შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (4თავი)


25-05-2018, 09:47
ნანახია 3 066

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (4თავი)

მოგვიანებით ოთახში ლენა შემოდის, მე საწოლზე ვარ გათხლეშილი და თვალებით ერთ წერტილს მივშტერებივარ, ის ჩემ გვედით წვება და ოხრავს...
-ენ.
-რა?
-ხომ იცი, რომ საშინლად მიყვარხარ. მეუბნება და თმაზე მეფერება. ვიშმუშნები.
-კი ვიცი. რა შესავალს აკეთებ. მითხარი რა გინდა.
-რატის უყვარხარ ამას აშკარად ვგრძნობ.
-სისულელეა. ხმა გამებზარა.
-დამაცადე. შემომობღვირა.
-კარგი ჰო. რას ჩხუბობ?
-თქვენ ორნი ან მალე მოგვარდებით ან არა და რაღაც ძალიან ცუდი მოხდება ამას მთელი არსებით ვგრძნობ.
-როდის აქეთაა წინასწარმეტყველობა შეგიძლია. ვეკითხები ღიმილით.
-მე მითქვამს. მერე გვიან არ იყოს. ვიკას ნუ ააფეთქებ. ხომ იცი თუ მოინდომა გაგსრეს.
-კარგი რა ლენა.
-მის თვალებში შენ მიმართ იმაზე მეტ ზიზღს ვხედავ ვიდრე ოდესმე.
-ამას მეც ვხედავ.
-ხოდა ადექი და წერტილი დაუსვი რატის მიმართ შენ გრძნობას ამას მართლა გულით გთხოვ. მესმის პირველი ბიჭია რომელმაც შენი ყურადღება მიიპყრო მაგრამ ენ.. გთხოვ .. მუდარით სავსე თვალები შემომანათა მეგობარმა.
-იცი ლენ. რატიმ..
-რა რატიმ?
-არა, არა. არაფერი. ვამბობ მე.
მეორე დილით მისაღებში ჩემოდნით ხელში ჩავდივარ.
-ეს რა არი? აუ ენ შეიშალე?! მომვარდა სანდრო. -აუ ლუკა სულ შენი ბრალია რა. რა იდიოტური ლაპარაკი გაქვს ზოგჯერ. სიაომოვნებით მიგინაყავდი მაგ ცხვირპირს მიუბრუნდა ლუკას. -კაი რა ენ, ყელზე ორი თითი მიიდო და ისე მეხვეწება დარჩენას, მეორე ხელით ჩემოდანს ეჯაჯგურება.
-ლუკა არაფერ შუაშია.
-როგორ არ არის, მაგ იდიოტის ბრალია ყველაფერი, გინდა დაჩოქილმა მოგიხადოს პატიება? ხომ იცი რომ თუ შენ მეტყვი დავაჩოქებ.
-არ მინდა, ვეუბნები ღიმილით.
-ენ. მომიახლოვდა ლუკა. შენთავს გეფიცები არ მინდოდა შენი გაბრაზება, ხომ იცი დასავით მიყვარხარ.
-ვიცი ლუკა და მართლა არ მივდივარ შენ გამო.
-აბა რა მოხდა? ოთახში ვიკა და რატი შემოდიან.
-უკვე გვტოვებ? მეუბნება ვიკა სიცილით.
-ხო, ყელში ამომიხვედი. სიცილს აგრესია ანაცვლებს მის სახეზე.
-რატომ მიდიხარ? მეკითხება რატი. მზერა გავუყარე, ემოცია არ შეცვლია.
-ხმაურიანი დასვენებები არ მიყვარს. ვამბობ ბოლოს.
-შენი ნებაა, ამბობს მხრების აჩეჩვით. ვერ მივხვდი ეს ბიჭი რა თამაშს თამაშობდა, ზოგჯერ ისეთი ვნებით მიცქერდა.ზოგჯერ კი ზედ არ მიყურებდა. წყობიდან გამოვყავდი მის ამგვარ საქციელს. იმიტომ კი არა რომ მომწონდა, იმიტომ რომ იდიოტი იყო. -წამო ვიკ. ხელი ჩასჭიდა შეყვარებულს და კარისკენ დაიძრა. -ბედნიერი მგზავრობა, მომაძახა ისე, რომ ჩემკენ არც შემობრუნებულა. ვიგრძენი როგორ მიჭირდა ცრემლების შეკავება. მოკლედ მეგობრების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად სამარშუტო ტაქსიში ჩავჯექი და თბილისისკენ დავიძარი.
***
ყურსასმენები გავირჭე და თვალები დავხუჭე. ნახევარი საათის გამოსული არ ვიქნებოდით ბათუმიდან, როდესაც მძღოლმა ისეთი დაამუხრუჭა, ლამის ტორტის კრემი ათქვიფა მგზავრებისგან.
-ნელა იარე შენი დედა ... იძახის უკანა სავარძლიდან ვიღაც ტიპი.
-რა ჩემი ბრალია, წინ ჩამიხტა ვიღაც შეჩვენებული. თავის მართლებას შეეცადა დაბნეული მძღოლი. ამ დროს კარები იღება და გამოიცანით ვინ ამოდის?
-ენ ჩამოდი. მეუბნება რატი.
-არა.
-ჩამოდი სანამ ძალით ჩამოგიყვანე.
-არა. რატი ამოდის ხელში მიყვანს და ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად ძირს ჩამათრია.
-წადი. ეუბნება მძღოლს.
-ვინ არის ეს გოგო შენი? კითხულობს რატის საქციელით გაღიზიანებული ახალგაზრდა მამაკაცი.
-ჩემი და. ამბობს რატი და მკლავზე მიჭერს ხელს, რომ არ შევეწინაადეგო. როგორც ჩანს ყველა იჯერებს მე და რატის და-ძმობას და სამარშუტო ტაქსიც დაიძრა.
-იდიოტი ხარ. მუშტები დავუშვი რატის.
-მორჩი ისტერიკებს. ხელებს მაგრად მიჭერს და თვალებში მიყურებს. -მე შენ მაგარი გოგო მეგონე. გარბიხარ?
-რა გინდა ჩემგან? რატი რამოდენიმე წამს დაჟინებით მიცქერს თვალებში მერე კი მკოცნის. არ ვეწინააღმდეგები და კოცნაში ვყვები.
-წამო. ამბობს რატი და ჩემ ჩემოდანს იღებს.
-არ მინდა წამოსვლა.
-რატომ? მე და ვიკას გამო?
-თუნდაც.
-ყველაფერი კარგად იქნება, წამო.
-არ მინდა რატი წამოსვლა. ჩემოდანს დებს, მიახლოვდება, თმა ყურზე გადამიწია და თვალებში დაჟინებით ჩამაცქერდა.
-გიყვარვარ? მეკითხება მოულოდნელად ისე რომ მზერას არ მაშორებს.
-არა. ხელს ცივად მიშვებს.
-მაშინ რა პრობლემაა? ამბობს ნაძალადევი ღიმილით.
-რატი რა თამაშს თამაშობ?
-არანაირს პატარა.
-ნუ მეძახი პატარას. შევუბღვირე მოულოდნელად.
-კარგი, თუ არ გიყვარვარ კოცნაში რატომ ამყევი? აქ ვიბნევი და მგონი ვწითლდები კიდეც. -კარგი ჰო, კარგი, დამშვიდდი ამბობს გამარჯვებული სახით, მერე კი ამატებს. -არც მე მიყვარხარ, ახლა კი წამოდი.
-ნახეთ ვინ მოვიყვანე? ამბობს რატი და გვერძე გაიწია რომ ყველას შეძლებოდა ჩემი დანახვა.
-ე, არ არსებობს, როგორ?! რანაირად?! ყოჩაღ ძმა, შენ ყოფილხარ კაცი. გადამეხვია სანდრო. გეგონებათ საუკუნე გავიდა, რაც წავედი და რატის მხარზე ხელი დაკრა.
-მომენატრე, ამბობს ლუკა და ისიც მეხვევა.
-რა მასხარა ხარ, ვეუბნები სიცილით. ყველას გაეხარდა ჩემი დანახვა. მხოლოდ ვიკას და ლენას სახეზე ვერ დავინახე ვერაფერი სიხარულისმაგვარი. ვიკა კარგი ხო გასაგებია მაგრამ ლენა? არ ვიცი რატომ არ გაეხარდა ჩემი დანახვა. ერთმანეთს გადახედეს და ოთახიდან გავიდნენ, რატიმ თვალი გააყოლა მათ გასვლას მერე კი მე გადმომხედა.
-დაიკიდე. მეუბნება ჩურჩულით.
მოგვიანებით როცა რატიმ ჩემი უკან დაბრუნების გამოგონილი ისტორიებით ტვინი გაუბურღა ბიჭებს და მეც ვიგრძენი, რომ ძალიან მეძინებოდა, ყველას დავემშვიდობე და ჩემ ოთახში ავედი. გზად რატი წამომეწია.
-ერთ წუთს დამითმობ? მეუბნება და აივნისკენ მეპატიჟება. გარეთ გავდივართ.
-რა მოხდა? ვეკითხები და პასუხის მოლოდინში ვხვდები, რომ ეს ბიჭი, მთელი თავისი ჰაბიტუსით ძალიან მოქმედებს. ჩემ ხელს იღებს, არ ვეწინააღმდეგები. ჯერ თითებს უცქერს მერე ჩემი ხელი გულთან მიიტანა და მიიდი.
-გესმის როგორ ცემს? მეკითხება ცოტა არ იყოდ დარცხვენილი.
-ჰო, მესმის.
-ამას როგორ ახერხებ?! ჩემი გულის ცემას როგორ აჩქარებ?! -იცი ენ, არ ვარ მგრძნობიარე, არ მჩვევია მათი გამომჟღავნება, რაღარც მემართება, როცა შენს გვერდით ვარ. ის უფრო ახლოს მოდის ჩემთან.
-არ გინდა რატი. ორივე ხელით სხეულზე ვეხები და მის შეჩერებას ვცდილობ. მნებდება. -მე და შენ არაფერი გამოგვივა. ვამბობ მისი მოულოდნელი გატეხვით კმაყოფილი.
-დარწმუნებული ხარ?
-კი დარწმუნებული ვარ. ახლა მაპატიე. მართლა ძალიან დავიღალე დღეს. ის განზე დგება და მატარებს.
-შენი კოცნა სხვა რამეზე მეტყველებს პატარავ. ზურგს უკან შუა თითი ავუწიე და ვიგრძენი როგორ ჩაიცინა. სანამ ჩემ ოთახამდე მივიდოდი ლენას ოთახი უნდა გამევლო, კართან მივედი, დავაკაკუნე, ოდნავ შევაღე და თავი შევყავი.
-შეიძლება?
-შემოდი, მპასუხობს უხალისოდ. საწოლზე მის გვერდით ვჯდები და ვუყურებ, ის თვალს მარიდებს.
-ლენ, მოხდა რამე?
-არაფერი. რამე გინდა? მომიგდო ორი სიტყვა.
-მეჩვენება თუ მეუხეშები?
-გეჩვენება.
-ნწ. არა ლენ, არ მეჩვენება. რამე გაწყენინე?
-ანასტასია მეძინება. შევცბი, არასოდეს მოუმართავს ჩემთვის ესე.
-იქნებ მითხრა რა ხდება? არ ვაპირებდი უკან დახევას.
-იცი ენ უცებ მოლბა. არა არა, არაფერი.
-გამოცანები გინდა ლენა? ამოღერღავ რა გჭირს?
-რატომ დაბრუნდი?! ამ კითხვამ ოთახის კედლები ისევე შეაზანზარა როგორ ჩემი გული, ცრემლი მომადგა.
-თუ ჩემი აქ ყოფნა ასე ცუდად მოქმედებს შენზე ხვალვე წავალ. ვეუბნები და ოთახიდან გასვლა დავაპირე, უცებ ხელს ძლიერად მიჭერს მაჯაზე და მისთვის უჩვეულო მზერით მიყურებს.
-ის ფეხმძიმეთ არის. სხეული მეყინება. ვიკა ფეხმძიმეთ არის. მიმეორებს ლენა. - შენ კი ხელებს იქ აფათურებ სადაც არ უნდა აფათურო.


***

-მერე რა მოხდა? მეკითხება ჩემი ფსიქოლოგი. რადგან საუბარი შევწყვიტე.
-მერე საფრანგეთში წავედი სასწავლებლად.
-უბრალოდ ადექი და წახვედი?
-ხო. არავისთვის არაფერი მითქვამს. ლენასთან დიალოგის მერე ოთახში შევედი. ვერაფერს ვგრძნობდი. ყველაფრის წარმოდგენა შემეძლო გარდა იმისა, რაც მან მითხრა. ვიკას ფეხმძიმობა ისეთი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა რომ იმ ღამესვე თბილისში დავბრუნდი. სახლიდან მაშინ გამოვედი, როცა ყველას ეძინა. თბილისში გამთენიისას ჩავედი. ზაფხულის დარჩენილი ერთი თვე საძინებელში გამოკეტილმა გავატარე. არც ერთი მეგობრის ზარს არ ვპასუხობდი. მათთან კონტაქტი არ მინდოდა. სექტემბერში კი საფრანგეთში ისე გავფრინდი არც ერთი მათგანისთვის არაფერი მითქვამს. საუბრით პირი მიშრება. ფსიქოლოგი წყალს მაწვდის.
-შემდეგ რა მოხდა?
-4 წელი იქ დავყავი. ყველასგან შორს. დეპრესიული გავხდი. წიგნებთან მჭიდრო მეგობრობაში გადავვარდი. სხვას არაფერს აზრი აღარ ქონდა.
-გიყვარდა რატი?
-იმედგაცრუებული ვიყავი.
-რატომ? მან რამე დაგპირდა?
-არა. მან სული ამიფორიაქა. პირველი კოცნა მომპარა. ამის პატიება შეუძლებელი აღმოჩნდა.
-ახლა რას გრძნობ მის მიმართ.
-არ ვიცი.
-საფრანგეთში არავის ხვდებოდი?
-თავიდან არა. შემდეგ ცხოვრებას თვალი გავუსწორე და ნელ-ნელა ყველაფერმა მნიშვნელობა შეიძინა. მეგობრებიც გავიჩინე. მიასთან ყველაზე ახლოს ვიყავი. ის ჩემი შვილის ნათლიაა.
-მეუღლე ფრანგია?
-კი.
-გიყვარს?
-ის ჩემი შვილის მამაა.
-ეს სიყვრულია?
-თავისებურად ხო.
-მის მიმართ ისეთივე ვნებას განიცდი როგორც თავის დროზე რატის მიმართ?
-რატის იმართ ვნება არ მქონია.
-კარგი განაგრძე. ღიმილით ამბობს ჩემი ფსიქოლოგი და სათვალეს ისწორებს.
-მეოთხე კურსზე ვიყავი როცა ჯორჯს შევხვდი, თავიდან ვმეგობრობდით. ის განათლებული ადამიანი იყო, ზრდილობიანი, ყურადღებიანი რატისგან სრულებით განსხვავებული. მერე ისე მოხდა რომ შეხვედრა დავიწყეთ და ასე გაჩნდა მარია. მხოლოდ მისი დაბადების შემდეგ გადავწვიტეთ ოჯახის შექმნა.
-შემდეგ?
-ჯორჯი ლექციებს კითხულობდა ერთ-ერთ უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდეგ მე ცოტა ხნით თბილისში დაბრუნება გადავწყვიტე. თუმცა აქ იმაზე მეტ ხანს მომიწია დარჩენა ვიდრე ჩემს გეგმებში შედიოდა.
-და ჯორჯი?
-ის პერიოდულად ჩამოდის ჩვენთან.
-ბედნიერი ხარ?
-მარიას გამო ჰო.
-ეხლა რას საქმიანობ?
- ერთ-ერთ კომპანიაში პიარ მენეჯერად ვმუშაობ.
-ანუ საკუთარი თავის რეალიზება შეძელი.
-ვფიქრობ კი.
-როცა სარკეში შენს თავს უცქერ რას ხედავ?
-ამაზე არ მიფიქრია. ფსიქოლოგი უჯრიდან პატარა ზომის სარკეს იღებს და მაწვდის. -ჩაიხედე და მითხარი რას ხედავ? სარკეში საკუთარ თავს ვათვალიერებ.
-ჩამქრალ თვალებს. ვპასუხობ ძლივს გასაგონად.
-და შენ ამბობ რომ ბედნიერი ხარ?
-ვფიქრობ ხო. უკმაყოფილოდ ამოიოხრა და თემა შეცვალა.
-მეგობრები? აქაურ მეგობრებზე რისი თქმა შიგიძლია. ¬¬¬
ეს ბოლო კითხვა ბუნდოვნად მესმის რადგან უკვე ფიქრებმა წამიღო.
ხელში ატატებულ 2წლის მარიასთან ერთად იმ კარების წინ ვდგევარ, რომელიც წლების წინ გულდაწყვეტილმა მოვიხურე და ატირებული ჟუჟუნა ბებოს მუდარის მიუხედავად საფრანგეთში გადავიხვეწე. კარზე ზარს ვრეკავ. ოთახიდან ფლოსტების ტყაპატყუპი მესმის და როგორც იქნა კარის სახელური მძიმე ჭრაჭუნით ჩამოიწია. დაპატარავებული ჟუჟუნა ბებო კარში გამოჩნდა. ჯერ ამათვალიერ-ჩამათვალიერა. მერე შეკივლა და ატირებულმა გულში ჩამიკრა.
-ნუთუ შენ ხარ? დამჭკნარი ხელებით სახეზე მეფერება.
-ბე სახლში შემომიშვებ? ვეკითხები ღიმილით.
-მოდი ბებო შემოგევლოს. არა, მართლა შენ ხარ თუ მეჩვენები უფრო ძლიერად ატირდა ჟუჟუნა ბებო. ახლაღა შენიშნა რომ მარტო არ ვარ. -ეს ვინ არი ბე? რა საყვარელია. მარიას თავზე ხელი გადაუსვა, ის კი შეშინებული ამეკრო ტანზე
-ეს მარიაა ბებო. ჩემი შვილი. ჟუჟუნა სკამზე უხმოდ ჯდება.
-ბებო. რას იტყვის მეზობლები? მის ოხვრაზე გულწრფელად მეცინება, ეს ხომ საქართველოა.
-ბე, მის დამშვიდებას ვიწყებ. მას ყავს მამა ის მალე ჩამოვა. უეცრად თვალები ბედნიერებით უბრწყინავს და კიდევ უფრო ძლიერად მიკრავს გულში.
-რატომ არასოდეს გითქვამს, რომ გათხოვდი.
-რავი ბე. მინდოდა საიდუმლოდ შემენახა სანამ გნახავდი. მარია სიტუაციას მალე ეჩვევა და ახლა უკვე ჟუჟუნა ბებოს დაკოჟრილ ხელებს ინტერესით ათვალიერებს.
-hurts? ჟუჟუნა დაქაჩული თვალებით მიყურებს.
-რაო?
-გტკივაო? ვუთარგმნი და მეცინება.
-არა ბებო არა. მხოლოდ დავბერდი ამბობს ის და მარიას მაგრად იკრავს გულში. იმ საღამოსვე მარია ეზოში სასეირნოდ გამყავს.
-არაფერი შეცვლილა. ვფიქრობ ჩემთვის. მხოლოდ საბავშო სკვერი დამხვდა გნაახლებული. მარიას საქანელაზე ვსვამ და ისიც ბედნიერი აცეცებს აქეთ-იქეთ თვალებს.
-არ არსებობს. მესმის ზურგს უკან ნაცნობი ხმა. მისკენ ვტრიალდები. -ნაკაშიძე. მართლა შენ ხარ თუ მეჩვენები. გულწრფელი სიხარული აეკრო სანდროს აღგზნებულ თვალებს.
-ჰო. მე ვარ სან. ვეუბნები და მის გაშლილ მკლავებში მთელი სხეულით ვეშვები. ხელებს ისე მაგრად მიჭერს ძვლებს სულ ჭახაჭუხი გაუდით.
-მოიცა ერთი კარგად შემოგხედო. მატრიალებს და მათვალიერებს. -ნაკაშიძე რა ვიდზე ხარ. -იფ. იფ. იფ. ამბობს კმაყოფილი და კიდევ ერთხელ მიკრავს გულში
-თმა რა უყავი ბიჭო? ვეუბნენი სიცილით.
-აუ არ გინდა ეხლა მაზოლზე ფეხის დაჭერა რა. მოიცა ერთი წამი. აქ საიდან გაჩნდი ტო?!
-დღეს ჩამოვედი სან.
- რა სწრაფი ხარ გოგო, დღეს ჩამოხვედი და უკვე ძიძად დაიწყე მუშაოაბა? მითითებს მარიაზე. თან თმას უჩეჩავს. მარია ტირილს იწყებს. ხელში ამყავს და მის დამშვიდებას მალევე ვახეხებ.
-ეს მარიაა სან. ჩემი შვილი. სანდროს სახე ელეწება.
-ნუ გაატრაკე მართლა?
-აჰამ.
-მაგარი ტიპია. მისმინე წამო რა ჩემთან სასტავი ვაპირებთ დღეს დალევას. ყველა იქ იქნება. აუ აზრზე ხარ როგორ გაეხარდებათ შენი დანახვა. დღემდე ვერ გავიგე ისე მაშინ რა გეტაკა ტო? როგორ დატყდი და გაუჩინარდი, მერე სახლში რომ გამოიკეტე და საერთოდ... ისე ღირსიც არ ხარ გულში ჩაგიკრას კაცმა.
-ეს დატუქსვა რა იყო? ალბათ მქონდა ასე მოქცევის მიზეზი. სახე დავმანჭე.
-მესმის ენ, შენ უმიზეზოდ არ გააკეტებდი ამ ყველაფერს და მეც ზუსტად ეგ მაინტერესებს რამე ისეთი მოხდა იმ დაწყევლილ ბათუმში რაც ჩემ თვალებს გამოეპარა და შენი თავი დამაკარგინა. ცრემლი მომადგა სანდროს ასეთი აღელვების გამო.
-დანარჩენები როგორ არიან?
-წამოდი და შენი თვალით ნახე. ისე რა ცუდი გოგო ხარ ისიც არ გახსოვს დღეს რა დღეა.
-აუ დაბადებისდღე? მოიცა არ მითხრა, გონება დავძაბე. -ლუკას დაბადებისდღეა.
-მთლად არ წასულხარ ხელიდან სახეზე მიჩქმიტა სანდრომ. ჰე წამო ეხლა.
-არა სან. მერე შემოგივლით. დღეს არა. იღრიჯება.
-ხო აბა რა, ამდენი წლის მერე შემთხვევით გადაგაწყდი უბანში და ასე პროსტო ჩაივლის გგონია ეს დღე? შანსი არ გაქვს ნაკაშიძე. მერე მარიას კისერზე ისვამს, ისიც ბედნიერად უტყაპუნებს მელოტ თავზე ხელს. -წამო წამო. მიჯიკა და მეც დავემორჩილე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი black angel555

კაი იყო მალე გააგრძელე :)

 



№2  offline წევრი Onlyyou

Auuu dzalian sainteresoa da male dade ra gtxov dzalian ????????????????????

 



№3 წევრი mirandaa31

ძაალიანნ მაინტერესებს შემდეგი თავი. რაღაც ისე ვერ არის თითქოს... ვნახოთ აბა რა მოხდება
--------------------
ხელმოწერა

 




კარგია მაგრამ ვფიქრობ ლენა დაქალი არაა და არც კარგი სურს ენისთვის (( ალბათ ვცდები.

 



№5  offline წევრი masho777

Rodis dadeb

 




masho777
Rodis dadeb

ხვალ ❤

 



№7 სტუმარი სტუმარი Chikochiko

რატი რის მიღწევას ცდილობდა, მართლა ვერ მივხვდი. ორივესთან საშინლად იქცეოდა. საინტერესოა იყო ტუ არა ვიკა ორსულად და რა ბედი ეწია ამ წყვილს. ისე თავებს თუ გაზრდი მთლად უკეთესი:დ

 



№8 სტუმარი Tebro

Amdeni mikib-mokibuli da cota areuli tavebis shemdeg dges martla sasiamovnod gamaoce chemo kargo damjdari da azriani axali tavi wavikitxe cota seriozuli da ara tineijeruli cancari kargia ese gaagrzele mesmis martla gulwrfelad Rom damwyebi mwerlistvis cota rtulia dalegebulad gadmosce is rac ginda tumca tavebs shoris zrdas vxedav da kmayofili var amit ;-) nu miwyen shenishvnebs martalia ar vwer magram vtvli Rom sakmaod gemovnebiani mkitxveli var da vazlev tavs uflebas
rchevebi mogce erti txovna makvs ratis mier motxrobili ambavic minda da charte gtxov warmatebebi shen da shens istoriebs <3

 



№9  offline წევრი teengirllove

ძალიან კარგი იყო, ცოტა გული მეტკინა მათი დაშორების გამო,პრონციპში არც არაფერი ყოფილა ისეთი..ნუ ეს ნამდვილი ცხოვრებიდანაა და უმეტესად ასეც ხდება ხოლმე..მალე დადე შემდეგი

 



№10 სტუმარი elene

ძალიან მომეწონა <3 მალე გააგრძელე

 



№11  offline წევრი ჰალუცინოგერი

Tebro
Amdeni mikib-mokibuli da cota areuli tavebis shemdeg dges martla sasiamovnod gamaoce chemo kargo damjdari da azriani axali tavi wavikitxe cota seriozuli da ara tineijeruli cancari kargia ese gaagrzele mesmis martla gulwrfelad Rom damwyebi mwerlistvis cota rtulia dalegebulad gadmosce is rac ginda tumca tavebs shoris zrdas vxedav da kmayofili var amit ;-) nu miwyen shenishvnebs martalia ar vwer magram vtvli Rom sakmaod gemovnebiani mkitxveli var da vazlev tavs uflebas
rchevebi mogce erti txovna makvs ratis mier motxrobili ambavic minda da charte gtxov warmatebebi shen da shens istoriebs <3




მადლობა

 



№12 სტუმარი სტუმარი თამარი

წინა თავებზე მგონი ჩემი კომემტარენი წაიშალა არ ვიცი... როგორც ჩანს დამოკიდებულება შეიცვალა უარყოფითიდან დადებითისაკენ და მიხარია... წინაზე დავწერე ახუნტრუცებული თაობა ამაზე მწტად აცლა არიან 15 წლისებითქო. ეს კომენტარებიდან გამომდინარე ვიყავი იძულებული დამეწერა რადგან არ მომეწონა ის აიტუაცია რაც მკითხველს დაებადა წინა თავებზე. ნამდვილად საინტერესო ისტორია^^ და წარმატებები შენ მე ძალიანნ მომწონს პირველიბე თავიდან მოყოლებული❤❤

 



№13  offline წევრი ჰალუცინოგერი

სტუმარი თამარი
წინა თავებზე მგონი ჩემი კომემტარენი წაიშალა არ ვიცი... როგორც ჩანს დამოკიდებულება შეიცვალა უარყოფითიდან დადებითისაკენ და მიხარია... წინაზე დავწერე ახუნტრუცებული თაობა ამაზე მწტად აცლა არიან 15 წლისებითქო. ეს კომენტარებიდან გამომდინარე ვიყავი იძულებული დამეწერა რადგან არ მომეწონა ის აიტუაცია რაც მკითხველს დაებადა წინა თავებზე. ნამდვილად საინტერესო ისტორია^^ და წარმატებები შენ მე ძალიანნ მომწონს პირველიბე თავიდან მოყოლებული❤❤


მადლობა თამარ, ჩემთვის ყველა კომენტარი მისაღებია, ასე უფრო ვხვდები რისი წაკითხვა ანიჭებს მკითხველს სიამოვნებას და შემდეგ ამაზე ვმუშაობ
<3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent