შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 17


23-05-2018, 14:59
ავტორი Queenofmoon
ნანახია 857

შენს მკლავებში დავლევ სულს 17

იოანეს ანერვიულება და გაურკვევლობა თვალებში ამოვიკითხე.. რამოდენიმე წამი ასე გაშეშებული იდგა,თვალს მჭრიდა მისი ზურმუხტისფერი თვალები და უფრო მომიახლოვდა.
-ჩემგან გაქცევა გინდა?
მის სუნთქვას ჩემს სახეზე ვგძნობდი,ისე ახლოს იდგა.
-რას სისულელეა,რატომ ფიქრობ ეგრე?უბრალოდ სახლში მინდა.
თვალები დავხარე და აქეთ იქით დავიწყე ყურება.
-ჩემთან აღარ იცხოვრებ?ანუ.. მორჩა ყველაფერი?
-იოანე.. ძალიან ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ ერთი წლის განმავლობაში.. სრული ქაოსი იყო,სრული საშინელება..ამდენი მკვლელობა,ამდენი ტკივილი.. ახლა ყველაზე მეტად მჭირდება ცოტახანი შენგან შორს ყოფნა.. გთხოვ.. სახლში მინდა..
-ჩემგან შორს ყოფნა?მშორდები? თვალები ნაღვლიანად დახარა..
-დრო მჭირდება.. მეც.. შენც.
-დრო იმისთვის,დარწმუნდე გიყვარვარ თუ არა?
-იოანე,მე უბრალოდ განმარტოება მჭირდება ცოტახნით.. იმაში დარწმუნება კიარა მიყვარხარ თუ არა.
-კარგი.
-გავემზადები..წავალ.
კარი მოვხურე და ოთახი დავტოვე,სახლს გადავავლე თვალი,სადაც კარგიც და ცუდიც ერთდროულად მახსოვს.
ჩემს ოთახში შემოვიდა იოანე რამოდენიმე წუთში,ჩანთაში ტანსაცმელი ჩავაგდე და ტელეფონი ავიღე.
ხმის ამოუღებლად ჩავედით მანქანამდე,გზაშიც არცერთი ვიღებდით ხმას.
-ნერვიულობ?
-კი.
-პოლიციაში ექნებათ განაცხადი გაკეთებული შენს მშობლებს,ამასთანავე ძალიან ბევრი კითხვა ექნებათ,რომ გნახავენ..
-ყველაფერი მოფიქრებული მაქვს.
-რა ყველაფერი?
-უბრალოდ,ვიტყვი,რომ....ვიტყვი რომ ერთ ბიჭთან ერთად გავიქეცი და მას გავყევი ცოლად..მერე დავშორდი და დავბრუნდი უკან სახლში,აქ დამთავრდება ყოველგვარი გამოძიება..უბრალოდ ვიტყვი,რომ ეს მკვლელობა და ჩემი გაპარვა დაემთხვა ერთმანეთს..იმედია მშობლებიც გამიგებენ.. შენზე არაფერს ვიტყვი იოანე.. არც მომხდარზე.
-მე იმის გამო არ მიკითხავს ჩემზე იტყოდი თუ არა,შენზე ვნერვიულობ..
-ვიცი. უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა.
-აი,აქ გააჩერე,ფეხით გავალ. არ მინდა ვინმემ დაგინახოს.
ევა,ხელი მომკიდა და მისკენ მიმატრიალა როცა მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი.
-ჰო?
-ძალიან მიყვარხარ,სახე ახლოს მოსწია და ჩემს ტუჩებს ეძგერა ისე,თითქოს სულს მაცლიდა.
-მეც.
მანქანიდან გადმოვედი და ჩემს უბანს გადავავლე თვალი,ღმერთო,ოდესმე ვიფიქრებდი,რომ ეს ადგილი მომენატრებოდა?! იასამნის ტოტები ჩამოყრილიყო ჩემს აივანთან,თითქოს აღარ დამხვედრია ისეთი სილაღე,როგორც მაშინ. ჩემი მეზობლის შვილებს მოვკარი თვალი,რომლებიც იქვე თამაშობდნენ და ბოლო ხმაზე კისკისებდნენ,ამ ყველაფერზე ისევ გული ამიჩუყდა და სიარული გავაგრძელე.
სადარბაზოში შესვლამდე,უკან გავიხედე,იოს მანქანა ჯერ კიდევ ჩანდა,კიბეებს ავუყევი ფეხით და ჩემმა გონებამ ყველაფერი გამახსენა,თითქოს კადრი დატრალდა,პირველი დღე,ნიღბიანები,სროლა,მოტაცება. ვეცადე ფიქრები გამეფანტა გონებიდან,ჩემი სახლის კარს მივუახლოვდი და სანამ დავაკაკუნებდი,ალბათ ნახევარ საათზე მეტ ხანს ვიდექი.
მორჩა,ევა. ვაკაკუნებ. ჩემს თავს ვუბრძანებ და რამოდენიმეჯერ გაიჟღერა ბრახუნმა კარებზე.
გასაღების გადატრიალების ხმაზე გული საშინლად მიცემს,კარი იღება და იმ მონატრებულ სახეს ვხედავ,რომლის ნახვა ასე ძალიან მჭირდებოდა.
-დედა!
ერთხმად გავძახეთ ორივემ და ჩასახუტებლად გავექანე,მჭიდროდ ვხვევდი ხელებს,მთელ სახეს ვუკოცნიდი და ვერ ვძღებოდი,ადგილიდან ვერ იძვრებოდა.
-ევა.. შენ? ევა...
განცვიფრებული მიყურებდა,თითქოს არარეალური ვიყავი,ისევ მომიბრუნდა ჩასახუტებლად და გულზე ძლიერად მიმიკრა..
-დედა მაპატიე,მაპატიე რომ აქამდე ვერ მოვედი,ვერ დაგირეკე,დეე..როგორ მენატრებოდი.. მაპატიე გთხოვ..
-თვალებს ვერ ვუჯერებ, მესიზმრება?! ევა... სად იყავი შვილო..
-დე..არ გესიზმრება..
თვალებიდან ცრემლები წასკდა,კარი დახურა,ხელი მომკიდა და მისაღებში გამიყვანა,როგორ მომენატრა ჩემი სახლის სურნელი..
ჩვენს ხმაურზე მამა გამოვიდა ოთახიდან,მასაც იგივე რეაქცია ჰქონდა,როგორიც დედას...
-ეკატერინე.. დედას მიუტრიალდა და გაფართოებული თვალებით დამიწყო ყურება.
-მამა!!! მისკენ გავიქეცი მთელი სისწრაფით და მასაც ძლიერად მოვეხვიე,დედა მხოლოდ გვიყურებდა და ტიროდა,ორივე ტიროდა,ყველანი ერთად ვტიროდით,როცა გული ვიჯერეთ ერთი მეორის მოფერებით,კოცნით,მხოლოდ მაშინ დავიწყე მოყოლა,იმ ზღაპრის მოყოლა,რომელიც უნდა მეთქვა,რადგან სიმართლეს ვერასდროს ვიტყოდი.
ყველაზე გასაკვირი იყო,რომ მშობლებმა მაპატიეს..
დედას და მამას ვუყურებდი,შავი სამოსი ეცვათ,ალბათ ცოცხალიც აღარ ვეგონე,თუმცა ეს მოულოდნელი არ იყო ჩემთვის,ყველაფერს ველოდი,ყველაფერს,მაგრამ მათ პატიებას ასე ადვილად,ნამდვილად არა..
ამ სახლის ყოველი კუთხე-კუნჭული მომნატრებია.. მეღიმება და კედლის შპალერსაც თითებს ვადებ,რა სასაცილოა,არა? თუმცა მონატრებული სახლი,ისეთივეა,როგორც სამოთხეში დაბრუნება.. ასე მშვიდად როდის ვიგრძენი თავი არ მახსოვს..მთელი ემოციებით ვივსები და მშობლების ყურებით ვერ ვძღები,ისინი კი ჩემით.. სახეზე ეტყობათ ტკივილი,დარდი,ღამენათევი თვალები...
სამზარეულოში დედას უკნიდან მოვეხვიე და ხელები ხელებზე მომჭიდა.
-დე,პიცას გამიკეთებ? იცი როგორ მომენატრა შენი გაკეთებული საჭმელი?
-ყველაფერს გაგიკეთებ დედიკო,შენ რაც გინდა ის მთხოვე..
-ჩემი ოთახი?
ნაღვლიანად ჩავილაპარაკე,თუმცა პასუხმა თვალები გამიბრწყინა.
-შენი ოთახისთვის ხელი არ გვიხლია,მითხრა მამამ და თავზე ხელი გადამისვა.
-კარგი,ჩემს ოთახში შევალ.
-მიდი,წამოწექი,იქ მოგიტან საჭმელს.
-კარგი,დე.
საწოლზე დავეხეთქე და ჭერს დავუწყე ყურება,ღია იისფერ კედლებს,საბანი ახლოს მივიხუტე,ფუმფულა სათამაშოები,რომლებიც სულ საწოლზე მეწყო ბავშვობიდან,"ძველი ევას" სურნელი მეცა,ჩემი ბავშვობის,ამ ყველაფერმა თავბრუ დამახვია და სიამოვნებისგან ვნეტარებდი.
ჩემს მაგიდას მივუახლოვდი,სადაც ჩემი და გიოს ნიშნობის სურათი იდო,დიდხანს ვუყურე და ვათვალიერე.. სურათის თავის ადგილას დადება დავაპირე,მაგრამ მომენტალურად უკუღმა დავდე და შევტრიალდი.
რამოდენიმე წუთში,ფიქრებიდან დედამ გამომაფხიზლა პიცით ხელში და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,ღიმილი ყურებამდე ასდიოდა,როგორ შევექცეოდი საჭმელს გემრიელად,თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი და უხაროდა რომ ვჭამდი.. მისი ცქერა ისეთი სასიამოვნო იყო,ამავდროულად ძალიან სასაცილო,თუმცა დასერიოზულება მომიწია ისევ...
-დედა,რაღაც უნდა გითხრა.. მამასაც დაუძახე..
-ევა რა ხდება?
-დაუძახე გთხოვ.
მამა გაფითრებული შემოვიდა ოთახში,ორივე გვერდი გვერდ დასხდნენ და მათ წინ ჩავიმუხლე,მათი ხელები ჩემს ხელებში მოვაქციე და ყველანაირად ვეცადე,ეს ყველაფერი სწორად გაეგოთ და გული არ სტკენოდათ.
-ორსულად ვარ...
-დედას თვალები აუციმციმდა,მაგრამ ასევე იკითხებოდა ნაღველი,რომელიც სწრაფად გაჩნდა.
-შვილო.. რას მეუბნები...ღმერთო..ეს რა დაგვმართე,ხალხს რას ვეტვყი..ჩემი შვილი გაიპარა,ამდენი ხანი თურმე გათხოვილი იყო,ეხლა ორსულადაც არის,მაგრამ ქმარს გამოექცა თქო?!
-ეკატერინე, მამამ მკაცრად გადახედა დედას და ლაპარაკი შეაწყვეტინა.
-ჩვენ დაგეხმარებით ჩვენი შვილიშვილის გაზრდაში,რისთვის ვართ მშობლები?ხომ იცი,როგორ გვიყვარხარ.
-მამიკო,მადლობა..ხელები დავუკოცნე ორივეს და ისევ დედას მივუტრიალდი
-დედა,გთხოვ ნუ მიაქცევ ხალხის აზრს ყურადღებას.. გთხოვ..კარგი?
-კარგი შვილო..
-ცოტახანში გავემზადები და ექოსკოპიაზე წავალ..
-კარგი ჩემო ლამაზო,დაისვენე..
ჩემს სააბაზანოში ცხელი შხაპის მიღებაც თითქოს სხვანაირი იყო,მეც არ მჯერა როგორ შეუძლია ადამიანს სახლი ასე მოენატროს? ალბათ ორ საათზე მეტი ვიდექი შხაპის ქვეშ... სარკესთან თაროებს გავხედე და დედას ჩემი დუშგელებიც არ აუღია.. ყველაფერი თავის ადგილას იდო,თითქოს ერთი წელი კიარა,ორი დღე გასულიყოს.
თაროდან ჩემი ყვავილების სურნელით გაჟღენთილი ტანის ლოსიონი გადმოვიღე,რომელმაც ისევ ჩემი ძველი "მე" გააღვიძა,არც ის ვიცი ასეთი მგრძნობიარე რატომ ვარ.. ან მე მეჩვენება ეს ყველაფერი ასე საყვარლად.. აჰა,გამახსენდა,მე ხომ ორსულად ვარ... ჩამეცინა,პირსახოცი მოვიხვიე,ჩემს ოთახში გავირბინე და სარკის წინ შევუდექი გამზადებას.
კულულები უკან გადავიყარე და იოს ნაყიდი კაბა ჩავიცვი,ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი.
******
-რააა??? თვალები გადავატრიალე და ლამის ექიმს წამოვუხტი,ისეთი შოკი მივიღე.
-დიახ,თქვენ ტყუპებს ელოდებით,ეს ძალიან კარგი ამბავია..
-რამდენი..რამდენი კვირის ვარ?
ენას ძლივს ვაბამდი,ლაპარაკის უნარიც კი დავკარგე,იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი..
-თქვენ ოთხი თვის ორსული ხართ.. ორი ბიჭი გეყოლებათ..
-ორივე ბიჭი?!!!
ექიმმა ჩემს რეაქციებზე ძლივს შეიკავა სიცილი,ეტყობოდა,ლოყები ისე ებერებოდა ერთი სული ჰქონდა კარგად გულიანად როდის გადაიხარხარებდა..
-ღმერთო ჩემო.. ვიფიქრე ერთს როგორ გავაჩენ თქო,ახლა ორი?!
-ნუ ნერვიულობთ,პირველი მშობიარობა თუ არის,არ გაგიჭირდებათ..
-ვაიმე აღარ მინდა ორსულობა... ჩავიბურდღუნე და ამჯერად ექიმმა სიცილისგან თავი ვეღარ შეიკავა.
-ნუ ნერვიულობთ,ყველაფერი კარგად იქნება.
კლინიკიდან კინწისკვრით გამოვიქეცი,სწრაფად გავაჩერე ტაქსი და სახლისკენ ავიღე გეზი.
თბილისის ქუჩები ისე მომენატრა...ისევ ვუყურებდი,ისე ვათვალიერებდი,თითქოს პირველად ვიყო აქ..
გიოს ოფისს მოვკარი თვალი და გული ამიჩქარდა.. გამახსენდა ყველა მასთან დაკავშირებული მოგონება,თუმცა ეს მხოლოდ მოგონება იყო..
სახლში მისვლისას ჩემებს "ვახარე" ჩემი ამბავი,სიხარულისგან გაგიჟდნენ,მამაჩემი რა თქმა უნდა ყველაზე ამაყი იყო,ერთი გოგო ვყავდი და ახლა შვილიშვილებით ავინაზღაურებო,დამცინოდა.
ჩემს ოთახში შევედი,დედაც უკან გამომყვა და კარი მოხურა..
წარბი ავწიე და დედას ეშმაკურ თვალებს შევხედე.
-დედა,რა ხდება??
-იცი.. გიოს დავურეკე და ვუთხარი რომ ჩვენთან ხარ..
-რაა?! დედა ეს რატომ გააკეთე,რატომ უთხარი?
-მომისმინე შვილო...დღეს ყველა ჩვენი ახლობელი,ყველა ნათესავი მოვა..შენს დაბრუნებას აღვნიშნავთ.. ამ შენს დაბრუნებასაც შევალამაზებ,ისე რომ შენზე ჭორაობა არ დაიწყონ.. გიოც მოვა..
-გიოც?! დედა მას რატომ დაუძახე?!რა ვუთხრა მიგატოვე და გავთხოვდი თქო?! რატომ მაგდებ უხერხულში? ოხ დედა.. ან რატომ არ გკიდია ფეხებზე რას იფიქრებენ ჩემზე ჩემი ნათესავები?!
-შენ თუ გკიდია, მე არ ევა- თქვა კატეგორიულად,საწოლიდან წამოხტა და კართან დადგა.
-გიოს იცოდე კარგად დახვდი.. და საერთოდ,ყველას,რომ არ გაქცეულიყავი და ვიღაცას არ გაყოლოდი,ახლა ასეთი კარგი,მდიდარი ბიჭის ცოლი იქნებოდი.. ფუფუნებაში გაცხოვრებდა.. შენ კიდევ რა ვიცი ვის გადაეყარე..
ჰო კარგი,ზედმეტი მომივიდა.. მაპატიე. უბრალოდ საღამოსთვის მზად იყავი.
საშინელმა ბრაზმა ამიტანა... კარგი ეს ნათესავები კიდევ ხო.. რა გიო.. რა გიო.. ღმერთო,იოანემ რომ გაიგოს რამე.. ყველას დახოცავს ალბათ..გიოზე რომ გაიგოს რამე,ცოცხალს არ დატოვებს...ამაზე უფრო საშინელმა შიშმა დამიარა,ტელეფონს დავხედე,მისი ნომერი ავკრიფე,მაგრამ გადავიფქრე მიწერა..
მოსაღამოვდა და სახლი უამრავი სტუმრებით ივსებოდა ყოველ წუთში,დედაჩემის თქმით,მართლაც შეალამაზა ყველაფერი და ყველა "გაბედნიერებას" მილოცავდა. საშინელებაა,გარშემომყოფებს არანაირი წარმოდგენა არ აქვთ იმაზე,სინამდვილეში რა მოხდა.. როგორი ძნელია,ამ ყველაფრის დამალვა.. ამ დროს დიდი სურვილი ჩნდება იყვირო ბოლო ხმაზე,იყვირო და ყველაფერი მოუყვე,განსაკუთრებით მშობლებს.
მამა გვერდით დამიდგა,ხელი თავზე გადამისვა და თბილი მზერა მომაპყრო..
-ხომ იცი,დედაშენი რამეს რომ აიჩემებს ტყუილია..მაგრამ...შენ თუ არ გინდა ეს ყველაფერი,თუ არ გსიამოვნებს,ყველას გავყრი შვილო..
-არა მამა.. იყოს.. არაუშავს,გავუძლებ ეს დღეც.. გავუღიმე და მისაღებში გავედი,ქურთუკი მოვიცვი და სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად გარეთ გასვლა დავაპირე,კარი გავაღე თუ არა,გიო შემრჩა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი blondeangel631

იოანე მალე გაიგებს რომ ტყუპი იჭები ეყოლეათ?? შემდეგს ველი ძალიან მაინტერესებს შემდეგი თავი heart_eyes heart_eyes

 



№2  offline წევრი marikuna18

აუ მალეე დაუბრუნდეს იოს რაა ვგიჟდები მაგ ბიჭს და ეგ გიო არ გამოაჩინო რაა აურევს ყველაფერს ♡♡♡ :)))

 



№3 წევრი Queenofmoon

blondeangel631
იოანე მალე გაიგებს რომ ტყუპი იჭები ეყოლეათ?? შემდეგს ველი ძალიან მაინტერესებს შემდეგი თავი heart_eyes heart_eyes

აუცილებლად,მალე დავდებ შემდეგ თავს heart_eyes heart_eyes kissing_heart

marikuna18
აუ მალეე დაუბრუნდეს იოს რაა ვგიჟდები მაგ ბიჭს და ეგ გიო არ გამოაჩინო რაა აურევს ყველაფერს ♡♡♡ :)))

შემდეგ თავში გაირკვევა ყველაფერი,იმედია მოგეწონებათ.. kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes

 



№4 სტუმარი სტუმარი ანი

[b][/b]ძალიან მომწონს... დამაინტერესა... მართლაც განსხვავებული და უუუზომოდ საინტერესოა... ყოჩაღ ავტორს! heart_eyes

 



№5 წევრი Queenofmoon

სტუმარი ანი
[b][/b]ძალიან მომწონს... დამაინტერესა... მართლაც განსხვავებული და უუუზომოდ საინტერესოა... ყოჩაღ ავტორს! heart_eyes

უღრმესი მადლობააა! heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent