შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სეზამი -8-


25-05-2018, 13:01
ავტორი sopiko
ნანახია 506

სეზამი -8-

''სეზამი''

[თავი 8]

საბრინამ თავის შეკავება ვერ შეძლო და წინ გადავარდა.
სებასტიანს მისი დაჭერა არ უცდია. ქალთან სიახლოვით გაბრუებულმაც კი შეძლო აღექვა საბრინას საყვედურნარევი, განაწყენებული და ამავდროულად განრისხებული მზერა. უთქმელად წამოდგა ფეხზე, ქალს გვერდით ჩაუარა და ახალგაზრდა, დაბალი გოგონასკენ გასწია, რომელიც ამაოდ ცდილობდა ჩემოდნის სათავსოში შეცურებას. დახმარება შესთავაზა, ჩემოდანი გამოართვა, მარტივად მოათავსა თავისუფალ ადგილას. უცნობის მიერ გამოჩენილი ყურადღებით ნასიამოვნებმა გოგონამ მამაკაცს გულითადი მადლობა გადაუხადა.
სებასტიანს უკან დაბრუნებას მიწის გასკდომა და ქვესკნელში ჩავარდნა ერჩია, მაგრამ არ უნდოდა, რომ მისი და საბრინას უჩვეულო ქცევას მგზავრების გონებაში ეჭვი წარმოეშვა. ერთი დაუფიქრებელი მოქმედებაც კი შეიძლებოდა გაქცევის კრახით დასრულებული მცდელობის მიზეზის გამხდარიყო. საკუთარი სილაჩრისა და ჰაერში გაფანტული გამბედაობის გამო კი სებასტიანი ასეთ დიდ შეცდომას ვერ დაუშვებდა, არ ჰქონდა უფლება, ამას ვერასოდეს აპატიებდა თავს.
მამაკაცი მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა სკამს, თითქოს წინასწარ აფრთხილებდა საბრინას მათ შორის მანძილის შემცირების შესახებ. საბრინას თმები წინ ჩამოშლოდა, ფეხებზე იდაყვები დაეყრდნო და ხელებში თავი ჩაერგო. სებასტიანმა თავი შევიწროვებულად და შეზღუდულად იგრძნო. გაღიზიანდა. თანაგრძნობა ბრაზით შეეცვალა. იქნებ ბოდიშის მოხდაც კი მოეთხოვა საბრინას სებასტიანისგან? მგონი ზედმეტადაც კი მოსწონდა დაჩაგრულისა და სუსტის როლი, სიამოვნებდა, სებასტიანი ყველა სიტყვას რომ ზომავდა, ოღონდაც მისთვის გული არ ეტკინა. არც უნდა გაკვირვებოდა მამაკაცს ეს. საბრინა არ ჰგავდა ქალს, რომელსაც განებივრებულს დაარქმევდი. სიყვარულსა და სითბოს დაშურებული იყო. გამორიცხული არ იყო, რომ მანიპულირებდა, ასე მოითხოვდა სებასტიანისგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რომელიც უწინ არავისგან ღირსებოდა. მისთვის შესანიშნავი იქნებოდა პატიოსანი, გულუბრყვილო, სამართლიანი გოგოს თამაში, თუნდაც ერთი ეპიზოდის შესრულებისას, როდესაც იმ ადამიანის სიცოცხლეს იცავ, რომლისგანაც კარგი არაფერი გახსენდება.
სებასტიანი თითქოს სიბრმავის ტყვე იყო, უცებ კი მახინჯმა სიმართლემ თვალთახედვა გადაუწმინდა. მამაკაცის თვალს მოფარებული საბრინა, ვინ იცის, იქნებ ცბიერად იღიმოდა კიდეც, ბედნიერად გრძნობდა თავს, ასე რომ ასულელებდა და თავისი ნების მორჩილს ხდიდა. სებასტიანს მოუნდა გაეგო, კიდევ რა მზაკვრულ გეგმას, ჩანაფიქრს მალავდა საბრინას გონება. ქალის ყოველი აზრის მუჭაში მოქცევისა და გაჭ....ტვის სურვილი ქვეწარმავალივით შეუსრიალდა ბაგეებს შორის და სებასტიანმა პასუხად მხოლოდ ჩუმი, გრგვინვით გაჟღენთილი ღრენა დაუბრუნა ჰაერს.
ბოღმით გავსებული გვერდით აღემართა საბრინას. კანს მიღმა არსებული ძარღვები წინ იქაჩებოდნენ, სისხლძარღვებში სისხლი მჩქეფარედ მიმოდიოდა. სებასტიანმა სკამზე გადაკრულ ტყავს ფრჩხილები ღრმად ჩაასო. ისე ღრმად, რომ ნაჭერი ერთ ადგილას გაიხა და მამაკაცის თითები რბილ, ბუსუსებიან ბამბას შეეხო.
-ფანჯარასთან არ გინდოდა?-სიმწრით შენარჩუნებული სიმშვიდით ჰკითხა საბრინას, როგორც კი თავი უკეთესად იგრძნო.
საბრინამ თავი აწია და მამაკაცს შეხედა. სახეზე ალაგ-ალაგ ვარდისფერი ლაქები ეტყობოდა. სიწითლე ჯერ კიდევ მხოლოდ ნაწილობრივ აკრეფილიყო მისი კანიდან.
-აღარ მინდა. თავს კარგად ვგრძნობ.-ემოციებს მოკლებული ხმით გასცა პასუხი ქალმა და ფეხები უკან გააჩოჩა, რომ სებასტიანს თავის სკამთან მისვლა შესძლებოდა.

დუქანში სასმლისა და ოფლის აუტანელი სუნი იდგა.
მათიამ იქაურობა დაკვირვებით მოათვალიერა, თუმცა უამრავ კმაყოფილებით გაბრუებულ, სახეზე უაზრო ღიმილშემხმარ ადამიანს შორის ჯოზუეს გამორჩევა თითქმის შეუძლებელიც კი იყო. მამაკაცმა წინ შემოჩეხილნი მიწი-მოწია და წინ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. რაც უფრო სიღრმეში შედიოდა, მით უფრო მეტად უხურდებოდა სხეული, ყურის ბარაბნებიც გაცილებით სწრაფად უწყებდნენ ფეთქვას. დაბალ შუქზე მათიამ დაბლა გადაქცეული, იატაკზე გაშხლართული უზომოდ მთვრალი მამაკაცი ვერ შენიშნა და ისე ძლიერ დააჭირა ფეხი მუცელზე, რომ ამ უკანასკნელმა განწირული ღმუილი ამოუშვა პირიდან.
მათიას იმედი არ ჰქონდა, რომ ჯოზუეს პოვნას შეძლებდა. ამ დუქანში თითქოს ყველა ერთმანეთს ჰგავდა. ერთიან მასად ქცეულიყვნენ, ერთფეროვან, განურჩეველ მთლიანობად, თუმცა იცოდა, არც წასვლა ივარგებდა. ფერი დაკარგა, როდესაც ყველაზე მეტად ჩაბნელებულ ადგილას მდგარ მაგიდაზე ჯოზუეს დაგდებული თავი და მისი შავი, პრიალა თმა დაინახა. ბევრი არ უფიქრია, ისე გაჩნდა მის გვერდით, მთელი ძალით შეაჯანჯღარა და თან უღრიალა:
-თავი აწიე, სწრაფად!... ვიდრე ჯერ კიდევ გაბია კისერზე!
ჯოზუე გონს გაჭირვებით მოეგო და გაკვირვებულმა შეხედა მეზობელს, რომლის აქ ნახვასაც ყველაზე ნაკლებად მოელოდა. მამაკაცს თვალები ჩასისხლიანებოდა. სახე გალურჯებოდა. იმდენად ცუდად გამოიყურებოდა, რომ მათიამ იეჭვა, სასმელმა ხომ არ მოწამლაო. მანაროლას უნიკალური, შესანიშნავი ღვინო საკმაოდ ძვირად ფასობდა, იმ კატეგორიის დაწესებულებებში კი, როგორიც ეს დუქანი იყო, მას გაცილებით იაფად ყიდიდნენ. რაღა თქმა უნდა, ეს დუქნის პატრონის კეთილშობილებიდან და მიამიტობიდან არ გამომდინარეობდა.
მათიამ ჯოზუეს საყელოში ხელი წაავლო და ვიწრო დერეფნისკენ წაათრია. ვარაუდობდა, რომ საპირფარეშო სწორედ აქ იქნებოდა. ჯოზუე, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, მის თავს რა ხდებოდა, შეშინებული, დაბნეული აცეცებდა თვალებს და მათიასგან თავის დაღწევს ლამობდა. მამაკაცმა ის პატარა, ბინძურ კაბინაში შეაგდო და ყურში ჩასძახა:
-კუჭი უნდა ამოირეცხო, გესმის? ცუდად ხარ! ვფიქრობ, სასმელმა მოგწამლა...
ჯოზუემ შედარებით გამოცოცხლებულმა თავი დაუკანტურა და მათიამაც მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ჭკუიდან საბოლოოდ გადასულ მეზობელს ის, რაც სათქმელი იყო, შეასმინა, საპირფარეშო დატოვა.
მათია უკვე თავადაც გრძნობდა, რომ სუნთქვა უჭირდა და მოძრაობას თავისუფლად ვერ ახერხებდა. სკამზე მძიმედ დაეცა, თან თვალი დერეფნისკენ ეჭირა, რომ ჯოზუეს გამოსვლა არ გამოპარვოდა.
-ხომ არაფერი გიჭირთ, სენიორ?-უეცრად შემოესმა ქალის მლიქვნელი, მაცდუნებელი ხმა.-შემიძლია ღვინო მოგართვათ, პირს გაისველებთ და მყისვე თავს ჯანსაღად იგრძნობთ.
მათიამ თვალები დახუჭა და გაახილა. მისგან მარჯვნივ გასაოცრად წვრილი წელის მქონე გოგონა იდგა და ბავშვურად, ანცად უცინოდა. თეთრი, იდეალურად ჩამწკრივებული კბილები ალმასებივით უნათებდა. ფერფლისფერი, გრძელი, დატალღული თმა საჯდომამდე ჩამოსთრევდა. გრძელ, გამხდარ, მცენარის ყლორტებივით სწორ, მშვენიერ ფეხებს კი გამჭვირვალე ქსოვილი ძლივს უფარავდა. მათია მათთან შეუხებლად გრძნობდა კანის სირბილესა და სურნელებას, გოგონას მოვლილი, მშრალი ბაგეების ძნელად შესაგრძნობ არომატს.
-ფერია ხარ?-ვერც კი გაიაზრა, ისე ჰკითხა მათიამ და საკუთარმა კითხვამ თვითონვე გააწითლა.
გოგონამ თავი მასთან ახლოს დახარა, მამაკაცის სიტყვები რომ გაეგონა, შემდეგ კი ხმამაღლა, წკრიალა ხმით გადაიკისკისა და აბრეშუმივით ნაზ თმაში ნატიფი თითები შეიცურა. მათია ვერ მიხვდა, ეს მის უფრო მეტად მოსახიბლად გააკეთა თუ სახიდან თმის მოსაშორებლად, მაგრამ ფაქტი ერთი იყო: სიჯანსაღისთვის ღვინო აღარ სჭირდებოდა. თავს პეპელასავით მსუბუქად გრძნობდა.
-ფრენა რომ არ შემიძლია?-წყენა გაითამაშა გოგონამ და ტუჩების მოძრაობისას ოვალის ფორმის კოხტა ხალი შეუთამაშდა, რომელიც მის პატარა, მრგვალ, ფქვილივით თეთრ სახეს უფრო მეტად ამშვენებდა.
-ფრენა არც გჭირდება. ღიმილი უკეთესად გამოგდის.
-მაშინ ფერია აღარ ვყოფილვარ.
მათიამ წარბები შეჭმუხნა და კვლავ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამ დროს დერეფანში ბანცალით მომავალი ჯოზუე შენიშნა და გოგონას სევდიანი, გულდაწყვეტილი მზერით გამოეთხოვა.

საბრინა გადიდრონებულ, გაშტერებულ თვალებს არ აშორებდა მძინარე მამაკაცს, რომელსაც მატარებელი ჰამაკივით არწევდა.
თავს ვერ პატიობდა იმას, რომ ამდენად ღია, ამდენად დაუფარავი გახდა საკუთარი გრძნობებითურთ. დროის გასვლასთან ერთად გადაშლილ წიგნს ემსგავებოდა, რომლის წაკითხვაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მისი ფიქრები იბადებოდნენ, იზრდებოდნენ, ვითარდებოდნენ და შემდეგ, როგორც წამოჩიტული ბარტყები, მის დაუკითხაად შლიდნენ ფრთებს.
ახლა საბრინა იმავეს მიღებას ცდილობდა სებასტიანისგან. უნდოდა გაეგო, რა ესიზმრებოდა სებასტიანს. რა აწუხებდა იმდენად, რომ ეს დარდი ძილშიც არ ანებებდა თავს. მამაკაცს ნაკვთები დაჭიმვოდა, ყელზეც ოფლის წეთები ემჩნეოდა. ალბათ, საბრინა კარგსაც კი იზამდა, თუ მის გაღვიძებას შეეცდებოდა, მაგრამ ვერ ბედავდა, თითქოს მომგებიანიც კი იყო სებასტიანის მდგომარეობა მისთვის.
საბრინამ მამაკაცს მზერა აარიდა და კონცენტრირების მოხდენა დანარჩენ მგზავრებზე ან თუნდაც ვაგონის დიზაინის შემადგენელ დეტალებზე სინჯა. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ რაიმე საინტერესოს პოვნას მოახერხებდა, მაგრამ მოვლენები არც ამჯერად განვითარებულა ისე, როგორც მას ეგონა. მაშინ, როცა საბრინამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, უჩვეულო, გროტესკული შეგრძნება დაეუფლა. თითქოს ვიღაც დიდხანს, ძალიან დიდხანს უყურებდა, შემდეგ კი ყველაფერი გააკეთა, რომ საბრინასთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
საბრინამ იცოდა, ვინც იყო ეს ადამიანი. მის ოდნავ, სულ ოდნავ მოტრიალებულ კისერს ხედავდა და ისიც უწყოდა, რომ მამაკაცს ამ შემთხვევაშიც შეეძლო პერიფერიული მზერის დამსახურებით მის ქმედებებზე დაკვირვება. შორიდანვე გრძნობდა მის ვინაობას, არ სჭირდებოდა მისთვის თვალის გასწორება და ამგვარად დარწმუნება. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მის პირდაპირ, ერთი-ორი მეტრის მოშორებით ის იდგა, ის, ვინც მხოლოდ ერთხელ ნახა და ის, რომელმაც შეძლო ამ ერთი შეხვედრითაც გარდაექმნა საბრინას მდორე, არაფრით გამორჩეული ცხოვრება.
მტკიცედ სჯეროდა, მის წინ მიქელე ბერშე იდგა.

^^^
მერვე თავის დაწერა გაცილებით გამიჭირდა, ვიდრე სხვა დანარჩენისა, ეს იმიტომ, რომ გავაკეთე ის, რაც ჩემი გმირების ცხოვრებას კიდევ ერთხელ არევ-დარევს.
მაინტერესებს, თქვენ რას ფიქრობთ... რას მოელით მიქელე ბერშესგან, რამდენად ამართლებთ სებასტიანის აზრებს, ამტყუნებთ თუ არა საბრინას თავისი ემოციურობისთვის და რაც მთავარია, რას ფიქრობთ ახალ პერსონაჟზე, ფერფლისფერთმიან გოგონაზე....
უყვარხართ სოფიკოს!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Shorena kiladze

Sasiyvarulo samkutxedi? Sabrina sitbos da siyvaruls ezebs imas rac kmartan ar konia vpikrob sheizleva imisken gadaixaros vinc met sitbos achvenebs.nu vnaxot ra ikneba.natias rac sheexeba rigorc yvela kaci arc isaa ... uceb daabnia gogom.imedi mogalate ar gamova

 



№2  offline მოდერი sopiko

Shorena kiladze
Sasiyvarulo samkutxedi? Sabrina sitbos da siyvaruls ezebs imas rac kmartan ar konia vpikrob sheizleva imisken gadaixaros vinc met sitbos achvenebs.nu vnaxot ra ikneba.natias rac sheexeba rigorc yvela kaci arc isaa ... uceb daabnia gogom.imedi mogalate ar gamova

საბრინა ძალიან დაბნეულია, თუმცა შენ მართალი ხარ, ასეა.
მათიასა და ვერონიკას ცხოვრებაში კი დიდი ცვლილებები გველოდება.
მადლობა, რომ ჩემთან ხარ <3

 



№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორც იქნა წავიკითხე ყველა თავი.ყველაზე მეტად ფერფლის თმიანი გოგოს გამოჩენა არ მომეწონა,მათიას იმდენად უყვარს მისი ცოლი ნამდვილად არ მაქვს სურვილი მათი ურთიერთობა დაინგრეს.სებასტიანს არ ვამტყუნებ,რადგანაც არ იცნობს საბრინას და ქალი იმდენად ეშმაკია, ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს.ასე რომ სანამ არ გაიცნობს არც გამიკვირდება ეგრე რომ ფიქრობს.აი მიქელეზე ვერაფერს გეტყვი,დაველოდები მოვლენების განვითარებას
--------------------
ლანა

 



№4  offline მოდერი sopiko

La-Na
როგორც იქნა წავიკითხე ყველა თავი.ყველაზე მეტად ფერფლის თმიანი გოგოს გამოჩენა არ მომეწონა,მათიას იმდენად უყვარს მისი ცოლი ნამდვილად არ მაქვს სურვილი მათი ურთიერთობა დაინგრეს.სებასტიანს არ ვამტყუნებ,რადგანაც არ იცნობს საბრინას და ქალი იმდენად ეშმაკია, ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს.ასე რომ სანამ არ გაიცნობს არც გამიკვირდება ეგრე რომ ფიქრობს.აი მიქელეზე ვერაფერს გეტყვი,დაველოდები მოვლენების განვითარებას

ლანა, როგორ გელოდებოდი <3
მიხარია, რომ გამოჩნდი და მოახერხე წაკითხვა...
როგორც გატყობ, შენც სებასტიანისკენ იხრები...
ფერფლისფერთმიანზე კი... ჩავთვალოთ, რომ საიდუმლოა ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent