შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (თავი მეცხრე)


25-05-2018, 09:44
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 174

ქვეცნობიერი და ჩემი დემონები (თავი მეცხრე)

- ვიცი, ეს შენი დამსახურებაა. შენმა სიყვარულმა მთლიანად შემცვალა და ბედნიერი ვარ, ამ სიტყვებს ასე გულწრფელად პირველად ვამბობ.
- მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ!
-------------------

რაც მჭირდებოდა, ცოტაოდენი ტანსაცმელი და პირადი ნივთები ჩავალაგე. მანქანაში ჩავჯექი და მშობლიური გურიისაკენ გავეშურე. ამ სოფელში, ბოლოს, რვა წლის წინ ვიყავი, სკოლა დავამთვარე თუ არა, სოფელზე და დაზე უარი ვთქვი და თბილისში გადავიხვეწე. დასთან არასოდეს მქონია კარგი ურთიერთობა; ის ჩემზე ათი წლით დიდი იყო. მის თვალში მე მუდამ გაუწონასწორებელი, პატარა გოგო ვიყავი, რომელსაც არასოდეს აინტერესებდა ოჯახური საქმეები და დღედაღამეს წიგნებთან ატარებდა. ცინიკურად უყურებდა იმ საკითხსაც, რასაც ჩემ მომავალზე ვამბობდი. მისი აზრით, ვერასოდეს შევძლებდი დამეწერა წიგნები და საერთოდაც ხელს მიშლიდა ოცნებაშიც კი. ამიტომ როგორც კი შანსი მომეცა, მასზე უარი ვთქვი და ყოველგვარი სინანულის გარეშე მისი ცხოვრებიდან გავუჩინარდი. ახლა კი, როდესაც ჩემ წარსულთან ასე ახლოს ვიყავი, საკუთარ თავში დარწმუნებული და ამაყი იმით, რომ მე ეს შევძელი, მასთან შეხვედრის არანარი შიში არ გამაჩნდა. დასთან ურთიერთობის მოგვარება მსურდა თუმცა, მისი უარის შემთხვევაში, ვიცოდი გულს ვეღარ მატკენდა მისი სიტყვები, მე უკვე მე ვიყავი, ოცნება ახდენილი, წარმატებული მწერალი. სახლის შესასვლელთან გავაჩერე ავტომობილი და ჟანგმოდებული „ჭიშკარი“ შევაღე. თითქოს არაფერი შეცვლილა და ყველაფერს ძველებური იერი შერჩენოდა. მხოლოდ სახლი მეჩვენა იმაზე მეტად შელახული, ვიდრე დავტოვე. ეს სახლი არასოდეს მიყვარდა. მასთან კარგი მოგონება არ მაკავშირებდა. ეზო ნახევრად გავიარე და სახლის ზღურბლზე უკვე შევნიშნე ჩემი და, რომელიც ჯერ ისევ ახალგაზრდა იყო, თუმცა სოფლის ყაიდას მასზე უკვე მოეხერხებინა მტანჯველი კვალის დატოვება. ტანჯვა ხომ ადამიანს მუდამ სახეზე აესახება, მისი ცივი სახის მიღმა კი, საკმაოდ ნათლად შეიძლებოდა ყოველი მისი განსაცდელის ამოკითხვა. თვალები მოიჩრდილა და როცა დარწმუნდა, რომ ნამდვილად მე ვიყავი, ჩემსკენ რამოდენიმე ნაბიჯი გადმოდგა, მეც მის წინ გავჩერდი და თვალებში ჩავხედე. უხმოდ ამათვალერა. თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე შემისწავლა, მეც თვალი არ მომიშორებია მისთვის. ურყევი მზერით გავბურღეთ ერთმანეთი.
- არ გელოდი. ბოლოს ისევ მან დაარღვია სიჩუმე.
- მხოლოდ ამის თქმა შიგიძლია?
- შემოდი. შინ ისე შემიპატიჟა თითქოს ეს სახლი მხოლოდ მას ეკუთვნოდა, მე კი უბრალოდ გამვლელი ვიყავი, რომელიც წყლის დასალევად შეჩერდა. არაფერი შეუცვლია, გავიფიქრე შინ შესულმა, ისევ ძველი ხის მაგიდები და სკამები, ისევ ჩამონგრეული ჭაღი, გაშავებული ფარდები, გაჭვარტლული ჭერი, მოკლედ, საერთოდ არაფერი შეუცვლია ჩემს დას ამ რვა წლის მანძილზე. სახლში უჩვეულო სიჩუმე იდგა და მივხვდი ბავშვები სკოლაში იქნებოდნენ.
- შენი ქმარი სად არის? ვკითხე, როდესაც სადილი გააწყო.
- სამუშაოდ, გვიან მოვა. გაუხარდება შენი ჩამოსვლა.
- და შენზე რას მეტყვი?
- რა უნდა გითხრა ნინა, მიხარია რომ კარგად ხარ. არც კი ცდილობს თავლებში ჩამხედოს, თითქოს აქ არ ვიყო, თავისთვის უფრო ბურტყუნებს ვიდრე ჩემი მისამართით.
- მე არ მითქვამს რომ კარგად ვარ. წყლის ჭიქა შევათვალიერე და ისევ უკან დავაბრუნე.
- ლაქა აქვს? გამომტაცა ხელიდან.
- დამშვიდდი უბრალოდ შევათვალიერე. არ აქვს ლაქა. ოდნავ დამშვიდდა.
- შენ ხომ ყველაფერს მიაღწიე რაც გინდოდა.
- და შენ ეს არ გახარებს, არა? გულის სიღრმეში ვნანობაქ ჩამოსვლას მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებ.
- ნუ სულელობ, შეიძლება ადრე შენს ოცნებას უბრალო ახირებად ვთვლიდი და შენ შესაძლებლობას არ ვაფასებდი, მაგრამ შენი ყველა წიგნი შევიძინე ეს გაკმაყოფილებს?
- წიგნის შეძენა არ ნიშნავს საკუთარი დის სიყვარულს თეა, მაგრამ შენთან ჩხუბს არ ვაპირებ.
- შენ თავს შეხედე, ნამდვილი ქალი გახდი, კარგად გაცვია, ლამაზად გამოიყურები. მე შემომხედე, შენს ფონზე არარაობა ვარ.
- არარაობა არ ხარ და არც ჩემი ბრალია შენი ასეთ დღეში ყოფნა. შენ უნდა გეზრუნა ჩემზე, როცა დედამ მიგვატოვა, ამის სანაცვლოდ მუდამ მავიწროვებდი და ხელს მიშლიდი მესწავლა, ამიტომაც წავედი აქედან და ყველაფერს მარტომ მივაღწიე, ყველასგან დაუხმარებლად. გამზიარებელიც კი არავინ მყავდა.
- ხო, ვიცი ნინა, რომ ბევრი შეცდომა დავუშვი შენთან მიმართებაში, თუმცა უკვე ზრდასრული ქალი ხარ და ალბათ აჯობებს, წარსულის ქექვას თუ არ დაიწყებ.
- არც ვაპირებ, მე აქ დასთან ურთიერთობის აღსადგენად ჩამოვედი, თუ რა თქმა უნდა მასაც ენდომებოდა.
- ვფიქრობ ერთხელ გატეხილს ვეღარ გაამთელებ. ის ჩემზე ჯიუტი აღმოჩნდა, გამეღიმა.
- ისადილებ?
- არ მშია. წამოვდექი და ოდნავ თავბრუ დამეხვა, მაგიდას ხელებით ვეყრდნობი და თვალებს ვხუჭავ.
- ცუდად ხარ?
- უბრალოდ გზამ დამღალა. თუ წინააღმდეგი არ ხარ ცოტას დავისვენებ და შემდეგ უკან დავბრუნდები.
- შენს ოთახში ადი. ეს სიტყვები გულს ისე მომხვდა ცრემლი ვერ შევიკავე. -ხელი არ მიხლია. ამბობს თეა. არაფერი შემიცვლია, ყველა ნივთი ისევ ისე დევს როგორც ადრე. ძალიან მინდა რომ ვიტირო თუმცა არ მინდა ჩემი სისუსტე დავანახვო. მხოლოდ მადლობას ვუხდი და მეორე სართულისკენ ვიძრები.
- ნინა. მესმის ზურგს უკან, თეასკენ ვბრუნდები. ის მომიახლოვდა, თვალეცრემლიანმა დიდხანს მიყურა ბოლოს კი გულში ჩამიკრა ისე, როგორც ადრე ვოცნებობდი. კაბის კალთით ცრემლი შეიმშრალა მერე კიდევ გადამეხვია, ასე ერთმანეთში გადახლართულები ვიდექით და ორივენი ვქვითინებდით. მერე ჩემს ოთახში ავედი. კარები შევაღე თუ არა მთელი წარსული ჩემს თალწინ წამებში ფირად ქცეული ფილმივით დატრიალდა. გული სვაგვარად აძგერდა, საწოლზე მივწექი და ემოციებით დაღლილს მალევე ჩამეძინა კიდეც. კარგა შებინდებული იყო როდესაც გამეღვიძა, თმა შევისწორე და ქვემოთ ჩავედი, მისაღებში ოჯახის სრული შემადგენლობა დამხვდა. ბექამ, (ტეას მეუღლემ) გულწრფელად ჩამიკრა გულში და როგრც ადრე ახლაც თმა ამიჩეჩა.
- როგორ დახვეწილხარ. ამბობს ღიმილით. - როგორც იქნა გაიხსენე ხომ შენი ოჯახი?!
- ბევრი დრო გავიდა.
- ძალიან ბევრი, მოდი ვისადილოთ. მერე ბავშვებს ჩემი თავი გააცნეს. მათთან საერთო ენა მალევე გამოვნახე. უმცროსი ბიჭი საკმაოდ ნიჭიერი აღმოჩნდა, თეამაც აღიარა რომ ირაკლი მე მგავდა, წერა უყვარდა და საინტერესო პოეზიას ქმნიდა. გოგო კი ექიმობაზე ოცნებობდა, თეას დავპირდი თუ სკოლის დასრულების შემდეგ თბილიში ჩემთან გამოუშვებდა, ორივეს სათანადო განათლებას მივცემდი. ბევრი ყოყმანის შემდეგ ამაზე დავითანხმე და ბავშვების ბედნიერებასაც საზღვარი არ ჰქონდა. სამი კვირის შემდეგ, თავი სუსტად ვიგრძენი, იმდენად სუსტად, რომ ჩემმა დამ ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად ადგილობრივ ექიმთან მიმიყვანა. ეს ჩემ გეგმებში არ შედიოდა თუმცა არ გამკვირვებია ექიმის პასუხი ჩემს ფეხმძიმობასთან დაკავშირებით. ამას ბოლო პერიოდია თვითონაც ვგრძნობდი და პირველ რიგში ეს ჩემ ხასიათზე აისახებოდა, იმ მიმტევლობაზე სულგრძელობაზე, სიკეთესა და სიყვარულზე, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში განვიცდიდი. აი, ჩემი შანსი, გავიფიქრე ჩემთვის; აი ჩემი ახალი ცხოვრების პირველი ფურცელი. ბედნიერი ვიყავი, ძალიან ბედნიერი და ჩვეულებრივზე მეტად მშვიდი.
ყველას ცხოვრებაში დადგება დრო, როცა ერთხელაც, ღამე, უცებ გამოფხიზლდები კოშმარული ძილისგან და საკუთარ თავს დაბნეული კითხავ _ "რა მოხდა?" და მიხვდები, რომ მოხდა საშინელება, არა, საშინელებაზე მეტი _ ისე გავიდა "ცხოვრება", რომ არ გიცხოვრია, რადგან ვერ მიხვდი, რატომ გაჩნდი, რატომ იცხოვრე! ალბათ, ამიტომაა, რომ მრავალი ჩვენგანი ამ კითხვას თავს არიდებს, ემალება და მალვით ცდილობს ცხოვრებას მოუგოს. ეს თამაში შეიძლება მხოლოდ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე გაგრძელდეს. უკანასკნელი წუთი მაინც ჩაგვაფიქრებს და ეს ზემოხსენებულ საშინელებაზე მეტია, რადგან უკვე ვეღარაფერს მოვასწრებთ. ეს აღარ მემუქრებოდა, ვიცოდი რისთვის ვიცხოვრე, ბევრი შეცდომის, ტანჯვის, იმედგაცრუების მიუხედავად, მაინც წამოვდექი მაშინ, როდესაც დავეცი და ცხოვრებას თვალებში ჩავხედე. ჩემი შვილი, ეს იყო ის, რის გამოც უნდა მეცხოვრა.
- ბავშვის მამა ვინ არის? მკითხა სახლში მისულს ჩემმა დამ.
- კაცი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.
- დასად არის ის, ან მთელი აქ ყოფნის განმავლობაში მასზე რატომ სიტყვა არ დაგცდენია? წამოვდექი და გარეთ გასვლა დავაპირე.
- ნინა ნუ ცდილობ საუბარს თავი აარიოდო.
- მას გუგა ქვია.
- და სად არის გუგა?
- თბილისში თავის ცოლთან. შევატყვე როგორ ეცვალა თეას ამის გაგონებაზე სახე.
- ცოლიან კაცს ხვდები?
- მასმანამ ვხვდებოდი სანამ ცოლს მოიყვანდა, ეს გრძელი ამბავია თეა, არმსურს ამაზე საუბარი.
- იცი რა ძნელია იყო მარტოხელა დედა?
- მე მარტოხელა არ ვარ.
- მაგრამ მას ხომ ცოლი ყავს. პასუხის გაცემას აღარ ვაპირებ. - მას როდის ეტყვი? არ მომეშვა თეა.
- მაშინ, როცა ვნახავ. თეამ საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა, მეც დასვენება მჭირდებოდა და საძინებელს მივაშურე. ორი კვირის შემდეგ, დას იმ პირობით დავემშვიდობე, რომ მალე ჩემ სანახავად თვითონ ჩამოვიდოდა და თბილიში დავბრუნდი. იმ საღამოსვე გუგა ვნახე, ძალიან მენატრებოდა და სხვა არაფერი მინდოდა მისი სიახლოვის გარდა. მისთვის ორსულობის შესახებ არაფერი მითქვამს, მინდოდა ცოლს ამ ამბის შეტყობის გარეშე გაშორებოდა. ალერსით დაღლილები საწოლზე ვიყავით გაშოტილები. ის ჩემ შიშველ სეულზე თითების ცეკვით იყო გართული.
- როგორც ჩანს კარგად გამოგკვება შენმა დამ. მეუბნება მოულოდნელად ღიმილით?
- მოვიმატე?
- კი და ძალიან გიხდება. შემდეგ კვირას სასამართლოში მივდივართ მე და ელენა. მოულოდნელად სუნთქვა მეკვრის და საუბრის გაგრძელების მოლოდინში სრულიად ვიძაბები. - ხელს ვაწერთ...
- ანუ?
- ანუ, ჩვენ აღარ მოგვიწევს დავიმალოთ... უეცრად ტირილს ვიწყებ, გუგა ღიმილით მიკრავს მკერდზე და მეც უცოდველი ბავშვივით მეძინება.
სამშაბათს, სწორედ იმ დილით, როდესაც გუგამ ხელი უნდა მოაწეროს განქორწინებას, ძილბურანში კარზე გაბმული ზარის ხმა მესმის და ძლივს ვახერხებ ძილს თავი დავაღწიო, ხალათი მოვიცვი და ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი კარებთან მივლასლასდი. კარს ვაღებ.
-დილამშვიდობის. ამბობს ელენა. მომენტალურად ვფხიზლდები.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

აი ახლა თუ ელენამ უნდა უთხრას ორსულად ვარო გადავირევი. ძლივს დამშვიდდა ნინა, იპოვა თავი როგორც იქნა. არ მინდა ისევ უკან დროში დაბრუნდეს იმედგაცრუებული.

 



№2  offline წევრი ანი ჩიხლაძე

Chikochiko
აი ახლა თუ ელენამ უნდა უთხრას ორსულად ვარო გადავირევი. ძლივს დამშვიდდა ნინა, იპოვა თავი როგორც იქნა. არ მინდა ისევ უკან დროში დაბრუნდეს იმედგაცრუებული.

ხვალ ყველაფერს გავიგებთ და ამასთან ერთად დავემშვიდობებით კიდეც ამ ისტორიის გმირებს ❤

 



№3 წევრი mirandaa31

რატომ მგონია რომ ელენა ეტყვის ორსულად ვარო? არა რაა არ მინდა ისევ აირიონ ძლივს დალაგდა ამათი ურთიერთობა.
--------------------
ხელმოწერა

 



№4  offline წევრი ანი ჩიხლაძე

mirandaa31
რატომ მგონია რომ ელენა ეტყვის ორსულად ვარო? არა რაა არ მინდა ისევ აირიონ ძლივს დალაგდა ამათი ურთიერთობა.


❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent