შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მას დავარქვი ჩემი (24-ე თავი)


26-05-2018, 22:58
ავტორი MaaiKoo
ნანახია 457

მე მას დავარქვი ჩემი (24-ე თავი)

ბიჭები ასე თუ ისე დაშოშმინდნენ,თუმცა მაინც იმუქრებოდნენ.გოგონები სწორედ იმ კულინარიულ ნიჭს უმადლოდნენ,რომელიც მათ გააჩნდათ და მშობლებსა და ბებიას აქებდნენ და ადიდებდნენ,რომ თავის დროზე უგემრიელესი კერძების მომზადება ასწავლეს.ახალგაზრდები სუფრას მიუსხდნენ,თუმცა მკვლელ მზერას ერთმანეთს კვლავ არ აშორებდნენ, განსაკუთრებით სანდრო ნატალისა და მის დას,იოანე თიკას,ვაჩე სალისა და ლაშა თამარს.
-ხელი კი გქონიათ გემრიელი-თავისით ჩაიბურდღუნა ლაშამ
-რამის თქმა გსურს ლაშიკო?-ჰკითხა ნატალიმ სიცილით
-ლაშიკო?-თვალები დააწვრილა ბიჭმა
-მოიცა აბა ვირს და ჩოჩორს ლაშიკო არ გირჩევნია?...ნუ ახლა თუ ვირი გირჩევნია არაა პრობლემა-სიცილი ძლივს შეიკავა ნატალიმ
-ჰაჰაჰა გავიცინოთ?-თქვა ირონიულად ლაშამ
-რავი მე გავიცინე უკვე...-მხრები უდარდელად აიჩეჩა ნატალიმ, ლაშამ კი თვალები გადაატრიალა
-აუ ეს და თავისი ფრაზები რაა....ერთხელ ვესაუბრებოდი და მეც იგივე მიპასუხა-თვალები აატრალა იოანემ-რავი უკვე გავიცინეო-და ამ დროს ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა, ყველა ახარხარდა,მხოლოდ ნატალი იბუსებოდა
-კი,მაგრამ რაზე საუბრობდით?-თქვა სიცილით მარიამმა,თუმცა მალე ნატალის მკვლელ მზერას გადააწყდა-რას შემჭამე გოგო ამ მზერით, გამათავა ქალი ადგილზე. მაინტერესებს ვაჰ-ამოიფრუტუნა მარიამმა
-გეტყვი ახლავე...-ხელები ერთმანეთს გაუხახუნა იოანემ და ჩაიცინა-ნატალის დაბადების დღე იყო,დილის 7 საათი იქნებოდა დაახლოებით, გამიკვირდა რამ აააყენა ასე ადრე-მეთქი,ისე ზარბაზანი რომ აუფეთქო ბალიშიდან თავს არ აწევს. სამზარეულოში წყლის დასალევად ჩავედი და რას ვხედავ? ჰოი საოცრებავ ნატალი დავინახე პენის, ჩვენ კატას როგორ ეთამაშებოდასავით,მე თითქოს არ მახსოვდა მისი დაბადების დღე,რადგან გაბრაზება მინდოდა,სწორედ ამ დღეს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა...-ჩაიცინა-ხოდა ვიკინკლავეთ ამაზე რაა, მე ვუთხარი წყალი მომაწოდე მეთქი და ამან რა თქვენობით მელაპარაკებიო, მერე კარში რას ატუზულხარო, მე ვიუარე და ვუთხარი მანანა ხაჭაპურიძეს ესტუმრე მეთქი-ახარხარდა-ეგ ვინ არისო და თვალის ექიმი მეთქი-ახლა ყველა იცინოდა, ნატალის ჩათვლით-შემდეგ სამზარეულო დატოვა და გადავწყვიტე აღარ მეწვალებინა და საჩუქარი მივაწოდე, თუმცა მანამდე მაინც დამგესლა, რომ შევეკითხე რას აკეთებ მეთქი, თხას ვკოდავო, სწორდ ამ დროს ვუთხარი გავიცინო-მეთქი? და მე უკვე გავიცინე და შენი არ ვიციო, მისი საფირმო ფრაზაა რაა. საჩუქრის ხილვისას თვალები გაუფართოვდა და გაუბრწყინდა. ''ჯორდანის'', საყვარელი კალათბურთელის მოსაცმელი ვაჩუქე, დამიწყო ხვევნა-კოცნა,მიყვარხარო და რავიცი მე...-ყველა იცინის
-ჩემი საყავრელი კალათბურთელიც ჯორდანია...-თქვა ვაჩემ
-გემოვნება გქონია ვაჩიკოო-გაუცინა ნატალიმ
-ოჰ თქვენ ორი გემოვნებაში ნუიტყვიი...-ჩაიცინა სალომემ
-შენ აცრილი ხომ არ ხარ გოგო ვაჩეზე?-ჩაიცინა მარიტამ
-აცრილია აცრილი, ხედავ როგორ იგესლება?-არც თაკომ დააკლო
-აგცრით ახლა მე თქვენ-შეუბღვირა სალომემ ყველას
-ასაცრელი ჩვენ კიარა შენ ხარ ქალო-ჩაიცინა სანდროს დამ-როგორც თიკოსგან გავიგე , არც ერთი აცრა არ გაქვს გაკეთებული, თურმე კრუნჩხვებში ჩავარდნილხარ პატარაობაში-ბოლოს ტუჩები დაბრიცა
-ჰო ასეთი განსაკუთრებული ვარ-ჩაიცინა სალომემ
-განსაკუთრებული კიარა შენი დაქალივით ჭირვეული ხარ, ნემსიც არ მოგეკარა ხომ ხედავ?დაინფიცირების რისკი იყო ალბათ და..-ენა ამოიდგა ლაშამ
-აუუ საღოოლლლ ლაშაააა-გადაიხარხარა თიკამ
-არ შეგვიწუხდე თიკსონნ-არც სანდრომ დააკლო
-აიიი პირდაპირ მოვკვდი სიცილით რა-თქვა ირნიულად ნატალიმ
-არ მოკვდე დაია, შენ ვინ ჩაგასვენებს თბილისში?-ვითომდა ამოიტირასავით ვაჩემ
-შეეენცც ბრუტუუს??-შეიცხადა მომცინარმა ნატალიმ
-ხან ბრუტუსიო, ხან კრეტინოზავრიო, ხან ვირის ჩოჩორი და იხვიო...დაო შენ ფილოლოგიაში უმაღლესი ქულა ვინ დაგიწერა ერთი მაგრად უნდა ვაგინო-თქვა იოანემ
-შეხედ ახლა ამას...შენი საგინებელი ტყეში დარბის ვაჟბატონო-შეუტია დამ-თიკა რა საიტყვებს ამბობს ეს? მიხედე ამას-ვითომდა უსაყვედურა თიკას
-აუუუ თემატურია არ არის მაგრამ...ცოლ-ქმარზე გამახსენდა რაღაც-თქვა აქამდე გაყუჩულმა თამარმა
-ოჰ შენ თუ გაგახსენდაა....-ამოიფრუტუნა ლაშამ
-ნუ წკმუტუნებ დაჭრილი დათვივით რაა-თქვა ირონიულად თამარმა. ლაშამ კი ყველას სიცილი დაიმსახურა-ქმარს ცოლი ''პოლიჯოხით'' გამოეკიდება,ქმარი მაგიდის ქვეშ შეძვრება და შიშით არ გამოდის, ამ დროს ცოლი დაჟინებით უბრძანებს რომ სასწრაფოდ გამოვიდეს იქიდან,ქმარი კი ეუბნება:''ამ სახლში მე ვარ უფროსი და რასაც მინდა იმას გავაკეთებო''-ყველამ სიცილი დაიწყო,საბედისწერო ეს სიცილი სანდროსთვის აღმოჩნდა,სკამი გადაბრუნდა და ჩვენმა სიმპატიურმა სანდრომაც იატაკზე მოადინა ზღართანი.
-ვაიმე დამეჟეჟა საჯდომი-მტკივან ადგილას ხელს იზელდა სანდრო, ყველა ფეხზე წამოცვივდა
-აი ეს იცის ბევრმა სიცილმა-სასწრაფოდ მიუახლოვდა ნატალი და ბიჭებთან ერთად ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა
-ოოხხ ნატალი გრძელიძე, რამდენი ვალი დაგიგროვდა ვერც კი წარმოიდგენ-თვალებში ჩახედა სანდრომ მის საყვარელ ქალს,ნატალის ყურს კი ''ვალი'' ცუდად მოხვდა. საბოლოოდ ყველანი დასაძინებლად წავიდნენ,მხოლოდ ნატალი და სანდრო დარჩა ქვევით,დივანზე ერთმანეთზე მიტმანსულიყვნენ,ნატალის თავი სანდროს მკერდზე დაედო,სანდრო კი საყავრელი ქალის სურნელს ღრმად შეიგრძნობდა და ტკბებოდა. დიახ, ტკბებოდა იმ ქალის სიახლოვით,რომელიც სიცოცხლეს ერჩივნა,რომლის ახირებებიც მიუხედავ იმისა,რომ გულს უღონებდა, საბოლოოდ მაინც მოსწონდა და მათ ინტერესებშიც შედიოდა, უყვარდა ეს ქალი,უყვარდა მისი ყველა დეტალი, მისი ნაკლოვანებები, მის თვალზე ჩამოგორებული ცრემლის დანახვისას გამოწველი ტკივილი უათასმაგდებოდა და უძლურს ხდიდა. სანდრო დადიანის ატირება მხოლოდ 2 ადამიანს შეეძლო,მისი ცხოვრების მეგზურს, საყვარელ ქალს_ ნატალის და მის სისხლსა და ხორცს, გულის ნაწილს უმცროსს დაიკოს_სალომეს. ეს 2 ქალი მისთვის ქალღმერთი იყო,რომელთა დაკარგვაც სიკვდილის უტოლდებოდა,არსებობა კი სიცოცხლის აზრს.
-ჩემი ვალი რომ გაქვს გაგახსენო?-ლოყაზე ნაზად აკოცა სანდრომ
-გააჩნია ''ვალში'' რას გულისხმობ...-ნატალი თრთოდა
-შენი აზრით?-არ წყვეტდა ნატალის ნერვებზე თამაშს კაცი
-მე...-ღრმად ამოისუნთქა-ვერ ვხვდები...
-ესეიგი ვერა..-ტუჩები ყურის ბოლოში მიიტანა, ნაზად აკოცა, ახლა ბიბილო მოიქცია მის კბილებს შორის,ცალი მხარი მოუშიშვლა და სველი კოცნები დაუტოვა. ნატალის ხმადაბალი კვნესა აღმოხდა, ბიჭი ამან უფრო გაათამამა,მხარი მოუშიშვლა და კოცნით აუყვა ყელამდე, ნიკაპი,ლოყები,შუბლი,თვალები და ბოლოს ბაგეები დაუკოცნა.ორივეს სხულში ათასობით ელექტრონი შეჭრილიყო და უკან გამოსვლას არ ჩქარობდა, ნატალი ხვდებოდა,რომ სანდრო თუ არ შეწყვეტდა რაღაც ისეთი მოხდებოდა,რისი დროცა და ადგილიც იქ არ იყო, თან მზად არ იყო იმ ბედნიერი,სასიამოვნო,გარდამტეხი და ოდნავ ტკივილიანი წუთებისთვის.
-სან...თავს ვერ გავაკონტროლებ...მზად არ ვარ-ძლივს მოაბა სათქმელს თავი სუნთქვაგახშირებულმა ნატალიმ. ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ, ამჯერად ნატალიმ დაუკოცნა მთელ სახე და სველ კოცნებს უტოვებდა ყელის არეში. საბოლოოდ სანდრომ შეაჩერა.
-ჯერ არა-საჩვენებლი თითი ცხვირზე ჩამოკრა ნატალის და ცხვირის წვერზე აკოცა-ძალას არასდროს დაგატან,როდესაც მზად იქნები მხოლოდ მაშინ დავიბრუნებ ჩემ ვალს-უთხრა ვნებამორეული ხმით და გულში ჩაიკრა
-სწორედ ამიტომ მიყვარხარ...ისე სიმართლე მინდა გითხრა, მე თავს ვერ შევიკავებდი, აი თუნდაც ახლა...ნებისყოფა არ მქონდა რომ შევჩერებულიყავი-მორცხვად თქვა ნატალმ და ლოყები წითლად შეეფაკლა, სანდრო მიხვდა ქალის დამორცხვის მიზეზს და მისი სახე ხელებში მოიქცია
-შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ-შუბლზე აკოცა-კაცი,რომელიც ქალს მხოლოდ ტუჩებში კოცნის,ის ქალი მისთვის უმნიშვნელოა,ხოლო კაცი,რომელიც ქალს შუბლზე კოცნის ის ქალი მისთვის ყველაზე ძვირფასია. მიყვარხარ და მესამყარეობი.
ორი ადამიანის სიყვარულისთვის მთავარი ერთმანეთისადმი ლტოლვა,ურთიერთპატივისცემა,ურთიერთგაგება და ნდობაა. სწორედ ამ 4 კრიტერიუმს ითვალისწინებდა მიზნად ნატალისა და სანდროს სიყვარული,რომელმაც ბევრ დაბრკოლებას გადააბიჯა.
****
მთელი 4 დღის განმავლობაში ახალგაზრდები ლაშქრობაში იმყოფებოდნენ. მოინახულეს შატილი,აღფრთოვანდნენ მისი ღირსშესანიშნაობებით, აღტაცებაში მოიყვანათ მუცოს ციხე-ქალაქმა,სადაც კლდეზე შეფენილი ციხე-სიმაგრეები თავს თავმომწონედ იჩენდნენ და ულამაზესი ბუნებით აღვსილებმა უამრავი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
-ულამაზესი ადგილია,უბრალოდ ძალიან დამღლელია ასეთ მთაგორიან ადგილებში სიარული-ამბობდა დაღლილი თამარი
-აბა ვაკე თბილისშია ბლომად და დარჩენილიყავი-თქვა ლაშამ
-შენ ვინმემ რამე გკითხა?ცუდი განზრახვით არც მითქვამს-ირონიულად ჩაისისინა თამარმა, ლაშამ კი თავლები აატრიალა
-გეყოს ბიჯოო ახლა.მგელივით მშიაა და შემარგე-შეუბღვირა სანდრომ ძმაკაცს
-გული მწყდება ბოლო დღე რომ არის აქ ყოფნის-თქვა მოწყენილმა მარიტამ
-კიდევ ბევრჯერ ამოვალთ აქ მარიტუ-უთხრა ნატალიმ და სანდროს გადახედა
-რა თქმა უნდა კიდევ ბევრჯერ ამოვალთ, ასე ტკბილად მოვილხენთ დაა...შევაბერდებით ერთმანეთს-ბოლო სიტყვებზე ყველას გაეცინა
-თუ რა თქმა უნდა ისევ იურპრიზებით აღარ გაგვახარებენ გოგონები-თქვა ვაჩემ
-რავიციი აბაა-მხრები აიჩეჩა სალომემ და ბიჭების გარდა ყველამ ჩაიცინა
-ჰოო ილხინეთ თქვენ და მოვიფიქრებთ ჩვენც რამეს ნუ ღელავთ-თქვა ლაშამ
-აბა წარმატებებიი...-თქვა თიკომ-გოგოებო ეს დღეც გავუძლოთ,ფხიზლად ვიყოთ რამე არ გაგვიჩალიჩონ
-აი დარდიი რაა ფეხებიც არ მოგვჭამოთ ძირში,მე მკვდარივით მეძინება, წავედი-თქვა მარიამმა და გზას გაუდგა
-აიიი ბიძიაა ეს მესმის...ყველა ერთი ჭკუის რომ შეიკრიბეთ რავიციი რაა...სად მონახეთ ერთმანეთი?-ახარხარდა სანდრო
-მესმისსს-შემოგვძახა მარიამმა
-კომბოსტოში ამოვედით ყველა და დავძმობილდ-დავდაქალდით-გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს და გაიცინეს
*******
სამზარეულოში გასულ სალომეს ვაჩე უკან გაყვა,დღესვე უნდა გაერკვია მასთან უთანხმოება,თორემ აღარ შეეძლო ამ გაურკვევლობაში ყოფნა, ვერ ხვდებოდა 1 თვეში ეს გოგო ასე თუ მოეწონებოდა, თუ?უყვარდა კიდეც? ეს ჩვენც არ ვიცით,რადგან თავად ვაჩემაც ვერ გაიგო რა სურდა მის გულს. და მაინც რისკენ ილტვოდა ვაჩეს გული? სალომესკენ ხომ არა?
-სალომე...-მიუახლოვდა სალომეს რომელიც მაცივარში იყო ''შემძვრალი''
-ვაიმეე-შეჰკივლა სალომემ და შოკოლადი ხელიდან გაუვარდა-გული გამიხეთქეეე
-ხომ მშვიდობაა მაანდდ??-გამოძახა იოანემ
-კიი მშვიდობაა-გაძახა ვაჩემ
-დეიდობა სულ მინდოდაააა-ხმა წააგრძელა ნატალიმ
-ნატალიიიიიიიიიიი მოგკლავვ იცოდეეეეეე-შეჰკივლა სალომემ-რა გინდა ვაჩე?-ახლა ბიჭს მოუბრუნდა
-პირველ რიგში ბოდიში რომ შეგაშინე-ნერვიულად ჩაიღიმა-და შემდეგ, მინდა აგიხსნა,რომ 3 დღის განნმავლობაში იმიტომ არ გწერდი,რომ არ მეცალა გესმის?შენც იცი,რომ 1-2 კვირის წინ აქ ჩამოვედი,სოც.ქსელით ვერ ვსარგებლობდი,არ მინდოდა შენთვის მეთქვა რომ ჩამოვდიოდი,მინდოდა აქ ჩამოსულს მეთქვა შენთვის ეს ამბავი...თუმცა სიურპრიზი გამიკეთე-ჩაიცინა-ანუ ისე მოხდა რომ ნატალის დაქალი აღმოჩნდი და ძალიან მიხარია. არ ვიცი რას ვგრძნობ შენ მიმართ,თუმცა დანამდვილებით ვიცი ის,რომ ჩემთვის სულერთი არ ხარ და მხოლოდ ნატალის დაქალი და ახლად შეძენილი მეგობარი არ ხარ ,როგორც ეს გოგონები, ყველანი ძალიან კარგები ხართ, მაგრამ შენ...სხვა ხარ-სითბო იღვრებოდა ვაჩეს სხეულში,სალომე ძლიერად ჩეხუტა
-არც ჩემთვის ხარ სულერთი სულელო-ლოყაზე აკოცა ბიჭს და ერთმანეთს ისევ ჩაეხუტნენ
*****
წასვლის დროს ყველა ისე გადანაწლდა,როგორც პირველად. ამ დღეების განმავლობაში ახალგაზრდები ერთმანეთთან ძალიან დააახლოვდნენ, დამეგობრდნენ, ბევრიც ითამაშეს და ერთმანეთს ბავშვობის ტკბილი,სახუმარო თუ უხერხული მომენტებიც მოუყვნენ. ბიჭებმაც ''გაუჩალიჩეს'' გოგონებს, როდესაც გაიღვიძეს თითოეულ მათგანს პირი ლენტით ჰქონდა აკრული,ეს მსუბუქი დასჯა იყო მათთვის,იმასთან შედარებით,თუ როგორ მოექცნენ ბიჭებს,თუმცა შეებრალათ ისინი,თან ბრაზმაც ასე თუ ისე გადაუარათ. დილით მოახერხეს ამ საქმის განხორციელება და მალევე გაეღვიძა ყველას,თავისთავად. გოგონები ილანძღებოდნენ და მტკივან ტუჩებზე ხელს იდებდნენ,სანდრომ ნატალის ტუჩები ვნებიანად დაუკოცნა, ნუ ღელავ მალე მოგირჩენო. არც ვაჩე ჩამორჩა, სალომეს გაუბედავად წაეტანა ტკბილ ბაგეებზე,ეს სხვებაც შენიშნეს და ოვაციებით დააჯილდოვეს ისინი.რაც შეეხება თამარსა და ლაშას...თავადაც იცოდნენ,რომ არც ისინი იყვნენ გულგრლნი ერთმანეთის მიმართ,თუმცა ორივე მათგანი თვლიდა რომ ადამიანის მოწონება მხოლოდ რამდნეიმე დღეში არ შეიძლება, ეს შეუძლებლად მიაჩნდათ, თუმცა გულს ვერ უბრძანებ, იმას ვერ ვიტყვით რომ მათ ერთმანეთი შეუყავრდათ, ეს ხომ ფილმი არ არის?უბრალოდ ერთმანეთის მიმართ სიმპატიები ჰქონდათ. რა იცით ეს სიმპატიები რაში გადაიზრდება? თან წასვლის წინ უკვე მოასწრო ეჭვიანობა ლაშიკომ
-აუუ თამჩო ნიკიტა აღარ გეხმიანება?-უთხრა თიკამ თამარს და თვალები დაუბრიალა თამაშში ამყევიო,როდესაც უკან მდგომი ლაშა ყურს თვითნებურად უგდებდა მათ საუბარს
-მოიცა რომელი გოგო სიყვარული რომ ამიხსნაა??-ოხ ეს მსახიობური ნიჭი როგორ ეხმარება თამარს
-ხოო გოგო აიი ზე სიმპატიური რომ არის-თვალი ჩაუკრა თიკამ
-რავი გოგო,შევხვდეთო გუშინ მომწერა,დიდიხანია არ მინახიხარო
-მერეე??-იკითხა თიკამ
-შევხვდები ამ დღეებში,მეც მომენატრა-ამოიტირასავით გოგომ
-არ დაკარგო კარგი ბიჭიაა-ხმა გაწელა თიკამ და ბრაზით აღვსილ ლაშას რომ შეხედა ჩაიხითხითა

P.S. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო და ბოდიში მოგიხადოთ,რომ წინა თავში ლაშასა და ვაჩეს სახელები ერთმანეთში ამერია და ბევრ მომენტში აზრობრივად გაუმართავი წინადადებით შემოვიარგლე ამ მიზეზის გამო. 1 თავში ისტორიას დავასრულებ, შემდეგ კი ''სრულად'' ავტვირთავ,შესაბამისად ისტორიას რედაქტირებას გავუკეთებ და რაღაც ცვლილებებსაც შევიტან,რა თქმა უნდა შინაარსობრივად არ ვგულისხმობ,უბრალოდ რა ხარვეზებიც მქონდა გამოვასწორებ, წინა თავში დაშვებული შეცდომის ჩათვლით. მადლობა რომ ჩემ ისტორიას კითხულობთ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი meocnebe avadmyopi

ძალიან კარგი იყო
აუ არ დაასრულო რა გააგრძელე უსასრულობამდე flushed flushed
მოვიწყენ ამათ გარეშე მე worried worried

 



№2 წევრი MaaiKoo

meocnebe avadmyopi
ძალიან კარგი იყო
აუ არ დაასრულო რა გააგრძელე უსასრულობამდე flushed flushed
მოვიწყენ ამათ გარეშე მე worried worried

მადლობააა ძალიან დიდიი. მეც ძალიან მოვიწყენ, სულ სანდრო დადიანი,ნატალი გრძელიძე და სხვები მელანდებიან :დდდ მაგრამ უნდა დავასრულო 1 თავში, შემდეგ ახალი ისტორიებით კვლავ დავბრუნდები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent