შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის ჩემი შვილია 5 თავი


22-05-2018, 03:01
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 871

ის ჩემი შვილია 5 თავი

ჯარჯის ზარმა ამანერვიულა, თუმცა მისი ნათქვამი გულთან არ მიმიტანია.
უბრალოდ ნერვები მეშლება იმ ყველაფრის შემდეგ კიდევ ჩემთნ რომ აქვს დიდი გული.
ფეხის ტკივილმა თავი ისევ იჩინა, სამედიცინო ყუთი მჭირდებოდა, ნორმალური ადამიანის სახლში სააბაზანოში ინახავენ თუმცა ეს ხომ არანორმალურია ამიტომ სამზარეულოში დამიწყე ძებნა.
არც შევნცდარვარ, ყუთი მართლაც სამზარეულოს კარადაში ქონდა შენახული.
ერთი აბი გამაყუჩებელი დავლიე, შემდეგ ფეხი დავიმუშავე და მუტანტის მითითებულ ოთახისკენ წავედი.
პატარა მყუდრო ოთახი იყო, როგორც ვეჭვობდი ოთახი ლურჯ ფერებში ჰქონდა მოწყობილი.
ოთახის მარცხენა მხარე მთლიანად ლურჯი ავეჯით იყო გაწყობილი, საშინლად უხდებოდა ამ ოთახს თეთრი ფერის ფარდები მის გვერდით კი დიდი კედლის თეთრი კარადა იდგა.
მიუხედავად იმისა რომ ოთახი ძალიან მომწონდა იმ მამონტის შექებას არ ვაპირებდი, ისე გემოვნება კი ქონია.
ბარგი მალევე ამოვალაგე და საწოლზე გავწექი.
თვალების დახუჭვა და ჩემი გათიშვა ერთი იყო.
შუაღამით ვიგრძენი როგორ შემოვიდა ოთახში რატი, ორი წამით გაშტერებული მომჩერებოდა, კარადიდან პლედი გამოიღო გადამაფარა სანათი ჩააქრო და ოთახი დატოვა.
- არ მეგონა მამონტები კეთილებიც თუ არიან.
ჩემთვის ჩავიბურგყუნე და ძილი განვაგრძე.


                  """""""რატი"""""""

არვიცი რატომ მაგრამ საშინლად გამაღიზიანა მისი ბაგეებიდან ამოსულმა ჩემი ყოფილი ცოლის გვარმა.
ჯერ კიდევ ვერ ვეგუებოდი ნატას საქციელს, ამდროს კიდევ ის ალქაჯი მის გვარს მიხსენებს.
როდესაც მისი ცრემლიანი თვალები დავინახე გული საშინლად მეტკინა, ვერ ვხვდები რატომ ვარ მის მიმარართ ესეთი.
ვერც მისი გავიგე, ზოგჯერ ისეთი ალქაჯი და ქარაფშუტა ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ისეთი საყვარელია.
როდესაც რაღაცას ვკითხავ და დაბნეული დიდი თვალებს შემომანათებს მინდა ბოლო ხმაზე ვიცინო თუმცა ამას არ ვაკეთებ.
დღეს მასზე ძალიან გავბრაზდი, შემდეგ კი როდესაც მომტირალე დავინახე გული მომილბა, თუმცა ბოლოს ისევ მოახერხა ჩემი გამწარება.
ვიცოდი მარტოობის და სიბნელის შიში რომ ჰქონდა ამიტომ სახლიდან არ წავსულვარ.
ეზოს უკანა მხარეს ვერანდაზე ვიჯექი, სამზარეულოს ფანჯრიდან დავინახე როგორ საუბრობდა ტელეფონზე.
მივხვდი რომ რაღაც აწუხებდა, მას რომ რაიმე ვკითხო ვიცი არაფერს მიპასუხებს ამიტომ ჩემით გავარკვევ.
გვიანი იყო სახლში რომ შემოვედი, პირდაპირ მისი ოთახისკენ წავედი.
მისი ბავშვურობა და ამავდროულად ალქაჯობა ჭკუიდან მშლიდა, პლედი გადავაფარე დ აოთახი მალევე დავტოვე.
- ძილშიც როგორი ალქაჯი ხარ.
ჩუმად დავიჩურჩულე მის ოთახთან და ჩემი ოთახის კარები შევხსენი.



                      """"'"""""" ნიკი"""""""""""
დილით საშინელი ფეხის ტკივილი მაღვიძებს, თვალები მოვისრისე და ფეხზე წამოდგომა ვცადე.
თუმცა უშედეგოდ, ფეხი საშინლად გასიებული და გაწითლებული მქონდა.
წვალებით მოვახერხე წამოდგომა, აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე, ტანსაცმელი გამივიცვალე და ოთახიდან გავედი.
ბარბაცით ჩავედი კიბეებზე და მისაღებში მდივანზე ჩამოვჯექი.
არვიცი როდის მაგრამ ჩამძინებია, თვალები რომ გავახილე დავინახე ჩემს წინ მდგომი რატი.
- შენი დანახვა თუ ესე გამიხარდებოდა არ მეგონა.
ჩამქრალი ხმით ამოვილაპარაკე.
სხეული საშინლად მიხურდა, წამოდგომა მინდოდა თუმცა ვერ შევძელი.
- რა გჭირს?
გაკვირვებული იხრება ჩემკენ.
- მგონი ვკვდები.
მკრთალად გავუღიმე.
- იწვი.
შუბლზე ხელი დამადო მან.
- სად მიგყავარ?
როდესაც ხელში ამიტაცა საწყალი თვალებით ავხედე.
- საავადმყოფოში.
მხოლოდ ეს მესმის და გონებას ვკარგავ.
გონს საავადმყოფოს თეთრ პალატაში მოვდივარ, თავი გვერდით გადავატრიალე სადაც ჩემს სსაწოლთან თავდახრილ მუტანტს ვხედავ.
- მოვკვდი.
გაკვირვებული ვუყურებ მას.
- როგორც იქნა.
თავი ასწია და ფეხზე წამოდგა.
- რა მომივიდა?
- ოპერაცია გაგიკეთეს.
- რაა?
გიჟივით გადავიძვრე გადასაფარებელი, როდესაც მთლიანი ფეხი დავინახე შვებით ამოვისუნთქე.
- როგორც ჩანს ინფექცია შეგეჭრა რამაც ორგანიზმის მოწამვლა გამოიწვია.
დაზიანებული კანი მოგაჭრეს და შიგნიდან ყველაფერი გაასუფთავეს.
- რომ ვამბობ რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი ყველაფერი ამერია თქო არ გესმის.
სიმწრით გამოვცერი კბილებში.
- ჩემი რა ბრალია შენ თუ ჰაერში აცეცებ თვალებს?
- შემეშვი რა.
გაბრაზებული ვატრიალებ თავს.
- აბა როგორ გრძნობს თავს ჩვენი პაციენტი?
პალატაში შემოდის ახალგაზრდა სიმპატიური ექიმი.
- ლუკა ძმობას გაფიცებ რაიმე დამამშვიდებელი მიეცი რა, ჭკუიდან გადამიყვანა.
- დამამშვიდებელი შენ გჭირდება.
ბღვერით ვეუბნები მუტანტს.
- ნარკოზიდან ახლახანს გამოვიდა დამამშვიდებელი რანაირად მივცე?
მითუმეტეს მის მდგომარეობაში დამამშვიდებელი არ შეიძლება.
- რა მდგომარეობაში?
ერთდროულად წამოვიძახეთ მე და მუტანტმა.
- ნიკის წამლებთან დამოკიდებულება აქვს, თუ ახლა დამამშვიდებელს მივცემ მას მთელი ცხოვრება დამამშვიდებელი დასჭირდება.
მითუმეტეს როდესაც ის უკვე ღებულობს წამალს.
მისი ორგანიზმი კი ამდენს ვერ გაუძლებს.
- დამოკიდებული ვხდები მართალია.
- ნიკი შენს ორგანიზმში დიდი რაოდენობით დამამშვიდებლია.
წინ მიდგება ექიმი.
- რატომ სვავ ამდენ დამამშვიდებელს?
- ექიმის დანიშნულებაა.
მშრალად ვამბობ.
- ესეთი ძლიერი დამამშვიდებელი, ხომ იცი რომ.
- ვიცი.
მოკლედ მოვუჭერი სათქმელი.
- იცი ალბათ მაგ წამალს.
- ვიცი.
- გასაგებია.
- როდის შემეძლება წასვლა?
- ჯერ ვერა, ორგანიზმი მოწამლული გაქვს.
თან სიარულს ჯერ-ჯერობით ვერ შეძლებ.
- რატომ?
- ოპერაცია გაგიკეთეს რის შედეგადაც ფეხს რეაბილიტაცია სჭირდება, ვარჯიშები, მასაჟები.
- კარგი.
- მე დაგტოვებ შენ დაისვენე თუ რაიმე დაგჭირდება დამიძახე.
მისთვის პასუხი არ დამიბრუნებია, ოთახი დატოვა და მუტანტიც უკან გაჰყვა.



              """"""""რატი""""""""


- რა სჭირს შე**მა?
- ის დიდი რაოდენობით ამიტრიფტილინს მოიხმარს, ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამამშვიდებელია.
მასზე დამოკიდებულიც კი გახდა, რატი ძალიან მაჭინებს მისი მდგომარეობა.
- რატომ?
- ოთხი წელი გესმის, ის ოთხი წელია ამ წამალს სვავს.
თუ წამლის მიღებას არ შეწყვეტს ჭკუიდან გადავა.
- ესეთი რა არის?
- ამ წამალს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში მოიხმარენ, ნიკის ნახევარი აბი აქვს გამოწერილი ის კი მთლიანს მოიხმარს.
- რა იცი რომ მთლიანს სვავს? იქნებ არარის ეგრე?
- მისი მეგობარი ჩემი საცოლეა შ**მა, მისგან გავიგე.
- ვინ საცოლე?
- აუ მერე აგიხსნი რა.
ხელებს ჰაერში სწევს და იქაურობას სცილდება.

                             """""""ნიკი"""""""""""  

- შენ ისევ აქ ხარ?
გაღვიძებისთანავე ვეუბნები მუტანტს.
- სად წავიდოდი?
- დღეს ხომ კორპირატიულია?
- არაუშავს ჩემს გარეშე ჩატარდება.
საზურგეს ეყრდნკბა.
- თავს როგორ გრძნობ?
- უკეთ. შეგიძლია წახვიდე არ ხარ ვალდებული აქ იყო.
- არ მინდა მარტო დაგტოვო.
- მარტო არ ვიქნები შმაგის დავურეკავ და მოვა.
- შმაგი?
- ჩემი მეგობარი.
- მაკა იყო მოსული.
- სად არის ახლა?
- შესვენებაზე შემოგირბინა, გეძინა ამიტომ არ გაგაღვიძა თქვა სამსახურის შემდეგ გამოვუვლიო.
- გასაგებია. ჩემი ჩანთა აქ არის.
- კი.
- შეგიძლია მომაეოდო?
ფეხზე წამოდგა.
- მადლობა.  ჩანთა გავხსენი და წამალი ამოვიღე, იქვე დადებული წყლის ჭიქა ავიღე და წამალი დავლიე.
- ლუკამ ხომ გითხრა არ შეიძლებაო?
დაბნეული მიყურებს ის.
- ლუკამ არაფერი იცის.
- ლუკამ? სიცილით ამომხედა მან.
- რომელ საავადმყოფოში ვართ?
- ავერსი.
შმაგის ესემესი მივწერე, ვთხოვე რაც შეეძლო სწრაფად მოსულიყო და ტელეფონი იქვე დავდე.
- შეგიძლია წახვიდე შმაგი მალე მოვა.
- მის მოსვლამდე დავრჩები.
 - არ არის საჭირო. მკაცრი ხმით ვამბიბ მე.
- თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე, კარგი?
- კარგი.
მშრალად ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ.



                       """"""" შმაგი"""""""""

- ნიკ.
გიჟივით შევარდი პალატაში თუმცა ნიკი იქ არ დამხვდა.
- ექიმო სად არის ნიკი?
ყვირილით ვეუბნები იმ წამს შემოსულ ექიმს.
- ერთი საათის წინ აქ იყო. ტელეფონს ჯიბიდან იღებს და სადღაც რეკავს.
- რატი სად არის ნიკი?
-........
- არარის შ**ემა.
-........
- შენ სად ხარ?
-.......
- საავადმყოფოში დავძებნი, იქნებ ვინმემ გამოკვლევაზე წაიყვანა აბა მას სიარული საერთოდ არ შეეძლო.
-.......
- კარგი, კარგი.
- ექთანს ვკითხავ მან ხომ არ გაიყვანა.



                    """""""""რატი"""""""""

როდესაც ლუკამ, ნიკის გაუჩინარების შესახებ მითხრა ძალიან ავღევლდი.
არვიცი ეს რისი ბრალი იყო, იქნებ დანაშაულის შეგრძნება მაწუხებდა.
იქნებ ნიკი მართალია რაც მის ცხოვრებაში გავჩნდი მართლა ყველაფერი გავაფუჭე.
წვეულებიდან გიჟივით გამოვარდი და საავადმყოფოში წავედი.
 ორი საათი გავიდა ნიკის გაუჩინარებიდან, საავადმყოფოს კამერებზე კარგად ჩანს როგორ გამოყავთ ნიკი პალატიდან, სავარძლით და უკანა გასასვლელისკენ მიჰყავთ, იქედან კი კვალი იკარგება.
- ახლა რა ჯანდაბა ვქნათ?
- ის იქნებოდა.
შეშინებული ამბობს შმაგი.
- ვინ?
ანერვიულებული მივუბრუნდი მას.
ტელეფონი ამოიღო და სადღაც გადარეკა.
- თომა, ნიკი დაიკარგა.
- რასქვია დაიკარგა?
ისმის ბიჭის არაადეკვატური ხმა.
- მგონი ჯარჯი ჩამოვიდა.
- შანსი არა, ის ხომ ციხეშია?
- ნიკიმ დღეს მითხრა გამოუშვიათო.
- ღმერთო ჩემო.
- ვინ არის ჯარჯი?
ინტერესით ვეკითხები ბიჭს.
- ნიკის ყოფილი ქმარი.
" ქმარი" ამ სიტყვის გაგებისას სისხლი ტვინში ჩამექცა, ძარღვები საშინლად დამებერა და სუნთქვა გამიხშირდა.
- კი მაგრამ ნიკისთან რა უნდა?
ვცდილობდი როგორმე სიმშვიდე შემენარჩუნებია.
- ეგ გრძელი ამბავია, თან მე არამაქვს უფლება ნიკის წარსულზე ვისაუბრო მას ეს არ ესიამოვნება.
- მამამის დავურეკოთ?
ინტერესით ვეკითხები შმაგის.
- არა.
უეცრად იყვირა მან.
- ავთომ ეს არ უნდა გაიგოს.
- გისმენთ.
შმაგის ტელეფონა დარეკა და ყველა სმენად ვიქეცით.
- დიახ მე ვარ.
.........
- ნიკი, ნიკი დაიკარგა.
ინგლისურად დაიწყო საუბარი.
..........
- საავადმყოფოდან გაუჩინარდა.
........
- გასაგებია თქვენს ზარს დაველოდები.
- ვინ იყო?
ინტერესით ვეკითხები როდესაც ყურმილი დაკიდა.
- ნიკის მეგობარი ამერიკიდან.
შეცვლილკ ხმით ამბიბს.
- აქ ესე ვერ გავჩერდები, რაიმე უნდა ვიღონო.
ოთახიდან გამოვედი და ჩემი მანქანისკენ წავედი.





                   """""""ნიკი"""""""

საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა, როგორც ჩანს დამამშვიდებელმა იმოქმედა.
როდესაც თვალები გავახილე და ოთახი ვერ ვიცანი შევცბი, წამოდგომა ვცადე მაგრამ მარჯვენა ხელი საწოლზე მიბმული მქონდა.
- შმაგი.
ვყვირი მეგობრის სახელს.
- კარგი რა შმაგ ესეთი ხუმრობა ვის გაუგია?
ინტერესიანი თვალები შევანათე კარში მდგომს.
- შმაგი.
კიდევ ერთხელ დავიძახე.
- ნიკოლ.
მესმის ნაცნობი ხმა და შიშისგან ცახცახს ვიწყებ.
- შენ? შენ, შენ აქ რას აკეთებ?
- მოგენატრე?
საწოლზე ჩამოჯდა ის.
- ახლავე გამიხსენი ხელი.
ვყვირი წყობიდან გამოსული.
- არა საყვარელო მას შემდეგ რაც შენ გამიკეთე, როგორ გგონია ესე ადვილად გაგიშვებ?
- მე? მე გაგიკეთე? ჯარჯ ამას როგორ ამბობ? ეს შენ თავად ისარგებლე ჩემი გრძნობებით? ეს შენ თავად დამინგრიე ცხოვრება.
- მე შენ მიყვარდი ნიკოლ, ეს ყველაფერი შენი სიყვარულის გამო გავაკეთე.
მის საზიზღარ ხელებს თმაზე მისვამს.
- საერთოდ არ შეცვლილხარ, ისევ ისეთი ლამაზი და მიმზიდველი ხარ.
ჩემს ხელს თავისაში იქცევს და კოცნის.
- მომაშორე შენი ამაზრზენი ხელები.
მას შემდეგ რაც შენ გამიკეთე მადლობა თქვი რომ არ მოგკალი გესმის?
- გიყვარდი და ამისთვის ვერ გამიმეტებდი.
- გული მერევა შენზე.
ჩემკენ საკოცნად წამოვიდა როდესაც შევაფურთხე, მისმა რეაქციამაც არ დააყოვნა და სახეში გამარტყა.
- შენ მე უკანასკნელი იმედი წამართვი ჯარჯ, შენ მე ის წმინდა წამართვი რისთვისაც ვიბრძოდი.
შენ მე შვილი წამართვი, მომპარე, გაყიდე.
ორი წელი გესმის ორი წელი თვალებში მიყურებდი და მატყუებდი.
- მე არ მინდოდა შვილი გესმის? მე შენთან მინდოდა და არა შენგან შვილი.
შენ სულ შვილი ოჯახი, მომავალი გეკერა პირზე მე კიდევ მარტო შენ მჭირდებოდი.
- რატომ დათანხმდი? რატომ ათქმევინე ექიმს რომ შვილის გაჩენას ვერ შევძლებდი, რატომ გამაკეთებინე საკვერცხეების გამრავლება?
რატომ მომატყუე რომ არც ამან არ იმოქმედა? რატომ გაყიდე ჩემი საკვერცხე?
მეძიზღები გესმის მეზიზღები, უფალს ვფიცავარ ვიპოვი ჩემს შვილს ვიპოვი და მას მე გავზრდი.
ის ჩემთან გაიზრდება, ყველას ვაზღვევინებ ვინც ამ საქმეში იყო გარეული.
მოგკლავ გემის, მოგკლავ ჯარჯ.
- მოკეტე.
ხელი მომიქნია მან და თავი საწოლთან მდგარ ტუმბოს ჩამოვარტყი.
გონება არ დამიკარგავს, ვგრძნობდი როგორ ეხებოდა ჯარჯი ჩემს სხეულს.
მძულდა საკუთარი თავი მძულდა არაფრის გაკეთება რომ არ შემეძმო.
ვცდილობდი შევწინააღმდეგებოდი მაგრამ არ გამომდიოდა, მის ამაზრზენ ხელებს ჩემს შიშველ სხეულზე დაატარებდა.
ტირილის მეტი არაფერი შემეძლო, ვტიროდი ჩემს თავს, ჩემს შვილს და ჩემს ცხოვრებას.
- უფალმა დაგწყევლოს.
მხოლოდ ეს ვთქვი და გონება დავკარგე.


უკვე მესამე დღეა ესეთ მდგომარეობაში ვარ, ის ნაბ***არი ყოველ დღე ხმარობს ჩემზე ძალას მე კიდევ არაფრის გაკეთება შემიძლია.
არც კი ვიცი სად ვარ, არც ის ვიცი რომელი საათია.
დღეების გასვლასაც პატარა სარკმელიდან ვხვდები.
ახლა ალბათ საკმაოდ გვინია, მიახლოვებით ღამის სამი საათი იქნება.
თვალები ისევ ცრემლებით მაქვს სავსე, ნეტავ ჩამი შვილი ახლა სად არის? ნეტავ ვის ეძახის დედას?
როგორ მინდა თუნდაც ერთი წამით მაინც ჩავიკრა გულში, შემდეგ თუ უნდა ღმერთს მომკლას.
ოთახის კარები იღება და თვალებს ვხუჭავ მოსალოდნელი საფრთხის მოლოდინში.
როდესაც ოთახი ნაცნობი სურნელით ივსება, თვალებს ერთმანეთს ვაშორებ და რატის თვალებს ვაწყდები.
ვერც კი აგიხწერთ როგორ გამიხარდა მისი დანახვა, გული სიხარულით ამევსო.
- შენ მოხვედი.
ჩამქრალი ხმით ამოვილაოარაკე.
- როგორ იფიქრე რომ არ მოვიდოდი?
თავისი მომაჯადოვებელი ღიმილით მიღიმის.
- ვიცოდი რომ მოხვიდოდი.
- მაპატიე.
ჩემკენ იხრება ის, შუბლზე მკოცნის შემდეგ კი უჩინარდება.
- რატი.
შეშინებული წამოვხტი.
- ისევ დამესიზმრა.
მარცხენა ხელი იქ მივიდე სადაც წამის წინ რატიმ მაკოცა.
- ვიცი რომ მოხვალ.
საწოლს მივეყრდნე და თვალები დავხუჭე.
კარების გაღების ხმა მესმის, ამჯერად ხვდები რომ რატი არ არის.
ვიცი ის აუცილებლად მოვა მაგრამ როდის?
აი ეგ ნამდვილად არ ვიცი.
- თავს როგორ გრძნობს ჩემი სიყვარული.
ინგლისურის მაგივრად ამჯერად ფრანგულად მეუბნება ჯარჯი.
- მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ისევ შენი სიყვარული ვიყო.
ზიზღით ამოვილაპარაკე მე.
- რატომ შეეკარი მას?
გამწარებული მწვდა მკლავში.
- ვის?
დავიბენი.
- არიცი არა ვის? სწორედ მისი დახმარებით გაიგე ჩემს შესახებ, სწორედ მისი ბრძანებით დამაკავე მე.
სწორედ მას ჩააბარე ჩემი თავი.
- უფროს გულისხმობ? ახლაც დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი იგივეს.
ირონიულ ღიმილს არ ვიშურებ მე.
- ნიკოლ მოგკლავ გეფიცები. ასეთი გაბრაზებული ჯარჯი არასოდეს მინახავს, მის თვალებში იმხელა ბრაზს ვხედავდი გული ამიჩქარდა.
- მომკლავ? გამეცინა.
შენ უკვე მომკალი მე ჯარჯ, შენ მე ექვსი წლის წინ მომკალი გახსოვს? შეგახსენებ შენ მე შ ვ ი ლ ი მ ო მ პ ა რ ე.
სათქმელს ვუმარცვლავ.
- ნიკოლ ჭკუიდან ნუ გადამიყვან.
- უკვე გადასული ხარ ვერ ხვდები?
- შენი შვილი მოკვდა გესმის, მოკვდა აღარ არსებიბს.
ბოლო ხმაზე დაიღრიალა მან.
- ის ცოცხალია მე ამას ვგრძნობ.
ჯარჯ იცოდე ქალის შურისძიება არაფერია, აი იმ ქალის შურისძიება რომელსაც შვილის ყოლის უფლება წაართვი ეს ყველაზე დიდი საშჯელია.
გეშინოდეს დედია და არა ქალის, რადგან ქალი სუსტია დედა კი ძლიერი.
- ნუ ფილოსოფოსობ შენი ჭირიმე.
ხელს უხეშად მიშვებს ის.
- შენ მისი გეშინია. ბოლო ხმაზე ავხარხარდი.
- გეშინია ისევ იქ გამოგამწყვრევს, ოღონდ ამჯერად სამუდამოდ.
რადგან ჩემი გატაცება ძალიან ძვირად დაგიჯდება.
- ვისი უნდა მეშინოდეს გოგო იმ ს**ის?
- არ გეშინია?
თვალებში ჩავაჩერდი.
- არა. თავი დახარა.
- გეშინია, ვიცი გეშინია  შენმა თვალებმა გაგცეს ჯარჯ.
ის გიპოვის, გიპოვის და პირობას გაძლევ ის რაც იმ დროს მოხდა, არააფერია ამასთან შედარებით რაც შემდეგ მოგივა.
სანამ დრო გაქვს გამიშვი, თუ არა და იცი რაც მოგივა.
- ნუ ცდილობ ჩემს დარწმუნებას რომ გაგიშვა, შენ არსადაც არ წახვალ.
ჩქარი ნაბიჯებით მიდის კარისკენ.
- მე გაგაფრთხილე.
მივაძახე კარში გასულს.





                      """"""""""რატი"""""""""""

- გავგიჟდები შენს ძმობას ვფიცავარ, უკვე სამი დღეა ვეძებთ და არსად არარის კვალი.
გაგიჟებული დავდივარ ოთახიდან ოთახში.
- დაჯექი შე**მა დამეხვა თავბრუ.
გამწარებული ყვირის გუგა.
- როგორ დავწყნარდე ბიჭო, გოგო ჩემს გამო გაიტაცეს. ალქაჯი კი არის მაგრამ მაინც მეცოდება.
მარტო არ უნდა დამეტივებინა, მისთვის არ უნდ ადამეჯერებია.
ვისკის ჭიჯა კედელს გავუქანე და ნამსხვრევებად იქცა.
- ვიპოვით ძმაო ვიპოვით.
იმედიანი ხმით ამბიბს ლუკა.
კარზე ზარის ხმა გაისმა და გასახებად გავიქეცი. იქ კი თომა, შმაგი და უცნობი დამხვდა.
- ეს ბობია, ნიკის ამერიკელო მეგობარი.
ხელით მანიშნებს ბიჭისკენ.
- შემოდით.
კარში ვატარებ სამივეს.
- ნიკის ადგილსამყოფელს მივაგენით.
- მართლა? მერე რას ვუდგავართ წავიდეთ?
 კარისკენ დავიძარი მე.
- ვერ წავალთ.
- რატომ?
გაკვიევებული ვუტურებ თომას.
- სპეცოპერაცია იგეგმება, ჯარჯი უნდა აიყვანონ.
- რას ამბიბ თომა? იმ დროს მეც იქ უნდა ვიყო, არ მაინტერესებს გესმით.
ან ახლავე მეტყვით სად არის ნიკი ანდა მამამის ვურეკავ.
- მეც იქ მივდივარ წამოდი.
დამტვრეული ქართულით მეუბნება ამერიკელი.
- კარგი.
ფეხზე დგება ის და სახლს ერთად ვტოვებთ.




                    """"""""""ნიკი"""""""""""

უეცრად კარები იღება, ოთახში ისევ ნაცმობი სურნელი ტრიალდება.
თვალებს ძლიერად ვხუჭავ, მინდა ტკივილმა გაღვიძების საშვალება მომცეს რადგან ისევ სიზმარში ვარ.
- ნიკ.
 მესმის ნაცნობი ხმა.
- გთხოვ წადი. არ მინდა თვალს რომ გავახელ ისევ დავრწმუნდე რომ ეს სიზმარია.
- ნიკ მე მივედი.
ვგრძნობ როგორ მეხება ხელზე.
- ეს ისევ სიზმარია.
- ალქაჯო.
ბრაზი იგრძნობოდა მის ხმაში.
- არ მჯერა. თვალები გავახილე და მის ცისფერ დიდრონ თვალებს შევეჩეხე
- მუტანტო მოხვედი. გთხოვ მიჩმიტე, დავრწმუნდე რომ ეს სიზმარი არ არის.
მუდარით ვეუბნები მას.
მან კი ისე მიჩქმიტა ლამის სული ამომაცალა.
- მეტკინა მუტანტო.
- წამო წავიდეთ. ჩემს წამოყენებას ცდილობს ის.
- ხელი გამიხსენი.
მეორე მხარეს უვლის და ჩემი ხელის განთავისუფლებას ცდილობს.
ხელი მალევე გამინთავისუფლა, რადგანაც სიარული არ შემეძლო ხელში ამიტაცა.
- მადლობა რომ მოხვედი.
თავი გულზე დავადე და ჩურჩულით ვეუბნები.
- მადლობა რომ ცოცხალი დამხვდი.
- მუტანტო.
- ალქაჯო.





იმედია მოგეწონებათ.
დაგვიანებისთვის ბოდიში უბრალოდ, სადაც ვმუშაიობ ის ბებო ავად გახდა და სამი დღის გათენება მომიხდა.
ახლაც ისე მეძინება ვერ აგიხწერთ, მინდოდა დამესრულებინა ეს თავი და ამეტვირთა.
იმედია გამიგებთ და მაოატიებთ შეცდომებს რადგან თვალის გადავლება ვერ მოვახერხე.
გკოცნით გეხვევით თქვენი გოგონა მიგრაციიდანскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი მია15

ძალიან კარგი ისტორია.მომწონს .ველოდები შემდეგ თავს.

 



№2  offline წევრი teengirllove

dzaan kargi iyo..iga darcha bavshvi ipovos da vsio :))

 



№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ერთი რაღაც ვერ გავიგე.ანუ ორსულად არ იყო და შვილი არ გაუჩენია ნიკის?როდის გახსნი საბოლოოდ ყველა კარტს? ძალიან მაინტერესებს რა მოხდა წარსულში
--------------------
ლანა

 



№4  offline მოდერი gogona migraciidan

მია15
ძალიან კარგი ისტორია.მომწონს .ველოდები შემდეგ თავს.


მიხარია რომ მოგწონთ ❤

La-Na
ერთი რაღაც ვერ გავიგე.ანუ ორსულად არ იყო და შვილი არ გაუჩენია ნიკის?როდის გახსნი საბოლოოდ ყველა კარტს? ძალიან მაინტერესებს რა მოხდა წარსულში


პრინციპში ეგ კარგად ავხსენი, თუ რაიმე ვერ გაიგე შეგიძლია ოირადში მომწერო და გაგარკვევ.

teengirllove
dzaan kargi iyo..iga darcha bavshvi ipovos da vsio :))

ნუ ბავშვამდე კიდევ არის რაღაცეები, მაგრამ.
მიხარია რომ კითხულობ ჩემო გოოგვ ❤

 



№5  offline წევრი meocnebe avadmyopi

იიი დეიდუკი რა კარგი იყო
ძალიან მომეწონა,ისეთი დაძაბული ვკითხულობდი
კინაღამ თვალები დამიელამდა
ძალიან კარგი იყო
მალე გაირკვეს სიმართლე
თორე დაიტანჯა ეს საწყალი გოგო

მიკახალ heart_eyes heart_eyes

 



№6  offline მოდერი ენემი

აუუ ბავშვი ვინც არის ვიცით მაგრამ ბავშვი ანუ რატის შვილი არა? აუ ეგ ახსენი შემდეგში რაა

 



№7  offline მოდერი gogona migraciidan

meocnebe avadmyopi
იიი დეიდუკი რა კარგი იყო
ძალიან მომეწონა,ისეთი დაძაბული ვკითხულობდი
კინაღამ თვალები დამიელამდა
ძალიან კარგი იყო
მალე გაირკვეს სიმართლე
თორე დაიტანჯა ეს საწყალი გოგო

მიკახალ heart_eyes heart_eyes



ვაიმეეე როგორ ველოდი ამ კომენტარს,
კი პირობას გაძლევ ძალიან მალე გაირჯვევა.
მეც მიყვარხარ შენ ❤

ენემი
აუუ ბავშვი ვინც არის ვიცით მაგრამ ბავშვი ანუ რატის შვილი არა? აუ ეგ ახსენი შემდეგში რაა


ზუსტად ვერ გეტყვი მაგრამ, ვეცდები როგორმე მოვახერხო რაღაცეების ისე ჩართვა რომ გაირკვეს.

 



№8  offline წევრი blondeangel631

ისე რაც ეს სამი დღე გადაიტანა ცოტა სხვანაირად რომ ყოფილიყო სიტუაცია კარგი იქნეოდა და ეს ძალადობა რომ არ ჩაგერთა უფრო კარგი იქნებოდა ისე ყველაფერი ძალიან კარგია და მომწონს შემდეგს ველოდები ა იმედა შვილს მალ ნახავს და ისიც მიიღებს ისე როგორც დედა იმიტომ რომ ეს გოგო ამას იმსახურებს heart_eyes heart_eyes sweat sweat

 



№9  offline მოდერი gogona migraciidan

blondeangel631
ისე რაც ეს სამი დღე გადაიტანა ცოტა სხვანაირად რომ ყოფილიყო სიტუაცია კარგი იქნეოდა და ეს ძალადობა რომ არ ჩაგერთა უფრო კარგი იქნებოდა ისე ყველაფერი ძალიან კარგია და მომწონს შემდეგს ველოდები ა იმედა შვილს მალ ნახავს და ისიც მიიღებს ისე როგორც დედა იმიტომ რომ ეს გოგო ამას იმსახურებს heart_eyes heart_eyes sweat sweat



დამიჯერე ძალადობა არც მე მინდოდა, მაგრამ სიტუაციას ესე სჭირდებოდა.
მიხარია რომ კითხულობთ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent