შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ორქიდეა (21 თავი)


21-05-2018, 19:20
ავტორი Keke27
ნანახია 9 329

-21-
ძალიან ახლოს დამიდგა. ხელები მაგრად შემომხვია და ჩემს კისერში ჩარგო თავი.
ისედაც გაშეშებული სხეული, სულ ქვად მექცა. ამ ბიჭის ასეთი სიახლოვე, ჭკუიდან მშლიდა. თავს ვკარგავდი. მე დარო არ ვიყავი. ჩემთვის აქამდე უცნობ ადამიანს ვხვდებოდი ჩემში. ყველაფერი ერთად იყო. სიყვარული, ვნება, სურვილი, სიბრაზე...
_ჩემი სიახლოვე რატომ გაშინებს? დაკვირვებული ვარ, როდესაც ძალიან ახლოს მოვალ, სულ გარბიხარ. - მიჩურჩულა ყურთან მან.
_საიდან მოიტანე? - როგორც იქნა მოვედი აზრზე. - ეგრე რომ იყოს, მაშინ რამდენიმე დღის წინ, შენს საწოლში არ გავიღვიძებდი. - ვუთხარი დამაჯერებლად. ღრმად ჩავისუნთქე და მისკენ შევბრუნდი.
_გეშინია, დარო. სიყვარულის გეშინია. ჩემი გეშინია.. ვგრძნობ და თან ვხედავ ამას. ცდილობ ძალიან თამამი გოგოს როლი ითამაშო ჩემთან. აი ისეთი გოგოსი, რომლისთვისაც მარტივია ურთიერთობები. რომლისთვისაც ერთი სექსი არაფერია და თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. გაიცანი ბიჭი, მოგეწონა, მოეწონე, ერთად იწექით და ვითომ აქ არაფერი, მერე რა? ვიცი ასე ფიქრობ. არ ხარ შენ ასეთი გოგო, დარო. სულაც არ არის მარტივი შენთვის ურთიერთობები. შენ მაქსიმალისტი ხარ გულის სიღრმეში. შენ არ ხარ ჩემში დარწმუნებული. თითქოსდა იმუნიტეტს იმუშავებ შენი ასეთი საქციელით, არც ბოლომდე მოდიხარ ჩემთან და არც წასვლა შეგიძლია ჩემგან. შენ ტკივილის გეშინია. გეშინია, რომ მე გატკენ. შენ ჩემთან ძალიან ბედნიერი ხარ, მაგრამ ამ ბედნიერებისაც გეშინია, რადგან ფიქრობ, რომ დასრულდება და ეს დასასრული ძალიან მტკივნეული იქნება შენთვის. მე არ დაგპირდები არაფერს. არ გეტყვი, რომ არ შეგეშინდეს, არაფერი ცუდი არ მოხდებათქო. არ გეტყვი ამას, რადგან ვიცი, ბევრი ცუდი მოხდება. ხშირად ვიკამათებთ. ყოველთვის გაღიმებული სახეებით ვერ ვიქნებით, მაგრამ ამ ნეგატივის მიუხედავად, გაქცევა არ უნდა მოგინდეს. არ შეგეშინდეს ტკივილის, თუნდაც იმ ტკივილამდე რამდენიმე წუთიანი ბედნიერება განიცადე. ნუ გეშინია შენი გრძნობების გამოხატვის. ჩემზე ერთი რამის თქმა შემიძლია, მე არ ვარ ისეთი ადამიანი, შენს გრძნობებზე ვითამაშო, იმიტომ, რომ ძალიან შემიყვარდი. - გიგის ხმა მეტად მტკიცე და ამავდროულად ძალიან თბილი იყო. გული საგულეს აღარ მქონდა უკვე. ეს ადამიანი ყველაფერ სიმართელს ამბობდა დაროზე. თუმცა ამის დადასტურებას ხმამაღლა არ ვაპირებდი. თვალები ამიწყლიანდა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია. მისი თვალები მიღიმოდნენ. ძალიან ნაზად შეუბლზე მაკოცა, მერე ცხვირზე. ბოლოს კი, ტუჩებზე.
_ალბათ ძალიან გინდა ეგეთი იყოს დარო. შენდა სამწუხაროდ არ ვარ ეგეთი, ასე რომ, სჯობს სახლში შევიდეთ, თორემ გამოგვაკითხავენ უკვე. - მოვწყდი მის ბაგეს. რამდენიმე წუთის წინ დაგეგმილი მკვლელობა უკვე აღარ მახსოვდა.
_როგორ შეგიძლია ასეთი ჯიუტი იყო?... კარგი, ჰო, შევიდეთ. - მითხრა დინჯად და ღიმილით.
_ოღონდ გაფრთხილებ, მეტად აღარ ჰქნა ეგრე.. - გავაფრთხილე თითის აწევით.
_რატომ? არადა ვგიჟდები ჩემი შეხებისას მთელი სხეული რომ გითრთის. - ვნებამ გაიჟღერა აბაშიძის ხმაში.
_აკი, არ ვითამაშებ შენს გრძნობებზეო?
_არც ვთამაშობ შენს გრძნობებზე. მე შენს ნერვებზე თამაში მიყვარს. - განმიცხადა მთელი სერიოზულობით.
გამეცინა.
_არც მე ჩამოგრჩები, ხომ იცი?
_ვიცი, ვიცი. - ამყვა სიცილში თვითონაც.
_ამიტომ, სამაგიეროს გადახდისთვის მოემზადე. - გავაფრთხილე.
_სამაგიეროს რისთვის მიხდი? - გაბედა და გაიკვირვა კიდეც.
_იმისთვის, რომ ჩემგან უკითხავად ჩემს ტერიტორიაზე აფათურე ხელები. იმისთვის, რომ შენ გამო, ლამის ხველებისგან დავირჩვი და იმისთვის, რომ ძალიან შემიყვარდი. - ბოლო სიტყვები მოულოდნელად წარმოვსთქვი. იდგა და კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. - რა? რატომ იღიმი ეგრე? - მეუხერხულა ასე პირდაპირ რომ გადავუშალე გული.
_არაფერი, არა. მოდი ჩემთან. - ახლოს მიმიზიდა და გულში ჩამიკრა მთელი ძალით, თან თმას მიკოცნიდა. ხელები წელზე შემოვხვიე და მის მკერდზე გავინაბე.

_დიდი ბოდიში, გვრიტებო, მაგრამ დედ-მამიშვილების სადღეგრძელოა და დარო გეძებენ. - გაღიმებული სახით ნიკო მოგვიახლოვდა. სწრაფად მოვშორდი გიგის და უხერხულმა ღიმილმა გადამირბინა სახეზე. ისინი ეზოში დავტოვე, მე კი, სასწრაფოდ გამოვცხადდი მაგიდასთან და ჩემი ადგილი დავიკავე.
_როგორ ხარ? - მკითხა ლიკამ დაბალ ხმაზე, - ადამიანის გამომეტყველება არ გქონდა, თან რეებს იძახდი, გული გამიხეთქე. მე გამოვუშვი გიგი შენთან, ვიცოდი მხოლოდ ეგ თუ დაგამშვიდებდა.
_ჰო, გამოგივიდა კიდეც, ძალიან დამაშვიდა. - ვუთხარი ღიმილით მეგობარს. -თუმცა სამაგიეროს მაინც გადავუხდი, მე ხომ მასთან სხვანაირად არ შემიძლია.
_დარო, - მომმართა თამადამ, - შენი და ჩვენი ლამაზი პატარძლის ძმის სადღეგრძელო მინდა წარმოვსთქვა.. დედმამიშვილების... - ჩვენ ფეხზე წამოვდექი და ისე ვუსმენდით ყველას, ვინც კი გვადღეგრძელა.
გიგი და ნიკო დაბრუნდნენ და თავიანთ ადგილებზე დასხდნენ.
მერე ბიჭებმა ისევ შეასრულეს სიმღერა. ამჯერად „ცანგალა და გოგონა“.
მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან სასიამოვნო საღამო გამოუვიდა მამიდაჩემს. მშვიდი, თბილი და ახლობლური.
ჩემი ძმა მზრუველი და ყურადღებიანი ქმრის როლს თამაშობდა. იქნებ მართლა იყო ასეთი. თუმცა მაინც იღბეჭდებოდა მის სახეზე ფარული დარდი.
წამით წარმოვიდგინე, აკოს ყოფილი შეყვარებულის ადგილას თავი და გული კინაღამ გამიჩერდა ტკივილისგან. გიგის რომ იგივე შემთხვეოდა, რაც ჩემს ძმას, ვერ გადავიტანდი. ვერ გადავიტანდი, ჯერ ღალატს და მერე საყვარელ ადამიანთან ამ სახით დაშორებას. წარმომიდგენია რა ცუდად არის ახლა ის გოგო. გადავწყვიტე, თბილისში რომ დავბრუნდებოდით, შევხვდებოდი და მეგობრულად საუბარს ვცდიდი მასთან.

გადაწყდა, რომ გიგი და ნიკო კახეთში დარჩებოდნენ, რადგან გვიანი იყო და თან ნასვამი იყვნენ. ნორამ მე მთხოვა მათთვის საწოლის გაშლა. მეც სიამოვნებით დავუგე საწოლი. იმ საწოლზე, რომელზედაც გიგი უნდა დაწოლილიყო (ჩემი ვარაუდით), ჩუმად ჩემი სუნამო, შანელის „შანსი“ მოვაპკურე. ვიფიქრე, ჩემს სუნს იცნობს, ჩემზე იფიქრებს მთელი ღამე და წარმოიდგენს, რომ მეც მის გვერდით ვწევართქო.
აბაშიძე და წიკლაური ოთახში შემოვიდნენ. მზერა მოავლეს იქაურობას. ეტყობოდათ, რომ კარგად მოჰკიდებოდათ კახური მათრობელა სითხე.
_გვაპატიე, რომ შეგაწუხეთ, არ ვაპირებდით დრეს აქ დარჩენას, საერთოდ არ გვქონია გეგმაში, მაგრამ ვერ გავუძელით ცდუნებას, საოცარი ღვინო აქვს ბიძაშენს. - მითხრა ნიკომ მორიდებული ღიმილით.
_აბა რას ამბობ, ნიკო, არ გრცხვენია? რა ბოდიშებს იხდი. პირიქით, დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით. ახლა კი, თქვენისნებართვით დაგტოვებთ, მამიდას უნდა დავეხმარო. - მშვიდი ძილი ვუსურვე და კარი გამოვიხურე. გიგიმ ღიმილიანი თვალებით გამომაცილა. მალევე მისგან შეტყობინება მომივიტა მობილურზე: „ შენი სურნელი მთელ ოთახში ტრიალებს, ამაღამ მშვიდად დამეძინება.“ გამეღიმა. მეთქი ჯერ სად ხარ, საწოლში რომ ჩაწვები მერე ნახეთქო.

მაგიდის ალაგება უკვე დაეწყოთ. ლიკაც მათ ეხმარებოდა.
_დარო, აკოს და ლიზის, მეორე სართულზე გავუმზადე ოთახი, გაჰყევი უჩვენე, ალბათ როგორ დაიღალა ეს გოგო, ფერი არ ადევს სახეზე. - მითხრა ნორამ.
_კარგი, ავიყვან მაღლა. და დანარჩენ სტუმრებს რა ვუყოთ? - ლიზის ძმა და აკოს ორი ძმაკაცი ვიგულისხმე.
_მაგათვისაც მაქვს ადგილი, შენ არაფერზე იჯავრო.

ლიზი დივანის კუთხეში დამხდარიყო და დასჯილი ბავშვივით იყურებოდა. აკო, ლიზის ძმა, აკოს მეგობრები, ჩემი მამიდაშვილები და ბიძაჩემი, ერთად იდგნენ და ბაასობდნენ.
_ლიზი, წამო შენს საძინებელს გიჩვენებ, დაღლილი ჩანხარ და უნდა დაისვენო. - მის გვერდით ჩამოვჯექი და ცეცხლივით წითელ თმაზე ხელი მზრუნველად ჩამოვუსვი.
_კი, მართალი ხარ, ძალიან დავიღალე. მაგრამ, დარო, - ჩემი სახელი ჩუმად წარმოსთქვა და ახლოს მოიწია ჩემკენ. - იმ ოთახში ორი საწოლი დევს თუ ერთი? - მივხვდი. აკო ხომ არ წვებოდა მასთან ერთად და ახლა საფიქრალი გასჩენოდა. სად მოუწევდა მის ქმარს დაწოლა, თუ ოთახში მხოლოდ ერთი საწოლი იქნებოდა.
_არ ვიცი, წამო და ერთად ვნახოთ, მერე კი, რამე მოვიფიქროთ. - ვუთხარი და ღრმად ამოვიოხრე.

აღმოჩნდა, რომ ნორას საუკეთსო საძინებელი დაუთმია სიძე-დედოფლისთვის. საწოლი ერთი იდგა, არაბული ტახტი. მე და ლიზიმ ერთმანეთს იმედგაცრუებული თვალებით შევხედეთ.
_არაუშავს, რამეს მოვიფიქრებ.- ვუთხარი ჩემს რძალს. - შენ დაწექი, დაისვენე. - კარადებს მივვარდი, ვიფიქრე საბნები ექნება აქ შენახული ნორას და იატაკზე დავუგებდი ჩემს ძმას.
მაგრამ, მხოლოდ დაკეცილი თეთრეულები დამიხვდა. - ვერაფერი ვიპოვე, არადა სხვა ოთახიდანაც ვერ შემოვიტან რამეს, ნორა ეგრევე იეჭვებს. - ვთქვი და კბილებით ფრჩხილებს დავუწყე წვალება.
კარი გაიღო და ოთახში ჩემი ძმა შემოვიდა.
_რა ხდება? - მკითხა გაკვირვებით. - მოხდა რამე? როგორი სახით ხარ.
_აა არაფერი, უბრალოდ, საბნებს ვეძებდი და შენთვის იატაკზე რომ დამეგო საწოლი და ამ ოთახში ვერაფერი ვნახე, სხვა ოთახიდან კი ვერ შემოვიტან, ნორა რაღაცას იეჭვებს.
_იატაკზე რატომ მაწვენ? - ისეთი გაკვირვებით მკითხა, რომ თითქოს რაც ცოლი მოიყვანა, მის მერე, სულ საწოლში გაეთიოს ღამე. - საწოლი ხომ დგას აქ.
_ვიფიქრე... - დამაბნია საშინლად ჩემმა ძმამ და არანაკლებ დაბნეული ჩანდა ლიზი. - ვიფიქრე, არ მოგინდებოდა საწოლში დაწოლა... - ვუთხარი ენის ბორძიკით. მაგრამ მერე მოვიკრიბე გონება და თითქოს ნაწყნმა დავამატე, - ხო, მართალი ხარ, საწოლი ხომ დგას აქ, საწოლი სადაც შენი ცოლი წევს და შენ რატომ უნდა დაწვე იატაკზე? რა საჭიროა ეს ცირკი? მიუწექი შენს ცოლს გვერდით, ჰე მიდი დროზე. გავედი მე ლიკას მივხედავ. მშვიდი ღამე გქონდეთ. - აქაქანებული გამოვედი მათი ოთახიდან და მშვიდად ამოვისუნთქე. სახეზე კმაყოფილი ღიმილი დამეფინა.


მეორე დილით, ადრე ავდექი, ან რა დამაძინებდა, როდესაც ჩემს სიახლოვეს აბაშიძეს ეძინა და შეიძლებოდა ნებისმიერ დროს გამოსულიყო ოთახიდან. მინდოდა მისთვის დილა მშვიდობისა მეთქვა და საუზმე შემეთავაზებინა. რა მემართებოდა ვერ ვხსნიდი. წინა ღამის შემდგე სხვანაირი გავხდი, სხვა დამოკიდებულება ვიგრძენი ჩვენი ურთიერთობის მიმართ. თიტქოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამიჩნდა.
არც შევმცდარვარ. აბაშიძე მალევე გამოვიდა საძინებლიდან. ყველას მოგვესალმა და აბაზანაში ხელ-პირის დასაბანად შევიდა. მეც უკან დავედევნე, პირსახოცით ხელში.
სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, უსიტყვოდ შევცქეროდით ერთმანეთს თვალებში. ეს მზერა ყველა ლამაზ სიტყვაზე მეტი იყო.
მერე მზერა ჩემს უკან გადაიტანა, ქურდივით დაზვერა იქაურობა, ვინმე არ გვიყუურებდესო და რომ დარწმუნდა ჩვენს გარდა არავინ იყო, პირსახოცი ჩამომართვა, მერე კისერზე კაშნივით მომახვია და მისკენ მიმიზიდა. ისევ უსიტყვოდ ვუცქერდით ერთმანეთს. მე ხმას ვერ ვიღებდი, რადგან უკვე იცით რაც მემართება როცა ეს ბიჭი ასე ახლოს დგას ჩემთან. დაჰიპნოზებულივით ვარ, რამდენიმე წუთი.
_ჩემი შემოთავაზება ისევ ძალაშია, დარო. - მითხრა მერე და ცხვირზე მაკოცა.
_ჰა, რა? რომელი შემოთავაზება? - ამოვილუღლუღე. სახეზე იდიტური ღიმილი დამთამშებდა. მიხაროდა რომ ჩვენ ერთად ვიყავით. ის მე მეხობდა. მკოცნიდა. შემეძლო ჩავხუტებოდი, გუზლე თავი მიმედო. თვალებში ჩამეხედა და დავკარგულიყავი მის უსაღვროდ თბილ მზერაში.
_ცოლად გამომყევი. - მისმა ნათქვამმა კიდევ უფრო გამაღიმა, ისეთი სახით ვიკურებოდი, იფიქრებდით ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშაა და ეს უკვე ამ სამყაროს აღარ ეკუთვნისო. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ესეც ინსტიქტურად. აბაშიძეს, თვალები გაუფართოვდა , ჩემი სახე ხელებში მოიქცია და გახარებული ხმით მკითხა, - მართლა თანახმა ხარ? - მისმა შეკითხვამ უცებ მომიყვანა გონას. დედამიწაზე დავეშვი. განვიწმინდე ყოველგვარი ზე შეგრძნებებისგან თითქოს.
_თანახმა? რაზე ვარ თანახმა? - შემმა შეკითხვამ გიგის, გამომეტყველება შეუცვალა. ხელები მიშვა.
_არაფერზე, არა. დაივიწყე.
_კარგი, რადგანაც მნიშვნელოვანი არაა, დავივიწყებ. - მაწყობდა მე, რომ არ გაგვეგრძელებინა ამ თემაზე საუბარი. კი, მართალია, ძალიან მიყვარდა აბაშიძე, მაგრამ მის ცოლად თავი ვერაფრით წარმოვიდგინე...
_წუხელ მთელი ღამე აცემინებდა ნიკოს. - თემა თვითონ შეცვალა, თან ონკანი მოუშვა და ხელების დანას მოჰყვა.
_რა მოუვიდა, ხომ არ გაცივდა? - ვიკითხე შეშფოთებით. პასუხი შეაყოვნა რადგან სახეზე წყალი მიისხა, პირი დაიბანა.
_არა, მას ალერგია აქვს მძაფრ სუნებზე. მაგალითად სუნამო, - მრავლისმეტყველი თვალებით გადმომხედა აბაშიძემ და ონკანი მოკეტა.
_უიჰ, ცუდია. - ვთქვი დაბნეულმა და მეთქი ღმერთო, გამაქრე აქედან, არ შეგიძლია?
_დაიჯინა, მთელ საწოლს სუნამოს სუნი ასდისო. - გამომცდელი მზერით დამაკვირდა გიგი, თან ტუჩის კუთხეში ღიმილი შეჰპარვოდა.
ჩავახველე, ყელი გავიწმინდე, თითქოს სამღერად ვემზდებოდი. არადა აფორიაქების დამალვას ვცდილობდი.
_კარგი, მე ყავას გაგიკეთებ. - ვთქვი უცებ და სწრაფად შემოვბრუნდი წასასვლელად.
_დარო! - დამეწია აბაშიძის ხმა. შევდექი, თუმცა არ მივბრუნებულვარ, - გენიშნებინა მაინც, რომ ის საწოლი ჩემთვის იყო გაშლილი. - სირცხვილისგან თვალები დავხუჭე, სახეზე ალი მედებოდა. სიმწრის სიცილით ჩავიცინე და გზა სამზარეულოსკენ გავაგრძელე.




____________________________________________________
მობილურით ვერ ვწერ კომენტარს, ხოლო კომპიუტერთან დასაჯდომად დღის განმავლობაში ვერ ვიცლი.
ძალიან დიდი მადლობა ყველას, ასე ძალიან რომ გაგიხარდათ ჩვენი დაბრუნება. მადლობას გიხდით ლოდინისთვის, მოთმინებისთვის და მადლობა სიყვარულისთვის.



№1  offline მოდერი abezara98

შენ ხომ არ იცი, როგორ მახარებ შენი გამოჩენით blush ბენიერება გაზიარებით წავიკითხე ამასწინათ და მთელი კვირაა გაბადრული დავდივარ heart_eyes იმედია, აღარ დაიკარგები ამდენი ხნით kissing_heart ვგიჟდები შენზე და უკვე ამ ისტორიაზეც heart_eyes

 


№2  offline წევრი დარინა

ერთი გიგის ნაირი მეც მინდააა, როგორი თბილიაა, მომწონს დარო მორჯულების გზაზე რომ არის, მაგრამ მისი სიგიჟეებიც მიყვარს, ერ ორი ერთად ზე წყვილიაა, აი ისეთი ქიმია აქვთ ერთმანეთის გარეშე ვეღარ წარმომიდგენიაა.

 


№3 სტუმარი Marta

კეკე შენ უკვე გვანებივრებ.:) ესე ჩქარა დადევით შემდეგი თავი. აბა ველოდებით შემდეგ მოვლენების განვითარებას

 


№4  offline წევრი masho777

Es istoria wakitxuli maqvs adre? Gqonda dadebuli?

 


№5 სტუმარი სტუმარი დიანა

ძალიან მიყვარს თქვენი მოთხრობები ძალიან მაგრებია❤❤❤

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

Ki 19 tavi ido, da gaagrzelaa,gulshi mqonda charcheniliii, ise gamixardaaaa

 


№7  offline წევრი სიბილა

გააგრძელე, მალე, მალე...და გთხოვ ნუ იქნები ბანალური დასას რულში(ზღაპარი რომ კარგად მთავრდება და თან აუცილებლად ეგ არ მიგულისხმია)))

 


№8 სტუმარი ნატააა

იმედია არ დაგვტოვე მხოლოდ 21ე თავის ამარააა

 


№9  offline წევრი gvancacuna

rogor miyvars sheni istoriebii dges davelodo?

 


№10  offline წევრი anns

ერთი სული მაქვს როდის დადებ შემდეგ თავს

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ რატო შეეშალა საწოლი

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

შენ გვიხდი მადლობას? ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent