შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანნა *3*


29-05-2018, 20:59
ნანახია 806

ანნა *3*

*****
უკვე დაძინებას აპირებდა,როცა საერთო აევნიდან ხმა მოესმა.
-ნიკო როდის უნდა უთხრა?
-ჯერ არ ვაპირებ თქმას.ცოტაც მოიცადე.სანდრო როდის ჩამოდის?
-ხვალ საღამოს და სწორედ მაგიტომ ვამბობ რომ დროზე უნდა უთხრა.ან რა ჩაიფიქრე საერთოდ?
-არაფერი.
გარკვევით აღარ ესმოდა ხმა."ეტყობა ოთახში შევიდნენ.ნეტავ რას აკეთებენ?"-"ვითომ არიცი"-მიაძახა ალტერეგომ,რის შემდეგაც მოიღუშა.
მოსვენება დაკარგა გოგონამ.სულ მათი საუბარი უტრიალებდა თავში.ვერ გაეგო რა ხდებოდა ან რასთან დაკავშირებით საუბრობდნენ.
ღამით რაღაც ფხაკუნმა გააღვიძა.შეუმჩნევლად გაახილა თვალები და ღამის სტუმარს შეხედა.როგორცკი ნიკოს სახე დაინახა ,თვალები დახუჭა და თავი მოიმძინარა.საწოლზე ჩამოჯდა თუ არა ,გოგონაც დაიძაბა.ბიჭმა სახიდან თმები გადაუწია,ერთხანს უყურა და შემდეგ ლავიწთან ახლოს ხალზე აკოცა. შემდეგ წამოდგა და წავიდა. კარი დაკეტა თუ არა , მარიაც ეგრევე წამოჯდა,იმდენად იყო აფორიაქებული ვერ მშვიდდებოდა.
-რა თამაშს თამაშობ დომენიკო?-აღმოხდა გაურკვევლობაში მყოფს.
დილით მისაღებში ჩასულს,პირველი ნანი ბებო მოხვდა თვალში,რომელიც სამზადისში ისე იყო გართული, ვერც კი გაიგო მარიას მისვლა.
-ნანი ბებო დილა მშვიდობისა.
-დილა მშვიდობისა ჩემო გოგო,ისე გადავერთე სამზადისში,ვერც კი შეგამჩნიე.
-არაუშავრს.სტუმრებს ელოდებით?
-კი,შვილო ჩემი მეორე შვილიშვილი ჩამოვიდა გუშინ ,დღეს კი ჩემთან მოდის,ისე მიხარია 4 წელია არ მინახავს.-ქალს თვალები სიხარულის ნაპერწკლებით აევსო.
-დომენიკოს ძმაა?
-არა,მისი ბიძაშვილი.ნიკო დედისერთაა.
-გასაგებია.დახმარება ხომ არ გინდათ?
-არა.ბებო შენ მარტო ქეთას დაუძახე და ეგ იქნება შენი დახმარება.
-კარგი,ეხლავე.
კიბეებს აუყვა.დასაკაკუნებლად მომზადებული ხელი გაუშეშდა ,როცა ოთახიდან ლაპარაკის ხმა გაიგო.დედა ყოველთვის ასწავლიდა რომ სხვისი საუბრის მოსმენა უზრდელობაა,მაგრამ რა ქნას,აინტერესებს რაიმე გუშინდელი საუბრის შესახებ.როგორც ჩანს ქეთა ტელეფონზე საუბრობდა.
-მეც მომენატრე...ვიცი..არ იცი შენი ბიძაშვილის ამბავი?..იმედი მაქვს,თორემ უკვე დავიღალე..ძალიან მიყვარხარ ხომ იცი?...ღმერთო არცკი მჯერა რომ დღეს საღამოს უკვე ჩემთან იქნები...დღეს ვუთხრათ ყველაფერი ნიკოს,თორემ ამდენი მალვით უკვე დავიღალე.კარგი..მეც..
თქვენ მარიას სახე უნდა გენახათ.გაოცებისგან თვალები ლამის კეფაზე გადაუვიდა."ღმერთო ის ნიკოს ღალატობს..თანაც საკუთარ ბიძაშვილთან..მაგრამ მე ვინ მეკითხება,რაც უნდათ ის უქნიათ."
სახე დაიწყნარა და ისე დააკაკუნა კარზე.
"შემოდით"გაისმა თუ არა შეაღო კარი.
-დილა მშვიდობისა.ნანი ბებომ მითხრა იქნებ ჩამოვიდესო.
-სწორედ ეხლა ვაპირებდი ჩამოსვლას.წამოდი და ვიჭორაოთ.
-კარგი.
სამზარეულოში შევიდნენ სადაც ნანი ბებო ხაჭაპურს აცხობდა.
-ბებო აბა რაში მოგეხმარო?
-არაფერში ბებო,უბრალოდ თორნიკესთვის ოთახი რომ მოამზადო.
-თორნიკესთვის?კი,ბებო რა პრობლემაა.-განსაკუთრებით გაუბრწყინდა თვალები მისი სახელის წარმოთქმისას.
"არ მესმის,საქმროს საკუთარ ბიძაშვილთან როგორ უნდა უღალატო?!."
მარია სააბაზანოში შევიდა ხელების დასაბანად.გოგონას გაურკვევლობისგან აღარ იცოდა რა ექნა.ერთი მხრივ ებრალებოდა ნიკო,რომელსაც ორმა ადამიანმა ერთად უღალატა,მეორე მხრივ კი თავს თვლიდა დამნაშავედ რომ იცოდა და ვერ ეუბნებოდა ვერაფერს.
გეზი სამზარეულოსკენ აიღო.
უკვე მეორედ მიაყურადა.
-ბებო კარგი რაა.ცოტას ნერვებს ვუშლი.
-ნერვებს უშლის ბიჭი.შენ გირჩევნია ნორმალურად დალაგდე თორემ,შეიძლება სხვისკენ გაიხედოს.მერე დარჩები მარტო.
-არვის არ დავუთმობ.მითუმეტეს როცა ამდენი ხნის შემდეგ ისევ ერთად ვართ.
"რააა? მგონი ყველაფერი იცის და იმიტომ ეუბნება ასე."
ცოტა ხნის შემდეგ ისე შევიდა ვითომც არაფერი არ გაუგია.
-ბებო აქ სადმე ახლოს აფთიაქი ხომ არ არის?
-ახლოს არაა,თან ისეთ ადგილასაა მარტივად ვერ მიაგნებ.აი თუ გინდა ნიკოს გაყევი მაინც იქეთ მიდის.
-არა იყოს,არ მინდა გზაში შევაფერხო.მარტო წავალ ჩემი მანქანით.
-წამოდი.თორემ აქ ისეთო გზებია დაიკარგები.- ამოიღო ხმა ბიჭმა.
მარიას სულაც არ უნდოდა მასთან ერთად მგზავრობა,მაგრამ რა ექნა,ხომ არ გაიგიჟებდა თავს.
-კარგი,მაშინ ჩანთას ავიღებ და გავიდეთ.
მანქანაში ჩაჯდა თუ არა ნერვიულობამ აიტანა,რა ქნას ვერ გაუგია.ჯერ იფიქრა მოდი ახლა ვეტყვიო,მერე კი მიხვდა რომ ეს მისი საქმე არ იყო,თან სინდისიც ქენჯნიდა.
"ჯანდაბა,ჯანდაბა.. რა გავაკეთო?!"
ღვედს ეჯაჯგურებოდა მაგრამ მაინც ვერ იკრავდა.ბიჭსაც რომ მოსწყინდა მისი "წამების"ყურება თავად გადასწვდა შესაკრავად.
მოულოდნელად გოგონასკენ გადაიხარა და მასთან იმდენად ახლოს აღმოჩნდა რომ გოგონას დიაფრაგმა შეეკუმშა,აკანკალებული ხელები კი ფეხებზე დაილაგა და მომუშტა რომ ბიჭს არ შეემჩნია.
ნიკომ კი ძალიან კარგად იცოდა როგორ მოქმედებდა გოგონაზე და ისიც თუ იმ წამს რა განცდები ჰქონდა. თავისთვის გოგონასგან შეუმჩნევლად იღიმოდა.
აფთიაქთან გააჩერა თუ არა ეგრევე გადახდა მანქანიდან.ცდილობდა დრო გაეწელა რომ რაც შეიძლება კარგად დაწყნარებულიყო და ძალა მოეკრიბა.მანქანაში ჩაჯდომა და ტრასაზე გაქროლება ერთი იყო.არ ეგონა ბიჭი სისწრაფოს მოყვარული და ასეთი კარგი მძღოლი.
მარია ჩამოსვა სახლში და თვითონ ისევ წავიდა თავის საქმეზე.
ცოტა არ იყოს გული წყდებოდა,რადგან უკვე 2დღეში მიდიოდა.
სახლში შესულს აჟიტირებული ქეთა შემოეგება და წაყოლა სთხოვა.საქმე მაქვს შენთანო.გოგონას კი გაკვირვებასთან ერთად ,სირცხვილის გრძნობაც გამოესახა."იქმებ მიხვდა რომ მოვუსმინე?... არა,არა,საიდან გაიგებდა."
-მარია,ორი რაღაცის თქმა მინდა შენთვის. სანამ გეტყვი გთხოვ არ გამიბრაზდე.მოკლედ ნიკომ მოგატყუა.მე მისი საცოლე არ ვარ და არც არასდროს ყოფილა ჩვენს შორის სხვანაირი ურთიერთობა. ის უბრალოდ ჩემი ნაწილი,მეგობარი,ძმა და ყველაფერია.
-მაშინ რაში დასჭირდა ჩემი მოტყუება?
-ნუთუ ვერ ხვდები?.მას შენ უყვარხარ,იმაში დასარემუნებლად რომ შენც იგივეს გრძნობ ეს ტყუილი მოიფიქრა.
გოგონას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყბა ჩამოუვარდა.
-რაა??..კი მაგრამმ.. როგორ ჩვენ ხომ ეს-ესაა გავიცანით ერთმანეთი.
-ის უკვე 2წელია რაც გიცნობს.
ექოსავით ჩაესმოდა უკვე.ყურებს ვერ უჯერებდა.
-ახლა გავგიჟდები.მოიცა ,მოიცა ნანი ბებომ გაიგი ჩემზე?
-კი,როგორც კი ნანიმ ნიკოს შენზე უამბო და მიხვდა რომ ნამდვილად შენ იყავი იმიტომ დარჩა ამდენ ხანს,თორემ ჩამოსვლიდან მეორე დღესვე აპირებდა წასვლას თბილისში.
-სულ ავირიე.მაგრამ ქეთა მე ის არ მიყვარს.ეს ხომ შეუძლებელია.შენ რას იზავდი ჩემს ადგილას?
- არ გიყვარს მაგრამ მოგწონს ხომ ასეა?
გოგონა ჩაფიქრდა.ტვინი ეუბნებოდა რომ ის უბრალოდ ერთი ხეპრე,უტაქტო და უხეში ბიჭი იყო,რომელიც მისი ღირსი არ იყო.გული კი სულ სხვა რამეს ეუბმებოდა.გულს თავიდან-ბოლომდე მოსწონდა.ვერ ახსნიდა მისი გრძნობის მიზეზს.
-აღიარე რომ მოგწონს.
-კარგი ჰო მომწონს,ამის მიზეზს კი ვერ ვხვდები მართლა.
-ძალიან კარგი.მოწონებდიან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია.უბრალოდ შანსი მიეცი თავი შეგაყვაროს.
-მან იცის რომ მითხარი ყველაფერი?
-არა და შენი იმედი მაქვს, თორემ მაგის გაბრაზება მტრისას.-სიცილით დააყოლა.
-კარგი,შევეცდები დავაკავო შენსკენ რომ გამოიწევს.-სიცილით დააყოლა.-ჰო მართლა კიდევ რის თქმას აპირებდი?
-უი,ჰო.მოკლედ, თორნიკეზე გაიგე ალბათ რომ ნიკოს ბიძაშვილია და დღეს საღამოს ჩამოდის.ჰოდა მე და თოკო უკვე 2 წელია სიყვარულში გამოვუტყდით ერთმანეთს, ნუ მანამდეც გვიყვარდა მთელი ბავშობა მაგრამ არა გააზრებულად.2 წლის წინ კი მოგზაურობა გადავწყვიტე და პირველი რა თქმა უნდა გერმანია ავირჩიე რომ მონატრებული თორნიკე მენახა,ჰოდა მას მერე ერთად ვართ.ნიკოს და ნანი ბებოს კი დღეს საღამოს ვეტყვით ყველაფერს.და კიდევ მინდა რომ აქვე დავიწეროთ ჯვარი და შენ იყო ჩემი მეჯვარე, თუ რა თქმა უნდა თანახმა ხარ.
აღტაცებით საუბრობდა გოგონა.მარიას ძალიან გაუხარდა,მისი შემოთავაზება.თავიდანვე მოეწონა მაგრამ ნიკოს "საცოლის სტატუსის"გამო აითვალწუნა.
- რა თქმა უნდა,თანახმა ვარ.და კიდევ ძალიან მიხარია რომ გაგიცანი.ნიკოს კი დღეს საღამოს ცალკე დაველაპარაკები და ყველაფერს გავარკვევთ.
უკვე გამოსვლას აპირებდა,როცა გოგონამ კვლავ გააჩერა.
-მარია,კიდევ რაღაც მინდა გითხრა.ნიკოს რთული ხასიათი აქვს,რაც მისი მეგობრის გარდაცვალებამ უფრო გაართულა. ეს მხოლოდ იმიტომ გითხარი რომ მისმა ხასიათმა უარი არ გათქმევინოს მასზე.დამიჯერე მას ჩემზე უკეთ არავინ იცნობს.შანსი მიეცი,ჩემი რჩევა მხოლოდ ესაა.

*****
დავბრუნდი..ვიცი რომ პატარა თავია და დავაგვიანე დადება,რაღაც პირადი მიზეზების გამო.ისტორიას რაც შეეხება.დიდხანს რომ არ გავწელო,მირჩევნია მალევე დავთავრო.ამის გარდა კიდევ 3თავი დამრჩა დასადები.გამოცდების გამოც ხშირად არ მცალია ,ამიტომ მირჩევნია მალევე დავამთავრო.ჯობდა ეს პატარა თავი მაინც დამედო ,ვიდრე კიდევ დიდხანს დამლოდებოდით.მიყვარხართ ყველა ვინც კითხულობთ და მოგწონთ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი თინათინი

დომენიკო, ანა-მარია მალე მანუელო კოსტა და ზე მორეირაც გამოჩნდება? laughing

 




სტუმარი თინათინი
დომენიკო, ანა-მარია მალე მანუელო კოსტა და ზე მორეირაც გამოჩნდება? laughing

კი,კი გამოჩნდება laughing

 



№3  offline წევრი სიბილა

არ გაწელო, სოფლად ყველაფერი უფრო საინტერესოა და მეგობრის გარდაცალების ამბები არ მოათავსო ორ სიტყვაში-და ძალიან საინტერესო გამოვა, წარმატებები

 




სიბილა
არ გაწელო, სოფლად ყველაფერი უფრო საინტერესოა და მეგობრის გარდაცალების ამბები არ მოათავსო ორ სიტყვაში-და ძალიან საინტერესო გამოვა, წარმატებები

ნელ-ნელა გაიხსნება ყველა "კარტი". მეგობრის გარდაცვალებაზე შემდეგ თავში ნახავთ ,ასევე ბევრი რამე გაირკვევა

 



№5  offline წევრი meocnebe avadmyopi

პატარა?კაი რა ძაან პატარა იყო
მაგრამ ძალიან მომეწონა,მხოლოდ ის მაინტერსებს ახლა როგორ იცნობს ორი წელია
მალე დადე შემდეგი თორე გავგიჟდები heart_eyes heart_eyes

 




meocnebe avadmyopi
პატარა?კაი რა ძაან პატარა იყო
მაგრამ ძალიან მომეწონა,მხოლოდ ის მაინტერსებს ახლა როგორ იცნობს ორი წელია
მალე დადე შემდეგი თორე გავგიჟდები heart_eyes heart_eyes

ვიციი,რომ ძალიან პატარაა მაგრამ სულ არდადებას მერჩივნა.დღეს გვიან დავდებ შემდეგს. heart_eyes

 



№7 სტუმარი sandra

ძალიან მომწოონს და მალე დადე თავი ერთი სული მაქვს როდის წავიკითხაავ

 



№8 სტუმარი მია

ყველაზეე ძაან ისს მაინტერესებს 2 წელი როგორრ იცნობბსს იმედიაა დაწერრ შემდეგგ თავში

 




sandra
ძალიან მომწოონს და მალე დადე თავი ერთი სული მაქვს როდის წავიკითხაავ

მიხარიაა heart_eyes . დღეს გვიან დავდებ შემდეგს

მია
ყველაზეე ძაან ისს მაინტერესებს 2 წელი როგორრ იცნობბსს იმედიაა დაწერრ შემდეგგ თავში

შემდეგ თავში ბევრი რამ გაირკვევა heart_eyes

 



№10 სტუმარი Lile

Kai istoriaa momewona velodebi shemdeg tavs :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent