვინ ხარ რომ ასე მექცევი?
-შენც კარგად იცი ვინ ვარ!
ცივი ხმით მითხრა და არც კი გამოუხედავს.
-ჯანდაბა გააჩერე! უკან დავბრუნდეთ!
-ა-რა!
-ბარგს მაინც ჩავალეგებ....
-არ გინდა! მე მომაქვს და გვეყოფა!
-ვერ გავიგე?! შენ მართლა ცუდად ხომ არ ხარ? რას ნიშნავს გვეყოფა! ალექსანდრე მოაბრუნე მანქანა თორემ გადავხტები! ხომ იცი რომ გამკეთებელი ვარ?!
-ჯანდაბა!
საჭე მოატრიალა და ათ წუთში ისევ სახლში ვიყავი. ბარგს ვალაგებდი და თან ალექსანდრეს ვლანძღავდი. ყოველ ხუთ წუთში მისიგნალებდა და მიყვიროდა დროზე ჩამოდიო,მაგრამ არ იცოდა რომ ბარგის შეკვრას და თავის მოწესრიგებას დიდი დრო უნდოდა?! ბოლოს,როცა ლოდინით დაიღალა,სახლში შემოვარდა,რაც ხელში მოჰყვა ყველაფერი ჩანთაში ჩატენა და ქვემოთ ჩავიდა.....ნამდვილი არანორმალურია! მეც თხუთმეტ წუთში მოვემზადე,მინდოდა დრო გამეწელა და გამეგიჟებინა მაგრამ მივხვდი რომ მეც ჩემოდანივით დამავლებდა ხელს და მანქანაში ჩამტენიდა,ამიტომ არ ღირდა.
გზაში ძალიან ჩამოცხა.
-ვაიმე დავიწვი!
ამოვიგმინე და კონდენციონერს ავუწიე.
-დროზე რომ გამოგედგა ფეხი არ დაიწვებოდი!
-კარგი ნუ შემჭამე რა! ორი საათია გზაში ვართ და სულ მაგას გაიძახი..რა გაგიძლებს კიდევ ხუთი საათი?
-გინდა მანქანა გატარებინო?
მოულოდნელად წამოჭრა კითხვა და ღიმილით გამომხედა.
-სერიოზულად?
-ხო,მოდი!
-არა,მეშინია!
-როდიდან? სულ იმას გაძახოდი მანქანა უნდა ვმართოო და სანამ ჩემს მანქანაზე არ შემოსკუპდი იქამდე არ მოისვენე, ახლა რა შეიცვალა?
ეჭვით შემომხედა.
-მაშინ არ მეშინოდა,ახლა მეშინია!
-და რატომ?
-მაშინ....მაშინ შენ ჩემს გვერდით იყავი.
-ახლა სად მიშვებ?
ჩაეცინა,თუმცა თვალებში წყენა ამოვიკითხე,მივხვდი რომ ისე გაიგო როგორც მე ვუთხარი,თუმცა სიტუაცია აღარ დაამძიმა.
-არა,ალექსანდრე! სჯობს მშვიდობით ჩავიდეთ,თუ სიკვდილი გინდა შეგიძლია ზღვაში დაიხრჩო თავი როცა ჩავალთ მაგრამ ამ ცოდვას მე ნუ ამკიდებ!
-მოდი მოდი! ვიცი რომ გინდა! ნუ გეშინია მე აქ ვარ!
მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა,მანქანიდან გადმოვიდა და მეც მაიძულა გადავსულოყავი. ის ჩემს ადგილას დაჯდა მე კი საჭესთან მოვთავსდი და საჭეს აკანკალებული ხელები მაგრად მოვუჭირე.
-ნუ გეშინია,აქ ვარ!
-ალექსანდრე არ მინდა,ასე იძულებით ვერ შევძლებ!
-კი,კი, შეძლებ მჯერა!
გამიღიმა და ახსნა დაიწყო თუ რომელი იყო მუხრუჭი და რომელი გაზი.
-მორჩა,ყველაფერი აგიხსენი,ახლა შენი დროა!
მეც ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და მანქანა დავძარი. თავიდან ძალიან შემეშინდა,დაფეთებული ვაცეცებდი თვალებს,ალექსანდრე კი მამშვიდებდა და მეუბნებოდა რომ სანერვიულო არაფერი იყო,მერე მოვეშვი და მშვიდად ვმართავდი მანქანას.
-ძალიანაც ნუ გათამამდები,არ არის ასეთი სისწრაფე საჭირო!
მეც მაშინვე მუხრუჭს დავაჭირე ფეხი და ლამის მანქანა ამოვატრიალე,ალექსანდრე კი სიცილით კვდებოდა.
-რა გაცინებს? კინაღამ დავიხოცეთ!
-ასე მარტივად მანქანა არ შეჩერდება,ეს არ იცი?
-შენ წარმოიდგინე და არა!
-გინდა შეგეცვალო?
-კი,დავიღალე უკვე!
მანქანა გზიდან გადავაყენე და ისევ შევცვალეთ ადგილები.
-უნდა ვაღიარო კარგი მძღოლი დადგება შენგან,კარგი მოსწავლეც!
-შენგანაც მშვენიერი მასწავლებელი გამოვიდოდა!
გულწრფელად გავუღიმე და გზას გავხედე,თუმცა გამახსენდა როგორ მიყურებდა და მაბნევდა როცა საჭესთან მე ვიჯექი და ამაზე კარგად ხალისობდა. ამიტომ მეც მისკენ შევტრიალდი შევტრიალდი და მივაშტერდი,ჩემი მზერა იგრძნო და ჩაეცინა.
-სამაგიეროს მიხდი?
-დიახ!
-კიბატონო,არ ვარ წინააღმდეგი!
მხრები აიჩეჩა და ისევ გზას გაუსწორა მზერა. ზუსტად ექვსი საათი დაგვჭირდა ბათუმში ჩასასვლელად. ერთი ბინა ჰქონდათ ნაქირავები ზღვისგან ცოტა მოშორებით,საკმაოდ მოზრდილი იყო,თუმცა არც იმხელა რომ ყველას ჩვენ-ჩვენი ოთახი გვქონოდა. ნინი და ვაჩე ერთ ოთახში იყვნენ მოკალათებული, ანი და თოკო მეორეში, ცოტნეს და მის შეყვარებულსაც ერთი ოთახი დაეკავებინათ და მხოლოდ ერთი ოთახი იყო თავისუფალი.
ჯანდაბა! ოღონდ ეს არა. მე და ალექსანდრეს ერთ ოთახში გვიწევდა შებარგება. დიდი ხვეწნის მიუხედავად მაინც ალექსანდრესთან შემტენეს.
ქეთიმ,ცოტნეს შეყვარებულმა მითხრა შეგიძლია ჩვენთან ერთად დაიძინოო მაგრამ ეს დიდი აბსურდი იყო,შეყვარებულ წყვილს ვერაფრის დიდებით ვერ ჩავეჩრებოდი მურმანის ეკალივით.
ოთახში შევათრიე ჩემი ბარგი,ამოლაგების თავი ნამდვილად არ მქონდა,ამიტომაც ფეხზე ვავიხადე და საწოლზე მივეგდე.ოთახის კარები გაიღო და ალექსანდრე შემოვიდა.
-მიიწიე,მეც დავიღალე!
-ბატონო? ვერ ხედავ რომ ვწევარ? შეგიძლია სხვაგან დაწვე!
-ეს ოთახი ისევა ჩემი როგორც შენი,ასე რომ მიიწიე და გაჩუმდი!
-რომ არა?
-მაშინ მომოწევს ჩაგეხუტო!
მხრები უდარდელად აიჩეჩა და ზემოდან გადამაწვა.
-შე სპილო გადაეთრიე იქეთ! ალექსანდრე გავიჭყლიტები!
-ჩშშ! თავი მტკივა და უარესად ნუ მატკივებ!
-ალექსანდრე ვეღარ ვსუნთქავ!
ამოვიკნავლე და მკერდზე მივაწექი რომ გვერდით გადამეგდო,გამომივიდა კიდეც.
-მემგონი ჯობდა თავიდანვე დამთანხმებოდი!
გამიცინა,მე კი "მამისმკვლელი" თვალებით გავხედე.
-ნუ იბღვირები,არ გიხდება!
-ეგ მადარდე!
-ღმერთო რა უჟმურია!
თვალები გადაატრიალა და ამოიხვნეშა და თვითონაც გადაბრუნდა.
-ალექსანდრე!
-გისმენ.
-ნუკი სად არის?
ხმამაღლა ჩაიცინა და ისევ გადმობრუნდა.
-რაში გაინტერესებს?
-არ მაინტერესებს,უბრალოდ ვიკითხე!
-უბრალოდ?
-ხო.
-კარგი.
-და სად არის?
-ანუ უბრალოდ არა?!
-მეტყვი?
-არა!
-კარგი!
მხრები ავიჩეჩე და ახლა მე ვაქციე ზურგი. ვგრძნობდი როგორ მიყურებდა და ეღიმებოდა.
-გაბრაზდი?
-მეტყობა რამე?
-მართალი ხარ,ვერაფერს გატყობ!
-გაჩუმდი,ნუ ზუზუნებ!
იცევ ჩაიცინა და მანაც მაქცია ზურგი. დაღლილს ისე ჩამეძინა რომ ვერაფერის გააზრება ვერ მოვასწარი. დაახლოებით ორი საათი მეძინა,რომ გავიღვიძე საწოლიდან წამოდგომა ვცადე,მაგრამ ძირს გავიშოტე და ალექსანდრეც ზემოდან დამეცა.
-ეს....ეს რა ჯანდაბაა?
იყვირა ახლად გამოფხიზლებულმა და თოკს დახედა რომლითაც ერთმანეთზე ვიყავით გადაბმულები.
-ცოტნე!
დაიღრიალა ჩემი ძმის სახელი,რადგან მიხვდა ვინც იყო ამის გამკეთებელი.
ოთახში ექვსი ადამიანი შემოვიდა და ჩვენს ასეთ მდგომარეობაში ნახვამ ყველა გაახალისა.
-მეძახდით?
-რა არის ეს?
-ეს თოკია,ეს კი თაკო!
ხელით ჯერ თოკზე მიანიშნა,შემდეგ კი ჩემზე.
-ცოტნე ვერ გადამირჩები აქდან რომ ავდგები!
-თუ ალექსანდრე...თუ ადგები!
გაუცინა და ხარხარით დატოვა ოთახი,დანარჩენებიც მიყვნენ. ბევრი ფართხალის მიუხედავად მაინც ვერ შევხსენით თოკი,ამიტომ ერთმანეთზე გადაბმულებს მოგვიწია გიბეებზე ჩასვლა. ძლივს ჩავაღწიეთ,რამდენჯერმე გადავრჩით კიბიდან თავდაყირა დაშვებას.
-აუუ ნახეთ რა კარგი ამინდია,გავისეირნოთ რაა! წამოჭრა საკითხი ანიმ.
სხვა დანარჩენებიც დაეთანხმნენ. დაფაცურდნენ და თხუთმეტ წუთში კარებთან იდგნენ.
-ჩვენ რას გვიშვებით ხალხო?
იქნებ ჩვენც გვინდა წამოსვლა,გვკითხეთ მაინც!
-წამოდით მერე რას დგახართ?
-ქეთი! შენი შეყვარებული დაამშვიდე თორემ რაღაცას ვესვრი!
კბილებს შორის გამოსცრა ალექსანდრემ.
-მოტრიალდი ბიჭო,შემახედე ჩემს ნაძირალა ძმაზე!
"ვუბრძანე" ალექსანდრეს და ისიც 180°-ით შემიბრუნდა და ახლა მე დამაყენა ცოტნეს პირისპირ.
-ბიჭო შენ კარგად ხო ხარ? რას გვეთამაშები? მოგვხსენი ეს ჯანდაბები,დავიხუთეთ!
-არაუშავს აიტანთ!თუ გინდა კონდენიციონერს ჩაგირთავთ.
-ცოტნე!
დავუკივლე,რასაც მისი და დანარჩენების სიცილი მოჰყვა.
-მოდიხართ?
გაგვეკრიჭა.
გაბრაზებული ალექსანდრე ისე სწრაფად შემოტრიალდა რომ წონასწორობა ვერ შევიკავე და ძირს გავწექი,ისიც ზედ დამეცა.
-ალექსანდრე გავიჭყლიტე!
-შენს იდიოტ ძმას დააბრალე!
ყველანი უხმოდ გალაგდნენ სახლიდან. მე კი გამოშტერებულმა გავაყოლე მათ მზერა,ბოლომდე მჯეროდა რომ შემობრუნდებოდნენ და ამ სპილოს ააყენებდნენ ჩემგან,მაგრამ არა!
-ალექსანდრე იქნებ მიხვდე რომ უნდა ადგე?!
-რანაირად?
-გადატრიალდი მაინც,სახე მიმეჭყლიტა!
ბოლოს როგორღაც დავაღწიეთ თავი თოკს და ერთმანთს მოვშორდით.
-წავიდეთ ჩვენც?
ვკითხე,მაშინ როდესაც ნატკენი ფილტვები მწყობრში მოვიყვანე.
-იქნებ მათთან არ წავსულიყავით?
-აბა სად?
-სანაპიროზე გავიდეთ,თან დავილაპარაკებთ.
-ალექსანდრე,გთხოვ! აღარ მინდა წარსულის გახსენება..
-მაგრამ ასე გაურკვეველს ვერ დავტოვებთ! არ შეიძლება....არ შემიძლია! თაკო გთხოვ! მხოლოდ ერთ შანსს ვითხოვ.
- არაფერია გაურკვეველი და ასახსნელი! შენ შენს სულელურ პრინციპებს ვერ უღალატე და მე რას მთხოვ ალექსანდრე? ჯანდაბა! ისევ რომ განმეორდეს მსგავსი რამ ისევ წახვალ,მე კი ისევ დავიტანჯები! აღარ მინდა,გთხოვ გამიგე!
-არ წავალ! გპირდები არ წავალ. მივხვდი,მთელი ოთხი წელი მქონდა დასაფიქრებლად და მივხვდი რომ სისულელე გავაკეთე! უბრალოდ გამიგე,ასეთი ვარ! არ შემეძლო თქვენთვის თვალებში შემომეხედა,ჩემებურად ვუყურებ ყველაფერს...
-ხო და ამიტომაც აღარ მინდა,აღარ მინდა ყველაფერი შენებური იყოს,გაურკვეველი და ამოუხსნელი!
-თაკო გთხოვ! დავილაპარაკოთ და აგიხსნი,გამიგე,სცადე მაინც! თუ მაინც გადაწყვეტ რომ უნდა დავშორდეთ გპირდები წავალ,აღარასოდეს გამოვჩნდები!
-წადი! ახლავე წადი!
გამტყდარი ხმით ამოვიკნავლე დ თვალები ცრემლით ამევსო.
-არ შემიძლია პატიება,არ შემიძლია ის ოთხი წელი გაპატიო! ალბათ მართალი ხარ,შენებური ხარ! შენებურად მართალიც ხარ,მაგრამ ეცადე შენც გამიგო. დარწმუნებული ვარ რომ არც შენ მაპატიებდი ასეთ საქციელს....თანაც,შენ უკვე ნუკი გყავს!
-ნუკი არავინაა ჩემთვის,საერთოდ არავინ! თუ ის არის პრობლემა...
-არა! პრობლემა შენი სულელური პრინციპებია!
-ანუ წავიდე?
-ხო წადი!და აღარაფერი დატოვო რაც შენია!
ვთქვი და ცრემლები გადმოვყარე,თუმცა მაშინვე შევიმშრალე. ცივი მზერა მესროლა და ბინა უკანმოუხედავად დატოვა. მეც თავს უფლება მივეცი ავტირებულიყავი. ოთახში შევედი,ალექსანდრეს ნივთებს თვალი ცივად ავარიდე და საწოლზე გავიშხლრთე. ჯერ
შემოსასვლელი კარების ხმა გავიგე,ვიფიქრე რომელიღაც დაბრუნდა თქო,ამიტომ ცრემლები შევიმშრალე და თვალები დავხუჭე. ჩემი ოთახის კარების ხმაც გავიგე. შემდეგ კი ვიგრძენი რომ ჰაერში ვიყავი გამოკიდებული. თვალები ვჭყიტე და მივხვდი რომ ვიღაცის მხარზე ვიყავი გადაკიდებული.
-ალექსანდრე რა ჯანდაბას აკეთებ?
ვიკივლე და მხარში ფრჩხილები ჩავარჭე.
-შენ თქვი არაფერი დატოვო რაც შენიაო,ჰოდა მიმაქვს რაც ჩემია!
-არ მეცინება!
-არც მე!
-ალექსანდრე დამსვი!
-ნუ ფართხალებ მგონია რომ ჰაერი არ გყოფნის!
-დამსვი მეთქი!
ბევრი კივილის მიუხედავად მაინც არ დამსვა სანამ მანქნამდე არ მივიდა. კარები გააღო და ჩამტენა,თუმცა სანამ თავის ადგილს დაიკავებდა კარები გავაღე და გავიქეცი. ისიც გამომეკიდა,ბევრი ვირბინეთ,ბოლოს მაინც დამიჭირა და ნეტავ არ დავეჭირე. ხელ-ფეხი თოკით შემიკრა, პირზე "სკოჩი" ამაკრა და საბარგულში მომათავსა. ბევრი ვიღმუვლე მაგრამ არანაირი ცვლილება. მანაც კმაყოფილმა დაიკავა თავისი ადგილი და მანქანა დაძრა.

მისი გამოლანძღვა მინდოდა,ისიც მინდოდა ის გასიებული თავი ჩემი ხელით გამეტეხა მაგრამ საბარგულში ვიყავი არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში.ბევრი ვიფართხალე მაგრამ არაფერი გამომივიდა,ამიტომაც დაძინება გადავწყვიტე,სხვა არჩევანი მაინც არ მქონდა.
თვალები რომ გავახილე მაშინვე გარემოს მოვავლე თვალი. მანქანის საბარგულში ნამდვილად არ ვიყავი,მასზე ბევრად კომფორტულ და რბილ ადგილას ვიწექი.
კედლები ხის იყო,აივანიც, აივანზე გასასვლელი კარები კი მთლიანად მინის. საკმაოდ მოზრდილი ოთახი იყო.
ჩემი ყურადღება კედელზე გაკრულმა სურათებმა მიიქცია.
ფეხზე წამოდგომა შევძელი,რადგან ისევ ისე გაკოჭილი არ ვიყავი. სურათებს მივუახლოვდი,ოჯახური ფოტო იყო. ოთხი ბედნიერი და გაბრწყინებული სახე იყო გამოსახული. პატარა ბიჭში,რომელსაც შავი თმა აბურძგვნოდა ალექსანდრე მაშინვე ამოვიცანი. მამაკაცს რომ დავაკვირდი მივხვდი რომ ის ალექსანდრეს მამა იყო,რადგან ახლანდელი ალექსანდრე მას ძალიან ჰგავს.
ქალბატონიც უმშვენიერესი იყო,სავარაუდოდ დედამისი. მაგრამ ეს პატარა გოგონა ვინ იყო? კიდევ უფრო დავაკვირდი,მაგრამ რატომღაც ყურადღება გამეფანტა,მივხვდი რომ ვიღაც მიყურებდა. მივტრიალდი და კარებში გახევებული,დანაღვლიანებული და სახეწაშლილი ალექსანდრე დამხვდა. თვალები კიდევ უფრო ჩაშავებოდა და ჩამუქებოდა,ერთი წამით ცრემლიც გაუკრთა.
მისი დანახვისთანავე ჩხუბს და აყალმაყალის მოწყობას ვაპირებდი,მაგრამ როცა ასეთ მდგომარეობაში მყოფი დავინახე მივხვდი რომ ზედმეტად უადგილო იყო.
-ალექსანდრე?
-ხოო ალექსანდრე,მე ვარ ვერ მხედავ?
გაიწელა და ირონიით გაჯერებული ღიმილიც მტყორცნა. არა რა! ამ ადამიანს ვერასოდეს გავუგებ! რამდენიმე წამის წინ სახეწაშლილი და ფერდაკარგული იდგა კარებში,ახლა კი ირონიული ღიმილით დამცქერის.
-ზედმეტად სასაცილოა!
არც მე დავაკელი ირონია და მობეზრებულმა გადავატრიალე თვალები.
-აქ საიდან გაჩნდი?
სერიოზული სახითა და ტონით მკითხა.
-რა?
-აქ საიდან გაჩნდი თქო.
-როგორ თუ საიდან?! შენ არ ჩამტენე მანქანაში ხელ-ფეხ შეკრული?
-ა უი! ეგ მე ვიყავი? რატო არ მომტყდა ეს გასახმობი ხელები?!
-არ მეცინება!
-არც მე!
-წამიყვანე აქედან!
-სად?
-სახლში!
-ახლა ტყეში ხარ?!
-ალექსანდრე მართლა არ ვარ სიცილის ხასიათზე!
-რას ვიზამთ....გშია?
-დავფიქრდები....კი!
-ხოდა სამზარეულოში ჩადი და რამე მოამზადე,მეც მშია!
-მე არ მშია,შეგიძლია მოიმზადო და ჩახეთქო!
ცხვირი ავიბზუე და აივანზე გავვარდი.ისიც უკან გამომყვა,გვერდით ამომიდგა,მუაჯირს დაეყრდნო და სახეზე დაკვირვება დამიწყო. მე წარბშეკრულმა გავხედე.
-რატომ მათვალიერებ?
-შენ გათვალიერებ? აბა მარჯვნივ გაიხედე,ნახე რა ლამაზად ქსოვს ობობა აბლაბუდას!
ცინიკური ღიმილიც მიბოძა და თვალით მანიშნა ობობაზე,რომელიც მართლაც ქსოვდა აბლაბუდას.
-იდიოტი ხარ!
-ბევრს უთქვამს! მაგალითად იმედგაცრუებულ გოგონებს,რომლებსაც კოცნა უნდოდათ და არ ვაკოცე...
-მოკეტე! ნამდვილად არ მაინტერესებს შენი და შენი გოგოების თავგადასავლები.
-არადა როგორი საინტერესო და მრავალფეროვანია იცი?
-მოკეტე მეთქი!
-ფერია გამიბრაზდა?!
დამთბარი ხმით მკითხა,რამაც ჩემი დაბნევა და გამოშტერება გამოიწვია.
-დიახ გაგიბრაზდა!
ცხვირი ისევ ავიბზუე.
-ხოდა ფერიას გადაეცი რომ არ მანაღვლებს! და ისიც უთხარი რომ ჩემი კბილი დამიბრუნოს,ბალიშის ქვეშ რომ დავუდე!
თვალი ჩამიკრა და გამეცალა,მე კი გამოშტერებული დამტოვა.
მართლაც რომ ძალიან მშიოდა,ამიტომ სამზარეულოში ჩავლასლასდი და მაცივარი გამოვაღე. უამრავი რამ იყო,თუმცა მე მაინც კარტოფილის შეწვა გადავწყვიტე. კარტოფილის თლაში კი გონება გამინათდა და გამახსენდა რომ ხვალ დაბადების დღე მაქვს. ზედმეტად აჟიტირებული ვიყავი და ეს ჩემს თითზეც აისახა,რომელზეც დანა დავისვი შემთხვევით. დანა დავგდე და წყალს შევუშვირე თითი,სერიოზული არაფერი იყო,ამიტომ მხოლოდ სპირტით დავიმუშავე და "სანტავიკი" დავიკარი. კარტოფილი მზად იყო და ის ის იყო თეფშზე უნდა გადმომეღო რომ უკნიდან ვიღაც ამომიდგა და მთელ ხმაზე დაიღრიალა.
შეშინებულმა ბოლო ხმაზე დავიკივლე და თეფშიც გავტეხე.
-ალექსანდრე სულ გამოშტერდი? კინაღამ გული გამისკდა!
-კარგი მაპატიე,რავიცოდი თუ ასე შეგაშინებდი?!
-მართლა იდიოტი ხარ!
-ბევრს უთქვამს! აი იმ გოგოებს....
-მოკეტე!
მანაც დანებების ნიშნად ხელები აწია და სიცილით გავიდა სამზარეულოდან. თეფში ნამსხვრევები ავკრიფე და სანაგვე ყუთში მოვათავსე,სხვა თეფშზე გადმოვიღე კარტოფილი და ჭამას შევუდექი.
-მე არ მინდოდა?
სამაზერეულოში თავი შემოყო ალექსანდრემ.
-არა!
-კიბატონო,დავრჩები მშიერი!
-მანაღვლე!
......
-მეჩვენება თუ ესენი ორივე ერთად გაქრნენ?
ცოტნემ ოთახშიმყოფთ მზერა მოავლო.
-აბა რა გეგონა? მართლა ასე ერთმანეთზე გადაბმულები დაგვხდებოდნენ?
შეუბღვირა ქეთიმ.
-რა ხდება ვაჩე არ გპასუხობს?
-არც ერთი და არც მეორე! რა ჯანდაბა გავიგო ახლა სად არიან? ამ დაბადების დღის წინა დღეს რომ არ ჩაეხრჩო ზღვაში არ შეიძლებოდა? გამხდარიყო ოცდაერთის და მოეკლა მერე!
-ვაჩე რას ბოდიალობ ეხლა?
შეუბღვირა ნინიმ.
-კარგით ხალხო მართლა ხო არ დახოცავდნენ ერთმანეთს? რა დაგემართათ?
-აუ რო არ მგავდე ეჭვს შევიტანდი შენში რომ ნაშვილები ხარ. სულ არ ნაღვლობ შენს დაზე?
-ჯერ ერთი უფროსი მე ვარ! ამიტომ მე კი არ გგავარ შენ,შენ მგავხარ მე! და კიდევ,სანერვიულო და სადარდებელი რომ იყოს აქ ვერ გამაჩერებდით რომც დაგებით!
-ვაჩე მართალია!არამგონია რომ მართლა დაეხრჩოთ ერთმანეთი. ყოველი შემთხვევისთვის თაკო ცოცხალი იქნება,აი ალექსანდრესი რა მოგახსენოთ!
სიტყვით გამოვიდა ანი.
-აი რეკავენ!
-ვაჩე!
-რა გინდა?
-რეკავენ თქო!
-რეკონ მერე რა გინდათ?
-უპასუხე!
-კაი კაცო?! როგორ უნდა ეგ,რომელ "კნოპკას" დავაწვე?
დაეჯღანა შეყვარებულს და ტელეფონს უპასუხა.
-რა ჯანდაბა არ გასვენებთ? რას მირეკავთ რა გინდათ? მალე ბიძია გავხდები და პამპერსები მოგიტანოთ თუ რა ვქნა?
-ეგ კარგი იდეაა მაგრამ ჯერ პამპერსები ადრეა, შენს დას უთხარი რომ მაჭამოს რამე! მთელი ტაფა კარტოფილი თვითონ შეჭამა.
-რა გეგონაბა აბა რომ მიარბენინებდი?
-მეც დაგირეკე რა!
-რას გიშველი აბა მე აქ რო მირეკავ? ისე სად წააბუნძულე ჩემი და?
-სად და ჩემთან აგარაკზე!
-აუ არ დაგეზარა? მაგისთვის მე აქედან ქობულეთში არ ჩავიდოდი!
-აუ იდი რაა!
-ცნობისთვის რომ იცოდე მანდ ჩემი დაა და რამე რომ დაემართოს ხო იცი?
-ვიცი ვიცი! არაფერი მოუვა.
-გირჩევნია! ის ოთხი წელიც ამყოფინე.
-კარგი წავედი,იმეტებს მემგონი რაღაცას!
გაიცინა და ვაჩეს ტელეფონი გაუთიშა.
-არა რა რო ვამბობ დებიალია თქო ესეიგი დებილია!
-რა გავიგოთ ეხლა?
-არაფერი ნინიკო,არაფერი! აგარაკზე აიყვანა,თავისთან.
-და რატო დაგირეკეო?
-ჩემი ნინიკო ძალიან ღელავს მულზე და უთხარი რომ თავს კარგად გრძნობს და აქეთ მაძრობს სულს შიმშილითო.
-აუ ჩემი დაა რა!
გაიბღინძა ცოტნე და დის საქციელით გახალისებული დივანზე დაეზღნართა.
-აუ გინდათ ხვალ თავზე დავადგეთ?
ისევ ცოტნემ წამოყო თავი.
-აქ დაეტიეთ!
კოპები შეკრა ვაჩემ და ოთახში გაუჩინარდა.
-უჟმური!
მიაძახა ნინომ.
-ეს გოგოც მომწონს მე.
თავით ანიშნა ნინოზე და დივანზე ისევ გაიშოტა.
......
-კაი რა,მართლა ესე მშიერი უნდა დამტოვო?
-მაცივარი სავსეა რაც გინდა აიღე და შეჭამე არავინ გართმევს.
-რა ვჭამო,კომბოსტო? თუ სალათის ფურცლები?
-რომელიც შენ გინდა,ორივე კარგია.
-კარგი რა თაკოო!
-რა?
-მშია.
-ჭამე მერე რაც გინდა!
-მაჭმევ?
-რას?
-კარტოფილს.
-ჩემი ხელით გაჭამო თუ შენით შეძლებ?
-ირინიულობა არ გიხდება!
-შენ ხო რას ამბობ, გხატავს!
-მე ყველაფერი მიხდება და მხატავს,ნუ შეგშურდება.
-აჰაჰაჰა ცუდად ვარ,როგორ ხუმრობ ასე?
-არც ეგ გამოგდის.
-ეგ მანაღვლე კიდე!
-დღეს რა რიცხვია?
-21 ივლისი,რამ გაგახსენა?
-ხვალ 22-ია ანუ...
-ხო მერე?
სკამიდან წამოვიწიე და ღიმილით მივაშტერდი.
-არაფერი ისეთი,ნუკის აქვს დაბადების დღე და მივულოცავ დღეს ღამით,თორმეტზე.
სახე შემეცვალა,გული დამწყდა,მეწყინა. ჩემი დაბადების დღე არ ახსოვდა,აღარ ახსოვდა...თუმცა რა საჭირო იყო? ჩვენ ხომ ყველაფერი დავამთავრეთ?!...........მგონი.
ყელში გაჩხერილი ბურთი გადავაგორე და ჩამქრალი თვალებით შევხედე. საკუთაფ თავზე მეშლებოდა ნერვები,მაგრამ რა ჩემი ბრალია თუ მეწყინა?!
-აქ რატომ მომიყვანე?
-სალაპარაკოდ!
მაშინვე დასერიოზულდა ისიც.
-რა თემაზე?
-იმ თემაზე,რომლის დასრულებაც გინდა,მაგრამ ვერ მოგართვი!
გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
-ვერ გავიგე?!
-ხო,ჩემგან წასვლა გინდა მაგრამ ვერ წახვალ...მატარებელმა გაგასწრო თაკსი!
-ალექსანდრე დამთავრდა გესმის? დამთავრდა! აღარ ვართ ერთად,აღარ! რატომ არ გესმის?
-როგორ არ ვართ?!
შეიცხადა გაოცებულმა.
-ეხლა ერთად არ ვართ?
-და ვართ?!
-კი!
-საიდან გამომდინარე ამბობ მაგას?
-მტკიცებულებები გჭირდება?
-დიახ,ვითხოვ!
-აუცილებელია რომ შეგახსენო?
-რა უნდა შემახსენო?
-ის რომ ბოლო სიტყვა ჩემია თაკსონ,ჩემი!
-ეგ ადრე იყო,ახლა აღარ !
-კი,კი! ახლაც.
-არა მეთქი!
-კი მეთქი!
-არა.
-კი.
-ა-რა
-კი!
-არა!
-კი
-კი.
-ხო,ვიცი!
გამეღრიჯა და დივანზე მოკლათდა,მეც მობეზრებულმა გავხედე და ოთახისკენ ავიღე გეზი. საწოლზე დავეზღნართე და ალექსანდრეს ლანძღვას შევუდექი.
-იდიოტი!კრეტინი!შტერი!უგემოვნო! უგემოვნო რა შუაშია? კაი იყოს ჩემი რა მიდის?! მაჩვი!ზღარბი!კოღო!კიბოსებრი!კალია! სკლეროზიანი!
-პეპელა,ფუტკარი,ბზიკი,ჭიანეველა....მიამატე ეგენიც!
უკან გადავბრუნდი და კარებში მდგომი ალექსანდრე შევნიშნე,რომელიც სალანძღავს სიტყვებს მაშველებდა.
-ხო,ეგენიც ხარ!ყველაფერი ხარ რაც კი არსებობს დედამიწაზე!
-ოუუ თაკსი,პირდაპირ მეუბნები რომ შენთვის ყველაფერი ვარ?
-ალექსანდრე ისედაც ნერვებმოშლილი ვარ და შემშვი! ხვალ ჩემით წავალ,მაგრამ დღეს თავი დამანებე!
-რა გჭირს,ასე უცებ რატომ შეგეცვალა ხასიათი?
-არ შემცვლია,შემშვი!
-შემირიგდი რა!
-არ გავბრაზებულვარ თქო!
-ეხლა არა,მაგრამ...ადრე?
-მაგას ვერ დავივიწყებ.
-უბრალოდ მაპატიე,გთხოვ!შეეცადე.
-ალექსანდრე! ვერ ვივიწყებ ვერა! ჯანდაბა! რატომ არ გესმის? არ შემიძლია დავიწყება,ვცდილობ მაგრამ არ გამომდის! ასეთ დღეში იმ სისულელის გამო ვართ!
-და შენ ამ სისულელეს ვერ მპატიობ?
-....
-ამახსნევინე მაინც!
-არაფერია ალექსანდრე ასახსნელი,მესმისმის შენი! ვიცოდი,თავიდანვე ვიცოდი რომ წახვიდოდი!უბრალოდ ვერ შევეგუე! ასეთი ვარ,ვერ ვეგუები!
თავი ვერ შევიკავე და ავტირდი,ისიც მოვიდა და ჩამეხუტა.
-კარგი დამშვიდდი! კარგი რა,ნუღარ ტირი...ხომ იცი რომ ვერ გიყურებ ასეთს?
-არ არის ჩემი ბრალი! მინდა და ვერ გირიგდები!
-ანუ გინდა? გინდა რომ შემირიგდე?
ვიგრძენი რომ გაეღიმა,ხმაზეც დაეტყო.
-მინდა,აღარ შემიძლია!
-კარგი,თორმეტ საათს დაელოდე!
-რას?
-ნახავ!
ეს მითხრა და ოთახი დატოვა.
მეც საწოლზე წამოვგორდი და ისე ჩამეძინა რომ ვერ გავიგე.
ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.
-გისმენ ცოტნე!
ამოვიზმუვლე და გავიზმორე.
-რომელი საათია იცი?
-არა...მეძინა რა იყო?
-თერთმეტი საათი და ორმოცდათვრამეტი წუთია. დაბადების დღე უნდა მოგილოცო მთელი ორი წუთით ადრე! მერე სხვამ უნდა მოგილოცოს და ხაზები გადატვირთული იქნება.
-აუუ აბლუყუნდა კიდე,მიულოცე და მიგვალოცინე ჩვენც.
თორნიკეს და ვაჩეს ბუზღუნი ჩამესმა,რასაცა გოგონების ხმაც მოჰყვა თან.
-ხო კაი უიმეე ამდენი უჟმური სად შეიკრიბა?! ხო კაი გილოცავ თაკსონ...ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს შენი უსაყვარლესი ძმა ცოტნე ჯანმრთელად და ბედნიერად,აბა გკოცნი დასვი დანია! გათიშე ტელეფონი სწრაფად!
ჩამყვირა ყურში და გამითიშა,დარწმუნებული ვარ ბევრ მუშტს მიიღებდა რადგან მილოცვა არავის აცადა. მეც დავუჯერე და ტელეფონი გავთიშე. თვალები მოვისრისე და საწოლიდან წამოვდექი,თუმცა ფეხი თოკს წამოვკარი და იატაკზე გავიშოტე.
-ვაი ფეხი! ამივიკნავლე და მაღკა ავიხედე.
ალექსანდრე მადგა თავზე და მიღიმოდა.სათლი გადმოატრიალა და ვარდის ფურცლები დამაყარა თავზე.
გაოგნებული ვაკვირდებოდი მის საქციელს,ვიღას ახსოვდა ფეხის ტკივილი.
ალექსანდრეც გვერდით მომიწვა და ჯიბეში ქექვა დაიწყო.ბოლოს სახე გაუნათდა და ჩემკენ შემოაბრუნა თავი.
-თანახმა ხარ ხო?
-რაზე?
-კი თუ არა?
-რავიცი მე....კი!
სახე ღიმილმა გაუპო და ჯიბიდან ლამაზთვლიანი ბეჭედი ამოაძვრინა.
-ალექსანდრე...ეს?
-ჰო,ამ წამს დამთანხმდი ცოლობაზე!
-მაგრამ....
-ჩშშ! შენ უკვე დამთანხმდი!
-ხო მართალია!
გავუცინე,ბეჭედი თითზე მოვირგე და მაგრად ჩავეხუტე.
იმ ღამით სამი საინტერესო რამ აღმივჩინეთ.
-პირველი ის რომ ფეხი ვიღრძე.
-მეორე ის რომ ალექსანდრეს უკვე ყველაფერი ვაპატიე.
-და მესამე,ალექსანდრე მართალი იყო-ბოლო სიტყვა მისია!
დილით განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე გავიღვიძე. ალექსანდრე უკვე ამდგარიყო, სამზარეულოდან კი რაღაცის მსხვრევის ხმა ისმოდა.
-აშკარად არ არის ეს ბიჭი სამზარეულოსთვის გაჩენილი.
ჩავილაპარაკე ჩემთვის და სააბაზანოში შევიკეტე.
მალევე მოვიწესრიგე თავი და კიბეებზე დავეშვი.
-ოჰოო ეს ვის გაუღვიძია!
გამიღიმა ალექსანდრემ და ლოყაზე მაკოცა.
-თვით დედოფალ თაკოს ბატონო ალექსანდრე!
-დედოფალ თაკოს ხომ არ შია შემთხვევით?
-მგელივით შია,მგელივით!
-ხოდა ნახე რამდენი რამ მოვამზადე ქალბატონო თქვენთვის,იმედი მაქვს იკადრებთ ჩემს ნახელავს,დიდად მადლობელი დაგრჩებით.
-თუ არც იკადრებს რაა! გაიწიე თუ ძმა ხარ მგელივით მშია...გაიწიე თქო!
საიდანღაც მიგვევლინა ცოტნე.
-შენ აქ რა გინდა ბიჭო?
გაოცებული მიუტრიალდა ალექსანდრე.
-ჩემი დის სანახავად მოვედი,ვიღაც გამოშტერებულს მოუტაცია და დავხედე, რაიყო შენ რამ შეგაწუხა?
მოდი გოგო მოგილოცო მოდი!
ახლა მე მომიბრუნდა ღიმილით და მაგრად ჩამიხუტა.
-ხომ იცი ჩემთვის ვინ ხარ?
ოდნავ მომშორდა და ღიმილით დამხედა.
-ვიცი ვიცი!
გავუცინე და მაგრად ჩავეხუტე.
-გაეგდე ბიჭო იქით! ტელეფონით შენ არ მიმალოცინე და ეხლაც შენ ეხუტები,მოშორდი ჩემს ძმაკაცს!
ხელი ჰკრა ანიმ და გვერდით გადააგდო ცოტნე.
-გილოცავ! ყველაზე ყველაზე ყველაზე ადამიანი ხარ ჩემთვის ხომ იცი?
-ერთმა ვინმემ არ გაგიგოს თორემ იეჭვიანებს!
-მაგ ვინმეს სახელი არ მიხსენო რა!
-რატომ?
-გზაში ვუთხარი ალუჩა მიყიდე თქო და ორსულად ხომ არ ხარ ასე უცებ რამ მოგანდომაო.
-მერე?
გამეცინა დაქალის გაბრაზებულ სახეზე.
-რაღა მერე,შენც იმისკენ ხარ ხო? საერთოდ რა გინდათ ჩემგან? ყველა ნერვებს რატომ მიშლის? ან საერთოდ ეს რა ფერის კაბაა!
სახე დამანჭა და სამზარეულოდან გავიდა. ჩვენც გაკვირვებულებმა გავაყოლეთ მზერა გაქცეულ სხეულს.
-თორნიკე ამ გოგოს რა უქენი?
კითხვით მიუბრუნდა ალექსანდრე ახლახანს შემოსულ ძმაკაცს.
-რა ვუქენი?
-რავი ვერაა მემგონი კარგად.
-აუ არ ვიცი ტო! დილის მერე მეჩხუბება რა უნდა ვერ გავიგე.
ჰო მართლა გილოცავ თამარჩიკ!
-მადლობა სიძევ მადლობა!
-ვაიმეეეე!
სააბაზანოდან კივილს ხმა მოგვესმა.
-ახლა რაღა ეტაკა?
-რანაირად ლაპარაკობ ვაჩე?იქნებ რა სჭირს,გაინძერით რას დგახართ?
წარბშეკრული მივუბრუნდი ძმას.
-არაა! ეგენი არ დამანახო,თაკო მალე ამოდი! სწრაფად!
მეც დაფეთებული ავვარდი კიბეებზე და საპირფარეშოს კარები შევგლიჯე,გზაში კი სამჯერ მოვასწარი ლოცვა.
-რა გჭირს ანი?
გამოშტერებულმა დავუსვი კითხვა ატირებულ დაქალს.
-ეს ნახე!
ორსულობის ტესტი გამომიწოდა და ისევ ატირდა.
მეც დაშტერებულმა დავხედე ტესტს რომელიც დადებით პასუხს ირწმუნებოდა.
-ვაიმეე! რა მაგრია! ანი შენ? შენ დედა ხდები!
-არ არის მაგარი! სულაც არ არის!
სახე შემეცვალა როცა ანის ჩაცვენილ თვალებს წავაწყდი.
-კი მაგრამ... რატომ?
-ვიცი,თორნიკეს არ უნდა! ჯერ არ არის მზად მამობისთვის,არც მე ვარ მზად! ახლა რომ დამშორდეს? რა გავაკეთო ბავშვზე უარი რომ თქვას? ვერ მოვიშორებ,ბავშვს ვერ გავწირავ!
ტირილ-ტირილით ამოთქვამდა სიტყვებს.
-რას სულელობ ანი? როგორ შეიძლება რომ...
-თაკო დაგვტოვე!
უკნიდან მომესმა თორნიკეს გაყინული ხმა. ნელა მივტრიალდი,ნაწყენი და გაბრაზებული ჩანდა. მე მხოლოდ თავი დავუქნიე და გავეცალე.
-მაპატიე თორნიკე,ასე არ უნდა მომხდარიყო ვიცი...რაც გინდა გააკეთე მაგრამ...მაგრამ ბავშვის მოკვლას ნუ მომთხოვ...მე მე..
-ანი გაჩუმდი! ხმა აღარ ამოიღო! როგორ იფიქრე? ეგ როგორ დაუშვი? ამდენად გეპარება ჩემში ეჭვი? ამდენად არ მიცნობ? გგონია რომ შვილის მოკვლას მოგთხოვ? ეს სისულელე თავში როგორ გაივლე? ამის დედაც..... როგორ დაუშვი რომ ჩემი შვილი,შენი შვილი არ მენდომებოდა! რომ არ მომესინა ალბათ არც მეტყოდი ხომ ასეა? რაიმე სისულელე რომ ჩაგედინა ხომ იცი რომ არ გაპატიებდი? გაფრთხილებ! ეგ სისულელე დაივიწყე,აღარ განედო მსგავსი რამ გაივლო თავში. ახლა ფეხზე ადექი და ქვემოთ ჩამოდი!
მკაცრი ხმით დაასრულა სიტყვით გამოსვლა და უკანოუხედავად დაეშვა ჯერ კიბეებზე შემდეგ კი გარეთ.
ანიც ცოტახანში წამოდგა და ქვემოთ ჩავიდა.
-თორნიკე სად წავიდა?
-გარეთ გავიდა. შენ რა გჭირს?
-არაფერი ცოტნე...სად წავიდა ხომ არ იცი?
-არ უთქვამს.
-კარგი.
გამტყდარი ხმით ამოილაპარაკა და სწრაფად მიტრიალდა უკან რომ მისი ცრემლები არავის შეემჩნია.
-ანი! ანი რა გჭირს? შემომხედე.
ფეხზე წამოდგა ალექსანდრე და მასთან მივიდა.
-რატომ ტირი?
-მიმატოვა! ჩემი სისულელის გამო მიამტოვა! ასე ხომ?
-რას სულელობ? უბრალოდ გარეთ გავიდოდა. ხომ იცი როგორ უყვარხარ? რამე მოხდა!
-მე...მე...
-არაფერია,მეთვითონ მივხედავ!
კარებში გამოჩნდა თორნიკე და ანიმაც შვებით ამოისუნთქა.
-რას მიხედავ შე***ა ვერ ხედავ როგორ არის?
-ხოდა რომ ვხედავ მაგიტო გეუბნები მე მივხედავ თქო!
წამოენთო თორნიკე.
-რა გჭირს ბიჭო?! შენგამო ტირის და რანაირად იქცევი?
არც ალექსანდრე ჩამორჩა.
-ალექსანდრე ნუ ჩაერევი,თვითონ მოგვარდებიან.
მისი დამშვიდება ვცადე,რადგან ვიცოდი მათი კამათი შორს წავიდოდა.
-რას მოაგვარებენ თაკო გოგო ტირის დამშორდაო ეს კიდე ეიაზვება...არც ამბობენ რა სჭირთ!
-ჩემი ბრალია!
ამოისლუკუნა ანიმ.
-არაფერია შენი ბრალი იმის გარდა რომ სისულელეზე ინერვიულე.ბავშვს რამე რომ მოსვლოდა?
-ვინ ბავშვს?
-მე...მე ორსულად ვარ!
-მერე შე დებილო მაგის გამო იქცევი ეგრე?
-დებილი შენ ხარ ალექსანდრე ბატონო! მაგის გამო კი არ ვარ ესე,იმის გამო ვარ რომ იფიქრა ბავშვის მოშორებას მოვთხოვდი!
-კაი ტო,სერიოზულად? ეგ როგორ იფიქრე,არ იცი ბავშვებზე რო ეკეტება?
-ნუ გადაეკიდებით ეხლა ჩემს დაქალს! ორსულადაა და ხდება ხოლმე,უფრო გულჩვილი ხდება და ხელახლა მუ ამიბღავლებთ!
მოვეხვიე დაქალს და დაშტერებულ ბიჭებს გავუცინე. თორნიკემაც გახსნა შეკრული წარბები და ღიმილით გამომტაცა დაქალი.
-ნუღარ ტირი,დამშვიდდი სულელო!
-სულელი არ ვარ!
ახლა მან შეკრა წარბები.
-მოიცა,ნინი და ქეთი?
-თბილისში წავიდნენ.
უხასიათოდ წარმოთქვა ცოტნემ.
-გამოცდები აქვთ.
დაამატა ვაჩემ.
-მერე აქ რო ჩამომეყარეთ ვერ გაყევით იმათ?
-ვუთხარით,მაგრამ დაგვიჯერეს?
-თქვენც თუ შეყვარებულები გქვიათ,აბა ხო არ გეტყოდნენ დის დაბადების დღეზე არ წახვიდეთ და ჩვენ გამოგვყევითო. ღმერთო და დაუფიქრებლები ხართ!
-კარგი ნუ ღელავ მოვლენ ცოტახანში,არ წასულან არსად!
გაეცინა ვაჩეს დივანზე დაჯდა.
-ალექს,გინდა ფეხბურთი ვითამაშოთ?
-აუუ კი რაა!
ალექსანდრეს მაგივრად ჩემს ძმას მე განვუცხადე თანხმობა.
-ბურთი საიდან მოგიტანოთ ჟღენტებო?
-არ გაქვს?
-აუცილებელია რომ მქონდეს?
-უიმეე! აბა რა გავაკეთოთ?
-მოვიდნენ გოგოებიც და მოვიფიქროთ რამე.
დაახლოებით ნახევარ საათში გოგონებმაც შემოხსნეს კარები.დრო მომეცა რომ ქეთის უფრო დავახლოვებოდი. საღამომდე არ იკადრეს ოთახიდან გამოსვლა ახლა უკვე ჩემი მომავალი ნათლულის მშობლებმა.
ანის ახირების გამო პიცის გამოცხობა მომიწია,თუმცა ბოლოს ყველანი გემრიელად შევექცეოდით.
გარეთ ბიჭებმა კოცონი დაანთეს ჩვენ კი ყავა და სასუსნავები მოვიმარაგეთ და მათთან გავედით. ბევრი რამ გავიხსენეთ,გავერთეთ და მოკლედ რომ ვთქვა არცერთს არ მოგვიწყენია. ან როგორ უნდა მოგეწყინა ტყუპების ცეკვის,ანის ბუზღუნისა და ამით სასიამოვნოდ დაღლილი თორნიკეს შემხედვარე.
-ბავშვებო,რადგან ყველა აქ ხართ მინდა რაღაც გითხრათ....
მორიდებით ჩაილაპარაკა ქეთიმ და ჩვენც ყურები ვცქვიტეთ.
-რა ხდება აბა?
-იცით მე... მე უნდა წავიდე.
ეს თქვა და თვალცრემლიანმა ამოგვხედა ჯერ ჩვენ,შემდეგ კი სახეწაშლილ ცოტნეს.
-ეგ როგორ? სად?
-ამერიკაში..სწავლას იქ გავაგრძელებ.
თქვა და თავი ჩახარა რომ მისი ცრემლები არავის შეემჩნია.
გული მეწურებოდა ცოტნეს წაშლილი სახის შემხედვარეს.
-რამდენი ხანია გადაწყვიტე?
კბილებს შორის გამოსცრა ცოტნემ.
-დიდი ხანია.
-მაინც რამდენია ეგ დიდი ხანი?
სიბრაზეს ვერ მალავდა ცოტნე.
-რამდენიმე თვის წინ.
თავი ჩახარა ისე როგორც დამნაშავემ.
-კარგი!
მხოლოდ ეს უთხრა და სივრცეს მიაშტერდა. ამ ორის შემხედვარე ცოტაც და ავტირდებოდი. ორივე მეცოდებოდა იმ ტანჯვისთვის რომელსაც საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა ჰქვია.
-არაფერს მეტყვი?
ამოინავლა ქეთიმ.
-და რამე მაქვს სათქმელი?
სიმწრით ჩაიცინა,წითელი კოლოფი ჯიბიდან ამოაძვრინა და კაურკვეველი მიმართულებით მოისროლა. მას ყველამ გამოშტერებულმა გავაყოლეთ მზერა ცოტნეს გარდა.
-ცოტნე...
-რა ქეთი რა გინდა?
მოუტრიალდა და მთელ ხმაზე დაიღრიალა.
-არა არაფერი...
უთხრა და ატირებული სახლში შევარდა.
მას ნინიც და ანიც გაჰყვნენ,მე კი ვამჯობინე ცოტნესთან ერთად ვყოფილიყავი. ბიჭები მას ვერ გაუგებდნენ,ჩემზე უკეთ კი ამას ვერც ვერავინ გაიგებდა.
-მე გავყვები.
მხოლოდ ეს დავუბარე მათ და ცოტნეს ავედევნე.
-ცოტნე დამელოდე!
დავუკივლე მთელ ხმაზე,მაშინ როცა უკვე სირბილისგან სუნთქვაარეული მივყვებოდი მას,ის კი ყურადღებასაც არ მაქცევდა.
-თაკო ახლა შემეშვი,მარტო ყოფნა მინდა!
მომაძახა ისე რომ არც კი შემოუხედავს ჩემთვის,თუმცა მე მაინც ავეკიდე და ბოლოს მაინც დავეწიე. ერთ დიდ ქვაზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
-ცოტნე...
-არ მითხრა რომ მართალია,არც კი გაბედო მის გამრთლებას შეეცადო თაკო!
-არა,არავის გამართლებას არ ვაპირებ. უბრალოდ გეტყვი რომ თუ მას ახლა გაუშვებ იცოდე რომ წინ საშინელი დღეები გელის.გაიხსენე ჩემი მდგომარეობა! მეც დავთმე ალექსანდრე,მთელი ოთხი წელი ვიტანჯე და ბოლოს მაინც ისევ ერთად ვართ. თქვენ ერთმანეთს ვეღარ გაექცევით,ვეღარ დაემალებით,ბოლოს ისევ ერთად იქნებით და თუ ეს ყველაფერი წინასწარ იცი,რაღატომ უნდა იტანჯოთ? შენ აქ უნდა გალოთდე და ის იქ უნდა დაიღვაროს ცრემლად. დაფიქრდი და თავად გადაწყვიტე რას იზამ.
მაგრად მოვეხვიე ძმას,შემდეგ კი გავეცალე და უფლება მივეცი საკუთარ თავთან მარტო დარჩენილიყო და სწორი გადაწყვეტილება მიეღო. ვიცოდი რომ ჩემი რამდენიმე სიტყვა ყველაფერს მიახვედრებდა და დარწმუნებული ვიყავი რომ სისულელეს არ ჩაიდენდა.
სახლში დავბრუნდი,ყველას ეძინა ამიტომ პირდაპირ ოთახში ავედი ალექსანდრე ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა.
-სად ხარ გოგო ამდენხანს? სად გაქრით შენ და შენი ძმა მოვკვდი ნერბიულობით ან ეს ტელეფონი სად გაქვს?
სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა და კითხვებით მომეჭრა. ჯიბეები მხოლოდ ახლა მოვიჩხრიკე და მივხვდი რომ ტელეფონი თან არ მქონდა.
-აქ დამრჩა ალბათ.
-აქ დარჩენია.
გამომაჯავრა და საწოლისკენ გაეშურა,ტანსაცმელს კი გზადაგზა ყრიდა.
მეცინებოდა მის ასეთ საქციელზე ამიტომ რომ არ გამებრაზებინა ჩემს ნივთებს დავავლე ხელი,სააბაზანოში შევიკეტე და ვეცადე ხმადაბლა გამეცინა.
-ხმადაბლა მაინც იხარხარე,მეძინება!
ოთახიდან ალექსანდრეს გაბრაზებული ხმა გავიგონე და ამაზე კიდევ უფრო გავხალისდი. აბაზანიდან რომ გამოვედი ალექსანდრეს უკვე ეძინა,ამიტომ მეც უჩუმრად მივუწექი გვერდით და დაძინება გადავწყვიტე მაგრამ თავზე ქორივით წამომადგა.
-ამაღამ დაისჯები!



თვალები რომ გავახილე მზე უკვე დიდი ხნის ამოსული იყო. ქვემოდან კი ხმაური ისმოდა. მოვწესრიგდი და მეც მათთან ჩავედი. ქეთის ჩემოდანი ეკავა ხელში და სათითაოდ ყველას ემშვიდობებოდა თვალცრემლიანი,იქაურობას მოვავლე თვალი ,ცოტნეს ვეძებდი მაგრამ არსად ჩანდა. საშინლად გავბრაზდი ჩემს ძმაზე,აქ რომ მყოლოდა ალბათ ვერც გადამირჩებოდა. ამ ფიქრებიდან ქეთის გაშლილმა ხელებმა და სევდიანმა ღიმილმა გამომაფხიზლა,მეც სწრაფად ჩამოვედი კიბის ბოლო საფეხურიდან და მაგრად ჩავეხუტე.
-გჯეროდეს მისი!
ყურჩი ჩავჩურჩულე და მოვშორდი,მანაც გამიღიმა და სახლი დატოვა. ტაქსი ჰყოლია გამოძახებული,ალექსანდრემ ბარგი საბარგულში მოათავსა, მანქანა გაუშვა,სიცილით მოტრიალდა და სხვებიც აიყოლია.
-რა ხდება?
გაკვირვებული მზერა მოვავლე იქმყოფთ.
-მძღოლის ულვაშები დაინახე?
კაკანებდა ანი.
-ვერა,რაიყო?
-ნეტავ დაგენახა როგორ არ უხდება ცოტნეს ის მიკრული ულვაშები,ვერც იჩერებდა და კინაღამ ჩამოუვარდა.
დაასრულა თავისი სათქმელი ანიმ და ისევ ახარხარდა.
-მოიცა,ანუ? ვააააა ჩემი ძმა ნახეე!
ძმის საქციელმა გამახალისა და ბედნიერი ავცეკვდი.





მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო გეტყვით რომ ცოტნე და ქეთი რამდენიმე წლით ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად და იქ აპურებდნენ სწავლის დასრულებას.
ანის და თოკოს ულამაზესი გოგონა გაუჩნდათ,ჩემი მაშო.
ბავშვის ნათლობის დღე იყო ყველაზე დიდი ბედნიერებით დატვირთული,სწორედ იმ დღეს იქორწინეს მაშოს მშობლებმაც.
ვაჩე და ნინიც დაინიშნენ, თუმცა ქორწინებას ჩვენს მსგავსად არც ისინი ჩქარობდნენ.
მე და ალექსანდრეც ოჯახივით ვცხოვრობდით,ერთმანეთი გვიყვარდა და პატივს ვცემდით ერთმანეთს,სხვა ყველა ფორმალობა კი ჩვენთვის უაზრო იყო.
რამდენიმე წლის წინ ჩემთვის რომ გეკითხათ იმ ახმახს სკოლის დერეფანში რომ გამიტანა ჩემი ხელით მოვუგრეხდი კისერს.
რომ გეთქვათ მომავალში შენი ქმარი იქნებაო ალბათ ჩანთას შემოგცხებდით და ბოლოს მხოლოდ ერთს გირჩევთ....
ნუ გადაწყვეტთ იმ ადამიანის მოკვლას რომელიც დაგეჯახებათ,წაგაქცევთ და ფეხს მოგტეხავთ,რაიცით იქნებ ის თქვენი მომავალი "ალექსანდრე"-ა.скачать dle 11.3




№1  offline წევრი abezara98

ვგიჟდები, ვგიჟდები შენზე და ამ ისტორიაზე smile

 



№2  offline მოდერი Girl with pretty smile

მართალია მექანიკური შეცდომები იყო,მაგრამმ ძალიან მომეწინა შინაარსი.საინტერესო და ჩამთრევი იყო,ერთ აოსუნთქვაში წავიკითხე და ზოგ მომენტზე გაშტერებულიც კი ვიყავი,არ მოველოდი.
რაც შეეხება წყვილებს-ამ ორზე უკვე ჭკუა ნეკეტება.ძალიან,ძალიან შემიყვარდა ორივე.
ანის და თორნოს რაც შეეხება-მე ვაჩე და ანი მინდოდა და ვფიქრობდი ასე მოხდება-თქო,მაგრამ ვაჩე ნინისთანაა.ეგ არაფერი,ცოტნემ რა გააჩალიჩა?! ჭკვიანი და მოხერხებულია,თან ძალიან ცანცარა.
მოკლედ რა,ყველას ჩამოთვლა და დახასიათება მეზარება,ამიტომ მოკლედ გეტყვი.ძალიან მაგარაია.
არ გაბედო და წერა არ მიატოვი,გააგრძელე და ნელ-ნელა სასურველ შედეგსაც მიაღწევ და იმაზე უფრო დაიხვეწები ვიდრე ხარ ))
გყვარობბ^^

 



№3  offline წევრი უიღბლო

წოწ,აიი ძაან მომეწონა,ყოჩაღ! :)

 



№4  offline მოდერი zia-maria

blush მომეწონა ერთიანი და შეკრული სამეგობრო,მომეწონა ყველას პერსონაჟი.ვაჩე იყო რაღაც საოცრება,ასევე ყველას პერსონაჟი ძალიან კარგია.ცოტნეს ეშმაკობამ კი გულიანად მაცინა.მომეწონა ისტორიის შინაარსი,თუმცა მშობლებს შვილებს მაინც დავაახლოვებდი,რადგან მშობლები ხომ შვილების გამო ბრძოლობენ რომ მათ ჰქონდეთ,რომ მათ შემდეგ ძლიერები იყვნენ.ერთი სიტყვით ძალიან კარგი ისტორიაა და მინდა წარმატებები გისურვო. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent