შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მას დავარქვი ჩემი (დასასრული)


28-05-2018, 19:46
ავტორი Someone wandering
ნანახია 798

მე მას დავარქვი ჩემი (დასასრული)

ახალგაზრდები სახლისკენ მიმავალ გზას დაადგნენ,გული წყდებოდათ,რომ ამ სილამაზეს შორდებოდნენ და თბილისში ბრუნდებოდნენ,თუმცა გულს იმით იმშვიდებდნენ,რომ ხევსურეთში ეს ვიზიტი უკანასკნელი არ იყო. იოანესა და თიკას მთელი გზის განმავლობაში ეძინათ,ერთმანეთზე ატმანსულიყვნენ და მხოლოდ მაშინ გამოეღვიძათ,როდესაც უალამაზესი წყლის ნაკადულის პირას ჩამოქვეითდნენ შესასვენებლად.
-რა სილამაზეააა-აღმოხდა თვალებგაბრწყინებულ თიკას
-კარგია მზის შუქი ხო თიკსონ?-თქვა მომცინარმა სანდრომ
-მე მზის მოყვარული გოგო ვარ-ხელები გაშალა თიკამ და მზერა ცას მიაპყრო.
-ჩემი სულელი გოგო,რა საყვარელი ხარ-გულში ჩაიკრა სანდრომ
-ჩვენ მოგვტეხეს იო, მოდი ჩემთან ჩემო სუნსულა-ძლიერად ჩაეხუტა ძმას მომღიმარი ნატალი
-შენ არ იზრდები ნატი-ჩაიხითხითა იოანემ
-ვააიმეეე-მოესმათ განწირული ყვირილი,ყველამ მზერა ძირს გაწოლილ თამარს მიაპყრო,შეიცხადეს და მისკენ გაეშურნენ,როგორც ჩანს ლაშიკო მძლეოსნობაში დადიოდა,რადგან შურდულივით მივარდა თამარს
-რა მოხდააა?ფეხი იტკინე?-ნერვიულად დამანჭა სახე ლაშამ და თამარისკენ დაიხარა,ამასობაში სხვებიც მათთან გაჩნდნენ
-არა ბატონო ლაშა,ჩემი ფეხი ისე მიყვარს ვეფერები-ირონიულობა აეკრა გოგოს სახეზე
-ვინ ხარ, რა რჯულის ადამიანი ხარ, ან საერთოდ ადამიანი ხარ? კიდეც რომ ღადაობს ტიპიი....ვაახხხ ჩეემი-ტონს აუწია გაბრაზებულმა ლაშამ
-ოოეე ბიჯო რას უყვირიი???-სანდრო თამარისკენ დაიხარა,მის ხელებში მოიქცია და იქვე მდგარ ხის სკამზე ჩამოაჯინა
-როგორ ხარ?ეს როგორ მოხდა, წაიქეცი..???-კითხვები მიაყარა სანდრომ
-ხო,წინ ქვა იყო,ვერ შევნიშნე და ფეხი გადამიბრუნდა,ტერფი ძალიან მტკივა-ამოიკნავლა თამარმა და ნერვიულად გახედა მის გარშემო თავმოყრილ ხალხს
-თამჩო ვფიქრობ ნაღრძობი გაქვს-ამოიტირასავით ნატალიმ
-აუუ ესღა მაკლდა სრულო ბედნიერებისთვის რაა-ხელი შეახო მტკივან ადგილს და სახე დამანჭა
-დაუდევარი და წინდაუხედავი რომ ხარ მაგიტომ დაგემართა ეგრე, სად იყურებოდი, ცაში ბუზებს ითვლიდი?-შეუბღვირა ლაშამ და ხელების შლა დაიწყო,ყველამ გაკვირვებული მზერა მიაპყრო მას,თამარს უნდა გაელანძღა ის, როდესაც ბიჭი გაცილდა ტერიტორიას და მანქანაში მოთავსდა.
-ფუ რა ნაგავი იდიოტია, კრეტინი, სულელი ბიჭი, ვინ არის საერთოდ ასე რომ მელაპარაკება? ჩემი ძმა ხომ არ ჰგონია თავი?ამ საქციელს ჩემ ძმასაც არ ვაპატიებდი-კიდევ დიდხანს განაგრძობდა ლაშას ლანძღვას თამარი. გაბრაზებული სანდრო ლაშას მანქანისკენ დაიძრა,ვაჩეც მას გაჰყვა.
******
-ბიჯო შენ სულ გააფრინე ტოო... დაგევასა არა??-ჩაიცინა სანდრომ
-საიდან მოიტანე ბლიად...-შეიკურთხა ლაშამ და სიმწრით ჩაიცინა
-რას უყვიროდი გოგოს შენ ხომ არ გამო*ირდი?-შეიკურთხა ვაჩემ
-აუუ რა გინდათ ახლა, უნდა დამსაჯოთ?-ლაშამ გაბრაზებული მზერა მიაპყრო ბიჭებს
-რას გამომაპარებ ბიჯო შენ?-ჩაიცინა სანდრომ და მხარზე ხელი დაადო ძმაკაცს
-რას გულისხმობ?-გაიკვირვა ლაშამ
-თავადაც კარგად ხვდები რასაც-თვალებიი აატრიალა სანდრომ- მოგეწონა არა?
-მაგრად დამევასაა ტოო....-დუმილის შემდეგ ძლივს მოაბა თავი სათქმელს ლაშამ და საჭეს ხელი მოუჭირა
-სიყვარული ყველაზე წმინდა გრძნობაა-თქვა სანდრომ
-აუუ ნატალის საღოლ ტოო,შენ რომ ასე აგალაპარაკა-გადაიხარხარა ლაშამ
-შენც გაივლი ამ გზას ბრატ-მიუგო სიყვარულში გამოცდილი კაცივით სანდრომ-ჯერ არ გიყვარს,მაგრამ ყველაფერი მოწონებით იწყება, შენ მას ''შენი'' უნდა დაარქვა,ისევე როგორც მე დავარქვი ნატალის ''ჩემი''. აბა ძმაო ვაჩემ უკვე დაარქვა სალომეს ''მისი''-ახარხარდნენ
-დიახაც რომ ჩემია...-გაიღიმა ვაჩემ-მარტო ჩემი
-აუუ ესეც რა მესაკუთრეა ტოოოო, არ გართმევთ სალოს დაწყნარდი ბრატ-ჩაიცინა ლაშამ და ძმაკაცს ხელი მოხვია
*******
10 წლის შემდეგ
10 წელი იმდენად დიდი დროა,რომ კაცს შეუძლია მსოფლიოს გარშემო 10-ჯერ იმოგზაუროს,დატკბეს იმ უცხო ქვეყანათა ხიბლით,რომელიც თითოეულს განსაკუთრებულად განასხვავებს ერთმანეთისგან. ნატალის ყოველთვის უნდოდა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა,სანდროც არ იყო უარზე,ოდესმე ისინი ნამდვილად იმოგზაურებდნენ მსოფლიოს გარშემო,თუმცა ამის დრო ჯერ-ჯერობით არ დამდგარა. ხო,რაც შეეხება ჩვენ ახალგაზრდებს,მათ პირად ურთიერთობებსა და კარიერას...უნდა აღინიშნოს ის,რომ ნატალი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადვოკატია არა მარტო საქ-ში,არამედ მის ფარგლებს გარეთაც,მასზე მოთხოვნა იმდენად დიდია,რომ უცხოური კომპანიებისგანაც იღებს შემოთავაზებებს, ეს მისი შრომის ნამდვილად დაფასებული მდგომარეობაა და წინაპირობაა იმის,რომ ის ცხოვრებაში კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს. წარმატებით დაამთავრა ბაკალავრიის,მაგისტრატურისა და დოქტორანტურის კურსი. მიუხედავად იმისა,რომ სწავლის პროცესში დასაქმება მისი დიდი სურვილი იყო, უამრავსა სამეცადინომ,პასუხისმგებლობამ და დროის არქონამ გამოიწვია ის,რომ ეს სურვილი ვერ აიხდინა, თუმცა მისთვის ყველაზე მთავარი სწავლა და საკუთარი მიზნის მიღწევა იყო. სანდროც თხოვდა რომ თავი არ გადაეღალა,ამასთან ერთად უნივერსიტეტში მასალას არ ჩამორჩენოდა.ეს ბიჭი ის ადამიანი იყო,რომელიც ნატალის ყოველთვის გვერდში ედგა.სანდრო წარმატებული ბიზნესმენია მანქანათმშენებლობის საქმეში,რომელიც აწარმოებს საკუთარი ავტომობილების ექსპორტს, იოანემ წარმატებით დაასრულა ბიზნეს-ეკონომიკის ფაკულტეტი და პროფესიის შესაბამისად არის დასაქმებული მაღალანაზღაურებად სამსახურში, თიკა მათემატიკის წარმატებული ლექტორია,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლაშა და ვაჩე კი ტურისტულ სააგენტოში მუშაობენ,თამარი და მარიამი (ნატალის დაქალი) ჟურნალისტები არიან,რომლებიც თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან,მათი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ოდნავადაც არ ეპარებოდათ ეჭვი მათ შესაძლებლობებში, სალომეს (ნატალის დაქალი) 9 კლასიდან უნდოდა ფსიქოლოგობა,მიზანი სისრულეში მოიყვანა და ამასთან ერთად მშობლების ხელშეწყობით საკუთარი ოფისი გახსნა.მარიტა ფილოლოგია,თიკო გინეკოლოგი,სალომე(სანდროს და) წარმატებული პიარ-მენეჯერია.
აცხოვრება ყოველთვის ხელისგულზე არ გვატარებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ რთული სიტუაციების მიუხედავად, ის დადებითი კუთხით წარვმართოთ.ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება,როგორც ჩვენ გვსურს.ვთქვათ ხვალ უნდა წავიდეთ ლაშქრობაში,თუმცა უამინდობის გამო გეგმა ჩაგვეშალა. ცხოვრება ასეთია, არავინ იცის ბედი რას უმზადებს,თუმცა დაბრკოლებების გადალახვაში,პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენა და საყვარელი ადამიანების გარემოცვა გვეხმარება.
რაც შეეხება პირად ურთიერთობებს,უნდა გამოვარჩიოთ წყვილები:სანდრო და ნატალი, იოანე და თიკა,ვაჩე და სალომე,ლაშა და თამარი,ტატო და მარიამი, სალომე და გიგა, თიკო და თაზო, მარიტა და რეზი. ეს ადამიანები ერთ დიდ ოჯახს წარმოადგენენ. მათი მეგობრობა ქვასავით მყარი და ოქროსავით ძვირფასია. თქვენი აზრით მეგობრებს შორის პირველმა რომელმა წყვილმა იქორწინა? ესენი არის ჩვენი თბილი და ტკბილი სალომე და ვაჩე. გაცნობიდან 2 წლის შემდეგ მათ პირველებმა იქორწინეს,მათ შემდეგ იყო ნატალი და სანდრო, იოანე და თიკა და სხვები. მხოლოდ თამარი და ლაშა იყვნენ თანაცხოვრებაში, თვლითდნენ რომ ქორწინებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს,მათთვის მთავარი ის სიყვარულია,რის გამოც მთელი ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს.
**********
-მამას გოგო ვინ ალისო? რომ დავიბადებით მამიკოს გოგო ვიქნებითო, მალტო მამიკოსიო ხოო?-სასაცილოდ და ნაზად ეფერებოდა ნატალის გაბერილ მუცელს სანდრო
-მარტო მამიკოსიი რატოო??დედიკოსიც და მამიკოსიც-ტუჩები დაბრიცა ნატალიმ
-დეედიიკოოო, მამიკოოოო-ცოლ-ქმრის საძინებელში სირბილით შემოიჭრა 2 წლის ანდრეა
-ჩემოო ლომოო, მოდი დედიკოსთან და მამიკოსთან-გულში ჩაიკრეს შვილი
-დეე,შენი დაიკო აქ არის, ის უნდა გიყვარდეს, დაიცვა, თუ საჭირო გახდება ბევრიც უნდა სცემო მის გამო,რადგან იმდენად ლამაზი იქნება თაყვანისმცემლები შეაწუხებენ-დაარიგა მომცინარმა სანდრომ შვილი და ხელი დედის მუცელზე დაადებინა
-მააა დედიკომ ჩემი დაიკო შეჭამაა??-ამოიტირა ანდრიამ
-ვაიმეეე ჩემი სულელი ბიჭიი-ახარხარდა ნატალი და შვილს ლოყები ჩაუკოცნა
-სულელი არ ვარ მე-გაუბუსა ანდრია
-მართალია ჩემი ბიჭი, სულელი არ არის, ხო მამი?-თავზე ხელი გადაუსვა სანდრომ შვილს, მანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია,რომელიც დედის გაბერილ მუცელს მიუბრუნდა
-ჩემო მომავალო დაიკო,გპირდები რომ ძალიან მეყვარები, შენ ჩემი პატარა დაიკო გერქმევა, მარტო ჩემი!-თქვა მტკიცედ ანდრიამ
-ჩემი ბიჭიაა რააა, მამასავით მესაკუთრეა-თქვა ჭინკებათამაშებულმა სანდრომ და ცოლს სიყავრულით აღსავსე მზერა მიაპყრო
-ოოჰჰჰ ჩემი ლილე ჯერ არ დაბადებულა და უკვე მიისაკუთრეს ბიჭებმა-აკისკისდა ნატალი. ნატალიმ როგორც კი გაიგო,რომ ქალიშვილი ეყოლებოდა,გადაწყვიტა,რომ სანდროს დედის საპატივცემულოდ ''ლილე'' დაერქვა. ეს სახელი მასაც ძალიან მოსწონდა,რადგან ''მზის ქალღმერთს'' ნიშავს, სწორედ ასეთ წარმოედგინა საკუთარი შვილი. სანდრომ ამ გადაწყვეტილების შესახებ მოგვიანებით გაიგო. ის ჩვილივით ატირდა და შვება ნატალის მკლავებში ჰპოვა. მას და სალომეს ძალიან ტკიოდათ, დედა ენატრებოდათ, მასთან ალერსი,საუბარი, სურნელის შეგრძნობა სურდათ. ხშირად სტუმრობდნენ დედის საფლავს და ანასტასიასა (სალომეს შვილი) და ანდრეას ბებიას შესახებ ესაუბრებოდნენ. მათ წარმოსახვაში ყოველთვის არსებობდა მოსიყვარულე და თბილი ბებო,რომელიც მფარველი ანგელოზის სახით იცავდა მათ.
********
-ნატალი ცოტა მაინც ჭამე გთხოვ რაა-ეწუწუნებოდა სანდრო ცოლს,რომელიც პირს არაფერს აკარებდა
-საან...არ მშიაა გთხოვ ნუ მაძალებ რაა-ამოიკნავლა ნატალიმ
-ვერაფერი გაგიგე რააა,ორსულები აქეთ ითხოვენ საჭმელს და შენ უარს ამბობ? ცუდად ხომ არ ხარ? ფერი არ მომწონს-შეშფოთდა სანდრო
-სანდროო რა დაფეთებული ხარრ-ჩაიცინა ნატალიმ და გულზე აეკრო-მიყვარხარ. მადლობა ყველა იმ წლისთვის რომელიც შენ მაჩუქე, მადლობა გვერდში დგომისთვის,რომელიც არსებობისთვის მეხმარება,მადლობა აი ამ სასწაულისთვის-ანდრიასკენ გაიხედა-და მადლობა ამ მეორე სასწაულისთვის-სიყვარულით აღსავსე მზერა მიაპყრო თავის გაბერილ მუცელს და მოეფერა
-მადლობა რომ ჩემი ცოლი ხარ, მადლობა რომ ამ ეს ორი სასწაული ჩემი სულის ნაწილად აქციე, მადლობა რომ ყველა დაბრკოლების გადალახვაში მეხმარები, მადლობა რომ უბრალოდ არსებობ და შენი არსებობით მათბობ-მხარზე ხელი მოხვია ცოლს,თავზე აკოცა და შვილი თავისთან იხმო,რომ ორივეს ტკბილად ჩახუტებოდა.
-ისე სანდრო,რომ არა ის უხეში კაცი,კლუბთან ახლოს, ვერასდროს გაგიცნობდი-ჩაიცინა ელენემ-ვინ იფიქრებდა,რომ ამ დღეს სიცილით მოვიგონებდი?
-ნუ ახსენებ იმ ახვარს-შეიკურთხა სანდრომ-ის არაფერ შუაშია, ბედმა დაგვაკავშირა-თბილი მზერა მიაპყრო ცოლს
-რას ვიფიქრებდი სანდრო დადიანი,თუ ბედისწერაზე დაიწყებდა საუბარს-ჩაიცინა ნატალიმ
-შენ შემცვალე, შენმა უბრალოებამ,მერყევმა ხასიათმა და სიჯიუტემ არ მომცა საშუალება,რომ ხელიდან გამეშვი და დაგნებებოდი. მიუწვდომელი ხილი ყველაზე ტკბილია-ჩაიცინა სანდრომ და ცოლს ლოყაზე აკოცა.
*******
-სანდრო დამეწყოო....-წამოიკივლა შეშინებულმა ნატალიმ,დაფეთებული სანდრო მდივნიდან წამოხტა
-რააა, დაგეწყოო?? ახლაა რა უნდა ვქნაა???-აქეთ-იქით დარბოდა დაბნეული სანდრო
-სანდრო დამეხმარე, საავადმყოფოშ წამიყვანე რა გჭირს?? აააააააააააააა-ყვიროდა ნატალი
-მართალიაა...მანქანა...გასაღებიი...სად არის გასაღები?-ყვიროდა სანდრო
-რასს ღრიალებ??? გეგონება შენ იყო ორსულად. სანდროოო მტკივაააა სასწრაფოდ თუ არ მოძებნი მაგ წყეულ გასაღებს აქვე ვიმშობიარე,რაც ნამდვილად არ მინდა-სწრაფად და სუნთქვაგახშრებული ლაპარაკობდა ნატალი
-აი ვიპოვეეე-წამოიყვირა სანდრომ-მაპატიე კარგი? ავღელდი და მაგიტომ ვიყვირე-სწრაფად წამოაყენა ცოლი და საავადმყოფოში ისეთი სისწრაფით წავიდნენ, მანქანიდან ნატალის ყვირილი ყველას ესმოდა,არანაკლებ მდგომარეობაში იყო სანდროც, ანდრეა კი დედას ეჯდა გვერდით და ხელს ძლიერად ხვევდა
-დეეე, ცემი დაიკო დაიბადებაა ლაა კაიაააა-ღიღინებდა ბავშვი
**********
26 ივნისს, 16:28 წუთზე დაიბადა ულამაზესი ლილე დადიანი. სანდრო მშბიარობის პროცესში ისე ნერვიულობდა კინაღამ გონება დაკარგა, რა ქნას, ასეთი ემოციურია. როდესაც პატარა ხელში დაიკავა, ის ეული ცრემლი თვალიდან გადმოუვარდა,რომელიც იმ სასიხარულო გრძნობის გამოხატულება იყო, რასაც ''მამობა'' ერქვა. პირველად ეს გრძნობა ანდრეას დაბადებისას განიცადა. ეს გრძნობა იყო რაღაც საოცარი,ენით აუღწერელი სიამოვნება, რაც გაფიქრებინებს,რომ შეიძლება მხოლოდ ამ მომენტისთვის ღირს ცხოვრება.ნატალი უბედნიერესი იყო,სიყვარულს ასხივებდა და ღვთის მადლობელი იყო,რომ ასეთი თბილი,ტკბილი,მოსიყვარული და ძვირფასი ოჯახი არგუნა.
-პატარა ლილე დაიბადა-სიხარულით აცნობა პალატიდან გამოსულმა სანდრომ მეგობრებს და იქვე ჩაიკეცა
-გილოცავვ ჩემოო სიყვარულოო-ძლიერად მოეხვია ძმას სალომე-ჩემ ტასუნას პატარა დაიკო შეეძინა
-მადლობა ჩემო ნატვრის თვალო-სივარულითა და სიხარულით აღსავსე მზერა მიაპყრო დას-მართალი ხარ დაიკო, უკვე სამნი არიან. 2 პრინცესა და მათი დამცველი პრინცი ანდრიუშა-ხელი მოხვია მის გვერდით მდგარ შვილს სანდრომ და გულში ჩაიკრა
-გილოცავვ ძმაოო-ვაჩე და ლაშა გადაეხვივნენ სანდროს
-მადლობაა ბიჭებოო-სიხარულის ცრემლებს ღვრიდა კაცი
-ბიძაა გავხდიიი, უუუჰუუუუუ-ყვიროდა იოანე
-ყვირილი არ შეიძლება იოო-იცინოდა თიკა და ქმარს პირზე ხელს აფარებდა
-მეც მინდა გოგო თიკაა, ჩვენი საბა და ოთო სიცოცხლეს მირჩევნია, მაგრამ..გოგოც მინდაა რააა-ხელში აიტაცა ცოლი და დააატრიალა
-გილოოცაავთთთ-შესძახეს ახლად მოსულმა თამარმა,სალომემ,მარიტამ,მარიაამა და თიკომ,რომლებიც თავიან ცელქ შვილებს ვერ აკავებდნენ. დიახ არ მოგესმათ, რა თქმა უნდა სალომესაც და ვაჩესაც ჰყავთ შვილები:ლუკა და თეკლა. თამარს და ლაშას კი 5 წლის ანასტასია ჰყავთ,მარიტას ტყუპი ბიჭები,მარიამს 3 თვის ნანო, აი რაც შეეხება თიკოს....ნამდვილი 5 მამულიშვილები გაუზარდა სამშობლოს. რა თქმა უნდა ყველა მშობელს უყვარს მისი შვილი. შვილზე ძვირფასი ამ ქვეყნად არაფერია.უყურებ როგორ იზრდება შენ თვალ წინ, როგორც დგამს პირველ ნაბიჯს,როგორ ამოსდის კბილები,რომელიც ასე სტანჯავს მათ და შვილთან ერთად მშობელიც ტირის. ის ბედნიერი წუთები რაც შვილის ყოლასთან ასოცირდება ყველამ უნდა განიცადოს, ამაზე დიდი განძი ამ ქვეყნად არ არსებობს.
''მე შენ დაგარქვი ჩემი''-კიდევ ბევრჯერ ესმოდათ ეს სიტყვები ცოლებს,თავიანთი ცხოვრების მეგზურებისგან,რომელიც უსაზღვრო ბედნიერებას ანიჭებდა მათ. და მაინც რა მესაკუთრეები არიან ეს კაცები? ძალიან მესაკუთრეები. სწორედ ეს დევიზი ჰქონდა საძმაკაცოს ''აიღე,წაიღე''.
ჰეი, მკითხველო არ ვიცი გირჩიო თუ არა ამ დევიზის გათვალისწინება, როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე მოიქეცი,თუ თვლი რომ საყვარელი ქალის გაბედნიერებას შეძლებ ''აიღე,წაიღე'',წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ბედი არ ყოფილა.ისეთი ცხოვრების მეგზური უნდა მოძებნო,რომელიც გვერდში დაგიდგება, სიყვარულს შემოგვიცებს და ამ ''აღება წაღებასაც'' გაპატიებს. მისი მოტაცების ჟამს ქალი ''მიშველეს'' კი არა, ''მეშველას'' უნდა იძახდეს, როგორც ნატალი გრძელიძე. ცხოვრება მშვენიერია,არის ბევრი დაბრკოლება,თუმცა თუ გვერდით გყავს საყვარელი ადამიანი,ის შეძლებს სამყარო სხვა თვალით დაგანახოს, სულში ჩაგხედავს და გეტყვის ''მე გგრძნობ''.
*******
-მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ.....პაატარავ-ზურგით აეკრა საყვარელ ქალს სანდრო დადიანი,რომლებიც საწოლში ნებივრობდნენ
-ჩემი გალაქტიკა ხარ-ჩაიცინა ნატალიმ
-ჩემი ყველაფერი ხარ, ჩემი სუნთქვა ხარ-ყელში ვნებიანად აკოცა ცოლს და ზემოდან მოექცა
-ჩემი ხარ, მარტო ჩემი, ჩემი დაგარქვი და ჩემი გქვია-ვნებიანად დააცხრა ქმრის ტუჩებს,რომლის ოდნავ მოზრდილი წვერიც სასიამოვნოდ ჩხვლეტდა
-ქმრისგანაც გვისწავლია რაღაც-რაღაცები-ჩაიცინა სანდრომ
-ისევე როგორც შენ-ჩაიცინა ნატალიმ-კიდევ ერთ პატარაზე უარს არ ვიტყოდი-ჩაიკისკისა ქალმა
-მერედა რას ველოდოთ?მთელი საწოლი ჩვენ განკარგულებაშია-თქვა ვნებამორეული ხმით კაცმა და ცოლის გემრიელ და ვნებიან ტუჩებს წაეტანა.
დასასრული

P.S. ეს ბოლო თავი იყო, ძალიან მიყვარხართ და მომენატრებით ჩემო ერთგულო მკითხველნო. თუმცა ახალი ისტორიებით კვლავ შემოგიერთდებით. ისტორიას კი ამ დღეებში ''სრულად'' ავტვირთავ. ვინაიდან ბოლო თავი იყო, ძალიან გამიხარდება თუ ისტორიის შესახებ თქვენ აზრს კომენტარების სახით გამოხატავთ. ყველას ძალიანნ ძალიანნ დიდი მადლობა,რომ ამ ხნის განმავლობაშ ამ ისტორიის ნაწილები იყავით,მამხნევებდით, შენიშვნებს მაძევდით და მეხამრებოდით განვვითარებულიყავი. მადლობა რომ ჩემ ისტორიას კითხულობთ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი meocnebe avadmyopi

ღმერთო ეს რა იყო
აი რა მჭირდებოდა დღეს
მაგათმა არ ვიცი მაგრამ მე თითოეულ მათგანს დავარქვი ჩემი
არასდროს ვინანებ თუნდაც იმ ორ წუთს რომელსაც ამ ისტორიის კითხვაში ვხარჯავდი
არასდროს დამავიწყდება როგორი აჟიტირებული ვწერდი თავის ბოლოს კომენტარს
არასდროს დამავიწყდება განცდილი ემოციები,მემახსოვრება ისტორიად რომლიც ჩემს გონებაში ძალიან კარგად აღიბეჭდა....
პირველი ისტორიისთვის იმდენად განსაცვრიფებელი იყო,რომ ახლა სიამოვნებით ვიბღავლებდი
წინა თავშიც გითხარი რომ მინდა გაგრძელდეს უსასრულოდ ვიკითხო და წარმოვიდგინო ამ საოცარი წყვილის ცხოვრება...
მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით heart_eyes heart_eyes

 



№2  offline წევრი تڿQڿEڿTڿAڿت ڿڿت

bowtie stuck_out_tongue_winking_eye joy heart_eyes stuck_out_tongue_closed_eyes rage rage scream ქუულ კარგი იყო მამეწონა

 



№3 წევრი Someone wandering

meocnebe avadmyopi
ღმერთო ეს რა იყო
აი რა მჭირდებოდა დღეს
მაგათმა არ ვიცი მაგრამ მე თითოეულ მათგანს დავარქვი ჩემი
არასდროს ვინანებ თუნდაც იმ ორ წუთს რომელსაც ამ ისტორიის კითხვაში ვხარჯავდი
არასდროს დამავიწყდება როგორი აჟიტირებული ვწერდი თავის ბოლოს კომენტარს
არასდროს დამავიწყდება განცდილი ემოციები,მემახსოვრება ისტორიად რომლიც ჩემს გონებაში ძალიან კარგად აღიბეჭდა....
პირველი ისტორიისთვის იმდენად განსაცვრიფებელი იყო,რომ ახლა სიამოვნებით ვიბღავლებდი
წინა თავშიც გითხარი რომ მინდა გაგრძელდეს უსასრულოდ ვიკითხო და წარმოვიდგინო ამ საოცარი წყვილის ცხოვრება...
მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით heart_eyes heart_eyes

მაბედნიერებთ მე თქვენ. ვერც კი წარმოიდგენ როგორი ემოციებით ვკითხულობდი შენ კომენტარს. აი რა დავწერო..... მართლა არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო ასეთი სითბოსთვის heart_eyes

تڿQڿEڿTڿAڿت ڿڿت
bowtie stuck_out_tongue_winking_eye joy heart_eyes stuck_out_tongue_closed_eyes rage rage scream ქუულ კარგი იყო მამეწონა

ძალიაან ძალიაან დიდი მადლობაა heart_eyes

 



№4 სტუმარი kati

Ki momwonda aqamdec es istoria,magram mainc davelodebi roca srulad daideba...

 



№5 წევრი Someone wandering

kati
Ki momwonda aqamdec es istoria,magram mainc davelodebi roca srulad daideba...

ხვალ დავდებ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent