შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცი, დღეს ჩახუტების დღეა .. 5


28-05-2018, 23:15
ავტორი ანუშირვანი
ნანახია 450

იცი, დღეს ჩახუტების დღეა .. 5

პირველი რაც ვიგრძენი, ეს სისხლისა და სპირტის სუნი იყო, შემდეგ თვალები ზანტად გავახილე და რამდენჯერმე დავახამხამე, რათა ოთახში ჩამოწოლილ ბურუსს შევგუებოდი. მივხვდი, ჩემს საძინებელში არ ვიყავი, სურნელითა და თეთრეულის ფერით მივხვდი, რომ დემესი იყო. მერე, უცებ ყველაფერი გამახსენდა და შეშინებულმა ხელს დავხედე, შეხვეული მქონდა. თითების გამოძრავება ვცადე და გამომივიდა, რამაც გამახარა. უცებ, კარი გაიღო და დემე შემოვიდა ლანგრით ხელში.
-უკვე გაიღვიძე? - ღიმილით ჩამოჯდა საწოლზე - სამწუხაროდ, შენი ბრაუნი დაიწვა, ამიტომ სიდომ გამოაცხო ნამცხვარი - თქვა და ლანგარი მაგიდაზე დადო
-ხო, მადლობა .. რა მოხდა? ბევრი არაფერი მახსოვს
-თითები ვერ გაამოძრავე და შიშისგან გონება დაკარგე - მითხრა და თმა ყურსუკან გადამიწია
-თამუნა როგორაა? - გამახსენდა მიტკლისფერი თამუნა
-კარგად, თორნიკემ დაამშვიდა - ჩაიცინა და შევამჩნიე როგორ ჩაეჭეჭყა ლოყები, თვალები გამიბრწყინდა და უნებურად სახისკენ გავიწიე
-ვაიმე, რა საყვარლად გეჭეჭყება ლოყები .. - ვთქვი დათითი დავუსვი ლოყაზე, ჭრილობამ თავი შემახსენა და სახე უსიამოდ შევჭმუხნე.
-კარგად ხარ?
-კი, ხელმა ბევრს ნუ მოძრაობო, შემომითვალა ..
-ხო მართლა, შენთვის რაღაც მაქვს - თქვა და ჯიბიდან პაწია შავი ყუთი ამოიღო
-რა არის ? - ინტერესით ვკითხე და ყუთი გავხსენი, პატარა გულის ფორმის ვერცხლის კულონი იყო წინიდან ,,მიყვარხარ“ ეწერა უკნიდან ,,ჩემ ლავანდის გოგონას’’ - ვაიმე, ულამაზესია, ძალიან დიდი მადლობა!! - ვუთხარი და მთელი ძალით ჩავეხუტე
-ეს შენ ხარ ულმაზესი ..

-*-*-*
-როგორ ხარ? - კითხა თონიკემ გოგონას და გვერდით მიუჯდა
-შედარებით უკეთ.. უბრალოდ, სისხლის ბავშვობიდან მეშინია და დღეს რომ დავინახე..-უცებ გაჩერდა და გააკანკალა
-კარგი, დამშვიდდი, გთხოვ არაფერი აღარ მინდა ასე რომ ხარ - უთხრა გოგონა გულში ჩაიკრა და თმაზე ხელი ნერვიულად დაუსვა
-რატომ ? შენზე ასე ვმოქმედებ ? - გულუბრყვილოდ ააფახულა თვალები თამუნამ
-კი, ძალიან დიდი გავლენა გაქვს ჩემზე...
-მართლა? რატომ ?
-ზოგადად, ასე ხდება ხოლმე, როცა ვინმეზე შეყვარებული ხარ..
-ხო , გეთანხმები... მოიცა, რაა?? - წამოიყვირა, როცა თორნიკეს სიტყვები გაიაზრა
-რაც გაიგე პატარა ქალბატონო.. მე თქვენ მიყვარხართ ! - საზეიმოდ გამოაცხადა თორნიკემ და ხელები გაშალა
-შენ მე.. მოიცა.. ანუუ .. შენ. ... - ალუღლუღდა თამუნა, ამასობაში თორნიკემ დრო იხელთა და მკლავებში მოიქცია
-დიახ, ძვირფასო , მიყვარხარ.. - თქვა და ჩახედა თამარ ქალს აწყლიანებულ თვალებში, ეს უკანსაკნელი კი მთელი ძალით ჩაეხუტა ბიჭს და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი

*-*-*
მოვწესრიგდი და დემეს გრძელმკლავიანი მაისური ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი, ბავშვები შეკრებილიყვნენ და სუფრას აწყობდნენ . მალევე მოვრჩით ვახშმობას , გადავწყვიტეთ ფილმისთვის გვეყურებინა ყველა სხვადასხვა აზრზე ვიყავით. ბიჭებს რამე საშინელებათა უნდოდათ, ჩვენ დრამა.. ბოლოს, დაგვითმეს და ფილმიც ჩავრთეთ.. ,,მე შენამდე“ მე კი ნაყურები მქონდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ვუყურე.. დასასრულზე ვაღვარღვარეთ ცრემლები.
-კარგი რა, რა იყო ეს ? -აღშფოთებულმა წამოიძახა გიორგიმ
-ეს იყო ფილმი, არა, შენი DC - ის კომიქსები ჯობია ხო ? - ბოროტულად ჩავიცინე
-როგორ არ ჯობია, ეს რა იყო, თავი გასვენებაში მეგონა, ყველა ტიროდით.
-როგორ შეიძლება ამ ფილმს ემოციების გარეშე უყურო ? - ახლა მარი ჩაერთო დილოგში
-ძალიანაც კარგად შეიძლება!
-ეს დიდი სიყვარულის ისტორიაა - გრძელი წამწამები ააფახულა მარიმმა
-არაფერიც, მე არ მწამს ასეთი სიყვარულის! - წამოიძახა გიორგიმ, ყველამ გაკვირვებულმა შევხედეთ, მან კი მშვიდად განაგრძო- უბრალოდ, ვფიქრობ , რომ თუ მართლა გიყვარს, ეტლი არ იქნება ის ზღუდე, რომელიც შეგაჩერებს.. თუ მართლა გიყვარს, სიკვდილზე კი არა, დარჩენილი ცხოვრების მასთან ერთად გატარებაზე იფიქრებდი.. შეიგრძნობდი თითოეულ წამს.. მის სურნელს დაიმახსოვრებდი.. მის ღიმილს.. ყველაფერს რაც მას უკავშირდება, როგორ იცინის, როგორ ყვება სასაცილო ისტორიას, რომელზეც თვითონ ეცინება.. როგორ ტირის, მორიგ სულელურ დრამაზე, როგორ უბრწყინდება თვალები, როცა მასთან ერთად ხარ.. თუ მართლა გიყვარს, უბრალოდ ძალიან ბევრჯერ ეტყოდი, რომ უზომოდ, უკიდეგანოდ და უსასრულოდ გიყვარს... მე ასეთი სიყვარულის მწამს.. - დაასრულა გიომ და ღიმილით გადახედა მარიამს, რომელიც აცრემლებელი უყურებდა
-მართალი ხარ... სიყვარულში ბარიერები არ არსებობს! - მტკიცედ თქვა და გიორგის მიეკრო, მანაც ხელები მოჰხვია და გულში ჩაიკრა .
-ვაუ, არ ვიცოდი ასეთი რომატიკოსი ტყუპი თუ მყავდა- ჩაიხითხითა თამუნამ
-დამიჯერე, ამის შესახებ მე თავად არაფერი ვიცოდი - სრული სერიოზულობით თქვა გიორგიმ
-ბავშვებო, რადგანაც ზეგ სახლში მივდივართ, ხვალე დაგათვალიერებინებთ აქაურობას - იდეა წამოჭრა დემეტრემ
-მშვენიერი აზრია - ვუთხარი და ხელი ჩავჭიდე.
კიდევ კარგა ხანს იყავით ბუხართან, ბოლოს ჩვენ-ჩვენ ოთახებში დავლაგდით და დავძნეთ. მეორე დღე შესანიშნავი იყო, მიუხედავად იმისა, რომ დიდი თოვლი იყო, თანაც საშინლად ციოდა, ბევრი რამე ვნახეთ, უამრავი სურათი გადავიღეთ და სახლში დაქანცულები დავბრუნდით. სიდონიამ ცხელი შოკოლადი დაგვახვედრა, ჩვენც სავარძლებშ მოვკალათდით და დღევანდელი დღის შთაბეჭდილებები ერთმანეთს გავუზიარეთ.
დილით ადრე გავიღვიძეთ, ჩავბარგდით და სიდონიას დავემშვიდობეთ.. მიჭირდა აქაურობასთან განშორება. ამ რამდენიმე დღეში თითოეული კუთხე-კუნჭული შემიყვარდა. მანქანში ჩავსხედით თუ არა მალევე ჩამეძინა, სახლში რომ მივედით დემეტრემ გამაღვიძა
-მოვედით ..
-ასე მალე? თამუნა და გიო ?- ვკითხე ნამძინარებმა, როცა მივხვდი რომ მანქანაშ არავინ იყო
-სახლშ დავტოვე - თქვა და ბარგი გადმოიღო, ჭიშკრამდე მიმაცილა
-ღამემშვიდობისა, ჩემო ლავანდის გოგონავ, ძალიან მიყვარხარ !
-მეც მიყვარხარ ! - ჩუმად ვუთხარი და ჩავეხუტე. თვალებტ გავაცილე საამ თვალს არ მიეფარა შემდეგ კი სახლშ შევედი
-დე, მა , მოვედი !! - დავიყვირე და ჩემებიც გამოვიდნენ სამზარეულოდან
-ჩემი გოგო, როგორ მომეანტრე დედი ..
-მეც მომენატრეთ
-აბა, მამი, როგორ მოგეწონა სვანეთი ? - მკითხა მამამ როცა მოფერებით გული ვიჯერე
-სასწაული იყო მა, ძალიან მომეწონა , ეს ის ადგილია, სადაც უნდა წახვიდე, რომ ძალები აღიდგინო, ულევი ენერგიითა და შემართებით აივსო.. - კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ ბოლოს ჩემს ოთახში წავედი და დავიძინე..

... მიილია იანვარიც თებერვალი დადგა, მთელი ამ ხნის მანძილზე დემეტრეს თითქმის ვერ ვხედავდი.. ხან სად იყო ხან სად.. ბოლოს დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. თებერვლისთვის უჩვეულო ამინდი იყო, დილიდან ბარდნიდა.. თეთრ ქურქში იყო ყველაფეი გახვეული. დილით კურიერში მოვისმინე : ,,მსოფლიო დღეს ჩახუტების დღეს აღნიშნავს, ჩაეხუტეთ ერთმანეთს და გაეცით ბედნიერება“ მთელი დღე გონებაში მიტრიალებდა, ერთი სული მქონდა დემეტრე მენახა და გულშ ჩამეკრა, კვლავ შემეგრძნო მისი სურნელი.. ამ ფიქრებში ჩვენს კაფეს მივუახლოვდი, კარი შევაღე თუ არა, მაშინვე დავინახე.. ზედმეტად სერიოზული მეჩვენა, მანტო გავიხადე და მასთან მივედი.
-შუადღემშვიდობის ! - მივესალმე და ხელები მის თბილ თითებში ავხლართე
-შუადღემშვიდობის.. - ნაღვლიანად მითხრა და გულზე დაკიდებულ კულონს მიაშტერდა
-ხო მშვიდობაა ?? მთელი თვე არ ჩანდი, ხომ კარგად ხარ? - ნერვიულად გადავუსვი თითები ხელზე
-კი, კარგად ვარ, მშვიდობაა.. რაღაცის თქმა მინდა..
-გისმენ.. - ვუთხარი და თვალ;ებში მივაჩერდი
-იტალიიდან მოწვევა მივიღე, ჩემთან კონტრაქტის გაფორმება სურთ.. - ამოიხრა, მე კი მძიმედ გადავყლაპა ნერწყვი
-მერე, ეგ ხომ კარგია.. - ძლივს ამოვიჩურჩულე
- ექვს წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებნ ჩემთან.. მაესტრო ამბობს , რომ ეს ძალიან კარგი შანსია ჩემთვის..
-ანუ.. შენ მიდიხარ?
-ხო, მივდივარ...
სიტყვები ყელში გამეჩხირა.. ვეღარაფერი ვთქვი, ბოლოს ამოვიკნავლე
-იცი... იცი, დღეს ჩახუტების დღეა.. - დაინახე, როგორ აუწყლიანდა თვალები, შემდეგ კი მოვიდა და ჩამეხუტე, ისე როგორც არასდროს , მან მომცა ჩემი წილი ბედნიერება.. შემდეგ კი, უბრალოდ წავიდა..



ესეც მეხუთე თავი <3 <3 ერთი თავი და დავამთვარებ < მადლობა, ვინც კითხულობთ, ველი შეფასებას <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი დემე

ცოტა გაწელე რა ჯერ არდასრულო

 



№2  offline წევრი ანუშირვანი

დემე
ცოტა გაწელე რა ჯერ არდასრულო


ისეთია, რომ არ მოუხერხდება გაწელვა :დ <3 <3 ბავშობაშ დაწერილია და რედაქტირებას ვუკეთბ <3 <3 იმედი მაქვს ახალი, გრძელი ისტორიით დავბრუნდები საიტზე <3 მადლობა, რომ კითხულობთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent