შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (თავი მერვე)


24-05-2018, 09:03
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 206

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (თავი მერვე)

კარის მეორე მხრიდან კი, სანატრელი ხმა გავიგონე. ეს გუგა იყო და ის ჩემთან მოვიდა.
--------------------------


კარგა ხანს იჯდა ისე, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის. მის გვერდით ჩუმად ვიჯექი და ველოდი როდის შემომხედავდა.
-მაინც რატომ ხარ ასეთი?! როგორც იქნა ეს გაუსაძლისი სიჩუმე დაარღვია და ცრემლიანი თვალებით შემომხედა. არასოდეს მენახა ის ასეთი სევდიანი, თითქოს წამით გაჩერდა გული. მაგრამ ვაიძულე დამმორჩილებოდა და სისუსტე უკუვაგდე, დღეს ისე, როგორც არასდროს მე მასთან საუბარი მჭირდებოდა, უეცარ სისუსტეს ვერ მივცემდი უფლებას დავემუნჯებინე.
- როგორი ვარ გუგა?
- იქნებ, ერთხელ მაინც დაახასიათო შენი თავი ნინა, ოღონდ ძალიან გთხოვ, ნუ იქნები ისეთი ცინიკოსი, როგორიც ხშირ შემთხვევაში ხარ, გულწრფელი იყავი, ერთხელ მაინც თქვი ის, რაც რეალობას შეესაბამება.
- მე არ ვიცი რა ვთქვა...
- ცრუობ!
- კარგი, კარგი გუგა. ვიცი, რისი გაგებაც გინდა. გაინტერესებს რატომ არ შემიძლია ვიყო კეთილი, თბილი, მოსიყვარულე და დადებითი. შენი აზრით, ეს ხომ ძალიან ადვილია, რა მიშლის ხელს? არც არაფერი, საკუთარი ეგოისტობა და ბოღმა, რომელიც მახრჩობს; სხეულში, რომელშიც ვცხოვრობ სული მეხუთება. მე ვარ გაუწონასწორებელი, უემოციო პირუტყვი, რომელმაც არ იცის გარშემომყოფების პატივისცემა და მათი გრძნობების დაფასება. მე ვარ ათასგვარ ნიღაბს ამოფარებული უსუსური არსება, რომელიც დაუსრულებლად იბრძვის წარმატებისაკენ და სანაცვლოდ კარგავს ყოველივე ღირებულს. მე ვარ თავაშვებული ადამიანი, რომელმაც ვერასოდეს შეძლო ყოფილიყო ვინმეს ერთგული. სინამდვილეში ლეში ვარ, ხალხისათვის საყვარელი მწერალი და რეალურად, უკვე დიდი ხნის მკვდარი. კმაყოფილი ხარ?
- როგორ შეგიძლია წერდე ასეთ წიგნებს და ცხოვრობდე მათგან საპირისპიროდ, როგორ შეგიძლია გადმოსცე ასე გრძნობით და ემოციით ყველაფერი მხოლოდ წიგნებში და რეალურ ცხოვრებაში მუსრს ავლებდე ყველაფერს, როგორ შეგიძლია იყო ერთდროულად ასეთი დახვეწილი და ამავე დროს აწყვეტილი, როგორ შეგიძლია ადამიანებს, ვისაც ასე უყვარხარ, გულს ტკენდე.
- ვიცი, ყველაფერი გინდა მითხრა, რაც გულში დაგიგროვდა. თუ ეს შვებას მოგგვრის კარგი, გისმენ, მაგრამ უნდა გაიგო არც მე ვარ უკეთ, თავის მართლებას არ დავიწყებ, უბრალოდ მინდა ცხოვრება თავიდან დავიწყო და თუ წარსულის შეცდომებს ხშირად გამახსენებ, უფლებას არ მომცემ წიგნის სუფთა ფურცელი გადავშალო, ვერასოდეს შევძლებ ცხოვრება სწორად გავაგრძელო.
ის მომიახლოვდა და ფრთხილად შემეხო, თითქოს ეშინოდა მოჩვენება არ ვყოფილიყავი და არ გავმქრალიყავი. მისი სხეული ჩემ სხეულს მსუბუქად ეხებოდა, თუმცა კარგად ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულისცემას, მერე ყურში ჩამჩურჩულა, რომ ვენატრებოდი და ვნებიანად მაკოცა. მე არ ვიყავი თავაშვებული, უბრალოდ ვნებიანი საყვარელი. მე ვიყავი ქალი, რომელიც იმ ღამემ სრულიად შეცვალა, როცა ალერსით დაღლილს შევატყვე ეძინებოდა, გულზე თავი დავადე და პირველად ვუთხარი მისთვის ნანატრი, ჩემთვის ჯერ ართქმული „მე შენ მიყვარხარ“ და მეც მასთან ერთად მშვიდმა ძილმა გამიტაცა...
როცა გავიღვიძე, გუგა ჯერ კიდევ ჩემს გვერდით იწვა და სიყვარულით სავსე თვალებით მიცქერდა. რა იყო? ვკითხე და ვაკოცე, ბედნიერი ვარ, მითხრა და გულში ჩამიკრა. ერთი კვირის მანძილზე, არც სამსახურში წასულა და არც ცოლთან. ჩემთან იყო და ჩემთან ყოფნით ტკბებოდა. დღის მანძილზე ათას სისულელს ვიგონებდით, ღამით კი სიყვარულით ვტკბებოდით. ვიცოდი, ეს რეალობისაგან შორს მყოფი, აკრძალული სიყვარული, მალე შეგვახსენებდა სიმართლეს, რაც ჩევნს ირგვლივ ტრიალებდა. ახლა ისე, როგორც არასდროს, ჩემს წინაშე მთელი სიმწვავით, ისმის კითხვა: რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას, თუ ისეთი უსუსური ვარ, ისე ვარ მოქცეული ბოროტების მარწუხებში, რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია? ან იქნებ ასეთ ცხოვრებას საერთოდ არა აქვს აზრი? ნუთუ ცხოვრება მარტო ბუნებრივი, ბიოლოგიური პროცესია, ანუ დაბადება, მომწიფება, სიკვდილი მაშ, დავიბადეთ არაფრისათვის? ნუთუ აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ჩემი ბავშვობისდროინდელი განწყობა, რომ წინ რაღაც "დიადი" მელოდა? რომ რაღაც ისეთს გავაკეთებდი, რაც ყველასათვის სიკეთისმომტანი იქნებოდა? ჰქონდა თუ არა აზრობრივი საფუძველი ჩემ თანდაყოლილ მომავლის იმედს და თუ ჰქონდა როგორი? თუ ეს მხოლოდ ბრმა ვნების, ცხოველური ინსტინქტის გამომჟღავნება იყო? მაშ, ვინ ჩადო ჩემში სიკეთისათვის თავგანწირვის, მშვენიერებით აღფრთოვანებისა და სიცოცხლის წყურვილი? მაშ, რატომ მიყვარდა? თუ ეს მხოლოდ სანთლის ალისკენ, ფარვანასავით უაზრო სწრაფვა იყო, რატომ მაწვალებს ეს მარადიული კითხვა _ რა არის ცხოვრების აზრი? ნუთუ მხოლოდ გზის პირას ან გზის ბოლოს ჩასაფრებული სიკვდილი გვაიძულებს ამ კითხვაზე ვიფიქროთ? ან იქნებ განვლილმა, დაუბრუნებელმა წლებმა დაგვაფიქრა?!
ერთი კვირის შემდეგ, საშინლად შემაწუხა სინდისმა, მისი ქცევის გამო და ვთხოვე ცოლთან წასულიყო. დამთანხმდა, რადგან იცოდა მართალი ვიყავი, თუმცა პირობა მომცა, ყველაფერს მოვაგვარებ და ძალიან მალე მხოლოდ შენ გვერდით ვიქნებიო. მშვიდად გავუშვი, რადგან მისი მჯეროდა. ერთი თვის განმავლობაში, როცა დროს გამონახავდა, ჩემთან მოდიოდა, მე არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ვცოდავდი, ისედაც ვიცოდი, კარგს არ ვაკეთებდი, მაგრამ ბედნიერება სულ ახლახანს შემოვიდა ჩემში და მთელი სხეული გამითბო. ამიტომ ვცდილობდი მის შენარჩუნებას. რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემ ტელეფონზე უცხო ზარი შემოვიდა.
-გისმენთ.
-გამარჯობა, ისმის ყურმილს მიღმა ახალგაზრდა გოგონას სასიამოვნო ხმა. ცუდი ინფორმაციის მოლოდინში სხეული მეოფლება. - მე ელენა ვარ, აგრძელებეს იგივე ხმა. -გუგას მეუღლე. ვგრძნობ როგორ მიმატა გულის ცემამ.
-გისმენ ელენა. შლივს ვუყრი ამ ორ სიტყვას თავს.
-შენთან საუბარი მინდა, სად შეიძლება რომ შევხვდეთ.
-ჩემთან სახლში რომ იყოს?
-კარგი აზრია, მეც არ მსურს საზოგადოების ბოროტმა მზერამ ჩვენ ორნი ერთად დაგვაფიქსიროს. დღეს შეგიძია დრო დამითმო?
-რა თქმა უნდა. ვპასუხობ დაბნეული. ორი საათიგაწყობს?
-ორისთვის შენთან ვიქნები. მისამართს ვაწერინებ და ყურმილს ვთიშავ, სხეულის ტემპერატურა ზღვარს საკმაოდ ცდება და თავში მოწოლილი სისხლი გულის რევის შეგრძNებას მიასმაგებს. სახლს საუცბათოდ ვაწესრიგებ და თავის მოწესრიგებას ვიწყებ. ტავში ათასგვარი ფიქრები მიტრიალებს და შეხვედრის მოლოდინში სხეულის დაძაბულობა პიკს აღწევს. როგორც იქნა თათქული დროც დადგა და კარზე ზარი გაისმა. გაუბედავად ვაღებ კარს და ტავს გაღიმებას ვაიძულებ, მერე შინ ვიპატიჟებ და მისაღებში შემყავს. ის კომფორტულად თავსდება სამზარეულოს მაგიდასთან. ქერა, ცისფერთვალება ძალიან საყვარელი სახის ადამიანია, დაძაბულობის დაფარვას ჩემი არ იყოს ამაოდ ცდილობს.
-დალევ რამეს? ვეკითხები საუბრის ოდნავ გაჭიანურების მიზნით.
-რამე ალკოჰოლურზე უარს არ ვიტყოდი, ამბობს და ნაძალადევად იღიმის. ორ ბოკალს შავი ღვინით ვავსებ და მის წინ უხერხულად ვთავსდები, ის ღვინოს სვამს, ლოდინი გაუსაძლისი ხდება და ჰაერშიც თითქოს საშინლად ჩამოცხა. -ალბათ ხვდები ჩემი მოსვლის მიზეზს. როგორც იქნა ეს გაუსაძლისობა ისევჩემმა სტუმარმა დაარღვია.
-დაახლოებით. თვალებით ღვინის ბოკალს ვაჩერდები. მე არ მინდოდა.
-გიყვარს? მაწყვეტინებს მოულოდნელად. ამ კითხვას არ ველოდი.
-მიყვარს. იღიმის.
-მეც მიყვარს. ვიღიმი. -ლამაზი სახლი გაქვს, თვალებს აქეთ-იქეთ ინტერესით აცეცებს.
-მადლობა.
-რატომ გადაწყვიტე გუგას ცხოვრებაში დაბრუნება?
-არაფერი გადამიწყვეტია. უკვე ხმა გამებზარა. ყველაფერი ჩემდაუნებურად მოხდა.
-ნინა. მის სასიამოვნო ხმაში უკვე სიმკაცრე იგრძნობა. -მას ყავს მეუღლე.
-ვიცი.ბოდიშს გიხდი.
-რისთვის?
-თქვენს ცხოვრებაში რომ არეულობა შემოვიტანე.
-ჩვენი ცხოვრება არც არსოდეს ყოფილა დალაგებული. იღიმის. მისი გონება იმდენად არის შენით დაავადებული რომ ჩემთვის ადგილი შენს გამოჩენამდეც ვერ გამონახა. მერეჩუმდება. - კიდევ დამისხი. ამბობს და ცარიელ ჭიქას მაწვდის. ჭიქას სასმლით ვუვსებ. -ისტერიკების მოსაწყობად არ მოვსულვარ. აგრძელებს საუბარს, მაგრამ არც მისი ცხოვრებიდან ვაპირებ წასვლას. ვგრძნობ როორ მატულობს ჰაერში დენთისსუნი, სხეულიც იმაზე მეტად მეძაბება ვიდრე აქამდე. - შენ უნდა წახვიდე მისი სხოვრებიდან. ამბობს ელენა და მისი ტონი არ გაქვს გატეხილი ქალის ტონს, ის ბრძანებლობს ბატონობს, ჩემზე ბატონობს ამას მთელი სიცხადით შევიგრძნობ.
-მე ის მიყვარს. ძლივს მოვახერხე ამ სიტყვების თმა. სათქმელი დასრულებული არ მქონდა როცა ელენამ ჭიქა იატაკზე დაანარცხა.
-შენ მისი ცხოვრებიდან გაქრები და თუ ასე არ მოიქცევი თავად ვიზრუნებ შენს გაქრობაზე. სხვა დროს მსგავს შემთხვევაში სავარაუდოდ თმით ვითრევდი მოწინააღმდეგეს ახლა კი მშვიდად ვუყურებდი მის შეშლილ სახეს და ვფიქრობდი იმ შემწყნარებლობაზე რამაც ჩემი გონება ასე უეცრად მოიცვა. მხოლოდ იმას ვფიქრობდი თუ რა მჭირდა. რატომ ვიყავი დღეს ისეთი მშვიდი, როგორც არასდროს. -ლამაზი ხარ, აგრძელებს ელენა უკვე დამშვიდებული ხმით. - შეიძლება ითქვას ძალიან ლამაზიც, წარმატებული ხარ, ხალხს უყვარხარ, ცნობილი ხარ, შეძლებ იპოვო სხვა პარტნიორი, დარწმუნებული ვარ ბევრს სურს შენთან ურთიერთობა. - იმედი მაქვს ჩვენი ეს საუბარი ამ ოთახს მიღმა არ გავა, გასასვლელს თავად ვიპოვი. თქვა მან და კარისკენ დაიძრა. მე ვიჯექი სამზარეულოს მაგიდასთან, ღვინის ბოკალით ხელში, უსასრულობაში ჩაძირული და საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი.
- არც კი ვიცი რა ვუთხრა, ის არასოდეს აკეთებს ისეთ რამეს, რომ გავბრაზდე. ხვდები რას ვამბობ? იდეალურად იქცევა და მეც უმიზეზოდ ვერ ვშორდები, მითხრა ერთ საღამოს.
- იქნებ სიმართლე უთხრა?
- გულს ძალიან ვატკენ.
- მაშინ არ ვიცი გუგა, თუ მისგან წამოსვლა გინდა, ეს შენ უნდა გადაწყვიტო, მე ვერ ჩავერევი.
- არ მინდა უშენოდ კიდევ ერთი დილა გამითენდეს, თუმცა მისი გულისტკენაც არ მინდა.
- იცი, მე ცოტა ხნით წასვლა გადავწყვიტე, შენც დროს მოგცემ, რომ ყველაფერი მოაგვარო.
- მიდიხარ?! და სად?! მე რატომ არ მითხარი?!
- სახლში, ჩემს დასთან.
- ხუმრობ?! ბოლოს როდის ნახე გახსოვს მაინც?
- რვა წლის წინ, მაგრამ მინდა ჩავიდე და ვნახო, მინდა ისევ შევახსენო, რომ პატარა და ყავს, რომელმაც ბევრი შეცდომა დაუშვა; თუმცა ახლა, როცა გონს მოეგო, ცდილობს ცხოვრება ახლიდან დაიწყოს, ახალ ცხოვრებაში კი, პირველი ფურცელი სწორედ ჩემს ოჯახს მინდა დავუთმო.
- წინააღმდეგი არ ვარ, ძალიან გამახარე. ბავშივით მიკრავს გულში და სახეს მიკოცნის.
- ვიცი, ეს შენი დამსახურებაა. შენმა სიყვარულმა მთლიანად შემცვალა და ბედნიერი ვარ, ამ სიტყვებს ასე გულწრფელად პირველად ვამბობ.
- მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი mirandaa31

უბრალოდ ახალ თავს ველოდები. ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№2 აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ ვერ ვიტან სასიყვარულო სამკუთხედს. არც ელენე სჩანს განტევების ვაცი, მაგრამ სხვისი უბედურების ხარჯზე საკუთარი ბედნიერების მიღწევის არ მჯერა. მოუთმენლად ველი ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent