შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანნა


25-05-2018, 20:03
ნანახია 1 130

ანნა

ანამარია კიკნაძე.21 წლის გახდა შემოდგომის მიწურულს 26-ში.სწავლობს ჟურნალისტიკაზე,17წლისამ აიღო მართვის მოწმობა და აგერ უკვე 1 კვირაა საკუთარი მანქანა ჰყავს.
თავისი შეგროვებული ფულით ნაყიდი.აქამდე მამის მანქანით დადიოდა,თუმცა შორს არა.დღეს კი სოფელში წასვლა გადაწყვიტა ბებია-ბაბუის ნახვა სურდა.რა თქმა უნდა ,როგორც ყველა დედამ, ანამარიას დედაც ნერვიულობდა შვილის გადაწყვეტილებაზე.თუმცა, სულ ტყუილადსოფელი კახეთში აქვს,თუმცა წარმოშობით იმერელია.
*****
-კარგი დედა.საჭესთან ვარ რამდენჯერ უნდა დამირეკო.გავიგე დედა გავიგე.ნელა დავდივარ დედა.კარგი,რომ ჩავალ დაგირეკავ.მეც დეე..
გომბორის გზატკეცილს რომ მიუახლოვდა იქვე გზიდან გადაყვანილი გაფიჭებული ტაქსი დაინახა.მგზავრი მხოლოდ ერთი ქალბატონი იყო.რომელსაც სახლში წასვლა ეჩქარებოდა.
ამიტომ,ანამარიამ წაყვანა შესთავაზა.მოხუციც გახარებული იმით რომ თავის შვილიშვილს დახვდებოდა სახლში,სიხარულით დათანხმდა.დანიშნულების ადგილზე მისულს ქალბატონმა ნანიმ გამასპინძლების გარეშე არ გაუშვა-ძალიან დიდი მადლობა ნანი ბებო გამასპინძლებისთვის მაგრამ ძალიან მეჩქარება და უნდა წავიდე.პირობას გაძლევთ რომ სანამ წავალ ერთი კვირით ადრე წამოვალ და აქ დავრჩები.-
როგორც ქალბატონმა უთხრა მას შვილი ჰყავდა რომელსაც თურმე ძალიან ჰგავს ანამარია.წამოსვლისას ქალი ისე გადაეხვია თითქოს დიდი ხნის ნაცნობი იყო.სოფელში ჩასვლის შემდეგ ყურადღება ბებია-ბაბუაზე და ბავშობის მეგობარზე გადაიტანა.დედას ესაუბრებოდა ხშირად,თან უამბო ნანი ბებოზე და მანაც ურჩია მასთან ყოფილიყო ცოტახნით.
ზუსტად ერთი კვირის თავზე ესტუმრა ნანი ბებოსუნდა გენახათ ბებოს გახარებული და აწყლიანებული თვალები,როცა მარია დაინახა კართან.
-გენაცვალოს ნანი ბებო შენ.როგორ გამახარე რომ ჩამოხვედი.
-როგორც დაგპირდით ერთი კვირით ვრჩები,იმედია მიმიღებთ.
ღიმილით ახარა გოგომ.
-რა თქმა უნდა შვილო,სულ დაგიტოვებდი.ისე მაგონებ ჩემს ლილეს,შენ რომ გიყურებ ათი წლის სიცოცხლე მემატება.დაღლილი იქნები მეკი აქ ჩამოგაყენე,შემოდი შვილო მოშიებული იქნები.
საღამომდე საუბრობდნენ.თითქმის ყველაფერი უამბო მარიამ თავის შესახებ.ნანი ბებო კი უჩვეულო ღიმილით უყურებდა მთელი ეს დრო. -ნანი ბებო თქვენი შვილიშვილი არ ჩამოვიდა?
-კი,ბებო როგორ არა.მეგობარი წაიყვანა მანქანით და ცოტა გვიან მოვა.
-გასაგებია.გზამ ძალიან დამღალა და შეიძლება მე დავიძინო?-რამის სავარძელში ჩაეძინა.
-კი შვილო წამოდი ახლავე გავამზადევ ოთახს.ოთახი სადა იყო,თუმცა გემოვნებით მოწყობილი.აევნით,რომელიც ორი ოთახის საერთო იყო.
ოთახში მარტო დარჩა თუარა ეგრევე დაწვა და დაიძინა.
შუა ღამით გაეღვიძა,მოკლე პენუარით გავიდა აევანზე,რომელიც საჯდმოსაც ძლივს უფარავდა.იქვე მდგარ საქანელა-ჰამაკში ჩაჯდა და ვარსკვლავების ყურება დაიწყომყუდროება ნაბიჯების ხმამ დაურღვია.იფიქრა ალბათ ნანი ბებიას გაეღვიძაო და ყურადღება არ მიუქცევია.მხოლოდ მაშინ გამოიხედა როცა სილუეტი ჰამაკის გვერდით დადგა.მოულოდნელობისაგან გოგონამ წამოიკივლა.ახლაღა აღიქვა რომ უცნობი ახალგაზრდა ასე 25-26 წლის ბიჭი იყო.შესანიშნავი აღნაგობის.შავგვრემანი,ცისფერთვალება ერთი სიტყვით იდეალური ანამარიასთვის.ისე გაერთო თვალიერებაში მხოლოდ ბიჭის ჩაცინებამ მოიყვანა გონს.მისი ცინიკურად მომზირალი თვალების დანახვაზე,სახეზე ალმური მოედო,ისე შერცხვა.ზოგადად არ არის თამამი საპირისპირო სქესთან მიმართებაში.
-ვინ ხარ და სხვის სახლში რა გესაქმება ამდროს?-შეტევაზე გადავიდა გოგონა.ბიჭა გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა და სიცილი აუტყდა.რაზეც გოგონა უფრო გამწარდა,რადგან ეგონა მას დასცინოდა.
-პირველ რიგში სხვის კიარა ჩემს სახლში,მეორეც შენ რა გესაქმება ამ სახლში?როგორც მახსოვს მე არ მომიყვანიხარ.-კარგად იცოდა ბიჭმა ვინც იყო მარია,რადგან ბებიამისს უკვე გაფრთხილებული ჰყავდა.მაგრამ გოგონას გაბრაზების შანსს ვერ გაუშვებდა.
-შენ...შე.ნ ნანის შვილიშვილი ხარ?
-გაოცდა გოგონა.თვითონაც არ იცის რატომ ,მაგრამ გოგო ეგონა მისი შვილიშვილი.რატომღაც.
-გახლავარ.-რევერანსით მიუგო გოგონას.-რომ მცოდნოდა ,ასეთი მადისაღმძვრელი სათამაშო დამხვდებოდა სახლში, უფრო მალე მოვიდოდი.
-შე..შენნ როგორ ბედავ ასეთ ლაპარაკს ხეპრე,იდიოტო!!-კიდევ გააგეძელებდა მის ლანძღვას მაგრამ როგორც კი მისკენ მიმავალი განრისხებული ბიჭი დაიხანა,უკან-უკან დაიწყო სვლა,მანამ-სანამ კედელს არ აეკრო.შიშისგან თუ სიცივისგან ცახცახი აუტყდა და ვერ ჩერდებოდა.
-მეორედ ასე მომმართავ და ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ პატარა კახ*ავ.-მარიამ შიში უკუაგდო და გაცეცხლებულმა მოუქნია ხელი.დარტყმის ხმას ელოდა.ამის მაგივრად კი , ბიჭმა ხელი დაუჭირა და მაგრად მოუჭირა,ისე რომ სისხლიც კი აღარ მოძრაობდა.მეორეც მოუქნია მაგრამ ისიც დაუჭირა.ორივე ხელი თავთან დაუკავა ერთი ხელით,მეორე კი წელზე უხეშად მოხვია და ახლოს მიიზიდა. გაბრაზებული რომარ ყოფილიყო გოგოს დაფჩენილ თვალებზე კარგად გადაიხარხარებდა.თვალებში ჭინკები აუთამაშდა.ანამარიას სახე მიუახლოვა და მისი ღვინისფერი ტუჩებისკენ დაიძრა.მარია პირველად იყო ასეთ სიტუაციაში და ვერ აცნობიერებდა უნდოდა მისი პირველი კოცნის ავტორი ყოფილიყო თუ არა.კოცნის მოლოდინში თვალები უნებურად დახუჭა და პირველ ამბორს ელოდა.ამის მაგივრად კი ბიჭის საშინლად ვნებიანი და ირონიული ხმა გაიგო.
-სხვა დროს ასეთი სექსუალური პენუარიც ვეღარ გიშველის,ანნა.-ისე გაუჩინარდა ბიჭი როგორც მოვიდა.მარია კი დატოვა გაშეშებული.მხოლოდ ისღა მოიფიქრა რომ ოთახში შესულიყო.დაწვა თუ არა შუქი ჩააქრო და დაძინება სცადა.მთელი ღამე მისი სახე ედგა თვალწინ.ფიქრებში დაათენდა...

*******
გამარჯობა.ეს არის ჩემი პირველი ისტორია რომელსაც აქ ვდებ და ზოგადად საზოგადოებას წარვუდგენ.იმედი მაქვს მოგეწონებათ და ისიამოვნებთ.მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებას.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი tikuna tika

კარგიააა და შემდეგში ცოტა დიდი თავი დადე რაა heart_eyes

 



№2  offline წევრი nathali lifhonava

აუცილებლად გააგრძელე<3

ყოჩაღ სასწაული
ხარ<3
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

 




nathali lifhonava
აუცილებლად გააგრძელე<3

ყოჩაღ სასწაული
ხარ<3

უღრმესი მადლობა შენნ ❤ აუცილებლად გავაგრძელებ.

 



№4 სტუმარი სტუმარი taflisfertvaleba

ვაუ!ყოჩაღ,ძალიანკარგი ისტორიაა.იმედია მალე დადებ მომდევნო თავს.

 




სტუმარი taflisfertvaleba
ვაუ!ყოჩაღ,ძალიანკარგი ისტორიაა.იმედია მალე დადებ მომდევნო თავს.

დიდი მადლობა❤ შევეცდები აუცილებლად რომ მალე დავდო ❤

 



№6 სტუმარი დიკოსია

მომეწონა კარგია
ინტრიგა არის
მაგრამ
რაღაცებს ვხდბეი
და არ მომწონს
გამოყავი დიალოგები
ნუ აბამ ერთმანეთს
გეგონონება ისე კითხულობ
დიალოგები გამოყავი
გახსოვდეს დიალოგები გამოყავი
კარგია ჯერჯერობით სხვა არაფერი მაქ სათქმელი
წარმატებები
დაიხვეწები
თანდათან უკეთესი
გამოგივა

 




დიკოსია
მომეწონა კარგია
ინტრიგა არის
მაგრამ
რაღაცებს ვხდბეი
და არ მომწონს
გამოყავი დიალოგები
ნუ აბამ ერთმანეთს
გეგონონება ისე კითხულობ
დიალოგები გამოყავი
გახსოვდეს დიალოგები გამოყავი
კარგია ჯერჯერობით სხვა არაფერი მაქ სათქმელი
წარმატებები
დაიხვეწები
თანდათან უკეთესი
გამოგივა

მადლობა დიდი ❤ გავითვალისწინებ აუცილებლად ❤

 



№8  offline მოდერი Girl with pretty smile

შინაარსი კარგია,ძალიან მომწონს.
ახლა ცოტა ინტრიგაც ჩააგდე,უფრო მეტი დიალოგი და კიდევ ერთი.ისტორიის წერა პერსონაჟის აღწერით არ დაიწყო,მაც ზუსტად იგივე მირჩიეს და ამიტომ გეუბნები.სხვა მხრივ კი კარგია.წარმატებები,ველოდები შემდეგს

 




Girl with pretty smile
შინაარსი კარგია,ძალიან მომწონს.
ახლა ცოტა ინტრიგაც ჩააგდე,უფრო მეტი დიალოგი და კიდევ ერთი.ისტორიის წერა პერსონაჟის აღწერით არ დაიწყო,მაც ზუსტად იგივე მირჩიეს და ამიტომ გეუბნები.სხვა მხრივ კი კარგია.წარმატებები,ველოდები შემდეგს

მადლობა,მადლობა,მადლობა❤❤
❤❤ ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს ❤

 



№10 სტუმარი სტუმარი თიკო

ვერასოდეს ჩავწვდები რატომ უნდა შეგიყვარდეს ბიჭი რომელმაც კახპა გიწოდა პირვალსავე დღეს თან უმიზეზოდ, ბიჭი რომელიც გაშინებს და ა.შ. უცნაური გემოვნების მკითხველი ყავს ამ საიტს

 




სტუმარი თიკო
ვერასოდეს ჩავწვდები რატომ უნდა შეგიყვარდეს ბიჭი რომელმაც კახპა გიწოდა პირვალსავე დღეს თან უმიზეზოდ, ბიჭი რომელიც გაშინებს და ა.შ. უცნაური გემოვნების მკითხველი ყავს ამ საიტს

გემოვნებაზე არ დაობენ.ყველას საკუთარი აზრი აქვს.

 



№12  offline წევრი .M.A.R.I.

ვაუ.. scream
პირველი ისტორიისთვის იმაზე კარგია ვიდრე ველოდი
ძალიან მომეწონა
აუცილებლად წავიკითხავ შემდეგ თავებს <3

 



№13  offline წევრი mirandaa31

კარგი დასაწყისია
--------------------
ხელმოწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent