შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ორქიდეა (22 თავი)


25-05-2018, 19:56
ავტორი Keke27
ნანახია 2 592

ველური ორქიდეა (22 თავი)

-22-
აბაშიძეს ყავა გავუკეთე.
მამიდაჩემი უკვე ამდგარიყო და საუზმეს ამზადებდა. გიგის შესთავაზა, ისაუზმეო, მაგრამ მან უარი განაცხადა.
_დარო, -მომმართა მე, - დასარეკი მაქვს ერთ ადგილას და ქუჩაში გადავალ, თან გავისეირნებ, სოფელსაც დავათვალიერებ.
_კარგი. - ვუთხარი ღიმილით. გავყვებოდი, მაგრამ იქნებ არ უნდოდა მომესმინა მისი სატელეფონო საუბარი.
გიგი წავიდა. რადგანაც ნორას ღობე გალავანივით მაღალი და ქვით ნაშენი იყო, ვერ დავინახე რომელ მხარეს წავიდა აბაშიძე. ჭიშკარს იქით მიიმალა.
სახლში შევბრუნდი, გადავწყვიტე მამიდაჩემს დავხმარებოდი და ასე ნაკლებად ვიფიქრებდი ჩემს უდიდებულესობაზე.
ნორამ გამომკითხა, გიგის ასავალ-დასავალი. აღმოჩნდა, რომ მეტად მოხუბლული დარჩენილა მისით.
სტუმრებმა თანდათან გაიღვიძეს. ყველამ სასადილო ოთახში მოიყარა თავი. სუფრა გავშალეთ. რამდენიმე მეზობელიც შემოგვიერთდდა.
გიგი არ ჩანდა. ცოტა არ იყოს ავნერვიულდი. მობილურზე გადავურეკე, ავტომოპასუხე ჩაირთო. ნერვიულობისგან ტუჩებს ვიკვნეტდდი.
_დარო, - ნიკო მომიახლოვდა, - გიგი სად გაქრა? ვურეკავ და ტელეფონი გათიშული აქვს. - ხმაში ფარული შფოთვა მაინც შევატყე.
_ არ ვიცი, მითხრა, გავისეირნებ, სოფელს დავათვალიერებო. თან ტელეფონით საუბარს აპირებდა ვიღაცასთან.
_ ვაახ. ალბათ დაუჯდა. ისა... - წამით შეფიქრიანდა წიკლაური, - გზა ხომ არ აებნა? - მკითხა მერე.
_ გზა აებნა? - თვალები გამიფართოვდა. - ნუთუ ეს შესაძლებელია? ამ სოფელში გამორიცხულია ვინმე დაიკარგოს. - წარმოსვთქვი ისე, თითქოს თავსაც ვიმშვიდებდი და ნიკოსაც ვუფანტავდი ეჭვს.
_ აბა, სად გაქრა ეს ბიჭი? რამდენი ხნის წინ წავიდა?
_ ორი საათი იქნება.
_ მით უმეტეს, დარო! - თითქმის წამოიყვირა წიკლაურმა. - არა, რაღაცაშია საქმე. - ნიკოს იმდენად დაეტყო ნერვიულობა, რომ მის ტუჩებს ლილის ფერმა გადაჰკრა. სახეზე გაფითრდდა. არა ნაკლებ დღეში ვიყავი მეც. კიფურები მიცახცახებდა უკვე.
_ რა მოხდა, მამიდა? - ნორას არ გამოპარვია ჩვენი სახეები.
_ გიგი დაიკარგა. - ხმამაღლა გამოაცხადა ნიკომ, წამიერი ყოყმანის შემდეგ.
_ რააა? - თითქმის ერთხმად შესძახა ყველამ. - როგორ თუ დაიკარგა.
_ აქ სოფელში მდინარე ხომ არ არის სადმე? - იკითხა წიკლაურმა. მდინარის ხსენებაზე გული შემიქანდა. ყველამ უსიტყვოდ და გაფართოვებული თვალებით გადავხედეთ ერთმანეთს.
_ კი, არის. - თქვა ბიძაჩემმა. მუხლებში ძალა მეცლებოდა უკვე.
_ წავედი მე გიგი უნდა მოვძებნო. - ვთქვი გიჟივით და ჩემი ხმა ვერ ვიცანი.
_ წავიდეთ, წავიდეთ. - ბიძაჩემი სწრაფად წამოიჭრა ფეხზე. - ბიჭებო ჩაიცვით! - მიმართა მერე შვილებს.
მე, ნიკო, ბიძაჩემი, ჩემი მამიდაშვილები, ჩემი ძმა, მისი ორი ძმაკაცი და რამდენიმე მეზობელი, წავედით გიგის საძებნელად.
გავიყავით, მდინარისკენ ბიძაჩემი, მისი მეზობლები, ნიკო და აკოს ძმაკაცები წავიდნენ. სოფლის ერთ მხარეს მე და ჩემი მამიდაშვილი გიორგი წავედით. ხოლო მეორე მხარეს აკო და ჩემი მეორე მამიდაშვილი წავიდა.
მე და გიორგი სოფელს აღმა ავუყევით.
თოვამ იმატა. ისედაც მთელი ღამე თოვდა და გზა თოვლს დაეფარა.
დანა პირს არ მიხსნიდა ნერვიულობისგან.
გზა და გზა ერთმანეთს ვურეკავდით, ახალი ხომ არაფერიათქო. ვინც შეგვხდებოდა ყველას ვეკითხებოდით, ეს ბიჭი ხომ არ გინახავსთქო და ტელეფონით მის ფოტოს ვაჩვენებდით.
ყველა უარს ამბობდა. არ გვინახავსო. ნერვიულობის პიკს ვიყავი უკვე. საშინელი აზრები მიტრიალებდა თავში. სოფლის ბოლო გამოჩნდა, იმის იქით რამდენიმე კილომეტრი მოსახლეობა არ იყო. მერე სხვა სოფელი იწყებოდა. ერთი ეზოდან მოხუცი პაპა გადმოვიდა. იმედით მივვარდი და ფოტო ვუჩვენე.
_ კი, ვიცი ეს ბიჭი, აგერ მაროს ეზოში დავინახე ამ დილით, შეშასა ჩეხდა. - გვითხრა მოხუცმა. სიხარული, გაოცება, სიბრაზე და მერე მშვიდად ამოსუნთქვა ერთად მქონდა. მეთქი ცოცხალია.
მაროს ჭიშკარს მივადექით. პატარა ხის სახლი იდგა, შორს ეზოში და საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა.
გიორგიმ ჭიშკარი შეაღო. დაძახებას აზრი არ ჰქონდა, რადგან სახლი შორს იყო და მაინც ვერ გაიგებდა მასპინძელი.
მარო ბებო, მარტოხელა მოხუცი ყოფილა. ერთი ქალიშვილი ჰყოლია რომელიც მისი ოჯახით ბათუმში გადასულა საცხოვრებლად და მოხუცი მარო სოფლის მაცხოვრებლების იმედად იყო დარჩენილი. მეზობლების წყალობით ჰქონდა ლუკმაპური და თბილი ღუმელი.
მივაბიჯებდი მაროს სახლისკენ, უკვე წვივებამდე თოვლში და თან გულში აბაშიძეს ვლანძღავდი.
გიორგიმ ყველას შეატყობინა გიგის ამბავი.
_ მოიცა, იქნებ არც აქ არის? - დამარტყა თავში აზრმმა და ფეხებამდე გაიარა.
_ იქნებ მარომ იცის სად წავიდა. - არადამაჯერებლად წარმოსთქვა გიორგიმ.
_აბაშიძეს ურჩევნია ეგრე იყოს, თორემ სადაც ვნახავ იქ მივაკლავ. - ნაკვესებს ვყრიდი თვალებიდან.
სახლს რომ მივუახლოვდით, გიორგიმ მასპინძელს დაუძახა. არ გასულა თხუთმეტი წამიც და კარში გიგი არ გამოჩნდა?!
მისი დანახვისას, არ ვიცი რა დამემართა, ეს რა იყო, ერთიანად მოვწყდი წელსქვევით და ძირს დავვარდი. ძალა გამომეცალა. თვალებზე ცრემლი მომადგა. გული ყელში მებჯინებოდა და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
აბაშიძე ჩემკენ გამოიქცა.
_ დარო, რა მოგივიდა? - გიორგიმ ჩემი ფეხზე წამოყენება სცადა შეშინებული სახით.
_ არაფერი, არა, ფეხი გადამიბრუნდა... - ამოვილუღლუღე და აქოშინებულ გიგის ავხედე. სწრაფად დაიხარა, ხელები მომხვია, ფეხზე წამომაყენა და გულში ჩამიკრა.
_ ძალიან შეგვაშინე, ძმაო ყველა. - უთხრა ჩემმა მამიდაშვილმა აბაშიძეს და ბეჭზე ხელი დაჰკრა.
_ ვიცოდი ასე რომ იქნებოდა, მაგრამ თავი ვერაფრით ვიხსენი, მარო ბებოსგან. ამ თოვლში შეშას ჩეხავდა და შემებრალა, მეთქი მივეხმარებითქო. - თქვა დამნაშავესავით გიგიმ და თვალებში ჩამხედა.
_ შენ წარმოდგენა არ გაქვს ჩვენ როგორი შიში განვიცადეთ. ნორმალური ხარ? ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული? ან, ორი საათი რას ეხმარებოდი? - თავიდან ხმა მითრთდოდა, მერე კი ბრაზი მომერია.
_ რა მექნა, არ მიშვებდა.
_ როგორ თუ არ გიშვებდა?
_ წამოდი და შენ თვითონ მოისმინე. - გაეღიმა გიგის და სახლისკენ წაგვიძღვა.
სახლში შესულთ მოხუცი მარო საწოლზე დამჯდარი დაგვიხვდა. ხელში ხელჯოხი ეჭირა და უკმაყოფილო მზერით გვიყურებდა მე და გიორგის. უფრო მე.
_ როგორა ხარ, მარო ბებო? - ჰკითხა ჩემმა მამიდაშვილმა.
_ კარგადა ვარ, ჩემი შვილიშვილის საქმროს წყალობით. - საქმროში გიგი იგულისხმა, რადგან ღიმილით გახედა მას. საქმროვო? თვალები შუბლზე ამივიდა.
_ ვინ არის შენი შვილიშვილის საქმრო, ეს ბიჭი? - ვკითხე განცვიფრებულმა.
_ მარო ბებო, ხომ გითხარი, მე ცოლი მყავს უკვე და ვერ ვიქნები შენი შვილიშვილის საქმრო. - უთხრა დანანებით აბაშიძემ.
მარომ ისევ უკმაყოფილოდ მომავლო თვალი.
_ მერე რა, გაშორდები შენს ცოლს და ჩემს შვილისშვილს მოიყვან ცოლად. - განუცხადა მარომ აუღელვებლად.
_ ღმერთო ჩემო, რა შეგცოდე ასეთი. - ჩაიჩურჩულა გიგიმ და "მიშველე"-ო მზერით შემომხედა. - თავი ვერაფრით დავიხსენი მისგან. მთელი ეს დროა "მკერავს", რომ მისი შვილისშვილი მოვიყვანო ცოლად. რამდენჯერაც დავაპირე წამოსვლა, იმდენჯერ ხან წნევამ აუწია, ხან გული აუჩქარდა და ხანაც მიქელგაბრიელი მოელანდა კართან მდგომი ცელით ხელში. - გადმომილაპარაკა გულგაწვრილებული ხმით მერე მე.
_ ჰმ, ესე იგი, შვილიშვილისთვის მოეწონე არა? - გაკაპასება დამეტყო ხმაში. - მარო ბებო, ცოლს ვერ გაშორდება, იმიტომ, რომ ამ ბიჭს მისი ცოლი ძალიან უყვარს. - ვცადე ხმა დამეთბო და ისე მეთქვა მოხუცისთვის.
_ მაგას ჩემი შვილიშვილი უყვარს, მაგრამ ჯერ ვერ ხვდება. რომ იცოდეს, როგორი ანგელოზივით გოგო მყავს. - მარო პოზიციის დათმობას არ თმობდა.
_ ეს გოგო ჩემი ცოლია, მარო ბებო, ჩემთვის ესაა ანგელოზი და მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგო, განა შეიძლება ასეთ ცოლს გავშორდე? - გიგიმ ხელი ჩემკენ გამოშვირა და გაღიმებული სახით გააცნო მოხუცს ჩემი თავი.
გიორგის გაკვირვება დაეტყო. აბაშიძემ მას თვალი ჩაუკრა. მე თვალებდაჭყეტილმა მოვისმინე მისი ნათქვამი.
მარომ ისევ ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
_ ეს რამ მოგაყვანინა ცოლად? ეს გოგო არაა შენი შესაფერისი. დღესვე გაშორდები. შენ უკეთესს იმსახურებ, აი ისეთს, როგორიც ჩემი თებროლეა. - კოხტად გამასწორა მიწასთან მარო ბებომ. - შენ კი, სხვა კაცი მონახე და მას გაყევი ცოლად. - მითხრა მერე მე.
_ რას ამბობ, მარო ბებო, - აღშფოთდა გიგი, თუმცა ღიმილით ცდილობდა დაფარვას. - შენს ქმარს რომ შენ მიეტოვებინე სხვა ქალის გამო, შენ რას იზამდი, მარო ბებო? - ჰკითხა მერე ეშმაკური ღიმილით.
მარო წამით ჩაფიქრდა.
_ აგე, - ხელი კედელზე დაკიდებული თოფისკენ გაიშვირა, - იმ ტყვიას დავაჭედებდი შუბლში, მასაც და იმ ქალსაც. - მარო არ ხუმრობდა, მის ხმაში ისეთი სიმტკიცე გაისმა, ალბათ გააკეთებდა კიდეც ამას თავის დროზე.
_ ჰოდა, რატომ გინდა მერე ჩემი და შენი შვილიშვილის სიკვდილი? იცი ეს რა გიჟია? თვალს არ დაახამხამებს ისე გამაფრთხობინებს სულს. - ხმა დაისაწყლა გიგიმ.
_ აბა ერთი გაბედოს. - მარო ფეხზე წამოდგა და ხელჯოხი მოიამრჯვა. მეთქი ვაი დედა.
_ მარო ბებო, - მივმართე მას თბილი ხმით, - ჩვენ ახლა უნდა წავიდეთ, თბილისში რომ ჩავალთ, გავაკეთებ განქორწინებას და მერე შეეძლება მოიყვანოს ცოლად შენი შვილიშვილი. - ჩემი ნათქვამის მეტი დამაჯერებლობისთვის, ასევე თბილად გავუღიმე.
_ჰო, ჰო, ეგრე ვიზამთ სწორედ. - ამყვა აბაშიძეც.
მოხუცი მარო ისევ შეფიქრიანდა.
_ არ მატყუებთ? - გვკითხა მერე.
_ როგორ გეკადრება, მარო ბებო. - გიორგიც ჩაერთო ჩვენს საუბარში. - მე ხომ მიცნობ? ჰოდა, ჩემივე ხელით მოგიყვან ამ ბიჭს აქ.
_ კარგი, მაშ ეგრე იყოს. - ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ, როგორ იქნა, მარო მოითაფლა.
დიდი ამბით დავემშვიდობეთ მას. ღუმელთან დაჩეხილი შეშა მოვუმარაგეთ და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უკანმოუხედავად გამოვიქეცით იქედან.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი დარინა

რამდენი ვიცინეეე, მეც მინდა მარო ბებოოო არ უშოვა უცებ შვილიშვილს "ქმარი"

 



№2 სტუმარი Qeti qimucadze

Ramdeni vicineeee, kargi iyo zaliannnn, Ogond pataraaaaaa

 



№3  offline წევრი მეDina

უიმეეე :D საწყალი მოხუცი. რა მონდომებულია
--------------------
☆NaT☆

 



№4  offline წევრი black angel555

Kai istoria chans :)

 



№5 მოდერი abezara98

ვაიმეე, აღფრთოვანებული ვარ შენით და ამ ისტორიით შეპყრობილი heart_eyes

 



№6  offline წევრი NniNna

აუუუ კარგი იყო მაგრამ..ასეთი მოკლე თავები არ მახსოვს რა დაგემართა!???((

 



№7 სტუმარი ტატუკა20

როგორ გამიხარდა შენი გამოჩენააა კეკე♡♡♡♡♡♡ რა კარგად განვითარდა მოვლენებიი მიხარია ძალიან.მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას.ცოტა დიდი თავი თუ იქნება უფრო გამიხარდებაა♡♡♡♡♡

 



№8 სტუმარი სტუმარი ბელუ შეროზია

საოცრება ხარ, საოცრება ისტორიით!

 



№9 სტუმარი Tebro

Vaime mec myavs egeti Bebo mezoblad ogond qalaqshi. <3 ram gagachenina ori shvili mag mutrukisgano mechxubeba xolme :-D xoda kidev 22 tavia da rit ver moarjula am bijma Es. Chamouyalibebelj gogo an daros ra jirs aseti biji yavs da ragas fikrobs. Kide vaa cota moafxizle

 



№10  offline წევრი tamar ra

კეკე, როგორ გამიხარდი <3 ვგიჟდები მე შენს ისტორიებზე. განუმეორებელი ხარ. ველი შემდეგ თავს სულმოუთქმელად <3

 



№11 სტუმარი სტუმარი ლილიანა

გამიხარდა კეკე შენი დაბრუნება☺

 



№12  offline წევრი giotiko

აუ ძალიან კარგია ეს ყველაფერი სასიამოვნო წასაკითხი სიამოვნებით დაველოდები შემდეგ თავს გაიხარეთ...
გელოდებით და მიხარია კეკე შენი დაბრუნებაა ყოველტვის ????❤️❤️❤️❤️

 



№13 სტუმარი სტუმარი keke

კეკე შემდეგი როდის იქნება ???????? ერთი სული მააქვს ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent