შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (1თავი)


22-05-2018, 14:41
ნანახია 3 451

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (1თავი)

- ან ჩემი ცოლი იქნები ან საყვარელი. ამბობს რატი და გულში მაგრად მიკრავს.
- ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?
- ენ უკვე შევაბერდით ერთმანეთს. ვიღიმი და მის ქვედა ტუჩს ოდნავ ვკბენ. - მეტკინა.
- ვიცი. თვალებს ვხუჭავს და მის ძლიერ მკლავებში თავს ახლაც ისევე დაცულად ვგრძნობ როგორც მაშინ, როცა პირველად ჩავეხუტეთ ერთმანეთს.
ყველაფერი კი ასე დაიწყო...





-ნახე რატი? აუ იცი რა ბიჭია? ეუბნება აღტკინებული ლენა- ნუკის.
- არ მინახავს მაგრამ მთელი ქალაქი მაგ პიჭზე ლაპარაკობს, ასეთი რა არის?
-დაცემა, შოკი, პიკი, მსგავსი არაფერი გენახოს, დადის და მზერით გტ*ნავს.
-აუ ლენა რა გულისამრევი ენა გაქვს.
-თუ რამეს ვამატებდე მე ვიყო... - ენ არც შენ გინახავს? წიგნიდან თავი ავწიე და მოლაყბე მეგობრების უაზრო დიალოგში ვერთვები.
-არა.
-შენც კი დაიშოკები.
-მეც კი, რა ლაპარაკია?
- შენ ხომ საპირისპირო სქესის მიმართ მწყრალად ხარ განწყობილი. ენა გამომიყო.
-სულაც არა, უბრალოდ არავინ ნორმალური არ გამოჩენილა.
-ხოდა რატი ისეთი ნორმალურია, რომ პირდაპირ არანორმალურია. თავისივე ნათქვამზე ლამის სიცილით გაიგუდა ლენა. - ვიკამ კიდე ეგრევე ააგდო რა. გააგრძელა როცა სული მოითქვა.
- ვიკა ყველას აგდებს. ამბობს ნუკი.
- ვიკა კი არა აგდებს ყველას, ვიკას აგდებს ყველა. მხიარულად ჩავერთე ამ არაფრის მომცემ დიალოგში, მეგობრებმა ბევრი ვიცინეთ.
- მე უნდა წავიდე, ხვალ გამოცდა მაქვს, ვეუბნები გოგოებს და ნუკის ბინას ვტოვებ.
კიბეს ფეხით ჩავუყევი, სადარბაზოს გასასვლელთან ბიჭების ხმა შემომესმა. მოულოდნელად შევჩერდი და წარმოვიდგინე, როგორც ყოველთვის ახლაც სიცილს დამაყრიან მიზეზი გაინტერესებთ? 15 წლის ვარ და ჯერ ისევ არავინ მყოლია. მერე გამბედაობას ვიკრებ და გარეთ გავდივარ.
-ვა ენ როგორ ხარ? ამბობს საბა და მტვრიან ხელს მხარზე მადებს.
-მშვენივრად. მის ხელს ვიშორებ.
-ღმერთო რა უკარება ვინმე ხარ ამბობს გიგი. ეს ბიჭები მართლა ძალიან მიყვარს. ჩვენ ერთად გავიზარდეთ უბრალოდ ყოველ ჯერზე ახერხებენ ჩემთვის ნერვების მოშლას. ამას ჩემს გასაბრაზებლად ან გულის სატკენად კი არ აკეთებენ. ხომ ვიცი რომ ძალიან ვუყვარვარ ამ სულელებს, შეიძლება ითქვას მთელ სამეგობროში გამორჩეულადაც კი მაგრამ უყვართ ჩემი წვალება.
-ეხლა შენებურად არ გაიბუტო. ამბობს ლუკა ღიმილით.
-არც მიფიქრია. ეს ვინაა? ჩურჩულით ვეკითხები საბას და თვალით უცხო ბიჭისკენ ვახედებ.
-ვიკას ახალი ბიჭია.
-ეს არის რატი?
-აჰამ. რატი გოგოების რისხვა. ორივე ხმით ვხარხარებთ. რატიმ ჩვენი სიცილი შეამჩნია და თვალებით შუბლი გამიბურღა.
მართლა კარგი აღნაგობის ბიჭი აღმოჩნდა ეს ჩვენი "რომეო"
შავგვრემანი, ძლიერი აღნაგობის. სავსე წითელი ტუჩებით და მუქი მწვანე თვალებით. პატარა ცხვირი ლამაზად დაკუფსვოდა თვალებს შორის. ნავაჯიშები სხეული მკვეთრად ემჩნეოდა მაისურში.
ცოტა პირი გამიშრა. საბამ მხარი გამკრა და მეც მომენტალურად მოვეგე გონს. ბიჭებს დავემშვიდობე და სახლისკენ დავეშვი.
ლენას მობილურზე რომ არ ვუპასუხე სახლის ტელეფონი ამიფეთქა.
-რა გინდა ჩავძახე ყურმილის აღებისთანავე.
-მეგონა გაიპარე.
-მეძინა.
-აწიე ტრა*ი. საბა მოგაკითხავს.
-ხვალ გამოცდა მაქვს გოგო რა გინდა შემეშვი.
-მაგრად მ*იდია შენი გამოცდა. ბიჭები წვეულებას მართავენ ვიკას ახალი ბიჭი უნდა მონათლონ.
-ლენა მართლა არ მაქვს ამ სისულელის დრო. გაბმული კივილი და მისთვის ჩვეული შეურაწყოფის კორიანტელის შემდეგ უხალისოდ დავემორჩილე ჩემი გიჟი მეგობრის ახირებს.
ტელეფონი დავკიდე და სააბაზანოში შევედი. წყალი გადავივლე. კარადა გამოვხსენი და ვფიქრობდი რა ჩამეცვა. ჩემი კარადა ხომ თითქმის მხოლოდ სპორტული ტანისამოსით არის გამოტენილი. კარზე ზარის ხმა ფიქრებს მიფრთხობს.
-უკვე მოხვედი? ჯერ მზად არ ვარ.
-ნაკაშიძე გააღე კარი. ლენამ კაბა გამოგიზავნა. გამეცინა. -ასე თქვა მაგას მაინც არაფერი ექნება საწვეულებო ჩასაცმელიო. კარს ვაღებ და საბას შინ ვიპატიჟებ. სიცილით იფარებს თვალებზე ხელს. -ხალათი მაინც ჩაგეცვა რას დატანტალებ.
-ნუ ბუზღუნებ. მომე. კაბა გამოვგლიჯე და ოთახში შევარდი. -ისე რას აიტეხეთ ეს წვეულება?
-ვიკას ახირებაა მე რა შუაშია ვარ.
-როდის აქეთაა ვიკას ახირებებს ასე ვითვალისეინებთ.
-კიდევ ვერ აპატიე?
-რა?
-რა... ჩაიცინა ეშმაკურად.
-მზად ვარ. გამოვედი და მის წინ ავესვეტე. მიყურებს. ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.
-ისე რა ლამაზი ხარ ნორმალურად ჩაცმა რომ იცოდე ენ.
-მოკეტე.
-კაი ჰო წავედით.
-შენი დედაც ჯეკ. ამბობს ლუკა ჩემ დანახვაზე. -შენ აღარ ხუმრობ. საპასუხოდ მხოლოდ ვუღიმი და პუფისკენ დავიძარი სადაც ლენა და ნუკი გაქაფული რაღაცაზე მსჯელობდნენ. ჩემ დანახვაზე ორივე ჩუმდება.
-რა? მხრები ავიჩეჩე.
-არაფერი.
-ლუკა რას აიტეხე ისე ეს უაზრო საღამო. ვერ ვიჯექი ჩემთვის სახლში და ვერ ვკითხულობდი? რატი თორე ეგეც მყავდეს ეხლა ჰოლივუდის ვარსკვლავი ლენამ კი ეცადა და თვალები ლამის გადმოსცვივდა კიდეც მაგრამ ვერ მივუხვდი რის მინიშნებას ცდილობდა. მერე თავი ჩახარა და მივხვდი რომ საღამოს გმირი ჩემ ზურგს უკან იდგა. სახე დავმანჭე. და ქუსლებზე მოვტრიალდი. იქვე ვშეშდები. - ეს ბიჭი უნაკლოა. გავიფიქრე ჩემთვის. თითქოს მიხვდა რაც ვიფიქრე ეშმაკურად გამიღიმა.
-უფს. მხოლოდ ამის თქმა შევძელი და ვიკაც შემოვიდა. ყელზე მოეხვია და ყველას დასანახად ვნებიანად აკოცა. თავი გვერდით გავაბრუნე რათა ამ საზიღრობისთვის არ მეცქირა.
-ნუ გადაყლაპე. აღადავდა სანდრო. ყველას სიცილი აგვიტყდა. რატიმ ცერა თითით მოიშორა ვიკას წითელი პომადა და შეყვარებულს წელზე შემოხვია ხელი. ამას კი ისე აკეთებდა რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის.
ბიჭებმა ბევრი დალიეს, არც გოგონებმა დააკლეს, მე დიდი მოქეიფე ვინმე არც არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ხვალინდელი გამოცდის გამო ერთი ყლუპიც კი არ დამილევია, რამოდენიმე საათის შემდეგ ამ პატარა, სიგარეტისა და ალკოჰოლის სუნით აქოთებულ კედლებში ყოფნა გაუსაძლისი გახდა და აივანზე სუფთა ჰაერის ჩაყლაპვის მიზნით გავედი. მიძინებულ ქალაქს გადავხედე, ლამპიონები ლამაზად ანათებდა ცარიელ ქუჩებს, უცებ ძალიან მომინდა ამ ქუჩებში მებოდიალა, თუმცა მალევე მივხვდი, რომ შეუმჩნევლად გაპარვას ვერ შევძლებდი და განზრახვაზე ხელი ავიღე.
-მოიწყინე? მესმის ზურგს უკან უცხო ხმა. ხმაც ისეთივე სასიამოვნო აქვს როგორც გარეგნობა გავიფიქრე ჩემთვის, ღიმილის ნიღაბი ავიკარი და მისკენ შევბრუნდი.
-ცოტათი. შენ? ის დაჟინებით მიცქერს. ეს მზერა ცოტა არ იყოს მძაბავდა და უხერხულად დავიწყე ხელების სრესა.
-აქ შეგცივდება.
-ვფიქრობ შენ გყავს ადამიანი ვისზეც უნდა იზრუნო, მე საკუთარ თავს მივხედავ, ვამბობ მკვახედ და იმაზე ვფიქრობ რა საჭირო იყო ეს უხეშობა. იღიმის, მერე ხელს მიწვდის.
-რატი. ხელს ვართმევ.
-ანასტასია.
-რატომ არ სვამ?
-ხვალ გამოცდა მაქვს.
აივანზე ვიკა გამოდის და რატის ზურგზე ეხვევა. მერე მეც შემამჩნია. ორი თითი თვალთან მიიტანა და მერე ჩემკენ გამოიშვირა. ეს იმას ნიშნავდა თვალს არ გაშორებო. გამეღიმა მან კი ბიჭი ოთახში შეათრია.
რატის დაჟინებული მზერა თვალებიდან არ ამომდის. ლენას სიტყვები მახსენდება დადის და თვალებით გტ*ნავს. ტანში ერთიანად შემამცივნა და ვნება აშლილი ფიქრების უკუგდებას ვეცადე. ოთახში შევედი. იქაურობა მოვათვალიერე. ლენა ისეთი მთვრალი იყო აშკარად უნიტაზთან ჩახუტებული გაათევდა ამ ღამეს. ნუკი ლუკას ეკურკურებოდა.
- ესენი კიდე რით ვერ მიხვდნენ რომ ერთმანეთი უყვართ. გავიფიქრე ჩემთვის. საბა გიგის უხანის ხელებით რაღაცას. რატი პუფში მოკალათებულა და კალთადი ტურფა უზის. ჩემ დანახვაზე ვიკა უფრო ძლიერ ეკვრის მის სხეულს. მეღიმება. ლუკას და ნუკის საუბარს ვაწყვეტინებ.
-უნდა წავიდე. თვალს რატისკენ ვაპარებ რომელსაც აშკარად არ ესიამოვნა ჩემი წასვლის ამბავი.
-ატრაკებ. ამბობს ლუკა. ვეღრიჯები. - ასე ნუ აკეთებ, სულ არ გაგივა.
-როგორ არა გამივა. წამიყვან?
-აუ ენ შენთავს გეფიცები იცი რა გახეული მთვრალი ვარ? ვერ დავჯდები საჭესთან.
-კარგი ჰო. ტაქს გამოვიძახებ.
-მე წაგიყვან ამბობს რატი და ყურადღებას არ აქცევს ვიკას ალეწილ სახეს.
-არა იყოს. ტელეფონს ვიღებ და ტაქსის ნომერს ვკრებ. ამ დროს რატი მიახლოვდება და ყურმილს ხელიდან მართმევს.
-მე წაგიყვანს. კი არ მეუბნება მიბრძანა. მერე ჩემ ტელეფონს ჯიბეში იდებს. და მიღიმის.
-არ გაგივა.
-აიღე. ხელებს მაღლა წევს და თვალით ჯიბისკენ მანიშნებს. ყველა ჩემ რეაქციას ელოდება. ცოტა არ იყოს ჰაერში დაძაბულობამ იმატა. -აიღე. მიმეორებს რატი. მისკენ ერთ ნაბიჯს ვდგამ მწვანე თვალებში ჩავხედე და ხელი ჯიბისკენ წავიღე. - მანდ არა საყვარელო. ოდნავ მარცხნივ ჩამჩურჩულა რატიმ.
-იდიოტი ხარ. ვამბობ მე და ტელეფონს ვიღებ. -თვითონ წავალ.
-როგორც გინდა. ტაქს ვიძახებ და სახლში მივდივარ.
ტაქსში ვზივარ და სახლისკენ მიმავალი რატის ამ უმსგავსო საქციელზე ვფიქრობ, ჯიბიდან ტელეფონს გაღიზიანებული ფიქრების გასაქარვებლად ვიღებ და მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ ეს ჩემი კი არა რატის ტელეფონია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი natia-natia

Sainteresoa velodebi shemdegs

 



№2 წევრი mirandaa31

საინტერესო ჩანს. ველოდები ახალ თავს ))

საინტერესო ჩანს. ველოდები ახალ თავს ))
--------------------
ხელმოწერა

 



№3  offline წევრი ქეთიtaisia

აუუუ ბოლოს მომეწონა :))
საინტერესოა..დაწყება მომეწონა))
ველი შემდეგს რაც შეიძლება მალეეე ❤❤❤ წარმატებები ჩემო კარგო ????❤

 




ქეთიtaisia
აუუუ ბოლოს მომეწონა :))
საინტერესოა..დაწყება მომეწონა))
ველი შემდეგს რაც შეიძლება მალეეე ❤❤❤ წარმატებები ჩემო კარგო ????❤



მადლობა ❤

 



№5  offline წევრი Liku ^_^

wow sainteresoaa

 




????
Liku ^_^
wow sainteresoaa

 



№7 სტუმარი ტატო

15წლის ვარ და ჯერ არავინ მყოლიაო? ნუთუ ისე განვითარდა თაობა რომ 15 წლამდე უნდა გყავდეს ვინმე აუცილებლად

 



№8  offline წევრი ნინილენდი

დასაწყისი მომეწონა, მთავარია კვირაში ერთხელ არ დადო :D

 




natia-natia
Sainteresoa velodebi shemdegs

❤❤❤

 



№10 წევრი teengirllove

mgoni saintereso unda iyos,kargia..shemdegs velodebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent