შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯს [სრულად]


25-05-2018, 01:06
ავტორი ელპინი
ნანახია 1 761

ლურჯს [სრულად]

იმ ღამით, დუმდა თბილისი.
და, დუმდა ხალხიც.
მთვარის მკრთალი შუქი ეფინებოდა ქუჩებს და ლამპიონები არ ანათებდა.
საზარელი სიჩუმე ჩამოწოლილიყო.
გრილი სიო ქროდა და ვარსკვლავები, მნათობებივით იყვნენ ცაზე.
იცოდა, რომ მიატოვა ყველამ.
და ყველაში ვგულისხმობ ზუსტად იმათ, ვინც მისამდე მიუშვა.
მიუშვა იმდენად, რომ ბოლოს, მძიმე წერტილზე დააბიჯეს.
მარტო დარჩა.
პრინციპში, მის თავს მარტოდ არასდროს თვლიდა.
ჩემი მეორე მე, ჩემთანაა-ო, ყოველთვის ამბობდა.
ტვინში ქაოსი ჰქონდა.
და ერთადერთი შვება მისთვის, დაგროვილი ემოციების ფურცელზე გადმოტანა იყო.
ან ხატვა, ან წერა.
ჩვენ, ზოგიერთს ადამიანები გვყავს, რომლებსაც ვუყვებით ყველაფერს და ვუზიარებთ. მერე, შვებას ვგრძნობთ, ხოლმე.
და მისთვის, შვება ფურცელი იყო.
ყოველთვის თეთრი.
და არც ერთი ფერით ზედმეტი.
თეთრ, ფარატინა ქაღალდზე ასოებს მრგვალად ხაზავდა და თვალდახუჭული წერდა.
ყოველთვის ასე იყო.
როცა წერდა, მის თავს ენდობოდა. მის თითებს, რომლითაც ცხადად გრძნობდა ხელში დაჭერილ კალამს, ფანქარს და ახლა წერდა.
შინაგანად გამოფიტული იყო. თუმცა, არც ფიზიკურად ნაკლები.
"დღეს შავი ღამეა, მარგარეტ. ისე მკაფიოდ გამოხატული შავი, შენ, ცივსისხლიანს შეგეშინდება. ლამპიონების მბჟუტავი შუქიც აღარაა ირგვლივ. მე, ისევ ფანჯარასთან მიდგმულ საწერ მაგიდაზე ვწერ, ჩემს თეთრ ფურცელზე. ახლა წითელი კალმით. წითელი უყვარს ხალხს. არადა, წითელი საზარელი ფერია. სისხლის დაღვრასთან ასოცირდება, მარგარეტ. ახლა, ეს წითელი, მთვარის განათებაზე საშინლად ჩანს და მე, თვალდახუჭულიც კი, ვგრძნობ ამას. ერთი სიტყვის წერას, რომ დავასრულებ, ხელს გადავატარებ, ხოლმე და ვგრძნობ.
მთვარეს შავი ლაქები უფრო მუქად აქვს. თითქოს, მასაც ატკინეს და თეთრი ჩაიკარგა მასში ისე, როგორც დღეს ყველამ დაკარგა მისი ფერი. შენ არ შეგეშინდეს, მარგარეტ, მაგრამ შენ ცივსისხლიანი ხარ. ჩვენ ერთნი ვართ!"

წერდა მთელი გრძნობით.
მთავარი იყო, ეგრძნო შვება, რომელსაც თეთრ ფურცელზე ყოველთვის ჰპოვებდა.
მერე, დაფიქრდა და თვალები გაახილა. ირგვლივ გაიხედა და გაეღიმა სევდიანად.
სწრაფად მოავლო თვალი, კედლებზე გაკრულ თეთრ ფურცლებს.
ათას ფერად, რომ დაეწერა სიტყვები.
მაგრამ მხოლოდ, შავ ფერში იყო ნახატები.
გაურკვეველი სახის სხეულები ეხატა, რომელთა სახეზეც სასოწარკვეთას ნათლად ამოიკითხავდით.
ყველა ერთიანად გოდებდა.
მოთქვამდა.
ტიროდა.
და, ყველას ერთიანად ტკიოდა ნახატებზე.
მისი შინაგანი სამყარო იმდენად მძიმე იყო, ეშინოდა, ხოლმე.

***
ის ღამე იყო და, მერე, ლილიანშიც გათეთრდა სული.

***
ყოველ შაბათს, დანიშნულ ადგილზე მიდიოდა.
ფოტოაპარატით, თან.
და უღებდა ხალხს.
ხეებს.
ყვავილებს.
რაც შეხვდებოდა.
მთავარია, რაღაც დაენახა მის თვალს განსაკუთრებული და წამში, მის ფოტოაპარატში იკავებდა ადგილს.
კერამიკული ნივთების მაღაზიაში იყო შაბათობით.
უამრავი ადამიანი მოდიოდა და ათვალიერებდნენ, ირაკლი ჯიოევის შემოქმედებას.
ლილიანი ჩუმად უყურებდა, ხოლმე და არც ერთხელ მიდიოდა. გაფაციცებით აკვირდებოდა ყველა კერამიკას.
ერთზე, წითელი ლაქები იყო და იქვე, ლურჯ ფერში, წელში მოხრილი გოგო, წინ ხელებგაწვდენილი.
- ისე აკვირდები, მინდა აგიხსნა.
ლილიანი საუბრებს ერიდებოდა და მისი ხმის ნაზი ტემბრი, რამდენიმემ თუ იცოდა.
- ეს ლურჯი, მომავლის სხივია. წითელი საზარელი ფერი. გოგო ხელებს იწვდის, რადგან მისი შინაგანი ხმა წითლისკენ უხმობს. და ამ ფიზიკურ მდგომარეობაში, გამოხატულია როგორ იბრძვის, მაგრამ თან, სუსტდება.
ლილიანმა თვალები დახარა და მის თავში უხერხულობა იგრძნო.
მისთვის, შავი იყო მომავლის სხივი და წითელი იგივე, რაც ირაკლისთვის.
- დამელაპარაკე, აზრი გამიზიარე. ნუ გრცხვენია!
ირაკლი იშვიათად ხოლმე, მისი ნებით მისულიყო და დალაპარაკებოდა ვინმეს, მაგრამ ლილიანმა მისი ყურადღება აშკარად მიიქცია.
"Le rouge est parti et Blue est né!"
დიდი ასოებით ეწერა კერამიკას და ლილიანის თვალები წარწერას უცქერდა.
- წითელო გაქრი და ლურჯო დაიბადე!
ღიმილით უთხრა ირაკლიმ. ლილიანმა იმხელა ნერწყვი გადაყლაპა, ირაკლის ხმაზე გაეცინა.
- ლამაზია! ძალიან ლამაზი!
ხავერდოვანი ხმა ირაკლის ყურთასმენას რომ მისწვდა, გვერდით შეტრიალებული თავი, სწრაფადვე ლილიანისკენ შემოაბრუნა და თხოვნით უთხრა:
- კიდევ ერთხელ.
ლილიანმა ვერ გაიგო და თვალებში კითხვის ნიშნები გამოეხატა.
- გამიმეორე.
თითები ირაკლიმ კერამიკაზე, წარწერას გადაატარა. თვალები დახუჭა და ლილიანს დაელოდა.
- ლამაზია! ძალიან ლამაზი!
- კერამიკა?
- არა, ეს სიტყვები. ისე რეალურია და ჰო, ძალიან ლამაზი!
ირაკლი იღიმოდა. ლილიანის გამო იღიმოდა. ამჩნევდა, ხოლმე.
ქუჩაში და აქაც.
- გინდა, შენი იყოს?
ლილიანს ლოყები შეეფარკლა და მაშინ ჩანდა ისე ბავშვური, ირაკლისთვის, რომ გეკითხათ - ყველაზე რეალურია-ო გეტყოდათ.
- არა.
იმ წუთს, ლილიანის ხმა ცივი ჩანდა. არა ირაკლისადმი, მის თავს ებრძოდა, რომ "კი" არ ეთქვა.
- როგორ არა, კი, ლილიან!
ირაკლიმ გაიღიმა.
ლილიანს ესაყვარლა.
- სახელი?
- შენ გგონია, რომ მე, მხოლოდ ახლა შეგამჩნიე?
- და არა?
- არა, ლილიან, არა. წითელი არ ხარ ყველას თვალში, რომ მოხვდე, მაგრამ არც თეთრი ხარ, უფერულივით. ლურჯი ხარ შენ!
ლილიანს გაეღიმა ისე სევდიანად, ირაკლის ეგონა, იოტისოდენა ბედნიერებაც აღარ იყო მასში.
თითქოს, დასუსტებულიყო და იმედის სხივი დაეკარგა.
- მე ყველაზე უფერული ვარ, ირაკლი. არ არსებობს ფერების ადამიანებთან დაკავშირება. ყველა გათეთრდა, დამიჯერე! არც მე ვარ ლურჯი და არც შენ. შენ უფრო, შეიძლება კიდევ. რაღაც სხვაგვარია, ანუ.
- ეჰ, ჩემო ლილიან, მე ტყუილად არ შემიქმნია ეს კერამიკა.
ირაკლის ეგონა, ლილიანმა, უკვე, იცოდა მის ბედნიერებაზე და მასავით გრძნობდა.
- იმ გაგებით არ მითქვამს, როგორც შენ გაიგე, ირაკლი, თორემ ყველაზე დიდი ლურჯი შენში იყოს, შეიძლება.
- ამიტომ ხატავ სულ შავი ფანქრით?
დაიბნა ლილიანი. არ მოელოდა ამდენის ცოდნასაც.
შეშფოთებულმა, თავი დაუქნია და იმ წამს, ირაკლის ისე გაეღიმა, ლილიანმა ბედნიერების მნიშვნელობა წამის მეასედში მაინც, იგრძნო.
- დამშვიდდი, ლილიან. მე მესმის და ვხედავ. შაბათს, საღამოს, ბარათაშვილზე ხარ სულ. თეთრ, დანგრეულ შენობაში შედიხარ და ჩამსხვრეული ფანჯრის რაფაზე ზიხარ, ხატავ და წერ. მე ვხედავ, ლილიან.
- წავიღებ ამ კერამიკას.
მშვიდად, რამდენიმე წუთის დაგვიანებით უთხრა ლილიანმა ჯიოევს.

***
ის შაბათი იყო და, მერე, ლილიანი აჩქარებული გულისცემით დადიოდა ყოველ შაბათს.

***
"საზარელი სიჩუმე აღარაა, მარგარეტ. თითქოს, რაღაც შეიცვალა-ო და მეც, ისე ცხადად ვგრძნობ ამას, მეშინია. ლამპიონებიც გაანათეს, მარგარეტ. განა, რამეს უნდა ნიშნავდეს ეს?! აღარაა ისეთი ბნელი და საშიში, შენ რომ გამოსვლა და ვინმეს შეშინება მოგინდეს გარეთ.
კაპილარები ყველაზე სუსტია და სისხლი ისე სწრაფად და იმ რაოდენობით მოძრაობს, მგონია, სულ დასკდება ყველა, სათითაოდ და სისხლს დავღვრი. წითელს! შენ რომ გიჟდები, მარგარეტ!
მთვარეს აღარ აქვს ლაქები.
გაათეთრეს მთვარე.
უთხარი, მარგარეტ.
მიდი, ადექი და უთხარი, დააბრუნონ ყველაფერი ძველი და დაემუქრე, რომ გაანადგურებ, მუსრს გაავლებ. დაჯერება არ მინდა და უთხარი, რომ შავი დააბრუნონ, მარგარეტ. მართლა არაა ლამაზი, თორემ არ გთხოვდი."

ვეღარ გრძნობდა შვებას თეთრ ფურცელზე ლილიანი. მასაც ახალი და სხვა სჭირდებოდა, მაგრამ ეშინოდა. იმ რეალობის ეშინოდა, რომელშიც მისი თავი სხვა ფერად უნდა წარმოედგინა.
- შეცვალე, ლილიან, შეცვალე. დროა!
იგრძნო ისე ცხადად, გული შეუტოკდა წამით.
- თეთრი ლამაზია, მაგრამ ვგრძნობ, რომ მეც აღარ მჭირდება.
ისე რეალური იყო ლილიანი, უბრალოდ აკრეფილ სიტყვებშიც გრძნობდა ირაკლი. ლილიანიც გრძნობდა.
- ჰოდა, შეცვალე, ლილიან. ლურჯად შეცვალე, ოღონდ.
იმ წუთს არ უფიქრია შიშზე ლილიანს და საგულდაგულოდ შენახული ლურჯი ფურცელი, მაგიდაზე დაიდო, წინ.
- შევცვალე.
- ასე, ლილიან, ასე! კარგი გოგო ხარ! ყოჩაღი!
წაიკითხა ლილიანმა და ლოყები შეეფარკლა.
ირაკლიმ ასეთი ლილიანი წარმოიდგინა და მისთვის ეღიმებოდა. ახლა, კერამიკაზე, წითელს აღარ ხატავდა, მაგრამ დანარჩენს იგივეს ჯერ-ჯერობით.


***
ის თეთრი ფურცელი იყო აქამდე და, მერე, ლურჯმა ჩაანაცვლა.

***
"ლურჯი ლამაზი ყოფილა, მარგარეტ. იყავი მანდ, სადაც ხარ და აღარ გინდა ცივსისხლიანობა, მერწმუნე. იცი, როგორი ლამაზია ლურჯზე ლურჯი სიმრგვალეები? თითქოს, ირაკლის თქმის არ იყოს, მართლა მომავლის სხივი ყოფილიყოს.
ლურჯი ღრუბლები, რომ გამოჩნდება ცაზე, ახალი დღის დასაწყისია, თორემ სიბნელე ჯოჯოხეთს ნიშნავს. წითელი ამოილექა უკვე!
მთვარეც გალურჯდა.
ჰოდა, დაველოდოთ. იქნებ, ლურჯი მართლა კარგი იყოს, მარგარეტ."

დღე იყო.
ნათელი დღე.
გამონათებასავით იყო მზე, ცის თაღზე და თავს იწონებდა მწველი, ყვითელი სხივებით.
ლილიანი სამხატვრო აკადემიაში იყო. უფრო სწორედ, გარეთ იჯდა და მზის სხივებით ტკბებოდა. მის თავში, ირაკლით გამოწვეული ახალი რაღაც მოსწონდა. ისე მოსწონდა, მთელი მისი ცხოვრება რომ არ მჯდარა, ახლა, მის თეთრ, ნაზ კანს მზის სხივები ეფინებოდა.
- სევდა აღარ იგრძნობა იმდენად ღიმილში, ლილიან.
ირაკლის ხმას უკვე, ყველგან სცნობდა. თითქოს, მიეჩვია-ო და ყველგან ირაკლის ხედავდა. ჯიოევის ხმა ელანდებოდა ყველგან ლილიანს.
ტკბილი, ოდნავ ბოხი ხმა, რომელიც ლილიანში ათასგვარ გადატრიალებას ახდენდა.
ყველა მძაფრ შეგრძნებას იტევდა ლილიანის ორგანიზმი, ირაკლის თვალების რომ ეჩეხებოდა.
და გრძნობდა იმას, რასაც აქამდე ვერ!
განიცდიდა იმას, რასაც აქამდე ვერ!
ხედავდა, იმას რასაც აქამდე ვერ!
ესმოდა ის, რაც აქამდე ვერ!
ეს იქნებოდა გრძნობა, რომელიც ახალ ლილიანს დაბადებდა და რეპლიკაციას მოახდენდა მასში.
- ირაკლი.
ღიმილით უთხრა ლილიანმა. ცაზე, ლურჯ ღრუბლებს ახედა და თვალები კიდევ უფრო გაუბრწყინდა.
ლაღი იყო ლილიანი.
უფრთო ანგელოზი.
- რა გრძნობებს იტევ, თურმე.
ირაკლი ბედნიერი იყო. ჰო, ლილიანის გამო უხაროდა. მის თავში იმხელა ძალას პოულობდა, ლილიანის "გასალურჯებლად", უკვირდა, ხოლმე.
- ასე, ირაკლი. თვით ადამიანები გვაიძულებენ, ხოლმე, რომ დავიმალოთ. თეთრი კი არა, ნებისმიერი ფერი შავად იქცევა მერე და თვალებზეც იმხელა ნისლია, სიტყვა არ მოიძებნება, ირაკლი.
წარსულის კვალი წარუშლელია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში.
ლილიანსაც ახსენდებოდა. განა, უნდოდა თვითონ? არა, არა და არა!
არ გვინდა არავის ცუდი რაღაცები გავხსოვდეს, ხოლმე, მაგრამ ეს ცხოვრებაა დამპალი. გვეთამაშება ყოველთვის და ჩვენც, როგორც კაზინოში იტყუებენ და მოსწონთ თამაში, აზარტში შევდივართ ცუდთან ბრძოლისას. მერე, ისე ხდება, რომ ჩვენ ვაგებთ, ვნებდებით და გვიკვირს - განა, რა შემეძლო სხვა გამეკეთებინა-ო და ჩვენ თავს ვამართლებთ ყოველთვის.
დამპალია ცხოვრება,
მოთამაშე,
აზარტული,
და საშინელი!
ვერ გაექცევი და ვერ გადაახტები! აქ არაა არჩევანი. ან უნდა იყო მზად, ან არა და შავი ლაქა, ნაპრალივით დაიტოვო სხეულში.
- მთლად ლურჯიც არ ხარ, ლილიან. ცოტა სევდა გაქვს, ახლა მუქი ლურჯი ხარ. ცოტა გაღიავდი და ნახავ, რა კარგია, როცა იღიმი და გრძნობ გულის გახეთქვამდე, ყველაფერს გაორმაგებულად.
ისე გაფაციცებით უხსნიდა ირაკლი, თითქოს, ტვინში უბეჭდავდა-ო ლილიანს პირდაპირ.
- აქ, ამ აკადემიაში გავშავდი. ხალხია ბოროტი, ირაკლი, თორემ აქამდე მე თვითონვე ვეძებდი ბედნიერებას. მეგონა, ზუსტად ამ ხალში ვიპოვე. არადა, თურმე, აქ დამიკარგავს, ზუსტად ყველაზე ახლო ადამიანებში. მერე, ისევ ვეძებდი და პოვნას, აზრიც აღარ ჰქონდა ისე მომიცვა შავმა.
უკვე იცოდა ირაკლიმ, ლილიანის ღიმილი ახალ ეტაპს ნიშნავდა და იმას, რომ კვლავ დაიწყო ლილიანმა ბედნიერების ძებნა.
- ნუ გეშინია, ლილიან. მოიშორე ეს ლაქა. ეცადე და ნახავ, თუ არ გამოგივიდეს. ცხოვრება მშვენიერია, ლილიან! და შენ, რომელიც ბედნიერების პოვნის გზას ადგახარ, ადექი და ირწმუნე, რომ ცხოვრება მშვენიერია! დაძლიე!
- მადლობა. შენ ძალიან ლამაზი ხარ შინაგანად და უნდა გიხაროდეს. ყველას არ აქვს ეს ნიჭი!
გულწრფელი იყო ლილიანი და აღტაცებული ჯიოევით. უყურებდა და ღმერთს მადლობას უხდიდა, ირაკლის დროული გამოჩენისთვის.
- კალამი დაღალე, ხოლმე, ლილიან. ლურჯი კალამი, ლურჯ ფურცელზე და თვითონაც, თითქმის ლურჯი ხარ. რაღა გინდა ამაზე დიდი ბედნიერება?! შენ შენი თავი იპოვე, ლილიან.
ირაკლის მართლა უხაროდა!
ირაკლი ლილიანში ხედავდა ბედნიერებას!
ირაკლის უკვე, ეპოვნა მისი ბედნიერება!
უბრალოდ, ლილიანის ლურჯად ქცევას ელოდებოდა და მერე, ყველაფერს!
თვით, ირაკლი ჯიოევი უკვე, ცხოვრობდა ლილიანით.

***
ის დღე იყო და, საბოლოოდ ლურჯი გახდა ლილიანი!

***
"თურმე, ჩვენს თავს, თვითონვე დავცინით, მარგარეტ. შეგვიძლია და არ გვინდა! ჰო, არ გვინდა. აბა, მე რომ მდომოდა, განა, ამდენ ხანს ლურჯს ვერ ვიპოვნიდი? ცხვირწინ მედო სულ და არ მინდოდა, მარგარეტ.
ლურჯი კარგი ფერია! თბილი, სულ სხვა სისპეტაკის მქონე და შენც დაიჯერე.
აღარ გინდა ცივსისხლიანობა, მარგარეტ.
მშვენიერია ცხოვრება! ისე მშვენიერი, რომ შენც იგრძნობ. ნუღა დასცინი ადამიანებს, მარგარეტ. დააცადე ხალხს ბედნიერება და ერთმანეთის თავს, ნუღარ შეაძულებ.
ბედნიერებას, რომ ყველგან დაინახავ, მერე, შენ თვითონაც მოგინდება, მარგარეტ.
ტკბილია სამყარო, მაგრამ შენ არ შეუშალო ხელი.
მთვარეს გახედე, ხოლმე. ისეთი ლურჯია, თვალს ვერ მოაცილებ.
ცხოვრება მშვენიერია, მარგარეტ! და მე, ადრე, რომ შავი ვიყავი და ახლა ლურჯი გავხდი, გთხოვ, რომ დაიჯერო ეს!"

წვიმდა.
მაინც სიბნელე იყო.
და მარტო გიჟი, თუ გავიდოდა ასეთ ამინდში გარეთ.
და ჰო, სწორად მიხვდით, ლილიანი გაგიჟდა!
მხოლოდ იმ გაგებით გაგიჟდა, რომ წვიმაში დადიოდა ხელებგაშლილი, მხრებში გამართული, თავაწეული და მოციმციმე თვალებით.
იცინოდა ბედნიერებისგან. დიახ, ლილიანმა საბოლოოდ იპოვა ბედნიერება.
ისეთი ბუნებრივი იყო მისი სიცილი, მარგარეტსაც ესმოდა თითქოს.
- ასე, ლილიან ასე! ნახე, კერამიკა მოგიტანე.
ირაკლი წამში ჩნდებოდა, ხოლმე, ლილიანთან, როცა საჭირო იყო.
და ამ საჭიროებას ისე ცხადად გრძნობდა ორივე, გარდამავლობას წარმოადგენდა უერთმანეთობა.
- ირაკლი, აქ ხომ ლურჯია გოგონა მთლიანად და ისეთი ღიმილით, ადამიანი რომ თავს იპოვის. აღარაა წელში მოხრილი.
იქვე, წარწერას დააკვირდა ლილიანი.
"Né en bleu."
- გილოცავ, ლილიან. ლურჯი დაიბადა!
- ძალიან ლამაზია!
- კიდევ გამიმეორე.
კადრებივით მეორდებოდა იგივე მომენტები, მაგრამ ახლა სხვა რეალურობით.
- ძალიან ლამაზია, ირაკლი! ძალიან ლამაზი!
ლილიანს ირაკლი უხაროდა და მასში ნაპოვნი ბედნიერება.
წარმოდგენა გაგიჭირდებათ, როგორი ბედნიერი იყო იმ წუთს ორივე.
რეპლიკაცია მოხდა ლილიანში.
დიახ, გაორმაგება!
მეორე ლილიანი იყო და ძველი, იშვიათად გამოჩნდებოდა, ხოლმე ირაკლი, რომ რამდენიმე დღით გადაიკარგებოდა სადღაც.
ისიც, მისი პროფესიის გამო, თორემ ისე, სულ ერთად იყვნენ.

***
- ცას ახედე, ლილიან. ლურჯი მთვარეა. ბედნიერების ლურჯი! ისეთი, როგორიც შენ ხარ ახლა. იღიმი, ვიცი.
ირაკლი რეალური იყო.
ლილიანიც.
და მათი გრძნობა, კიდევ უფრო რეალური.
თვალები გასცემენ ადამიანებს-ო და ლილიანის გაბრწყინებული თვალები ლურჯ მთვარეს უყურებდა.
ბედნიერი იყო ლილიანი და კიდევ უფრო ბედნიერი, ირაკლი.
ორ ხელოვან ადამიანს შორის გაბმული ძაფი, გაუწყვეტელია და არ არსებობდა რამე, რაც რომელიმეში გრძნობას გაანელებდა.
- მადლობა, ირაკლი, მადლობა, რომ ხარ და არსებობ ჩემთვის.
ნეტავ იცოდეთ, რა ხდებოდა ლილიანის გულში. სისხლის მიმოქცევის დიდ და მცირე წრეებში, ისე ხდებოდა ბედნიერების ჰორმონების გადაადგილება, სიცხადისგან ტიროდა ლილიანი.
- ჩემი ლურჯი გული ხარ, ლილიან.
ეს იყო და როგორც ფირზე კადრები, ისე ჩაიბეჭდა ლილიანში სიტყვები და აღარც ამოშლილა დღემდე.
არც ამოიშლება, მერწმუნეთ.
ასე, ტელეფონზე გამოხატული სიტყვებიდანაც რეალურობას გრძნობდა ლილიანი.
- კიდევ მადლობა, ირაკლი.

ლილიანს ლურჯი მთვარის შუქი დაჰნათოდა. ლამპიონებიც მკაფიოდ ანათებდნენ.
და ლილიანი, ბოლო, გამოსამშვიდობებელ წერილს უტოვებდა მარგარეტს ლურჯი კალმით.
"მშვიდობით, მარგარეტ. მე შენგან განვთავისუფლდი და ლურჯი ვიპოვე. შენც იპოვე ლურჯი, ბედნიერების ფერია, სილაღის და სიყვარულის!
კარგი იყო შენთან ყოფნა, მაგრამ ლურჯად ქცევა, კიდევ უფრო კარგი.
მომავლის სხივია ლურჯი და შენც ხო გინდა მომავალში ყოფნა, ადექი და მოძებნე ლურჯი.
აღარ შევხვდებით, დამიჯერე.
მშვიდობით, მარგარეტ.
მე მართლა მიყვარდი შენი სიშავით, მაგრამ ახლა აღარ!
ლურჯის პოვნას გისურვებ! განა, სხვა რა შემიძლია გითხრა ამაზე უკეთესი?! და ლურჯს, რომ იპოვი, მერე გამეცი პასუხი ამ კითხვაზე, მანამდე არა!"

და მას მერე, კედლებზე აღარ იყო შავი ნახატები.
სულ სხვადასხვა ფერი იყო ირგვლივ.
ჭარბობდა ლურჯი.
და ლურჯი ეცვა ყოველთვის ლილიანს.
ირაკლი და ლილიანი ლურჯად ხედავდა ბედნიერებას და უხაროდათ ყოველი წამი.
მთვარე სულ ლურჯი იყო.

***
ლილიანი დაიფიცებდა, რომ დედამიწაზე, ყველაზე დიდი ბედნიერება ირაკლი ჯიოევი იყო.
ლილიანს სჯეროდა.
ლილიანი გრძნობდა.
ლილიანი განიცდიდა.
და მთავარი, ლილიანს უყვარდა.
ჰო, ლილიანს უღმერთოდ უყვარდა ის, ვინც დაანახა ბედნიერება და უჩვენა სწორი გზა.
ლურჯი იყო ლილიანი!
- ლილიან, ყველაზე დიდი ბედნიერება ხარ შენ!
- მადლობა, ირაკლი, მადლობა!
ლილიანი ყოველთვის მადლობას იხდიდა და იმხელა მადლიერებას იტევდა მისი გული, აღარ იცოდა, რამდენი მადლობა უნდა გადაეხადა ირაკლისთვის.
გული ყოველთვის სწრაფად უცემდა ლურჯ ლილიანს.
სისხლიც სწრაფად მოძრაობდა ლურჯ ლილიანში.
და ჰო, ზუსტად ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება.

***
და ამის მერე, აღარ ყოფილა არც შავი დღე-ღამე.
და ამის მერე, აღარ ყოფილა შავი ლილიანში.
უყვარდათ იმ გრძნობით, რომელიც ყველას არ შეუძლია.
და ამის მერე, ყოველთვის ლურჯი იყო ლილიანი, ირაკლისთან ერთად!



ლურჯო, მადლობა, მადლობა და კიდევ, მადლობა!
ლურჯისაა ეს!
ლურჯია ბედნიერება!
და იმედი მაქვს, მოგეწონებათ.
ლურჯს მოეწონა და მეც.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი blue girl

სადღა დავწერო, სადღა დავპოსტო და სადღა ვიყვირო. შენზედა შენს ისტორიებზე,რომ ვგიჟდები ეგ ისედაც იცი მაგრამ დღეიდან ეს არის ჩემი ფავორიტიც და ყველაფერიც. ვერ წარმოიდგენ რამხელა ბედნიერების ოკეანეში ჩამაყვინთვინე. ისეთი დაღლილი მოვედი სახლში, თავს ვერ ვწევდი მაგრამ როგორცვე შენი მესიჯი დამხვდა ,,დაგიწერე" აი ხელები ამიკანკალდა ემოციებისგან. ყველაფერი დამავიწყდა. 3 საათისწინ ვკვდებოდი გადაღლილობისგან, ახლა კი 1:34ია და მეისევ გაკრეჭილი სიფათით ვზივარ და ამ კომენტარს ვწერ რადგან აღარვიცი ამდენი ემოცია სადშევტენო.

ჩემზე არაა დაწერილი მაგრამ ჩემთვისაა,ჩემშია და ჩემია. ამაზე ბედნიერი მხოლოდ მაშინ ვიყავი ძმა,რომ მეყოლა. დამიჯერებ, რომ ასეთირამ მეტჯერ, ასე გულწრფელად არ განმიცდია?
არვარ ემოციური მაგრამ ახლა რასაც ვგრძნობ ემოციებზე მეტია. სიტყვებზე მეტია. ქმედებებზე მეტია. თითოეულ სიტყვას ვგრძნობდი და შენს გულწრფელობას მათში.
მადლობა,რომ ასეთი რამ დამმართე.
მადლობა თითოეული წამისთვის,რომელიც ამ გაგანია გამოცდებში მე დამითმე.
მადლობა გულწრფელობისთვის და მადლობა იმისთვის,რომ არსებობ,რომ შეგიძლია გამაბედნიერო და ახლანდელი მდგომარეობა,რომ შენი დამსახურებაა.
ვგიიიიიიჟდეეეეებიიიიიიიშეეენნზეეეეეეეე

 



№2  offline ახალბედა მწერალი ელპინი

blue girl
სადღა დავწერო, სადღა დავპოსტო და სადღა ვიყვირო. შენზედა შენს ისტორიებზე,რომ ვგიჟდები ეგ ისედაც იცი მაგრამ დღეიდან ეს არის ჩემი ფავორიტიც და ყველაფერიც. ვერ წარმოიდგენ რამხელა ბედნიერების ოკეანეში ჩამაყვინთვინე. ისეთი დაღლილი მოვედი სახლში, თავს ვერ ვწევდი მაგრამ როგორცვე შენი მესიჯი დამხვდა ,,დაგიწერე" აი ხელები ამიკანკალდა ემოციებისგან. ყველაფერი დამავიწყდა. 3 საათისწინ ვკვდებოდი გადაღლილობისგან, ახლა კი 1:34ია და მეისევ გაკრეჭილი სიფათით ვზივარ და ამ კომენტარს ვწერ რადგან აღარვიცი ამდენი ემოცია სადშევტენო.

ჩემზე არაა დაწერილი მაგრამ ჩემთვისაა,ჩემშია და ჩემია. ამაზე ბედნიერი მხოლოდ მაშინ ვიყავი ძმა,რომ მეყოლა. დამიჯერებ, რომ ასეთირამ მეტჯერ, ასე გულწრფელად არ განმიცდია?
არვარ ემოციური მაგრამ ახლა რასაც ვგრძნობ ემოციებზე მეტია. სიტყვებზე მეტია. ქმედებებზე მეტია. თითოეულ სიტყვას ვგრძნობდი და შენს გულწრფელობას მათში.
მადლობა,რომ ასეთი რამ დამმართე.
მადლობა თითოეული წამისთვის,რომელიც ამ გაგანია გამოცდებში მე დამითმე.
მადლობა გულწრფელობისთვის და მადლობა იმისთვის,რომ არსებობ,რომ შეგიძლია გამაბედნიერო და ახლანდელი მდგომარეობა,რომ შენი დამსახურებაა.
ვგიიიიიიჟდეეეეებიიიიიიიშეეენნზეეეეეეეე

პირველ რიგში, მადლობა, რომ ხარ და მთავარია, ხარ ლურჯი!
დიახ, ლურჯი. ბედნიერების ყველაზე დიდი ფერი!
არანორმალური ხარ!
და მე, ისევ გული მაქვს ცუდად.
რომ გითხარი - კაპლს დავლევ - მეთქი, მართლა დავლიე. ვერ დავმშვიდდი.
პირიქით, აქ მთლად სასწაული დამახვედრე და ისე ხომ, აი, არ ვიცი.
ამ თვეების განმავლობაში, დამეფიცება, რომ არც ერთხელ, ამხელა ბედნიერება არ მიგრძვნია და მიხარია, რომ შენთვის ამდენად ღირებულია.
მიხარია, რომ გიცნობ და მადლობა, რომ მოხვედი ჩემამდე, ლურჯო!
რამხელა ბედნიერებაა ამ სიტყვების მოსმენა, რომ იცოდე და რამხელა ბედნიერებაა, როცა შენს შვილს სხვას ჩუქნი და ისიც, შვილივით იღებს. მიხარია, მიხარია, სასწაულად მიხარიაააააა!
ემოციებს ვეღარ იტევს ჩემი გული და მართლა გასკდება, მგონი.
საათს ვუყურებ და გამოშტერებული ვარ. სულ აღარ მახსოვს გამოცდები, რა დროს ეგაა...
ემოციური რომ არ ხარ, ვიცი.
ისეთები მითხარი და სიყვარული ისე გამოხატე...
მადლობა, რომ არსებობ, ლურჯო!
მადლობა და კიდევ, უამრავი მადლობა ყველაფრისთვის.
თითოეული ამ სიტყვისთვის მადლობა.
ემოციების გაზიარებისთვის მადლობა და ყველა წამისთვის მადლობა!
იმაზე მეტი ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია, ლურჯო.
გაკოცე ბევრიიიიიი!

 



№3  offline წევრი მარიკუნაა♥️

უხხ ეს ფრანგული რომ აკვდება მუდამ ასეთ ნაწერებს!
რა გითხრა, ანა მეტი?
ხომ იცი შენ ისედაც ყველაფერი.
ხომ იცი ყველაზე გიჟი და ძლიერი რომ ხარ, თან ერთად?

ხოდა, მიყვარხარ.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№4  offline მოდერი Girl with pretty smile

მართალია,არ ვარ ლურჯი
მართალია,არ არის ლურჯი ჩემი ფერი,
მაგრამ ვიგრძენი.
ვიგრძენი მასში ჩაქსოვილი სითბო.
ალბათ ეს ისტორია სხვას რომ დაეწერა
ვერ ვიგრძნობდი.
შენ შეგიძლია მხოლოდ ასე გადმოცემა.
შენ შეგიძლია ჩემამდე ასე მოტანა.
შენ შეგილია გრძნობების არევა,
შენი ისტორიების წყალობით ვარ ახლა მე შენთან.
მომეწონა?!კი,რა თქმა უნდა,ამას არ სჭირდება ზედმეტი.
ლურჯი?!ნელ-ნელა შემიყვარდა,მაგრამ ჩემ ფერებს ვერ დამავიწყებს.
თუმცა შენ ?!მუდამ ახრხებ და ახალს იწვევ.
რა უნდა გითხრა ანა?!
უკვე სიტყვებსაც ვეღარ ვუყრი თავს.
ახლა კი ერთს შემპირდი.არც ერთი წვეთი ცრემლი,პირობა პირობაა!
აღარც კი ვიცი რა გითხრა.
ვცდილობ გადმოვცე,მაგრამ ტვინში ქაოსია და სიტყვებს ვერ ვალაგებ.
იმედია ხვდები რისი თქმაც მინდა,
იმედია ხვდები ,რომ აღარ მყოფნის ის სიტყვები რითაც შეგაქებ.
შევაქებ შენ განსხვავებულ სტილს რომელიც ასე ძალიან მომწონს,მადლობა დაო.
მადლობა და მიყვარხარ !

 



№5  offline ახალბედა მწერალი ელპინი

მარიკუნაა♥️
უხხ ეს ფრანგული რომ აკვდება მუდამ ასეთ ნაწერებს!
რა გითხრა, ანა მეტი?
ხომ იცი შენ ისედაც ყველაფერი.
ხომ იცი ყველაზე გიჟი და ძლიერი რომ ხარ, თან ერთად?

ხოდა, მიყვარხარ.

არ ვიცი, ეს ფრანგული თუ წერია სწორად, მაგრამ ისე საშინლად მომეწონა, წაშლას აღარ ვაპირებ.
მადლობა, მარიამ.
შენც ხომ იცი, რამდენს ნიშნავს ჩემთვის ძლიერს, რომ მიწოდებენ?
ჰოდა, მადლობა, მარიამ!
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა.
ვგიჟდები შენზე და ასეთი სიტყვების შენგან მოსმენა, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
ყველაზე დიდი მადლობელი ვარ შენი, იმისთვის, რომ ამდენი ხანია ჩემ გვერდით ხარ.

Girl with pretty smile
მართალია,არ ვარ ლურჯი
მართალია,არ არის ლურჯი ჩემი ფერი,
მაგრამ ვიგრძენი.
ვიგრძენი მასში ჩაქსოვილი სითბო.
ალბათ ეს ისტორია სხვას რომ დაეწერა
ვერ ვიგრძნობდი.
შენ შეგიძლია მხოლოდ ასე გადმოცემა.
შენ შეგიძლია ჩემამდე ასე მოტანა.
შენ შეგილია გრძნობების არევა,
შენი ისტორიების წყალობით ვარ ახლა მე შენთან.
მომეწონა?!კი,რა თქმა უნდა,ამას არ სჭირდება ზედმეტი.
ლურჯი?!ნელ-ნელა შემიყვარდა,მაგრამ ჩემ ფერებს ვერ დამავიწყებს.
თუმცა შენ ?!მუდამ ახრხებ და ახალს იწვევ.
რა უნდა გითხრა ანა?!
უკვე სიტყვებსაც ვეღარ ვუყრი თავს.
ახლა კი ერთს შემპირდი.არც ერთი წვეთი ცრემლი,პირობა პირობაა!
აღარც კი ვიცი რა გითხრა.
ვცდილობ გადმოვცე,მაგრამ ტვინში ქაოსია და სიტყვებს ვერ ვალაგებ.
იმედია ხვდები რისი თქმაც მინდა,
იმედია ხვდები ,რომ აღარ მყოფნის ის სიტყვები რითაც შეგაქებ.
შევაქებ შენ განსხვავებულ სტილს რომელიც ასე ძალიან მომწონს,მადლობა დაო.
მადლობა და მიყვარხარ !

მადლობა, დაო!
მადლობა და აღარ ვიცი უკვე, მერამდენე მადლობა უნდა გადაგიხადო.
აღარ ვიცი უკვე, როგორ უნდა გადაგიხადო შენ ის ამაგი, რაც ჩემთვის გაქვს გაწეული. აღარ ვიცი, რა უნდა გავაკეთო შენთვის ისეთი, რომ გული გაგისკდეს ბედნიერებისგან ისე, როგორც მე მმართებ ყოველთვის.
და რომ იცი ხოლმე, რა დღეში ვვარდები ასეთ სიტყვებს რომ მეუბნები, მაგრამ მაინც არ გეცოდები და ყოველთვის, ორმაგად მეტს მეუბნები.
ბედნიერება ხარ შენ!
ყველას სხვა ფერი აქვს ჩემთვის, მაგრამ შენ სულ სხვა ხარ!
მერე რა, რომ ლურჯი არ არის შენი ფერი, მიხარია, რომ ამდენი ემოცია გამოიწვია შენში და ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ.
არ შეიძლება, ამაზე დიდი ბედნიერება არსებობდეს, მგონი.
შენ ხარ ჩემი მოციმციმე ვარსკვლავი!
და შენ ხარ ჩემი იმედი, ხომ იცი, დაო?!
ყველაზე ძვირფასი ხარ შენ!
მადლობა, მადლობა და კიდევ, უამრავი მადლობის თქმა მომიწევს, ვიცი.
გკოცნი ბეეეევრს!

 



№6 სტუმარი მარი. ელ❤

დავაგვიანეე:( საოცარია განსხვავებული როგორც ყოველთვის ჩემო ბრილიანტოო ჩემო განსაკუთრებულოო ტკბილოოო:) მიყვარხარ ძალიააან გაკოცე ბევრიიი❤❤❤

 



№7  offline ახალბედა მწერალი ელპინი

მარი. ელ❤
დავაგვიანეე:( საოცარია განსხვავებული როგორც ყოველთვის ჩემო ბრილიანტოო ჩემო განსაკუთრებულოო ტკბილოოო:) მიყვარხარ ძალიააან გაკოცე ბევრიიი❤❤❤

არა უშავს, შაქარყინულო.
მე, ყოველთვის გელოდები, ხომ იცი.
ძალიან დიდი მადლობა, ჩემო გოგო. უზომოდ მიხარია.
გკოცნი ბეეეევრს!!❤❤❤❤❤

 



№8  offline წევრი Mariam Shengelia_3

ვგიჟდები ლურჯზე! ბევრი მიზეზის გამო, ხოდა იმ მიზეზებს ეს ისტორიაც დაემატა.
ნუ შენ რასიტყვებითღა უნდა აღგწერო აღარვიცი...საოცრებახარ ჩვეულებრივი! ვგიჟდები შენზე ჩემო ელპინ! გთხოვ, არასოდეს შეწყვიტო წერა????

 



№9  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Mariam Shengelia_3
ვგიჟდები ლურჯზე! ბევრი მიზეზის გამო, ხოდა იმ მიზეზებს ეს ისტორიაც დაემატა.
ნუ შენ რასიტყვებითღა უნდა აღგწერო აღარვიცი...საოცრებახარ ჩვეულებრივი! ვგიჟდები შენზე ჩემო ელპინ! გთხოვ, არასოდეს შეწყვიტო წერა????

მარ, როგორ მაბედნიერებ, რომ იცოდე.
მეც ვგიჟდები ლურჯზე და ჰო, ძალიან გამიხარდა, რომ შენც!
ყველაზე ლამაზი თვალები გაქვს შენ, მარ.
თვითონვე ხარ საოცრება და უალმაზესიც!
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. უზომოდ მიხარია.
და მალე დაბრუნდი, თავი ნუ მოგვანატრეეეეე.
<333333

 



№10 სტუმარი M.M.

ამ წამს სიცოცხლეც მეზარება,
მაგრამ ლურჯი არ მაძლევს საშუალებას დავიძინო.
შენ იცი, რა გადავიტანე ამ ბოლო კვირას, იცი შენი ისტორიაც როგორ გადამავიწყდა, იცი როგორ დამავიწყდა დაპირება "წავიკითხავ"...
სანამ არ გამახსენე და არ დამილინკე "ლურჯს" თავი ვერ მოვაბი, რა...
მაგრამ ვიცი, არ იფიქრებ, ძალით წაიკითხაო,
ან თუნდაც არ ვაღელვებო.

"წერა"-ზე თეთრი ფურცელი და ლურჯი კალმისტარი გამახსენდა, მაგრამ არა-წითელი, როგორც შენ გქონდა ნახსენები.
მერე იყო - ლურჯი კალამი და ლურჯი ფურცელი.
როგორ მომწონს ლურჯი.
თავისებური ფერია, განსაკუთრებული და გამორჩეული.
მაგრამ აიტაცებენ ლურჯს და გაუფერულდება, როგორც ყველა...
ლურჯი იქნება მუდამ ბედნიერება და თავისებური სევდა.

"ჩემი ლურჯი გული ხარ"!

წითელი არ მიყვარს, მაგრამ სისხლი ლამაზია, თავისებურად :)))))))
შავი არ მიყვარს, არც თეთრი, მაგრამ შავ-თეთრი?!
ერთმანეთს ძალიან, ძალიან უხდებიან.

ირაკლი ჯიოევი.
როგორი გვარი აქვს და მერე, სახელი?!
"ირაკლი"-სთან ზოგადად იმდენი კარგი მოგონება მაკავშირებს, არასდროს მინდა გაქრეს, არც ერთი.
ერთი ფოტო მეც გადამიღოს, რა. :))) კარგი პროფილი მაქვს :))))
ლილიანი და მარგარეტი.
მარგარეტი ლილიანის მისი მეორე მე იყო?! იქნებ არც იყო. :)))

გითხარი, არ მინდა საიტზე კომენტარის დატოვება-მეთქი, მაგრამ ვერ მოვითმინე, ვერ გავძელი.
ისიც გითხარი, თქვენი ნოსტალგია მაქვს-მეთქი.
გავაფრენ, ელპინ, გავაფრენ!
ვიცი, რომ მიცნობ, ორი აზრი არ არსებობს!
ჩემი დიდი, ძალიან დიდი ხარ შენ! დიდი ლურჯი ბედნიერება!
მიყვარხარ, ელპინ!
ყველაზე დიდო!

 



№11  offline ახალბედა მწერალი ელპინი

M.M.
ამ წამს სიცოცხლეც მეზარება,
მაგრამ ლურჯი არ მაძლევს საშუალებას დავიძინო.
შენ იცი, რა გადავიტანე ამ ბოლო კვირას, იცი შენი ისტორიაც როგორ გადამავიწყდა, იცი როგორ დამავიწყდა დაპირება "წავიკითხავ"...
სანამ არ გამახსენე და არ დამილინკე "ლურჯს" თავი ვერ მოვაბი, რა...
მაგრამ ვიცი, არ იფიქრებ, ძალით წაიკითხაო,
ან თუნდაც არ ვაღელვებო.

"წერა"-ზე თეთრი ფურცელი და ლურჯი კალმისტარი გამახსენდა, მაგრამ არა-წითელი, როგორც შენ გქონდა ნახსენები.
მერე იყო - ლურჯი კალამი და ლურჯი ფურცელი.
როგორ მომწონს ლურჯი.
თავისებური ფერია, განსაკუთრებული და გამორჩეული.
მაგრამ აიტაცებენ ლურჯს და გაუფერულდება, როგორც ყველა...
ლურჯი იქნება მუდამ ბედნიერება და თავისებური სევდა.

"ჩემი ლურჯი გული ხარ"!

წითელი არ მიყვარს, მაგრამ სისხლი ლამაზია, თავისებურად :)))))))
შავი არ მიყვარს, არც თეთრი, მაგრამ შავ-თეთრი?!
ერთმანეთს ძალიან, ძალიან უხდებიან.

ირაკლი ჯიოევი.
როგორი გვარი აქვს და მერე, სახელი?!
"ირაკლი"-სთან ზოგადად იმდენი კარგი მოგონება მაკავშირებს, არასდროს მინდა გაქრეს, არც ერთი.
ერთი ფოტო მეც გადამიღოს, რა. :))) კარგი პროფილი მაქვს :))))
ლილიანი და მარგარეტი.
მარგარეტი ლილიანის მისი მეორე მე იყო?! იქნებ არც იყო. :)))

გითხარი, არ მინდა საიტზე კომენტარის დატოვება-მეთქი, მაგრამ ვერ მოვითმინე, ვერ გავძელი.
ისიც გითხარი, თქვენი ნოსტალგია მაქვს-მეთქი.
გავაფრენ, ელპინ, გავაფრენ!
ვიცი, რომ მიცნობ, ორი აზრი არ არსებობს!
ჩემი დიდი, ძალიან დიდი ხარ შენ! დიდი ლურჯი ბედნიერება!
მიყვარხარ, ელპინ!
ყველაზე დიდო!

მონაწერი რომ ვნახე, შენ თავს გეფიცები, უკვე აქ შემოსვლა მეშინოდა და დახვედრილის წაკითხვა.
არ ველოდებოდი.
უფრო იმიტომ, რომ არ მინდოდა, ჩემ გამო ისევ დაგეწერა კომენტარი, ნოსტალგია წამით შეგევსო და მერე, ისევ დაწყებულიყო თავიდან.
წამში, ცუდიდან კარგისკენ, მაგრამ ისევ ცუდისკენ.
მაპატიე, რომ ჩემ გამო ისევ მოდი, თუ არ გინდოდა.
ან, თუ გინდოდა, მაინც მაპატიე.
არ მიფიქრია, რომ ძალით წაიკითხე.
რა სისულელეა.
რომ არ ვიცოდე და მით უმეტეს, არ გიცნობდე, ვიფიქრებდი მაგას, მაგრამ არა, რა თქმა უნდა!
მე ისე ვტიროდი ამის წერის დროს...
გახსენებაც მეზიზღება ხოლმე და აქ, ამ ნაწერში, ყველაზე მეტად ვიპოვე ჩემი თავი, ფერებთან ასოცირებული.


მიყვარს წითელი სისხლი, თორემ თვითონ ფერი-არა.
შავი კი.
თეთრი კიდევ, ყველაზე სუფთა ფერია.
შავ-თეთრი სხვა სტიქიაა.
აი, ადამიანები ხომ ერთმანეთს პოულობენ და მერე მთელი ცხოვრება ერთად არიან, ეგრეა შავ-თეთრიც.
თითქოს, იპოვესო ერთმანეთი და უერთმანეთოდ, იმხელა ხიბლი აღარ აქვს, როგორც ერთმანეთთან.


ინსტიქტურად შევარჩიე სახელიც და გვარიც.
ყოველთვის მინდოდა ეს გვარი გამომეყენებინა, მაგრამ ვთვლიდი, რომ აქამდე არსებულ პერსონაჟებს, არც ერთს შეეფერებოდა.
ახლა დაჯდა.
კი არადა, დააკვდა, მგონი.
ან, მგონი ზედმეტია საერთოდ.
ირაკლი ჯიოევი ჩემთვის, არც ერთ რეალურად არსებულ ადამიანთან ასოცირდება!
მით უმეტეს, რაც ცოტა ხნის წინ გითხარი, მას მერე.
რადიკალურად განსხვავებულია ირაკლი ჯიოევი და დამეფიცება,
მისი ორეული ვერ იარსებებს ვერანაირად!
ნეტავ, ჯიოევი მართლა არსებობდეს, მაგრამ ისე შევქმენი, ისე იდეალურია, რომ გამორიცხულია ეგეთი ვინმე იყოს.
შანსიც კი გამოუთვლელია მაგის.
არადა, მართლა რომ იყოს, რა კარგი იქნებოდა.
პირად ფოტოგრაფად დაგისვამდი, მართლა.
მარგარეტი იყო ლილიანის მეორე მე, მაგრამ ლურჯამდე, მერე გაქრა მარგარეტიც.
ან, შეიძლება ითქვას ისიც, რომ ხან იყო, ხან არა...
არადა, ხო უცნაური იყო მარგარეტი.
ცოტა სხვა სტილი გამომივიდა ყველა პერსონაჟი და იმდენად ბევრს ვფიქრობ, ასე მგონია, რაღაც სასწაულები არიან.
მარგარეტი ყველაზე საუკეთესო იყო ჩემთვის ამათგან!
გამორჩეული.
საინტერესო.
და ავისმომასწავებელი!


მიხარია, რომ ჩემ გამო მოდი, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, არ მინდოდა უფრო გტკენოდა დაწამით შევსებული ნოსტალგია, ისევ გაგღვივებოდა.
ცოტაც და, დალაგდება ყველაფერი, მე გაძლევ პირობას!
აქაც მოხვალ.
ნუ, ჩემთან ისედაც ხარ.
და ჰო, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა შენ!
ლურჯი სხვა ფერია.
თითქოს და, ცალკე გამოყოფილი ადამიანივითაა და მისი მახასიათებლები აქვს.
მიყვარხარ, პატარა.
და,
ისევ მადლობა, რომ ხარ ამ წუთს, აქ!

 



№12  offline მოდერი სალანდერი

შემარცხვინე ელ, საკუთარი სიშავის შემრცხვა.
არა და ღმერთია მოწმე როგორ ვგიჟდები მე ჩემს "შავ ფერზე", მაგრამ მომინდა სილურჯე, ახლა ამ წუთას.
მალე გადამივლის ეს სურვილი, მაგრამ ახლა მომანდომე რატომღაც.
იცი ასეთი ფრაზა მაქვს განაგონი "ყველაზე მხიარულებს ყველაზე სევდიანი გული აქვთ_ო"
და შენი ფრაზაა ელ, ძალიან შენი ❤

 



№13  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
შემარცხვინე ელ, საკუთარი სიშავის შემრცხვა.
არა და ღმერთია მოწმე როგორ ვგიჟდები მე ჩემს "შავ ფერზე", მაგრამ მომინდა სილურჯე, ახლა ამ წუთას.
მალე გადამივლის ეს სურვილი, მაგრამ ახლა მომანდომე რატომღაც.
იცი ასეთი ფრაზა მაქვს განაგონი "ყველაზე მხიარულებს ყველაზე სევდიანი გული აქვთ_ო"
და შენი ფრაზაა ელ, ძალიან შენი ❤

შეიძლება, მართლა გავაფრინო ახლა.
აღარ ვიცი, რა უნდა გითხრა და რითღა გიპასუხო. როგორ გამოვხატო, რისი თქმა მინდა.
და ეგ ფრაზაც ისე რეალურად მიკავშირდება, სიმწრის სიცილით გამეცინა.

ბედისწერა ისაა, რომ მეც შავი ვარ.
და ღმერთმანი, მიყვარს მაინც.
ლურჯიც მიყვარს, შავის მერე.
მიხარია, რომ გიპოვნე და მადლობას გიხდი მთელი გულით.
♡♡♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent