შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (თავი მეშვიდე)


23-05-2018, 08:51
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 268

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (თავი მეშვიდე)

მინდოდა გვერდით მყოლოდა მამაკაცი, რომელიც გამაბედნიერებდა და სანაცვლოდ არაფერს მოითხოვდა. ეგოისტი ვიყავი. ძალიან მალე მან, მშვენიერი ცოლი შეირთო და მე მას გულით მივულოცე, რადგან ნამდვილად ყველაფერს კარგს იმსახურებდა.
--------------------------------

ცხოვრება უმოწყალოდ გარბოდა, ტოლს არ მიდებდა; მე კი ვატყობდი მასწრებდა კიდეც. ამიტომაც გადავწყვიტე, დრო, რომელიც ჩემთვის გაჩერდა და უჩემოდ განაგრძობდა სვლას, მოგზაურობაში გამეფლანგა. ბარგი შევკარი და ყოველგვარი პესიმიზმის გარეშე გავემგზავრე საფრანგეთში. ქალაქში, სადაც არავინ მიცნობდა და არც არავის ვიცნობდი. გადავწყვიტე საკუთარი თავი ბოლომდე შემესწავლა, განმეცადა ყველაფერი და გამეგო რეალურად რა მჭირდებოდა სულის სიმშვიდისათვის. სასტუმროში სადაც დავბინავდი, თავს ყოველმხრივ კომფორტულად ვგრძნობდი. დილას საკმაოდ ადრიანად ვიღვიძებდი, ძილის გაგრძელებას აღარ ვცდილობდი. გაღვიძებისთანავე საწოლიდან წამოვხტებოდი, პრაქტიკულ, სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი კი, პარიზის ქუჩებში სავარჯიშოდ მივემართებოდი. შემდეგ სასტუმროში ვბრუნდებოდი, სადილად, სასტუმროსთან ახლომდებარე მოკრძალებულ ბარს ვსტუმრობდი და მსუბუქ საკვებს შევექცეოდი. ხალხთან ურთიერთობით განვამტკიცე ენის ცოდნა. ფრანგულს ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, ამიტომაც არ მიჭირდა იქაურ ხალხთან ურთიერთობა. დაბალი ხალხის ფენას შევერიე და იქაურ მამაკაცებთან საერთო ენის გამონახვას ვცდილობდი. დავდიოდი პაემნებზე, თუმცა არავის ვაძლევდი ჩემთან ზედმეტად მოახლოების უფლებას. კაცების ხასიათის შესწავლა მსურდა და არა მათი საწოლში შეტყუება.
რამოდენიმე თვეში ენის ცოდნა გავიმყარე და ახლა, უკვე შემეძლო სამსახურიც მომეძებნა. ბევრი არ მიწვალია, ერთ-ერთ ჟურნალში დავიწყე მუშაობა. თავიდან მხოლოდ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ ვწერდი; თუმცა რედაქტორის კეთილგანწყობა მალევე დავიმსახურე, ერთი პაემნის წყალობით და წერის მხრივ სრული თავისუფლება მომანიჭა. ვწერდი ყველაფერზე რაც მომესურვებოდა, იქნებოდა ეს ლიტერატურა, მითები, მოდა თუ კიდევ ათასი სისულელე...
ღამღამობით კომპიუტერს მივუჯდებოდი და ავტობიოგრაფიულ წიგნს ვწერდი, სადაც ყოველგვარი მორიდების გარეშე, ავსახავდი ჩემ მიერ დაშვებულ შეცდომებს. წიგნი მთლიანად რეალობაზე იყო დაფუძნებული, რომელიც დაკარგულ სიყვარულს მივუძღვენი. გიოს მიმართაც, ჩემი გრძნობები, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, როდესაც დავკარგე. თუმცა შეცდომა მეორედაც დავუშვი და სწორედ გუგას სიყვარულის გამო, მინდოდა ყველაფერი ფურცელზე გადმომეცა. მინდოდა, ის ვნება, სურვილი, ლტოლვა და გიჟური სიყვარული, რასაც მის მიმართ განვიცდიდი ლამაზ ისტორიად მექცია. ალბათ ვფიქრობდი, ოდესმე ამ წიგნს წაიკითხავდა და დაინახავდა, რეალურად რას ნიშნავდა მისი არსებობა ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეცადა ჩემთვის სიმართლე დაენახვებინა, მე ეს არ ვისურვე და როცა ჩემგან წავიდა, მხოლოდ მაშინ გავახილე თვალები ფართოდ. გავახილე და მივხვდი, ცხოვრება სისულელეა, თუ შენ ცხოვრებაში გრძნობები არ არსებობს.
ახალი ნაწარმოების დასრულებისთანავე ლილეს დავუკავშირდი, რომელთანაც დიდი თხოვნა-მუდარა არ დამჭირვებია, უბრალოდ ვთხოვე, მასალას გამოგიგზავნი და გამომცემლობაში მიიტანე-მეთქი. ისიც დამთანხმდა და მეორე დღესვე, ახლად დამთავრებული ისტორია, თბილისში გავგზავნე. როგორც აქამდე, ახალმა წიგნმაც მოლოდინი გაამართლა და თბილისელებმა დიდი ინტერესით აიტაცეს.
ერთი წელი დავყავი საფრანგეთში, საბოლოოდ ბარგი ჩავალაგე და მშობლიურ ქალაქში დაბრუნება გადავწყვიტე. საკუთარი სახლი შევიძინე თბილისის გარეუბანში. ყოველთვის მსურდა გაცილებით მშვიდ ადგილას მეცხოვრა. რეალურად, არასოდეს მიყვარდა ხმაურიანი ქალაქები, თანაც ჩემი პროფესიის ადამიანს, მუდამ სიჩუმე და განმარტოვება მესაჭიროებოდა. ქალაქს ვარჩიე, ცოტა მოშორებით მომეწყო ბუდე, სადაც დარჩენილ წლებს წიგნების წერასა და სრულ მარტოობაში გავლევდი. მარტოობა ის ტაბუდადებული თემა იყო, რომელიც სულს მიჭამდა. რეალურად უამრავი ადამიანი მეხვია გარს, სინამდვილეში კი, ვისაც ვუყვარდი, ყველა ჩემივე წყალობით დავკარგე. გუგას ნახვის სურვილი, კიდევ უფრო გამიმძაფრა თბილისში ჩამოსვლამ. უკვე მისი არსებობისათვის წერტილის დასმა მსურდა, მინდოდა საბოლოოდ ამომეგდო გონებიდან, ამისათვის კი, მასთან ერთი ღამის გატარება მჭირდებოდა. საბოლოო სურვილისა და საწადელის ასრულება მსურდა, ეს რომ არ მიმეღო, ჩემი ცხოვრება იმ ეტაპზე გაიყინებოდა რა ეტაპზეც ამჟამად ვიყავი. წინ ვერასოდეს წავიდოდი, ვერაფერ ღირებულს ვერ შევქმნიდი, ცხოვრება ყოველდღიურ საშინელებად გადაიქცეოდა, მე კი ამას ვერ დავუშვებდი. ბევრი არ მიყოყმანია მას სამსახურში მივაკითხე, ისე, როგორც ურცხვი საყვარლები იქცევიან ცოლიანი მამაკაცების წინაშე. აქ რას აკეთებ? მითხრა დაბნეულმა, როცა მის კაბინეტში შევედი. ორი თანამშრომელი, რომელიც მასთან იყო, გარეთ გამოუშვა და კარი ბოლომდე მიხურა.
- მეგონა ჩემი ნახვა გაგახარებდა.
- მე კითხვა დაგისვი ნინა.
- კითხვა, რომელიც სრულიად უადგილო იყო, როგორ ფიქრობ რისთვის მოვედი?!
- თუ იმის გაგება გსურს, წავიკითხე თუ არა ჩემზე დაწერილი წიგნი, კი რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უკვე არაფერს ცვლის.
- დარწმუნებული ხარ? შენი აღელვება სხვა რამეს მეტყველებს.
- ჩემი აღელვება იმის ბრალია, რომ მე უკვე ცოლიანი კაცი ვარ, ჩემმა ცოლმა კარგად იცის შენი არსებობის შესახებ, არ მინდა შენი მოულოდნელი გამოჩენის შესახებ შეიტყოს და ამის გამო ინერვიულოს.
- რატომ? სანერვიულოდ აქვს საქმე?
- ნუ მეთამაშები ნინა.
- კარგი რა გუგა, რა გემართება? სად გაქრა ის კაცი, რომელსაც ვიცნობდი? თავქარიანი, გადარეული, რომელიც ჩემ გამო ათას სისულელეს ჩადიოდა. მე არ ვითხოვ იგივე აკეთო, უბრალოდ ვერ ხვდები შენი ცხოვრება რამდენად მოსაწყენი გახდა? ერთფეროვანი, არაფრისმომცემი.
- გეყოფა ნინა, ძალიან გაბოროტდი, მაგივრად იმისა ცხოვრება შეცვალო და ბედნიერი იყო, გარშემომყოფებს შხამავ და ანადგურებ.
- თუ ჩემთან იქნები, ისეთი ვიქნები, როგორიც გინდოდა ვყოფილიყავი.
- არ გინდა, ეს უკვე არაფერს ცვლის. გთხოვ თავს ნუ დაიმცირებ და მეც კიდევ ერთხელ ნუ დამინგრევ ცხოვრებას. უბრალოდ წადი. რაღა უნდა მეთქვა, მივხვდი ჩემგან შორს ყოფნით გაცილებით მშვიდად იყო. ბოლო ცდა მაინც გადავწყვიტე, მაგიდაზე ჩემი ახალი მისამართი დავუტოვე და მისი კაბინეტიდან გამოვედი. არ მესიამოვნა მზერა, რომელიც მისმა თანამშრომლებმა გამომაყოლეს. თავი მეძავი მეგონა, დასახიჩრებული სულის მქონე მეძავი. გზაში ვფიქრობდი იმაზე, თუ რამხელა პატივს მცემდა ჩემი მკითხველი, იმაზე, თუ როგორ ვუყვარდი მათ, იმაზე, თუ რამდენად მენდობოდა ის გამომცემლობა, რომელმაც ჩემი პირველი წიგნი დაბეჭდა და მას შემდეგ არც-ერთი ნაწარმოების გამოქვეყნებაზე უარი არ უთქვამს. ვფიქრობდი ლილეზე, რომელიც მთელი ბავშვობა გვერდით მედგა და როგორაც შეეძლო მეხმარებოდა, ვფიქრობდი დედაზე, რომელმაც ორჯერ მიმატოვა, ვფიქრობდი დაზე, რომელიც წლებია არ მენახა და არც არასოდეს ვახსენებდი მის არსებობას. ვფიქრობდი იმაზე, თუ რამხელები იქნებოდნენ დისშვილები; რაც მთავარია, ვფიქრობდი გუგაზე, იმ კაცზე, რომელთანაც არასოდეს ვიყავი გულწრფელი, მათ შორის არც დღეს. მე ხომ მას უბრალოდ ვიწვევდი, არ მიცდია ჩემი გრძნობები გამენდო, უბრალოდ მისი გამოწვევა ისევე ვცადე, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი. რა იდიდოტი ვარ! გავბრაზდი საკუთარ თავზე. ის იყო ერთადერთი, ვის გვერდითაც შემეძლო უკეთ მეცხოვრა, შემეძლო ყველაფერი თავიდან დამეწყო და რაც მთავარია, იგივე შეცდომები აღარ დამეშვა. ამის შანსი ისევ გავუშვი, იმ არაფრისმაქნისი სიცოცხლის შემდეგ რაც უკვე გავიარე; შანსი გავუშვი, ხალხს მხოლოდ ჩემი წიგნები კი არა, თავად მე ვყავრებოდი.
წვიმიანი საღამო იყო. ახლადშეძენილ სახლში მარტო ვიჯექი და რაღაც ფსიქოლოგიურ გადაცემას ვუყურებდი. ამ ბოლო დროს, ძალიან მსიამოვნებდა მსგავსი გადაცემებისათვის დროის გამონახვა. სიგარეტს ვეწეოდი, გვერდით სასმლით სავსე ჭიქა მედგა. ამ ბოლო დროს, იშვიათად თუ დავლევდი, ასე, უბრალოდ დავისხამდი და მთელი დღის მანძილზე შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ჭიქა დამელია. იქვე საწერ მაგიდაზე კომპიუტერი ჩართული მქონდა, ყოველი შემთხვევისათვის, უეცარი სევდა თუ მომეძალებოდა. და რამის დაწერას მოვინდომებდი, ოთახი სავსე იყო წიგნის თაროებით, გასაკვირი ის იქნებოდა, ჩემი სახლი წიგნებით სავსე რომ არ ყოფილიყო. მაგრამ ეს მართლა ჩემი სიმდიდრე იყო. ის სუნი, რომელსაც ეს ძველი წიგნები ოთახში აყენებდა. აი რისი შეყნოსვა მაბედნიერებდა; უეცრად გადავიქცეოდი წიგნის პერსონაჟად და იმ დროში ვიწყებდი მოგზაურობას, რომელშიც მისი ავტორი მოღვაწეობდა. გამიტაცებს იმის აღწერა, თუ როგორ გამოიუყრებოდა ჩემი მყუდრო ბუნაგი, რომელიც საკმაოდ დიდი იყო ერთი ადამიანისათვის. საქმეზე გადავალ, იმ საღამოს, კარზე უეცარმა ზარმა ცოტა არ იყოს შემაშინა. მაინც ქალაქიდან მოშორებით ვცხოვრობდი, ბევრმა ფიქრმა გამიელვა თავში, თუმცა კითხვა, თუ ვინ იყო, მაინც დავსვი. კარის მეორე მხრიდან კი, სანატრელი ხმა გავიგონე. ეს გუგა იყო და ის ჩემთან მოვიდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი mirandaa31

აუ მომწონს ძალიან ეს უკვე იცი, მაგრამ ნინას გრძნობები მაკლია. კი წერს რომ გუგა უყვარს თუმცა ვერ ვხედავ ამას. აი იცი როგორი ისტორიაა წინასწარ რომ ვერ ვფიქრობ რა შეიძლება მოხდეს და ეს ძალიან მომწონს. შენ რომ საოცარი გოგო ხარ ეს იცი მაგრამ კიდე გეტყვი ❤ ველოდები ახალ თავს გავიგოთ აბა რა უნდა გუგას )
--------------------
ხელმოწერა

 



№2 აქტიური მკითხველი Chikochiko

ოხხ დაბერდა ეს გოგო და მაინც ვერ გაერკვა თავის თავში. აქამდე მართლა მესმოდა ნინასი, მაგრამ მისმა ბოლო საქციელმა იმედი გამიცრუა. ერთხელ მაინც დალაპარაკებოდა გულწრფელად გუგას, ერთხელ მაინც დაენახებინა მისთვის სიყვარული.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent