შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (5თავი)


26-05-2018, 09:36
ნანახია 2 976

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (5თავი)

-ხო აბა რა, ამდენი წლის მერე შემთხვევით გადაგაწყდი უბანში და ასე პროსტო ჩაივლის გგონია ეს დღე? შანსი არ გაქვს ნაკაშიძე. მერე მარიას კისერზე ისვამს, ისიც ბედნიერად უტყაპუნებს მელოტ თავზე ხელს. -წამო წამო. მიჯიკა და მეც დავემორჩილე.
----------------------


-ნერვიულობ? მეკითხება სანდრო სანამ კარს გააღებს. უხერხულად ვიღიმი.
-ძალიან სან. ლოყაზე მკოცნის.
-მაგრად გაუხარდებათ აი ნახე. ამბობს და ჩვეულებისამებრ როგორც ადრე ახლაც წიხლით შეაღო კარი. -მამა მარჩენალიც მოვედი. დაიღრილა ბოლო ხმაზე.
-ბავშვი სად ააგდე ბიჭო? დასცინა ლუკამ. სანდრო განზე იწევს, ოთახში უხერხული სიჩუმე ისადგურებს. გული გამალებით მიცემს. ყველა მე მბურღავს თვალებით. ლუკას ლუდის კათხა უვარდება ხელიდან მაგრამ ყურადღებას არ აქცევს. იქვე დგას ნუკიც, რომელიც პირდაღებული მომშტერებია. სავარძელში ჩაფლულმა ლენამ ხელები სახეზე აიფარა და სავარაუდოდ ცრემლებს ვერ იკავებს. ვიკას მზერას შეველეწე და მის სახეზე ალმური ათამაშდა. გიგიმ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ, შედგა და თვალები მოისრისა. რატიმ ტელევიზორიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა და ერთიანად დაიძაბა.
-ნაკაშიძე. ყრუდ ამოილუღლუღა ლუკამ. -აქ საიდან გაჩნდი ადამიანო?
-დაბადების დღეს გილოცავ. მხრები ავიჩეჩე და მხოლოდ ამის თქმა შევძელი. მერე რა მოხდა? თვალებში დამიბნელდა... ლუკა მომვარდა, ხელში ამიტატა და პატარა ბავშვივით მოყვა ჩემ ბზრიალს, მერე ნუკა ჩამეხუტა, მანაც ვერ შეძლო ცრემლის შეკავება, ვიკამ ნაძალადევი მოკითხვა მხოლოდ ზრდილობის გამო მომიგდო, ასევე ზრდილობის გამო გავეცი მის კითხვას პასუხი. ლენა ისევ ხელებში თავჩარგული იჯდა, მასთან მივედი და მუხლებზე დავდექი. ხელებით ფეხზე შევეხე. -ლენ... ახლა უკვე მეც ვეღარ შევიკავე ცრემლი და ავტირდი, სახე ხელით ავუწიე და მის დასიებულ თვალებს ჩემი თვალები შევაჩეხე. -მე ვარ ლენ. ლენამ ხელები გაშალა და გულში პატარა ბავშივით ჩამიკრა, კარგა ხანს ვიდექით ასე და ყველანი ჩვენ შემოგვცქეროდა.
-რით ვერ დადგა ჩემი ჯერი? ამბობს ჩვენ თავთან ასვეტებული რატი, ლენას მკლავებიდან თავს ვითავისუფლებ, ცრემლები შევიწმინდე და ფეხზე წამოვდექი. რატისკენ ვტრალდები, მის მწვანე თვალებში ჩამდგარ იმ ძველ ვნებას ვეჩეხები რასაც წლების უკან თავქუდმოგლეჯილი გავექეცი. ვიკას მზერა ძველებურად მბურღავს. -კარგად გამოიყურები. ამბობს რატი და ხელს ჩამოსართმევად მიწვდის. მწვანე თვალებიდან მზერა მისი ხელისკენ გადამაქვს.
-მადლობა. მოვახერხე ამ ერთი სიტყვის თქმა და ხელი ჩამოვართვი. ხელის გულის გავლით ვიგრძენი მისი გულის ცემა-მან ჩემი გულის ცემა. ისევ გავუყარეთ ერთმანეთს მზერა.
-ეს კი ნაკაშიძის პატარა ქალბატონია, ყვირის სანდრო და მარიას ხელში ატრიალებს. ახლა უკვე ყველა მარიას უყურებს, მხოლოდ რატის მზერაა ისევ ჩემს მიმართ მომართული. ლენა ფეხზე დგება და მარიასკენ გარბის, მხარზე მისი სპეციალურად ჩემს გამოსაფხიზლებლად გამოყენებული შეჯახება რეალობაში მაბრუნებს და რატის ხელს ვუშვებ. ისიც უხერხულად იშმუშნება და ვიკას გაკაპასებულ მზერას თვალების დაქაჩვით პასუხობს. მარია შეწუხდა ამდენი უცხო ადამიანის ფერებით, ატირდა და ყელზე შეშინებული ბარტყივით ჩამომეკიდა.
-დედასავით უჟმურია. სიცილით აღნიშნა ლუკამ და ნუკის მოხვია წელზე ხელი. - ხო, ხო, არ გეჩვენება განაგრძო ჩემი გაოცებული მზერის დანახვისას. -ერთად ვართ. მერე ნუკას მიუბრუნდა და გულში მაგრად ჩაიკრა.
-ძალიან მიხარია ეს ამბავი ბავშვებო. ვამბობ მე და დამშვიდებულ მარიას სავარძელში ვსვამ.
-შენ როგორ ხარ? როდის ჩამოხვედი? მოყევი ეხლა. მომაყარა კითხვები ნუკიმ.
-ჯერ წყალი მინდა, გამიშრა ნერვიულობით პირი. ვამბობ სიცილით.
-წყალი არა ტოროლა. ამბობს სანდრო. - მიდი რა ვიკ მაცივრიდან ლუდი გამოუღე. ვიკა უხალისოდ დგება, მაცივრიდან ლუდს იღებს, ხსნის და მაწვდის.
-მადლობა ვეუბნები და მარიას გვერდით ვთავსდები. რამოდენიმე ყლუპი სულმოუთქმლად მოვსვი და ცოტა თვლალებში გამოვიხედე. -დღეს ჩამოვედი, ვამბობ ბოლოს. მარია ეზოში მყავდა და სწორედ მაშინ გადავაწყდი სანდროს. არ მომეშვა და მეც წამოვყევი. ბოდიში ლუკა საჩუქრის ყიდვის დრო არ მქონდა.
-ამაზე მეტი რა საჩუქარი უნდა გაგეკეთებინა შე ოხერო. ამბობს ხარხარით.
-თქვნ როგორ ხართ? მომიყევით, ვამბობ და მზერას ერთიდან მეორეზე ვანაცვლებ.
-რავი ტო. დაიწყო სანდრომ. - როგორც ხედავ ეს ორნი ერთად არიან, დაადგათ როგორც იქნა საშველი, მაგრამ ჯერ დაოჯახებას არ ჩქარობენ, მე კი ვარ ასე გამელოტებული, თავზე დანანებით იტყაპუნებს ხელს. -ესენი ისევ ერთად არიან, დაამატა ხარხარით და ვიკას ენა გამოუყო. -მოჭკვიანდა ჩვენი ვიკა.
-გიგიმ როგორც იქნა აღიარა რომ გეია. დაამატა ნუკიმ და ამ უკანასკნელს ბალიში ესროლა.
-ყოველთვის ვგრძნობდი, ღიმილით გავხედე გიგის. -მერე? როგორ მიიღეს ოჯახში?
-მიიღეს რა. ამბობს მხრების აჩეჩვით და უხერხულად იშმუშნება.
-ამნაირია თუ იმნდაირი მაინც ჩვენი ძმაა ამბობს სანდრო. -აუ დავლიოთ რა, ეს დღე უნდა ავღნიშნოთ. -აბა გოგოებო მიხედეთ საქმეს, ჩვენ მწვადებს შევწვავთ.
-ლუკა, შეიძლება რომელიმე ოთახში მარია დავაძინო.
-კი ტო, რას კითხულობ, ნუკი დაგაკვალიანებს.
მე და ნუკი გვერდით ოთახში შევდივართ, ვიკა და ლენა სამზარეულოში გადიან და მაგიდის გაწყობას იწყებენ, ბიჭები ეზოში გავიდნენ. ცეცხლის დასანთებად.
-რა იყო? ვეკითხები ნუკის.
-არც კი მჯერა რომ აქ ხარ.
-არც მე, ვპასუხობ ღიმილით.
-რა საყვრელია, ჩაძინებულ მარიას ეფერაბა ნუკი. საერთოდ არ გგავს ისე.
-ხო მამამისია თავიდან ბოლომდე.
-მამა სად ყავს.
-სარანგეთში დარჩა, ვერ მოახერხა ჩვენთან ერთად წამოსვლა მაგრამ მალე ჩამოვა.
-მიხარია შენი ამბები ენ.
-მე კიდევ შენი და ლუკას ამბავი გამეხარდა ძალიან. როგორ მოახერხეთ ამ ამბის სისრულეში მოყვანა.
-უფ რავიცი, ერთხელ მაგრად თათვრა და სიყვარულში გამომიტყდა, იმის მერე ერთად ვართ.
-ლენასთან რა ხდება?
-ძალიან შეიცვალა.
-რა კუთხით?
-შენი გაუჩინარების მერე ძალიან დათრგუნული გახდა.
-არ მიკვირს, მეც ეგრე ვიყავი.
-ამბობდა რაღაც ისეთი გავაკეთე რასაც არასოდეს მაპატიებსო. გულში ძლიერი ჩხვლეტა ვიგრძენი და სუნთქვა შემეკრა. -მერე ვიკას დაუახლოვდა ძალიან და პრინციპში მასმერე სულ ერთად არიან.
-რაზე ლაპარაკობ?
-ამბობს რომ შენთან რაღაც შეეშალა.
-კაი რა, სისულელეა, ლენა ჩემ წასვლასთან საერთოდ არაფერ კავშირში არ არის. ვერ ვხვდებოდი ამ სიტყვებით ნუკის მოტყუებას ვცდილობდი თუ უბრალოდ თავს ვიმშვიდებდი.
-მე იმას გეუბნბები რასაც თავად ამბობდა.
-ვიკაზე რას მეტყვი?
-რა გითრა, ძალიან გამოიცვალა.
-რა მხრივ?
-რატი მართლა უყვარს, სულ თვალებში შესციცინებს მის იქეთ ვერაფერს ხედავს და ამჩნევს. აღარც ისეთი ისტერიკები აქვს როგორც ადრე.
-ანუ ბედნიერები არიან.
-კი.
-და ბავში?
-რა ბავშვი?
-შვილი არ ყავთ?
-არა, არ ჩქარობენ. თვალებში მიბნელდება და ახლა უკვე ვხვდები რას გულისხმობდა ლენა როცა იმას ამბობდა, რომ რაღაც ისეთი გააკეთა რასაც მე არ ვაპატიებდი. გულს ბაგაბუგი გაუდის და ყელში მომჯდარ ცრემლებს ძლივს ვიკავებ. - რა იყო? მეკითხება ნუკი.
-არაფერი. მარიას საბანს ვაფარებ და ოთახიდა ფრხილად გამოვდივართ, სამზარეულოში შესული ლენას მავედრებელ თვალებს გადავაწყდი და შევეცადე თავი ამერიდებინა. ვეცადე სიბრაზე მომეთოკა და მასთან ამ თემაზე სხვა დროს მესაუბრა.
-ნაკაშიძე მოდი აქ. მიხედავენ ეგენი საქმეს, შენ დღეს სტუმარი ხარ. მესმის გარედან ლუკას ხმა და მეც მათკენ მივდივარ.
-გოგო რაღაც ძალიან კაი ვიდზე დამდგარხარ ხო იცი შენ. თავიდან ბოლომდე შემათვალიერე გიგიმ.
-ჰოო? დავტრიალდი მის წინ და გავუღიმე. -ქალების მოძულე რომ ასე შეგაფასებს ესეიგი მართლა კარგად გამოიყურები. ენა გამოვუყავი და მის გვერდით მოვკალათდი.
-ისევ ისეთი დამპალი ენა გაქვს ნაკაშიძე.
-და რა შემცვლიდა? თავი მხარზე დავადე და ბავშობაში გადავარდი.
-ეს ბავშვი ლევად გააჩინე? მეკითხბება ლუკა. რატის მზერამ მთელ სხეულში გამიარა.
-არა, ჩემი ქმრისგან, წიხლი ვკარი პირდაღებულ ლუკას და რატის მზერას თვალი გავუწსორე.
-მეგონა. დაიბნა ლუკა.
-არა ლუკა. ჯორჯი მალე ჩამოვა და გაგაცნობთ, დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ. რატის კიდევ ერთხელ გავხედე და როგორც იქნა მან მზერა ამარიდა. -ეგეც შენ. გავიფიქრე ჩემთვის.
ყველანი კარგად შევზარხოშდით.
-ხომ არ გვეთამაშა? ბლუყუნით კითხულობს ლუკა.
-რა?
-რა რა . დაასრულე წინადადება. ნაკაშიძეს განსაკუთრებით უყვარს ეს თამაში. ნიშნის მოგებით გადმომხედა ლუკამ. რაც ეს ზაზიზღარი ჩვენი სამეგობროდან დატყდა აღარც გვითამაშია მგონი.
-ვითამოთ. ვამბობ მე. - მხოლოდ მე ვიწყებ.
-მიდი ჰო მიდი. დაიწყე.
-მე რომ წავედი იმ ღამით... ამ კითხვით გავხედე ლენას.
-შენი წასვლა ვერ გავიგე. დაასრულა ლენამ წინადადება. წარბები შევიჭმუხნე. ლენა მომენტალურად ნუკის მიუბრუნდა კითხვით.
-ლუკამდე მყავდა....
-ორი ბიჭი. დაასრულა ნუკიმ და ლუკას ეჭვიანი მზერა დაიმსახურა.
-გოგოს ვაკოცე... გიგის მიუბრუნდა ლუკა.
-არ მიკოცნია. ბიჭებმა სიცილი დააყარეს.
-ბოლო გოგო შევაბი... გიგი სანდროს გადაწვდა.
-სანამდე თმა გამცვივდებოდა. სახე დაღრიჯა სანდრომ. ყველას სიცილი აგვივარდა.
-არასოდეს მომწონდა... ეს კითხვა დაუსვა სანდრომ ვიკას.
-ეს თამაში.. ჩაილაპარაკა ვიკამ. -არ მინდა თამაში ამბობს და რატის ეკვრის.
-ნუ გინდა. ამბობს რატი და მე მიყურებს. - პირველად ვაკოცე... ყველა იძაბება.
-ერთ იდიოტს. რომელიც ამას არ იმსახირებდა. ვპასუხობ მე და რატის გაცეცხელბულ მზერას ველეწები.
-ბოლოს მომატყუე... ისევ ლენას მივუბრუნდი კითხვით. სევდიან თვალებში ცრემლი გაუკრთა. გიჟივით წამოხტა და გარეთ გავარდა.
-რა ეტაკა? კითხულობს სანდრო.
-მაპატიეთ. ვამბობ მე და ლენას მივყვები.
-მაპატიე. დანახვისთანავე მეუბნება ცრემლებად დაღვრილი ლენა.
-რაში დაგჭირდა ეს ყველაფერი?
-ვიკამ მთხოვა დავხმარებოდი სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
-ხვდები მიანც რა გააკეთე?
-ენ გთხოვ.
-ლენა მე შენ დად მიმაჩნდი, უბრალოდ ვერ ვიფიქრებდი თუ ვიკა შენთვის ამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა. რატომღაც მეგონა მე მეტ პრიორიტეტს მანიჭედბი.
-ასეც იყო, გეფიცები.
-მაშინ რაში დაგჭირდა ეს ყველაფერი, ხომ იცოდი, ხომ კარგად იცოდი, რომ რატი ერთადერთი ბიჭი იყო რომელიც მომეწონა, ვიკა კიდე, ის ღმერთო ჩემო ლენა. არც კი მჯერა რომ ამაზე საუბარი მიწევს შენთან. ძალიან მეტკინა, წარმოდგენაც არ გაქვს როგორ მეტკინა.
-მაპატიე, ვედრებით ამოილუღლუღა ლენამ. ხელი ავუქნიე და სახლში შევბრუნდი.
-სანდრო შეგიძია მარიას წაყვანაში მომეხმარო?
-უკვე მიდიხარ?
-ჰო.
-მე წაგიყვან, ამბობს რატი, ვიკას მკლავებს ყელიდან იხსნის და ჩემკენ მოდის.
-ნუ ნერვიულობ, გადავუჩურჩულე ვიკას. - უვნებელს დაგიბრუნებ, აკრძალული წესებით თამაში ჩემი მოგონილი არ არის. ვიკა მომენტალურად ილეწება, რაღაცის თქმა დააპირა თუმცა მიხვდა, რომ გაჩუმება ჯობდა და გაჩუმდა. რატის მძინარე მარია ხელში აყავს.
-წავედით. ამბობს ის.
-ხვალამდე. ვამბობ მე და კუთხეში ატუზულ ლენას კიდევ ერთხელ შევავლე გაბოროტებული მზერა.
-მაპატიე. ჩურჩულებს ის.
-რა გჭირს? მეკითება რატი და მარიას კიდევ უფრო მაგრად იხუტებს სხეულზე.
-რატო მეკითხები?
-მომეჩვენა რომ ლენასთან რაღაც რიგზე ვერ არის.
-არაფერია. ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-ენ. მოულოდნელად სირბილე შევნიშნე მის ხმაში.
-ჰო.
-რატომ წახვედი? ჩერდება და თვალებში მიყურებს. ვგიჟდები ამ თვალებზე. პასუხის ნაცვლად მხოლოდ ღრმად ამოვისუნთქე. -კარგი როგორც გინდა. სახლამდე გზა უხმოდ გავაგრძელეთ.
-მადლობა. ვეუბნები რატის, როცა მარია საწოლში ჩააწვინა და მზრუნველი თვალი შეავლო.
-გადაგეხადოს. თვალი ჩამიკრა. წამოდი ცოტა გავისეირნოთ.
-ვფიქრობ არ უნდა იყოს კარგი იდეა. მხრები ავიჩეჩე.
-წამოდი. ამბობს ის. -თუ ჩემი გეშინია?! ისეთი ვნებააშლილი თვალებით მიცქერს რომ ჰო, ცოტა არ იყოს მეშინია. -წამო, წამო. ხელს მკიდებს და გარეთ მიმათრევს, სკვერში ჩავდივართ და ერთ-ერთ სკამზე ვსხდებით. -აბა. თვალებში დაჟინებით მიცქერს რატი. -არ მეტყვი რატომ დატყდი მაშინ ბათუმიდან.
-სჯობს შენ შესახებ მომიყვე. როგორ ცხოვრობთ შენ და ვიკა? როგორია ქმრის ამპლუაში ყოფნა. რატი მზერას მარიდებს.
-ვიკა კარგი ადამიანია.
-კი როგორ არა, ვფიქრობ გონებაში და ვგრძნობ თავს ძლივს ვიკავებ აფეთქებისგან.
-და შენი ქმარი? ის როგორია?
-კარგი ადამიანია. ორვე ვიღიმით. რატის მზერა ნელ-ნელა შორდება ჩემ თვალებს და ვგრძნობ როგორ იჭედება ერთ წერტილში. -ისევ ისე სურს ჩემი კოცნა. გავიფიქრე გონებაში და ტანში უსიამოვნოდ გამცრა. -რატი...
-ჰო.
-თვალებში მიყურე.
-რა ლამაზი ხარ ენ. მეუბნება დუმილის შემდეგ.
-არ გინდა.
-იცი რამდენჯერ წარმოვიდგინე მთელი ამ წლების მანძილზე ჩვენი შეხვედრა? უკვე ბზარი გაჩნდა მის ხმაში, თვალებშიც სხვაგვარი სხივი ჩაუდგა. ეშმაკური, ვნებიანი.
-და როგორ წარმოიდგენდი ხოლმე? ის უფრო ახლოს მოდის, მისი აჩქარებული გულის ცემა ჩემსაში ირევა. მარჯვენა ხელით ყელზე ნაზად მეხება და ცდილობს უკან დასახევი გზა მომიჭრას. მისი მზერა ჩემს ტუჩებზეა გაყინული, ვგრძნობ სხეული როგორ მიცახცახებს, მისი კოცნა ისევე მწყურია როგორც მას, ცერა თითით ქვედა ტუჩზე მეხება, ნელ-ნელა აცურებს თითებს ყელზე და უკვე მკერდთან ვგრძნობ მის შეხებას, წამოდგომა ვცადე, მარჯვენა ხელი, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე ჩემ კეფაზე ედო, დაჭიმა და მისკენ კიდევ უფრო მიმიზიდა. მაინც ვახერხებ მისი ძლიერი მკლავისგან თავის დაღწევას და ფეხზე გიჟივით ვხტები. გული ისეთი აჩქარებული მაქვს სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.
-აღარ გაბედო. უფლებას აღარ მოგცემ. ამოვიყვირე ბოლოს. გააფთრებული თვალები შევანათე და მანაც თავი დახარა.
-მაპატიე.
-აღარ გაბედო, რომ შემეხო. დავიღრიალე და სახლისკენ წავედი. რატი ადგილზე დარჩა. ვგრძნობდი მანამ მიყურა სანამდე სადარბაზოს არ შევაფარე თავი. სახლში შევარდი და მომენტალურად მომეკვეთა მუხლები. ეს მზერა, ეს სახე, ეს თვალები, ეს სუნი. ჭკუიდან მშლიდა ამ ბიჭის ჰაბიტუსი. ცრემლები წამსკდა. ოთახიდან ატირებული მარიას ხმა მომესმა. მაშინვე ფეხზე წამოვხტი და ოთახში შევქანდი. შვილი გულში ჩავიკარი, მალევე ჩაგვეძინა.
-შენთან არიან, მესმის კარებს მიღმა ჟუჟუნა ბებოს ხმა.
-ვინ არის ბე?
-მე ვარ, თავი შემოყო ოთახში ლენამ. - შეიძლება შემოვიდე.
-რა გინდა?
-დავილაპარაკოთ რა.
-რის შესახებ? ახალი ტყულები მოიფიქრე წუხელ რითიც ტვინი უნდა გამიბურღო?
-ენ.
-იცი ლენა არსებობს ზღვარი, რასაც თუ გადააბიჯებ შემდეგ ვეღარ გამოასწორებ, შენ ზუსტად ამ ზღვარს გაცდი ჩემთან ურთიერთობაში. რას ელოდები? საქმე ის კი არ არის რატი მიყვარდა თუ არა, საქმე ის არის რომ ბინძური ტყული მოიგონე და ამით ჩემი ნდობა დაკარგე. მართლა გგონია, რომ ამის პატიებას შევძლებ?
-არ მგონია.
-მაშინ აი გასასვლელი და გადი, კარი ფართოდ გამოვაღე და თვალით ვანიშნე რომ გასულიყო.
-ვიკას უნდა შენთან ლაპარაკი. თავს ვეღარ ვერევი და ბოლო ხმაზე ვხარხარებ.
-რა იყო ახალი შეთქმულება მოაწყეთ?
-უბრალოდ დაელაპარაკე.
-კარგი საღამოს შევხდები.
მარიას საწოლში ვაწვენ. სამზარეულოში გავდივარ სადაც ვიკა და ლენა უკვე მელოდებიან.
-ყავა გინდათ?
-არა. ამბობს ვიკა. მაცივარს ვხსნი ლუდს ვიღებ.
-არც ლუდს დალევთ?
-ანსატასია დაჯექი. გაისმა ვიკას ძლიერი ხმა. წარბი ავათამაშე და მის წინ დავჯექი.
-გისმენთ. ვამბობ მშვიდან და ლუდის მოზრდილ ყლუპს ხმარურიანათ ვსვამ.
-გეყოფა ჩემ ნერვებზე თამაში. შემევედრა ეს უკანსკნელი.
-და რას ვაკეთებ, რაც ნერვებს გიშლის.
-რატის თავგზას ნუ აურევ გთხოვ.
-მოდი ჯერ იმაზე ვისაუბროთ რაც წლების წინ თქვენ ორმა გააკეთეთ. აბა. გისმენთ დაიწყეთ. გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს.
-მე მიყვარს რატი. დაიწყო ვიკამ. თავიდანვე ძალიან მიყვარდა.
-შენ ყველა ბიჭი გიყვარდა ვიკა. ვაწყვეტინებ და ვუღიმი.
-რატი სულ სხვაა ანასტასია. ის ჩემი ქმარია. "ქმარი" ამ სიტყვის გაგონებაზე ტანში ისე გამცრა მეგონა 40 სიცხე მქონდა.
-მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. თქვენ ორმა ძალიან ჩაისვარეთ ჩემთან. ლენას გავხედე რომელიც თვალებით იატაკს ბურღავდა. - ჰო მართალი ხარ. რატი მომწონდა. მართლა მომწონდა. ვერ ვიტანდი მაგრამ მაინც მომწონდა. მასაც მოვწონდი, ეს ხომ ორივემ იცით. ცუდი მეგობარი ვიყავი? შეყვარებულს გახევდი? ჯერ ერთი შენ ჩემი მეგობარი არც არასდროს ყიფილხარ. ხმაში უკვე ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდი. დიდი ხნის მივიწყებული ამბების გახსენებამ ჩემში ზღვა ენერგია გამოიწვია. ლუდი მოვსვი. -მეორეც... შენ არაფერ შუაში ხარ ვიკა. ლენამ მიღალატა, შენ ისედაც სულ მღალატობდი და ამას მიჩვეული ვიყავი. -ახლა რატომ ხართ აქ? გეშინიათ რატის წარსულსი თქვენს მიერ შეთითხნილი ტყუილის შესახებ არ მოვახსენო? ვიკას ათასმა ფერმა გადაუარა. -დამშვიდდი. მე არც ვიკა ვარ და არც ლენა. არც იქ ვაპირებ ხელების ფათურს სადაც არ უნდა ვაფათურო. გიყვარს და გყავდეს. ღმერთმა ნუ მოგიშალოთ ერთმამეთის თავი. კარგა ხანს ორივე დადუმებულია. მე ფანჯარაში ვიხედები და იმ შედგომ პერიოდზე ვფიქრობ რაც აწი უნდა დადგეს ჩემ ცხოვრებაში. -იმედი მაქვს ჯორჯი მალე ჩამოვა. მხოლოდ ის თუ მიხსნის ამ აფორიაქებული ფიქრებისგან. გავიფიქრე ჩემთვის და სწორედ ამ დროს მისი შეტყობინება მივიღე. თვალები მებადრება. -ესეც ასე. ვამბობ მე და ვიკას მზერას თვალს ვუსწორებ. -ერთ კვირაში ჩემი ქმარი ჩამოვა. იმედი მაქვს სათანადოდ დახვდებით.
-ჩემგან რა გინდა.?
-მზრუნველი მეგობრები იყავით, გავუღიმე ორივეს. მე და რატის თემა მოკვდეს. ჯორჯი ეჭვიანია, თან ძალიან ეჭვიანი.

-ნაკაშიძე. მესმის კარს უკან სანდროს ხმა.
-ხო სან, შემოდი.
-გოგო, ჩაიცვი ერთი, რას დატანტალებ ამ პირსახოცით.
-კარგი რა სან, ამ წამს გამოვედი სააბაზანოდან, როდის აქეთაა ჩემი პირსახოცში დანახვა შენში აღელვებას იწვევს. ენა გამოვუყავი.
-აღელვებას არა. მისმინე არ გინდა მარია გავასეირნო? ფიქრები მომენტალურად კი ამეშალა მაგრამ მერე მივხვდი რომ ეს სანდრო იყო და მე მას ყველაზე მეტად ვენდობოდი.
-შორს არ წაიყვანო.
-ნუ გეშინია არ დავიკარგებით, ამბობს და მარია ხელში აყავს. მარიას ძალიან მოსწონს სანდროსთან ერთად თამაში, ორ დღეში ისე მიეჩვია, რომ მასთან მარტო დარჩენის არანაირ პრობლემას არ განიცდის. -ქვემოთ მეყოლება რა. მეუბნება სანდრო და ოთახიდან გადის. -ხო მართლა, ჩაიცვი ნაკაშიძე, მე მითქვამს. მომაძახა უკვე გასულმა. ორი წუთი არ იქნება სანდროს წასვლიდან გასული ზურგს უკან კარის ხმა მესმის.
-რამე დაგრჩა სან. ვტრიალდები და აზრზე მოსვლას ვერ ვასწრებ ისე აღმოვჩნდი კედელზე აკრული. წამით გამარჯვებული მზერა გამიყარა რატიმ.
-რას იზამ იყვირებ?
-ნორმალური ხარ? შევუბღვირე და მის მოშორებას ვეცადე, ხელის მსუბუქი ბიძგით ისევ კედელს მიმანარცხა და სხეულით უფრო მჭიდროდ ამეკრო.
-წამი მჭირდება შენს გასაშიშლებლად.
-გაეთრიე. მის თითებს მარცხენა ფეხზე ვგრძნობ და გულიც მიჩერდება, კიდევ უფრო ახლოს მოდის.
-შანსი არ გაქვს ენ... პასუხის გაცემას ვერ ვახერებ, ის უკვე ჩემ ტუჩებს აგემოვნებს და მე წინააღმდეგობას არ ვუწევ. ორ წუთში უკვე წელზე ვყევარ შემოსმული და საწოლზე უხეშად მანარცხებს.
-გეყოფა რატი, ვეუბნები თუმცა მის კოცნას ისევ კოცნით ვპასუხობ. ჩემ სხეულს პისახოცისგან ათავისუფლებს და ახლა მკერდზე მეკვრის ტუჩებით, მძიმედ სუნთქავს, მე კი მგონი საერთოდ ვეღარ ვსუნთქავ, მერე კიდევ უფრო ქვემოთ ჩადის, თითები თმაში შევუცურე, მოვქაჩე და ისევ ზემოთ ამოსვლა ვაიძულე, უცებ ჩერდება თვალებში მიყურებს. მისი ცხოველური მზერა ერთიანად მგმირავს. ისევ მკოცნის, უკვე ძალა არ მაქვს რომ შევეწინააღმდეგო, არც ძალა და არც სურვილი. -რატი გთხოვ. ძლივს მოვახერხე ამის თქმა. ის ჩერდება, თავს შიშველ მკერდზე მადებს. თვალებს ვხუჭავს და მის თმაში თითებით დავცურავ. -ამის უფლება არ გვაქვს. ვეუბნები ჩუმად.
-ვიცი. ამბობს გაღიზიანებული ტონით, დგება, ერთხელ კიდევ შეავლო ჩემ შიშველ სხეულს თვალი, იატაკიდან პირსახოცი აიღო და მესროლა. - საღამოს კლუბში მივდივართ ყველანი, ამბობს და ოთახიდან გადის.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.





ჩემი ძალიან დიდი თხოვნაა ლენას არ აპატიოს! ((() ძალიან მომწონს და წარმატებები

 



№2  offline წევრი teengirllove

ძალიან მომწონს ,ძალიან კარგია..თან ყოველ დღე რომ დებ ,მოკლედ კარგი გოგო ხარ, ძალიან კარგი..მოუთმენლად ველი შემდეგს

 



№3  offline წევრი mirandaa31

ლენას საქციელი საშინელებაა. დაქალი რომელსაც დად თვლი ესე მოგრქცევა არვიცი. თან ვის ვიკამ მთხოვა და დავეხმარეო ძაან სულელური თავის მართლებაა. მოკლედ ახალი თავი მინდა. ❤️
--------------------
ხელმოწერა

 




mirandaa31
ლენას საქციელი საშინელებაა. დაქალი რომელსაც დად თვლი ესე მოგრქცევა არვიცი. თან ვის ვიკამ მთხოვა და დავეხმარეო ძაან სულელური თავის მართლებაა. მოკლედ ახალი თავი მინდა. ❤️



მალე იქნება ❤

 



№5 სტუმარი ტატო

ეს ბოლო სცენა არ მომეწონა, თავი შეიკავოს ჯობია ანასტასიამ, რაც არ უნდა იყოს ქმარ_შვილიანია

 




ტატო
ეს ბოლო სცენა არ მომეწონა, თავი შეიკავოს ჯობია ანასტასიამ, რაც არ უნდა იყოს ქმარ_შვილიანია



იკავებს. იკავებს... რომ იცოდე როგორ იკავებს ????????????

 



№7 წევრი Tskrialashvili Mariami

როგორც წინა თავებიდან მივხვდი ეს ისტორია სინამდვილეში ხდება (მოხდა) ხო?
რატის საქციელი ცოტა არიყოს და არ მიმაჩნია სწორედ.
სულ თავიდან დაწყებული ამ თავამდე და მგონი არც შემდეგ თავებში იქნება გამონაკლისი.
ტიპი იყო ერთთან და მეორესთან ცდილობდეს ურთიერთობას?? :/ ნუ ბევრი იყო ეგეთი არის და იქნება , მაგრამ სუ თუ არაფერი
ერთი სასტავის გოგოებთან?
ნუ მესმის არ არიან მეგობრები, არც კარგი ურთიერთობა არ აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ მათ აკავშირებთ ერთი სამეგობრო.
ნუ ლენას საქციელი ხო საერთოდ, მაგრად შეცდა ანასტასიასთან და არც იმსახურებს პატიებას.
ვიკასაც ვერ გავამართლებ ვერანაირად, მაგრამ როცა გიყვარს მის შესანარჩუნებლად ყველაფერს იზავ და გააკეთაა კიდეც.
აი ანასტასია კი ყველაფრის მიუხედავად ძლიერი ადამიანია, ნუ მამენტ იჩენს სისუსტეებსაც, მაგრამ რას ვიზავთ ხდება ხოლმე.
საერთო ჯამში მომწონს კარგი ისტორიაა
და წარმატებები.

 




Tskrialashvili Mariami
როგორც წინა თავებიდან მივხვდი ეს ისტორია სინამდვილეში ხდება (მოხდა) ხო?
რატის საქციელი ცოტა არიყოს და არ მიმაჩნია სწორედ.
სულ თავიდან დაწყებული ამ თავამდე და მგონი არც შემდეგ თავებში იქნება გამონაკლისი.
ტიპი იყო ერთთან და მეორესთან ცდილობდეს ურთიერთობას?? :/ ნუ ბევრი იყო ეგეთი არის და იქნება , მაგრამ სუ თუ არაფერი
ერთი სასტავის გოგოებთან?
ნუ მესმის არ არიან მეგობრები, არც კარგი ურთიერთობა არ აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ მათ აკავშირებთ ერთი სამეგობრო.
ნუ ლენას საქციელი ხო საერთოდ, მაგრად შეცდა ანასტასიასთან და არც იმსახურებს პატიებას.
ვიკასაც ვერ გავამართლებ ვერანაირად, მაგრამ როცა გიყვარს მის შესანარჩუნებლად ყველაფერს იზავ და გააკეთაა კიდეც.
აი ანასტასია კი ყველაფრის მიუხედავად ძლიერი ადამიანია, ნუ მამენტ იჩენს სისუსტეებსაც, მაგრამ რას ვიზავთ ხდება ხოლმე.
საერთო ჯამში მომწონს კარგი ისტორიაა
და წარმატებები.



<3 <3 <3
რეალურად არც რატიმ და არც ანასტასიამ არ იცის რა უნდათ :)

 



№9 აქტიური მკითხველი Chikochiko

ასეთი ჩამოუყალიბებელი ადამიანები არ მინახავს. თუ ასე იზიდავდა თუ უყვარდა რატის ენი, სად იყო ეს წლები. გამოდის ეს გოგო რომ არ ჩამოსულიყო, არც გაახსენდებოდა და მისი მომკითხავიც არ იქნებოდა. დროზე გამოაჩინე ჯორჯი, თორემ ამ ორის უზრო ღლაბუცით უკვე დავიღალე.

 



№10  offline წევრი ანი ჩიხლაძე

ისეთი შეგრძნება მაქვს რომ შემდეგ თავში კიდე უფრო მეტად გაიხსნება კარტები...

 



№11 სტუმარი ტატო

Chikochiko
ასეთი ჩამოუყალიბებელი ადამიანები არ მინახავს. თუ ასე იზიდავდა თუ უყვარდა რატის ენი, სად იყო ეს წლები. გამოდის ეს გოგო რომ არ ჩამოსულიყო, არც გაახსენდებოდა და მისი მომკითხავიც არ იქნებოდა. დროზე გამოაჩინე ჯორჯი, თორემ ამ ორის უზრო ღლაბუცით უკვე დავიღალე.

გეთანხმები 100%ით

ჰალუცინოგერი
ტატო
ეს ბოლო სცენა არ მომეწონა, თავი შეიკავოს ჯობია ანასტასიამ, რაც არ უნდა იყოს ქმარ_შვილიანია



იკავებს. იკავებს... რომ იცოდე როგორ იკავებს ????????????

ეს რა თავშეკავებაა როცა ჩამოვიდა თუ არა თითქმის სექსი აქვს კაცთან რომელიც იყენებს მხოლოდ, ესეთი კაცი ამაზრზენია. თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ხდება

 



№12  offline წევრი ჰალუცინოგერი

ტატო
Chikochiko
ასეთი ჩამოუყალიბებელი ადამიანები არ მინახავს. თუ ასე იზიდავდა თუ უყვარდა რატის ენი, სად იყო ეს წლები. გამოდის ეს გოგო რომ არ ჩამოსულიყო, არც გაახსენდებოდა და მისი მომკითხავიც არ იქნებოდა. დროზე გამოაჩინე ჯორჯი, თორემ ამ ორის უზრო ღლაბუცით უკვე დავიღალე.

გეთანხმები 100%ით

ჰალუცინოგერი
ტატო
ეს ბოლო სცენა არ მომეწონა, თავი შეიკავოს ჯობია ანასტასიამ, რაც არ უნდა იყოს ქმარ_შვილიანია



იკავებს. იკავებს... რომ იცოდე როგორ იკავებს ????????????

ეს რა თავშეკავებაა როცა ჩამოვიდა თუ არა თითქმის სექსი აქვს კაცთან რომელიც იყენებს მხოლოდ, ესეთი კაცი ამაზრზენია. თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი ხდება



მესმის თქვენი გაბრაზება მეგობრებო. შემდეგ თავში გამოჩნდება სად იყო რატი მთელი ეს დრო და რატომ არასოდეს უცდია ანასტასიასთან დაკავშირება. ❤❤❤

 



№13 სტუმარი Tebea ;)

მოკლედ მინდა მოგილოცო ძალიან კარგად წერ ;) მე როგორც მკითხველი ჩემს აზრს გაგიზიარებ. ძალიან მომწონს ეს ისტორია იმიტომ რო ახლოა რეალობასთან. ერთმანეთი შეუყვარდათ მერე რა რომ ერთი სასტავის გოგოები არიან შეუყვარდათ ერთმანეთი და საკუთარი გრძნობებით და სიტუაციით თვითონაც დაბმეულები არიან. აიეს მომენტი არის ძაან ადამიანური და კარგად გაქვს დაჭერილი !მეორე ძალიან მომწონს რომ მათ შორის ამხელა ვნებაა და თავს ბოლომდე ვერ იკავებენ მომწონს რომ გრძნობებს ვერაფერს უხერხებენ მიუხედავად იმისა რომ ერთად არ უნდა იყვნენ. საბოლოო ჯამში , მინდა გითხრა , რომ ძალიაან კარგი მოთხრობაა ზედმეტად არ გააპატიოსნო ანასტასია ნუ ჩაკლავ მათ შორის ვნებას რატის აუცილებლად სჭირდება მიზეზი რის გამოც ცოლად მოიყვანა ვიკა და არ იბრძოლა ანნასთვის. არანაირად არ გააბანალურო და ანგოზის ფრთებს ნუ შეასხამ რომელიმე პერსონაჟს იყვნენ განსხვავებულები ❤️

 



№14  offline წევრი ჰალუცინოგერი

Tebea ;)
მოკლედ მინდა მოგილოცო ძალიან კარგად წერ ;) მე როგორც მკითხველი ჩემს აზრს გაგიზიარებ. ძალიან მომწონს ეს ისტორია იმიტომ რო ახლოა რეალობასთან. ერთმანეთი შეუყვარდათ მერე რა რომ ერთი სასტავის გოგოები არიან შეუყვარდათ ერთმანეთი და საკუთარი გრძნობებით და სიტუაციით თვითონაც დაბმეულები არიან. აიეს მომენტი არის ძაან ადამიანური და კარგად გაქვს დაჭერილი !მეორე ძალიან მომწონს რომ მათ შორის ამხელა ვნებაა და თავს ბოლომდე ვერ იკავებენ მომწონს რომ გრძნობებს ვერაფერს უხერხებენ მიუხედავად იმისა რომ ერთად არ უნდა იყვნენ. საბოლოო ჯამში , მინდა გითხრა , რომ ძალიაან კარგი მოთხრობაა ზედმეტად არ გააპატიოსნო ანასტასია ნუ ჩაკლავ მათ შორის ვნებას რატის აუცილებლად სჭირდება მიზეზი რის გამოც ცოლად მოიყვანა ვიკა და არ იბრძოლა ანნასთვის. არანაირად არ გააბანალურო და ანგოზის ფრთებს ნუ შეასხამ რომელიმე პერსონაჟს იყვნენ განსხვავებულები ❤️


დიდი მადლობა ჩემო კარგო ასეთი შეფასებისთვის ❤❤❤

 



№15 სტუმარი elene

აუ ახალ თავს როდის დადებ ველოდები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent