შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანნა *2*


26-05-2018, 15:38
ნანახია 956

ანნა *2*

ანნა *2*
დილით სარკეში ჩახედვისას შეეშინდა მისი ჩაშავებული უპეების შემხედვარე.
„აბა რა იქნებოდა.მთელი ღამე იმ უტიფარზე ფიქრობდი“-ალტერეგომ წამოიძახა.პირსახოცით ხელში აბაზანისკენ მიდიოდა,როცა ხელიდან გაუვარდა.დაიხარა,აიღო და ისე უცებ წამოდგა რომ მოულოდნელად იმ წამს გამოსულ ბიჭს ზედ აეკრო.სახეში შეხედვაც კი არ უნდოდა,რადგან იცოდა როგორი ცინიკური სახით შეხედავდა მას.
-გეთქვა და ჩაგეხუტებოდი,რა საჭიროა ასეთი დადგმა?-ირონიულმა ხმამ გაიჟღერა. გოგონა გაბრაზებული მოშორდა."იდიოტო" - მიაძახა.გულში კი კარგად გამოლანძღა.
უკვე მოწესრიგებული გაემართა სამზარეულოსკენ,სადაც ნანი ბებო ფუსფუსებდა.
-დილა მშვიდობისა, ჩემო ლამაზო გოგო როგორ გეძინა?-ღიმილი მოედო სახეზე მარიას დანახვისას.მარიამ ცდუნებას ვერ გაუძლო და ქალს გადაეხვია.
-დილა მშვიდობისა. არა ჩევულებრივად მეძინა,მადლობა დიდი.-აქეთ-იქით იყურებოდა რომ დაენახა სად იყო ის „თავხედი".
-შვილო შეგიძლია შენი ოთახის გვერდით ოთახში შეხვიდე და ნიკო გააღვიძო?
-ნიკო ვინაა ნანი ბებო?-თავის გასულელება საცადა.
-მე ვარ,დილა მშვიდობისა ბებო და უცნობო.-გაისმა ბიჭის ბარიტონი.
მისი ხმის გაგონებისას უნებურად დაუარა ჟრუანტელმა."ჯანდაბა მარია ,პირველად მოგეწონა ბიჭი და ისიც თავხედია, ხეპრეა. და თან სიმპატიური, უზომოდ სექსუალური.ჯანდაბა. ჯანდაბა".ყურადღება ისევ გაეფანტა.როგორ შეეძლო მხოლოდ მის ხმას ასეთი ზემოქმედება მოეხდინა.
-უი.როგორ დამავიწყდა.შვილო გაიცანი ჩემი შვილიშვილი დომენიკო,ბებო ეს ანამარიაა რომ გიყვებოდი.-ისევ ის ეშმაკური ღიმილი."დომენიკო რა სახელია?! ესპანელია თუ ქართველი უიმე,ყველანაირად უცნაური როგორ არის"-გაიფიქრა მარიამ.
-ნანი მშია ძალიან,მოვამზადო მე თუ შენ მოამზადებ?-იკითხა დომენიკომ.
"ნეტა ამან რა უნდა მოამზადოს?იდიოტი,უეჭველი თავის გამოჩეას ცდილობს".
-არა ბებო მე მოვამზადე ყველაფერი უკვე.შენ დაისვენე.-მზრუნველური ტონით უპასუხა ნანიმ.
-ხომ იცი ბებო ჩემი საქმე არასდროს მღლის.-"მოიცა.რა თქვა ჩემი საქმეო?.ეს რა მზარეულია ? შანსი არაა".
-დომენიკო შეფ-მზარეული ხართ?-"თ'კარგად გამოკვეთა.
-დიახ,ანნა შეფ-მზარეული ვარ,საკუთარ რესტორანში.-სიამაყით წარმოთქვა.
"მგონი ჩემთვის გაჩნდა.სულ მინდოდა მზარეული ქმარი"-ფიქრობდა ანამარია.
-მართლა?კარგია.რომელი რესტორანია?დაინტერესდა,რადგან უყვარს რესტორანში სიარული და კერძების დაგემოვნება.
- რესტორანი "Moonlight" იცი? -ჩაეკითხა ბიჭი.
ანამარიას კი თვალები გაუფართოვდა,გაოცებისგან.
-კიი როგორ არ ვიცი 2თვეა,თითქიმის ყოველ კვირა დავდივარ მანდ.არა ჩვეულებრივი რესტორანია,კერძებითურთ.
მგონი ყველანაირი სტერეოტიპი დაამსხვრია ამ კაცმა.ანამარიას ყოველთვის ეგონა რომ ყველა მზარეული აუცილებლად ჭარბწონიანია.შეცდა.ახლა უფრო მოეწონა დომენიკო."მოიცა,აქამდეც მომწონდა?"
-მოდით დასხედით ყველაფერი მზადაა.-მყუდროება დაურღვია ნანიმ.-ბებო შენი რეცეპტით გავაკეთე ეს ნამცხვარი ხომ კარგია?გასინჯე აბა რამე ხომ არ აკლია?.
სანამ ნიკო გასინჯავდა ანამარიამ გასინჯა და ძალიან მოეწონა.თან თვალს ადევნებდა ნიკოს,ნანი კი განაბული ელოდა მის პასუხს.
-შესანიშნავია ნანი,ზუსტად ისეთია როგორიც უნდა იყოს.-ღიმილით ახედა ქალს.
ნანის სახეზე ეტყობოდა,როგორ ესიამოვნა შვილიშვილის ნათქვამი.
მშვიდად საუზმობდნენ.შემდეგ ტელევიზორთან გადაინაცვლეს და საუბარი განაგრძეს.საღამოს ნანიმ სთხოვა ნიკოს ,ანამარია წაეყვანა ტბაზე.იქდამდე ფეხით იარეს,არც ისე შორს იყო.თხელი საზაფხულო კაბა ეცვა,შიგნიდან კი დახურული ბიკინი.კაბა გადაიძრო და იქვე ჩამოჯდა.მამრობითი სქესის ყურადღება უმალვე მიიპყრო.დომენიკო კი ძალიან გაცოფდა,როცა დაინახა როგორი დამშეულები უყურებდნენ მას.
დომენიკომ ტანსაცმელი იქვე დააწყო და წყალში შეცურა.იქიდან უყურებდა ნაპირზე მჯდომ გოგონას შემდეგ გაახსენდა როგორ უთხრა ნანიმ წამოსვლის წინ ცურვა არ იცის მარიამო.ნაპირისკენ გაცურა და მარიასთან მივიდა.
-წამოდი წყალში რატომ არ ცურავ?
-ცურვა არ ვიცი-უხერხულად ამოთქვა გოგომ.
-არაუშავრს,წამოდი ზურგზე შემაჯექი და ისე შევცუროთ.
-ამმ..იცი მე.
-წამოდი თორემ ისეთი დამშეულები გიყურებენ ,სადაცაა შეგჭამენ.-უთხრა და გოგონამაც უმალვე შეავლო თვალი მის ჩაცმულობას.
"სულაც არაა გამომწვევი.რამ გააგიჟა ეს ხალხი."
ნაპირთან ფრთხილად შეცურეს და შემდეგ ზურგზე მოისვა გოგო და ისე შევიდა წყალში. როცა გოგონამ ფეხქვეშ საყრდენი ვეღარ ნახა,სუროსავით შემოეკრა ბიჭს.
-ასე თუ მომიჭერ ხელებს ვერ გავცურავ და ორივე დავიხრჩობით.-ამის გაგონისას გოგონამ უცებ შეუშვა ორივე ხელი.
ბიჭმა ერთი მოხერხებული მოძრაობით მოაბრუნა და წელზე შემოხვეულ ფეხებზე კარგად მოხვია ხელი.
-კარგი,დამშვიდდი. ხელი არ გამიშვა.
გოგონამ ახლაღა გააცნობიერა რომ ბიჭის შიშველ სხეულს ეკროდა და სახეზე ალმური მოედო.გოგონამ უხერხულობის გამო ტუჩის წვალება დაიწყო.ასე იცის ხოლმე ნერვიულობისას.ნიკომ დიდი ცდუნების მიუხედავად რომ იმ დიდრონ ტუჩებს დაპატრონებოდა,თავი შეიკავა.
წყლიდან ამოსვლის შემდეგ ისევ ჩუმად მიუყვებოდნენ სახლისკენ მიმავალ გზას.გზად ცოტა შემოუღამდათ კიდეც.
ნანიმ ვახშამი დაახვედრა და გემრიელადაც მიირთვეს.დაღლილობის გამო მარიამ ბოდიში მოიხადა და დასაძინებლად წავიდა.შუა ღამე იყო როცა გაეღვიძა.აბაზანიდან გამოდიოდა როცა სამზარეულოში შუქი შენიშნა.ჩუმად,ფეხის წვერებით მიდიოდა.კარის ჩარჩოს მიეყრდნო და მიაჩერდა წელს ზემოთ შიშველ დომენიკოს, რომელიც მართლაც რომ პროფესიონალურად აკეთებდა რამოდენიმე კერძს ერთად.უნებურად ღიმილი მოეფინა.
სამზარეულოში,იმდენად მოეწონა,მისი ნება რომ ყოფილიყო სულ ასე უყურებდა.სამწუხაროდ,ისევ დომენიკომ შეუშალა ხელი "ცქერაში",რომელმაც გოგოს ყურადღების მისაქცევად ჩაახველა.
-ამმ...მეე წყალი მინდოდა დაა..ამიტომ.
თავისთვის ბურდღუნებდა,რაც ნიკოს ძალიან ართობდა.დაბნეული ძლივს მიუახლოვდა ონკანს.კარადიდან ჭიქა გამოიღო,გაავსო და დალევას აპირებდა,როცა ზურგს უკან სიმხურვალე იგრძნო.იმდენად რომ მარია კარადას აეკრო.ვითომც არაფრიო,წყლის დალევა განაგრძო.ბოლო წვეთი ის იყო წელზე საჯდომთან ახლოს მისი ხელი რომ იგრძნო.ალმურ მოდებულმა დადო ჭიქა და მისკენ მიტრიალდა.თუმცა შემდეგ ინანა,რადგან დომენიკო იმდენად ახლოს იყო რომ მილიმეტრები აშორებდა მის სახესთან.
-მორჩა.აღარ შემიძლია მოთმენა.
-რა აღა..-დამთავრება ვერ მოასწრო ისე დაეკონა ბაგეებზე ბიჭი.
ცოტახანს გაშტერებული იყო,შემდეგ გონს მოვიდა და შეძლებისდაგვარად აჰყვა.თითები თმებში შეუცურა და ოდნავ მოქაჩა რასაც ბიჭის გმინვა მოჰყვა.უჟანგბადობის გამო მოშორდა დომენიკო.თვალებ მინაბულ გოგოს უყურებდა და ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა.
შემდეგ უბრალოდ გააგრძელა კერძების კეთება.მარია კი იქვე იდგა და უყურებდა.საბოლოოდ ყველაფერი არაჩევულებრივი იყო.
-დედაჩემს სულ ვეუბნებოდი რომ ჩემი ქმარი აუცილებლად მზარეული უნდა იყოს თქო.-ღიმილით ამბობდა მაგრამ როცა ბიჭის ღიმილიან სახეს შეხედა მერე მიხვდა რაც თქვა.-მე იმის თქმა მინდ...-ისევ უკითხავად მოპარა კოცნა მარიას..
-კარგი,მოდი სამზარეულო მივალაგოთ,ძილის დროა.-სიტუაცია განმუხტა ნიკომ.
მიალაგეს თუ არა,კიბეს აუყვნენ.შიგადაშიგ ერთმანეთს გახედავდნენ ხოლმე.უკვე კარებთან იყვნენ ორივე როცა გოგონა მიუახლოვდა,ცერებზე შედგა და ტუჩთან ახლოს ყბაზე აკოცა,რასაც ბიჭის გმინვა მოჰყვა.გოგონამ ჩაიღიმა და ოთახში უცებ შევარდა.კარები მიკეტა და ზედ აეკრო.ყველაფრის გახსენებისას მისი სახე ღიმილმა მოიცვა.შეიძლება ზოგს მისი საქციელი არ მოეწონოს,რადგან ასეთ ცოტა დროში ზედმეტად ბევრის უფლებას აძლებს უცხო ადამიანს.მაგრამ თუ გაგჩენიათ ისეთი გრძნობა რომ სწორედ ეს ადამიანი არის თქვენი მეორე ნახევარი და თქვენთვის გაჩენილი.მას არათუ გაკიცხავთ,არამედ მის საქციელს მოიწონებთ კიდეც.
ემოციებისგან ისე აფორიაქდა ჰაერი აღარ ჰყოფნიდა ამიტომ აევანზე გავიდა. გასვლა და მინის კარზე აკრობა ერთი იყო.
ბიჭი ანთებული,ვნებამორეული თვალებით უყურებდა.
-შენ გგონია შეგიძლია ასე გამომიწვიო და მერე ვითომც არაფერი წახვიდე და მშვიდად დაიძინო?-უფრო და უფრო აკრავდა კარს გოგონას.-გამოწვევა მიღებულია,პასუხს ახლავე მიიღებ-თქვა თუარა ისევ დაეკონა გოგონას სავსე ბაგეებს...
ბოლოს ის ახსოვს როგორ შევიდა ოთახში და დაწოლისთანავე დაეძინა.
****
დილიდან ხმაური ისმოდა სახლში.გაიღვიძა თუ არა მოემზადა და დაბლა ჩავიდა.სამზარეულოში შესული წამიერად გაშეშდა.თვალები მხოლოდ დომენიკოს და მასზე აკრულ ქერა ქალს ხედავდა.როგორცკი მათი მზერა მარიასკენ მომართეს,
-დილა მშვიდობისა.-უჭირდა მაგრამ მაინც თავაზიანად მიესალმა..
-გამარჯობა,მე ქეთა ვარ ნიკოს..-უნდოდა კიდევ ეთქვა რაღაც მაგრამ ბიჭმა დაასწრო.
-ჩემი საცოლე.-ვითომც არაფერი ისე თქვა.
ანამარიამ რა იგრძნო?სირცხვილი საკუთარი ქმედებების გამო.რცხვენოდა და საკუთარ თავს კიცხავდა იმის გამო რომ ამდენი გააბედინა ბიჭს.მიენდო სრულიად უცხოს.ნიკოს მიმართ კი ბრაზის მეტს ვერაფერს განიცდიდა.
ემოციები უკუაგდო და გოგოს გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება.
-სასიამოვნოა.ანამარია შეგიძლია მარია დამიძახო.
ერთი შეხედვით ცუდი ვერაფერი შეატყო,თუმცა მაინც გამომცდელად უყურებდა.
- დიდხანს აპირებ დარჩენას?ნიკო ხან გასულია ხოლმე და ვიწყენ.-"ამის დამეგობრებაღა მაკლდა"-გაიფიქრა მარიამ
-კიდევ 3 დღით. მერე კი აუცილებლად უნდა წავიდე,უნივერსიტეტში საქმეები მაქვს მოსაგვარებელი.- ჯერ იფიქრა მოდი ხვალვე წავალო,მაგრამ ნანი რომ გაახსენდა გადაიფიქრა.-ნანი ბებო ხომ არ იცით სადაა?.
- ბიძაშვილთან წავიდა გვერძე სოფელში,ალბათ საღამოს სახლში იქნება.-აცნობა ნიკომ.
გოგონამ მათთან ყოფნას ისევ ოთახში ასვლა არჩია.თვალწინ სულ ნიკო და მისი საცოლე ედგა..ბარგიც კი ჩაალაგა,მაგრამ ისევ ამოაწყო.ნანის ასე უსიტყვოდ ვერ დატოვებდა.ფიქრებში წასულს,კარის მოულოდნელმა შემოღებამ გამოაფხიზლა.წინ თავისდა გასაკვირად,ქეთა იდგა.
-მარია ხომ კარგად ხარ?
მეგობრული და ყურადღებიანი ჩანდა ,რაც მარიას თავგზას ურევდა.ვერ გაეგო როგორ მოქცეოდა გოგოს,რომელიც იმ ბიჭის საცოლე იყო,ძალიან რომ მოსწონდა.
-კი.მადლობ ყურადღებისთვის.ახლა ვაპირებდი ჩამოსვლას.
-მართლა?ძალიან კარგი.ნიკომ უგემრიელესი ნაყინის ტორტი მოიტანა,ცოტა კონიაკიც გვაქვს და ჩავიდეთ მოდი.-გოგომ აღფრთოვანებულმა ამცო .
-კარგია , მაგრამ რამეს აღნიშნავთ?
-კი,დღეს ჩემი დღეა 23 წლის გავხდი.
-არ ვიცოდი.გილოცავ,ყველაფერს კარგს გისურვებ.
კი უნდოდა მისგან თავი შორს დარჭირა,მაგრამ ვერ შეძლო.რა მისი ბრალია.
დაბლა ჩასულებს ნანი ბებოც იქ დახვდათ.
-აი,მოვიდნენ ჩემი ცქრიალა გოგონები.გილოცავ ჩემო ღიმილიანო გოგო შენს დღეს.
თბილად გასაეხვია იუბილარს.მარიაც არ დაივიწყა და შემდეგ ერთად მიუსხდნენ სუფრას.მხიარულობდნენ,რაც მეტ წილად მუდამ პოზიტიური ქეთას დამსსხურება იყო.
საღამომდე გასტანა აღნიშვნამ.
სამზარეულოში შესულ ნანის უკან მიჰყვა ანამარია. უნდოდა რაღაცეები გაეგო წყვილის შესახებ.
-ნანი ბებო, დიდიხანია დომენიკო და ქეთა ერთმანეთს იცნობენ?
-კი ბებო,ბავშობიდან ერთად იზრდებიან.ისეთი კარგი ურთიერთობა აქვთ,ნებისმიერს შეშურდება.
-კარგია.
გულდაწყვეტიმა ამოთქვა.რაც ნანის შეუმჩნეველი არ დარჩენია.თავისთვის ჩაეღიმა.სამზარეულოდან გავიდა და დატოვა მარტო,ფიქრებში წასული გოგო.

*********
უზომოდ დიდი მადლობა,ყველას ვინც კითხულობს.ძალან გამახარა თქვენმა დადებითმა და თბილმა კომენტარებმა.გთხოვთ,ყველამ დააფიქსიროთ თქვენი აზრი,რადგან გამოვასწორო შეცდომები და დავიხვეწო.❤❤скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი Elle

ძალიან მაგრად მომწონს)❤

 



№2 სტუმარი სტუმარი მარი

მაგარია მალეე დადე რაა

 



№3  offline წევრი მია15

ძალიან კარგია.მალე დადე .ველი შემდეგ თავს

 



№4 სტუმარი დიკოსია

მომეწონა
ისი უფრო მომეწონა რო გამოასწორე შეცდომა
ნუ ანვითარებ ასე სწრაფად მოვლენებს
სხვა შენიშვნა არაფერი მაქ
წარმატებები
და გელოდები
თავები გაზარდე
დაიხვეწები რომელია
საოცრება იქნები

 



№5  offline წევრი meocnebe avadmyopi

აუ კაი რა
რა გველი ბიჭია
რას აურია თავ-გზა ამ ნანის ცქრიალა გოგოს
იმასაც რა ქმრობა აუტყდა მაგას არ ვიცი მაგრამ
ქეთას მალე ეყოლება მზარეული ქმარი
იყოს ახლა ეგრე

აუუუუუუუუუ მალე დადე შემდეგი რა heart_eyes heart_eyes

 




meocnebe avadmyopi
აუ კაი რა
რა გველი ბიჭია
რას აურია თავ-გზა ამ ნანის ცქრიალა გოგოს
იმასაც რა ქმრობა აუტყდა მაგას არ ვიცი მაგრამ
ქეთას მალე ეყოლება მზარეული ქმარი
იყოს ახლა ეგრე

აუუუუუუუუუ მალე დადე შემდეგი რა heart_eyes heart_eyes

შემდეგს ხვალ საღამოს დავდებ ❤

 



№7  offline წევრი .M.A.R.I.

კაი?
ვაი? კი ვაი
ეს რაყო
ანამარიას კი არა მეც ამებნა თავგზა
ძალიან კარგად წერ <3
ძალიან მომწონს...
____________________
პატარა თავი არ იყო მაგრამ უფრო დიდი უკეთესი იქნება innocent heart_eyes

 




მადლობა,მადლობა,მადლობა რომ მოგწონთ , კითხულობთ და თქვენს აზრს აფიქსირებთ. თქვენი აზრი ჩემთვის, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია.

 



№9  offline წევრი giotiko

მალიმალ დადე რა თავები. ძალიან საინტერესოდ წერ ისე რომ ბოლომდე როლში შევდივარ ცოტა სახალისოცაა და არ გაწელო მოქმედებები ძალიან კარგია ყველაფერს სწორად წერ უბრალოდ დრო გამოყავი ლ.

 



№10 სტუმარი sandra

ძალიაააააააააააააააააააააან მომეწონაააა
აუ ძაააააან შემიყვარდა ეს ისტორიააა

 




giotiko
მალიმალ დადე რა თავები. ძალიან საინტერესოდ წერ ისე რომ ბოლომდე როლში შევდივარ ცოტა სახალისოცაა და არ გაწელო მოქმედებები ძალიან კარგია ყველაფერს სწორად წერ უბრალოდ დრო გამოყავი ლ.

მადლობა შენ. heart_eyes აუცილებლად შევეცდები შემდეგი თავები უფრო დიდი და მსუყე იყოს innocent მიხარია რომ მოგწონს kissing_closed_eyes

sandra
ძალიაააააააააააააააააააააან მომეწონაააა
აუ ძაააააან შემიყვარდა ეს ისტორიააა

მიხარია ძალიან და იმედი მაქვს ჩემი სხვა ისტორიებიც მოგეწონება მომავალში heart_eyes

 



№12  offline წევრი mirandaa31

მატყუარა დომენიკო :)
--------------------
ხელმოწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent