შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაღალი საზოგადოება .. დასასრული


22-05-2018, 23:25
ავტორი teengirllove
ნანახია 1 183

მაღალი საზოგადოება .. დასასრული

დილიდან დამარბენინებდა ხან კაბაზე ,ხან სალონში, ხან ფეხსაცმელზე .ვერაფრით ვხვდებოდი ასეთი აჟიტირებული რატომ იყო,როცა გავხედავდი ფართოდ მიღიმოდა ,მაგრამ არაფერს ამბობდა
-მორჩა ! -ამოვიხვნეშე და ბოლო კაბაც გადავკიდე იქვე მდებარე საკიდზე -აღარ შემიძლია ,დავიღალე , რამე ძველ კაბას ვნახავ რა..
-არა ,არავითარ შემთხვევაში, შენ მაღალი საზოგადოებიდან ხარ და ბრწყინვალედ უნდა გამოიყურებოდე.. -ნუცამ კაბა აიღო და ისევ მომაჩეჩა
-რახდება ,თხოვდები და მეჯვარედ მიგყავარ?
-ხოო -დაიჭყანა და თვალები აატრიალა -უბრალოდ ყველა იქ იქნება ,მინდა კარგად გამოიყურებოდე ,თან..-უცებ გაჩუმდა
-რა თან?-ჩავეძიე ,თან თვალები მოვჭუტე
-თან,სანდროს ვიღაც გოგო მოჰყავს - წამოროშა და გამომცდელად შემომხედა.უნდა ვაღიარო გული ჩამწყდა ,უცებ ავნერვიულდი,ყელზე ბურთი მომადგა ,მაგრამ ვცადე არ შემემჩნია ,უცებ ავარიდე თვალი ნუცას
-ვაა ,ასე მალე იშოვა ახალი? -ისე ვთქვი ვითომც არაფერიო
-ხო, აბა შენ უარი უთხარი და ..თან სანდრო სიმპატიური ბიჭია ,ათ ეგეთს იპოვის დღეში - მხრები აიჩეჩა და კიდევ ერთი კაბა მოიგდო მხარზე
-მოიცა ,მეჩევენება თუ ახლა სანდროს მხარეს ხარ?
-უნდა გითხრა რა ,დავფიქრდი და რაღაცნაირად მესმის სანდროსი,შენთვის ვინეს ფოტოები ,რომ ეჩვენებინა როგორ დადის კაფეში ვიღაც გოგოსთან ერთად ,რას იფიქრებდი?,მე გავმწარდებოდი..
-ნუცა საქმე იმაში არაა ,რომ საზიზღრობები მელაპარაკა ,საქმე იმაშია რომ არ მენდო და საშინლად მოიქცა ,ეკითხა და ვეტყოდი სიმართლეს .
-მაგრამ ახლა ნანობს ,მართლა ძალიან ნანობს ,ლიზას ველაპარაკე ,საერთოდ ვერ ჭამს საჭმელს ,სულ ოთახშია გამოკეტილიო
-ნუცა გვეყო მასზე ლაპარაკი..არ მაინტერესებს სანდრო
-გეყოფა რა ,მე ხომ ვხედავ როგორ განიცდი უმისობას,როგორ გიჭირს ,შეურიგდი სანდროს ნიტ..-იმედის სხივს ვხედავდი მის თვალებში,ჩემგან რაიმე რეაქციას ელოდა
-ამ კაბას მოვიზომავ -წამოვროშე უცებ და გასახდელისაკენ წავედი
-ოხ ნიტა ,ოხ ნიტა..შეურიგდითქო!
-როგორ მას უკვე ვიღაც ყავს
-მოიცა რა ,თუ შეურიგდები მიატოვებს
-აუ ნუცა დამანებე რა თავი.. ჩავიქირქილე და გასახდელში შევედი
***სანდრო***
-ცოტა ვღელავ ,არც ვიცი რა უნდა ვუთხრა
-სიმართლე ,რაც გულში გაქვს ის
-ვიცი ბიჭო მაგრამ, ძაანაა გაბრაზებული -ვუთხარი და თან ჯოისტიკს დავწვდი
-მერე რა ,ხვალ შემოირიგებ
-იმედია
-თქვა და გვერდით მომიჯდა-აი ნუცას რა მოვუხერხო არ ვიცი
-ნუცა ძალიან კარგი გოგოა ,არ ხარ შენ მაგის ღირსი-თქმა და მუშტის მოხვედრა ერთი იყო
-ეგ ვიცი მაგრამ მართლა ძაან მომწონს
-ოჰ,უყურე ერთი ამას ,ბოლო ორი კვირის მანძილზე ანკას არ მოშორებიხარ გვერდიდან და ახლა გაგახსენდა ნუციკო?
-ანკა ერთი ღამის თემა იყო ბრატ
-ერთი თუ 14-ის? -წარბები ავწიე და სიცილით გადავხედე
-გაჩუმდი შენ,გეგონება ანგელოზი მყავდე
-მე ნიტას შემდეგ არავის გავკარებივარ
-სინდისი მაწუხებს უკვე-ირონიით ჩაილაპარაკა ,თან პულტს დასწვდა
-სად გაქ ეგ..-ფეხზე წამოვდექი-კაი წამო ,წამო ხვალისათვის ტანისამოსი უნდა შევარჩიო..

***** წვეულების დღე *****
უნდა ვაღიარო კაბა ძალიან ლამაზი იყო,თითქოს ჩემთვის შეკერილიო,სულ შავი იყო,წელს ზევით მთლიანად გიპიურის ,ლამაზი ორნამენტებით გაწყობილი,ზურგზე კი კარგად ჩახსნილი, ქვევით გაშვებული,ფეხზე შავი ქუსლიანები მეცვა ,რომელზე სიარულიც რათქმაუნდა მიჭირდა ,მაგრამ ნუცამ დაიჩემა,თმა ლამაზად მქონდა ზევით აწეული ,ჩაწნილი ,თან შიგნით თეთრი ,ლამაზი თმის სამაგრი მქონდა ჩაბნეული..
-ულამაზესი ხარ -მითხრა ნუცამ,როცა ოთახიდან გავედი..
-ულამაზესი ხარ -დავიყვირეთ ერთდროულად და ორივეს გაგვეცინა
-აბა წავედით?
-წავედით-მითხრა და ხელი გამიყარა..
*****
-ამდენი ხანი რატომ მივდივართ?-ვკითხე მას შემდეგ რაც გზა არ მეცნო
-რა ამდენი ხანი, ახლა გამოვედით
-არა ნუცა ,უკვე ერთი საათია გზაში ვართ..სად მიგყავარ?
-აა უი სულ დამავიწყდა შენთვის თქმა- შუბლზე მიირტყა ხელი
-რა ხდება?- გულშუ რაღაცამ ცუდად გამცრა
-ჩემს აახლში არ ვაწყობ წვეულებას ..
-აბა სად?
-აგარაკზე
-ვის აგარაკზე?
-ვისაზე და..ყანდროსი -უცებ მიაყარა ბოლო სიტყვა
-ვისი?
-ყანდრო
-ნუცა ყანდრო ვინ ჯანდაბაა?
-ერთია რა ,გაგაცნობ მერე
-ნუუცცაა!!!
-კაი რა ნუ მიყურებ ეგრე , დაჯექი აქ წყნარად ,გაგაცნობთქო
-მოგკლავ შენ მე,მიგკლავ ..არა სად წამომათრიე ..სან ჯან...-ენა დამება როდესაც ულამაზეს ორსართულიან შენობასთან გავჩერდით ,ირგვლივ ასეთივე ლამაზი ბაღი და ყვევილები იყო,სწრაფად გადმოვედი მანქანიდან
-სად ჯანდაბაში ვართ?-ვკითხე და უკან მივიხედე
-შედი და გაიგებ
-შენ..ასე როგორ შევიდე ,გადმოდი დროზე
-ნიტა იციიი..
-რა?
-მე საქმე მაქ ,შედი შენ და მეც მოვალ
-გოგო სხვის სახლში ასე დაუკითხავად როგორ შევიდე?-გაკვირვებულმა გავასავსავე ხელები
-მიდი მიდი არ მოგიტაცებენ! -მომაძახა ,კარები დახურა და გააზრებაც ვერ მო ვასწარი ისე დაიძრა ადგილიდან..საშინლად გავბრაზდი,ხო გავბრაზდი, ვერ მივხვდი რა გააკეთა ამით,დაბნეული შევტრიალდი და სახლისაკენ ავიღე გეზი..
სახლი მართლაც ლამაზად მოურთავთ, შიგნით,ყველაფერი ბუშტებით იყო გაფორმებული,მარჯვნივ კედელთან ფურშეტის მაგიდა იდგა ,მის მოპირდაპირედ დიდი ტელევიზორი და მის წინ ორი პუფი იყო, დანარჩენი განსაკუთრებული არაფერი..
-რა უცნაური მასპინძლები არიან -თან ვბურდღუნებდი,თან მისაღებს ვათვალიერებდი- ან რანაირი წვეულებაა ,მარტო მე ვარ,არა ნუცას მგონი სახლი აერია -ჩავილაპარაკე და კარებისკანე შევბრუნდი,მაგრამ უკვე დაეკეტათ..ცოტა შემეშინდა ,ვინ როდის დაკეტა ისე რომ ხმა არ გამიგია ,ან ასეთი საეჭვო სიწყნარე რას მივაწერო..შეზსინებულმა დავიწყე თვალების ცეცება ,უცებ კედელთან პატარა ფერად ქაღალდს მოვკარი თვალი რომელზეც ეწერა : ზევით ადი ..- და თან ისარი კიბეებისაკენ, ჩანაფიქრზე გამეღიმა,ნელა ავუყევი კიბეებს ,აქ ერთი დიდი მისაღები იყო ,ოთახში სამი კარი ,ერთ კარზე ისევ ეკრა პატარა ქაღალდი : აივანზე გადი - მეც გავაკეთე,კარი შევღე თუარა თავზე ვარდის ფურცლები დამეყარა , გაკვიურვებულმა მოვავლე აივანს თვალი,მაგრამ იქ არავინ დამხვდა ,მხოლოდ ორი პუფი და პლედი იყო..იმდენად ლამაზი ხედი იშლებოდა ,არ შემეძლო მოაჯირთან არ მივსულიყავი, ნამდვილად ულამაზესი იყო,ხარბად შევიყნოსე ჰაერი უეცრად სარეცხის თოკზე ,სამაგრით მიმაგრებულ ქაღალდის გულებს რომ მოვკარი თვალი,ოთხიცალი იყო,თითოზე რაღაც ეწერა :,, ჩემი სუნთქვა ხარ" ,,უშენოდე ვერ შევძლებ ვიყო ,ვინც ვარ " ,,მიყვარხარ" და სულ ბოლოზე ,,მაპატიე"..ცრემლი მომადგა თვალებზე ,ვიგრძენი როგორ ავნერვიულდი ,ახლა ზუსტად ვიცოდი ,,ყანდრო" სანდრო რომ იყო, მანამდეც ვიფიქრე მაგრამ ბოლომდე აღარ ჩავაცივდი ნუცას
-მიხარია რომ აქ ხარ - მომესმა უკნიდან ნაცნობი ხმა ,ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ნელა შევტრიალდი,ზღურბლზე შავ ნაჭრის შარვალში და თეთრ მაისურში გამოწყობილი სანდრო იდგა ,ფართოდ მიღიმოდა
-არ ვიცოდი აქ რომ მობდიოდით,თორემ არ წამოვიდოდი- რაც შემეძლო ცივად მივუგე
-კაი რა ,არ გიხდება ეს მოჩვენებითი სიცივე - ისევ ღიმილით მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა ნელი ნაბიჯით
-სულაც არაა ეს მოჩვენებითი -დაბნევით ვუთხარი
-თვალები ნიტუშ...თვალები გყიდიან
-ხოდა ნუ მიყურებ ამ თვალებში -გაბუსხული მივუბრუნდი,თან უკან დავიწჯე რადგან ძალიან ახლოს იდგა
-ნწუ..არ შემიძლია
-რატომ?
-რომ გიყურებ შენი თვალები მიპყრობს და მძირავს
-სანდრო გეყოფა -უხეშად ავიქნიე ხელი
-უნდა ვილაპარაკოთ
-რაზე?
-ჩვენზე
-ჩვენ არ არსებობს ..აღარ არსებობს
-ხოდა იარსებებს
-დავიღალე ..დავიღალე გესმის ,აღარ შემიძლია..შემეშვით ყველა , დამანებეთ თავი არ შეიძლება? -დაღლილი ხმით ვუთხარი და თან კარებისკენ წავედი
-ვერ დაგანებებ ნიტა ,არ შემიძლია ,ვერ გეშვები
-და რატომ ,რატომ !!!
-მიყვარხარ და იმიტომ! -ეგრევე მომახალა ,თან წინ დამიდგა და თავისი ლურჯი თვალები შემომანათა ..რა ვიგრძენი იმ დროს? -დავიბენი,თან გავბედნიერდი,მიხაროდა მაგრამ რა არ ვიცოდი, ტკივილი სადღაც გაქრა ,წყენამ გადამიარა ,იმწუთას მხოლოდ მე და სანდრო ვიყავით ,მხოლოდ ჩვენ ორი და მისი თვალები
-გთხოვ ,ამ ერთხელ მომისმინე - ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა -დავჯდეთ და დავილაპარაკოთ,კარგი?- კითხვისნიშნიანი მზერა მომაპოყრო, არ ვიცოდი რა მეთქვა ,თავიდან ვიფიქრე ზურგს შევაქცევ და წავალთქო ,მაგრამ რატომღაც დარჩენა გადავწყვიტე ..
პუფებზე ვიჯექით ,სახით ერთმანეთისაკენ ,ველოდებოდი როდის დაიწყებდა მოყოლას ,მაგრამ არ ჩქარობდა ,მათვალიერბდა და ოდნავ ეღიმებოდა ,რაც უფრო მანერვიულებდა ,თან მაბრაზებდა..
-ძალიან კარგად გამოიყურები- მითხრა ბოლოს ,ვაღიარებ გამიხარდა ,მაგრამ არ შევიმჩნიე
-აღარ იწყებ?-თავი დამიქნია
-მოკლედ ნიტ..მეე.. მე პატარა ვიყავი დედა მეორედ ,რომ გათხოვდა ,მახსოვს ეს შოკი იყო,მაგრამ როგორღაც გადავიტანე ..მერე ლიზა გაჩნდა ,ძალიან შემიყვარდა ,ძალიან ,თან რომ დავინახე როგორ მგავდა, უფრო...მერე ლიზას მამა გარდაიცვალა ,დედა დეპრესიაში ჩავარდა..ერთ დღესაც ადგა და დაგვტოვა
-რაა? -უნებურად წამოვიძახე,შემდეგ გავჩუმდი ,არ მინდოდა შეეწყვიტა
-ხო, სახლში დავბრუნდი ,დედის დღე იყო,ყვავილები მივუტანე მაგრამ არ დამხვდა..მამამ წამოგვიყვანა ,ლიზიც საკუთხარი შვილივით მიიღო..მას შემდეგ ქალების მიმართ ნდობა დავკარგე ,მხოლოდ ლიზას ვენდობოდი,სხვას არა ..ხომ წარმოგიდგენია დედა რომ საკუთხარ შვილებს დატოვებს,მერე სხვას როგორ ვენდო..რომ წამოვიზარდე,გოგოები გარს მეხვეოდნენ,ერთი ღამის ამბავი იყო ყველასთან ,კი მერიდება ამაზე შენთან საუბარი ,მაგრამ რადგან გულწრფელობაა ,ეგრე იყოს..მოკლედ ხშირად მეუბნებოდნენ პირველი სიყვარული ,რომ გეწვევა მერე ნახავო და რაღაცეებს ,მაგრამ არ მჯეროდა ,იმდენად დიდი ტკივილი მომაყენა დედის წასვლამ,არ მინდოდა სხვასაც ასე ეტკინა..მე შენ მართლა ძალიან მიყვარხარ, ის სისულელეებიც ამიტომ ვილაპარაკე და..
-ახლა ვხვდებო ,რატომ ენდე ასე ბრმად ნინოს -ჩავილაპარაკე ჩემთვის
-ხო..მაპატიე რა ,გთხოვ,ძალიან გთხოვ მაპატიე..არ შემიძლია ასე ახლოს და თან შორს რომ ვარ შენგან,შენს ცივ თვალებს ვერ ვუძლებ ,ნერვები მეშელება რომ ვერ გეხები,შენ ხარ ჩემი ერთადერთი სიყვარული,მაპატიე..
მის სიტყვებზე ავნერვიულდი, უცნაური გრძნობა დამეუფლა ,თან ვიგრძენი როგორ ავწითლდი
-ნიტ მაპატიე..ვიცი რთულია,მესმის,მე ალბათ არასოდეს გაპატიებდი,არც შენგან გამიკვირდება ეს..მაგრამ
-გაპატიებ -გაუაზრებლად წამოვროშე,მეთვითონაც ვერ მივხვდი ისე, ჩემმა პასუხმა მეც გამაკვირვა,უბრალოდ ვეღარც მე გავუძელი,მის სევდიან გამოხედვას ,ჩემს თავს, ვეღარ გავუძელი..
-გაიმეორე
-გაპატიებ..გპატიობ,გპატიობ - გავუმეორე და მივეხუტე ,მაგრად შემომჭიდა ხელები და გულში ჩამიკრა ,მისი სურნელი დატრიალდა ,ძალიან მომნატრებია ,ახლა გავიაზრე ეს უკეთ,აი რა მაკლდა ამხნის მანძილზე
-მიყვარხარ! -ტუჩები ყურთან მომიტანა და ნაზად ჩამჩურჩულა
-მეც - გავიღიმე და ავხედე ,მანაც გამიღიმა ,შემდეგ კი ნაზად დაეწაფა ჩემს ბაგეებს
-მომნატრებია - ჩაილაპარაკა და კიდევ უფრო მიმიკრა
***** ნუცა *****
-არა აღიარე ,რომ მაგარი გაგიჩალიჩე..ის გოგო მოყავსთქო ,რომ გითხარი,ნეტა გენახა რა სახე გქონდა- ვუთხარი და გადავიკისკისე
-მაგის გამო ცალკე მოგთხოვ პასუხს !
-აუუ,კაი რა ნიტ..ხომ შერიგდით რაც მთავარია
-კი..და ძალიან ბედნიერი ვარ
-მიხარია - თან ვუთხარი ,თან შევუხვიე ერთ-ერთ შესახვევში- იცოდე მაგ მუდოს გადაეცი, კიდევ თუ გაწყენინებს მოვკლავ !
-კარგი,ვეტყვი..არა რაღას გამომპარნჭე ,თუ მაინც სანდროსთან მოგყავდი?
-რავი,მერე ძველი რომ დაბრუნდებოდი ,აღარ გამომყვებოდი საყიდლებზე..
-ოხ ნუცა რა ,მართლა მოგკლავ!
-ხო და შეგიძლია მანდ ,ორი დღე დარჩე ..შენებს ველაპარაკე და თანახმა არიან
-რა უთხარი ასეთი?
-ეგ მე ვიცი..ხო იცოდე მანდ არაფერი იმაიმუნოთ,ჯერ დიშვილები არ მინდა
-ახლა მოგკლ..- სანამ წინადადებას დაასრულებდა გავთიშე,ისე იყო უნდა შემეხვია ,წინ ნიკა რომ ამეტუზა თავისი საფირმო ღიმილით
-აქ რა ჯანდაბა გინდა?
-უნდა გაკოცო -მომახალა და პირის გაღებაც ვერ მოვასწარი ისე დამეძგერა ბაგეებზე ,შემდეგ მომშორდა ,რა თქმა უნდა ჩემმა ხელმაც არ დააყოვნა და მაშინვე მოხვდა ლოყაზე
-როგორც ვხედავ არ გეყო - მითხრა და ისევ მაკოცა ,რა თქმა უნდა მეორე ლოყაზეც მოხვდა ,თან გავლანძღე
-ისევ არ გეყო - სიცილით მითხრა და ისევ მაკოცა,ამჯერად წიხლი ვუთხავაზე
-როგორ ბედავ, შე საზიზღრო, საცოდავო, იდიოტო,ბაყაყო,ამებავ ,მუდო!!
-კიდევ ლოქო, მწერო, იმბეცილო
-ხო,შე ლოქო,მწერო და იმბეცილო!!
-დებილოც
-ხო დებილო!!
-და შენო გულო
-და ჩემო გულო- ავტომატურად წამოვროშე
-ვაიმე ნუცი არ ვიცოდი ,რომ გიყვარდი - ხელები სახეზე აიფარა და პირი დააღო
-მასხარა ხარ რა!
-ვარ
-კიდევ დებილი
-ეგეც ვარ
-ოხ,ასე მალე დამთანხმდი?
-კი ,დებილი ვარ,შენნაირი ქაჯი რომ შემიყვარდა იმიტომ
-ესეიგი ქაჯი ვარ ხო, მე ვარ ქაჯი არა...ხოდა წადი შენს ძერსკებს მიხედე!
-გოგო მე გითხარი მიყვარხართქო და შენ მარტო ქაჯი გაიგე?
-არა ეგეც გავიგე
-მერე?
-მერე არ ავღნიშნე - ვუთხარი ღიმილით
-და რას ფიქრობ?
-ჯანდაბას ,თუ ასე ძაან გინდა ვიქნები შენი შეყვარებული..გულს ვერ დაგწყვეტ
-მოიცა ,მე შეყვარებულობა არ შემომითავაზებია - წარბები გაკვირვებულმა აზიდა
-რაში მაინტერესებს შემომთავაზე თუ არა ,სიყვარული ხომ ამიხსენი ხოდა კეთილი ინებე და ეგეც ამიხსენი
- მეტი სქმე არ მაქ
-ხოდა კარგად იყავი
-კარ..მოიცა ,მოიცა იქნები ჩემი შეყვარებული?
-არა
-აბა ვიქნებიო
-გადავიფიქრე -მხრები ავიჩეჩე და ისევ შევტრიალდი.
-კაი რაა
-ხო კაი ,კი ვიქნები.. - სიცილით ვუთხარი და თან მივეხუტე.

ზალიან ,ძალიან რომ მიყვარხართ გითხარით ხომ?..ჩემო საყვარლებო, თქვენთან ერთად გავიარე ეს გზა და აი დასასრულამდეც მივედი..მადლობა ,რომ მამხნევებდით, გვერდში მედექით, მეხმარებოდით და შენიშვნებსაც არ მაკლებდით..არ ვიცი დასასრული რამდენად მოგეწონებათ, რადგან უფრო გრანდიოზული მქონდა მოფიქრებული,მაგრამ რატომღაც ეს გამოვიდა..მაპატიეთ თუ რამე ისე ვერ გამოვიდა და თქვენი იმედები ვერ გავამართლე :)))скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ლათინო

მოკლედ ჩემთვის პირადად ეს მსუბუქი თავი იყო ემოციებით დატვირთული. ალბათ ის "გრანდიოზული" უფრო არ მომეწონებოდა.
ვარდის ფურცლები ცოტა მებანალურა მაგრამ სიტუაციას მოუხდებოდა ალბათა,ეავიცი ეგენი მე
ნუცას კაი რა-ში შენ ამოგიცანი რატომღაც,ალბათ იმიტომ რომ ხშირად მიმეორებ მაგ ორ სიტყვას.
მუდოც მომეწონა და სხვა ვინმესთან რო გავაიგივე მიხვდებოდი ალბათ.
ნიკა რო ებრდღვნა ნუცას თავიდან ვერ გავიგე,ვიფიქრე ნიტას ჩააფრინდა თქო და როდესაც დებილოს, ბაყაყოს და სხვა რაღაცეებს მოვკარი თვალი ყველაფერი დალაგდა.
მომწონს მე მართლა ძალიან მომწონს. მართალია გვალოდინე მაგრამ მეორე ისტორიის თავებით გვანებივრებდი და ეს თავიც ღირდა ლოდინად საბოლოო ჯამში ეს ისტორია შემიყვარდა.
კის უ

 



№2  offline მოდერი Girl with pretty smile

მადლობა,რომ ნიტა არ მოკალი.
მარჸლა ძალიან მომეეწლ და გულიც დამწყდა,მაგრამ არაფერია ყირანი მელოდება და ეს მახარებს,მაგრამ ეს ორიც მინდა თან.აღარ ვიცი რა ვქნა,მადლობა შენ ამათთვის ))

 



№3 სტუმარი მერო

ეხლა სრულად ატვრთე რაა რაკი დაასრულე.ველოდებიიი

 



№4 წევრი teengirllove

ლათინო
მოკლედ ჩემთვის პირადად ეს მსუბუქი თავი იყო ემოციებით დატვირთული. ალბათ ის "გრანდიოზული" უფრო არ მომეწონებოდა.
ვარდის ფურცლები ცოტა მებანალურა მაგრამ სიტუაციას მოუხდებოდა ალბათა,ეავიცი ეგენი მე
ნუცას კაი რა-ში შენ ამოგიცანი რატომღაც,ალბათ იმიტომ რომ ხშირად მიმეორებ მაგ ორ სიტყვას.
მუდოც მომეწონა და სხვა ვინმესთან რო გავაიგივე მიხვდებოდი ალბათ.
ნიკა რო ებრდღვნა ნუცას თავიდან ვერ გავიგე,ვიფიქრე ნიტას ჩააფრინდა თქო და როდესაც დებილოს, ბაყაყოს და სხვა რაღაცეებს მოვკარი თვალი ყველაფერი დალაგდა.
მომწონს მე მართლა ძალიან მომწონს. მართალია გვალოდინე მაგრამ მეორე ისტორიის თავებით გვანებივრებდი და ეს თავიც ღირდა ლოდინად საბოლოო ჯამში ეს ისტორია შემიყვარდა.
კის უ

მადლობა საყვარელო :))

Girl with pretty smile
მადლობა,რომ ნიტა არ მოკალი.
მარჸლა ძალიან მომეეწლ და გულიც დამწყდა,მაგრამ არაფერია ყირანი მელოდება და ეს მახარებს,მაგრამ ეს ორიც მინდა თან.აღარ ვიცი რა ვქნა,მადლობა შენ ამათთვის ))

ხო,ახლა ტირანზე უნდა გადავერთო:))

მერო
ეხლა სრულად ატვრთე რაა რაკი დაასრულე.ველოდებიიი

კი დავდებ სრულად

 



№5  offline წევრი სიბილა

დასასრული >>>,,,,///...ცოტა ნაჩქარევია, მაგრამ კარგია, წერეთ..იკითხება

 



№6 წევრი teengirllove

სიბილა
დასასრული >>>,,,,///...ცოტა ნაჩქარევია, მაგრამ კარგია, წერეთ..იკითხება

vici rom nachqarevia.. ver vaxerxebdi weras radgan gamocdebistvis vemzadebodi, aqac imdeni mtxovda, rom avdeqi da ertianad davwere :((

 



№7  offline წევრი Lovve-lovve

Tiranis shemdegi ta I rodis daidebaa

 



№8 წევრი teengirllove

Lovve-lovve
Tiranis shemdegi ta I rodis daidebaa

ვეცდები დღეს ან ხვალ დავდო

 



№9  offline წევრი meocnebe avadmyopi

ჩემი სიცოცხლე!!!!!!!!!!!
რა საყვარელი თავი იყო გოგონი..რომ იტყვიან დასასრულიც ასეთი უნდა...შენთან რომ ვიყო შემომეჭმებოდი joy joy თითოეული მომენტი უბრალო მაგრამ განსაკუთრებული თითოეული ჩვენგანისთვის...მიყვარდა და მიყვარს ეს ისტორია როგორც მისი ავტორი....
იცი როგორ ვიყავი ამას რომ ვკითხულობდი ხან გაღიმებული ჩავამთავრებდი ხან შენი გაგლეჯა მინდოდა
მაგრამ შემეცოდებოდი ხოლმე მაინც გამოცდებისთვის იმდენს წვალობდი....ჩემთვის თითოეული თავი გამორჩეული იყო..იყო არაჩვეულებრივი ენით დაწერილი,არც ზედმეტად გადათვირთული და არც ბანალურად...ნუ შენს პირველი ისტორია ჩემთვის იმდენს ნიშნავს და ეს საერთოდ,ისე მიყვარს.როგორც ავტორი...არა შენ უფრო მიყვარხარ...

ეს ძალიან კარგი იყო ახლა იმ ტირანუკას მიხედე heart_eyes heart_eyes

 



№10 წევრი teengirllove

meocnebe avadmyopi
ჩემი სიცოცხლე!!!!!!!!!!!
რა საყვარელი თავი იყო გოგონი..რომ იტყვიან დასასრულიც ასეთი უნდა...შენთან რომ ვიყო შემომეჭმებოდი joy joy თითოეული მომენტი უბრალო მაგრამ განსაკუთრებული თითოეული ჩვენგანისთვის...მიყვარდა და მიყვარს ეს ისტორია როგორც მისი ავტორი....
იცი როგორ ვიყავი ამას რომ ვკითხულობდი ხან გაღიმებული ჩავამთავრებდი ხან შენი გაგლეჯა მინდოდა
მაგრამ შემეცოდებოდი ხოლმე მაინც გამოცდებისთვის იმდენს წვალობდი....ჩემთვის თითოეული თავი გამორჩეული იყო..იყო არაჩვეულებრივი ენით დაწერილი,არც ზედმეტად გადათვირთული და არც ბანალურად...ნუ შენს პირველი ისტორია ჩემთვის იმდენს ნიშნავს და ეს საერთოდ,ისე მიყვარს.როგორც ავტორი...არა შენ უფრო მიყვარხარ...

ეს ძალიან კარგი იყო ახლა იმ ტირანუკას მიხედე heart_eyes heart_eyes

ver warmoidgen rogor miyvarxar am sityvebisatvis ... dzalian didi madlona ,rom ar daishure aseti sityvebi chemtvis :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent