შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცი, დღეს ჩახუტების დღეა.. 4


27-05-2018, 22:54
ავტორი ანუშირვანი
ნანახია 370

იცი, დღეს ჩახუტების დღეა.. 4

დილით ადრე გავიღვიძე. გარეთ ბნელოდა. მალევე მოვწესრიგდი ჩავიცვი ჩემებს დავემშვიდობე და ტყუპებთან გავედი ჩემი პატარა ჩემოდნით. კარი უკვე ჩაცმულმა და მზადმყოფმა გიომ გამიღო.
-სადაა ქალბატონი ? - სიცილით ვკითხე და სახლში შევედი.
-ირთვება და იკაზმება - მობეზრებულად ჩაილაპარაკა - არ იცი მაგის ამბავი ? დადგა და დაიწყო წუწუნი , იმაზე თუ რა უნდა ჩაეცვა , ძლივს ჩაიცვა და ვიფიქრე, მეთქი ეგაა მეშველათქო და არ გაიხადა ისევ ? მანიკურზე არ მიდის ეს ფერებიო .. გადამრია
-ვაიმე , თამარჩიკ- ოთახში შევუვარდი ქალბატონს- რატომ დატანჯე შენი ტყუპი ? ექვსზე სკოლასთან ვიკრიბებით , ნახევარია უკვე- მივაყარე და დოინჯშემორტყმულ თამუნას მივაჩერდი.
-კარგი ხო , ჩავიცვი უკვე ზურგჩანთაში საჭირო ნივთებს ჩავალაგებ და ეგაა .
-ძლივს , ალელულია !! - დაიყვირა გიომ და ხელები ცისკენ აღაპყრო.
მალევე მორჩა ყველაფერს . ქურთუკები ჩავიცვით და სკოლასთან გავედით. ხუთ წუთში დემეც მოვიდა. მანქანიდან გადმოვიდა ტყუპები გადაკოცნა მე ჩამეხუტა და კარი გამიღო. წინ მოვთავსდი ტყუპები უკან დასხდნენ. ბარგიც ჩავდეთ და დავიძარით. თორნიკე და მარიამი რაიონში დაგვხვდნენ.
-დილამშვიდობის !! აბა , რაჭველებო , რას შვრებით, როგორ ხართ ? - მხიარული ნოტი შემოიტანა თომამ მანქანაში და თამუნას მიუჯდა გვერდით.
-დილამშვიდობის. მშვენივრად ვართ, გვინდა რაც შეიძლება მალე გაილიოს გზა, რომ მალე ჩავიდეთ სვანეთში- მოთმენლად ჩავილაპარაკე და ბავშვებს გავხედე.
-უყურე ამას, როგორი სულსწრაფი რაჭველი ყოფილა- ჩაიცინა თორნიკემ
-აბა, ყველაზე მსწრაფები ვართ მსოფლიოში ! - დარწმუნებით ვთქვი და დემეს გადავხედე , რომელიც გაღიმებული მართავდა მანქანას. გზაში ბერვი ვიმხიარულეთ, თორნიკეც ვამღერეთ, რამდენიმე ლექსიც მოვყევით. ამასობაში დროც მალე გავიდა და ჩავედით. არაჩვეულებრივი იყო იქაურობა, სულ თეთი და ქათქათა.. თვალს ვერ ვაშორებდი თვალუწვდენელ მთებსა და მედგრად მდგარ კოშკებს. მალევე დემემ მანქანა ქვის გალავნიან ეზოსთან გააჩერა.
- აი, ჩვენც მოვედით- ჩაილაპარაკა და ღიმილით გადმომხედა - თქვენ შედით მანქანას დავაყენბთ, ბარგს ამოვიტანთ და შემოგიერთდებით
-კარგი.. - ვუთხარი და გოგონებმა ჭიშკრისკენ გავწიეთ. ეზოში შევაბიჯე თუ არა, მივხვდი, რომ ეს კადრები მთელი ცხოვრება მემახსოვრებოდა.. ქვაფენილს აქეთ-იქედან ნაძვები მიუყვებოდა სახლამდე, რომელიც საოცარი იყო ორ სართულიანი ხის სახლი აივნებით , რომლებზეც მაგიდა და სკამები იყო.. კიბეზე ფრთხილად ავედი და კარის სახელური ჩამოვწიე, სახლში შუქები ენთო და თბილოდა. ოთახიდან შუახნის ქალი გამოვიდა სანდომიანი შესახედაობის, მუქი წაბლიფერი თმა უკან გადაეწია და კოსად ქონდა შეკრული, ძალიან თბილი, თაფლისფერი თვალებით გვიმზერდა
-უკვე ჩამოხვედით? -გახარებული წამოვიდა ჩვენსკენ და სათითაოდ ჩაგვეხუტა- დემეტრე სადაა? ისევ ჩქარა იარა ხომ ?
-იცით.. -თქმა სვაპირებდი , როცა დემე და ბიჭებიც შემოვიდნენ
-სიდო!! - გახარებულმა დაიძახა დემემ და პატარა ქალი გულში ჩაიკრა
-როგორ მომენატრე ჩემო პატარა ბიჭო, ასე უნდა დავიწყება ? - მოჩვენებითი სიბრაზით უსაყვედურა ქალმა და თორნიკეს გადაეხვია.
-კარგი რა სიდო, ნუ იცი ხოლმე ასე.. ხომ იცი როგორ მიყვარს აქაურობა, მაგრამ ვერ ვიცლი ხშირად..
-კარგი, კარგი.. გამაცანი ბიჭო ეს ლამაზმანები - სიცილით უთხრა ქალმა და ჩვენ გადმოგხვედა
-ხო მართლა.. მარიამი, თამუნა, გიორგი და ეს თვალებბრიალა გოგო კი ნინიაა - მრავალმნიშვნელოვნად თქვა და გულზე მიმიხუტა- ეს კი ბავშვებო სიდონიაა, ჩემი ძიძა და უფროსი მეგობარი
- სასიამოვნოა ბავშვებო
-ჩვენთვისაც
-რა კარგია, რომ ჩამოხვედით ცოტახნით მაინც აახმაურებთ ამ სახლს - სიხარულით ჩაილაპარაკა სიდონიამ
-რა კარგი სურნელებაა, რა მოგვიმზადე ? - ჩაიცინა თორნიკემ და სამზრეულოსკენ გასწია
-კუბდარი გაგიკეთეთ, იმედია მოგეწონებათ, მე უნდა წავიდე გვიანია უკვე , აბა , თქვენ იცით, კარგად გაერთეთ, თუ რამე დაგჭიდებათ დამირეკეთ .- ყველას დაგვემშვიდობა და წავიდა
-გაგაცილებ- უკან გაჰყვა დემე
-იყავი დმეტრე, ამ ლამაზ გოგოს მარტოს ნუ დატოვებ ..- ჩაიცინა ქალმა და კარში გაუჩინარდა.
ბიჭებმა ბარგი შემოიტანეს. გადავწყვითეთ სამივე ერთ ოთახშ დავბინავებულიყავით. დიდი, ნათელი ოთახი ავარჩიეთ, რომელიც აივანზე გადიოდა. მოვწესრიგდით, ცოტა დავსვენეთ და კვლავ ქვემოთ ჩავედით. ბიჭები ბუხრის წინ ისხდნენ და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.
-აი, ჩვენც მოვედით ! - ხმამაღლა თქვა თამუნამ და თორნიკეს გვერდით მიუჯდა, რის გამოც, ამ უკანასკნელმა ღიმილი ვერ შეიკავა.
-როგორ მიყვარს ბუხარი - ჩავილაპარაკე და რაც შემეძლო ახლოს მივიწიე, შეშა საამურად ტკაცუნებდა.
-მე კი, შენ მიყვარხარ...- ყურში ჩამჩურჩულა დემემ, მთელ სხეულზე ტაომ დამაყარა.. წამით ვერ გავიაზრე მისი სიტყვები, ხოლო, როცა აზრზე მოვედი დემეტრეს მთელი ძალით ჩავეხუტე..
-მეც მიყვარხარ.. - ძლივსგასაგონად ჩავიჩურჩულე და დემეს აჩქარებულ გულისცემას მივაყურადე, ვიგრძენი როგორ შემახო თმაზე ტუჩები და მთელი ძალით ჩამეხუტა..
-შუქს ჩავაქრობ რა- დაიწუწუნა მარიამმა
-იყავი, მე ჩავაქრობ- ფეხზე წამოდგა გიო და შუქი ჩააქრო..
-ასე ჯობია, ბევრად უფრო სიმყუდროვეა- თქვა მარიამმა და გიოს მხარზე ჩამოდო თავი
-რამე ვითამშოთ არ გინდათ ? - იდეა წამოაყენა მაისურაძის ქალმა
-სიამოვნებით, რას გვთავაზობ ?
-თუნდაც საშიში ისტორიები მოვყვეთ .. -თვალები გაუბრწყინდა მარიამს
-ან ლექსები მოვყვეთ - თქვა თორნიკემ
-მე მინდა ლექსები, მე დავიწყებ.. - თქვა გიორგიმ დაყველამ გაკვირვებულმა შევხედეთ, მე და თამუნამ განსაკუთრებით
-რატომ მიყურებთ ეგრე? - ჩაიცინა გიომ - ეს ლექსი ერთ ადამიანს ეძღვნება - თქვა და მარიამის თითებში თავისი ახლართა
ცისარტყელები ცეკვავენ ცისფერ და ცვრიან ცაზე,
შვიდივე ფერი თეთრია, შვიდივე ფერი მშვიდი -
თოვლი მოვიდა მარიამ, თოვლი შენს გაშლილ თმაზე
წვიმად იქცევა და უკან ცვრიანი ცისკენ მიდის.
თოვლი მოვიდა მარ !
ქვაფენილები მღერიან ანგელოზების ხმაზე,
ყველა სარკმელი თეთრია, ყველა სახლი და ქუჩა,
თოვლი მოვიდა მარიამ და ჩემს მაგივრად მხარზე
შემოგაფინა მკლავები - დუმხარ და თვალებს ხუჭავ.
თოვლი მოვიდა მარ !
ფიფქებს წკრიალი გაუდით გულის მოგლეჯილ კარზე,
მოდგა მოგვივით ზამთარი, ბავშვივით არ მიხარია,
არც დალალები მიწყვია შენი დათოვლილ მკლავზე,
გესმის?!
მოვიდა მარიამ,
თოვლი მოვიდა მარ!
ქარი კი ისევ ქარია და ძველებურად ქრის,
გზაზე,
რომელიც თეთრია და დათოვლილი მთლიანად,
თოვლი მოვიდა მარიამ, ცა ანგელოზებს ცრის,
თოვლი, რომელმაც ძალიან, ძალიან დაიგვიანა
მოსვლა შენსავით მარ.
თოვლი მოვიდა მარიამ.
თოვლი მოვიდა მარ...

ლექსი დამთავრდა, ყველა გაჩუმდა, სიჩუმე მარიამმა დაარღვია:
-ვგიჟდები თორნიკე ნაროზაულზე!!
-რაა? - გაკვირვებულმა შეხედა გიომ
-საოცარი ლექსია, საოცარი ავტორით- კვლავ აგრძელბდა მარი , გიორგი კი გაკვირვებული უმზერდა- მაგრამ, კარგ ლექსს კარგი წამკითხველი უნდა, შენ კი საუკეთესო ხარ! -მხიარულად ჩაიხითხითა და გაოგნებულ გიორგის გადაეხვია.
-რამე დაგვიკარი თოკსონ ! - თორნიკეს მიუბრუნდა დემეტრე
-რას შეუკვეთავთ?
-დღები დღეებს მისდევდაა.. წამი კი ყოველ წამს- ეს მინდა - თვალები ააფახულა თამუნამ
-არის, მადმუაზელ..
დღეები დღეებს მისდევდა
წამი კი ყოველ წამს
დრო გადიოდა , ოცნებით
არ ვიტყუებდი თავს
მზეს მთვარე შეყვარებია
ღრუბელს უძირო ცა
მაგრამ ამ გრძნობას ჩემსავით
ვერვინ ართმევდა თავს
ალბათ ოდესმე შევხვდებით და
გამოგაყოლებ თვაალს
-ვიცეკვოთ.. - მითხრა დემემ და წამოდგა
-მე? .. არა, არ ვცეკვავ..
-კარგი რა, ყველამ იცის ცეკვა მოდი აქ.. - მითხრა და ფეხზე წამომაყენა, ხელი წელზე მომხვია და მუსიკას ტანი ავაყოლეთ.

....გაივლის დრო და მოვა ზამთარი
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას
რომ შემცივდება , დაბერავს ქარი ,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა.
შენთვის ყოველთვის ვიმღერებ და
არ დაგავიწყებ თაავს
შენ კი ჩემს დაკრულ სიმღერებზე ,
ხშირად დაუკრავ ტააშს
ღამის ფერები ანათებს კადრებს
განგება ისევ ძალუმად გვაცნობს
ქუჩაში მწვანე აენთო დარდებს
ჩემი ფიქრებიც მთელ ქალაქს მოსდო
ვიცი ოდესმე შევხვდებით და
გამოგაყოლებ თვაალს
შენ კი ჩაივლი ქუჩაში და
არც მოაბრუნებ თაავს
გაივლის დრო და მოვა ზამთარი
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას
რომ შემცივდება , დაბერავს ქარი ,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა -ბოლო აკორდი აიღო თოკომ და ჩვენც ჩვენს ადგილს დავუბრუნდით.. კარგა ხანი ვიყავით ბუხართან, ათასი რამე გავიხსენეთ ჩვენი ბავშვობიდან ბერვი ვიცინეთ და ვიმხიარულეთ.. არ მახსოვს როდის ჩამეძინა, ვიგრძენი ვიღაცამ ხელში ამიყვანა და შუბლზე მაკოცა.. სულ ბოლოს კი ჩუღცლით ნათქვამი სიტყვები მახსოვს : ,,ძილინებისა, ლავანდის გოგონავ..“

***
დილიტ ადრე გამეღვიძა გოგოებს ჯერ კიდევ ეძინათ, ტანსაცმლით მეძინა. გუშინდელი დღე გამახსენდა და უნებურად გამეღიმა. თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავედი. ძალიან მშიოდა და რამის მომზადება გადავწყვიტე მაცივრიდან საჭირო პროდუქტები გამოვიღიღე და ბრაუნის გამოცხობა დავიწყე.. მალევე მოვრჩი და მიკროტალღურ ღუმელში შევდე. სანამ გამოცხვებოდა გადავყვიტე ლიმონათი დამელია, ჭიქას ვეძებდი ქვედა კარადაში არიყო, ზედა გამოვაღე
-გიპოვე! - ჩემთვის ჩავილაპარაკე, და ჭიქისკენ გავიწიე, ვერ მივწვდი, სკამი მივიდგი ჭიქა ჩამოვიღე და მაგიდაზე დავდგი, უცებ სკამი გასრიალდა, გადმოვქანდი და ჭიქას პირდაპირ ხელით დავეცი, დაიმსხვრა და ნასხვრევები ხელშ ჩამერჭო
-ჯანდაბა- წამოვიკივლე და ხელი წყალს შევუშვირე, მეორე ხელით ვეცადე ნამსხვრევის ამოღება ვცადე, რაც ორმაგად უფრო მტკივნეული იყო- თამუნა!! - დაავიყვირე
-რა ხდება? - გაკვირვებული დემეტრე მორბოდა კიბეებზე
-მე, არვიცი.. სკამი გასრიალდა და ხელი დავარტყი ჭიქას.... - ატირებულმა ავხედე დემეტრეს რომელიც უკვე ჩემს ხელს ათვალიერებდა
-კარგი, ნუ გეშინია, არ იტირო ამოვიღებ ახლავე... - კარადიდან სამედიცინო ყუთი გადმოიღო. ამასობაში ბავშვებიც მოვიდნენ
-რა დაგემართა? - გაპარული ხმით მკითხა თამუნამ, რომსაც სახეზე ფერი აღარ ედო
-არაფერია, ხელი გაეჭრა, მივხედავ- ჩემ მაგივრად უპასუხა დემემ
-თორნიკე.. გაიყავნე.. თამუნა სისხლის დანახვაზე ცუდად ხდებაა... - სვენებ-სვენებით ვუთხარი თოკოს, რომელმაც მიტკლისფერი თამუნა გაიტანა ოთახიდან
- ახლა, ცოტა გეტკინება.. -შეწუხებული სახით მითხრა დემემ
-არაუშავს.. ამოიღე.. - ვუთხარი და თვალები დავხუჭე..საშინელი ტკივილი ვიგრძენი , როცა მინა ამოაცალა, ხელს ვერ ვვგრძნობდი, რამაც უფრო შემაშინა
-დემე.. ხელს ვერ ვგრძნობ.. დემე..- ჩავიჩურჩულე და ხელს დავაკვირდი, რომლიდანაც სისხლი მოდიოდა.. მერე კი აღარაფერი მახსოვს..


გამარჯობა <3 ყველას გილოცავთ 26 მაისს <3 <3 ვიცი დავაგვიანე, ნუ ბევრი მკითხველი არცმყავს, თუმცა ვეცდები მალე დავამთავრო 2 თავში მოვრჩები ალბთ <3 მიყვარხართ <3 გთხოვთ, კრიტიკასა და შეფასებას ნუ დაიშურებთ <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ანუშირვანი

მარტო სახლში
Dzalian kargia velodebi axal tavs ????????

მადლობა <3 <3 ვეცდები მალე დავდო <3

 



№2  offline წევრი elena gavasheli

და მართლაც კარგი იქნებოდა დღე ჩახუტების დღე რომ ყოფილიყო. საოცარი ისტორია იყო მმეწონა ვისიამოვნე კითხვისას ახალ თავს ველოდები

 



№3  offline წევრი ანუშირვანი

elena gavasheli
და მართლაც კარგი იქნებოდა დღე ჩახუტების დღე რომ ყოფილიყო. საოცარი ისტორია იყო მმეწონა ვისიამოვნე კითხვისას ახალ თავს ველოდები


ძალიან დიდი მადლობა <3 <3 ვეცდები მალე დავდო <3

 



№4  offline წევრი elena gavasheli

ანუშირვანი
elena gavasheli
და მართლაც კარგი იქნებოდა დღე ჩახუტების დღე რომ ყოფილიყო. საოცარი ისტორია იყო მმეწონა ვისიამოვნე კითხვისას ახალ თავს ველოდები


ძალიან დიდი მადლობა <3 <3 ვეცდები მალე დავდო <3

გელოდები

 



№5  offline წევრი ანუშირვანი

elena gavasheli
ანუშირვანი
elena gavasheli
და მართლაც კარგი იქნებოდა დღე ჩახუტების დღე რომ ყოფილიყო. საოცარი ისტორია იყო მმეწონა ვისიამოვნე კითხვისას ახალ თავს ველოდები


ძალიან დიდი მადლობა <3 <3 ვეცდები მალე დავდო <3

გელოდები



უკვე გავაგზავნე და მალე ატვირთავენ <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent