შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (7თავი)


29-05-2018, 09:05
ნანახია 2 236

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (7თავი)

-ოჰ ოჰ ოჰ. მოიცა ეხლა. რა იყო? გარდატეხის ასაკში ვართ? ღადაობით სცადა სიტუაციის განმუხტვა სანდრომ. - გეყოფა. ჩამოვა შენი ქმარი და ყველაფერი თავის ჩვეულ ნორმას დაუბრუნდება. მანამდე კი ჩემო საყვარელო გოგოვ. გულში ჩამიხუტა სანდრომ. -ვიზრუნებ იმაზე, რომ ვერც ვიკა და ვერც რატი შენთან 5მეტრზე ახლოს ვერ მოვიდნენ. -რაც შეეხება დილანდელს... სახე დამანჭა. -უბრალოდ მაპატიე.
-გაპატიებ. ამოვილუღლუღე და უფრო მაგრად ჩავიძირე მეგობრის მზრუნველ მკლავებში.
-------------------


აეროპორტის ფოიეში ფილები წინდაუკან სიარულით გავცვითე. მარია სანდროსთან ერთად თამაშობს. მე კი გულს ვერაფერს ვუხერხებ. ყელში მომჯდარი ეიფორია ერთიანად მანადგურებს. რატის მიმართ ისეთი გრძნობა მაქვს, ზოგჯერ მგონია გული სადაცაა გამიჩერდება. ახლა კი როცა ვდგევარ და ველოდები ჯორჯის ჩამოსვალას, ჩემი ქმრის, ჩემი შვილის მამის ჩამოსვლას, ისიც კი არ ვიცი როგორ შევხდე, როგორ შევხედო თვალებში. ის ისეთი მზრუნველი იყო ყოველთვის, ისეთი ყურადღებიანი. როგორ შემეძლო მას ასე მოვქცეოდი. საკუთარი თავის დატუქსვა უფრო მანადგურებს. როგორც იქნა თვითმფრინავი დაეშვა. გული გამალებით მიცემს.
-ენ. მესმის ზურგს უკან სანდროს ხმა.
-რა იყო?
-ამოისუნთქე. მიღიმის.- თავს ნუ იტანჯავ. შენ არაფერი ჩაგიდენია.
-ვითომ? რომ იცოდე ჯორჯი რა კარგი ადამიანია ერთი წამით არ დაიჭერდი ჩემ მხარეს.
-ენ... ესკალატორიდან ჯორჯის ხმა მესმის. ყურებამდე გახსნილი პირით, ხელის ქნევით. სრულიად გაბადრული ჩვენკენ მოემართება. ჩანთებს იქვე ყრის და ჩემკენ გამორბის. პატარა ბავშვივით ხელში ამიყვანა და ჩემს აქეთ-იქეთ ბზრიალს მოყვა. ხელები მაგრად შემოვხვიე და ცრემლიანი თვალები მის თბილ ყელში ჩავრგე.
-მომენატრე. ვამბობ ძლივს გასაგონად და ვგრძნობ ხმა როგორ გამებზარა. ჯორჯი იატაკზე მაბრუნებს და ახლა მარიას ატრიალებს ჰაერში. ის ისეთი ბედნიერია მამის მკლავებში. ისეთი ლაღი და თავისუფალი. მათი ამ მდგომარეობაში ნახვა ერთი სიამოვნება იყო.
-comment ca va? comment es-tu parti? (როგორ ხარ, როგორ იმგზავრე?) ეკითხება სანდრო დამტვრეული ფრანგულით. ჯორჯი ხელს ართმევს.
-გაუმარჯოს. კარგად. მადლობა. პასუხობს ჯორჯი. ასევე დამტვრეული ქართულით.
-სან. ჯორჯმა იცის ქართული ვეუბნები ღიმილით.
-უფ, აგაშენა ღმერთმა. მხარზე მეგობრულად დაკრა სანდრომ ხელი. -სანდრო. ენის მეგობარი. ჯორჯმა კიდევ ერთხელ ჩამოართვა მას ხელი. სანდრო ჩემოდნებს დაწვდა და გასავლელისკენ გაგვიძღვა. -სახლში წაგიყვანთ, დაისვენეთ და საღამოს შემოგივლით. სადმე გავიდეთ. სანდროს თვალები დავუქაჩე. -ან ხვალ შემოგივლით. მაინც მონატრებული გეყოლება ცოლ-შვილი. ჯორჯმა მადლიერების გამომხატველი თვალები შეანათა სანდროს.
-როგორ მომენატრე. მეუბნება ჯორჯი და ყელზე ნაზად მკოცნის. ნაზად, მისთვის შესაფერისად და არა რატისავით. ველურად.
ჟუჟუნა ბებო შესვლისთანავე გულში იკრავს ჯორჯს. ხელებს უკოცნის. ჯორჯი უხერხულად იშმუშნება. ცდილობს მოხუცის მზრუნველ თვალებს სათანადო პასუხი გასცეს და მალევე ახერხებს ჟუჟუნას გულის მთლიანად მოგებას.
-რა სიმპატიურია. მეუბნება ჟუჟუნა და თან მარიასთან მოთამაშე ჯორჯს თვალს არ აშორებს.
-ჰო. ვპასუხობ ღიმილით. კარგი ბიჭია. კარგი ქმარი და შესანიშნავი მამა.
-როგორ მახარებს ბებო შენი ამბავი.
-ჰო აბა რა. გავიფიქრე გონებაში. თან ისეთი ბედნიერია შენი შვილიშვილი, ისეთი გარკვეული თავის გრძნობებში, რომ რაღა უჭირს. სახეზე სევდა მესახება. ჯორჯი უკნიდან მეპარება. ხელს წელზე მხვევს, თავისკენ მატრიალებს და ტუჩებზე მეკონება. მის კოცნას გულგრილად ვპასუხობ, რაც მას არ ეპარება.
-მოხდა რამე ენ? თვალებში ვუყურებ, მის ჭკვიან, დიდრონ თვალებს ვუცქერ და ვცდილობ მასში რატის ველური მზერა დავიჭირო. ერთიანად მაჟრჟოლებს. ხელს მაგრად ვხვევ და ვეხუტები.
-მიყვარხარ. ვამბობ და ვიცი რომ სიმართლეს ვამბობ. თავზე პატარა ბავშვივით მკოცნის.
-მეც ენ...
მამასთან თამაშით დაღლილი მარია როგორც იქნა იძინებს და მე უკვე შემიძლია ჩემი ყურადღება მთლიანად ჯორჯს დავუთმო.
-მოდი ჩემთან. ამბობს აღგზნებული ხმით და ხელს ფეხზე ირტყამს. მეც მის კალთაში ვთავსდები. მზერას ვარიდებ, მაგრამ ის თითებით წევს ჩემს ნიკაპს და თვალებში მიცქერს. -შეცვლილი მეჩვენები. ვუღიმი. ის ნაზად მკოცნის ყელზე. -ენ მინდიხარ. ვგრძნობ როგორ გაჩერდა ამ წუთას გული. მე მას ვეკუთვნი, ის ჩემი ქმარია. ეს გავიფიქრე და ის უკვე ჩემ სხეულს ტანსაცმილსგან ათავისუფლებს.
მოგვიანებით როცა ალერსით და მგზავრობით დაღლილ ჯორჯს ჩაეძინა, მისი მზრუნველი მკლავებისგან ფრთხილად გავითავისუფლე თავი, ხალათი მოვიცვი და აივანზე გავედი. სასიამოვნოდ ცრიდა. თბილის სევდისფერი დადებოდა, ზუსტად ისეთი სევდისფერი როგორც მე ვიყავი ამ მომენტში. ჯორჯი მიყვარდა, ძალიან მიყვარდა. მაგრამ რატიც მიყვარდა. ამის გაფიქრებაზე ისევ ვნებით ავენთე და აივნის მოაჯირს მთელი ძალით დავუწყე რყევა. მერე ცოტა დავმშვიდდი. ოთახში შევბრუნდი და მძინარე ჯორჯის გვერდით მოვკალათდი. მის მძინარე ნაკვთებს ვუცქერდი. მშვიდს, ბედნიერს. მინდოდა მეც ასეთი მშვიდი და ბედნიერი ვყოფილიყავი.
-ძილისგუდებო... საძინებელში სწორედ მაშინ შემოვარდა სანდრო როცა ახალგაღვიძებული ჯორჯი ისევ ჩემ საწოლში შეთრევას ცდილობდა. სანდრო უხერხულად ტრიალდება უკან. -კარგი გარეთ ვიქნები.
-ასე ადრე? ან ეს ოთახში შემოვარდნა რა არი ენ? იქნებ შიშველი ხარ? ნუ ხარ კიდეც.
-სანდრო ძმასავით მყავს, შევეცადე ჯორჯის დამშვიდებას და ისიც მალე დამშვიდდა. -სან ვეუბნები მისაღების სავარძელში მოკალათებულ, ჟუჟუნა ბებოსთან ჭორაობით გართულ სანდროს.
-ხო ვიცი, ვიცი ნაკაშიძე. აღარ განმეორდება.
-ყავა გინდა?
-კი დავლევ.
-გაუმარჯოს ოთახიდან გამოდის ჯორჯი.
-აბა. ამბობს სანდრო. ყავა დავლიოთ გვრიტებო და წავედით.
-სად მივდივართ?
-სად აღარ. თვალი ჩამიკრა სანდრომ.
ყავა დავლიეთ, ჯორჯმა მარია კისერზე შემოისვა და ქვემოთ ჩავედით. ნუკი და ლუკა გავაცანი ჯორჯს და სანდროს მანქანით გზას დავადექით.
-სად მივდივართ? კიდევ ერთხელ იკითხა ჯორჯმა.
-სიღნაღში. სარკიდან თვალი ჩაუკრა სანდრომ.
-დანარჩენები? ვიკითხე მე.
-უფრო ადრე გავიდნენ სასტუმროს დაჯავშნიან. მეუბნება ლუკა.
სიღნაღი.
სასტუმროში შევედით თუ არა ფოიეში რატის მზერამ ერთიანად გამტეხა. წარბებს ქვემოდან დაძაბული მზერით მთელი სხეული გამიბურღა. სანდრომ ჩემი დაბნეულობა იყნოსა და ჯორჯის წარდგენა თავის თავზე აიღო. რატიმ ჯორჯს ხელი ძლიერად ჩამოართვა და თვალებით მოკლა კიდეც.
-ნაკაშიძე. ახლოს მოდის სანდრო. -აქ ვარ.
-მადლობა. ვეუბნები მხოლოდ ტუჩების მოძრაობით. საღამოს როცა მარიას უკვე ეძინა მე და ჯორჯი მეგობრებს შევუერდით.
-დალევ? ლუდს აწვდის გიგი ჯორჯს.
-არ ვსვამ. გიგიმ ტუჩის კუთხე უსიამოვნოდ ჩატეხა.
-ცოტა დალიე. ჩავჩურჩულე ჯორჯს და მანაც მორჩილად გამოართვა გიგის სასმელი.
-აბა. მოყევი ეხლა რა ხდება პარიზში? კითხულობს ნუკის კალთაში გადაწოლილი ლუკა. -როგორ გაძელი ეს დრო ცოლის გარეშე? ენა გამომიყო ამ უკანასკნელმა.
-გამიჭირდა. გულწრფელად აღიარა ჯორჯმა და მზრუნველად მომხვია მხარზე ხელი. რატიმ მზერა მსტყორცნა და თავი უსიამოვნოდ გააქნია. დავიძაბე.
ბიჭებმა ბევრი დალიეს. ჯორჯს ძალიან მოეწონა აქაური ლუდი და ყოველ ჯერზე მისთვის შეთავაზებულ სასმელს სიამოვნებით აგემოვნებდა.
-ჯორჯ. დათვრები. ვუჩურჩულე როცა მივხვდი ზომა დაკარგა. მოულოდნელად მისთვის არადამახასიათებელი სითამამით ტუჩებში ვნებიანად მკოცნის. დალევას აგრძელებს.
სანდროს გაყოლა ვანიშნე და ისიც დამემორჩილა.
-აღარ დაალევინოთ რა.
-კარგი რა ნაკაშიძე. გაუგოს კაცმა ქართულ სუფრას გემო.
-არ არის მიჩვეული. ცუდად გახდება.
-ნუ გეშინია. მივხედავთ. მოულოდნელად ვიკა გვიახლოვდება.
-სან არ წახვიდე. შევევდრე სანდროს.
-კარგი ბიჭია. ეს შენი ჯორჯი. ამბობს ვიკა და თვალებში დაჟინებით მიცქერს. დასანანია რომ შენისთანა ცოლი ერგო. სანდრომ მაჯაზე ძლიერად მომიჭირა ხელი.
-ვიკა უკან დაბრუნდი. შეუბღვირა სანდრომ.
-ამის სახით კიდევ როგორი ერთგული ცუციკი გაგეჩითა. შენ ჩააწყე ხომ სანდრო მაშინ ის ამბები? ლანგრით მიართვი არა რატის ნაკაშიძე?!
-ღმერთო ვიკა მოკეტე, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. სანდრო ძლივს ახერხებდა ჩემი გაცეცხლებული სხეულის დაჭერას. ვიკამ გადაიხარხარა და დაგვტოვა. -არ უნდა წამოვსულიყავი. ან საერთოდ ეს რას გავს? რატომ დავდივართ ერთად მაშინ როცა ამხელა სიყალბე ტრიალებს ამ წრეში. რანაირი სამეგობრო გვქვია სანდრო? ჩემი ბრალია.
-თავს რის გამო იტუქსავ?! დაიკიდე რა ნაკაშიძე. თუ წასვლა გინდა წადი არ დაგიჭერ მაგრამ თუ ბრძოლას აპირებ იბრძოლე.
-იცი რა, შენ მგონი გინდა რომ მე და რატი ერთად ვიყოთ. უკვე აღარ ვიცი ვის უნდა გენდოთ. ეხლა უკვე იმასაც ვფიქრობ ამჯერად შენ და რატი ხომ არ გეგმავთ ჩემ წინააღმდეგ შეთქმულებას. ან იმ დილით მარია რომ წაიყვანე. შენ ხომ კარგად იცოდი რას აკეთებდი. რატიმ გთხოვა და ამიტომ. რა დაგეგმეთ სანდრო? უკვე ღრიალზე გადავედი. განა სწორი არ თქვა ვიკამ? მართლა ლანგრით მიართვი რატის ჩემი თავი, ყველა წინაპირობა შეუქმენი იმისთვის, რომ მარტო მოვეხელთებინე.
-ენ. ჩემს დამშვიდებას შეეცადა სანდრო.
-გამიშვი. ყველანი ყალბები ხართ. რა იდიოტი ვარ. გადავიხარხარე საკუთარი უმწეობით შეშლილმა. აბა რა... რატის ენი სურს... სანდრო ეხმარება ძმაკაცს სურვილის მიღებაში. ჯორჯის დათრობა თქვენ გეგმაში შედიოდა?
ღმერთო ჯორჯი. მომენტალურად დავუბრუნდი რეალობას. სანდრო იქვე დავტოვე და უკან შევბრუნდი.
-ჯორჯ. წამოდი.
-სად?
-გთხოვ წამოდი.
-მოიცა რა ენ. რა ბზიკმა გიკბინა. ხელზე შემეხო ლუკა.
-შემეშვი. დავიღრიალე და მისი ხელი უხეშად მოვიცილე. საკუთარი საქციელის შემრცხვა. ყველა გაიყუსა. ჰაერში დაძაბულობამ იმატა. ჯორჯი თვალებგაფართოვებული უცქერდა იმ ანასტასიას რომელიც არასოდეს ენახა. -გთხოვ წამოდი. კიდევ ერთხელ შევევდრე მას.
-კარგი. ამბობს ჯორჯი. ადგომაში დავეხმარე და ძლივს წავათრიე მისი მძიმე სხეული ოთახამდე.
ჯორჯი საწოლის კუთხეში ჯდება და ჩემს წინ და უკან სიარულს თვალს არ აშორებს.
-ენ... გაჩერდი თავბრუ დამეხვა. რა ხდება? რა დაგამერთა? მის წინ იატაკზე ვჯდები და თავს კალთაში ვუდებ. ვგრძნობ ცრემლებს ვეღარ ვიკავებ.
ჯორჯი იხრება და კეფაზე ნაზად მეხება. -ენ, ხომ იცი შეგიძლია ყველაფერი მითხრა.
-მაპატიე. ამოვილუღლუღე და ტირილი ამივარდა.
-ეი ენ. რას აკეთებ?! მას არასოდეს უნახავს ჩემი ცრემლები. ფეხზე წამოხტა, მეც ამაყენა. გიჟივით ჩამიკრა გულში. სახის თითოეულ ნაკვთს მიკოცნიდა. -ენ. არ დამანახო შენი ცრემლები. მითხარი რა მოხდა. მევედრებოდა უკვე გაბზარული ხმით, მე კი ვერაფერს ვამბობდი.
-არ მომცე უფლება, გული გატკინო. აღმომხდა ბოლოს ეს სიტყვები. ჯორჯის გული სხვაგვარად აძგერდა, თითქოს უსიამოვნო წინათგრძნობამ ერთიანად მოიცვა მისი გონება და სხეული. ტანი უკან გადაწია, რომ ჩემთვის თვალებში უფრო კარგად ჩაეხედა.
-რა მოხდა სანამ აქ არ ვიყავი ენ? თვალებში ვუცქერ და სიმართლის თქმის სურვილი ერთიანად მკლავს. მან უნდა იცოდეს. მან უნდა დამიცვას. მას შეუძლია ამის გაკეთება. ვფიქრობ ჩემთვის. ჯორჯი საწოლზე ჯდება. -თუ გინდა მესაუბრე ენ. ვერ დაგაძალებ. მის გვერდით ვჯდები. მის სახეს ვეხები. მის ტუჩებს ვეხები. -ენ. ჩურჩულებს ჯორჯი.
-ხო.
-მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ. ჯორჯი ნაზად ეხება ჩემ სხეულს. კარზე კაკუნმა ჰარმონია დაარღვია.
-რომელიმე შენი მეგობარი იქნება.
-ალბათ.
-გაუღებ?
-არა. გამიღიმა და შარვალი შემიხსნა...
ჯორჯი შიშველ სხეულზე მეფერება. მის მკერდზე მაქვს თავი დადებული და ამ მომონტში ვგრძნობ როგორ მიყვარს ეს ადამიანი, მთელი თავისი მზრუნბელობით, ერთგულებით, მის გვერდით თავს ისე დაცულად, ისე მშვიდად ვგრძნობ, მისი ისეთი მადლიერი ვარ.
-ენ.
-ხო.
-თუ ოდესმე სხვა შეგიყვარდება.
-ღმერთო ჩემო ჯორჯ. ნუ გააფუჭებ ამ ღამეს. გიჟივით წამოვხტი საწოლიდან.
-თუ ოდესმე. ყურებზე ხელებს ვიჭერ. ის კი ორივე ხელს მაჯებზე მკიდებს და ქვემოთ მაწევინებს. მერე ჩემ სახეს ძლიერ ხელებში იქცევს, აღგნზნებული თვალებით მიყურებს.
-თუ ოდესმე ეს მოხდება.
-არ მოხდება.
-უბრალოდ მოდი და მითხარი. დაასრულა წინადადება და დასაძინებლად გადაბრუნდა.
-გარეთ გავალ.
-გადი.
ვიცვამ და სასტუმროს ეზოში ჩავდივარ. ჰამაკში ვწვები და თვალებს ვხუჭავ.
-შეიძლება? თვალები გავახილე და თავზე წამომდგარ რატის გადავაწყდი.
-რა გინდა რატი?
-რატომ მეუხეშები?
-რისთვის დამდევ კუდში?
-არ დაგდევ. ისე გამოდის, რომ იქ ვარ სადაც შენ. ხმას არ ვცემ ის ჰამაკის გვერდით მდელოზე ჩემკენ ზურგშექცევით ჯდება. ძლიერი მხრები აქვს. ნავარჯიშები. ცოტა ხანს უხმოდ ვსხედვართ.
-ენ.
-რა გინდა რატი?
-მგონი მართლა მიყვარხარ.
-მგონი ვუყვარვარ თურმე ბიჭს. გაირჭე ეგ სიყვარული. რა იყო რატი? თბილისში ყველა გოგოს გადაუარე და მე დაგრჩი არა? ვერ ეღირსები იცოდე. მოვკვდები და შენსას არ გაგასწორებინებ. ვიგრძენი როგორ ჩაიცინა. -ეგ ირონიული სიცილი კიდე უკან გაირჭე.
-მე იმაზე მეცინება, რომ სულ არ მიცნობ. მისი ხმა უცნაურად მშვიდი მეჩვენა.
-არც შენ მიცნობ. მეც შევარბილე ხმა.
-ხო, არ გიცნობ. ორივე ვჩუმდებით.
-რატი. ამჯერად მე დავარღვიე სიჩუმე.
-ხო.
-ვიკა გიყვარს?
-შენ გიყვარს შენი ქმარი?
-კი მიყვარს.
-მეც მიყვარს ჩემი ცოლი. ისევ ვჩუმდებით.
-ენ. ახლა რატი არღვევს სიჩუმეს.
-ხო.
-როგორ ფიქრობ. მაშინ რომ არ წასულიყავი ეხლა ერთად ვიქნებოდით?
-არ ვიცი. შენ როგორ ფიქრობ?
-არც მე ვიცი.
პირველად შემომხედა მთელი ამ დიალოგების განმავლობაში და ორივეს გაგვეღიმა. მერე ქურთუკი გაიხადა. -მოიცვი, რომ იბუზები. გამოვართვი და მოვიხურე.
-რატი.
-ხო.
-იმ პატარა ნაგლეჯმა როგორ დაგაკავა, რომ არასოდეს გიცდია ჩემი მოძებნა? დავინახე როგორ ჩახარა ძლიერ მხრებში თავი და მოულოდნელად დაპატარავდა კიდეც.
-არ ვიცოდი რას ვგრძნობდი შენს მიმართ, თავდაპირველად ინტერესი გამიჩნდა, შენი უკარება ნიღბის მოხსნა მინდოდა, მერე მართლა მომეწონე და როცა მეგონა, რომ შენც მოგეწონე, მეორე დღეს გაუჩინარდი, სიმართლე გითხრა გავბრაზდი შენზე, რომ ასე ყოველგვარი ახსნის გარეშე დატყდი.
-ნანობ რომ არ მომძებნე?
-შენ ნანობ რომ წახვედი?
-პირველმა მე გკითე.
-ვფიქრობ გაცილებით კარგი იქნებოდა რომ არ წასულიყავი. მერე ისევ ვჩუმდებით.
-გინდა რამე მოგიტანო? სიჩუმეს არღვევს რატი.
-ვისკს დავლევ. რატი მიდის და მალევე ბრუნდება ვისკის ბოთლითა და ორი ჭიქით ხელში. ერთს თავისთვის ივსებს მეორეს მე მაწვდის. სულმოუთქმელად გადავკარი. ისევ მივსებს და მაწვდის.
-რატი, იმ დღეს სანდრო როგორ დაითანხმე?
-დავპირდი რომ თითს არ დაგაკარებდი. არც ვაპირებდი, მხოლოდ საუბარი მინდოდა, მაგრამ როცა ფაქტიურად შიშველს შემოგივარდი, თავს ვერ მოვერიე. იღიმის.
-გეყოფა ჩემი სიშიშვლის წარმოდგენა. ფეხი გავარტყი და მეც გამეღიმა.
-რთულია არ წარმოდგენა როცა უკვე გიხილე შიშველი. წარბი ავწიე და ვისკი ბოლომდე ჩავცალე.
-ადრე არ სვამდი.
-ადრე ასე არ მესაუბრებოდი.

-ენ დიდი დრო გავიდა.
- 5წელი.
-კიდევ რამდენი დრო უნდა გავიდეს რომ აღიარო?
-რა უნდა ვაღიარო.
-რომ გიყვარვარ. თვალი ჩამიკრა.
-ვერ ეღირსები. ენა გამოვუყავი.
-გინდა საცეკვაოდ წავიდეთ? მეკითხება მოულოდნელად და ვიგრძენი როგორ გამიფუჭდა ხასიათი.
-არ მინდა რატი.
-უბრალოდ ვიცეკვოთ. თმაში მოვქაჩე.
-არ მინდა.
-ნუ გინდა. ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა და გულწრფელად გამეღიმა ამ გაბუტვაზე. -ხო მართლა. არ მინდა გეგონოს რომ ჩემში მხოლოდ ვნებას აღძრავ.
-არ გვინდა ამაზე საუბარი.
-აბა რაზე ვისაუბროთ? შენ ქმარზე თუ ჩემ ცოლზე?
-აფერზე. მე დასაძინებლად წავალ. ჰამაკიდან წამოვდექი და მხოლოდ ახლა ვიგრძენი როგორ მომკიდებია სასმელი. წონასწორობა დავკარგე და რატი რომ არა მიწაზე აღმოვჩნდებოდი გართხმული. მის სუნთქვას ისე ახლოს ვგრძნობდი. რა მოხდება რომ ვაკოცო გავიფიქრე და ვაკოცე კიდეც.
-მთვრალი ხარ. მეუბნება რატი.
-ვიცი.
-ოთახამდე მიგაცილებ.
-კარგი.
-მოიცა ერთი წუთი. ამბობს რატი, მთელი სხეულით მეკვრის და კიდევ ერთხელ აგემოვნებს ჩემ ტუჩებს... ვგრძნობ როგორ ვნებდები მის სურვილს. არ მადარდებს ის, რომ შეიძლება ვინმემ დაგვინახოს. უბრალოდ მსურს მისი კოცნა და შესაბამისად კოცნითვე ვპასუხობ. უცებ ჩერდება ტუჩებით შუბლზე მეხება და გულში მაგრად მიკრავს. -ღმერთო ჩემო ენ. მართლა მიყვარხარ.
-ნწ. არ გიყვარვარ რატი. თვალი ჩავუკარი და ბარბაცით წავედი საძინებლისკენ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი lile

Ra chamouyalibeblobaa ???? adamiani debili unda iyo ro 5wrlshi ver mixvde giyvars tu ara ????dzaan uazro xdeba ukve ???? qmaric uyvars ratic uyvars imas coli yavs da es uyvars braziliuri serialia ????

 



№2  offline წევრი ანი ჩიხლაძე

ისეთია, მსუბუქად და საყვარლად, რომ იკითხება და სახეზე ღიმილს გფენს, მე სულ ველოდები ახალ თავებს.
როგოც მახსოვს ეს ამბავი რეალურად გადაგხდა ხომ თავს? სიამოვნებით გავიცნობდი რეალურ ცხოვრებაში რატის და ენს.... <3 <3 <3
წარმატებები

 



№3 წევრი მარიკუნაა♥️

ჯორჯი მეცოდება.
აი, ძალიან მეცოდება.
პატარა შვილთან ერთად გეძინოს და იქვე შენი ცოლი და ბავშვის დედა “მეგობართან” ერთ ამბებში იყოს.
ტეხავს რა.
ძაან ტეხავს.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№4  offline წევრი elene2619

არვიცი ინტერესით ვკვდები ისე მაინტერესებს შემდეგი თავები heart_eyes მე ვერ ვიტყვი რო რაიმე გაღიზიანებას იწვევს ჩემში მიუხედავად იმისა რომ ენიც დაოჯახებულია და რატიც, მაგრამ არის რაღაც რაც ჩვენ ძალებს აღემატება და ეს სიყვარულია ფაქტია მათ ერთმანეთი უყვართ heart_eyes

 



№5 სტუმარი nia

უკვე მართლა ავირიე, ცოლიც და ქმარიც ესე თუ უყვართ მაშინ რაღას ხუნტრუცობენ პატარა პაცანი გოგო ბიჭივით? მინდოდა რატი და ენი ერთად ყოფილიყვნენ მაგრამ უკვე უაზრობაა მსგავსი საქციელები. ქმართან დაიკმაყოფილა სურვილები და იმწუთსვე რატის ტუჩებს ეცა... ამ გოგოსაც და კაცსაც არჩერთს არ უყვართ არც ერთმანეთი დაარც მეორე ნახევრები

 




nia
უკვე მართლა ავირიე, ცოლიც და ქმარიც ესე თუ უყვართ მაშინ რაღას ხუნტრუცობენ პატარა პაცანი გოგო ბიჭივით? მინდოდა რატი და ენი ერთად ყოფილიყვნენ მაგრამ უკვე უაზრობაა მსგავსი საქციელები. ქმართან დაიკმაყოფილა სურვილები და იმწუთსვე რატის ტუჩებს ეცა... ამ გოგოსაც და კაცსაც არჩერთს არ უყვართ არც ერთმანეთი დაარც მეორე ნახევრები


იქნებ სულაც არ უყვართ მეორე ნახევრები და ამას მხოლოდ იმიტომ ეუბნბეიან ერთმანეთს, რომ ერთმანეთის მიმართ სურვილები ჩაკლან :)

elene2619
არვიცი ინტერესით ვკვდები ისე მაინტერესებს შემდეგი თავები heart_eyes მე ვერ ვიტყვი რო რაიმე გაღიზიანებას იწვევს ჩემში მიუხედავად იმისა რომ ენიც დაოჯახებულია და რატიც, მაგრამ არის რაღაც რაც ჩვენ ძალებს აღემატება და ეს სიყვარულია ფაქტია მათ ერთმანეთი უყვართ heart_eyes



მეც მგონია რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ :)

მარიკუნაა♥️
ჯორჯი მეცოდება.
აი, ძალიან მეცოდება.
პატარა შვილთან ერთად გეძინოს და იქვე შენი ცოლი და ბავშვის დედა “მეგობართან” ერთ ამბებში იყოს.
ტეხავს რა.
ძაან ტეხავს.



ამ ისტორიაში, ჯორჯი ყველაზე სუფთა და კარგი ადამიანია

lile
Ra chamouyalibeblobaa ???? adamiani debili unda iyo ro 5wrlshi ver mixvde giyvars tu ara ????dzaan uazro xdeba ukve ???? qmaric uyvars ratic uyvars imas coli yavs da es uyvars braziliuri serialia ????

ანი ჩიხლაძე
ისეთია, მსუბუქად და საყვარლად, რომ იკითხება და სახეზე ღიმილს გფენს, მე სულ ველოდები ახალ თავებს.
როგოც მახსოვს ეს ამბავი რეალურად გადაგხდა ხომ თავს? სიამოვნებით გავიცნობდი რეალურ ცხოვრებაში რატის და ენს.... <3 <3 <3
წარმატებები


მადლობა<3

 



№7 სტუმარი სტუმარი ნანა

მომწონა ეს ისტორია.. რაღაც მომენტში გიტაცებს და გაინტერესებს - რა მოხდება მომავალში? ... მაგრამ... აქ ბევრად მძიმე და დასაფიქრებელი შემთხვევაა. როცა არ ხარ უნამუსო ადამიანი და გაღელვებს შენი საქციელით რა ზიანი შეიძლებამიაყენო შენს საყვარელ ადამიანებს, როცა შენი შეცდომების გამოსწორება და სასურველის მიღწევა უამრავ ადამიანზე, მათ შორის საკუთარ შვილზე უარყოფითად იმოქმედებს - რთულია სწორი გადაწყვეტილების მიღება... რთულზე მეტია...

 



№8 სტუმარი ტატო

თავიდან მომეწონა, გამოსწორების გზაზე იყო ეს გოგო და ბოლოს ისევ აურია, ძაან ამაზრზენია ესეთი საქციელი ქალისგან მითუმეტეს

 



№9 სტუმარი ????

იშვიათად მინახავს ენის მსგავსი უართოფითი პიროვნება, არავის პატივისცემა არ გააჩნია. ლანა და ენი ზუსტად შესაფერისები არიან. დაქალის საქციელზე პანიკა აწია და თვითონ მძინარე ქმარ-შვილს ტოვებს და სხვა კაცთან ატარებს დროს. ღალატს სიყვარულით ვერავინ გაამართლებს. ღირსეული ადამიანი ერთ ურთიერთობას ამთავრებს და მეორეს ისე იწყებს. მშიშარა, ჩამოუყალიბებლი და მოღალატეა . ზრდასრული შვილი რომ ყავდეს ალბათ არასდროს აპატიებდა მამის ასე დამცირებას და გასაზიზღრებას.

 



№10  offline წევრი ჰალუცინოგერი

სამწუხაროდ ძლიან ბევრი მსგავსი ფაქტი ხდება დღევანდელ დროში მითუმეტეს ????

????
იშვიათად მინახავს ენის მსგავსი უართოფითი პიროვნება, არავის პატივისცემა არ გააჩნია. ლანა და ენი ზუსტად შესაფერისები არიან. დაქალის საქციელზე პანიკა აწია და თვითონ მძინარე ქმარ-შვილს ტოვებს და სხვა კაცთან ატარებს დროს. ღალატს სიყვარულით ვერავინ გაამართლებს. ღირსეული ადამიანი ერთ ურთიერთობას ამთავრებს და მეორეს ისე იწყებს. მშიშარა, ჩამოუყალიბებლი და მოღალატეა . ზრდასრული შვილი რომ ყავდეს ალბათ არასდროს აპატიებდა მამის ასე დამცირებას და გასაზიზღრებას.



აფსოლუტურად გეთანხმებით... ????

 



№11  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ჩემი აზრით ყველაზე მძიმეა მოღალატე როცა გქვია, არა სხვების თვალში, არამედ საკუთარ სინდისთან. არ არის მაინცდამაინც საჭირო ლოგინში უღალატო ქმარს. რასაც ენი აკეთებს არც ერთი მხრიდან გამართლება არა აქვს. ქმარს სულ მცირედითაც არ სცემს პატივს და არც საკუთარ თავს. ესეთ ცოლებს ნამდვილად ვერ ვუგებ. ასე მგონია ამ გოგოსთვის ღირებული არაფერი არ არსებობს. თუ ეს რეალური ისტორიაა და ეს პერსონაჟებიც რეალურები არიან, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება თითოეულ მათგანს.

 



№12  offline წევრი masho777

Rodis dadeb axal tavs?

 



№13  offline წევრი ჰალუცინოგერი

masho777
Rodis dadeb axal tavs?



უკვე ატვირთული მაქვს, ვნახოთ ადმინი როდის დადებს :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent