შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (2თავი)


23-05-2018, 17:24
ნანახია 2 571

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (2თავი)

ტაქსში ვზივარ და სახლისკენ მიმავალი რატის ამ უმსგავსო საქციელზე ვფიქრობ, ჯიბიდან ტელეფონს გაღიზიანებული ფიქრების გასაქარვებლად ვიღებ და მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ ეს ჩემი კი არა რატის ტელეფონია.
---------------


-გაიღვიძე. წიხლი ვკარი უკანა მერხზე ჩაძინებულ ლენას.
-გული გამიხეთქე. აბუზღუნდა უკაყოფილო და თავი ისევ მკლავზე მოათავსა.
-გაკვეთილი დაიწყო.
-კარგი ჰო. აწმუკუნდა და დასიებული თვალებით უაზროდ შეაცქედა ქართულის მასწავლებელს. უნდა ითქვას რომ არც მე გამოვიყურებოდი უკეთესად. მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალები, თვალწინ სულ რატის დემონური თვალები მედგა ჯიბეში ხელის ჩაყოფა რომ მაიძულა და ამით სასაცილო მდგომარეობაში ჩამაგდო.
-დამაცადე რატი, მე შენ გასწავლი ჭკუას, ეს ესე მარტივად არ შეგრჩება, ვბუტვუტებ ჩემთვის.
-რა გჭირს. მომიბრუნდა წინა მერხიდან ნუკი.
-არაფერი. წინ გაიხედე. გვერდიდან ვიკას მზერას ვგრძნობ და მეც მისკენ ვიხედები, თვალი თვალში გავუყარე და მან ისევ ორი თითი მიიტანა თვალებთან და მერე ჩემკენ გამოიშვირა. ანუ გაკონტროლებო. ბავშობაში ჩვენ ოთხში მე და ვიკა ყველაზე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, მე ერთი ბიჭი მომწონდა და მან ეს შესანიშნავად იცოდა, არ ვიცი ბავშური სისულელით მოუვიდა თუ ეს სპეციალურად გააკეთა მაგრამ ერთ დღეს როცა ქუჩაში მივდიოდი და წელში გავიმართე, რათა ჩემი ინტერესის სუბიექტს გავპრანჭვოდი, ვიკამ რომელიც უკან მომყვებოდა ფეხი დამიდო და მეც ხრეშიან გზაზე ცხვირპირი გადავიყვლიფე, ყველამ სიცილი დამაყარა მათ შორის იმ ბიჭმაც, მას შემდგე მე და ვიკა დასანახად ვერ ვიტანთ ერთმანეთს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ერთ უბანში ვცხოვრობთ და მეგობრებიც საერთო გვყავს, მაინც ხშირად გვიწევს ერთად ყოფნა.
სკოლის ეზოში ვიკა თავის ბიჭს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ეტორღიალება. მათქკენ დავეშვი და ვიგრძენი როგორ მრჩებოდა ფეხები უკან.
-ტელეფონი დამიბრუნე ვეუბნები რატის.
-ოჰ ოჰ ოჰ როგორი გაცეცხლებულია. გაიცინა რატიმ. ჯერ ჩემი ტელეფონი დამიბრუნე. უარის ნიშნად თავი გავუქნიე და მიხვდა რომ არ ვეხუმრებოდი, ამიტომ ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და მომაწონა. - ახლა ჩემი დამიბრუნე მითხრა მან და ვიკას ყელზე აკოცა. ჩანთიდან ტელეფონს ვიღებ და ვაწვდი, ის ის იყო უნდა გამოერთმია რომ ტელეფონს ხელი გავუშვი და ისიც ნამსხვრევებად იქცა.
-უფს. ვთქვი მე და გამოვბრუნდი.
-არ შეგრჩება მესმის რატის ხმა, მისკენ ვტრიალდები და ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი. ესეც ასე. გავიფიქრე კმაყოფილმა და სახლისკენ გავწიე.
***
იმ დღეს გამოცდა ძალიან გვიან დამიმთავრდა და სახლისკენ ფეხით წავედი. ლენამ ტელეფონი ამიფეთქა მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი მასთან ლაპარაკის თავიც კი არ მქონდა, ამიტომ ტელეფონი საერთოდ გავთიშე და ამოვისუნთქე კიდეც, ის ის იყო ჩემი კორპუსის სადარბაზოს მივუახლოვდი როცა შესასვლელთან ჩრდილი შევნიშნე, ნაბიჯი შევანელე და აშკარად ვგრძნობდი გული რა ძლიერ ამიჩქარდა. ჩრდილი ჩემკენ დაიძრა, მე ადგილზე გავიყინე, ისე შემეშინა დაყვირებაც ვერ შევძელი. გაქცევას ვეცადე მაგრამ სწორედ ამ დროს ვიღაცის ძლიერი ხელი მაჯაში მწვდა და სადარბაზოს კედელზე აღმოვჩნდი აკრული, უცნობს თავზე კაპიშონი ეხურა და მის სახეს ვერ ვხედავდი, ერთი ხელი პირზე ამაფარა, მეორე კი წელზე მომხვია, ვიგრძენი გონება უნდა დამეკარგა და სხეულზე კონტროლი სრულებით დავკარგე. უცნობი ყელზე ტუჩებით მეხება და ყურზე ოდნავ მკბენს. თვალის კუთხეში ცრემლი ვიგრძენი.
-ჩემთან ხუმრობა მარტივად არ შეგრჩება მეუბნება უცნობი და კაპიშონს იხდის. რატის დანახვაზე ტირილი მივარდება. ბიჭი დაბნეული მიყურებს. -ჯანდაბა. ამბობს ბოლოს. შენი ატირება არ მინდოდა, გონებაში შურისძიების სავარაუდო ფაქტებს ვალაგებ. ის ხელებს შლის და გულში მიკრავს, ისეთი ძლიერია, ისეთი მზრუნველია ამ მომენტში, ერთი წუთით დავიჯერე კიდეც რომ სულაც არ იყო ცუდი ბიჭი, ისეთი სასიამოვნი სურნელი ასდიოდა, ტუჩებით ჩემ ცხვირს ეხება და მკლავებს უფრო ძლიერად მხვევს, უფრო მოვიბუსე რადგან საპასუხო დარტყმა უკვე შევიმუშავე, ხელებში ჩემ სახეს იჭერს და თვალებში მიცქერს. -ლამაზი თვალები გაქვს. ამბობს ჩურჩულით და ვგრძნობ როგორ სურს ტირილით გაბერილ ჩემ ტუჩებს გემო გაუსინჯოს, ისეთ სახეს ვიღებ თითქოს მის გეგმას ვთანხმდები, ის ნელა იწევს საკოცნელად და აი უნდა მაკოცოს კიდეც, მე კი მას თვალებში ცრემლსადენ გაზს ვასხამ. ის ტკივილით კედელს ენარცხება და თან ღრიალებს. - ერთი წამით მომეჩვენა რომ სულ არახარ დემონი. ყვირის და თვალებს ისრეს.
-ჩემთან ხუმრობა მარტივად არ შეგრჩება. კბილებში გამოვცერი სამაგიეროს გადახდით კმაყოფილმა. ის სახიდან ხელს არ იშორებს.
-იცი რომ ძალიან მტკივნეულია?
-დაიმსახურე. მაჩვენე ვეუბნები და ვცდილობ თვალებიდან ხელები მოვაშორო, სულს ვუბერავ, - უკეთ ხარ?
-როცა მხედველობა დამიბრუნდება უკეთ ვიქნები.
-ვერ ხედავ?
-ვერა. ცოტა არ იყოს შემეშინდა.
-სახლში შემოდი. ხელს მხარზე მხვევს და სადარბაზოში შემყავს. -არ შეგიძია, რომ მთელი ძალით არ დამეყრდო? თვალი გტკივა, ფეხი ხომ არა?
-კარგი ჰო. იღიმის. სააბაზანოში შემყავს და ონკანს ვუშვებ.
-დაიბანე. დგას. - რას ელოდები? დაიბანე. ხელების ფათურს იწყებს და ონკანიდან სასაპნეს ძირს აგდებს.
- ბოდიში. ვერ ვხედავ. ეჭვმა კი გამიელვა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე.
-კარგი მე დაგბან, პეშვს წყლით ვივსებ და სახეზე ვასხამ, მერე თითებით თვალებს ვუსუფთავებ, გასუსულია, ოდნავ მძიმედ სუნთქავს, ისევე როგორც მე. წყლის წვეთები ტუჩებზე ჩამოსდის და ისეთი ვნებით იბურცებიან ლამის სულმა მძლიოს და ვაკოცო, საკუთარ ქვედა ტუჩს ვკბენ, ის ამ დროს ეშმაკურად იღიმის, უეცრად ხელი მიშეშდება. -ხედავ არა?
-მწვანე თვალებით მზერა გამიყარა.
-გხედავ ამბობს ის და ლოყაზე მკოცნის.
-იდიოტი ხარ?
-შენ კი მარტივად მოსატყუებელი.
-გაეთრიე, კარებისკენ ვუთიტებ ხელით.
-გაბრაზებული კიდევ უფრო მომწონხარ, სასაპნეს ვესვრი მაგრამ ის უკვე კარებში გაუჩინარდა, საპონი იატაკზე გასრიალდა.

-მოხდა რამე?
-რატომ მეკიხთები?
-ეს სილურჯე საიდან? ყელზე მითითებს ნუკი. სარკეში ყელს ვათვალიერებ, როგორ ვერ შევნიშნე გავბრაზდი საკუთარ თავზე, როგორც ჩანს ძალიან მაგრად მომიჭირა რატიმ წუხელ სადარბაზოზთან ყელხე ხელი. - ჰა, რას მიმალავ?
-არაფერს, არ ვიცი საიდან მაქვს.
-მისმინე ამ ზაფხულს სკოლის დამთავრების აღსანიშნავად ზღვაზე ვაპირებთ წასვლას, იმედია შენც წამოხვალ და ისევ სოფელში, შენს წიგნებთან ერთად არ აპირებ მთელი ზაფხულის გატარებას.
-არ მიყვარს ზღვა. ვიმანჭები.
-ამჯერად ვერ გამოძვრები, დამეჭყანა ნუკი, ვიკას თავისი ბიჭი მოყავს. რატის ხსენებაზე ფერი დავკარგე რაც ნუკის მზერას არ გამოპარვია. - რა გემართება?
-არაფერი.
-აუ ისე მართლა რა მაგარი ტიპია არა ეს რატი?
-დიდი ვერაფერი. ნუკი გაფართოებული თვალებით მუყრებს.
-შენ ეგ თვალები მართლა მიხატული ხომ არ გაქვს? ამბობს და თავში წამითაქა.
-გოგოებს გაუმარჯოს, საბას გამოჩენით აშკარად ჩემთვის საშიშ დიალოგს ავარიდე თავი. -აბა როგორ არიან ქალაქის ყველაზე ლამაზი გოგოები?
-მორჩი ლაზღანდარობას, შევუღრინე საბას.
-ამას რა ბზიკმა უკბინა? გაოცებულმა გადახედა ნუკის.
-ვერ არის თავის მატორზე.
-ენ მოხდა რამე? ეს რა გაქვს ტო? ყელზე მანიშნა.
-აუ არაფერი, შემეშვით რა. მერხიდან ხმაურით ვდგები და აუდიტორიიდან გავდივარ, კიბეები კისრისტეხით ჩავირბინე და გასასვლელში შიგნით შემომავალ რატის ისეთი შევასკდი ხელი რომ არ შეეშველებინა წონასწორობას ვერც დავიცავდი.
-მოგდევს ვინმე?
-თვალები უკეთ გაქვს? -ჩემ ზურგს უკან გაიხედა.
-არა მართლა, ვინმე მოგდევს?
-გამატარე, ვეუბნები და ხელი ვკარი. გარეთ გავარდი და თვითონ არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან ავქვითინდი.

თვალს ვახელ და შიშით ისეთი შევკივლე ლენა საწოლიდან გადავარდა.
-რა გაღრიალებს.
-ღმერთო ლენა შემაშინე. როგორ შემოხვედი.
-როგორც ყოველთვის, ბებიაშენმა შემომიშვა. სულის მოსათქმელად წყალს ვსვამ. - ენ რა გემართება?
-რაზე?
-გგონია ვერ ვხედავ, რომ რატი მოგწონს? წყალი გადამცდა. -ოღონდაც არ დაიწყო რომ ვცდები. მაგრამ ენ, ჩემ ხელებს მზრუნველად იჭერს, რაც არ უნდა იყოს, ვიკა ჩვენი მეგობარია და არ არის სწორი შენი მხრიდან ეს საქციელი.
-მორალის წასაკითხად მოხვედი?
-და საერთოდ როდის აქეთაა ცუდი ბიჭები მოგწონს?
-აჰ, ახლა ცუდია ხომ? ვეღრიჯები.
-ვიზუალს არ ვგულისხმობ, უბრალოდ ის არ არის შენი გემოვნების და მიკვირს რომ მოგეწონა.
-არ მომწონს, მეგობრის დამშვიდებას შევეცადე. თვალებში დაჟინებით მიცქერს.
-საკუთარ თავზე უკეთ გიცნობ ენ.
-შემეშვი რა.
-ოკ. ლენა დგება და წასასვლელად ემზადება.
-ლენ.
-რა?
-მართალი იყავი.
-რაზე?
-ის რომ რატი დადის და თვალებით გტ*ნავს. ლენა ხარხარებს, ორივე ვხარხარებთ.

პ.ს მეგობრებო ეს ისტორია რეალური ამბავია, რეალური პერსონაჟებით, რომლებიც ეხლა უკვე 30წლისანი არიან, ისტორია კი დაიწყო მაშინ როდესაც ისინი ჯერ კიდევ 15 წლისანი იყვნენ, დიდხანს ვიფიქრე დამეწერა თუ არა ეს, ჩემთვის საყვარელი ამბავი და ბოლოს გადავწყვიტე რომ, ჰო.... რატომაც არა.
იმედი მაქვს რომ შეიყვარებთ ამ პერსონაჟებს. ველი თქვენს შეფასებებსскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ანი ჩიხლაძე

თავისუფალი დიალოგები ძალიან მომწონს ❤ ყოჩაღ

 



№2  offline წევრი ბიბი

ჯობდა არ გეთქვა რომ 15 წლის წინანდელი ისტორიაა smirk თუ ნამდვილად ასეა, აცდენილია საკმაოდ რეალობას, და ასეც რომ არ იყოს, დიალოგების დროს გამოყავი ხოლმე აზრი და ნათქვამი დამაწყდა ნერვები მაგის რჩევით. დიდი ვერაფერი ისტორიაა სიმართლე გითხრა. მხატვრულობა აკლია. და თან ეს ახუნტრუცებული 15 წლის "სასტავი" ძალიან მეუხეშება მითუმეტეს თუ სიყვარულზე მიდგა საქმე ))

 



№3 სტუმარი სტუმარი ბუბუ

ძალიან მომწონს, მაგრამ სათაურს ვერ ვუკავშირებ

 




ბიბი
ჯობდა არ გეთქვა რომ 15 წლის წინანდელი ისტორიაა smirk თუ ნამდვილად ასეა, აცდენილია საკმაოდ რეალობას, და ასეც რომ არ იყოს, დიალოგების დროს გამოყავი ხოლმე აზრი და ნათქვამი დამაწყდა ნერვები მაგის რჩევით. დიდი ვერაფერი ისტორიაა სიმართლე გითხრა. მხატვრულობა აკლია. და თან ეს ახუნტრუცებული 15 წლის "სასტავი" ძალიან მეუხეშება მითუმეტეს თუ სიყვარულზე მიდგა საქმე ))


გავითვალისწინებ ❤????

სტუმარი ბუბუ
ძალიან მომწონს, მაგრამ სათაურს ვერ ვუკავშირებ

ნელ-ნელა ყველაფერი განოჩნდება ❤

 



№5  offline წევრი Gotham

საერთო ჯამში დამაინტერესა,მაგრამ აი ეს ასაკი ცოტა არ იყოს მეხამუშა confused
სულაც არ ვფიქრობდი ახლა 15 წლის,რომ იქნებოდნენ და უცებ მინაწერი ბრახ ყველაფერი ამერია.
ჯობდა ასაკი არ განგესაზღვრა
ტიპური "პაცანური" ისტორიაა,მაგრამ მაინტერესებს როგორი გამოვა yum
წარმატებები kissing_heart

 



№6 წევრი mirandaa31

კარგია სათაურს ვერ მივხვდი ჯერ მაგრამ იმედია ნელ-ნელა გავიგებთ. ველოდები ახალ თავს ❤
--------------------
ხელმოწერა

 




Gotham
საერთო ჯამში დამაინტერესა,მაგრამ აი ეს ასაკი ცოტა არ იყოს მეხამუშა confused
სულაც არ ვფიქრობდი ახლა 15 წლის,რომ იქნებოდნენ და უცებ მინაწერი ბრახ ყველაფერი ამერია.
ჯობდა ასაკი არ განგესაზღვრა
ტიპური "პაცანური" ისტორიაა,მაგრამ მაინტერესებს როგორი გამოვა yum
წარმატებები kissing_heart


მე მხოლოდ ის ავღნიშნე რომ როცა ეს ისტორია დაიწყო ეს გმირები სკოლას ამთავრებდნენ. შესაბამისად ხო ალბათ დასაწყისი "პაცნურია" ვნახოთ შემდეგ როგორ განვითარდებიან და გაიზრდებიან ????
მადლობა შეფასებისთვის

 



№8 წევრი teengirllove

dzaan kaia , sainteresoc ..mitumetes tu realuria :)) shemdegs velodebi

 



№9 სტუმარი სტუმარი თამარი

არ ვიცი ჺმას ვინმე თუ წაიკითხავს. (ჩემს კომენტარს ვგულისხმობ)... იმედია სწორად გაიგებთ ჩემს ნათქვამს.. რატომღავ კომენტარებოდან გამომდინარე ცუდო დამოკიდებულება ვიგრძენი ამ ისტორიისადმი და რატომ არ ვიცი... მაგრამ ახუნტრუცებული 15 წლის ასაკის სასტავი არ მიკვირს რატომღაც. და არც რეალობას აცდენილი არ მგონია.. რეალობაა და ვსიო. 15 წლის ასაკის სასტავი ახლა მგონი უარესია ამათთან შედარებით (ყველას არ ვგულისხმობ ზოგადად ვიძახი აქვე დავაზუსტებ :დდდ) რავიცი. მე საერთოდ არ მიკვირს ასაკი.. და ჩემთვის არც აქვს მნიშბნელობა. ჰო ეს 15 წლის წინ ჯერ კიდევ ის პერიოდია ზოგი გარიგებით რომ თხოვდებოდნენ ისევ და სხვა ბევრი რამ. ამიტომ ნურაფერი ნუ გეხამუშებათ. სრულიად მისაღებია რასაც წერ :* მომწონს რეალური ისტორიები ძალიან. და ველოდები შემდეგ თავს. წარმატებები❤❤

 



№10  offline წევრი ჰალუცინოგერი

სტუმარი თამარი
არ ვიცი ჺმას ვინმე თუ წაიკითხავს. (ჩემს კომენტარს ვგულისხმობ)... იმედია სწორად გაიგებთ ჩემს ნათქვამს.. რატომღავ კომენტარებოდან გამომდინარე ცუდო დამოკიდებულება ვიგრძენი ამ ისტორიისადმი და რატომ არ ვიცი... მაგრამ ახუნტრუცებული 15 წლის ასაკის სასტავი არ მიკვირს რატომღაც. და არც რეალობას აცდენილი არ მგონია.. რეალობაა და ვსიო. 15 წლის ასაკის სასტავი ახლა მგონი უარესია ამათთან შედარებით (ყველას არ ვგულისხმობ ზოგადად ვიძახი აქვე დავაზუსტებ :დდდ) რავიცი. მე საერთოდ არ მიკვირს ასაკი.. და ჩემთვის არც აქვს მნიშბნელობა. ჰო ეს 15 წლის წინ ჯერ კიდევ ის პერიოდია ზოგი გარიგებით რომ თხოვდებოდნენ ისევ და სხვა ბევრი რამ. ამიტომ ნურაფერი ნუ გეხამუშებათ. სრულიად მისაღებია რასაც წერ :* მომწონს რეალური ისტორიები ძალიან. და ველოდები შემდეგ თავს. წარმატებები❤❤


დიდი მადლობა ჩემო კარგო, ასეთი შეფასებისთვის. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია <3

 



№11  offline წევრი masho777

Rodis dadeb axal tavs? ❤

 



№12  offline წევრი ჰალუცინოგერი

masho777
Rodis dadeb axal tavs? ❤


უკვე ატვირთული მაქვს. ადმინზეა დამოკიდებული ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent