შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 19


29-05-2018, 22:47
ავტორი Queenofmoon
ნანახია 1 145

შენს მკლავებში დავლევ სულს 19

მოთხრობა დასასრულისკენ მიდის,ამ თავის დადებაც ამიტომ დავაგვიანე,არ მინდა "მივაფუჩეჩო" და უცბად დავწერო მარტო იმიტომ,რომ მალე დავდო,თანაც ბევრს ვფიქრობ რადგან იდეაში ამ მოთხობას კარგი დასასრული არ აქვს,მაგრამ ახლა აღარ ვიცი როგორ მოვიქცე..მოკლედ, იმედია მოგეწონებათ ახალი თავი.



დილით ადრე მეღვიძება,საშინელ გულისრევას ვგრძნობ და მაშინვე სააბაზანოში
გავრბივარ,დედა ჩემს ხმაურზე შემორბის და ხელს მკიდებს,თავზე მეფერება და ცრემლი ადგება.
-როგორ ხარ დე?
-როგორ ვიქნები.. ძალიან დავიღალე,მალე გაჩნდნენ რა..ვწუწუნებ და ეკატერინეს თავს ვადებ მხარზე.
-სად ბრძანდება შენი ქმარი,ორსული ესე უნდა დაეტოვებინე? ბრაზს ანთხევს და თავს უფლებას ატანს ამდენი ხნის სათქმელი ახლა ამოუშვას გულიდან.
-არ იცოდა,ორსულად რომ ვიყავი დედა.. დაწყნარდი..
-როგორ,არ გითქვამს?!
-არა..
-შვილო ესე არ შეიძლება,რაც არ უნდა იყოს მისი შვილები არიან.
-გავაგებინებ დედა..
-უნდა უთხრა,აუცილებლად.
ჩემს ოთახში შევდივარ,სარკესთან ვდგები და ვათვალიერებ სხეულს,მუცელი სწრაფად მეზრდება,ორსულის ამპლუაში ჩემი თავი ცოტა არ იყოს მეუცნაურება,საწოლზე ვწვები და როგორც ყოველთვის,ფიქრებში ვეშვები..
როგორც იქნა, ძილი მერევა,როცა ტელეფონის ზარი მაფხიზლებს და ლამისაა კივილი ავტეხო,მაგრამ იოს ტკბილმა ხმამ მაშინვე დამამშვიდა.
-ევა,კარგად ხარ?
-უნდა ჩამძინებოდა და შენც დარეკე.. შენ და შენს შვილებს მაშინ გახსენდებათ ჩემი შეწუხება,როცა დასვენება მინდა!
-კარგი,მერე დაგირეკავ..
-აღარ დამეძინება..
-მაპატიე პატარავ,კარგი?
-ასე ნუ მეძახი,ხოიცი არ მომწონს..
-ვიცი
-აბა რატომ მეძახი?
-შენც მეძახი სერიულ მკვლელს,მანიაკს..კიდევ ჩამოვთვალო?
-სამაგიეროს მიხდი ამხელა მკვლელი კაცი?
-ხო,პატარავ..
ორივეს ჩაგვეცინა.
-მინდიხარ... მენატრები..და..მინდა აქ იყო.. მის ვნებაამღვრეულ სიტყვებზე ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის.
ასე ვიყავით გაჩუმებულები სადღაც ორი წუთი.
მისი სუნთქვა მესმოდა,ეს კი ყევლაზე მეტ სიამოვნებას მანიჭებდა..მეგონა ძალიან,ძალიან ახლოს იყო და მონატრების ძალა უფრო მეტად მერეოდა.
დუმილი ისევ იომ დაარღვია.
-ევა,დღეს მნახავ?
-რა თქმა უნდა..მალე მოხვალ?
-შენთან ვიქნები ნახევარ საათში..
-ჩემს სახლთან არ მოხვიდე ისევ,როგორც წინაზე.. შეიძლება ვინმემ დაგვინახოს.
-კარგი
-გკოცნი..
-მაგ კოცნას ისედაც მივიღებ,რომ გნახავ,ასე რომ ეგ სიტყვა დამშვიდობებისას აღარ თქვა ხოლმე,თორემ ავარია არ ამცდება.
-გულიანად გადავიკისკისე,ყურმილი გავთიშე და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,მალე მენახა,რომ ისევ შემეგრძნო საყვარელი კაცის სურნელი.
ისევ აქეთ იქით სირბილი დავიწყე ოთახში,მინდოდა ლამაზი ვყოფილიყავი ამიტომ ყველაფერი გადმოვყარე კარადიდან,იოსგან ბევრი ისედაც არ მქონდა არაფერი წამოღებული,თითქმის ყველა ნივთი იქ დავტოვე..
თავი სარკეში კმაყოფილმა შევათვალიერე და კარი მოვხურე,მხოლოდ დედაჩემის წუწუნი მესმოდა რათ უნდა ამ გოგოს ყოველდღე ექოზე სიარულიო და ამაზე მეცინებოდა.
იოს თვალებით ძებნა დავუწყე,თუმცა არ ჩანდა არსად,ერთი საათი გარეთ ვიდექი,როცა წესით აქამდე ბევრად ადრე უნდა მოსულიყო.
რეკვას არ ვწყვეტ და აკანკალებული ხელებით ვცდილობ სენსორზე ავკრიფო შეტყობინება,არც მესიჯს პასუხობს,არც ტელეფონს იღებს..
ამჯერად თვითონ რეკავს რამოდენიმე წუთში,გული გამალებით მიცემს და ამავდროულად ბრაზი მატულობს.
-იოანე სად ხარ?! ჩემი ბრაზი ვერ დავიმორჩილე და პირდაპირ შეტევაზე გადავედი.
-ევა... ხმაჩაწყვეტით მომმართა,თითქოს ლაპარაკი უჭირდა.
-რა ხდება,სად ხარ?!
-სახლში ადი.. დღეს ვერ გნახავ,კარგი?
სიტყვებს ერთმანეთზე ძლივს აბამს,მე კი ჰაერი არ მყოფნის და მგონია გონებას ვკარგავ,რადგან პირველი შემთხვევა არ არის მისგან ამ ხმის ტემბრის მოსმენა,უკვე ვხვდები რომ რაღაც რიგზე არ არის და ეს გაურკვევლობა მღრღნის.
-იოანე,ახლავე მოდი,ძალიან ვნერვიულობ,გთხოვ მოდი. თუ ყველაფერი რიგზეა,მოდი!
ნელი სიჩქარით შემოუხვია ბმვ-მ უბანში,მუქ მინებში იოანე ვერ შევამჩნიე და არც დავაცადე მანქანას უფრო ახლოს მოსვლა,სწრაფად ავდექი,მისკენ გავიქეცი, მაშინვე კარები გავაღე და მანქანაში ჩავხტი.
წამიერად შევკივლე მისი სახის დანახვისას და პირზე ხელი ავიფარე.
-ევა,გთხოვ.. არ ინერვიულო კარგად ვარ..
-იოანე რას ამბობ?! ესაა კარგად ყოფნა?! რა მოხდა?! მითხარი..
გულზე ხელს ვიდებ და მისი ბაგა ბუგი ყურებში მესმის,ჩანთიდან ხელსახოცს ვიღებ და სისხლიან სახეს ვუწმენდ,არ მინდა ცრემლებმა მძლიოს,ვცდილობ ეს მძიმე ბურთი გადავაყლაპო და ნელი მოძრაობით მოვწმინდო სახიდან სიბინძურე.
-უბრალოდ შელაპარაკება მომივიდა ვიღაც ტიპებთან,არ ინერვიულო შენ.
-დაჭრილი ხარ?
-არა..
-იოანე ნუ მატყუებ,მითხარი
-ცოტა,დანით. მაგრამ არ ინერვიულო,ხომ ხედავ კარგად ვარ..
-სწრაფად ჩემს სახლთან შეუხვიე,ჩემთან უნდა აგიყვანო.
-არა არა,ევა,ადი სახლში,მე წავალ ნელნელა.
-არა! არავითარ შემთხვევაში,სახლში ავალთ და მე მოგხედავ და მანამ არ გაგიშვებ სანამ თორნიკე ან ვაჩე არ მოვა და წაგიყვანს. შენ მანქანის ტარების თავი არ გაქვს.
-ევა არ მინდა მეთქი
-კიდე დიდხანს შემეწინააღმდეგები?სწრაფად,შეუხვიე.
თითით ვანიშნებ ადგილს სადაც უნდა შეუხვიოს,მანქანიდან გადმოვდივარ და მის მძიმე სხეულს წონასწორობას ვაკავებინებ,თან აქეთ იქით ვიყურები დაძაბული,რომ არავინ დაგვინახოს.
კიბეებზე ამყავს და ამ დროს სიცილი უტყდება.
-ნორმალური ხარ?! რა გაცინებს?! გაოცებული ვუყურებ,ის კი სიცილს არ წყვეტს.
-გახსოვს,აი აქ,ამ კიბეებზე რომ დაგიჭირე და წაგიყვანეთ?!ეხლა შენ აგყავარ შენთან..
-ისე ამბობ გახსოვსო,თითქოს ათი წლის წინ მომხდარიყოს,მიდი გადაადგი ფეხი,ბოლო ბოლო სამი კაცი ვცდილობთ შენს ათრევას!
სახლში შევაღწიეთ როგორც იქნა და მადლობა ღმერთს რომ მარტო ვარ,თორემ ახალი ზღაპრების მოყოლა მომიწევდა მშობლებისთვის,ან ვინ იცის,იქნებ სიმართლის თქმაც.
იოანე ჩემს ოთახში შევიყვანე და საწოლზე დავაწვიე,სპირტიანი ბამბები მოვიმარაგე და მასთან ჩავიმუხლე.
-სახე სუფთა გაქვს,მითხარი სად გაქვს ჭრილობა კიდევ..
-მაისური ამიწიე.
მისი მაისური ნელნელა ავწიე,მაგრამ ჭრილობები ზევით კიდევ იმატებდა,ყველა ჭრილობას დავუყევი და ყველა დავამუშავე,ის კი ჩუმად ოხრავდა და ცდილობდა ტკივილი არ შეემჩნია.
-ვიცი რომ გტკივა,მოითმინე ცოტაც.
-საიდან მოიტანე რომ მტკივა?!
-ოხხ იოანე. ჩამეცინა და ხელი წელზე მომავლო,წამებში მის ზემოთ მომაქცია.
-მემგონი ძალა არ დაგიკარგავს ხომ??არადა კიბეებზე ასვლა როგორ გიჭირდა,ცალი წარბი ავწიე და ეშმაკურად გავხედე.
-მერე მე მუცელზე მაქვს ჭრილობები,ხელზე კიარა.
-ტვინში გაქვს დიდი ჭრილობა! ნუ მიკრობ ახლა ასე,დამაცადე კიდევ დამრჩა რამოდენიმე ადგილი სანახავი..
-იქნებ სხვა ადგილებიც გენახა ძვირფასო?!
-იუმორის გრძნობა გაქვს საშინელი, სახე მოვმანჭე ისე რომ კარგად შეემჩნია.
-შენ კიდევ იმას ვერ ამჩნევ ამდენი ხანია,როდის ვხუმრობ და როდის არა!
-აჰა,ანუ სხვა ადგილებიც ვნახო არა?!
-ჰო,რაარის?!
-იოცნებე!
მისი ძლიერ ხელებში მოაქცია ჩემი სახე და ჩემს ტუჩებს მიეწება,ხელი ზურგიდან საჯდომამდე ჩააცურა და მაგრად მომიჭირა.
-იოანე! გაჩერდი! თავი გავითავისუფლე მისგან და სიცილს ძლივს ვიკავებდი,ისეთი უკმაყოფილო სახე ჰქონდა.
-ტელეფონი მომეცი,დავრეკო თორნიკესთან
-ჯიბეში მაქვს.
-რომელში?!!
-იცი,არ მახსოვს... მემგონი მარცხენაში,თუ მარჯვენაში..ვერ ვიხსენებ?
თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე,ჩემს ტელეფონში დავიწყე ბიჭების ნომრების ძებნა და ამდენი წვალების შემდეგ როგორც იქნა ინება რომ თავისი ტელეფონი მოეწოდებინა,კმაყოფილი სახით გამოვართვი და თორნიკეს დავურეკე,რამოდენიმე წუთში ისიც მოვიდა და კარი გავაღე თუარა მისი დაბღვერილი სახე არ გამომპარვია.
-თორნიკე,რა გჭირს?! გავხედე გაოცებულმა,რომლის მზერა იოანესკენ იყო მიმართული და ისე უყურებდა,მეგონა შეჭამდა.
-რა გჭირს ბიჭო? ჩაეცინა იოანეს და კითხვით მიუბრუნდა თავის ძმაკაცს.
-ეხლა ღირსი არ ხარ დაგიმატო?ეხლა მოგინდა ჩხუბი და დაჭრა?
-რა ხდება?!
-ნუკი მიმყავდა დღეს პირველად პაემანზე...
-პაემანზე? თვალები გავაფართოვე და გაკვირვებულმა წარბები ზევით ავქაჩე,მექალთანე თორნიკესგან მართლაც ძალიან გასაკვირი იყო სიტყვა "პაემანი".
-ხო,და აი ამ.... ამ იდიოტის გამო ვეღარ წავედი...
ხელები წელზე შემოიწყო და იოანეს გაბრაზებული და დაბოღმილი მზერა არ მოაშორა..იოანე კი იკრიჭებოდა მის ასეთ საქციელზე,იმის მაგივრად,რომ დაემშვიდებინა,პირიქით,უფრო გაღიზიანება დაუწყო..
-ნუ ნერვიულობ,შენნაირ ბრეტ პიტს მთელი ცხოვრება დაელოდება ძმაო..
თორნიკე მე მომიბრუნდა და "ამას ეხლა მოვკლავ" ისე გამაფრთხილებლად მითხრა,მეც ძლივს ვიკავებდი სიცილს,მაგრამ იო თავისას მაინც არ წყვეტდა.
-ისე გადაურჩა ის გოგო დღევანდელ პაემანს
-რას ჰქვია გადაურჩა?
-შენ რო გიცნობ,ისეთ ადგილას მიიყვანდი მაინც უკან გამოიქცეოდა.
-ხოდა ვაბშე არ მიცნობ.
-სად მიგყავდა აბა?
-მთაწმინდის პარკში.
იოანემ ისე გადაიხარხარა,მუცელი საშინლად დაეჭიმა,ჭრილობები ასტკივდა და მომცინარი სახე უცებვე დაემანჭა.
სიცილს ვერც მე ვიკავებდი,მაგრამ ისე შემეცოდა თორნიკე,მართლა ეტყობოდა როგორ განიცდიდა და მეც მხარი ავუბი.
-შენ საერთოდ ვის დასცინი? მივუბრუნდი იოანეს და ხელები წელზე შემოვიწყვე.
-რა?
-რა და ჩვენ რომ პაემანი არასდროს გვქონია,არაუშავს?!სხვას რაღას დასცინი?
-რაა??რა პაე.. როდის? არ გქვონია? რა სისულელეა...
-ხო ხო,ის პაემნად არ ითვლება,მაფიოზების შეხვედრებზე რომ დაგყავდი,სუფრაზე შენ გვერდით რომ ვიჯექი და საცეკვაოდაც არ მიშვებდი,შენ კიდე დგახარ,კიარა და წევხარ... და თორნიკეს დასცინი?
თორნიკემ მაშინვე სიცილი ატეხა და ცინიკურად გაუღიმა გამარჯვებული სახით.
იოანეს როგორც სჩვევია,დასერიოზულდა მაშინვე და თავის ძმაკაცს ხელი გაუწოდა.
-მოდი მომეხმარე ადგომაში
-ხო,მალე წადით თორემ ჩემი მშობლები სადაცაა დაბრუნდებიან..
თორნიკეს ხელი გადახვია იოანემ და ნელი ნაბიჯებით გავიდნენ სახლის კარამდე,მე და თორნიკეს მის მკაცრ და სერიზულ სახეზე გვეცინებოდა და მომენტებში ძლივს იკავებდა,ლამის ხელიც კი გაუშვა.
ფანჯრიდან გადავიხედე და გავაყოლე თვალი,როგორ ჩასხდნენ მანქანაში და მოშორდნენ ტერიტორიას.
ჩემს ოთახში შევბრუნდი გაღიმებული სახით,იმ ადგილას დავწექი სადაც იო იწვა,საწოლი ჯერ კიდევ მისი სითბოთი და სურნელით იყო გაჯერებული და ამით ვტკბებოდი მაქსიმალურად.
*********
„ძვირფასო იოანე,ვიცი,ამ წერილს თუ კითხულობ ესე იგი დიდი ხანი გავიდა ჩემი გარდაცვალებიდან,თუ ამ წერილს შენ კითხულობ,ან ყველაფერი კარგადაა,ან ცუდად.
შვილო,ერთადერთს გთხოვ,შენ ჩემი იმედი ხარ იმ დღიდან როცა ამ ქვეყანას მოევლინე,ჩემი ვაჟკაცი ხარ და მე იმ დღიდან შენით ვამაყობ.. შენ ყველასგან განსხვავდები,გთხოვ შვილო,გრძნობებს ნუ აყვები და ნუ დაუშვებ იმ საბედისწერო შეცდომას,რომლისაც ასე მეშინია.. ნუ მიაქცევ ყურადღებას ნიკას ამპარტავნობასა და სიამაყეს.გთხოვ,გაუფრთხილდით ერთმანეთს და არაფერი არ დაუშავოთ ძმებმა ერთი მეორეს,მე მხოლოდ ამით ვიქნები მშვიდად.
ჩემი სახელი არ შეარცხვინო და ისე მოიქეცი,რომ ჩემი არ ყოფნა არავინ შეამჩნიოს და შენ რომ ჩემი შვილი ხარ იმას ამბობდნენ - მამას აჯობაო.
რაც შეეხება ალექსანდრას,გაიზარდე და ალბათ გგონია,რომ ჩემი გასართობი იყო,უბრალო საყვარელი რომლისაგანაც შვილი შემთხვევით მეყოლა,მაგრამ ეს ასე არ არის,მე და დედაშენს ნამდვილი გრძნობები გვაკავშირებდა ერთმანეთთან,თანაც ისეთი ძლიერი..ვისურვებდი რომ ამის გადმოცემა შემეძლოს..ახლა,მეც მასთან მივდივარ,მე ამ წერილიც დაწერაც მიჭირს,ძალიან დავსუსტი,ძალიან...
საქმე საქმეა,მაგრამ.. შეიყვარე..ოჯახი შექმენი..გიყვარდეს ყველა,მტერიც და მოყვარეც,იცოდე მტრები უფრო ახლოს იყოლიე,ვიდრე მეგობრები.
სიყვარულით,შენი მამა - კონსტანტინე “
იოანეს ხელში გაცრეცილი ფურცელი უჭირავს და გული მრავალჯერ ეკუმშება,თითქოს ისრები ერჭობაო,სავარძელში ნელა ეშვება და ერთ წერტილს აკვირდება,წერილი,რომელიც აქამდე რომ ენახა,ალბათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა...
მამამ,რომელსაც მასთან ერთი თხოვნა ჰქონდა,ვერ შეასრულა... პირობა ვერ შეასრულა.. წერილმა დააგვიანა,დრომ გაასწრო.. გრძნობებმა გაასწრო.. თითქოს ყველაფერმა ერთდროულად ჩაიქროლა,ყველა მოგონებამ და საშინელმა ტკივილმა სძლია იოანეს სულს.
იარაღის გასროლა და საფეთქელიდან სისხლის გამოჩქეფვა,ნიკას ბოლო გამომეტყველება,მისი ბოლო ამოკვნესა,სისხლით დაღვრილი ბალახი,სიამაყით სავსე გული...
ყევლაფერი ერთიანად ტრიალებს გონებაში,კინოს ფირივით ახვევს იოანე ხან თავიდან ბოლომდე,ან პირიქით,ბოლოდან დასაწყისამდე.
კაბინეტში ვაჩე და თორნიკე შემოდიან,ვაჩე ტელეფონს აწვდის და ერთი მეორეს უყურებენ გაოცებულები.
-იოანე.. ეე,აქ ხარ? ხელს სახესთან უქნევს და ფიქრებიდან აფხიზლებს,
-ხო,რა ხდება?
-ევა გირეკავდა.. ექიმთან უნდა გამომყოლოდაო..ხოდა მარტო წავიდა,მგონი ეწყინა..
-რა გჭირს ბიჭო,რატო არ წაიყვანე?
იოანემ ორივეს გადახედა,სავარძელს ზურგით მჭიდროდ მიეკრო და წერილი მაგიდაზე გაასრიალა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Queenofmoon

და კიდევ,მხოლოდ დისლაიქებით ნუ შემოიფარგლებით,კრიტიკას მივიღებ და მაინტერესებს რა თქმა უნდა რა არ მოგწონთ,რათა შემდეგში გამოვასწორო.

 



№2 სტუმარი nini

ogond cudi dasasruli ar kondes .

 



№3  offline წევრი tamuna.s

თუ ცუდად უნდა დაასრულო მაშინ აღარ წავიკითხავ. ვერ ვიტან ცუდ დასასრულებს.

 



№4  offline წევრი marikuna18

ცუდი დასასრული არ ჰქონდეს დაა მალეე გააცანი ევას მშობლებს იო....ისე ძაან მაგარი გოგო ხარ დაა ქთხოვ ცოტა თავები გაზარდე♡♡♡

 



№5  offline წევრი Queenofmoon

tamuna.s
თუ ცუდად უნდა დაასრულო მაშინ აღარ წავიკითხავ. ვერ ვიტან ცუდ დასასრულებს.

nini
ogond cudi dasasruli ar kondes .

marikuna18
ცუდი დასასრული არ ჰქონდეს დაა მალეე გააცანი ევას მშობლებს იო....ისე ძაან მაგარი გოგო ხარ დაა ქთხოვ ცოტა თავები გაზარდე♡♡♡

მეც ასე ვფიქრობ და ამის თქმა მინდოდა,ეს მოთხრობა ისე ახლოსაა ჩემთან, ცუდად დამთავრებას ვერ შევძლებ.

 



№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვაიმე არ ვიცი რა ვთქვაააა უბრალოდ უმაგრესია ველიი შემდეგსსს მალეე

 



№7 სტუმარი Mzikomziko

Dzalian momwons dzan Kaia da ar Minda ro cudad damtavrdes veli shemdeg tavs moutmenlad

 



№8  offline წევრი blondeangel631

ძალიან მომწონს და ველი შემდეგს დაცუდი დასასული არ ქონდეს ჯერ ისედაც რამდენი უბედურება გამოიარეს და კიდე ცუდი დასასრული საშინელება იქნება შემდეგს ველი heart_eyes heart_eyes

 



№9  offline წევრი Queenofmoon

სტუმარი მარიამი
ვაიმე არ ვიცი რა ვთქვაააა უბრალოდ უმაგრესია ველიი შემდეგსსს მალეე

Mzikomziko
Dzalian momwons dzan Kaia da ar Minda ro cudad damtavrdes veli shemdeg tavs moutmenlad

blondeangel631
ძალიან მომწონს და ველი შემდეგს დაცუდი დასასული არ ქონდეს ჯერ ისედაც რამდენი უბედურება გამოიარეს და კიდე ცუდი დასასრული საშინელება იქნება შემდეგს ველი heart_eyes heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა თქვეენ,რომ კითხულობთ და რაც მთავარია მოგწონთ heart_eyes მოთხრობის წერა რომ დავიწყე ვიცოდი რომ აუცილებლად ცუდად დავამთავრებდი,მაგრამ ახლა უკვე არ შემიძლია ამის ცუდად დამთავრება kissing_heart

 



№10  offline წევრი elene2619

ძალიან მომწონს <3 და ველოდები გაგრძელებას <3 დასასრული როგორი ექნება ეგ შენ უნდა გადაწყვიტო ვენდობი შენს არჩევანს <3 <3

 



№11  offline წევრი Queenofmoon

elene2619
ძალიან მომწონს <3 და ველოდები გაგრძელებას <3 დასასრული როგორი ექნება ეგ შენ უნდა გადაწყვიტო ვენდობი შენს არჩევანს <3 <3

ძალიან დიდი მადლობა <3 მალე დაიდება ახალი თავი kissing_heart heart_eyes

 



№12 სტუმარი სტუმარი ანი

უმაგრესი რომანოა... ძალიან მომწონს... მიხარია,რომ ასეთი უნიჭიერესი,უთბილესი და უტკბილესი დაიკო მყავს... როგორი საინტერესო რომანოცაა,ისეთივე საინტერესო ადამიანია ავტორიც...

სტუმარი ანი
უმაგრესი რომანია... ძალიან მომწონს... მიხარია,რომ ასეთი უნიჭიერესი,უთბილესი და უტკბილესი დაიკო მყავს... როგორი საინტერესო რომანიცაა,ისეთივე საინტერესო ადამიანია ავტორიც...

 



№13  offline წევრი Queenofmoon

სტუმარი ანი
უმაგრესი რომანოა... ძალიან მომწონს... მიხარია,რომ ასეთი უნიჭიერესი,უთბილესი და უტკბილესი დაიკო მყავს... როგორი საინტერესო რომანოცაა,ისეთივე საინტერესო ადამიანია ავტორიც...

სტუმარი ანი
უმაგრესი რომანია... ძალიან მომწონს... მიხარია,რომ ასეთი უნიჭიერესი,უთბილესი და უტკბილესი დაიკო მყავს... როგორი საინტერესო რომანიცაა,ისეთივე საინტერესო ადამიანია ავტორიც...

ჩემო საყვარელო,ტკბილოოო და არ ვიცი კიდევ როგორ მოგმართო,ისე მიყვარხარ რომ არ ვიცი,ვერ გადმოვცემ kissing_heart kissing_heart მადლობა რომ ამ მოთხრობას დრო დაუთმე და წაიკითხე ,ძალიან დიდიი მადლობა! kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes

 



№14 სტუმარი KHAAT

ვაიმეე როგორ მიხარია ახლა ვნახეე ეს და ყველა თავი წავიკი\ტხე და ლოდინი არ მომიწიაა..... მგონი პირველი შემთხვევაა რომ არ მინდა ცუდად დამთავრდეს... ძალიან მაგრადააა დაწერილი წარმატებები heart_eyes

 



№15  offline წევრი Queenofmoon

KHAAT
ვაიმეე როგორ მიხარია ახლა ვნახეე ეს და ყველა თავი წავიკი\ტხე და ლოდინი არ მომიწიაა..... მგონი პირველი შემთხვევაა რომ არ მინდა ცუდად დამთავრდეს... ძალიან მაგრადააა დაწერილი წარმატებები heart_eyes

მიხარია რომ მოგეწონა,ძალიან დიდი მადლობა relaxed relaxed relaxed kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent