შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (თავი მეექვსე)


22-05-2018, 08:44
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 1 239

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (თავი მეექვსე)

ერთი სიტყვით, მე და დედა ქალაქიდან გავემგზავრეთ და სვანეთში გადავიხვეწეთ. ბევრი არაფერი წამიღია, ცოტაოდენი ტანსაცმელი, კომპიუტერი და რამოდენიმე წიგნი. ასე დაიწყო ქალაქელი თავაშვებული გოგოს სვანური თავგადასავლები.
---------------------

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დედაჩემი სულაც არ აღმოჩნდა ცუდი თანამგზავრი. პირიქით, მშვენივრად აუწყო ფეხი ჩემი ცხოვრების რიტმს და მეხმარებოდა კიდეც ახალი ისტორიების მოძიებაში. წინააღმდეგი არ ყოფილა, როცა მასზე ბიოგრაფიული წიგნის შექმნა გადავწყვიტე. დეტალურად მიყვებოდა მისი ცხოვრების შესახებ, სასიამოვნო და თავგადასავლებით დატვირთული ცხოვრება აღმოაჩნდა. არც ისეთი უბიწო იყო, როგორიც წარმომედგინა. პირიქით, მისი ცხოვრება სავსე იყო მსუბუქი თავგადასავლებით. აღარ მიკვირდა თუ საიდან მქონდა ხასითში ამდენი დემონის არსებობა. გული იმდენად გადამიშალა, რომ მეც გადავწყვიტე ცხოვრების რაღაც ეპიზოდები მისთვის გამენდო. არ განვუკიცხივარ, როდესაც შეყვარებლს მეგობართან ვუღალატე. მისი აზრით, ეს უბრალო იმპულსი იყო, რომლის გაკონტოლებაც ვერ შევძელი. შეცდომას მრავალნაირი გზა აქვს, სწორად მოქმედებას - ერთადერთი, ამიტომ პირველი - იოლია, მეორე - ძნელი. მიზანს იოლად ააცილებ, ძნელად მოახვედრებ. ხანდახან გიწევს რამოდენიმეჯერ მოიგო ერთიდაიგივე ომი, საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად. ცხოვრება დიდი სცენაა და გაცილებით ძნელია ამ სცენაზე ისე ითამაშო, რომ არ ინანო.
სასიამოვნოდ მიდიოდა დღეები მასთან ერთად, სვანეთის ულამაზეს მთებში დავეხეტებოდით, ვეცნობოდით იქაურ ადათწესებს. ლეგენდა სვანების უცნაურობაზე არც მთლად მონაგონი ყოფილა, თუმცა არც მთლად რეალობას შეესაბამებოდა. დედა ყოველ დღე მეუბნებოდა, შენ თავისუფალი ხარ და ეს თავისუფლება ბოლომდე უნდა შეიგრძნო, გამოიყენო და რეალობად აქციო. მე კი მის ამ სიტყვებზე, მხოლოდ და მხოლოდ პაულო კოელიოს შეხედულება მახსენდებოდა: „ თავისუფალი, იმისთვის რომ საშინლად მარტო ვიყო“. მთელი ჩემი არსებობა იქითკენ იყო მიპყრობილი, რომ მეტანჯა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. დაუსრულებლად ვიძირებოდი უკიდეგანო სივრცეში, რომლის კედლებშიც ვერ ვპულობდი ვერაფერს ხელჩასაჭიდს, ხელჩასაჭიდს, თუ რისთვის ან ვისთვის მებრძოლა, მე, ზოგადად გრძნობების, ემოციების ნაკლებობას განვიცდიდი, ეს იყო ჩემი პრობლემა. ქვეცნობიერი მუდამ მეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ყოველთვის გაურკვევლობაში ვიყავი და არ ვიცოდი, ოდესმე თუ შევძლებდი მეთქვა, „მე ბედნიერ ვარ“.
ბავშვობიდან მაწუხებდა აზრი, თუ რისთვის გავჩნდი. ცხოვრებისა და ბედისწერის უკუღმართობა, სამყაროს მტრული დამოკიდებულება ადამიანებისადმი, მათ შორის ჩემს მიმართ; ეს მაგიჟებდა, მტანჯავდა, მჭამდა და მიმონებდა. მეგონა ჩემი სიცოცხლის არსი წერაში მდგომარეობდა, რეალურად ასეც იყო. გამაჩნდა ნიჭი, მაგრამ არ შემეძლო მისი რეალიზება და ახლა, როდესაც წარმატების ზენიტში ვიმყოფებოდი და ნაწარმოებიც ასეთი მოთხოვნადი იყო, მე რომელიც ამაზე ვოცნებობდი, ახლა ისევ უემოციო, უკიდეგანო ზღვაში ვიძირებოდი. მაინც მეგონა თუ გავჩერდებოდი ცხოვრება აზრს დაკარგავდა. ბევრი ფიქრის შედეგად, შეიძლება საკუთარი თავი ისევ შემებრალოს, მე ხომ ყოველთვის ძლიერთა მსხვერპლი ვიყავი. ბოლოს, გადავწყვიტე, ყურადღება არ მიმექცია „თვალებისთვის, რომლებიც ვერაფერს ხედავენ და გულისთვის, რომელიც ვერაფეს გრძნობდა“, ასე რომ მას სრული თავისუფლება მივანიჭე. მე, იმ ბავშვს ვგავდი, რომელიც შურსიძიების მიზნით, სხვისი დასჯის ნაცვლად, საკუთარ თავს უფრო სჯიდა. მე უამრავ სახესა და ხასიათს ვფლობდი. თუმცა, თვითონ ვერ ვერკვეოდი, რომელი იყო ჩემი რეალური ქმედება. მე ჩავიძირე... ამჟამად ყველაფერმა მიმატოვა.
-დედა, არ დაივიწყო სად ვიმყოფებით, ვებნები ღიმილით დედის კეკლუცობით ცოტა არ იყოს შეშფოთებული.
- ზღვარს არ გადავალ. ამბობს სიცილით, შემდეგ კი ამატებს. -ისე შენც რომ გაპრანჭვოდი ვინმეს ურიგო არ იქნებოდა, მთელ დღეს წიგნებთან ერთად ატარებ. გარეთ მაინც გამოდი.
- აქ გასართობად არ ჩამოვსულვარ. გართობა იმდენი ვნახე უკვე ყელში მაქვს ამოსული, არც მამაკაცთან ურთიერთობა მინდა.
- გიყვარს? ამბობს და თვალს მარიდებს.
- ვინ? სასმლის მოზრდილ ყლუპს ნერვიულობის დაფარვის მიზნით ვწრუპავ.
- ჟურნალისტი.
- რატომ მისვამ ამ კითხვას, მისი სიყვარულის რამე შემატყვე?
- ნინა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო დავყავით მე და შენ ერთმანეთის გარეშე, მე მაინც დედაშენი ვარ, შენი თვალები ისეთი სევდიანია, მისი ყურება უკვე ტანჯვას წარმოადგენს ჩემთვის. მინდა ბედნიერი იყო.
-ბედნიერი ვარ. ვამბობ და ეშმაკურად ვუღიმი.
- თვალებში სიცოცლის სხივი საერთოდ არ გიჩანს.
- არ მინდა ამაზე საუბარი.
- კარგი, მაგრამ თუ გიყვარს, იბრძოლე, ხელიდან არ გაუშვა. ცხოვრებაში არაფერი მოგანიჭებს ისეთ სიამოვნებას რასაც ადამიანთან გრძნობის გაზიარება.
- გაგვიანდება, შენი სვანი მეგობარი გელოდება. დედა თავს მანებებს და მეგობართან ერთად უჩინარდება. მისი გასვლის შემდეგ სავარძელში მოწყვეტით ჩავესვენე და ვიგრძენი როგორ ჩამოგორდა თვალის კუთხეში ცრემლი, სასწრაფოდ შევიმშრალე და თავს ტირილის უფლება არ მივეცი. - მიყვარს?! ვეკითხები ქვეცნობიერს.-არ ვიცი!! მპასუხობს ჩემი დემონი. როგორ მძულს საკუთარ თავთან ამგვარი ჭიდილი.
იმაზე საუბარი თუ რამდენად უკმაყოფილო ვიყავი ბედის არქონით, ამ ისტორიას ძალიან მოსაბეზრებელს გახდის მკითხველისათვის. ამიტომაც ვეცდები უფრო საინტერესო თემაზე გადავიდე და ის მოგითხროთ, თუ როგორ გაგრძელდა შემდგომი მოღვაწეობა. თითქმის ერთწლიანი პაუზა მქონდა, როგორც შემოქმედებით, ასევე პირად ცხოვრებაში. დედამ ჩემს უმოქმედოთ ყოფნას რამოდენიმე თვე გაუძლო თუმცა შემდგომ კვლავ გაუჩინარდა და სვანეთის მიყრუებულ სოფელში მარტო დამტოვა. მისი საქციელი მტკივნეულად არ აღმიქვამს, ან როგორ მეტკინებოდა, როცა გრძნობებმა მიმატოვა. მისი ხელმეორედ გაუჩინარების შემდგე მთელ დღეებს ბუხრის პირას, წითელი ღვინით ხელში „მიკუჭული“ ვატარებდი, ბოლოს ეს სიჩუმეც ყელში ამომივიდა და ქალაქში დაბრუნება გადავწყვიტე. მეც მალევე მივატოვე სვანეთი და თბილიში დავბრუნდი. იქ ყოფნამ მაინც არანაირი შედეგი არ გამოიღო, უფრო და უფრო ვიძირებოდი მარტოობის სქელ ბურუსში, ამიტომაც აქტიურ ცხოვრებაში დაბრუნება გადავწყვიტე. უამრავ ლიტერატურას ვეცნობოდი, მინდოდა რეალობას ცოტახნით მაინც მოვცილებოდი და სხვების მიერ დახატული სამყაროთი მეცხოვრა. ეს მალევე მომბეზრდა, უმოქმედობისაგან თავის ტკივილები დამეწყო, და თითქმის ყოველდღიურად ვზრდიდი ალკოჰოლის რაოდენობას. საბოლოოდ კი, მასზე სრულიად დამოკიდებული გავხდი. ალბათ გაინტერესებთ რა ბედი ეწია ლილეს, ჩემ მეგობარს, ანაც ჩემ ყოფილ შეყვარებულს; არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. მათ შესახებ ინფორმაციას არ ვფლობდი. ამ პერიოდის მანძილზე, არასოდეს გამჩენია სურვილი მენახა ისინი, ვისაც ჩემი არსებობა არც-თუ ისე კარგად დავამახსოვრე.
ერთ საღამოს აღმოვაჩინე, რომ სასმელი გამითავდა და ბარში წავედი დასალევად. იქაურობა სავსე იყო უსაქმური თინეიჯერებით, რომლებმაც მხოლოდ ახლახანს გაუგეს გემო ეგრეთწოდებულ თავისუფლებას. უაზროდ სვამდნენ და ეწეოდნენ, ან რა ჰქონდათ სხვა საზრუნავი. ხარჯავდნენ მშობლების შრომით მოგროვებულ ფულს და ასე გართობაში გაჰყავდათ დრო. რა უფლება მქონდა სხვისი ცხოვრების განსჯა დამეწყო, როდესაც მე ამაზე ბევრად ცუდს ჩავდიოდი. ამის გაანალიზების უნარი ჯერ კიდევ შემრჩენოდა. ამიტომაც ბარი მოვათვალიერე, მყუდრო ადგილი შევარჩიე და დასალევი შევუკვეთე. კარგა ხანს ვსვამდი მარტო, მერე ვიღაც ლაწირაკი თავისი ჭკუით ამეკიდა, მაგრამ მიხვდა არაფერი გამოუვიდოდა და მალევე დამტოვა. მერე ვიღაცამ ავტოგრაფი მთხოვა, მეც სიამაყით მოვუწერე ხელი და ღიმილიანად გავისტუმრე. საკმაოდ მთვრალი ვიყავი, როცა ჩემს გვერდით მამაკაცის დაჯდომა შევნიშნე. მისკენ არ გამიხედავს, პირდაპირ და მოურიდებლად მივახალე .
-დაახვიე. ზოგადად ბილწსიტყვაობა ჩემგან არც-თუ ისე შორს იყო და თუ სასმლის სუნით ვყარდი, მაშინ კარგს, მითუმეტეს, ვერ გაიგონებდით ჩემი პირიდან. უცნობი, რომელსაც ასე პირდაპირ მივახალე, რომ თავი დაენებებინა, არა თუ ადგა, არამედ ჭიქა გამომტაცა და სასმელი დამიქცია. ერთი კი შევკივლე და მისკენ შევტრიალდი, რათა თავს დავსხმოდი, თუმცა ჩემდაგასაკვირად ყოფილი ბოიფრენდი შემრჩა და იქვე გავშეშდი. წამოდი, სახლში წაგიყვან, მითხრა მან, მეც დავემორჩილე და გავყევი. მანქანაში ჩამეძინა, ბუნდოვნად მახსოვს როგორ შემიყვანა სახლში და არც-თუ ისე ფრთხილად დამანარცხა საწოლზე.
- რაო უნდა გამკიცხო? თუ ხვალ ჩემ შესახებ უარეს რეპორტაჟს გაუშვებ, ამოვილუღლუღე და გონებაც დავკარგე.
მეორე დილას არაფერი მახსოვდა, თუმცა სამზარეულოში გუგას დანახვამ მომენტალურად დამიბრუნა რეალობის შეგრძნება.
- აქ რას აკეთებ?
- მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ ყველაფერი კარგად გქონდა.
- როგორც ხედავ კარგად ვარ.
- გუშინდელზე რას იტყვი? არ გინდა მითხრა რა გემართება?
- არამგონია ჩემი ცხოვრება შენთვის საინტერესო იყოს.
- ნინა გეყოფა, წარსულში მომხდარის გამო, შენთვის ცუდი ნამდვილად არ მინდა.
- მადლობ, რომ გუშინ სახლში მომიყვანე, სხვა არაფერი მაქვს სათქმელი.
- ნინა მორჩი!
- რა გინდა გუგა? მივახალე სახეში და პასუხის მოლოდინში საშინელი სისუსტე ვიგრძენი. ეს კაცი ისევ ვნებას იწვევდა ჩემში და ვცდილობდი ამას შევწინააღმდეგებოდი.
- შენი შეცვლა შეუძლებელია.
- მაშინ ნუ ცდილობ ჩემში დაინახო ის, რაც არ არსებობს.
- მაგრამ მე, თავს ვერაფერი მოვუხერხე ნინა. მთელი ეს დრო, მხოლოდ შენზე ფიქრში, შენ მონატრებაში და შენ ტკივილში გავატარე. იმაზე ფიქრი მტანჯავდა, რომ ცხოვრება დამიმახინჯე, იმაზე ფიქრი, რომ დაგკარგე და იმაზე ფიქრი, რომ შენთან ყოფნა ძველებურად მინდა. შენ ჩემი ცხოვრების აზრი ხარ, არ გეტყვი იმას, რომ უშენოდ ყოფნა არ შემიძლია, ეს ტყუილი იქნება, მაგრამ მინდა, რომ ჩემთან იყო. სწორედ შენთან ვარ ის, ვინც მინდა ვიყო; თავდაჯერებული, ლაღი, მშვიდი, გადარეული, ბედნიერი, ნინა მიყვარხარ გესმის? მთელი ეს დრო მიყვარდი და შენზე ფიქრი ერთი წამითაც არ მომშორებია.
- მაშინ რაღას ელოდები, მე ხომ აქ ვარ, შენს წინ და შენი სურვილით ვიწვი.
- ამ ყველაფრის შემდეგ, მხოლოდ ამის თქმა შეგიძლია? მხოლოდ იმის, რომ ჩემ მიმართ უბრალო ვნებას განიცდი?! მივხვდი, ჩემგან რასაც ელოდა, თუმცა არ ვაპირებდი მის მოტყუებას, ამიტომ ვთხოვე წასულიყო. ერთი კი შემაკურთხა და კარი მიიჯახუნა. იქვე ჩავიკეცე და დიდი ხნის, საგულდაგულოდ შენახულ ცრემლებს გასასვლელი გავუთავისუფლე. გუგა მიყვარდა, თუმცა ჩემებურად, მაგრამ არა იმდენად, რომ მთელი ცხოვრება მისთვის დამეკავშირებინა. ის კარგი ადამიანი იყო, კარგი მეგობარი, კარგი საყვარელი, მაგრამ მე, მუდმივი პარტნიორი, რომელიც ჩემგან თუნდაც რაიმეს ახსნა-განმარტებას მოითხოვდა, არ მჭირდებოდა. მინდოდა გვერდით მყოლოდა მამაკაცი, რომელიც გამაბედნიერებდა და სანაცვლოდ არაფერს მოითხოვდა. ეგოისტი ვიყავი. ძალიან მალე მან, მშვენიერი ცოლი შეირთო და მე მას გულით მივულოცე, რადგან ნამდვილად ყველაფერს კარგს იმსახურებდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.





რა თბილად წერ ❤❤❤

 



№2  offline წევრი mirandaa31

ეს რა იყო? გუგას ცოლის მოყვანას აღარ ველოდი ნამდვილად. თუმცა ნინას სხვანაირი კაცი ჭირდება გვერდით. ვნაოთ აბა რა მოხდება. წინასწარ რამის განსაზღვრა შეუძლებელია და ეს ძაკუან მომწონს. შენ კი ძალიან ძალიან კარგი ხარ ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№3 წევრი ანი ჩიხლაძე

mirandaa31
ეს რა იყო? გუგას ცოლის მოყვანას აღარ ველოდი ნამდვილად. თუმცა ნინას სხვანაირი კაცი ჭირდება გვერდით. ვნაოთ აბა რა მოხდება. წინასწარ რამის განსაზღვრა შეუძლებელია და ეს ძაკუან მომწონს. შენ კი ძალიან ძალიან კარგი ხარ ❤️


გამოიყვანა კაცი მდგომარეობიდან და რა ექნა ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent