შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვარჯულოთ ეთმანეთი (პირველი ნაწილი)


29-05-2018, 19:12
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 1 051

როგორ მოვარჯულოთ ეთმანეთი (პირველი ნაწილი)

ნაწილი 1
„ცხოვრება შავი ჭირია, უკურნებელი სენი, თუ ჩაგითრია ბნელ ჭაობს თავს ვეღარ დააღწევ, ჩვენ ყველანი მაღლა ღრუბლებში დავფრინავთ, ოცნება ერთგვარი ჰობია.ხშირად გვგონია, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, რომ საკუთარი თავის ღმერთი თვითონვე ვართ - სინამდვილეში ღმერთი ერთია, ჩვენ კი მრავალნი ვართ მასზე დამოკიდებულნი. ცხოვრების რთულ გზაზე უფრო და უფრო დამაბნეველი ლაბირინთები ჩნდება, ბედს ემორჩილები და ოკეანეს უფლებას აძლევ ბობოქარ ტალღებში თავის ჭკუაზე გათამაშოს, იმ საქმეს აკეთებ რაც არ უნდა აკეთო და სხვა ყველაფერი დაივიწყე, რეალურ სამყაროს მოწყდი და შენს მიერ შექმნილ არარეალურ სამყაროში ჩაიკეტე.“
ხშირად რეალობა იმდენად სასტიკია, სურვილი მიჩნდება გავაშიშვლო ცხოვრება,რათა ყველამ შეძლოს დაინახოს თუ რა დევს მასში, რამდენი ტკივილი, იმედგაცრუება, შური, ბოღმა, სასოწარკვეთა;დადებითი კი იმდენად შეუმჩნეველია,რომ გვავიწყდება მისი არსებობა. ადამიანები ვიბადებით და სანამ სამყაროს რეალური სახის დანახვას შევძლებთ ყველაფერი იდეალური გვეჩვენება, შემდეგ ვიზრდებით და იწყება ბრძოლა თავის გადასარჩენად, სწორედ მაშინ იჩენს თავს ის უარყოფითი თვისებები,რასაც ეწირება ადამიანის სული და გონება, იწყება სხეულისა და სულის განშორება და ბრძოლა სამყაროს შეცნობისა. ადამიანებში ხშირია პრინციპულობაზე აგებული წესებით გაიაროს თავისი ხანმოკლე ცხოვრების ეტაპი, ზოგის აზრით პრინციპი ცხოვრების სწორედ წარმართვას ნიშნავს, სინამდვილეში ხშირად სულისა და სხეულის დამონებას იწვევს, სურვილის შეუსაბამოდ მოქცევას, საკუთარი თავის არარეალიზებას და ეკონომიურად სუნთქვას. იცხოვრე ისე,როგორც შენს სულსა და სხეულს სჭირდება.

-დიდხანს უნდა ველოდოთ? უკვე აუტანელია მისი საქციელი, მუდამ დაგვიანება, მუდამ წუწუნი, მუდამ ისტერიკა, მუდამ ერთიდაიგივე შეცდომები.
– რა გჭირს კატო რა ეკლებზე ზიხარ? რა მოგივიდა იქნებ მოისვენო ერთ ადგილას, პატარა ჭირვეული ბავშვით იქცევი, რომელსაც საჭმლის მიწოდებას დაუგვიანებენ და კუჭი მოსვენებას აღარ აძლევს.
–არ მიყვარს ლოდინი ხომ იცი, კიდევ არ პასუხობს, მოკლედ მე წავედი, რაც გინდა ის მითხარი,ოღონდაც ნუ მთხოვ დალოდებას, ძალიან, ძალიან მიჭირს ეს პროცესი.
–გეხვეწები სად გეჩქარება ესე ძალიან? მოხდა რამე? დაჯექი, მის მოსვლამდე მომიყევი შენსკენ ახალი რა არის, ვინმე ხომ არ გამოჩხრიკე კიდევ ახალი
–არაფერი. ათ წუთსაც დავიცდი და მერე მე წავალ შენ თუ გინდა დილამდე დაელოდე, შენი ნებაა
–კატო
–კატო კატო, რა კატო? ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ცხოვრება მაგრამ თუ შეხვედრას ვთქვავთ ესეიგი იმ დროისთვის უნდა გადავდოთ ყველაფერი ხომ ასეა?
–აუტანელი ხარ რა, არაფრის გამო უაზრო ისტერიკას მართავ, ლომკაში ხარ თუ რა გემართება, სულ კანკალებ, მითხარი რა გჭირს?
–როგორ ხართ გოგოებო, მაპატიეთ დამაგვიანდა, ისე ნელა მოდიოდა მარშუტი, თან ისე ცხელოდა ლამის გული წამივიდა, რამე ცივი შეუკვეთეთ რა თორემ წყურვილით ვიხრჩვები, ეს რა საშინელი სიცხეები დაიწყო, ბავშვიც ვეღარ უძლებს, სულ წუწუნებს, სოფელში უნდა წასვლა და ვერ მიმყავს, ჩემ ქმარსაც არ უნდა ს განძრევა, ტყუილად გდია სახლში, ბავშვი მაინც წაიყვანოს სუფთა ჰაერზე მაგრამ არა მერე ვინ იგორავებს საწოლში დღედაღამ
–როგორც ყოველთვის, მოვიდა და აქოთქოთდა, იქნებ სული მოგეთქვა ჯერ და მერე დაგეწყო ლაპარაკი
–კარგი რა კატო, მუდამ ისე მელაპარაკები თითქოს ყოველთვის გინდა ჩხუბის მიზეზი იპოვო, რა გემართება, მუდამ ჭირვეული იყავი მაგრამ ამ ბოლო დროს საერთოდ აუტანელი გახდი, ცოტა მოეშვი რა, შენ არ იძახი სულ უნდა მოეშვა და დატკბე ცხოვრებითო?
–ერთი დღე მაინც მოდი თავის დროზე და თუ რამე გითხრა შენთავს გეფიცები, უბრალოდ ხომ იცი წყობიდან გამოვდივარ როცა შენი ლოდინი მიწევს
–კარგით ეხლა დავიღალე ყოველჯერზე თქვენი კინკლაობით. აკაკანდით ეხლა ორივე მიდით და არ დაუდოთ ტოლი ერთმანეთს, მე რომ არა ალბათ აქამდე შეჭამდით ერთმანეთს
–ეგ მართალია, ჩაიცინა მაშომ.
–მოკლედ აღარ იტყვი რა მოხდა?
–ორსულად ვარ
–ისევ? ხმამაღლა და გაგკვირვებულმა იყვირა კატომ და გაცეცხლებული თვალებით გახედა მეგობარს
–კატო
–კარგი ჩუმად ვარ, განაგრძე.

მაშო, კატო და ანუშკა, სამი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანების ცხოვრება რომელთაც მხოლოდ სამი საერთო აქვთ... მეგობრობა, ერთმანეთის გაუთავებელი კრიტიკა და საერთო ფული.

მაშოს ბავშვობა არ ყოფილა ისეთი ვარდისფერი როგორც სხვა დანარჩენი ბავშვებისთვის, ის დაბადებიდან ზრდასრული იყო, მუდამ შრომა და თავის გადარჩენა უწევდა. ღარიბ ოჯახში დაიბადა სადაც ერთმანეთის მიმართ სიყვარულზე მეტად გაუთაველი ყვირილი და კრიტიკა სუფევდა. ის დაჩაგრა ოჯახმა მაგრამ დაასაჩუქრა ღმერთმა, თუმცა რითი ამას დღემდე ვერ ხვდებოდა.ის მუდამ სასურველი იყო ყველა კაცისთვის, მისი გარეგნობის მუდამ შურდათ ქალებს, ოცი წლის ასაკში გათხოვდა, მაგრამ მისმა ქორწინებამ კრახი განიცადა, გაუთავებელი კონფლიქტები ქმართან, ოჯახთან, მის ხასიათზე და განწყობაზე ყოველდღიურად უფრო მეტად აისახებოდა, რამოდენიმე წელი ეცადა ქმრის შენარჩუნებას და ოჯახის გადარჩენას, შვილის გამოც ცდილობდა ოჯახი არ დაენგრია, არც მშობლები ყავდა ისეთი რომ მის ქმრისგან წამოსვლას ადვილად შეგუებოდნენ. თუმცა...
–ასეთი ლამაზი მანდილოსანი რის გამო ტირის შეიძლება გავიგო? იქნებ შემიძლია რამით დაგეხმაროთ
–არა მადლობთ, დაიმორცხვა უცნობის დანახვისას მაშომ და თვალებზე ცრემლი შეიმშრალა
–შეიძლება ჩამოვჯდე?
–მე გათხოვილი ვარ
–ამას რა მნიშვნელობა აქვს.

ერთ მშვენიერ დღეს როდესაც ქმართან მორიგი კონფლიკტის შემდეგ ატირებული მაშო სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა, ხალხის უაზრო ნაკადს შეუერთდა და უთავბოლოდ დაეხეტებოდა, სკვერში ჩამოჯდა და მწარე ცრემლით ატირდა, ქალი რომელიც ყველა კაცში სურვილს იწვევდა რატომღაც მისი ქმრისთვის მუდამ შეუმჩნეველი იყო, ქალი რომელიც მუდამ ყურადრების ცენტრში ექცეოდა, რატომღაც მისი ქმრისგან მუდამ დაჩაგრული იყო, ქალი რომელიც სიყვარულისთვის შექმნა უფალმა, რატომღაც უსიყვარულოდ იტანჯებოდა. სწორედ ამ ფიქრებში წასულს მოულოდნელად გამოეცხადა პიროვნება, რომელიც უდიერად შეიჭრა სასოწარკვეთილი ქალის ცხოვრებაში, ნუგეშითა და უაზროდ თბილი სიტყვებით რასაც ამდენი წლის განმოვლობაში ასე ძალიან იყო მოკლებული, თავგზა ადვილად აურია, უფლება მისცა მისი ტკივილის მსმენელი სრულიად უცხო პიროვნება გამხდარიყო, თუმცა მათი საუბარი სულაც არ გავდა ორი უცნობის საუბარს, უცნობს ხელში ეჭირა მაშოს გაყინული ხელები და თვალებში ისე უცქერდა რომ ადვილად შეამჩნევდით მისთვის მაშოს ტკივილი კიარა თვითონ მაშო იყო საინტერესო და სასურველი. მაშო კი გაუთავებლად საუბრობდა მის პრობლემებზე და არც ეტყობოდა რომ გაჩერებას აპირებდა, ამასობაში შემოაღამდათ კიდეც და უცნობმა სახლში მიყვანა შესთავაზა
–მადლობ რომ მომისმინე, ალბათ ბევრი სისულელე გითხარი დღეს, ბოდიში ძალიან აღელვებული ვიყავი, არ ვიცი გული რატომ გადაგიშალე, ალბათ თავი მოგაბეზრე
–არვიცი შენ რა განიცადე მაგრამ მე უბედნიერესი დღე მქონდა რომ შენ გაგიცანი, აი შენი ქმარი კი ნამდვილი ა შენისთანა ქალს რომ ვერ აფასებს, არც თავი მომაბეზრე, პირიქით სასიამოვნო იყო შენი მოსმენა.
–გვიანია სახლში უნდა შევიდე, არ მინდა უსიამოვნება შემხვდეს.
–ისე მე საბა მქვია.
–მე მაშო, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და მაშოს სიწითლემ გადაჰკრა სახეზე, რაც საბას შეუმჩნეველი არ დარჩენია.
–კიდევ შევხვდებით?
–არამგონია.
–მე კი მგონია წინ ბევრი თავგადასავლები გველოდება, თავის თავში ძალიან დარწმუნებული და ამაყი იერით უთხრა საბამ, ღამემშვიდობისა უსურვა, მანქანაში ჩაჯდა და მანამ არ დაძრა სანამ მაშო სახლში არ შევიდა, შემდეგ კი მანქანა დაქოქა და სიბნელში გაუჩინარდა.

მაშო შინ გაბადრული სახით შევიდა, თუმცა ღამის მორიგმა სკანდალმა მალევე დააბრუნა რეალურ დროში.
–სად დაეთრეოდი ამ დრომდე, მკლავებში წვდა მას ქმარი და განრისხებული ხმით დაუყვირა.
–გავისეირნე, გამიშვი მტკივა.
–გაგასეირნებ მე შენ კარგად, აიშვი არა? მოგხედავ დამაცადე, საწოლზე მიაგდო და ოთახიდან გავარდა, კარი ისე მაგრად მიაჯახუნა საძინებელში სარკე ჩამოვარდა და იქაურობა მინის ნამსხვრევებით აივსო, მაშო ბალიშზე დაემხო და აქვითინდა.

ერთადერთი რამ რაც მაშოს სიცოცხლის ძალას აძლევდა კატო და ანუშკა იყვნენ, ისინი მუდამ მის გვერდით ტრიალებდნენ, საშუალებას არ ძლევდნენ თავის სასოწარკვეთილ, განადგურების პირას მიყვანილ ცხოვრებას მთლიანად ჩაეთრია.
–ტელეფონი არ გამოართვი?
–გაგიჟდი? როგორ გამომერთმია, რას იფიქრებდა ჩემზე?
–რა სულელი ხარ შენს ადგილას დიდი ხნის წინ დავადგავდი ქმარს რქებს, ან რა ჯანდაბად გინდა ეგეთი ქმარი? ან იმას რა უნდა ეფიქრა, კარგი რა მაშო.
–კატო შენთვის იცი რა ადვილია ამაზე ლაპარაკი? არც ქმარი გყავს და არც შვილი, არ იცი ეს რას ნიშნავს, საერთოდაც შენი ცხოვრება ღამის სექსით და დღის ძილით შემოიფარგლება.
–მაშო გაჩუმდი, დაუბღვირა ანუშკამ და ფეხი გაკრა წყობიდან გამოსულ მეგობარს, რომელიც ისეთ თემას შეეხო რაც დიდი ხნის ტაბუდადებული იყო კატოსთვის, მტკივნეული, რომელზეც არასოდეს საუბრობდა.
–კატო მაპატიე გთხოვ, არ მინდოდა, მაპატიე, გულწრფელად მოუბოდიშა მაშომ მეგობარს და პატარა ბავშვივით ჩაიკრა გულში, კატოც ისე გაინაბა თითქოს მართლა პატარა ბავშვი ყოფილიყოს.
–იცი რა ძალიან დავიღალე, არცერთი ჩვენგანი ბედნიერი არაა, ჩემი ქმარი რაც დავშორდით მას მერე არც მინახავს, ჩემსას კი არა ბავშვის ამბავსაც არ კითხულობს, შენ ჯერ კიდევ ვერ დააღწიე თავი იმ იდიოტის მარწუხებს, არადა სამივემ კარგად ვიცით რომ შენი ოჯახის შენარჩუნება ნამდვილი აფსურდი და კიდევ ერთი ფარსი იქნება, კატომ კიდე ვისთან აღარ სცადა მაგრამ თავის ტკივილს ვერ მოერია, საერთოდ აიწყვიტა და ფეხზე დაიკიდა ყველაფერი, ნუთუ აღარ დადგა დრო რომ გამოვფხიზლდეთ სამივე და ამ დამპალ ცხოვრებას თვალი გავუსწოროთ, რამე მოვიფიქროთ, ტრაკები გავანძრიოთ და ყველას დედა ვუტიროთ ვინც ასეთ დღეში ჩაგვაგდო. მაშო რა გაცინებს?
–შენზე მეცინება ანუშკა, ისე ალაპარაკდი გამიკვირდა, უცებ კატოს ტექსტი მეგონა, სად გაქრა დიპლომატი ქალი ა?
–შენ იცინე და მართლა დავიღალე, აქეთ ჩემი გაუთავებელი პრობლემებით და იქეთ ჩემი ორი ერთმანეთზე უარესად გაუბედურებული მეგობრის ყურებით
–კარგი დავუშვათ როგორც შენ თქვი გავანძრიეთ ტრაკები და რა გავაკეთოდ? ლატარიის ბილეთი ხუარ გვეყიდა იქნებ ჯეკპოტი მოგვეგო რას იტყვით?
–რატომაც არა, ამაში ცუდი რა არის?
–კატო, ამას რამე მოაწევინე? გულწრფელად გადაიხარხა მაშომ
–არა შენთავს გეფიცები მაგრამ მგონი უკაცობამ გამოათაყვანა
–ჩაგეთვალა
–მოკლედ მორჩით ეხლა ღადაობას, მომხედე არ დაიღალე იმ სირთან ცხოვრებით? არ გინდა შენი ჭერი გქონდეს? ან შენ აქეთ იქეთ რომ დაწოწიალობ მუდამ და ერთი ბინა ვერ გიყიდია არ გინდა ნორმალური პირობა შეუქმნა შენს თავს?
–ანუშკა მგონი მართლა გააფრინე
–კაი მაშო შეეშვი მე ეხლა წავალ და ლოტოს ბილეთს ვიყიდი
–კატო მოეშვი კაიფს
–კაი კაი მაპატიე. კატო და მაშო სიცილს მაინც ვერ იკავებდა, რაზეც ანუშკა სერიოზულად ცოფდებოდა.

–გამარჯობა მაშო, მოულოდნელად გამოეცხადა მაშოს საბა რომელიც ერთი შეხედვით ჩანდა, ნება რომ მიგეცა ერთ ლუკმად გადაყლაპავდა მას, სახე სურვილისგან აცეცხლებული ჰქონდა, თუმცა სიმშვიდეს მაინც ინარჩუნებდა.
–საბა? აქ რას აკეთებ?
–ეხლა რომ გითხრა შემთხვევით მოვხვდი იქ სადაც შენ მუშაობ, არ დამიჯერებ ხო?
–როგორ მომაგენი? დაბნეული გამომეტყველებით მიაჩედა მაშო, მართლა გაოცებული იყო მისი უეცარი ვიზიტის გამო
–შენისათანა ქალს ყველგან მივაგნებ
–კარგი და რას მივაწერო?
–მინდა სადილად დაგპატიჟო
–არ გამოვა, უკვე გითხარი რომ ქმარი მყავს
–ხო ეგ მახსოვს და ისიც მითხარი რომ შენი ქმარი ერთი ბიჭია, მოკლედ აი ჩემი ნომერი, ადგილიც და დროც შენ მოიფიქრე და დამირეკე
–მეე?
–რადგან არ მთანხმდები შენ მოიფიქრე და შემეხმიანე, კარგი?
–კარგი

მაშომ რამოდენიმე დღე მართლაც იფიქრა საბას წიმადადებაზე, ძალიანაც უნდოდა მისი ნახვა მაგრამ ვერ ბედავდა ქმრისგან მალულად სხვა კაცს შეხვედროდა, თუმცა იმასაც ხვდებოდა რომ კიდევ რამოდენიმე ნახვა და თავს ვეღარ მოერეოდა, მას სურდა სიყვარულით ტკბობა რასაც თავის ქმართან ვერ ახეხებდა, არ სურდა უბრალოდ სექსი, მას სიამოვნებაში ჩაძირვა სურვილი კლავდა.
–იტოგში აი ბილეთი მოდი შევავსოთ
–შენ რა მართლა იყიდე?
–ანუშკას ნათქვავი თავში ჩამიჯდა, რატომაც არა რა ვიცით რა ხდება? ეშმაკს არ სძინავს
–არა მაინც რამ გამოგათაყვანათ ორივე, მე ვეწევი მოსაწევს თუ თქვენ ვერ გავიგე
–მოკლედ ჩვენთან ხარ თუ არა?
–მოიტა მაგის, ჩემი რა მიდის, აი თქვენ კი მგონი მართლა გენძრევათ და ამის აღიარება არცერთს არ გინდათ.

ცხოვრება მუდამ სიურპრიზებით არის სავზე, არავინ იცის ვის რას უმზადებს ბედი, ვისთვის როდის გამოანათებს მზე და ვისთვის სამუდამოდ დაღამდება, ცხოვრება რისკია და თუ არ გარისკავ ვერც გაიგებ ცხოვრების ნამდვილ გემოს, არ უნდა დაემორჩილო ბედს–პირიქით უნდა შეეწინააღმდეგო და თუ შეძლებ შეცვალო კიდეც.
სამყარო? ეს არის ერთ დიდ ჯამში მოქცეული ყველა სულიერი თუ უსულო, მოძრავი თუ უმოძრაო, ჰაერი თუ ცყალი, მიწა თუ ცა, ადამიანი თუ ცხოველი, უაზრო ფიქრმა და იდეამ შეიძლება შენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს, შეიძლება ეს იყოს უკეთესობისკენ ან პირიქით უარესობისკენ,მაგრამ თუ არ გარისკავ, მთელი ცხოვრება მოწყალებით მოგდებული ლუკმის იმედათ იქნები მაშინ ნურც დაიწუწუნებ საკუთარი უბადრუკი ცხოვრების გამო. სამმა მეგობერმა რომელთაც უაზრო აზრი დაებადათ და რატომღაც მისი განხორციელება მოინდომეს, ჯერ კიდევ არ იცოდნენ რა მოელოდათ, ეშმაკს ნამდვილად არ სძინავს.

–ესეიგი მაინც ვერ გარისკე ჩემი ნახვა?
–საბა? არ გელოდი, ჩემს გაოცებას მუდამ ახერხებ
–შენ არ დამირეკე იძულებული ვიყავი ისევ მოვსულიყავი და მენახა ანგელოზი რომელმაც სიცოცხლის სურვილი სხვაგვარად გამიმძაფრა
–ასეთ რაღაცეებს ნუ მეუბნები
–რატომ იბნევი? არ მითხრა რომ შენისთანა ქალი კომლიმენტებს მიუჩვეველია, მაგრამ დამავიწყდა ის ხომ ვერ გამჩნევს, აზრზე ხარ? ყველა კაცი ინატრებდა მის ადგილას ყოფნას, ალბათ შენ რომ გიყურებენ შენი სურვილით იწვიან ის კი ღმერთო რა გამოთაყვანებულია
–კარგი თანახმა ვარ, ამ საღამოს შევხვდეთ, მოკლედ მოუჭრა მაშომ, აღარ სურდა თავის მქარზე ისევ რამის მოსმენა
–კარგი, გპირდები არ ინანებ.

საბამ მაშო ტბისპირა რესტორანში წაიყვანა, მაშოს ცხოვრებაში ეს იყო ერთადერთი დღე როდესაც კაცი მას ისე ექცეოდა როგორც ნამდვილ ქალს და არა უბრალოდ გართობის სუბიექტს, ის საოცრად მორცხვი და მორიდებული იყო და კატო მართალი იყო როცა მას აფასებდა „შენი სხეული სულის შეუსაბამოდ არის მოწყობილიო“ მაშოს სანამ გაიცნობდი მისი ვულგარული იმიჯი ნამდვილად გაფიქრებინებდა მის თავაშვებულ ცხოვრებაზე, სინამდვილეში კი ერთი სხვებისგან არაფრით გამორჩეული გოგო იყო, რომელსაც კაცები ისევე აფრთხობდნენ როგორც ბავშობში სიბნელში მარტო დარჩენა, თუმცა მან ვერც კი გაიაზრა ისე მისცა საკუთარ თავს საბაზე ფიქრის საშუალება

–მაშო სად ხარ?
–რა გინდა კატო არ მცალია
–მაშო არ დაიჯერებ
–იტყვი რა მოხდა?
–ანუშკასთან გამოდი და ორივეს იქ გეტყვით
–კატო ქალაქიდან ვარ გასული, მომასვენე კარგი? როგორც კი ჩამოვალ, დაგირეკავ და გნახავ
–მაშო მაგრად სად ხარ და ვისთან ხარ გითხარი გამოდითქო
–ვერ გიტან, კარგი მაგრამ იცოდე თუ ისევ რამეს მაიმუნობ გეფიცები ამჯერად ვერ გადამირჩები
–ნუ მემუქრები და მალე მოდი, დამიჯერე სადაც არ უნდა იყო ამაზე მაგარს ვერაფერს გაიგებ.
–არ მითხრა რომ უნდა წავიდეთ
–მაპატიე ჩემი გადარეული დაქალია, უნდა წავიდე, ასეთი რაღაცეები არ ახასიათებს, მაგრამ ისე დაჟინებით მთხოვა ნახვა რომ აშკარად რაღაც სერიოზული საქმე აქვს
–კარგი მაშო
–არ გამიბრაზდე კარგი?
–ხვალ თუ შემხვდები არ გავბრაზდები
–კარგი დაგირეკავ


–რა ჯანდაბა გეტაკა, რა გინდა?
–დაჯექი
–ოხ კატო ნერვებს მიშლი
–არვიცი რა მოხდა, ან როგორ, არვიცი აქ ღმერთის ხელი ურევია თუ ეშმაკის, არვიცი
–კატო თქვი და დაამთავრე, წყობიდან გამოდიოდა მაშო
–ჯეკპოტი მოვხსენით, კბილებში გამოსცრა კატომ და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში
–რაა?

როცა ყველაზე მეტად ხარ სასოწარკვეათილი სწორედ მაშინ თუ გულისყურს კარგად მოუსმენ, თუ მიყვები გზას რომლისკენაც გონება და გული ერთდროულად გიბიძგებს, სწორედ ამ დროს ხდება ის რასაც ჩვენ, უბადრუკი ადამიანები ღვთისგან ბოძებულ სასწაულს ვუწოდებთ.

–სად ბრძანდებოდი
–სად ვიქნებოდი, გოგოებთან ვიყავი
–შენმა ბოზმა დაქალებმა შენც გაგრყვნეს არა? ყოველ საღამოს რომ არ შეხვდეთ ერთმანეთს და მთელი თბილისის გაჭორვა არ დაიწყოთ ისე არ შეგიძლია არა?
–კიდევ ერთხელ ახსენებ მათ ამ ფორმით და
–და რა რას იზავ?
–ძალიან ბევრს ვეცადე მაგრამ იცი რა? დაახვიე ჩემი ცხოვრებიდან, დავიღალე შენი ფერებით, დაუნახავი და გაუმაძღარი ღორი ხარ, ფერება შენთან არ გადის და პატივისცემა, ვერ დაინახე გვერდით ვინ გყავდა და დროა ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ აორთქლდე, აღარ ვაპირებ შენისთანა არაკაცის გვერდით თუნდაც ერთი ღამით ცხოვრებას.. გიჟივით მიაყარა მაშომ ქმარს, რომელიც გაოცებული უსმენდა თავის ცოლს, რომლისგანაც მსგავსი რამ კი არა, საერთოდ მაღალი სიტყვაც არ ახსოვდა.

მაშომ თავის ცხოვრებაში პირველად მიიღო ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება, ბარგი ჩაალაგა და სახლიდან ბავშვთან ერთად წამოვიდა, თუმცა მის ქმარს დიდათ არც უცდია მისი შეჩერება, ბავშვი ანუშკასთან დატოვა თვითონ კი საბასთან შესახვედრად წავიდა, თავს საშინლად გრძნობდა და გვერდით ადამიანი სჭირდებოდა ვინც მის ნუგეშისცემას შეძლებდა, ასეთად კი საბა მიაჩნდა, ამ უკანასკნელმა ის სასტუმროში წაიყვანა, დიდხანს უსმინა მის ტირილს, მოულოდნელად კი გულში ჩაიკრა და სახე დაუკოცნა, მაშოს წინააღმდეგობა არ გაუწევია მისთვის, პირიქით თავს უფლება მისცა მასთან სექსით დამტკბარიყო. მის ცხოვრებაში სამი რამ ერთდროულად მოხდა, ქმრისგან წამოვიდა, სხვა კაცს ლოგინში ჩაუწვა და ჯეკპოტი მოხსნა. ერთი დღისთვის საკმაოდ ბევრი ერთმანეთისაგან განსხვავებული ემოცია იყო, ამიტომაც მკვდარივით ჩაეძინა.

მაშოს ცხოვრების ახალი ეტაპი გაცილებით საინტერესო და სხვადასხვა გრძნობებითა თუ შეგრძნებებით, ემოციებითა თუ სისულეებით დატვირთული გახდა, ის უბრალო ვნებიანი ქალიდან, რომელიც ყველა კაცში სურვილს იწვევდა, რომელსაც გულს ადვილად ტკენდნენ, რომელსაც უაზროდ პირდებოდნენ და მერე ტოვებდნენ იქცა წარმატებულ, დახვეწილ, გემოვნებიან, თავის თავში დარწმუნებულ, მიზანდასახულ ქალად. იმ ფულით რომელიც მეგობრებმა უბრალოდ შევსებული ბილეთის შედეგად მოიგეს საკმაოდ წარმატებული და აქტიური ცხოვრება მოიწყვეს, შექმნეს კომპანია რომლის მთავარი დიზაინერიც თვითონ მაშო იყო, ანუშკა ფინანსურ საკითხებს აგვარებდა, რაც შეეხება კატოს, ის უბრალოდ ნერვებს უშლიდა მათ... ის მხოლოდ სლოგანებს იგონებდა რეკლამისთვის, სხვა მხრივ არ აინტერესებდა საქმე რომელშიც მისმა მეგობრებმა ფული ჩადეს.
ახალი სახლი, ახალი გარემო, ახალი ხალხი, ყველაფერი ის რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ნატრობდნენ, ერთ ჩვეულებრივ დღეს მთელი სამყარო მათ ფეხქვეშ გაეფინა. მაშოს ცხოვრებაც ზუსტად ისეთი გახდა როგორსაც ნამდვილად იმსახურებდა, ის იყო ქალი რომელიც შიშის ზარს სცემდა ყველა მამაკაცს, მისი გაცურება აღარ იყო ისეთი ადვილი როგორც აქამდე, თუმცა ერთი სუსტი წერტილი მაინც შერჩა და ეს სისუსტე საბა იყო, მაშო გაგიჟებით იყო მასზე შეყვარებული, ყველაფრისთვის მზად იყო, ოღონდაც საბასთან ყოფილიყო. მისთვის არცერთი სხვა მამაკაცი არ არსებობდა, ვერავის ამჩნევდა, საბა კი, ის ერთი, სხვებისაგან არაფრით გამორჩეული იყო, რომელსაც მაშოს ნაირი ქალი სჭირდებოდა..

–ისევ? კარგი რა, მერამდენედ მაშო?
–რა ვქნა მე მინდა გგონია?
–გეტყობა გინდა თუ არა
–იტოგში ტრაკს ათამაშებ და სანამ არ დაგენძევა არ გააჩერებ არა? ხოდა ნუღარ წუწუნებ და იყავი იმ კაცთან რომელიც ყველა პონტში მაგრად გიყენებს
–ესეც მე ვარ? მიდი ეხლა ანუშკას რატო არ აკეტინებ? ეგეც შენ მოგასვა თუ არა
–კარგი ნუ ცქმუტავ პატარა ბავშვივით, რა მნიშვნელობა აქვს რომელი როდის მიმაკაჩავებთ, როცა ვიცი რო მართლა მისაკაჩავებელი ვარ, რა ვქნა ეხლა მიყვარს და რა გავაკეთო?
–მაშო შენი მაგრა გამკირვებია, ერთ გამოსირებულს რისთვის გაშორდი, რომ მეორე გამოსირებულთან დაგეჭირა ურთიერთობა?
–ხო ვიცი ვიცი, მაგრამ აზრი არ აქვს ეხლა ამაზე ლაპარაკს
–კარგი თუ გინდა ვიღაცის საყვარელი იყო კი ბატონო შენი ნებაა
–საქმე ისაა რომ მასთან თავს ძალიან კარგდ ვგრძნობ
–სიმართლეს თვალი გაუსწორე და გამოტყდი ის უბრალოდ კარგად გხმარობს, აღარ დაინდო კატომ ყურებამდე შეყვარებული მეგობარი
–კატოოოო
–პახაბნი ვარ? ვიცი შენ კიდე სულელი და გამოუსწორებელი, ქარაფშუტა ქალი ხარ
–ამჯერად ვეთანხმები კატოს, დროა გონს მოეგო თორე მაგრად წაამტვრევ ცხვირს, რატო უნდა გეთამაშოს სხვა როცა ყველაფერი გიწყობს საიმისოდ ხელს რომ მაგრად ატრიალო ყველა, შენს ჭკუაზე ათამაშო, ფეხქვეშ გაიფინო და ფეხი ისე გაიწმინდო ზედ არ შეაფურთხო
–არ შემიძლია, ტირილი წასკდა მაშოს
–შეგიძლია. მთავარია შენს თავს შთააგონო და ყველაფერი გამოგივა

მაშოს ცხოვრება ნელნელა კატოს ცხოვრებას ემსგავსებოდა, მათ შორის მხოლოდ ის სხვაობა იყო რომ კატოს ბევრი კაცი ყავდა, მაშოს კი ერთი, მაგრამ მაშოს უფრო მეტი პრობლემები ჰქონდა ვიდრე კატოს, ის სიყვარულით იწვოდა, საბა კი იმდენად აღმოჩნდა რომ მისი ცოლად მოყვანისა შეეშინდა, რადგან შვილიანი და ქმარს გაშორებული ქალი იყო, მაშო უარყოფდა და ამბობდა რომ სულაც არ უნდოდა მისი ცოლობა, სინამდვილეში ძალიანაც სურდა ლამაზი ოჯახი ჰყოლოდა, მშვიდი გარემო ჰქონოდა, გვერდით კი ისეთი მამაკაცი ჰყოლოდა ვისთანაც თავს დაცულად, ლაღად და ბედნიერად იგრძნობდა, ყოველივე ამის მიუხედავად მაინც გამოსირებულ კაცზე იყო შეყვარებული და ელოდა როდის გამოსწორდებოდა.

სამყარო ისე არ არის მოწყობილი როგორც ჩვენ გვსურს, რეალობა ყოველთის მეტად მტკივნეულია ვიდრე ჩვენ შეგვიძლია აღვიქვათ, თუ ძალა არ შეგწევს შენი ცხოვრება შეცვალო, ჭაობში ჩაიძირო და ოკეანეს უფლება მისცე თავის ტალღებში ისე გატრიალოს როგორც მას სურს, მაშინ ვერასოდეს შეძლებ ჰორიზონტს იქეთ გახედვას. აი იქეთ კი შესაძებელია ყველაფერს სხვა ელფერი ჰქონდეს, უნდა მოინდომო, იბრძოლო, შეეჩეხო ათას პრობლემას, დაუშვა შეცდომები მაგრამ არა ერთიდაიგივე, შეცდომებზე ვსწავლობთ ცხოვრებას, მაგრამ თუ ერთიდაიგივე შეცდომას ხშირად ვუშვებთ გამოდის რომ ჩვენ ცხოვრების სწავლა კი არა უბრალოდ ცხოვრება გვინდა, თუ ეს გინდა კი ბატონო ხელს არ შეგიშლი და იცხოვრე მარტივად, სხვებისმსგავსად, ის რომ გინდა უკეთესი იყო არ არის ამბიცია მაგრამ თუ შენ ამას ამბიციად ჩამითვლი, მაშინ ნუღარ გააგრძელებ რეალური ამბების კითხვას, აიღე ხელში მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი რომანები და იცხოვრე ამოკითხული გმირების ცხოვრებით, მე გთავაზობ არჩევასნს - იყავი სხვისი ასლი - ან შექმენი საკუთარი გმირი... საკუთარ თავს დაუმტკიცე რომ შეგიძლია ცხოვრებას სწორი კუთხით მოერგო..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი ნინია

მგონი ეს ადრეც იდებოდა ხომ?

 



№2  offline წევრი ანი ჩიხლაძე

სტუმარი ნინია
მგონი ეს ადრეც იდებოდა ხომ?


არა, პირველად დაიდო ❤

 



№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ გამახარე ახალი ისტორიით. დასაწყისი იდეალურია, როგორც ყოველთვის.

 



№4  offline წევრი ანი ჩიხლაძე

მე კიდევ შენმა კომენტარმა გამითბო გული ❤

 



№5  offline წევრი mirandaa31

ჩვენი გოგო დაბრუნდა ❤️ ასე მალე არ გელოდი და გამიხარდი ❤️ დასაწყისი ძალიან კარგია. ველოდები ახალ თავს ❤️ შენ ხარ ჩემი ფავორიტი ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№6  offline წევრი ანი ჩიხლაძე

mirandaa31
ჩვენი გოგო დაბრუნდა ❤️ ასე მალე არ გელოდი და გამიხარდი ❤️ დასაწყისი ძალიან კარგია. ველოდები ახალ თავს ❤️ შენ ხარ ჩემი ფავორიტი ❤️


შენ კიდევ ყველაზე თბილი შემფასებელი.
მადლობ რომ ყოველთვის აქტიურად მადევნებ თვალს ❤❤❤

 



№7 სტუმარი დიკოსია

ვერ გავიგე რა ხდება
ვინ რას ყვება
მაშოზეა კატოზეა ანაზეა
არ ვიცი
რო დაწყო და გამოყო ადამიანრბი
კარგია
არ მომეწონა ეს ქარაფშუტა ქალები
კაი მეგობრები განსხვავებული ხო
ასეთი შტერი გოგო
ვაის გავეყარე ვუის შევეყარე
ხო სხვა რავი ეს მახსოვს
მომეწონასავით შინარსი მაგრამ
თუ დაწყობ
გადახედავ დაწერილს უკეთესია
წარმატებები

 




იცი რატომ მომწონს შენი ისტორიები? არასოდეს არ გავს სხვების სმბებს. განსხვავებული წერის სტილი გაქვს. განსხვავებული აღწერა შეგიძლია, არ ხარ პრიმიტიული. არ ხარ ისეთი.... როგორიც ყველა <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent