შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 16


22-05-2018, 14:37
ავტორი Queenofmoon
ნანახია 872

შენს მკლავებში დავლევ სულს 16

-მანქანიდან გადმოდი ევა!
-თავი დამანებე!! არ გადმოვალ!! ცხოველო!!!
-ძალით გადმოგათრევ ევა!! იცოდე არ გამაკეთებინო ის რისი გაკეთებაც არ მინდა!!
მანქანის კართან დგას და მელოდება ფეხს როდის გადავდგავ,ჩემს წინ საშინელი ადგილი იშლება,გარშემო თითქმის სულ ტყეა,პატარა ფარეხივით ადგილია,იქვე ქვისგან ნაშენები პატარა სახლი,ალბათ რაც გზად იპოვა იქ შემოუხვია..საშინლად ვიყინები სიცივისგან,იქაურობას ათვალიერებს,კარებებს აღებს და ამოწმებს ვინმე არის თუ არა.
-შემოდი. მიმითითებს შევიდე,მე კი შიშის ზარი მცემს აქაურობა იმდენად საშინელი შესახედია.. ნელა მივათრევ ფეხს წინ,მოთმინების ფიალა ევსება და ხელს მკლავზე მკიდებს და წამებში ოთახში მათრევს სწრაფად.
-აქ რა გვინდა?!! მითხარი აქ რა გვინდა!!
ფანჯრებთან დგება და აქეთ-იქით იყურება დაძაბულად.
-მომისმინე.. პანიკა არ ატეხო , ამბობს და გზას თვალს არ აშორებს.
-რაა?!!
-შენ აქ დარჩები,მე წავალ და ბილეთებს ავიღებ რომ აქედან შორს წავიდეთ.
-რას ამბობ?საერთოდ გააფრინე?!!რას ჰქვია აქედან შორს წავალთ?!!ხელი გამიშვი!!! გამიშვი!!!
-პანიკა არ ატეხო მეთქი!!!! თვალებს მიბრიალებს და კურტკის ჯიბეებში იქექება.
ისევ წებოვან ლენტს მაკრავს პირზე,ხელებზე და ფეხებზე რამოდენიმეჯერ მახვევს,ოთახის კუთხეში მაგდებს და თვითონ გარეთ გადის,მანქანაში ჯდება და ქრება.
უკვე სიბნელეა,საშინელი სიბნელე.. იმდენად მეშინია,სულ ვკანკალებ,გარედან ხმები,სახლში ხმები..თავი საშნელებათა ფილმში მგონია,მაგრამ...არ ვარ თუ?!!
ვცდილობ შფოთვა მოვიშორო და რამენაირად გავუმკლავდე სიტუაციას თუმცა არ გამომდის.. მხოლოდ იოზე ფიქრი მწყვეტს ამ სამყაროს ტკივილსგან.
ღმერთო...ნუთუ ამდენი რამ უნდა დამმართნოდა,ამდენი რამ უნდა გამევლო იმისთვის,რომ ნამდვილი სიყვარული მეპოვნა?! თუმცა ვიპოვე...მაგრამ...მასთან მაინც არ ვარ..რატომ..რა დავაშავე ასეთი...ნეტავ იმ დღეს,იმ თავსხმა წვიმაში სულ არ გავსულიყავი უნივერსიტეტიდან,რა მეჩქარებოდა სახლში..მაგრამ ახლა ალბათ გიოს უბედური ცოლი ვიქნებოდი..ან ბედნიერი,ვინ იცის..ჰმ..ჩემ თავზე მეცინება,როგორ შეიძლება ბედნიერი იყო იმ ადამიანთან ვინც არ გიყვარს?! ნეტავ,იოანეს ვინ შეუყვარდებოდა,ჩვენ რომ არ შევხვედროდით ერთმანეთს..თუ ბედისწერა არსებობს,ალბათ შევხვდებოდით,მაგრამ სულ სხვა სიტუაციაში..შევხვდებოდი და ვერ გავიცნობდი,ვერ გავიგებდი როგორია,როგორი მუსიკა უყვარს,რომელი სასმელი...რომელი სუნამო...
ვერ შევეხებოდით,ვერ ვაკოცებდით ერთმანეთს..ვერ დავტკბებოდით..იოანეს სიყვარული ერთდროულად როგორი ტკბილი და მტკივნეულია,ნუთუ აუცილებელია ეს ყველაფერი...ნეტავ ახლა სად არის,ჩემი იო..
დე,მუცელზე ხელს ვერ ვიდებ,მაგრამ ვცდილობ ფიქრებით დავუკავშირდე ჩემ პატარას... ჩემი იოს პატარა სიცოცხლის ნაყოფს..
მამიკოს ძალიან,ძალიან ეყვარები,როცა შენს არსებობას გაიგებს.. ნეტავ გავიგო როგორ დამიძახებ პირველად "დედას",ნეტავ გიყურო,როგორ გაიზრდები,როგორ შეხვალ ბაღში,როგორ ივლი სკოლაში და გახარებული გამოიქცევი ჩასახუტებლად.. ნეტავ,იოსთან ერთად გიყურო,დავტკბე თქვენი არსებობით,ჩემთვის ხომ ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება,ნუთუ ბევრს ვითხოვ?
ფანჯრებიდან მანქანის ფარების სინათლე აღწევს,სინათლეზე ვფრთხები..ალბათ დათო დაბრუნდა.. ტკბილი ოცნებიდან ვფხიზლდები და ისევ ჩემს ჯოჯოხეთში.
-მოვედი. ტყვიასავით გავარდა მისი ბგერები და მხოლოდ ჩემს შეშინებულ თვალებს უყურებდა დაჟინებით.
-მმმ.... ვანიშნებ,ფეხებს ვაბაკუნებ,მინდა,რომ ეს ლენტები მომაშოროს.
უარის ნიშნად აქნევს თავს," ჯერ არა" ამბობს და იქვე კუთხეში ჯდება.
-ორ საათში აეროპორტში წავალთ,მანამდე აქ ვიქნებით.
ისევ ვცდილობ რაიმე ვთქვა,ვიყვირო,გავბრაზდე მაგრამ მთლიანად გაკოჭილს არც ლაპარაკი შემიძლია,არც განძრევა..
მხოლოდ მას ვუყურებ,როგორ დაჟინებით მიყურებს თვალებში და იარაღს ხელში ათამაშებს.
-მაპატიე,მოყენებული ზიანისთვის..ლენტს ვერ მოგხსნი,სანამ ჩემს სათქმელს არ გეტყვი.. რადგან არ დამაცდიდი ვიცი.
სიარულს იწყებს უაზროდ,თავბრუს მახვევს მისი აქეთ იქით ბოდიალი,მერე ისევ საუბარს იწყებს.
-მინდა რომ უბრალოდ მაპატიო.. რადგან მართლა ძალიან მიყვარხარ ევა..არ ვიცი რა მემართება..მგონი ჭკუიდან ვიშლები.. ისტერიულ სიცილს იწყებს და ისევ წყნარდება,ისევ მე მიახლოვდება.
კედელს ვეკრობი და თვალებს ვხუჭავ.
-ნუ გეშინია,არაფერს დაგიშავებ.. აღარ მოგეკარები,სანამ შენ არ შემიყვარებ,გპირდები.
წარბებს ვკრავ და მთელი ზიზღით გავყურებ,ხვდება,ხვდება ჩემს ყოველ გრძნობას,ყველაფერს თვალებიდან კითხულობს და მზერას მაშორებს.
-ასე ნუ მიყურებ ევა..გთხოვ..
უარის ნიშნად ახლა თავს მე ვაქნევ,ფეხებს მთელი ძალით ვურტყავ იატაკს,მაგრამ წამში ვშეშდები,როცა ვხედავ,რომ
ფანჯრებიდან მანქანის ფარების სინათლე აღწევს,სინათლეზე ვფრთხები.. დათო გაურკვევლობაშია და გარეთ გახედვას ცდილობს,თუმცა ფარების ანარეკლი თვალებში ეჭრება და მომენტალურად ხელებს სახეზე იფარებს.
ხმები თითქოს ორმაგდება,თითქოს ბევრი ადამიანი დადის გარშემო,არა თუ ერთი..
სწრაფად ჩემკენ მოემართება დათო, - ადექი სწრაფად!!!! მიყვრის,რომ რაც შეიძლება მალე გარეთ გავიდეთ,სწრაფად მოქმედებს,თუმცა
კარებს ვიღაც ფეხით ამტვრევს და ორი პიროვნება შემორბის იარაღით,მე მაშინვე ყვირილს ვიწყებ და ვტირი,საშინელი შიში მიპყრობს გაურკვეველ სიტუაციაში მყოფს,ვხედავ,დათოს დაჭერას როგორ ცდილობს ორი კაცი.
ჩემთან ახლოს კი მხოლოდ ნაცნობი ხმა ჩამესმის სიმღერასავით..
-ევა...ევა საყვარელო,კარგად ხარ?!
იოანეს გაფართოებული თვალებით ვუყურებ,არ მჯერა რომ ის აქარის,ჩემთან არის,ასე ახლოსაა, ისიც მიყურებს და აზრზე მოდის,ხელ ფეხს მიხსნის და ცდილობს წებოვანი ლენტი ჩემს ტუჩებს ფრთხილად დააშოროს.
-ჩემო სიყვარულო... მაშინვე გულში მიკრობს და მისი სურნელი მატკბობს,ერთ ხელს ფრთხილად და გაუბედავად ვწევ,მინდა მეც მოვკიდო ხელი,მაგრამ ვერ ვბედავ...
დათოს უბრუნდება,გაშეშებული უყურებს,მგონია ვერ უჯერებს საკუთარ თვალებს,რომ ისაა..
-ხელი გაუშვით.. უბრძანა ბიჭებს,რომლებსაც მკლავებით ჰყავდათ დაჭერილი..
იოანე დათოსთან ძალიან ახლოს დადგა,მთელი სიმწრით მუშტი უთავახა სახეში,კეფაზე ხელები შემოიწყო და თვალები მაგრად დახუჭა რამოდენიმეჯერ.
-მითხარი..მითხარი რომ არ ხარ ღირსი მოგკლა,მითხარი რომ ჩემი საყვარელი ქალი შენ არ გაგიტაცებია,არც ამაში არ მიგიღია მონაწილეობა!!!! მიდი მითხარი მიდი!!!!!!!
თითქოს ოთახის კედლები ზანზარებს მისი ყვირილისგან,ასე მგონია ჭერი ჩამოვარდება და ყველაფერი ჩამოიშლება.
დათოს საქციელი ყევლას საგონებელში აგდებს,თვალებიდან ცრემლი ისე სდის,თითქოს ნიაღვარი სდიოდეს.
იარაღს წამიერად იღებს და საფეთქელთან მიაქვს.
იოანე გაშტერებული უყურებს,ვეერ ხვდება რას აკეთებს,მხოლოდ პასუხს ელოდება,მისგან მხოლოდ იმ პასუხის გაგება უნდა,რომელიც გულს არ ატკენს.
-რას აკეთებ?!
-იოანე... ვარ.. გესმის?!.. ვერ შევძელი პირობა შემენახა,ვერ შევძელი ევა არ შემყვარებოდა,ვერ შევძელი შენი ძმადნაფიცი ვყოფილიყავი ცხოვრების ბოლომდე,რადგან ვნებებმა და გრძნობებმა ამიყოლია..არ ვიცი რა მჭირს გესმის??
ერთს ხელს ჰაერში სწევს,მეორე ისევ მჭიდროს აქვს მიდებული საფეთქელთან,ისტერიულ სიცილს იწყებს,ვერ ჩერდება.
ალბათ ყველაფერი იმის ბრალია,ცხოვრებაში რომ არავინ მყოლია,არც მშობლები,არც ახლობლები, არავინ.. მხოლოდ მარტო ვცხოვრობდი,მხოლოდ ჩემს დას ვზრდიდი,მის განათლებაზე ვფიქრობდი,რომელიც მალევე გარდაიცვალა.. ჩემში ის დათო აღარ არის,გემის?!
შენ ვერ გამიგებ,მე კი შენი თვალებში ჩახედვა არ შემიძლია..
ევა როცა გამოჩნდა... ევა.. ვერ შევძელი,მაპატიე,მაპატიე...
ისევ საშინელ ხმებს გამოსცემს,უმაწყალოდ ირტყავს სახეში იარაღს,მუხლებზე ეცემა და ქვითინებს.
იოანე კი მის წინ სრუილად გაოგნებული დგას,თითქოს ეს რეალობა არ იყოს,ეს დათო არ იყოს,სრუილად უცხოს ესაუბრებოდეს,სრუილად უცხოსგან ისმენდეს ამ ყველაფერს,ფიქრობს ან ნატრობს,რომ ის არ იყოს,რომ ადვილად შეძლოს მისი მოკვლა საყვარელი ქალის ზიანის მიყენებისთვის,მისი მოტაცებისთვის..
-მე... მე ევაზე ძალა ვიხმარე.. მე ვიყავი ის ,ვინც ტელეფონში შეგატყობინეს...მე ვიყავი,ვისაც ევას ხელი გაარტყა და ის სილურჯე გაუჩინა,მე ვარ ის ,რომელსაც არ აქვს გამართლება..
იოანე მუშტს კრავს,მთელი ძალით,ძარღვი ლამისაა შუბლზე გასკდეს,ლამისაა აფეთქდეს,გული საშინლად ეკუმშება,საშინლად სტკივა,საშინელი გრძნობები ერევა მტელ სხეულში,თითქოს მისმა სულმა დატოვა და დააცარიელა ყველაფერი.. მან,მან იხმარა ძალა ევაზე,მისმა მეგობარმა,რომლისთვისაც თავი გასწირა.. როგორ?! რატომ?! დაუჯერებელია.. არა..არარის ეს მართალი.. იოანე შიგნიდან იწვის,შიგნით ყვირის,ანგრევს ყველაფერს მაგრად ფიზიკურად პარალიზებულია,ლამისაა იარაღიც კი გაუვარდეს ხელიდან.
ყველანი ჩვენს ფიქრებში ვართ გართულნი,ყველანი,ყველა გაშტერებული დგას,ყველა ერთ წერტილსაა მიშტერებული,გული საშინლად მტკივა და ცრემლებს ვერ ვიკავებ,საშინელი სიჩუმეა ჩამოვარდნილი,მაგრამ ზუსტად იგრძნობა ამ სიჩუმეში დიდი ხმაური,ის ხმაური რომელიც ჩვენი სხეულებიდან ცდილობენ ფეთქვას,მაგრამ სიჩუმეს იარაღის გასროლა არღვევს,დათო ძირს გდია და გულიდან სისხლი სდის,იოანე სწრაფად მასთან იხრება,მასთან მეც მივრბივარ,თორნიკეც და ვაჩეც მასთან იმუხლებიან და გაოგნებულები შეჰყურებენ ერთი მეორეს...
-მ..მაპატიეთ....
მისი თვალები შეშდება ერთ წერტილზე,მისი გული აღარ ფეთქავს...
იოანეს თვალიდან ცრემლი მოგორავს,ვაჩე ტყვიასავით გარბის ოთახიდან,უკან თორნიკეც მიჰყვება,საშინელი გრძნობა მეუფლება,გულისრევას ვგრძნობ და გონებას ვკარგავ.
1 კვირის შემდეგ.
*******
თვალებს ვიფშვნეტ,საათს ვუყურებ,უკვე 12-ია.. ზანტად ვდგები დაკისერზე ხელებს ვისრესს,ლილის ვხედავ ჩემს წინ ტრიალებს აქეთ იქით.
-დილამშვიდობის ქალბატონო ევა.
-დილამშვიდობისა ლილი..იოან კაბინეტშია?
-დიახ. კაბინეტშია.
-კარგი..
დროა ვუთხრა ყველაფერი.. დროა ახლა მაინც გავბედო და ვუთხრა ჩემი სათქმელი..
აბრეშუმის გრძელ ხალათს ვიცვამ და კიბეებს ნელნელა ავუყვები,მის კარზე ვაკაკუნებ და შევდივარ.
სავარძელში ზის,მიღიმის და სითბოს ასხივებს თვალებიდან.
-გაიღვიძე საყვარელო?
ჩემს წინ დგება,ხელებს სახეში მიქცევს და შუბლე მკოცნის თბილად.
-ჰო..
-რამე ხომ არ გტკივა?რამე ხომ არ გაწუხებს?
-არა არა.. უკეთესად ვარ..ბევრად.
-მიხარია.. ვხედავ სილურჯეებიც აღარ გაქვს.. იმედია ოდესმე მაპატიებ ჩემს გამო ამდენი ტანჯვის გავლა რომ მოგიწია..
-იოანე..მე შენზე არც ვარ გაბრაზებული..
-მოდი ჩემთან..
-იოანე საქმე მაქვს..
-გისმენ?
-ყველაფერი დამთავრდა და მინდა,რომ ჩემს სახლში დავბრუნდე. დღესვე.



მოკლედ აღარ მინდოდა ეს ევას ტყვეობა დიდხანს გაგრძელებულიყო,მგონი დამეთანხმებით, რომ ძალიან უაზროდ გაიწელებოდა და ამიტომ ამ თავში მოხდა ყველაფერი,თქვენი აზრი დამიფიქსირეთ კომენტარებში <3 გელით ჩემო ტკბილებოო <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი ია

მგონი ლოგიკურია რომ სხვა სიტუაციაში გადავიდეს და გაგრძელდეს სიყვარულის ისტორია ????

 



№2  offline წევრი meocnebe avadmyopi

მოიცა ადამიანო რას ნიშნავს სახლშიუ ვბრუნდებიო
მოიცა იმ ბოვშვს რა ვუყოთ მერებ ,არც იოანეს ეუბნება
სულ გააფრინა ამან
რას მერჩი იმასთან ერთად მეც უნდა დავიტანჯო

მაგრამ მაინც კარგი თავი იყო,მალე დადე შემდეგი heart_eyes heart_eyes

 



№3  offline წევრი marikuna18

აუუ მალე უთხრას ბავშვზე დავიტანჯე ლოდინით იოანეს რეაქცია მაინტერესებს...კარგი ვადაწყვეტიკებაა სახლშ დაბრუნება მაინტერესებს გიორგი რას იზამს...ველი შემდეგ თავს ♡♡♡მაგარი გოგო ხარ♡♡♡

 



№4  offline წევრი Queenofmoon

ია
მგონი ლოგიკურია რომ სხვა სიტუაციაში გადავიდეს და გაგრძელდეს სიყვარულის ისტორია ????

კი,რა თქმა უნდა,მაგას ვაპირებ მეც. <3

meocnebe avadmyopi
მოიცა ადამიანო რას ნიშნავს სახლშიუ ვბრუნდებიო
მოიცა იმ ბოვშვს რა ვუყოთ მერებ ,არც იოანეს ეუბნება
სულ გააფრინა ამან
რას მერჩი იმასთან ერთად მეც უნდა დავიტანჯო

მაგრამ მაინც კარგი თავი იყო,მალე დადე შემდეგი heart_eyes heart_eyes

მადლობა ჩემო თბილოო <3
ევაც ცოდოა,ბევრი რამ გადაიტანა ხომ ხედავ:( :დ
დღეს დავდებ ახალ თავს<3

marikuna18
აუუ მალე უთხრას ბავშვზე დავიტანჯე ლოდინით იოანეს რეაქცია მაინტერესებს...კარგი ვადაწყვეტიკებაა სახლშ დაბრუნება მაინტერესებს გიორგი რას იზამს...ველი შემდეგ თავს ♡♡♡მაგარი გოგო ხარ♡♡♡

ძალიან დიდი მადლობააა <3 ახალ თავს დღეს დავდებ,როგორც კი მოვიცლი<3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent